You are on page 1of 17

ლექცია 10

მაგნიტური ველის განსაზღვრება. მაგნიტური ველის


ზოგიერთი თვისება. ვექტორ პოტენციალი. ნებისმიერი
დენიანი გამტარის ველი. რგოლისა და სოლენოიდის ველი.
ჰოლის ეფექტი.
1. მაგნიტური ველის განსაზღვრება. მუხტი, რომელიც მოძრაობს სხვა
მუხტების მიერ შექმნილი დენის პარალელურად, განიცდის ძალის
მოქმედებას, რომელიც მისი სიჩქარის მართობულია. ამის დანახვა შეიძლება
ელექტრონულ-სხივურ მილაკში ელექტრონების კონის გადახრით(ნახ. 1).

ახლა ვნახოთ რა მოხდება, თუ სასინჯი მუხტი მოძრაობს რაღაც სხვა


მიმართულებით. როგორც ვიცით, დენიანი გამტარის ირგვლივ არსებობს
მაგნიტური ველი, რომელიც მოქმედებს ამ ველში მოძრავ მუხტზე. მაგნიტური
ველის განსასაზღვრავად უნდა მოვიქცეთ ისე, როგორც მოვიქეცით
ელექტრული ველის განსაზღვრებისას - სასინჯ მუხტზე მოქმედი ძალის
საშუალებით. მაგნიტური ველი უნდა დავუკავშიროთ ძალას, რომელიც
მუხტის სიჩქარის პროპორციულია. სათანადო ფორმულა ჩვენ უკვე გვქონდა
  q 
F  qE   B  (1)
წინა ლექციაზე: c
ეს განტოლება შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც ელექტრული და მაგნიტური
ველების განსაზღვრება. ელექტრულ ველზე უკვე ვისაუბრეთ წინა ლექციებზე

- თუ  0 , (1) სწორია. ახლა მივუბრუნდეთ მაგნიტურ ველს. თუ q მუხტის
B
მქონე ნაწილაკი მოძრაობს υ სიჩქარით I დენიანი გამტარის პარალელურად,
2q I
F (2)
მაშინ მასზე მოქმედებს ძალა rc 2 . ეს ფორმულა ცდებით იქნა
დადგენილი და მისი გამოყვანა შეიძლება ლორენცის გარდაქმნების
გამოყენებით. იმისათვის, რომ (1) და (2) თანხვედრილი იყოს, საჭიროა, რომ
2I
B (3)
rc , სადაც r მანძილია მუხტსა და დენიან გამტარს შორის. (3)
განსაზღვრავს I დენიანი წრფივი გამტარის მიერ შექმნილ მაგნიტურ ველს
I
B 0 (3)
მისგან r მანძილზე. იგივე ფორმულა SI სისტემაში: 2 r , სადაც μ0
მაგნიტური მუდმივაა, რომელიც ჩნდება SI სისტემაში, ε0-ის მსგავსად. აქვე
მოვიყვანთ საინტერესო თანაფარდობას: 0 0  1/ c (4) , სადაც c სინათლის
2

სიჩქარეა. ძალის მაგნიტურ ნაწილს (1) ფორმულაში სხვა სახე შეიძლება



მივცეთ. შემოვიღოთ d  ვექტორი, რომლის სიდიდე სადენის მცირე
მონაკვეთის სიგრძის ტოლია და მიმართულია დადებითი მუხტის მოძრაობის

 d dq
 I
მხარეს. მუხტის სიჩქარე dt ; დენი dt ; მაშინ d მონაკვეთზე მოქმედი
ძალისთვის მივიღებთ:

 dq   Idt d   I  
dF  [ B]  [ B ]  [ d B ]
c c dt c
 I    
dF  [ d B ], SI : dF  I [d B ] (5)
c
(5) ფორმულით განსაზღვრულ ძალას ამპერის ძალას უწოდებენ - სწორედ

