You are on page 1of 9

გეომეტრული ოპტიკა.

ძირითადი კანონები
გეომეტრული ოპტიკის ძირითადი კანონები სინათლის ფიზიკური ბუნების დადგენამდე
გაცილებით ადრე იყო ცნობილი.
ოპტიკურად ერთგვაროვან გარემოში სინათლე წრფივად ვრცელდება. ამ კანონის ცდისეულ
დასაბუთებას მკვეთრი ჩრდილების არსებობა წარმოადგენს, რომლებსაც მცირე ზომის სინათლის
წყაროს მიერ განათებული გაუმჭვირვალე სხეულები იძლევიან. სხვა დასაბუთებად შეიძლება
გამოვიყენოთ ცნობილი ცდა, როლის დროსაც შორეული სინათლის წყაროს სხივის მცირე ზომის
ჭუჭრუტანაში გასვლის შედეგად  ვიწრო სხივთა კონა წარმოიქმნება. ამ ცდას მივყავართ
წარმოდგენამდე, რომ  სინათლის სხივი გეომეტრული წრფეა, რომლის გასწვრივაც ვრცელდება
სინათლე. უნდა აღინიშნოს, რომ სინათლის წრფივად გავრცელების კანონი  ირღვევა და
სინათლის სხივის ცნება აზრს კარგავს, თუ სინათლე ისეთ მცირე ზიმის ხვრელში გადის, რომლის
ზომებიც შედარებადია სინათლის ტალღის სიგრძსთან.  ორი გამჭვირვალე გარემოს გამყოფ
ზედაპირზე სინათლე შეიძლება ნაწილობრივ აირეკლოს, ისე რომ სინათლის ენერგიის ნაწილი
არეკვლის შემდეგ გავრცელდება ახალი მიმართულებით, ხოლო ნაწილი გაივლის გამყო
ზედაპორს და გააგრძელებს გავრცელებას მეორე გარემოში.
სინათლის არეკვლის კანონი: დაცემული და არეკვლილი სხივები, და ასევე ორი გარემოს
გამყოფი ზედაპირის სხივის დაცემის წერტილში აღმართული მართობი ერთ სიბრტყეში
მდებარეობს (დაცემის სიბრტყე).   არეკვლის γ კუთხე  დაცემის  α კუთხის ტოლია.
სინათლის გარდატეხის კანონი: დაცემული და გარდატეხილი სხივები, და ასევე ორი გარემოს
გამყოფი ზედაპირის სხივის დაცემის წერთილში აღმართული მართობი ერთ სიბრტყეში
მდებარეობს.
დაცემული α კუთხის სინუსის ფარდობა გარდატეხილი β კუთხის სინუსთან  მოცემული ორი
გარემოდსათვის მუმივი სიდიდეა:

 
n მუდმივ სიდედეს უწოდებენ  მეორე გარემოს  ფარდობით გარდატეხის
მაჩვენებელს  პირველის მიმართ. გარემოს გარდატეხის მაჩვენებელს ვაკუუმის
მიმართ აბსოლუტურ გარდატეხის მაჩვენებელს უწოდებენ.
ორი გარემოს გარდატეხის ფარდობითი მაჩვენებელი მათი აბსოლუტური მაჩვენებლების
ფარდობის ტოლია:
n = n2 / n1.
არეკვლისა და გარდატეხის კანონები  ტალღური ფიზიკით აიხსნება. ტალღური
წარმოდგენების თანახმად, გარდატეხა ერთი გარემოდან მეორეში გადასვლისას ტალღის
გავრცელების სიჩქარის ცვლილების შედეგს წარმოადგენს. გადრატეხის მაჩვენებლის ფიზიკური
არსი პირველ გარემოში ტალღის გავრცელების υ1  სიჩქარის მეორე გარემოში გარცელების υ2 
სიჩქარესთან ფარდობაში მდგომარეობს:

 
გარდატეხის აბსოლუტური მაჩვენებელი  სინათლის ვაკუუმში გავრცელების c  სიჩქარის
გარემოში გავრცელების υ სიჩქარესთან ფარდობის ტოლია :

ნახ.1-ზე არეკვლისა და გარდატეხის კანონებია ნაჩვენები.

