You are on page 1of 3

მე-11 კლასი, ვარიანტი I

მე-11 კლასის ფიზიკის მეორე ქვიზი 2021 წლის 22 დეკემბერი


ვარიანტი I

1. რხევითი კონტური შედგება C ტევადობის კონდენსატორისაგან და L ინდუქციურობის კოჭასაგან.


როგორ შეიცვლება ამ კონტურში თავისუფალი ელექტრომაგნიტური რხევის პერიოდი, თუ
კონდენსატორის ტევადობასა და კოჭას ინდუქციურობას 3 - ჯერ გავზრდით.
ა) გაიზრდება 3-ჯერ ბ) არ შეიცვლება გ) შემცირდება 3-ჯერ
დ) გაიზრდება 9-ჯერ ე) შემცირდება 9-ჯერ
2. რხევით კონტურში თავისუფალი რხევისას დენის ძალის ამპლიტუდა 100 მა-ია, კონდენსატორის
ტევადობა 1მკფ, ხოლო კოჭას ინდუქციურობა 1 ჰნ. მაშინ რხევითი კონტურის კონდენსატორზე
ძაბვის ამპლიტუდაა (აქტიური წინაღობა არ გაითვალისწინოთ):
ა) 10 ვ ბ) 50 ვ გ) 150 ვ დ) 75ვ ე) 100 ვ
3. რხევითი კონტურის კონდენსატორის შემონაფენებზე მუხტი იცვლება კანონით: 𝐪 = 𝟑 ∙ 𝟏𝟎−𝟕 ∙
𝒄𝒐𝒔𝟖𝟎𝟎𝝅𝒕. კოჭას ინდუქციურობაა 2 ჰნ. მაშინ კონდენსატორის ტევადობაა (აქტიური წინაღობა არ
გაითვალისწინოთ):
1 3 1 3 3
ა) ფ ბ) ფ გ) ფ დ) ფ ე) ფ
800∙𝜋 800∙𝜋 2∙(800∙𝜋)2 (800∙𝜋)2 400∙𝜋

220 ვ მაქსიმალური ძაბვისა და 50 ჰც სიხშირის ჰარომონიულად ცვლადი დენის წრედში მიმდევრობით


ჩართულია 0,04 ჰნ ინდუქციურობის კოჭა (კოჭა იდეალურია) და 3π ომი წინაღობის რეზისტორი.
უპასუხეთ 4-6 კითხვებს:
4. რისი ტოლია კოჭას ინდუქციური წინაღობა?
ა) 5π ომი ბ) 4π ომი გ) 16π ომი დ) 25π ომი ე) 3π ომი
5. რისი ტოლია კოჭაში დენის მაქსიმალური მნიშვნელობა?
88 22 44 44 22
ა) ა ბ) ა გ) ა დ) ა ე) ა
𝜋 𝜋 3𝜋 𝜋 3𝜋
6. რისი ტილია რეზისტორში დენის მაქსიმალური სიმძლავრე?
7744 9680 2904 5808 3872
ა) ვტ ბ) ვტ გ) ვტ დ) ვტ ე) ვტ
𝜋 𝜋 𝜋 𝜋 𝜋

7. ნახაზი 1-ზე გამოსახულია ოთხი რხევითი კონტურის კონდენსატორების ტევადობები და კოჭების


ინდუქციურობები. რომელ ორ კონტურშია რხევის სიხშირეები ერთმანეთის ტოლი?
ა) 1 და 2 ბ) 1 და 3 გ) 1 და 4 დ) 2 და 3 ე) 3 და 4
8. ჩარჩო ბრუნავს ერთგვაროვან მაგნიტურ ველში. ჩარჩოში აღძრული ინდუქციის ე.მ.ძ იცვლება
კანონით 𝜺 = 𝟖𝟎𝒔𝒊𝒏𝟐𝟓𝝅𝒕. რა დროში აკეთებს ჩარჩო ერთ ბრუნს?
ა) 0,02 წმ ბ) 0,05 წმ გ) 0,04 წმ დ) 0,06 წმ ე) 0,08 წმ
9. ჰარმონიულად ცვლადი ძაბვის წრედში მიმდევრობით ჩართლია რეზისტორი და კონდენსატორი
(ნახაზი 2), განსაზღვრეთ კონდენსატორის ტევადობა თუ სიხშირე 50 ჰც-ია. ვოლტმეტრებისა და
ამპერმეტრის ჩვენება შესაბამისად ტოლია: 𝑼 = 𝟏𝟐𝟓 ვ, 𝑼𝑹 = 𝟏𝟎𝟎ვ, 𝑰 = 𝟐, 𝟓 ა.
1 1 1 1 1
ა) ფ ბ) ფ გ) ფ დ) ფ ე) ფ
5000𝜋 4000𝜋 3000𝜋 2000𝜋 1000𝜋
10. ნახაზი 3-ის მიხედვით განსაზღვრეთ დენის ძალის ეფექტური მნიშვნელობა.
1 1
ა) ა ბ) √10 ა გ) √5 ა დ) ა ე) 2 ა
√10 √5