ამპერმა დაადგინა ეს თანაფარდობა ექსპერიმენტულად. ორიოდე სიტყვა B
ვექტორის სახელწოდების შესახებ: წინამდებარე კურსში მას ვუწოდებთ
„მაგნიტური ველის ძალას“ ან „მაგნიტურ ველს“. ქართულ და რუსულ ენაზე
არსებულ სახელმძღვანელოებში მას, როგორც წესი, უწოდებენ „მაგნიტური
ველის ინდუქციას“. მისი ერთეული გაუსის სისტემაში არის 1 გაუსი და
განისაზღვრება (1) ფორმულის მიხედვით: მაგნიტური ველი 1 გაუსის ტოლია,
თუ იგი მის მართობულად 1 სმ/წმ სიჩქარით მოძრავ 1 CGSEq წერტილოვან
მუხტზე მოქმედებს (1/c) დინი ძალით(c სინათლის სიჩქარეა). SI სისტემაში
მისი ერთეულია 1 ტესლა და განისაზღვრება (5) ფორმულის მიხედვით:
მაგნიტური ველი 1 ტესლას ტოლია, თუ იგი მის მართობულად განლაგებულ 1
მ სიგრძის გამტარზე, რომელშიც გადის 1 ამპერი დენი, მოქმედებს 1 ნ ძალით.
1 ტლ = 104 გაუსს.
2.მაგნიტური ველის ზოგიერთი თვისება. მაგნიტური ველი,
ისევე, როგორც ელექტრული ველი, აღწერს დამუხტული ნაწილაკების
ურთიერთქმედებას. თუ ვიცით მაგნიტური ველი სივრცის რომელიმე
წერტილში დროის რომელიმე მომენტში, მაშინ შეგვიძლია გავიგოთ რა ძალა
იმოქმედებს დროის ამ მომენტში ამ წერტილში მოხვედრილ მოძრავ

დამუხტულ ნაწილაკზე. ამრიგად, B ვექტორი არის ყველაფერი, რაც
გვჭირდება მაგნიტური ველის შესახებ. ამ დროს სულ არ გვჭირდება რაიმეს
ცოდნა სხვა დამუხტული ნაწილაკების \შესახებ, რომლებიც ქმნიან ამ ველს.
სწორედ ამიტომაა გამართლებული წარმოდგენა ველზე, როგორც
ობიექტურად არსებულ რეალობაზე.
რა უფრო რეალურია - ველი თუ ნაწილაკები, რომელთა ურთიერთქმედებას
ეს ველი აღწერს? - ეს ძალიან ღრმა კითხვაა, რომელზეც პასუხის გაცემა
ხანგრძლივი დროით უნდა გადავდოთ. ადამიანებმა, რომლებისთვისაც
მაგნიტური და ელექტრული ველი სავსებით რეალური იყო - ფარადეი და
მაქსველი ,პირველი რიგში - ღრმად გაერკვნენ მოვლენის არსში და უდიდესი
აღმოჩენები გააკეთეს. ჩვენც, მათ მსგავსად, მაგნიტური ველი რეალობად
მივიჩნიოთ და ვისაუბროთ მის თვისებებზე.
ჯერჯერობით ჩვენ მხოლოდ წრფივი დენის მაგნიტურ ველს გავეცანით. ეს
ველი მართობულია სიბრტყისა, რომელიც გადის სადენზე და იმ წერტილზე,
რომელშიც ვაკვირდებით ველს. ველის სიდიდე პროპორციულია 1/r-ის. მისი
ძალწირები წარმოადგენენ კონცენტრულ წრეწირებს, რომელთა ცენტრი დევს
სადენზე(ნახ. 2).

ნახ. 2.
თუ გავხედავთ სადენს დენის მიმართულებით, მაშინ მაგნიტური ველის
ძალწირები მიმართული იქნება საათის ისრის მოძრაობის მიმართულებით.
წრფივი დენის მაგნიტური ველის მიმართულების დასადგენად შეიძლება
ვისარგებლოთ მარჯვენა ხელის წესითაც(ნახ, 3.): თუ მარჯვენა ხელის ცერა
თითი გვიჩვენებს დენის მიმართულებას, მაშინ მოხრილი 4 თითი გვიჩვენებს
მაგნიტური ველის მიმართულებას.
ნახ. 3.

