Professional Documents
Culture Documents
Astro 1
Astro 1
1 ქულიანები
1) რა ნაწილობად ჰყოფს სფეროს ციური ეკვატორი?
ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროებად.
2) რომელია მეორე ეკვატორული სისტემის კოორდინატები?
პირდაპირი აღვლენა (RA) და დახრილობა (DEC)
3) რა სახელწოდებისაა პირდაპირი აღვლენა?
პირდაპირ აღვლენას არ გააჩნია სახელწოდება.
4) განედის რა ფარგლებშია მოქცეული დედამიწის ტროპიკული ზოლი?
23°27’ S-დან 23°27’ N-მდე.
5) რას შეადგენს მთვარის ერთი სრული ბრუნი დედამიწის გარშემო ვერძის წერტილთან
მიმართებაში?
27 დღე-ღამე 07 საათი და 32 წუთი
6) რომელი დიდი ორი წრეწირის შორის იზომება მნათობის საათობრივი კუთხე?
დამკვირვებლის მერიდიანსა და მნათობის მერიდიანს შორის.
7) რა კუთხითაა დახრილი დედამიწის ორბიტა ეკვატორის სიბრტყის მიმართ?
66◦33’
8) რა ნაწილებად ჰყოფს დამკვირვებლის მერიდიანი სფეროს?
აღმოსავლეთ და დასავლეთ ნახევარსფეროებად.
9) რომელი დიდი წრეწირის რკალით იზომება მნათობის აზიმუტი?
ჭეშმარიტი ჰორიზონტის.
10) რა ნაწილებად ჰყოფს სფეროს ჭეშმარიტი ჰორიზონტი?
ზედა (ხილულ) და ქვედა (უხილავ) ნახევარსფეროებად.
11)როგორია დღე-ღამის ხანგრძლივობა დამკვირვებლისთვის ეკვატორზე? (LAT=0°)
დღე და ღამე ტოლია.
12) რა ჰქვია მთვარის ერთ სრულ ბრუნს დედამიწის გარშემო ვარსკვლავთან მიმართებაში?
სიდერიული, ანუ ვარსკვლავთმიერი თვე.
32 რა სახელწოდებისაა დახრილობა?
დახრილობას აქვს სახელწოდება: N, ან S.
2-ქულიანები
Dec- ეს არის კუთხე სფეროს ცენტრში ციური ეკვატორის სიბრტყესა და ცენტრიდან მნათობის
მიმართულებას შორის. იზომება მნათობის მერიდიანის რკალით ეკვატორიდან მნათობის
ცენტრამდე.
ახალი და სავსე მთვარის ფაზები იწოდება სიზიგიებად. მთვარე, მზე და დედამიწა ერთ
ჰორიზონტალურ ხაზზე არიან განლაგებული და გრავიტაციული ძალების ურთიერთქმედება
პიკს აღწევს.
Dec- ეს არის კუთხე სფეროს ცენტრში ციური ეკვატორის სიბრტყესა და ცენტრიდან მნათობის
მიმართულებას შორის. იზომება მნათობის მერიდიანის რკალით ეკვატორიდან მნათობის
ცენტრამდე.
მთვარის პირველ და ბოლო მეოთხედებს ეწოდება კვადრატურები. ასეთ დროს მზე დედამიწა და
მთვარე 90 გრადუსში დგანან. დედამიწა კუთხეშია.