 
 ნახ. 1.
არეკვლისა და გარდატეხის კანონები: γ  =  α;n1  sin  α  =  n2  sin  β.
ნაკლები გარდატეხის აბსოლუტური  მაჩვენებლის  მქონე გარემოს, ოპტიკურად ნაკლებად
მკვრივს უწოდებენ.
სინათლის ოპტიკურად უფრო მკვრივი გარემოდან ნაკლებად მკვრივში
გადასვლისას  n2 < n1 (მაგალითად, მინიდან ჰაერში) შეიძლება სრული არეკვლის, ანუ
გარდატეხილი სხივის გაქრობის, მოვლენას დავაკვირდეთ. ეს მოვლენა დაიკვირვება ისეთი
დაცემის კუთხეებისათვის, რომლებიც გარკვეულ კრიტიკულ αზღ კუთხეს აჭარბებენ. ამ
კუთხეს სრული შინაგანი არეკვლის ზღვრულ კუთხეს უწოდებენ (ნახ. 2).
დაცემის კუთხისთვის α = αზღ  sin β = 1;  sin αზღ = n2 / n1 < 1.
თუ მეორე გარემოს ჰაერი წარმოადგენს (n2 ≈ 1), მაშინ ამ ფორმილის გადაწერა შემდეგი სახითაა
მოსახერხებელი
sin αზღ = 1 / n,
სადაც n = n1 > 1 – პირველი გარემოს  გარდატეხის აბსოლუტური მაჩვენებელია.
მინა-ჰაერის გამყოფი ზედაპირისათვის (n = 1,5) კრიტიკული კუთხე αზღ = 42°, წყალი-
ჰაერისათვის კი (n = 1,33) αზღ = 48,7°.
 
ნახ. 2.
სინათლის სრული შინაგანი არეკვლა წყლისა და ჰაერის გამყოფ ზედაპირზე;  S  – სინათლის
წერტილოვანი წყაროა
სრული შინაგანი არეკვლის მოვლენა მრავალ ოპტიკურ ხელსაწყოში გამოიყენება.
განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვან მაგალითი  ბოჭკოვანი სინათლის
გამტარების შექმნაა, რომლების ოპტიკურად გამჭვირვალე (მინა, კვარცი), წვრილ (რამოდენიმე
მიკრომეტრიდან მილიმეტრამდე) მოქნილი ძაფებია. ბოჭკოვანი სინათლის გამტარების ბოლოზე
მოხვედრილ სინათლე მასში, გვერდითი ზედაპირებიდან სრული შინაგანი არეკვლის ხარჯზე, 
შეიძლება დიდ მანძილებზე გავრცელდეს (ნახ. 3). სამეცნიერო-ტექნიკურ მიმართულებას,
რომელიც ბოჭკოვანი სინათლის გამტარების შემუშავებითა და დამზადებითაა
დაკავებული, ბოჭკოვანი ოპტიკა ეწოდება.
თხელი ლინზები
ლინზას ორი სფერული ზედაპირით შემოსაზღვრულ გამჭვირვალე სხეულს უწოდებენ. თუ
მისი  სისქე მცირეა სფერული ზედაპირების სიმრუდის რადიუსთან შდარებით, მაშინ
ლინზას თხელს უწოდებენ.
ლინზები პრაქტიკულად ყველა ოპტიკური ხელსაწყოს შემადგენმომაში შედიან. 
არსებობს შემკრები  და გამბნევი ლინზები. შემკრები ლინზა შუაში უფრო სქელია ვიდრე
კიდეებზე, გამბნევი კი პირიქით, შუაშია უფრო თხელი (ნახ. 1).
 