განვიხილოთ ამ ველში წირითი ინტეგრალი B -დან ჩაკეტილ კონტურზე.
დავიწყოთ ABCD კონტურით(ნახ. 4ა), რომელიც დევს სადენის მართობ
სიბრტყეში. ჩვენ მხოლოდ ეს სიბრტყე გვაინტერესებს, რადგან მაგნიტურ ველს

სადენის გასწვრივ მდგენელი არა აქვს. წირითი ინტეგრალი B -დან ამ

კონტურზე ნულის ტოლია. მართლაც, BC და DA მონაკვეთები B -ს მართობია
და ინტეგრალში წვლილი არ შეაქვთ. AB-ს გასწვრივ ველი r2/r1-ჯერ დიდია,
ვიდრე CD-ს გასწვრივ, მაგრამ CD მეტია AB-ზე ზუსტად იმავე რიცხვჯერ,
რადგან ორივე რკალი მოჭიმავს ერთი და იგივე ცენტრალურ კუთხეს. ამრიგად
ეს რკალები იძლევიან ტოლ და საწინააღმდეგო ნიშნის წვლილებს და სრული
ინტეგრალი ნულის ტოლია. ეს ნიშნავს, რომ წირითი ინტეგრალი ნებისმიერ
კონტურზე, რომელიც შედგენილია რადიალური სეგმენტებისა და
რკალებისაგან, როგორც ნახ. 4ბ-ზე, ნულის ტოლია. აქედან დასკვნა: წირითი
ინტეგრალი ნებისმიერ ჩაკეტილ კონტურზე, რომელიც არ მოიცავს სადენს,
ნულის ტოლია - ნახ. 4გ.
ახლა განვიხილოთ წირითი ინტეგრალი წრიულ კონტურზე, რომელიც
მოიცავს სადენს - ნახ. 4დ. წრეწირის სიგრძეა 2πr, ველი ტოლია 2I/cr-ის და
ყველგან პარალელურია გზის, ამიტომ წირითი ინტეგრალის მნიშვნელობა
წრიულ კონტურზე იქნება (2πr).(2I/cr) = 4πI/c. ვაჩვენოთ, რომ ნებისმიერი
კონტური, რომელიც აკეთებს ერთ ბრუნს სადენის ირგვლივ, იძლევა იგივე
შედეგს. მართლაც, განვიხილოთ მრუდწირული C კონტური - ნახ. 4ე. ავაგოთ
კონტური C’, რომელიც შედგება C-ს მსგავსი კონტურისაგან და წრიული
კონტურისგან, რომელიც არ მოიცავს სადენს. წირითი ინტეგრალი C’-ზე
ნულის ტოლი უნდა იყოს, ამიტომ ინტეგრალი C-ზე უნდა უდრიდეს
ინტეგრალს წრიულ კონტურზე შებრუნებული ნიშნით. ნიშანი კი შემოვლის
მიმართულებაზეა დამოკიდებული. ამრიგად, საბოლოოდ მივედით შემდეგ
დასკვნამდე:
  4
  c  დენზე, რომელსაც მოიცავს კონტური (6)
Bds

(6) განტოლება სამართლიანია, თუ კონტური აკეთებს ერთ ბრუნს სადენის


ირგვლივ. ცხადია, რომ თუ კონტური აკეთებს N ბრუნს სადენის ირგვლივ -
ნახ. 4ზ - მაშინ ინტეგრალი N-ჯერ მეტი იქნება. (6)-ს ხშირად ცირკულაციის
კანონს ან სრული დენის კანონს უწოდებენ.
აქამდე ვიხილავდით წრფივი დენიანი გამტარის მაგნიტურ ველს.
სუპერპოზიციის პრინციპის თანახმად, ჩვენს მიერ მიღებული შედეგიმ
სამართლიანია წრფივი დენიანი გამტარების ნებისმიერი სისტემისთვის.
უფრო მეტიც, იგი სამართლიანია დენების ნებისმიერი განაწილებისთვის:
მაგალითად, მრუდწირულ შეკრულ მარყუჟში გამავალი დენისთვის. კანონს
რომ ზოგადი სახე მივცეთ, უნდა განვიხილოთ დენის მოცულობითი
განაწილება. ეს საკითხი განვიხილეთ მერვე ლექციაზე(ფ-ლა (7)) - დენის
სიმკვრივე უნდა აკმაყოფილებდეს უწყვეტობის განტოლებას ანუ მუხტის

