You are on page 1of 3

მე-9 კლასი, ვარიანტი I

მე-9 კლასი. ფიზიკის პირველი ქვიზი 2023 წლის 6 ნოემბერი


ვარიანტი I
1. სხეულმა შეასრულა გადაადგილება 𝑥1 = 0, 𝑦1 = 2მ კოორდინატების მქონე წერტილიდან 𝑥2 = 4მ,
𝑦2 = −1 მ კოორდინატების მქონე წერტილში. იპოვეთ ამ გადაადგილების გეგმილი y ღერძზე.
ა) -4მ ბ) 5მ გ) 4მ დ) -3მ ე) 1მ
2. მოცემულია ტოლობა 𝑎⃗ + 𝑏⃗⃗ = 𝑐⃗. |𝑎⃗|=5, |𝑏⃗⃗|=5. a და b ვექტორებს აქვთ საერთო სათავე და მათ შორის
კუთხე 120°-ია (იხილეთ სურათი 1). იპოვეთ |𝑐⃗|.
ა) 0 ბ) 5 გ) 10 დ) 25 ე) 5√2
3. ნივთიერი წერტილის მოძრაობა აღიწერება შემდეგი განტოლებებით: 𝑥 = 12 + 3𝑡, 𝑦 = 5 + 4𝑡, მაშინ
სხეულის სიჩქარის მოდულია:
ა) 5მ/წმ ბ) 13მ/წმ გ) 7მ/წმ დ) 17მ/წმ ე) 1მ/წმ
წრფივ გზაზე მოძრავი სატვირთო ავტომობილის მოძრაობა აღიწერება განტოლებით 𝒙𝟏 = −𝟐𝟕𝟎 + 𝟏𝟐𝒕,
ხოლო ტროტუარზე ფეხით მოსიარულესი კი 𝒙𝟐 = −𝟏, 𝟓𝒕 განტოლებით. უპასუხეთ 4-5 კითხვებს:
4. დაკვირვების დაწყებიდან რა დროის შემდეგ შეხვდებიან ავტომობილი და ფეხით მოსიარულე (მათ
ზომებს ნუ გაითვალისწინებთ) ერთმანეთს?
ა) 15წმ ბ) 10წმ გ) 12წმ დ) 27წმ ე) 20წმ
5. რისი ტოლი იქნება ავტომობილისა და ფეხით მოსიარულეს შეხვედრის ადგილის კოორდინატი?
ა) -30მ ბ) 20მ გ) -10მ დ) -20მ ე) 30 მ
6. ოთახის საპირისპირო ბოლოებიდან ერთმანეთისკენ მუდმივი სიჩქარეებით მოძრაობენ ხოჭო და
ტარაკანა. სურათი 2-ზე ნაჩვენებია მათ შორის მანძილის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. ხოჭოს
სიჩქარეა 1,5მ/წმ, მაშინ ტარაკანას სიჩქარეა:
ა) 3,5მ/წმ ბ) 2მ/წმ გ) 5მ/წმ დ) 1,5მ/წმ ე) 3მ/წმ
7. მეტროს ესკალატორი ზემოთ მოძრაობს 0,75მ/წმ მუდმივი სიჩქარით. მის პარალელურად იგივე
სიჩქარით ქვემოთ მოძრაობს მეორე ესკალატორი. ზემოთ მიმავალ ესკალატორზე, მის მიმართ რა
