You are on page 1of 3

მე-9 კლასი, ვარიანტი I

მე-9 კლასის ფიზიკის მეორე ქვიზი 2022 წლის 22 დეკემბერი


ვარიანტი I
1. სხეული 125 მ სიმაღლის კოშკიდან უსაწყისო სიჩქარით იწყებს ვარდნას. განსაზღვრეთ მიწაზე
დაცემამდე ბოლო წამში გავლილი მანძილი.
ა) 20 მ ბ) 25 მ გ) 35 მ დ) 40 მ ე) 45 მ
2. ქვა 40 მ/წმ სიჩქარით აისროლეს ვერტიკალურად ზევით. გაიგეთ რა დროის განმავლობაში იქნება ის
60 მ სიმაღლეზე ზემოთ.
ა) 6 წმ ბ) 2 წმ გ) 3 წმ დ) 4 წმ ე) 5 წმ
3. გლუვ ჰორიზონტალურ ზედაპირზე 4 მ/წმ სიჩქარით მოსრიალე 2 კგ მასის სხეულზე მოქმედება
დაიწყო მოძრაობის მიმართულების მქონე 8 ნ-ის ტოლმა ძალამ. განსაზღვრეთ სხეულის სიჩქარის
მოდული 3 წმ-ის შემდეგ.
ა) 8 მ/წმ ბ) 12 მ/წმ გ) 16 მ/წმ დ) 18 მ/წმ ე) 20 მ/წმ
4. ჰორიზონტალურ ზედაპირზე საწყისი V0 სიჩქარის და m მასის მქონე ძელაკი ხახუნის ძალის
მოქმედებით ჩერდება T დროში. იპოვეთ რა დროში გაჩერდება 2V0 საწყისი სიჩქარის და 3m მასის
მქონე ძელაკი იგივე ზედაპირზე.
ა) 6T ბ) 4T გ) 2T დ) 2T/3 ე) 1.5T
5. გლუვ ჰორიზონტალურ ზედაპირზე მყოფ 2 კგ მასის სხეულზე მოქმედება დაიწყო სამმა
ჰორიზონტალურმა ძალამ: F1=30 ნ, F2=40 ნ და F3=50 ნ. განსაზღვრეთ სხეულის აჩქარება, თუ
ცნობილია, რომ F1 და F2 ურთიერთმართობულადაა მიმართული, ხოლო F2 და F3 კი
ურთიერთსაწინააღმდეგოდ.
ა) 10 მ/წმ2 ბ) 5√10 მ/წმ2 გ) 10√5 მ/წმ2 დ)20√5 მ/წმ2 ე) 50√2 მ/წმ2
6. ჰორიზონტალურ ზედაპირზე დევს 5 კგ მასის ძელაკი. მასზე მოქმედება დაიწყო 20 ნიუტნმა ძალამ
ზედაპირის პარალელურად. შედეგად სხეულმა 0.5 მ/წმ2 აჩქარება მიიღო. განსაზღვრეთ სხეულსა და
ზედაპირს შორის ხახუნის კოეფიციენტი.
ა)0.25 ბ) 0.35 გ) 0.4 დ) 0.45 ე) 0.5
7. კოშკის წვეროდან 10 მ/წმ სიჩქარით ვერტიკალურად ზევით ასროლილი მონეტა დედამიწაზე 5 წმ-
ში დაეცა. განსაზღვრეთ კოშკის სიმაღლე.
ა) 125 მ ბ) 80 მ გ) 75 მ დ) 60 მ ე) 45 მ
8. ლიფტის დაძვრისა და გაჩერების აჩქარებების მოდულები ერთნაირია და 𝑎 -ს ტოლია.
განსაზღვრეთ 𝑎, თუ ცნობილია,რომ დაძვრისას ბიჭი ლიფტს აწვება 420 ნ ძალით, ხოლო
გაჩერებისას კი 380 ნ ძალით.
ა) 1.5 მ/წმ2 ბ)1 მ/წმ2 გ)0.8 მ/წმ2 დ) 0.6 მ/წმ2 ე) 0.5 მ/წმ2
9. 200ნ/მ სიხისტის ზამბარას ორივე ბოლოდან ურთიერთსაპირისპიროდ ექაჩებიან 20 - 20ნ ძალებით.
განსაზღვრეთ ზამბარის წაგრძელება.
ა) 0 ბ) 10 სმ გ) 20 სმ დ) 25 სმ ე) 40 სმ
10. სხეული გარკვეული საწყისი სიჩქარით ჰორიზონტალურად გაისროლეს 125 მ სიმაღლიდან.
განსაზღვრეთ საწყისი სიჩქარის მოდული, თუ ცნობილია, რომ დედამიწაზე დავარდნის მომენტში
სხეულის სიჩქარის ვექტორი ჰორიზონტისადმი 450 -იან კუთხეს ადგენს.
ა) 10 მ/წმ ბ) 15 მ/წმ გ) 25 მ/წმ დ) 30 მ/წმ ე) 50 მ/წმ
11. ორ სადგურს შორის მანძილი მატარებელმა 1 საათში გაიარა 36 კმ/სთ საშუალო სიჩქარით. დაძვრა
და დამუხრუჭება ხდებოდა მოდულით ერთნაირი აჩქარებებით და ერთად გრძელდებოდა 12 წუთი,
დანარჩენ დროს მატარებელი მოძრაობდა თანაბრად. განსაზღვრეთ მატარებლის სიჩქარე თანაბარი
მოძრაობისას.
ა) 40 კმ/სთ ბ) 48 კმ/სთ გ) 54 კმ/სთ დ) 60 კმ/სთ ე) 72 კმ/სთ
12. 25 მ სიმაღლიდან 20 მ/წმ სიჩქარით ერთდროულად ისვრიან ორ ქვას. პირველს ვერტიკალურად
ქვევით, ხოლო მეორეს ვერტიკალურად ზევით. იპოვეთ სხეულებს შორის მანძილი პირველი ქვის
მიწასთან შეხების მომენტში.
ა) 40 მ ბ) 45 მ გ) 50 მ დ) 55 მ ე) 60 მ