შენახვის კანონს:
divJ  0 (7).
განვიხილოთ C კონტური სივრცის იმ არეში, სადაც მიედინებიან დენები

(ნახ.5).სრული დენი, რომელსაც მოიცავს C კონტური, ტოლია J ვექტორის


S
Jda
ნაკადისა C კონტურის მიერ მოჭიმულ S ზედაპირზე: . ამრიგად, (6)

განტოლების ზოგადი ფორმულირებას ექნება სახე;


  4  
C Bds  c S Jda (8)

შევადაროთ ის განტოლება სტოქსის თეორემას(ლექცია 6, ფ-ლა (14)):


   
 Fds   rotF da
C S
(9)

როგორც ვხედავთ, (8) განტოლება ეკვივალენტურია შემდეგი განტოლებისა:


 4 
rotB  J (10)
c
- ესაა მაგნიტურ ველსა და მოძრავ მუხტებს შორის კავშირის ყველაზე
მარტივი და ზოგადი გამოსახულება. მაგრამ (10) განტოლება არაა
 
საკმარისი B ( x , y , z ) -ის საპოვნელად მოცემული ( x, y, z ) -ის დროს -
J
სხვადასხვა ვექტორულ ველებს შეიძლება ერთნაირი როტორი
ჰქონდეთ.ამიტომ საჭიროა (10)-ის შევსება კიდევ ერთი პირობით.
გავიხსენოთ ელექტრული ველის კავშირი მის წყაროსთან - მუხტთან:

- divE  4 . მაგნიტურ ველს არა აქვს მუხტის მსგავსი წყარო - მაგნიტური
მუხტი არ არსებობს(არ არსებობს ცალკე ჩრდილოეთ ან ცალკე სამხრეთ
პოლუსი) - მაგნიტური ველი უწყაროო ველია, დენიანი სადენის
მონაკვეთი, ელექტრული მუხტისგან განსხვავებით, არაა დამოუკიდებელი
ობიექტი, რომლის იზოლირება ფიზიკურად შესაძლებელია. ამიტომ
ზემოთმოყვანილი განტოლების ანალოგი მაგნიტური ველისთვის იქნება

divB  0 (11)
ეს განტოლება ავსებს სწორედ (10) განტოლებას და ორივე ერთად
 
საშუალებას იძლევა ვიპოვოთ B ( x , y , z ) მოცემული ( x, y, z ) -ის დროს. ჩვენ
J
 
რომ გვქონდეს ორი სხვადასხვა ველი B 1 ( x , y , z ) და 2 ( x, y, z ) , რომლებიც
B
აკმაყოფილებენ (10) და (11)-ს, მაშინ მათი სხვაობა იქნებოდა ველი

B
ნულოვანი დივერგენციით და ნულოვანი როტორით - ესაა მუდმივი 0
ველი, რომელიც ერთნაირია სივრცის ყველა წერტილში. ამრიგად, თუ
გამოვრიცხავთ მუდმივი ველის შესაძლო დამატებას, (10) და (11) ცალსახად
განსაზღვრავენ მაგნიტურ ველის დენების მოცემული განაწილებისთვის.
საინტერესოა შევადაროთ (10) და (11) შესაბამის განტოლებებს
ელექტროსტატიკური ველისთვის:
 
divE  4 , rotE  O (12)
ელექტროსტატიკური ველის განხილვა ჩვენ კულონის კანონით დავიწყეთ,,
რომელიც პირდაპირ იძლევა ყოველი მუხტის წვლილს ელექტრულ ველში.
კულონის კანონის ანალოგი აქ აღარა გვაქვს, ამიტომ საჭიროა იმავე ტიპის
რაღაცა გამოსახულება, რომლის ჩაწერა შეიძლება პოტენციალური ფუნქციის
მეშვეობით.
3.ვექტორ პოტენციალი. ელექტროსტატიკური ველისთვის ჩვენ
გვქონდა პოტენციალური ფუნქცია  ( x, y, z ) . თუ გვაქვს მუხტების რაღაც
განაწილება  ( x, y , z ) , მაშინ პოტენციალი ნებისმიერ ( x1 , y1 , z1 ) წერტილში
 ( x2 , y2 , z2 )
 ( x1 , y1 , z1 )   d2 (13)
იქნება
r12
ინტეგრება მიდის მთელ არეზე, რომელშიც მუხტია განაწილებული, ხოლო r12
არის მანძილი ( x2 , y2 , z2 ) წერტილიდან ( x1 , y1 , z1 ) წერტილამდე. ელექტრული

ველი კი ამ ფუნქციის გარდიენტია შებრუნებული ნიშნით: E   grad (14) .

