You are on page 1of 4

მე-10 კლასი, ვარიანტი I

მე-10 კლასი. ფიზიკის მეორე ქვიზი 2023 წლის 25 დეკემბერი

ვარიანტი I

1. დადებითი წერტილოვანი მუხტის ველში A წერტილიდან B წერტილში გადაადგილებისას ველის


დაძაბულობის მოდული შემცირდა 64% -ით. რამდენი პროცენტით შემცირდა ველის პოტენციალი?
ა) 20%-ით ბ) 36%-ით გ) 40%-ით დ) 64%-ით ე) 80%-ით
2. სფერული ფორმის ვერცხლისწყლის დამუხტული მცირე წვეთის პოტენციალი 2ვ-ია და ელექტროტევადობაა
C1, ხოლო 27 ასეთივე წვეთის გაერთიანებით მიღებული წვეთის პოტენციალი 18ვ-ია და ელექტროტევადობა
C2. იპოვეთ C2/C1. პოტენციალი ნულის ტოლად უსასრულობაში ჩათვალეთ.
ა) 2 ბ) 3 გ) 9 დ) 27 ე) 81
3. წესიერი ექვსკუთხედის წვეროებში განლაგებულია 5 ცალი 20 მკკ და 1 ცალი (-20) მკკ მუხტი.
ურთიერთქმედების ძალის მოდული ნებისმიერ ორ უახლოეს მეზობელ მუხტს შორის არის 3 მნ. იპოვეთ ამ
მუხტების მიერ, ექვსკუთხედის ცენტრში შექმნილი ველის დაძანულობის რიცხვითი მნიშვნელობა.
ა) 60 ვ/მ ბ) 90 ვ/მ გ) 100 ვ/მ დ) 120 ვ/მ ე) 300 ვ/მ
4. უსასრულოდ გრძელი, თხელკედლიანი r რადიუსიანი ცილინდრის ზედაპირი თანაბრადაა დამუხტული σ
მუხტის ზედაპირული სიმკვრივით. იპოვეთ ამ ცილინდრის მიერ მისი ღერძიდან R>r მანძილით დაშორებულ
წერტილში შექმნილი ველის დაძაბულობის მოდული.
𝜎𝑟 𝜎𝑟 𝜎 𝜎𝑟 𝜎𝑟
ა) ბ) გ) დ) ე)
𝜀0 𝑅 2𝜋𝜀0 𝑅 2𝜋𝜀0 𝑅 2𝜋𝜀0 (𝑅−𝑟) 𝜀0 (𝑅−𝑟)

AB = 4√3 მ სიგრძის მონაკვეთის ბოლოებში დამაგრებულ +q და -q მუხტებს შორის ელექტრული


მიზიდულობის ძალის მოდული F-ის ტოლია. მუხტების შემაერთებელი მონაკვეთის შუამართობზე,
მონაკვეთის შუაწერტილიდან x მაძილზე მოთავსებულია მესამე +q მუხტი. მესამე მუხტზე მოქმედი ძალების
ტოლქმედის მოდული F-ის ტოლია. ამ პირობის მიხედვით უპასუხეთ 5-6 კითხვებს:
5. იპოვეთ x
ა) √3 მ ბ) 2 მ გ) 2√3 მ დ) 6 მ ე) 4√3 მ
6. რა მინიმალური მუშაობა უნდა შევასრულოთ იმისათვის, რომ მესამე მუხტი მივიტანოთ AB მონაკვეთის
შუაწერტილში.
ა) 0 ბ) 2F გ) 3F დ) 2√3𝐹 ე) 4√3𝐹
7. ურთიერთგადამფარავი ფართობის შეუცვლელად, ბრტყელი ჰაერიანი კონდენსატორის ფირფიტებს შორის
მანძილი 2-ჯერ გაზარდეს, ისე რომ კონდენსატორი მიერთებული იყო მუდმივი U ძაბვის ქსელთან.
თავდაპირველად ფირფიტებს შორის ელეტრული ველის დაძაბულობა იყო E, ხოლო კონდენსატორის მუხტი
იყო q. მანძილის შეცვლის გამო ფირფიტებს შორის ელექტრული ველის დაძაბულობა გახდა nE ხოლო
კონდენსატორის მუხტი კი mq. იპოვეთ m+n.
ა) 0.5 ბ) 1 გ) 1.5 დ) 2.5 ე) 4
8. 20 სმ რადიუსის ლითონის ბურთულა დამუხტულია 50 ვ პოტენციალამდე. რისი ტოლია პოტენციალთა
სხვაობა ისეთ ორ წერტილს შორის, რომლებიც ბურთულას ცენტრიდან 10სმ და 50სმ მანძილებზე
მდებარეობს? პოტენციალი უსასრულობაში ნულის ტოლად ითვლება.
ა) 80ვ ბ) 192ვ გ) 42ვ დ) 70ვ ე) 30ვ
9. 50 მკკ მუხტით დამუხტული მცირე ზომის ბურთულა, 200 ვ/მ დაძაბულობის ერთგვაროვან ელექტრულ
ველში ჯერ გადააადგილეს ძალწირების მიმართულებით 30სმ მანძილზე, ხოლო შემდეგ ძალწირების
მართობულად 40სმ მანძილზე. იპოვეთ ამ პროცესში ელექტრული ველის მიერ ბურთულაზე შესრულებული
მუშაობა.
ა) 5მჯ ბ) 4მჯ გ) 3 მჯ დ) 2მჯ ე) -5მჯ
მე-10 კლასი, ვარიანტი I