სიჩქარით უნდა მოძრაობდეს ადამიანი, რომ იგი უძრავი იყოს ქვემოთ მოძრავ ესკალატორზე მდგომი
მგზავრების მიმართ?
ა) 0,75მ/წმ ბ) 1,5მ/წმ გ) 0,375მ/წმ დ) 3მ/წმ ე) 1მ/წმ
8. სურათი 3-ზე მოცემულია x ღერძზე მოძრავი ველოსიპედისტის კოორდინატის დროზე
დამოკიდებულების გრაფიკი. რა მანძილი გაიარა ველოსიპედისტმა 1წმ-დან 4წმ-ის ინტერვალში?
ა) 100მ ბ) 200მ გ) 300მ დ) 400მ ე) 500მ
9. ავტომობილის სიჩქარე მოძრაობის დროის პირველ ნახევარში 78 კმ/სთ-ია. იპოვეთ ავტომობილის
2
საშუალო სიჩქარე მოძრაობის დროის ბოლო 3 -ში, თუ საშუალო სიჩქარე მთელ გზაზე 60 კმ/სთ-ია.
ა) 51კმ/სთ ბ) 52კმ/სთ გ) 69კმ/სთ დ) 42კმ/სთ ე) 33კმ/სთ
10. წრფივ ბილიკზე ორი ველოსიპედისტი მოძრაობს ერთი მიმართულებით მუდმივი 30 კმ/სთ სიჩქარით.
მათ განათების ბოძს ჩაუარეს 1წთ-ის ინტერვალით, ხოლო გზის პირას შემხვედრი მიმართულებით
მოსიარულე გოგონას 50 წმ-ის ინტერვალით. რა სიჩქარით მოძრაობს გოგონა?
ა) 4კმ/სთ ბ) 3კმ/სთ გ) 2,5კმ/სთ დ) 5კმ/სთ ე) 6კმ/სთ
11. ორი ხოჭო ერთდროულად იწყებს მოძრაობას მუდმივი 1,5მ/წმ სიჩქარით კვადრატის გვერდებზე
რომლის სიგრძე 2მ-ია (სურათი 4). თავდაპირველად ერთი ხოჭო კვადრატის წვეროშია, მეორე -
კვადრატის გვერდის შუაში. პირველად რა დროის შემდეგ იქნება ხოჭოებს შორის მანძილი უმცირესი?
ა) 0 ბ) 0,5წმ გ) 0,75წმ დ) 1წმ ე) 1,25წმ
12. ორ გზატკეცილზე რომლებიც 60°-იანი კუთხით იკვეთება მოძრაობს ორი ავტომობილი მუდმივი
30მ/წმ და 40მ/წმ სიჩქარით. შეხვედრის დროს სიჩქარეთა ვექტორებმა ერთმანეთთან 60°-იანი კუთხე
შეადგინეს. შეხვედრის მომენტიდან რა დროის შემდეგ იქნება მათ შორის მანძილი 1კმ?
100 100 1
ა) 20წმ ბ) 25 წმ გ) 13 წმ დ) 46 წმ ე) 333 წმ
√ √

