You are on page 1of 2

,

სადირექციო წერა
9კლასი
2022-2023 სასწ.წელი
1.ორი სხეულის მოძრაობის განტოლებაა X1 =4+2t და X2 =8-2t.ააგეთ ამ სხეულების
კოორდინატის დროზე დამოკიდებულების გრაფიკები.დაადგინე მათი შეხვედრის დრო
და ადგილი.

2.ორი მატარებელი მოძრაობს შემხვედრი მიმართულებით 20მ/წმ და 25მ/წმ სიჩქარით ,რა


დროში ჩაუვლის ერთ-ერთ მატარებელში მჯდომ მგზავრს მეორე მატარებელი ,რომლის
სიგრზეა 135 მ?

3.ავტომანქანამ 80კმ/სთ სიჩქარით 5სთ იმოძრავა,შემდეგ 200კმ 3სთ-ში გაიარა.რა


საშუალო სიჩქარით იმოძრავა ავტომანქანამ მთელ გზაზე?

4.რა დროში გაზრდის სიჩქარეს 14მ/წმ-დან 24მ/წმ-მდე 0,25მ/წმ 2 აჩქარებით მოძრავი


ავტომანქანა?

5.ააგე სიჩქარის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი ,თუ v0x =2მ/წმ; ax=3მ/წმ.აღწერეთ


მოძრაობა.

6.ავტომანქანა ადგილიდან დაიძრა 3მ/წმ2 აჩქარებით.რა მანძილს გაივლის იგი 10წმ-ში?

7.ურიკას ,რომლის მასა 3კგ-ია ,უბიძგეს 8 ნ ძალით.იპოვეთ ურიკის აჩქარება.

8.10ნ ძალა სხეულს 5მ/წმ2 აჩქარებას ანიჭებს .რა აჩქარებას მიანიჭებს იგივე სხეულს 25 ნ
ძალა?

9.სხეულზე მოქმედი ძალა გაიზარდა 3-ჯერ,მასა კი შემცირდა 2-ჯერ.როგორ შეიცვლება


აჩქარება ?პასუხი დაასაბუთე.

10.2კგ და 4კგ მასის ურიკების დაჯახებისას პირველი ურიკის აჩქარებაა 1მ/წმ 2 .იპოვეთ
მეორე ურიკის აჩქარება.

11.ერთი სხეულის მასის 4-ჯერ გაზრდით და მათ შორის მანძილის 2-ჯერ გაზრდით ,როგორ
შეიცვლება მსოფლიო მიზიდულობის ძალა მათ შორის?პასუხი დაასაბუთე .

12.4ნ ძალის მოქმედებით ზამბარა 8სმ-ით დაგრძელდა.განსაზღვრეთ ზამბარის სიხისტე .

13.70კგ მასის ადამიანი დგას ლიფტში .განსაზღვრეთ ძალა რომლითაც იგი აწვება
ლიფტის იატაკს,თუ ა) ლიფტი უძრავია; ბ)ლიფტი იწყებს ასვლას 2მ/წმ 2 აჩქარებით.

14.80კგ მასის ადამიანი დგას ლიფტში .განსაზღვრეთ ძალა რომლითაც იგი აწვება
ლიფტის იატაკს,თუ ა) ლიფტი უძრავია; ბ)ლიფტი იწყებს დაშვებას 2მ/წმ 2 აჩქარებით.

15.შესაძლებლათ მიგაჩნიათ თუ არა,რომ დინამომეტრი ქვევით მოძრაობდეს ,როდესაც


მასზე 0,1კგ მასის სხეულია დაკიდებული და მისი ჩვენება 1,2ნ-ია?

16.სხეული ჩამოვარდა 180მ სიმაღლიდან.განსაზღვრეთ ვარდნის დრო.

17.ვარდნის დაწყებიდან დროის რომელ მომენტში გახდება სხეულის სიჩქარის მოდული


50მ/წმ?
18.განსაზღვრეთ ,რა ძალით მიიზიდება თითოეული 50კგ მასის ორი ერთგვაროვანი
სფერო ,როდესაც მანძილი მათ ცენტრებს შორის 0,5მ-ია.

19.ველოსიპედის სიჩქარის მოდული 5მ/წმ-ია,ბორბლის რადიუსი -- 0,4მ.განსაზღვრეთ


ბორბლის ბრუნვის სიხშირე.

20.სხეული ჰაერში იწონის 10ნ,ხოლო წყალში --8ნ.იმსჯელე და გამოთვალე ,რა სიდიდის


არქიმედეს ძალა მოქმედებს სხეულზე.

You might also like