ნახ. 1.
შემკრები (a)   და გამბნევი (b)   ლინზები და მათი პირობითი აღნიშვნა

სწორს, რომელიც სიმრუდის O1 და O2  ცენტრებზე გადის, ლინზის მთავარი ოპტიკური


ღერძი ეწოდება. თხელი ლინზის შემთხვევაში მიახლოებით შეიძლება ჩავთვალოთ, რომ  მთავარი
ოპტიკური ღერძი ლინზასთან მხოლოდ ერთ O წერტილში  იკვეთება, რომელსაც
ლინზის ოპტიკურ ცენტრს უწოდებენ. სინათლის სხივი ოპტიკუტ ცენტრზე გავლისას არ
გადაიხრება საწყისი მიმართულებიდან. ოპტიკურ ცენტრზე გამავალი ყველა სწორს გვერდითი
ოპტიკური ღერძები ეწოდება.
თუ ლინზაზე მთავარი ოპტიკური ღერძის სხივთა  პარალელურ კონას მივმართავთ, ლინზაში
გავლის შემდეგ სხივები (ან მათი გაგრძელებები) შეიკრიბებიან ერთ F წერტილში, რომელსაც
ლინზის მთავარ ფოკუსს უწოდებენ. თხელ ლინზებს ორი მთავარი ფოკუსი აქვთ, რომლებით
ლინზის ღერძის სიმეტრიულად არიან განლაგებული. შემკრები ლინზის ფოკუსი ნამდვილია,
გამბნევისა კი - წარმოსახვითი. ერთ-ერთი გვერდითი ოპტიკური ღერძის პარალელური სხივთა
კონა, ლინზაში გავლის შემდეგ ასევე ერთ F' წერტილში იყრის თავს, რომელიც გვერდითი
ოპტიკური ღერძისა და ფოკალური Ф სიბრტყის გადაკვეთაზე მდებარეობს, ანუ მთავარ ოპტიკურ
ფოკუსზე გამავალ მთავარი ოპტიკური ღერძის მართობულ სიბრტყეზე (ნახ. 2).  ლინზის
ოპტიკურ Oცენტრსა და მთავარ F ფოკუსს შორის მანძილს ფოკუსურ მანძილს უწოდებენ.
ისიც F ასოთი აღინიშნება.

 
  ნახ. 2.
პარალელურ სხივთა კონის გარდატეხა შემკრებ (a) და გამბნევ (b) ლინზებში. O1 და O2  წერტილები 
სფერული ზედაპირების ცენტრებია, O1O2 – მთავარი ოპტიკური ღერძი,  O – ოპტილური
ცენტრი, F–  მთავარი ფოკუსი, F' – გვერდითი ფოკუსი, OF' – გვერდითი ოპტიკური ღერძი, Ф –
ფოკალური სიბრტყე
ლინზის მთავარი თვისება საგნის გამოსახულების მოცემის უნარია.გამოსახულება შიუძლება
იყოსპირდაპირი და გადაბრუნებული,ნამდვილი და წარმოსახვითი,გადიდებული და შემცირებუ
ლი.
გამოსახულების მდებარეობა და მისი ხასიათი შეიძლება გეომეტრიული აგების საშუალებით
დადგინდეს. ამისათვის გამოიყენება ზოგიერთი  ისეთი სტანდარტული სხივის თვისება,
რომელთა სვლაც ცნობილია. ეს სხივები გადიან ოპტუკირ ცენტრზე ან ლინზის ერთ-ერთ
ფოკუსზე, და ასევე, პარალელურია მთავარი ოპტიკური ღერძისა ან ერთ-ერთ გვერდითი
ოპტიკური ღერძის. ასედი აგების მაგალითები ნახ. 3 -სა და 4-ზეა მოცემული.

 
ნახ. 3.
გამოსახულების აგება შემკრებ ლინზაში

ნახ. 4.
გამოსახულების აგება გამბნევ ლინზაში
 
ყურადღება უადა მიექცეს იმას, რომ გამოსახულების ასაგებად ნახ.3-სა და 4-ზე გამოყენებული
ზოგი სტანდარტული სხივი ლინზაში არ გადის. ეს სხივები გამოსახულების შექმნაში რეალურად
არ მონაწილეობენ, მაგრამ აგებისთვის შესაძლებელია  მათი გამოყენება.
გამოსახულების მდებარეობა და მისი ხასიათი (ნამდვილია თუ წარმოსახვითი) შეიძლება,
აგრეთვე, თხელი ლინზის ფორმულით გაითვალოს. თუ სხეულიდან ლინზამდე მანძილს d -თი
ავღნიშნავთ, ხოლო ლინზიდან გამოსახულებამდე f -ით, მაშინ თხელი ლინზის ფორმულა
შეიძლება ასე ჩავწეროთ:
D სიდიდე ფოკუსური მანძილის შებრუნებულია და ლინზის ოპტიკურ ძალას უწოდებენ.
ოპტიკური ძალის ერთეულია დიოპტრი. დიოპტრი ერთი მეტრი ფოკუსური მანძილის მქონე
ლინზის ოპტიკური ძალაა:
1 დიოპტრი = მ–1
ლინზების ფოკუსურ მანძილებს გარკვეულ ნიშანს ანიჭებენ: შემკრები ლინზისათვის F > 0,
ხოლო გამბნევისათვის F < 0.
d და f  სიდიდეები ასევე გარკვეულ ნიშანთა წესს ემორჩილებიან:
d > 0 და f > 0 – ნამდვილი საგნებისთვის (ე.ი. სინათლის რეალური წყაროებისათვის, და არა
სხივების გაგრძელებებისათვის რომლებიც ლინზის მეორე მხარეს იკრიბებიან) და
გამოსახულებებისთვის;
d < 0 და f < 0 – წარმოსახვითი საგნებისა და გამოსახულებისათვის.  
ნახ. 3-ზე გამოსახული შემთხვევისთვის გვაქვს:  F > 0 (შემკრები ლინზა), d = 3F > 0 (ნამდვილი
საგანი).
 