10.წრედიდან გამორთული, ჰაერიანი ბრტყელი კონდენსატორის შემონაფენებს შორის შეიტანეს შემონაფენების


ფართობის მქონე, d სისქის და 𝜀 = 4 შეღწევადობის მქონე დიელექტრიკის ფირფიტა. შემონაფენებს შორის
მანძილია L = 4d (სურ_1). შემონაფენებს შორის ძაბვა დიელექტრიკის შეტანამდე იყო 64 ვ. რისი ტოლი გახდა
შემონაფენებს შორის ძაბვა დიელექტრიკის შეტანის შემდეგ.
ა) 120ვ ბ) 90ვ გ) 80ვ დ) 45ვ ე) 52ვ
11.0.2ფ ელექტროტევადობის კონდენსატორი დამუხტულია 6ვ ძაბვამდე. მას პარალელურად მიუერთეს 0.4ფ
ელექტროტევადობის დაუმუხტავი კონდენსატორი. რისი ტოლია ამ ორი კონდენსატორისაგან შედგენილი
სისტემის ენერგია?
ა) 1.2ჯ ბ) 0.6ჯ გ) 1.8ჯ დ) 0.9ჯ ე) 3.6ჯ
კონდენსატორები AB ძაბვის ქსელში ისეა ჩართული როგორც სურ_2-ზეა გამოსახული. ჩათვალეთ, რომ
ვოლტმეტრი იდეალურია და უჩვენებს 10 ვ ძაბვას. კონდენსატორების ტევადობები ნახაზზეა ნაჩვენები,
ჩათვალეთ რომ C=10 ნფ. მოცემული პირობის მიხედვით უპასუხეთ 12-14 კითხვებს:
12.იპოვეთ წრედის სრული ტევადობა
ა) 35ნფ ბ) 55ნფ გ) 140ნფ დ) 170ნფ ე) 70ნფ
13.იპოვეთ 4C ტევადობის მქონე კონდენსატორის მუხტი
ა) 220ნკ ბ) 440ნკ გ) 120ნკ დ) 880ნკ ე) 480ნკ
14.იპოვეთ ერთ-ერთი C ტევადობის მქონე კონდენსატორის ელექტრული ველის ენერგია
ა) 60ნჯ ბ) 121ნჯ გ) 180ნჯ დ) 240ნჯ ე) 605ნჯ
15.სურ_3 გამოსახულ წრედის უბანზე R წინაღობის გამტარში დენის ძალაა 6ა. განსაზღვრეთ სრული დენის ძალა
AB უბანზე.
ა) 36ა ბ) 27ა გ) 20ა დ) 11ა ე) 9 ა
სურ_4-ზე გამოსახულია 5 ცალი ერთნაირი 7ომი წინაღობის მქონე რეზისტორისგან შექმნილი წრედი. წრედში
ჩართული იდეალური ამპერმეტრის ჩვენება არის 2ა. ამ პირობის მიხედვით უპასუხეთ 16-19 კითხვებს:
16.იპოვეთ №5 რეზისტორში 5 წამში გასული მუხტი.
ა) 20კ ბ) 10კ გ) 5კ დ) 0.8კ ე) 0.4კ
17.იპოვეთ წრედის სრული წინაღობა.
ა) 6ომი ბ) 8ომი გ) 21ომი დ) 24ომი ე) 35ომი
18.იპოვეთ წრედზე მოდებული UAB ძაბვა.
ა) 30ვ ბ) 42ვ გ) 56ვ დ) 70ვ ე) 147ვ
19.იპოვეთ №1 რეზისტორში გამოყოფილი სიმძლავრე.
ა) 90ვტ ბ) 21ვტ გ) 63ვტ დ) 45ვტ ე)
60ვტ
20.U ძაბვაში ჩართვისას ერთი ნათურის მიერ განვითარებული სიმძლავრე არის 10ვტ, ხოლო ამავე ძაბვაში ცალკე
ჩართული მეორე ნათურის მიერ განვითარებული სიმძლავრე არის 90 ვტ. ეს ორი ნათურა შეაერთეს
მიმდევრობით და ჩართეს 2U ძაბვის ქსელში, იპოვეთ ამ დროს მეორე ნათურის მიერ განვითარებული
სიმძლავრე.
ა) 0.9ვტ ბ) 100ვტ გ) 22.5ვტ დ) 50ვტ ე) 3.6ვტ
21.სურ_5-ზე მოყვანილ წრედში R1 = 3 ომი, R2 = 9 ომი R3 = R4 = R6 = 6 ომი, R5 = 4 ომი, ხოლო Rx
წინაღობა 0-ის
ტოლია. წრედი ჩართულია UAB = 12ვ ძაბვის ქსელში. იპოვეთ წრედზე გამოყოფილი სიმძლავრე.
ა) 24ვტ ბ) 48ვტ გ) 60ვტ დ) 96ვტ ე)
120ვტ
22.თუ ბრტყელი დამუხტული ჰაერიანი კონდენსატორი გამორთულია დენის წყაროდან და მისი ენერგიაა 30 ჯ,
მაშინ ფირფიტებს შორის მანძილის 4-ჯერ გადიდებისას შესრულებული მუშაობაა
ა) 7.5ჯ ბ) 10ჯ გ) 60ჯ დ) 90ჯ ე) 120ჯ
მე-10 კლასი, ვარიანტი I