ეს ხერხი მაგნიტური ველის შემთხვევაში არ გამოგვადგება, რადგან B
ვექტორი სრულიად განსხვავებული ხასიათისაა, მისი როტორი არაა

აუცილებლად ნული და ამიტომ B ვექტორის წარმოდგენა რაღაც სკალარული
ფუნქციის გრადიენტის სახით შეუძლებელია. მაგრამ არსებობს ვექტორის სხვა

სახის წარმოებული - როტორი. აღმოჩნდა, რომ B ვექტორი შეიძლება
წარმოვადგინოთ არა როგორც სკალარული ფუნქციის გრადიენტი, არამედ
როგორც ვექტორული ფუნქციის როტორი:
 
B  rotA (15)

აშკარა ანალოგიის გამო ბუნებრივია A ვექტორს ვუწოდოთ ვექტორული
პოტენციალი. ჯერჯერობით არ ჩანს ასეთი წარმოდგენის სარგებლიანობა - ეს
მომავალში გამოჩნდება. ოპტიმიზმის საბაბს იძლევა ის ფაქტი, რომ (11)
 
divrotA  0  ( A )  0
განტოლება ავტომატურად დაცულია - .

სხვანაირად რომ ვთქვათ, ის ფაქტი, რომ divB  0 , გვაძლევს საშუალებას იგი
წარმოვადგინოთ, როგორც რაღაც ვექტორული ფუნქციის როტორი. ისმის
 
კითხვა: როგორ ვიპოვოთ A , თუ მოცემული გვაქვს J . (10)-ის
 
გათვალისწინებით კავშირი A და J -ს შორის შეიძლება ასე წარმოვიდგინოთ:

 4 J
rot (rotA)  (16)
c
ეს ვექტორული განტოლება სამი სკალარული განტოლების ტოლფასია.
გამოვყოთ ერთერთი კომპონენტი - ვთქვათ, (16)-ის x კომპონენტა:
     B B 4 J x
 rot (rotA)   (rotA) z  (rotA) y  z  y  (17)
  x y z y z c
Ay Ax A A
Bz   , By  x  z (18) 
x y z x
 Ay Ax  A A 4 J x
(  ) ( x  z)  (19)
y x y z z x c
კერძო წარმოებულების თანმიმდევრობა შეიძლება შევცვალოთ. ამის
გათვალისწინებით და გარკვეული გარდაქმნებით (19)-ს შეიძლება მივცეთ სახე
 2 Ax  2 Ax  Ay  A 4 J x
 2  2  ( ) ( z)  (20)
y z x y x z c
იმისათვის, რომ ეს გამოსახულება გახდეს უფრო სიმეტრიული, დავუმატოთ
 2 Ax
და გამოვაკლოთ მარცხენა მხარეს ერთი და იგივე სიდიდე x :
2
პირველ
ი სამი წევრი წარმოადგენს ლაპლასიანს მინუს ნიშნით. ფრჩხილებში მდგომი

სიდიდე კი არის A ვექტორის დივერგენცია. ჩვენ გვაქვს გარკვეული
  
A
თავისუფლება ვექტორის არჩევაში. ჩვენ გვაინტერსებს rotA , divA კი

შეგვიძლია ავირჩიოთ ნებისმიერად. მოვითხოვოთ, რომ divA  0 (22), ანუ,
სხვადასხვა ფუნქციებს შორის, რომლებიც აკმაყოფილებენ (15)-ს, ავარჩიოთ
მხოლოდ ფუნქციები ნულოვანი დივერგენციით. მაშინ შესაბამისი ნაწილი
(21)-დან ამოვარდება და დაგვრჩება განტოლება