1
მე-9 კლასი, ვარიანტი I

13. წრეწირზე მუდმივი კუთხური აჩქარებით მბრუნავი ნივთიერი წერტილის კუთხური სიჩქარე 4 წმ-
ში გაიზარდა 1 რად/წმ-დან 3 რად/წმ-მდე. განსაზღვრეთ რა კუთხით მოტრიალდა წერტილის
სიჩქარის ვექტორი ამ დროს.
ა) 2 რად ბ) 3 რად გ) 4 რად დ) 8 რად ე) 12 რად
14. ნივთიერი წერტილი 1 რად/წმ კუთხური აჩქარებით მოძრაობას იწყებს √10 მ რადიუსის წრეწირზე.
2

განსაზღვრეთ რა დროის შემდეგ გახდება მისი სრული აჩქარება 10 მ/წმ2-ის ტოლი.


ა) √2 წმ ბ) 2 წმ გ) √3 წმ დ)√5 წმ ე)√10 წმ
15. ჰორიზონტალური ზედაპირისადმი კუთხით გასროლილი სხეულის კოორდინატების დროზე
დამოკიდებულება შემდეგნაირია: X=20t და Y=10t-5t2, სადაც X და Y მეტრებშია გაზომილი, ხოლო t
კი წამებში. X ღერძი მიმართულია ჰორიზონტალურად მარჯვნივ, ხოლო Y კი ვერტიკალურად
ზევით. განსაზღვრეთ საწყისი წერტილიდან რა მანძილზე დაეცემა სხეული.
ა) 60 მ ბ) 50 მ გ) 40 მ დ) 30 მ ე) 20 მ
16. პლანეტა X-ის მასა 64-ჯერ მეტია დედამიწის მასაზე. განსაზღვრეთ თავისუფალი ვარდნის აჩქარება
X პლანეტაზე, თუ მისი სიმკვრივე დედამიწის სიმკვრივის ტოლია. დედამიწაზე თავისუფალი
ვარდნის აჩქარებაა g.
ა) 64g ბ) g/16 გ) 16g დ) g/4 ე) 4g
17. 4 კგ მასის სხეული დევს გლუვ ჰორიზონტალურ ზედაპირზე. მას თავზე ადევს 1 კგ მასის სხეული.
სხეულებს შორის ხახუნის კოეფიციენტი 𝜇=0.1-ის ტოლია. იპოვეთ 1 კგ მასის სხეულის აჩქარების
გეგმილი x ღერძზე, თუ 4 კილოგრამიან სხეულზე 15 ნ ძალა მოქმედებს. (იხილეთ სურ.1)
ა) -3 მ/წმ2 ბ) 2 მ/წმ2 გ) 1 მ/წმ2 დ)3 მ/წმ2 ე) 3.5 მ/წმ2
18. ჰორიზონტისადმი უცნობი კუთხით და უცნობი საწყისი V სიჩქარით გაისროლეს სხეული. ფრენის
მაქსიმალური სიმაღლე H=7.2 მ და ფრენის მანძილი L=21.6 მ. განსაზღვრეთ V-ს მოდული. (იხილეთ
სურ.2)
ა) 12 მ/წმ ბ) 13 მ/წმ გ) 14 მ/წმ დ) 15 მ/წმ ე) 16 მ/წმ
19. სურ. 3-ზე გამოსახულია ორი სხეულის სიჩქარის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. I სხეულის
მასა m1=2 კგ-ია, ხოლო II-სი კი m2=5 კგ. იპოვეთ სხეულებზე მოქმედი ტოლქმედი ძალების
შეფარდება F1/F2.
ა) 0.8 ბ) 1.6 გ) 2 დ) 4 ე) 2.5
