You are on page 1of 2

ფიზ-9, ვარიანტი I

მე-9 კლასის ფიზიკის მეოთხე ქვიზი 2022 წლის 17 მაისი

ვარიანტი I
1. ამოზნექილ ხიდზე მოძრაობს 5 ტ მასის ავტომობილი. განსაზღვრეთ ავტომობილის სიჩქარე, თუ მისი
წონა ხიდის შუა წერტილის გავლისას არის 10 კნ. ხიდი წარმოადგენს 50 მ რადიუსის წრეწირის რკალს,
რომლის ბოლოები ერთ ჰორიზონტალურ დონეზე მდებარეობს
ა) 90 კმ/სთ ბ) 72 კმ/სთ გ) 54 კმ/სთ დ) 36 კმ/სთ ე) 18 კმ/სთ
2. სხეული დაეშვა გარკვეული სიმაღლიდან და შემოწერა R რადიუსის მკვდარი მარყუჟი (სურ. 1).
განსაზღვრეთ რა მინიმალური სიჩქარე უნდა ჰქონდეს სხეულს მკვდარი მარყუჟის ზედა წერტილში, რომ
არ მოწყდეს ღარს.
ა) √g𝑅 ბ) 2√gR გ) 0,5√gR დ) √0,5gR ე) √2gh
3. ერთგვაროვანი ფირფიტიდან გამოჭრილი 15 სმ რადიუსის წრიდან ამოჭრეს 5 სმ რადიუსის პატარა წრე
ისე, რომ ამ წრეების შემომსაზრვრელი წრეწირები ერთმანეთს ეხებიან (სურ. 2). იპოვეთ მიღებული
ფიგურის მასათა ცენტრის დაშორება დიდი წრის ცენტრიდან
ა) 12,5 სმ ბ) 8,5 სმ გ) 5 სმ დ) 2 სმ ე) 1,25 სმ
4. 1000 კგ და 3000 კგ მასის სხეულები მოძრაობენ შემხვედრი მიმართულებით შესაბამისად 15 მ/წმ და 25
მ/წმ სიჩქარეებით. რა სიჩქარით იმოძრავებენ ისინი აბსოლუტურად არადრეკადი ცენტრალური
შეჯახების (შეწებების) შემდეგ?
ა) 12,5 მ/წმ ბ) 40 მ/წმ გ) 15 მ/წმ დ) 30 მ/წმ ე) 9,5 მ/წმ
5. A, B და C მცირე ზომის ბურთულები ჩამოთვლილი თანმიმდევრობით განლაგებულები არიან
ერთგვაროვან, უმასო ღეროზე, 1 მეტრი ინტერვალით. მათი მასებია შესაბამისად 20 კგ, 40 კგ და 100 კგ. B
ბურთულიდან რა მანძილზეა ბურთულათა სისტემის მასათა ცენტრი?
ა) 35 სმ ბ) 40 სმ გ) 45 სმ დ) 50 სმ ე) 60 სმ
6. მაგიდის ჰორიზონტალურ ზედაპირზე აკავებენ m3=4 კგ მასის ძელაკს, რომელზეც ჭოჭონაქებზე
გადაკიდებული უმასო თოკებით მიბმულია m1=3,2 კგ და m2=0,8 კგ მასის ტვირთები (სურ. 3). ძელაკსა და
მაგიდის ზედაპირს შორის ხახუნის კოეფიციენტია 0,2. ძელაკის განთავისუფლების შემდეგ 1 წამში მისი
იმპულსი გახდება
ა) 6 კგ·მ/წმ ბ) 8 კგ·მ/წმ გ) 10 კგ·მ/წმ დ) 12 კგ·მ/წმ ე) 14 კგ·მ/წმ
7. ჭერზე დაკიდებულია ჭოჭონაქების სისტემა (სურ. 4). ტვირთების მასებია m1=100 გ, m2=600 გ.
განსაზღვრეთ იმ ძაფის დაჭიმულობის ძალა, რომელზეც m1 მასის ტვირთი კიდია. ხახუნი უმნიშვნელოა.
ა) 1,8 ნ ბ) 1,6 ნ გ) 1,4 ნ დ) 1,2 ნ ე) 1 ნ
8. თუ h სიმაღლიდან ნულოვანი საწყისი სიჩქარით ვარდნილი m მასის ბურთი ზედაპირზე აბსოლუტურად
დრეკადი დაჯახების შემდეგ აირეკლა, მაშინ დაჯახებით გამოწვეული მისი იმპულსის ცვლილების
მოდულია
ა) 2m√gh ბ) m√2gh გ) 0,5m√gh დ) m√0,5gh ე) 2m√2gh
9. პლანეტის გარშემო ელიფსურ ორბიტებზე მოძრაობს ორი თანამგზავრი. მეორე თანამგზავრის დიდი
ნახევარღერძი 9-ჯერ აღემატება პირველი თანამგზავრის დიდ ნახევარღერძს 𝑎2 = 9𝑎1. განსაზღვრეთ
მეორე თანამგზავრის ბრუნვის პერიოდის შეფარდება პირველი თანამგზავრის ბრუნვის პერიოდთან
𝑇 𝑇 𝑇 𝑇 𝑇
ა) 𝑇2 = 3 ბ) 𝑇2 = 9 გ) 𝑇2 = 27 დ) 𝑇2 = 81 ე) 𝑇2 = 729
1 1 1 1 1