შევადაროთ ეს განტოლება ჩვენთვის უკვე ცნობილ პუასონის განტოლებას

ეს ორი განტოლება მსგავსია, (23)-ს ამოხსნის სახე ჩვენ უკვე ვიცით - ესაა (13)
განტოლება. ამიტომ. (22)-ის ამოხსნა შეიძლება ასე წარმოვადგინოთ:

დანარჩენი კომპონენტებიც ანალოგიური ფორმულებით მოიცემა, ამტომ


განტოლება შეიძლება ჩავწეროთ ვექტორული ფორმით


აქ არის ერთი დაბრკოლება - საიდან ვიცით, რომ (25)-დან მიღებული A

ვექტორი აკმაყოფილებს პირობას divA  0 ? საბედნიეროდ, მტკიცდება, რომ
აკმაყოფილებს.
4.ნებისმიერი დენიანი გამტარის ველი. განვიხილოთ მავთულის

მარყუჟი, რომელშიც მიედინება I დენი(ნახ. 6.). ვექტორპოტენციალი A
წერტილში ( x1 , y1 , z1 ) განისაზღვრება (25) ინტეგრალით, რომელიც აიღება
მარყუჟზე(იმ არეზე, რომელშიც გვაქვს დენი). წვრილი სადენის შემთხვევაში
მოცულობის ელემენტად შეიძლება ავიღოთ სადენის მცირე მონაკვეთი
სიგრძით d . დენის სიმკვრივე J  I / a , სადაც a სადენის განივკვეთის
  
ფართობია. მაშინ d 2  ad   Jd 2  Id  . თუ d  ვექტორს მივმართვათ
 
დადებითი დენის მიმართულებით, მაშინ Jd 2  Id  . ამრიგად, წვრილი

 I d
dA  (26)
სადენისთვის(ძაფისთვის) (25) მიიღებს სახეს
c r12 ასეთი გზით
 
A -ს გამოთვლა ყველა წერტილში და მერე როტორის აღებით B -ს პოვნა
ხანგრძლივი გზაა, ამიტომ გამოვიყენოთ ვექტორული აღრიცხვის ელემენტები:

   Id  I  1
dB  rotdA  [dA]  [ ]   [d ( )],
cr c r
 
1 r  I [d r ]
( )   3  dB  (27)
r r cr 3
(27) განტოლება ექსპერიმენტული გზით დაადგინეს ბიომ და სავარმა და მას
ბიო-სავარის კანონს უწოდებენ. ამ ფორმულაში ვექტორპოტენციალი არ
შედის, ამიტომ კონკრეტული დენების მაგნიტური ველის საპოვნელად ამ
ფორმულის გამოყენება უფრო მარტივი და ხელსაყრელია, ვიდრე
ვექტორპოტენციალის გამოთვლა და მისი საშუალებით ველის პოვნა. თუმცა,
არ უნდა დაგვავიწყდეს, თუ როგორ მივიღეთ (27) ვექტორპოტენციალის
საშუალებით. ვექტორპოტენციალის მნიშვნელობა აშკარად გამოჩნდება
ცვლადი ველების და გამოსხივების განხილვისას.
5. რგოლისა და სოლენოიდის ველი. გამოვთვალოთ დენიანი
რგოლის მიერ შექმნილი მაგნიტური ველი მის სიმეტრიის ღერძზე(ნახ. 7ა).
რგოლის რადიუსია b, დენი - I. სიმეტრიიდან გამომდინარე, ღერძზე
მაგნიტური ველი მიმართული იქნება ღერძის გასწვრივ, ამიტომ დაგვჭირდება
მხოლოდ z კომპონენტის გამოთვლა. ვისარგებლოთ ბიო-სავარის კანონით -
(27) განტოლებით:

ინტეგრება რგოლის გასწვრივ მოგვცემს წრეწირის სიგრძეს:

