You are on page 1of 3

ვარიანტი II

მე-9 კლასის ფიზიკის მეორე ქვიზი 2021 წლის 22 დეკემბერი

ვარიანტი II

1. სხეული დედამიწიდან ვერტიკალურად აისროლეს 40 მ/წმ საწყისი სიჩქარით. რა დროის


განმავლობაში იმყოფებოდა ის 35 მ-ზე ზემოთ?
ა) 6 წმ ბ) 5 წმ გ) 4 წმ დ) 7 წმ ე) 8 წმ
2. თავდაპირველად უძრავმა ნივთიერმა წერტილმა 0,5 რად/წმ2 კუთხური აჩქარებით დაიწყო 0,1 მ
რადიუსის წრეწირზე ბრუნვა. განსაზღვრეთ ნივთიერი წერტილის ცენტრისკენული აჩქარება ბრუნვის
დაწყებიდან 10 წამის შემდეგ.
ა) 1,5 მ/წმ2 ბ) 2 მ/წმ2 გ) 2,5 მ/წმ2 დ) 4 მ/წმ2 ე) 4,5 მ/წმ2
3. მოცემულია სხეულის სიჩქარის მოდულის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი (ნახ. 1).
გრაფიკის მიხედვით დაადგინეთ რა მანძილი გაიარა სხეულმა მოძრაობის დაწყებიდან 7 წამის
განმავლობაში.
ა) 26 მ ბ) 28 მ გ) 32 მ დ) 33 მ ე) 42 მ
4. დედამიწიდან 20 მ სიმაღლეზე ფანჯრიდან ბიჭმა ბურთი ჰორიზონტალურად გაისროლა. რა
საწყისი სიჩქარით გაისროლა ბიჭმა ბურთი, თუ ის დედამიწაზე სახლიდან 6 მ-ის დაშორებით დაეცა?
ა) 3 მ/წმ ბ) 3,5 მ/წმ გ) 4 მ/წმ დ) 4,5 მ/წმ ე) 5 მ/წმ
5. 7,2 მ სიმაღლის ციცაბო კლდიდან ბიჭი გადახტა ჰორიზონტალურად მიმართული 5 მ/წმ
სიჩქარით და წყალში ჩახტა. განსაზღვრეთ ბიჭის სიჩქარის მოდული წყლის ზედაპირთან შეხების
მომენტში..
ა) 8 მ/წმ ბ) 9 მ/წმ გ) 10 მ/წმ დ) 13 მ/წმ ე) 15 მ/წმ
6. ურიკამ მუდმივი ძალის მოქმედებით დაიწყო მოძრაობა და გარკვეულ დროში 50 სმ გაიარა.
როდესაც ურიკაზე დადეს 300 გ მასის ტვირთი, ურიკამ უსაწყისო სიჩქარით იმავე ძალის მოქმედებით
იმავე დროში 20 სმ მანძილი გაიარა. იპოვეთ ურიკის მასა. ხახუნი უმნიშვნელოა.
ა) 200 გ ბ) 250 გ გ) 300 გ დ) 350 გ ე) 400 გ
7. 1 კგ მასის თავდაპირველად უძრავ სხეულზე მოქმედებას იწყებს 1 ნ ძალა, ჯერ 10 წამის
განმავლობაში ერთი მიმართულებით, ხოლო შემდეგ, 6 წამის განმავლობაში საწინააღმდეგო
მიმართულებით. განსაზღვრეთ სხეულის გადაადგილება ამ დროში
ა) 100 მ ბ) 92 მ გ) 84 მ დ) 76 მ ე) 68 მ
8. მანქანამ მთელი გზა გაიარა 80 კმ/სთ საშუალო სიჩქარით. გზის პირველი მეოთხედი მისი სიჩქარე
იყო 120 კმ/სთ. განსაზღვრეთ მანქანის საშუალო სიჩქარე გზის დანარჩენ ნაწილზე.
ა) 76 კმ/სთ ბ) 74 კმ/სთ გ) 72 კმ/სთ დ) 64 კმ/სთ ე) 56 კმ/სთ
9. წრეწირზე მუდმივი კუთხური აჩქარებით მბრუნავი ნივთიერი წერტილის კუთხური სიჩქარე 5
წმ-ში გაიზარდა 3,5 რად/წმ-დან 5,5 რად/წმ-მდე. განსაზღვრეთ კუთხური აჩქარება.
ა) 1 რად/წმ2 ბ) 0,8 რად/წმ2 გ) 0,6 რად/წმ2 დ) 0,4 რად/წმ2 ე) 0,2 რად/წმ2
10. m და 9m მასის ნივთიერ წერტილებს შორის მანძილია 10 მ. პირველი ნივთიერი წერტილიდან რა
მანძილზე უნდა მოვათავსოთ მესამე ნივთიერი წერტილი, რომ მასზე მოქმედი ამ ორი სხეულის
გრავიტაციული მიზიდულობის ძალების ტოლქმედი 0 იყოს?
ა) 1,2 მ ბ) 1,6 მ გ) 1,8 მ დ) 2 მ ე) 2,5 მ
11. სხეულმა დაიწყო თავისუფალი ვარდნა საწყისი სიჩქარის გარეშე. ტრაექტორიის A წერტილში
მისი სიჩქარე იყო 20 მ/წმ, ტრაექტორიის B წერტილში კი 50 მ/წმ. განსაზღვრეთ AB მონაკვეთის გავლის
დრო. ჰაერის წინაღობას ნუ გაითვალისწინებთ.
ა) 1 წმ-ში ბ) 1,5 წმ-ში გ) 2 წმ-ში დ) 3 წმ-ში ე) 4,5 ში
12. ვერტმფრენი აფრინდა ვერტიკალურად ზევით 4 კმ სიმაღლეზე და შემდეგ 3 კმ აღმოსავლეთით
იფრინა. განსაზღვრეთ მანძილი ვერტმფრენსა და აფრენის წერტილს შორის
ა) 5 კმ ბ) 4 კმ გ) 47 კმ დ) 23 კმ ე) 3 კმ
-1-
ვარიანტი II
13. x ღერძზე მოძრავი სხეულის კოორდინატი დროზე შემდეგნაირადაა დამოკიდებული x = 9 - 6t + 𝑡 2
(სიდიდეები იზომება SI-ში). იპოვეთ იმ წერტილის კოორდინატი, რომელშიც შეიცვალა სხეულის
მოძრაობის მიმართულება.
ა) -6 ბ) -5 გ) 0 დ) 3 ე) 4
14. საათის წუთების მაჩვენებელი ისარი 1,5-ჯერ გრძელია საათების მაჩვენებელ ისარზე. რამდენჯერ
გაიზრდება წუთების მაჩვენებელი ისრის ბოლო წერტილის წირითი სიჩქარის შეფარდება საათის
მაჩვენებელი ისრის ბოლო წერტილის წირით სიჩქარესთან, თუ ისე შევცვლით ისრების ზომებს, რომ
წუთების მაჩვენებელი ისარი 3-ჯერ გრძელი აღმოჩნდება საათის მაჩვენებელ ისარზე?
ა) 3-ჯერ ბ) 2-ჯერ გ) 4-ჯერ დ) 7-ჯერ. ე) 12-ჯერ
15. ჰორიზონტისადმი 45° კუთხით გაისროლეს სხეული. რა მაქსიმალურ სიმაღლეზე ავიდა სხეული,
თუ ფრენის სიშორეა 48 მ?
ა) 24 მ ბ) 20 მ გ) 18 მ დ) 16 მ ე) 12 მ