20. სურ. 3-ზე გამოსახულია ორი სხეულის სიჩქარის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. იპოვეთ
სხეულებს შორის მანძილი 6 წმ მომენტში, თუ ცნობილია რომ თავდაპირველად სხეულები ერთ
წერტილში იმყოფებიან.
ა) 36 მ ბ) 108 მ გ) 24 მ დ) 48 მ ე) 0
21. ორ ერთგვაროვან ბირთვს შორის მიზიდულობის ძალის მოდულია F. რისი ტოლი გახდება
ბირთვებს შორის მიზიდვის ძალა, თუ პირველი ბირთვის მასას 2-ჯერ გავზრდით, მეორისას კი 4-
ჯერ, ხოლო ბირთვების ცენტრებს შორის მანძილს 4-ჯერ გავზრდით.
ა) F/4 ბ) F/2 გ) F დ) 2F ე) 4F
22. ტოლგვერდა სამკუთხედის წვეორებში მოთავსებულია ორი ცალი m მასის და ერთი ცალი 2m მასის
მცირე ზომის მასიური ბურთულები. m მასის სხეულებს შორის გრავიტაციული მიზიდვის ძალა F
ის ტოლია. განსაზღვრეთ 2m მასის ბურთულაზე, დანარჩენი ორი სხეულის მხრიდან, მოქმედი
გრავიტაციული ძალის ტოლქმედი.
ა) 2F ბ) √2F გ) √3F დ) √3F/2 ე) 2√3F
23. დედამიწის ზედაპირიდან ორი სხეული ერთდროულად გაისროლეს ერთი და იმავე ადგილიდან
ტოლი, V1=V2=40 მ/წმ სიჩქარეებით, სიჩქარის ვექტორებს შორის 600-იანი კუთხეა და V1
ვერტიკალურად ზევით არის მიმართული. განსაზღვრეთ მანძილი სხეულებს შორის გასროლიდან 3
წმ-ის შემდეგ.
ა) 120 მ ბ) 40√3 მ გ) 120√3 მ დ) 60√3 მ ე) 40 მ

2
მე-9 კლასი, ვარიანტი I

24. სურ.4-ზე გამოსახული უძრავ ღერძზე მბრუნავი R და 2R რადიუსის დისკო გადაბმულია ღვედით,
რომელიც დისკოების მიმართ არ სრიალებს. რისი ტოლია მეორე დისკოს B წერტილის კუთხური
𝜔
სიჩქარის პირველი დისკოს A წერტილის კუთხურ სიჩქარესთან შეფარდება( 𝐵⁄𝜔𝐴 )?
ა) 0.25 ბ) 0.5 გ) 0.75 დ) 1 ე) 1.25
25. ადამიანი, რომელიც იმყოფება მაღალი სახლის აივანზე 2 მ/წმ საწყისი სიჩქარით ვერტიკალურად
ზემოთ ისვრის მონეტას. ასროლიდან რა დროის შემდეგ გახდება მონეტის სიჩქარის მოდული 4 მ/წმ-
ის ტოლი.
ა) 4.8 წმ ბ) 2.4 წმ გ) 1.2 წმ დ) 0.6 წმ ე) 0.3 წმ

ამოცანებში ნუ გაითვალისწინებთ ჰაერის წინააღმდეგობის ძალას.

რიცხვით გამოთვლებში ჩათვალეთ, რომ დედამიწაზე თავისუფალი ვარდნის აჩქარება g=10 მ/წმ2.
4
R რადიუსის მქონე ბირთვის მოცულობა: 𝑉 = 𝜋𝑅3 .
3

You might also like