ამრიგად, ღერძის ნებისმიერ წერტილში

რგოლის ცენტრში z = 0 და ველი

ძალწირების სურათი სიბრტყეში, რომელიც გადის სიმეტრიის ღერძზე,


ნაჩვენებია ნახ. 7ბ-ზე. იგვე ძალწირები შეიძლება უფრო თვალსაჩინოდ
ვაჩვენოთ(ნახ. 8ა).
ახლა განვიხილოთ დენიანი კოჭას - სოლენოიდის მაგნიტური ველი(ნახ. 9ა.).
ხვიები მჭიდროდაა დახვეული და მათი რიცხვი 1 სმ-ზე მუდმივია
სოლენოიდის მთელ სიგრძეზე - ეს რიცხვი აღვნიშნოთ n-ით. სოლენოიდი
შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც რგოლების ერთობლიობა და
ვისარგებლოთ (29) განტოლებით. ვთქვათ, გვინდა ვიპოვოთ ველი
სოლენოიდის z წერტილში(ნახ.9ბ). ჯერ ვნახოთ, რა წვლილი შეაქვს

ველში სოლენოიდის მცირე მონაკვეთი, რომელიც მოქცეულია z წერტილიდან


გავლებულ ორ რადიუსს შორის, რომლებიც z ღერძთან ადგენენ θ და θ + dθ
კუთხეებს. სოლენოიდის ამ სეგმენტის სიგრძე, რომელიც გამოყოფილია ნახ.
9ბ-ზე, იქნება rdθ/sinθ, ამიტომ იგი ეკვივალენტურია რგოლისა, რომელშიც
გადის დენი Inrdθ/sinθ. ვინაიდან r = b/sinθ, ამ რგოლის წვლილი ველში იქნება
2 b 2 Inrd 2 In
dBz   sin  d (31)
cr 3 sin  c
ინტეგრება θ1-დან θ2-მდე მოგვცემს
2 In 2 2 In
c 1
Bz  sin  d  (cos 1  cos  2 ) (32)
c
ამ ბოლო განტოლების მიხედვით შეიძლება ავაგოთ მაგნიტური ელის
დამოკიდებულების გრაფიკი კოორდინატზე იმ კერძო შემთხვევაში, როცა
სოლენოიდის სიგრძე 4-ჯერ მეტია მის დიამეტრზე(ნახ. 10). ორდინატთა
ღერძზე გადაზომილია შეფარდება უსასრულოდ გრძელი სოლენოიდის
მაგნიტურ ველთან იმავე დენისთვის და იმავე ხვიათა რიცხვისთვის სიგრძის
ერთეულზე. უსასრულოდ გრძელი სოლენოიდისთვის θ1 = 0, θ2 = π, ამიტომ
4 In
Bz  , SI : Bz  0 In  33
c

ნახ. 11-ზე ნაჩვენებია სოლენოიდის მაგნიტური ველის ძალწირები როგორც


მის შიგნით, ისე მის გარეთ ზემოაღნიშნული პროპორციების შემთხვევაში.
უფრო თვალსაჩინო სურათ სოლენოიდის მაგნიტური ველის ძალწირებისა და
მისი შედარება სწორი მაგნიტის მაგნიტური ველის ძალწირებთან ნაჩვენებია
ნახ. 12-ზე.
უსასრულო სოლენოიდის ველი შეიძლება გამოვთვალოთ უშუალოდ
ცირკულაციის კანონის - ფორმულა (6)-ის გამოყენებით(ნახ. 13).