10.გამოსახეთ G გრავიტაციული მუდმივას ერთეული SI სისტემის ძირითადი ერთეულებით (კგ, მ, წმ)


კგ∙მ3 მ3 კგ∙მ2 მ2 კგ2
ა) წმ 2 ბ) კგ∙წმ2 გ) წმ 2 დ) კგ∙წმ3 ე) მ2
11.ტბაში თავდაპირველად უძრავი 300 კგ მასისა და 14 მ სიგრძის ნავის თავიდან ბოლოში 1 წუთის
განმავლობაში გადავიდა თანაბარი სიჩქარით მოძრავი 50 კგ მასის ბიჭი. წყლის წინააღმდეგობის ძალა
არ გაითვალისწინოთ და განსაზღვეთ ბიჭის სიჩქარე წყლის მიმართ.
ა) 0,7 მ/წმ ბ) 0,4 მ/წმ გ) 0,5 მ/წმ დ) 0.2მ/წმ ე) 0,3 მ/წმ
12.გლუვ ჰორიზონტალურ ზედაპირზე დადებულ უძრავ სხეულზე მოქმედება დაიწყო ზედაპირისადმი 600-
იანი კუთხით მიმართულმა F = 30 ნ ძალამ, რის გამოც სხეულმა შეიძინა 3მ/წმ2 აჩქარება. განსაზღვრეთ 10
წამში F ძალის მიერ შესრულებული მუშაობა.
ა) 4500 ჯ ბ) 2250 ჯ გ) 3150 ჯ დ) 5000 ჯ ე) 1150 ჯ

-1-
ფიზ-9, ვარიანტი I

13.ჰორიზონტალურად მოთავსებული დაუჭიმავი ზამბარის X-ით წასაგრძელებლად შესრულდა A მუშაობა.


რა მუშაობა უნდა შესრულდეს ამის შემდეგ ზამბარის კიდევ 3X-ით წასაგრძელებლად?
ა) 15A ბ) 16A გ) 3A დ) 10A ე) 8A

მე-14 ამოცანის ამოხსნა დაწერეთ პასუხების ფურცლის პირველ გვერდზე,


მე-15 და მე-16 ამოცანების ამოხსნები დაწერეთ პასუხების ფურცლის მეორე გვერდზე
14.ჰორიზონტალურ ზედაპირზე მოთავსებულ 1 კგ მასის ხის ძელაკს 800 მ/წმ სიჩქარით მოხვდა და მეორე
მხარეს 400 მ/წმ სიჩქარით გამოვარდა 10 გ მასის ტყვია. ხახუნის კოეფიციენტი ძელაკსა და ზედაპირს
შორის არის 0,2. განსაზღვრეთ:
ა) რა სიჩქარით ამოძრავდა ძელაკი
ბ) რა სითბო გამოიყო ძელაკში ტყვიის მოძრაობისას
გ) მოძრაობის დაწყებიდან რა დროში გაჩერდა ძელაკი
დ) რა მანძილი გაიარა ძელაკმა გაჩერებამდე
15.მსუბუქ ძაფზე დაკიდებულ 990 გ მასის ხის ძელს მოხვდა და შიგ ჩარჩა ჰორიზონტალურად 100 მ/წმ
სიჩქარით მოძრავი 10 გ მასის ტყვია. განსაღვრეთ:
ა) ტყვიის იმპულსის მოდული დაჯახებამდე
ბ) რა მაქსიმალურ სიმაღლეზე აიწია ძელის მასათა ცენტრი
გ) ძაფის დაჭიმულობის ძალა, როდესაც ძელი დაბრუნდა საწყის სიმაღლეზე
დ) ძელში ტყვიის მოხვედრისას გამოყოფილი სითბო
16.გამოიყენეთ შემდეგი აღნიშვნები: R-დედამიწის რადიუსი, g-დედამიწის ზედაპირზე თავისუფალი
ვარდნის აჩქარება და:
ა) გამოიყვანეთ ფორმულა დედამიწის თანამგზავრის პირველი კოსმოსური სიჩქარისთვის
ბ) გამოიყვანეთ ფორმულა დედამიწის გარშემო წრიულ ორბიტაზე პირველი კოსმოსური სიჩქარით
მოძრავი თანამგზავრის ბრუნვის პერიოდის გამოსათვლელად
გ) რამდენჯერ აღემატება პირველი კოსმოსური სიჩქარე მთვარის დედამიწის გარშემო მოძრაობის
სიჩქარეს, თუ მანძილი დედამიწის ცენტრიდან მთვარემდე არის 60R
დ) გამოიყვანეთ დედამიწისთვის მეორე კოსმოსური სიჩქარე
(ჰაერის წინააღმდეგობა არცერთ ამოცანაში არ გაითალისწინოთ. თავისუფალი ვარდნის აჩქარება g=10
მ/წმ2)

-2-

You might also like