თვალი, როგორც ოპტიკური ინსტრუმენტი
ადამიანის თვალი რთულ ოპტიკურ სისტემას წარმოადგენს, რომელიც თავისი მოქმედებით
ფოტოაპარატის ანალოგიურია. თვალის სქემატური აგებულება ნახ. 1-ზეა მოცემული. თვალს
თითქმის ბურთულის ფორმა აქვს და დიამეტრით დაახლოებით 2,5 სმ-ია. გარედან ის თეთრი
ფერის დამცავი გარსით 1- სკლერითაა დაფარული. სკლერის წინა გამჭვირვალე ნაწილს
2- რქოვანა ეწოდება. მისგან გარკვეულ მანძილზე პიმენტით შეფერილი ფერადი გარსია 3- ფერად
გარსში მოთავსებული ხვრელი გუგას წარმოადგენს. დაცემული სინათლის ინტენსივობაზე
დამოკიდებულებით გუგა რეფლექსურად იცვლის დიამეტრს დაახლოების 2-დან 8 მმ-მდე, ე.ი.
ფოტოაპარატის დიაფრაგმასავით მოქმედებს. რქოვანასა და ფერად გარსს შორის გამჭვირვალე
სითხეა. გუგის უკან ბროლი  4 - ლინზისმაგვარი ელასტიური სხეული მდებარეობს. სპეციალური
კუნთი 5 - გარკვეულ საზღვრებში ცვლის ბროლის ფორმას, რის შედეგადაც მისი ოპტიკური ძალა
იცვლება. თვალის დანარჩენი ნაწილი მინისებური სხეულითაა შევსებული. თვალის უკანა ნაწილი
- თვალის ფსკერი, 6-დაფარულია ბადურისებური გარსით , რომელის 7 -მხედველობითი
ნერვისრთულ განშტოებას წარმოადგენს, ნერვული დაბოლოებებით - სინათლისმგრძნობიარე
ელემენტებით, ჩხირიბითა  და კოლბებით.  
 