1
მე-11 კლასი, ვარიანტი I

11. განსაზღვრეთ ელექტრომაგნიტური ტალღების სიგრძე ჰაერში, რომელსაც გამოასხივებს რხევითი


კონტური კონდენსატორის ტევადობით 3 ნფ და 0,012 ჰნ ინდუქციურობის კოჭათი ( სინათლის
სიჩქარე ჩათვალეთ ტოლია 3108 მ/წმ, კონტურის აქტიური წინაღობა ნულის ტოლად ჩათვალეთ).
ა) 4 ∙ 103 ∙ 𝜋 მ ბ) 3,6 ∙ 103 ∙ 𝜋 მ გ) 3,2 ∙ 103 ∙ 𝜋 მ დ) 2,8 ∙ 103 ∙ 𝜋 მ ე)2,2 ∙ 103 ∙ 𝜋 მ
12. რადიოსადგური მუშაობს 12 მგჰც სიხშირეზე. მაშინ გამოსხივებული რადიოტალღების სიგრძეა
(სინათლის სიჩქარეა 𝟑 ∙ 𝟏𝟎𝟖 მ/წმ )
ა) 12 მ ბ) 32 მ გ) 25 მ დ) 45 მ ე) 40 მ
13. ჰარმონიულად ცვლადი ძაბვის წრედში პარალელურად არის ჩართული რეზისტორი და
ინდუქციურობის კოჭა. რეზისტორში დენის მაქსიმალური მნიშვნელობაა 2 ა, ხოლო კოჭაში 3 ა.
განსაზღვრეთ მთლიან წრედში დენის ძალის ეფექტური მნიშვნელობა:
5 11 14 13 15
ა) √ ა ბ) √ ა გ) √ ა დ) √ ა ე) √ ა
2 2 3 2 4
14. ტრანსფორმატორის პირველადი გრაგნილის ხვიების რაოდენობაა 2000, ხოლო მეორადისა 5000.
მეორადი გრაგნილის ბოლოზე ძაბვა 50 ვ-ია. მაშინ პირველად გრაგნილზე ძაბვა არის
(ტრანსფორმატორის გრაგნილების აქტიური წინაღობა უგულვებელყავით)
ა) 25 ვ ბ) 2 ვ გ) 5 ვ დ) 50 ვ ე) 20 ვ
15. ტრანსფორმატორის გრაგნილი 95 ხვიასაგან შედგება. მას განჭოლავს მაგნიტური ნაკადი, რომელიც
იცვლება ერთ ხვიაში კანონით 𝚽 = 𝟎, 𝟎𝟏 𝐬𝐢𝐧 𝟏𝟎𝟎𝝅𝒕. მაშინ გრაგნილის ე.მ.ძალა დროზე
დამოკიდებულია კანონით:
𝝅 𝝅
ა) 𝟗𝟓𝝅 𝐬𝐢𝐧(𝟏𝟎𝟎𝝅𝒕 − ) ბ) 𝟗𝟓𝝅 𝐬𝐢𝐧 𝟏𝟎𝟎𝝅𝒕 გ) 𝟗𝟓𝝅 𝒄𝒐𝒔(𝟏𝟎𝟎𝝅𝒕 − )
𝟐 𝟐
𝝅
დ) 𝟎, 𝟎𝟏𝝅 𝐜𝒐𝒔 𝟏𝟎𝟎𝝅𝒕 ე) 𝟎, 𝟎𝟏𝝅 𝐜𝒐𝒔(𝟏𝟎𝟎𝝅𝒕 − )
𝟐
16. როდესაც 200გ მასის სხეული ირხევა 720 ნ/მ სიხისტის ზამბარაზე და რხევისას სხეულის
მაქსიმალური სიჩქარეა 12 მ/წმ, მაშინ რხევის ამპლიტუდაა:
ა) 5 სმ ბ) 10 სმ გ) 15 სმ დ) 20 სმ ე) 25 სმ
17. ჰორიზონტალურ ზამბარაზე მიმაგრებული სხეული გადაწიეს წონასწორობის მდებარეობიდან და
გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან რა დროის შემდეგ გაუტოლდება პირველად ერთმანეთს
მერხევი სხეულის კინეტიკური და ზამბარის პოტენციური ენერგიები? რხევის პერიოდია 𝑇 .
ა) 𝑇/3 ბ) 𝑇/4 გ) 𝑇/6 დ) 𝑇/8 ე) 𝑇/12
18. გამოსახეთ ე.მ. ძალის განზომილება SI (კგ, მ, წმ, ა) სისტემის ძირითად ერთეულებში:
ა∙წმ2 კგ∙მ2 ა∙წმ კგ∙მ2 ა2 ∙წმ2
ა) ბ) გ) დ) ე)
კგ∙მ ა∙წმ3 კგ ა∙წმ2 კგ∙მ2