1
მე-9 კლასი, ვარიანტი I

13. ორ გზატკეცილზე რომლებიც 30°-იანი კუთხით იკვეთება მოძრაობს ორი ავტომობილი, პირველი
მუდმივი 10მ/წმ სიჩქარით და მეორე 10√3 მ/წმ სიჩქარით (სურათი 5). როდესაც ავტომობილებს შორის
მანძილი მინიმალური იყო, პირველი ავტომობილი გზაჯვარედინიდან (O წერტილიდან) იმყოფებოდა
200მ-ის დაშორებით. რა მანძილით შეიძლებოდა ყოფილიყო მეორე ავტომობილი დაშორებული
გზაჯვარედინს ამ დროს?
200 100
ა) 3 მ ბ) 100მ გ) 46 მ დ) 200მ ე) 75მ
√ √
სურათი 6-ზე მოცემული x ღერძზე მოძრავი წერტილის სიჩქარის გეგმილის დროზე დამოკიდებულების
გრაფიკის მიხედვით უპასუხეთ 14-16 კითხვებს:
14. იპოვეთ სხეულის გადაადგილების გეგმილი 6 წმ-დან 12წმ-ის ინტერვალში.
ა) 0 ბ) 16მ გ) -16მ დ) 32მ ე) -32მ
15. იპოვეთ სხეულის მიერ მოძრაობის დაწყებიდან 8წმ-ში გავლილი მანძილი.
ა) 24მ ბ) 4მ გ) 8მ დ) 12მ ე) 20მ
16. იპოვეთ სხეულის აჩქარების მოდული BC უბანზე.
ა) 0 ბ) 1მ/წმ2 გ) 1,5მ/წმ2 დ) 2მ/წმ2 ე) 2,5მ/წმ2
17. ორი სხეული იწყებს მოძრაობას x ღერძის ერთი წერტილიდან ღერძის მიმართულებით. პირველი
სხეულის სიჩქარის გეგმილის დროზე დამოკიდებულების განტოლებაა 𝑣1𝑥 = 21 − 1,2𝑡, ხოლო მეორე
სხეულის 𝑣2𝑥 = −12 + 𝑡. მოძრაობის დაწყებიდან რა დროის შემდეგ შეხვდებიან სხეულები კიდევ
ერთხელ ერთმანეთს?
ა) 12წმ ბ) 21 წმ გ) 9წმ დ) 33წმ ე) 30წმ
2
18. X ღერძზე მოძრავი ნივთიერი წერტილის მოძრაობის განტოლებაა 𝑥 = 5 + 4𝑡 − 𝑡 . იპოვეთ გავლილი
მანძილის საშუალო სიჩქარე 1წმ-დან 6 წმ-ის ჩათვლით დროის ინტერვალში.
ა) 3მ/წმ ბ) 4,2მ/წმ გ) 0,8მ/წმ დ) 3,4მ/წმ ე) 5მ/წმ
19. ავტომობილი იწყებს მოძრაობას მუდმივი აჩქარებით და მე-10-ე წმ-ში გადის 19მ-ს. განსაზღვრეთ
ავტომობილის აჩქარება.
ა) 2მ/წმ2 ბ) 1მ/წმ2 გ) 2,2მ/წმ დ) 1,25მ/წმ ე) 3,8მ/წმ
20. ავტომობილი იწყებს მოძრაობას თანაბარაჩქარებულად და ასე მოძრაობს 𝑡1 დროის განმავლობაში.
20მ/წმ სიჩქარის მიღწევის შემდეგ აგრძელებს თანაბარ მოძრაობას ამავე სიჩქარით 𝑡2 დროის
𝑡
განმავლობაში. საშუალო სიჩქარე ამ (𝑡1 + 𝑡2 ) შუალედში არის 15 მ/წმ. ამ დროის რა ნაწილი ( 1 )
𝑡1 +𝑡2
მოძრაობდა ავტომობილი თანაბარაჩქარებულად?
ა) 0,1 ბ) 0,2 გ) 0,3 დ) 0,4 ე) 0,5
ველოსიპედი მოძრაობს სრიალის გარეშე. მისი ბორბლის რადიუსი 40სმ-ია. ბორბალი 2 წამში ასრულებს
4 ბრუნს. უპასუხეთ 21 და 22 კითხვებს:
21. რისი ტოლია ბორბლის ბრუნვის პერიოდი?
ა) 0,25წმ ბ) 0,5 წმ გ) 0,75წმ დ) 1წმ ე) 1,25წმ
22. რა სიჩქარით მოძრაობს ველოსიპედი?
ა) 0,8πმ/წმ ბ) 3,2πმ/წმ გ) 1,6π მ/წმ დ) 2πმ/წმ ე) 2მ/წმ
23. ღვედური გადაცემის დიდი შკივის რადიუსია 36 სმ და ბრუნავს 120 ბრ/წთ სიხშირით. მცირე შკივის
რადიუსია 24 სმ. ღვედი შკივებზე არ სრიალებს. იპოვეთ მცირე შკივის ბრუნვის სიხშირე.
ა) 180 ბრ/წმ ბ) 120 ბრ/წთ გ) 100 ბრ/წმ დ) 60 ბრ/წთ ე) 3 ბრ/წმ
24. ერთნაირი ბრუნვის პერიოდების მქონე ორი ნივთიერი წერტილი ბრუნავს 0,2მ და 0,4მ რადიუსის
წრეწირებზე. იპოვეთ დიდი რადიუსი წრეწირზე მოძრავი წერტილის ცენტრისკენული აჩქარების
შეფარდება პატარა რადიუსის წრეწირზე მოძრავის ცენტრისკენულ აჩქარებასთან.
ა) 4 ბ) 2 გ) 0,5 დ) 1,5 ე) 8
25. ნივთიერი წერტილი მოძრაობს წრეწირზე მოდულით მუდმივი 0,5 მ/წმ წირითი სიჩქარით. 2წმ-ში
სიჩქარის ვექტორი მობრუნდა 30°-ით. რისი ტოლია ამ წერტილის ცენტრისკენული აჩქარება?
𝜋 3𝜋 5𝜋 𝜋 𝜋
ა) მ/წმ2 ბ) მ/წმ2 გ) მ/წმ2 დ) მ/წმ2 ე) მ/წმ2
6 2 12 24 12

2
მე-9 კლასი, ვარიანტი I

You might also like