შეკრული კონტური ავიღოთ abcd მართკუთხედის სახით. ad და bc ველის


მართობია და შესაბამისი ინტეგრალი ნულია, dc არეში ველი არა გვაქვს და ეს
გვერდიც არ იძლევა წვლილს ინტეგრალში, გვრჩება წირითი ინტეგრალი ab
გვერდზე:
4 N 4
B  NI , n B nI (33')
c  c
5. ჰოლის ეფექტი. მაგნიტურ ველში მოძრავ დამუხტულ ნაწილაკზე
მოქმედი ძალა(ლორენცის ძალა) განაპირობებს ერთ ძალზე საინტერესო
ეფექტს, რომელმაც დიდი გამოყენება ჰპოვა როგორც ტექნიკაში, ისე
მეცნიერულ კვლევებში. ეფექტი 1879 (!) წელს აღმოაჩინა ამერიკელმა ედვინ
ჰოლმა - იმ დროს ჯერ ელექტრონიც კი არ იყო აღმოჩენილი, გამტარობის
მექანიზმზე კი წარმოდგენაც არ ჰქონდათ. ეფექტის არსი შემდეგში
მდგომარეობს: ნიმუში - თხელი, მართკუთხა პარალელეპიპედის ფორმის
მქონე გამტარი მოთავსებულია მაგნიტურ ველში( ნახ. 14.). მაგნიტური ველის
მართობული მიმართულებით გამტარში ატარებენ დენს. დენი - ესაა
მოწესრიგებულად მოძრავი მუხტები, მათზე მაგნიტური ველი მოქმედებს
ლორენცის ძალით, რომელიც მართობია მაგნიტური ველისაც და სიჩქარის
მიმართულებისაც(მარცხენა ხელის წესი). თუ ვივარაუდებთ, რომ დენი
გადააქვთ ელექტრონებს, მაში მათი სიჩქარის მიმართულება დენის
მიმართულების საწინააღმდეგოა. ლორენცის ძალა გადახრის ელექტრონებს
ნიმუშის ზედა წახნაგისკენ. ამიტომ ზედა წახნაგზე გროვდება უარყოფითი
მუხტი, ქვედა წახნაგი კი იცლება ელექტრონებისგან, ე.ი. იქ გროვდება
დადებითი მუხტი.ამრიგად, ჩნდება ელექტრული ველი(ჰოლის ველი),
რომელიც მიმართულია ქვედა წახნაგიდან ზედა წახნაგისკენ. მუხტების
გადანაწილება გაგრძელდება მანამდე, სანამ ჰოლის ველის მხრიდან
ელექტრონზე მოქმედი ძალა არ გაუტოლდება ლორენცის ძალას. მყარდება
სტაციონარული ელექტრული ველი, რომელიც მარტივად შეიძლება გაიზომოს
ელექტრული მეთოდებით - შესაბამისი ძაბვის გაზომვით(ჰოლის ძაბვა).
დამყარებულ სტაციონარულ მდგომარეობაში გვექნება
1 1
qEH  q B, J  qn  EH  JB  RH JB
c nqc
E 1 1
RH  H  , SI : RH  (34)
JB nqc nq
RH სიდიდეს ჰოლის მუდმივას უწოდებენ, მისი განსაზღვრა დაიყვანება ჰოლის
ძაბვის დენზე დამოკიდებულების გაზომვამდე, რაც არავითარ სირთულეს არ
წარმოადგენს. ორიოდე სიტყვა ამ ეფექტის დიდ მნიშვნელობაზე: ჯერ ერთი,
რაკი ჰოლის ველი მაგნიტური ველის პროპორციულია, იგი შეიძლება
გამოყენებულ იქნეს მაგნიტური ველის გასაზომად(გამოიყენება კიდეც და
საკმაოდ ფართოდ), მეორე - ჰოლის მუდმივას საშუალებით შეიძლება გავიგოთ
დენის გადამტანების კონცენტრაცია(ჰოლის მუდმივა კონცენტრაციის
უკუპროპორციულია, ამიტომაც ეს ეფექტი გაცილებით უკეთ ჩანს ნახევრად
გამტარებში, სადაც n მცირეა, ვიდრე ლითონებში, თუმცა ისტორიულად
სწორედ ლითონებში იქნა აღმოჩენილი - იმ დროს ნახევრადგამტარების
ხსენებაც კი არიყო!). მესამე - ჰოლის მუდმივას ნიშანი განსაზღვრავს დენის
გადამტანების ნიშანს: ელექტრონებისთვის იგი უარყოფითია, ხვრელებისთვის
- დადებითი. აიმტომაც ჰოლის ეფექტი დღემდე რჩება ერთერთ ყველაზე
მოხერხებულ მეთოდად ნახევრადგამტართა თვისებების შესასწავლად.

ლიტერატურა:

[2]. ხაზარაძე თ. ზოგადი ფიზიკის კურსი, ელექტრობა. თბ., თსუ, 1991.


- §§ 6.1, 6.2, 6.3,11.4;

[4]. Парселл Э. Электричество и магнетизм. М.: Наука, 1971.


- §§6.1, 6.2, 6.3, 6.4, 6.5, 6.9.

You might also like