წერტილის მოძრაობის განტოლებას აქვს შემდეგი სახე:


𝝅 𝝅
𝒙 = 𝟐𝐬𝐢𝐧( 𝒕 + ) სმ. უპასუხეთ 19-21 კითხვებს:
𝟐 𝟒
19. წერტილის რხევითი მოძრაობის პერიოდია:
ა) 2 წმ ბ) 4 წმ გ) 6 წმ დ) 8 წმ ე) 10 წმ
20. წერტილის რხევითი მოძრაობისას მაქსიმალური სიჩქარეა:
ა) 5π სმ/წმ ბ) 4π სმ/წმ გ) 3π სმ/წმ დ) 2π სმ/წმ ე) π სმ/წმ
21. წერტილის რხევითი მოძრაობისას მაქსიმალური აჩქარებაა (π2≈10):
ა) 7 სმ/წმ2 ბ) 6 სმ/წმ2 გ) 5 სმ/წმ2 დ) 4 სმ/წმ2 ე) 3 სმ/წმ2

22. ზამბარაზე დაკიდებულია 10 კგ მასის ტვირთი. ცნობილია, რომ 10 ნ ძალის გავლენით ზამბარა
წაგრძელდება 1 სმ-ით, მაშინ ტვირთის ვერტიკალური რხევის პერიოდია:
ა) 0,2π წმ ბ) 0,4π წმ გ) 0,8π წმ დ) π წმ ე) 0,6π წმ

2
მე-11 კლასი, ვარიანტი I

ბგერითი ტალღა სიხშირით 0,5 კჰც და ამპლიტუდით 0,25 მმ ვრცელდება გარემოში. ტალღის სიგრძე
70 სმ-ია. უპასუხეთ 23-24 კითხვებს:
23. ტალღის გავრცელების სიჩქარეა:
ა) 250 მ/წმ ბ) 87,5 მ/წმ გ) 175 მ/წმ დ) 350 მ/წმ ე) 125 მ/წმ
24. ტალღის ნაწილაკთა მაქსიმალური სიჩქარეა:
ა) π მ/წმ ბ) 0,75π მ/წმ გ) 0,5π მ/წმ დ) 0,25π მ/წმ ე) 0,125π მ/წმ

25. მათემატიკური ქანქარას სრული მექანიკური ენერგია იყო E1 . მას შემდეგ, რაც ქანქარას სიგრძე
შეამცირეს 3-ჯერ, ხოლო რხევის ამპლიტუდა 2- ჯერ გაზარდეს სრული მექანიკური ენერგია გახდა
E2. მაშინ E2/E1 ტოლია:
ა) 12 ბ) 18 გ) 24 დ) 6 ე) 3

ნახაზი 2

ნახაზი 1

ნახაზი 3

You might also like