ჰორიზონტისადმი გარკვეული კუთხით 40მ/წმ სიჩქარით გაისროლეს სხეული, რომელიც გასროლის


წერტილიდან იმავე დონეზე დაეცა 80√3მ მანძილზე. (ჰაერის წინაარმდეგობა არ გაითვალისწინოთ.
თავისუფალი ვარდნის აჩქარება g=10მწმ2 ). მოცემული პირობის მიხედვით უპასუხეთ 16-დან 19-ის
ჩათვლით დასმულ კითვებს.
16. ჰორიზონტისადმი რა კუთხითაა გასროლილი სხეული?
ა) 30° ბ) 45° გ) 60° დ) 90° ე) არც ერთი პასუხი არ არის სწორი.
17. გასროლიდან რა დროში დაეცა სხეული იმავე დონეზე?
ა) 2 წმ ბ) 2,5 წმ გ) 6 წმ დ) 3,5 წმ ე) 4 წმ
18. რა მაქსიმალურ სიმაღლეს მიაღწია სხეულმა?
ა) 80მ ბ) 20 მ გ) 40 მ დ) 60 მ ე) 30 მ
19. რა სიმაღლეზე იქნება სხელული გასროლიდან 3 წმ-ში?
ა) 35 მ ბ) 25 მ გ) 45 მ დ) 15 მ ე) 70 მ

20. საათის წამების ისარმა 1200 სრული ბრუნი შეასრულა. რამდენი ბრუნი შეასრულა ამ საათის
წუთების ისარმა იმავე დროში?
ა) 20 ბ) 60 გ) 120 დ) 180 ე) 240
21. ველოსიპედის ბორბლის რადიუსია 0,4 მ. განსაზღვრეთ ველოსიპედის სიჩქარე, თუ ბორბალი
ბრუნავს მუდმივი 6 რად/წმ კუთხური სიჩქარით.
ა) 4,8π მ/წმ ბ) 2,4π მ/წმ გ) 4,8 მ/წმ დ) 2,4 მ/წმ ე) 1,2 მ/წმ
22. ლიფტი თანაბრად მოძრაობს ზევით 1,5 მ/წმ სიჩქარით. მის იატაკზე 180 სმ სიმაღლიდან ვარდება
სხეული ლიფტის მიმართ უსაწყისო სიჩქარით. რა მანძილს გაივლის ლიფტი სხეულის ვარდნის დროში?
ა) 1,2 მ ბ) 0,9 მ გ) 0,8 მ დ) 0,6 მ ე) 0,4 მ
23. სახლის აივნიდან 10 მ/წმ სიჩქარით ვერტიკალურად ზევით აისროლილმა სხეულმა დედამიწაზე
დაცემამდე გაიარა 40 მ. რა სიმაღლეზეა ეს აივანი?
ა) 20 მ ბ) 45 მ გ) 40 მ დ) 35 მ ე) 30 მ
24. თავდაპირველად უძრავმა სხეულმა დაიწყო თანაბარაჩქარებული მოძრაობა. მოძრაობის
დაწყებიდან 6 წმ-ში მისი საშუალო სიჩქარეა 12 მ/წმ. იპოვეთ სხეულის აჩქარება.
ა) 1,5 მ/წმ2 ბ) 2 მ/წმ2 გ) 2,5 მ/წმ2 დ) 4 მ/წმ2 ე) 4,5 მ/წმ2
25. პარალელურ ლიანდაგებზე შემხვედრი მიმართულებით მოძრაობს ორი მატარებელი, 54 კმ/სთ და
90 კმ/სთ სიჩქარეებით. მატარებლებმა ერთმანეთს 18 წამში ჩაუარეს. რა სიგრძისაა მეორე მატარებელი,
თუ პირველი მატარებლის სიგრძეა 590 მ.
ა) 100 მ ბ) 120 მ გ) 130 მ დ) 140 მ ე) 150 მ

-2-
ვარიანტი II

-3-

You might also like