ნახ. 1.
ადამიანის თვალი
საგნიდან მომავალი სხივი ჰაერი-რქოვანას საზღვარზე გარდატყდება და გაივლის ბროლს
(ცვლადი ოპტიკური ძალის მქონე ლინზა) და  ქმნის გამოსახულიბას ბადურაზე.
რქოვანა, გამჭირვალე სითხე, ბროლი და მინისებური სხეული ქმნიან ოპტიკურ სისტემას,
რომლის ოპტიკური ცენტრი რქოვანადან 5 მმ მანძილზე მდებარეობს. თვალის კუნთის
მოდუნების შემთხვევაში თვალის ოპტიკური ძალა დაახლოებით 59 დიოპტრია, ხოლო კუნთის
მაქსიმალური დაძაბვისას 70 დიოპტრი.
თვალის, როგორც ოპტიკური ხელსაწყოს ძირითადი თავისებურება საგნის დაშორებაზე
დამიკიდებული თვალის ოპტიკის ოპტიკური ძალის რეფლექსური ცვლილებაა. თვალის ამ
თვისებას აკომოდაცია ეწოდება.
თვალის აკომოდაციის არე  ორი წერტილის მდებარეობის მიხედვით შეიძლება განსაზღვროს:
 აკომოდაციის შორეული წერტილი განისაზღვრება საგნის მდებარეობით, რომლის
გამოსახულებაც მიიღება ბადურაზე თვალის მოდუნებული კუნთის საშუალებით. ნორმალური
თვალისთვის აკომოდაციის შორეული წერტილი უსასრულობაში მდებარეობს.
 აკომოდაციის ახლო წერტილი - მანძილი დასაკვირვებელ საგანსა და თვალს შორის
თვალის კუნთის მაქსიმალირი დაძაბვისას. ახლო წერტილი ნირმალური თვალისთვის თვალიდან
10-20 სმ მანძილზე მდებარეობს. ასაკთან ერთად ეს მანძილი იძრდება.
თვალის აკომოდაციის არის გამსაზღვრელი ამ ორი წერტილის გარდა თვალს აქვს საუკეთესო
მხედველობის  მანძილი, ე.ი. მანძილი საგნიდან თვალამდე, რომელზეც ყველაზე მოსახერხებელია
(ზედმეტი დაძაბვის გარეშე) საგნის დეტალების დათვალიერება (მაგალითად, წვრილი შრიფტის
წაკითხვა). ნორმალური თვალისათვის ეს მანძილი 25 სმ-ა.
 მხედველობის დარღვევის შემთხვევეში დაშორებული საგნების გამოსახულება თვალის
დაძაბვისას შეიძლება ან ბადურის წინ (ახლომხედველობა), ან ბადურის უკან (შორსმხედველობა)
აღმოჩნდეს (ნახ. 2).
ნახ. 2.
დაშორებული საგნის გამოსახულება თვალში: a  – ნორმალური თვალი; b  –  ახლომხედველი თვალი; с  –
შორსმხედველი თვალი
საუკეთესი მხედველობის  მანძილი, ახლომხედველი თვალისთვის ნაკლებია, ხოლო
შორსმხედველისათვის  უფრო მეტია,  ნორმალურ თვალთან შედარებით. მხედველობის
დეფექტის გასასწორებლად სათვალეები გამოიყენება. შორსმხედველი თვალისთვის
აუცილებელია სათვალე დადებითი ოპტიკური ძალით (შემკრები ლინზა), ხოლო
ახლომხედველისათვის - უარყოფითი ოპტუკური ძალით (გამბნევი ლინზა).
დაშორებული საგნების დაკვირვებისთვის ლინზების ოპტიკური ძალა უნდა იყო ისეთი, რომ
პარალელური სხივები თვალის ბადურაზე ფოკუსირდებოდნენ. თვალი სათვალის საშუალებით
უნდა ხედავდეს  დაშორებული საგნის პირდაპირ წარმოსახვით გამოსახულებას მოცემული
თვალის აკომოდაციის შორეულ წერტილში. თუ, მაგალითად, თუ ახლომხედველი თვალის
აკომოდაციის შორეულ წერტილი 80 სმ მანძილზე მდებარეობს, თხელი ლინზის ფორმულის
გამოყენებით მივიღებთ:

d = ∞, f = –0,8 მ, აქედან გამომდინარე,   დიოპტრი


უნდა აღინიშნოს, რომ შორსმხედველი თვალისთვის აკომოდაციის შორეულ წერტილი
წარმოსახვითია, ე.ი. დაუძაბავი თვალი ბადურაზე აფოკუსებს სხივთა კრებად კონას. ამიტომ
დაშორებული საგნების დათვალიერებისთვის სათვალემ შორსმხედველი თვალისთვის
პარალელური სხივები კრებად კონად უნადა გადააქციოს, ე.ი. უნდა გააჩნდეს დადებითი
ოპტიკური ძალა.
ახლომხედველობის სათვალემ (მაგალითად, საკითხავმა) უნდა შექმნას d0 = 25 სმ მანძილზე
(ე.ი. ნორმალური თვალისათვის მხეველობის საუკეთესო მანძილზე) მდებარე საგნის
წარმოსახვითი გამოსახულება, მოცემული თვალისთვის საუკეთესო მანძილზე. ვთქვათ,
მაგალითად, ახლომხედველი თვალისთვის მხეველობის საუკეთესო მანძილი 16 სმ-ია. თხელი
ლინზის ფორმულის გამოყენებით მივიღებთ: d = d0 = 0,25 м, f = –0,16 м, აქედან

გამომდინარე,   დიოპტრი. აქედან გამომდინარე, ადამიანის აკომოდაციის არის


შეზღუდვის შემთხვევეში ახლოს დასანახ სათვალეს უნდა ჰქონდეს მეტი (მოდულით) ოპტიკური
ძალა, ვიდრე  შორს მყოფი საგნების დასათვალიერბელ სათვალეს.
ნახ. 3-ზე მოცემულია შორსმხედველობისა და ახლომხედველობის კორექცია სათვალის
საშუალებით.

 
 ნახ. 3.
საკითხავი სათვალის შერჩევა შორსმხედველი  (a) და ახლომხედველი (b) თვალისთვის. ნორმალური
თვალის საუკეთესო მხედველობისთვის A საგანი   d = d0 = 25 см  მანძლიზე უნდა მდებარეობდეს.
წარმოსახვითი A' გამოსახულიბა მოცემული თვალისათვის საუკეთესი f  მანძილზეა
მოთავსებული

You might also like