23.L სიგრძის, ცილინდრული ფორმის, წრფივ მავთულში დენის ძალის სიმკვრივე არის j. მავთულის კუთრი
წინაღობა არის ρ. იპოვეთ ძაბვა ამ მავთულის ბოლოებზე.
ρ𝑗 ρ𝐿 𝑗𝐿 𝐿
ა) ბ) გ) დ) ე) ρj𝐿
𝐿 𝑗 ρ ρj
24.ρ და 3ρ კუთრიწინაღობის ნივთიერებების გამყოფი საზღვარი დამუხტულია დადებითი σ მუხტის
ზედაპირული სიმკვრივით(სურ.6). დენის ძალის სიმკვრივე ნივთიერებების გამყოფი საზღვრის
მართობულია. იპოვეთ დენის ძალის სიმკვრივე.
σ σ
ა) 2𝜀 ρ მიმართული მარჯვნივ ბ) 2𝜀 ρ მიმართული მარცხნივ
𝑜 𝑜
σ σ
გ) 𝜀 მიმართული მარჯვნივ დ) 𝜀 მიმართული მარცხნივ ე) 0
𝑜ρ 𝑜ρ

25.სურ_5-ზე მოცემულია 6 ცალი ერთნაირი 20 ომის მქონე რეზისტორისაგან და ერთი Rx რეოსტატისგან


შედგენილი წრედი. რისი ტოლი უნდა იყოს რეოსტატის Rx წინაღობა იმისათვის რომ R5 რეზისტორში დენმა
არ გაიაროს.
ა) 10ომი ბ) 15ომი გ) 20ომი დ) 30ომი ე) არცერთი წინა პასუხი არაა სწორი.

სურ.3
მე-10 კლასი, ვარიანტი I

სურ. 5

You might also like