You are on page 1of 14

ცის კოორდინატთა სისტემები 1

თემის შესწავლის შემდეგ სტუდენტს ეცოდინება:


1. ცის სფეროს განმარტება;
2. მნათობის გეოგრაფიული მდებარეობის (GP) განმარტება;
3. სამყაროს პოლუსების, ციური ეკვატორის, მნათობის სასაათო წრის
(მერიდიანის), დამკვირვებლის მერიდიანის განმარტებები;
4. ზენიტის/ნადირის წერტილის, ჭეშმარიტი და ხილული ჰორიზონტის,
მნათობის ვერტიკალის, პირველი ვერტიკალის განმარტებები;
5. ჰორიზონტული კოორდინატთა სისტემის აღწერა და გამოსახვა ცის
სფეროს პროექციაზე;
6. მნათობის სიმაღლის (H), აზიმუტის (Zn), ზენიტური მანძილის (Zx)
განმარტებები.
ცის კოორდინატთა სისტემები 1

 ცის თაღი ან ცის სფერო (Celestial Sphere)


წარმოადგენს უსასრულო რადიუსის
წარმოსახვით სფეროს ცენტრით დედამიწის
ცენტრში, რომლის ზედაპირზე
პროეცირებულია ყველა ციური სხეული ისე,
როგორც ეს გამოჩნდებოდა დედამიწის
ცენტრიდან;
 მნათობის გეოგრაფიული მდებარეობა
(Geographical Position) ეწოდება წერტილს
დედამიწის ზედაპირზე, სადაც მოცემულ
მომენტში (დროს) მნათობი იმყოფება (დგას)
ზენიტში.
ცის კოორდინატთა სისტემები 1
 დაკვირვების წერტილში
აღმართულ შვეული ხაზის კვეთას
ცის სფეროსთან ზედა წერტილში
ეწოდება ზენიტი (Zenith), ხოლო
ქვედა წერტილში - ნადირი (Nadir);
 დამკვირვებლის თვალში შვეული
ხაზის მართობულად გამავალი
სიბრტყის კვეთას ცის სფეროსთან
აღქმადი ჰორიზონტი (Sensible
Horizon) ეწოდება;
 დაკვირვების წერტილში, შვეული
ხაზის მართობულად ზღვის
ზედაპირზე გამავალი სიბრტყის
კვეთას ცის სფეროსთან
გეოიდური ჰორიზონტი (Geoidal
Horizon) ეწოდება
ცის კოორდინატთა სისტემები 1
 დედამიწის ცენტრში, შვეული ხაზის
მართობულად გამავალი სიბრტყის
კვეთას ცის სფეროსთან
ჭეშმარიტი ან ციური ჰორიზონტი
(Celestial Horizon) ეწოდება;
 ც იუ რი ჰორიზ ონტი
წარმოადგენს ც ის სფეროს დიდ
წრეს და სამყაროს ყოფს ზ ედა
(ხილუ ლ) და ქვედა (უ ხილავ )
ნახევარსფეროებად.
 ხილული ჰორიზონტი (Visible or
Apparent Horizon) ეწოდება ცისა
და ზღვის ზედაპირის ხილულ
გამყოფ წირს, რომლითაც ცა
თითქოს ზღვის ზედაპირს
ესაზღვრება. ჩვეულებრივ,
ხილული ჰორიზონტი ჭეშმარიტ
ჰორიზონტზე დაბლაა გარკვეული
კუთხით, რასაც ჰორიზონტის
ცის კოორდინატთა სისტემები 1
 Sensible (Local) Horizon. The circle of the
celestial sphere formed by the intersection of
the celestial sphere and a plane through any
point, such as the eye of an observer, and
perpendicular to the zenith-nadir line;
 Celestial (Rational) Horizon. That circle of
the celestial sphere formed by the
intersection of the celestial sphere and a
plane through the center of the earth and
perpendicular to the zenith-nadir line;
 Geoidal Horizon. . The circle of the celestial
sphere formed by the intersection of the
celestial sphere and a plane through a point
on the sea level surface of the earth, and
perpendicular to the zenith-nadir line;
 Visible (Apparent) Horizon. The line where
earth and sky appear to meet, and the
projection of this line upon the celestial
sphere. If there were no terrestrial refraction,
Visible and Geometrical Horizons would
coincide;
ცის კოორდინატთა სტემები 1
 დედამიწის ბრუნვის ღერძის კვეთას ცის
სფეროსთან ეწოდება სამყაროს პოლუსები: Pn (NCP)
და Ps (SCP);
 დედამიწის ეკვატორის სიბრტყის კვეთას ცის
სფეროსთან ციური ეკვატორი (Celestial Equator, or
Equinoctial) ეწოდება. ციური ეკვატორი
წარმოადგენს დედამიწის ბრუნვის ღერძის, ანუ
სამყაროს ღერძის მართობულ დიდ წრეს;
 ციური ეკვატორი სამყაროს ყოფს ჩრდილოეთ და
სამხრეთ ნახევარსფეროებად (hemisphere);
 დამკვირვებლის გეოგრაფიული მერიდიანის
სიბრტყის კვეთას ცის სფეროსთან დამკვირვებლის
ან ცის მერიდიანი ეწოდება. დამკვირვებლის
მერიდიანი ცის სფეროს დიდი წრეა და გაივლის
ზენიტზე(Z) /ნადირზე(N) და სამყაროს პოლუსებზე
Pn/Ps;
 დამკვირვებლის მერიდიანი ცის სფეროს ყოფს
აღმოსავლეთ (Eastern) და დასავლეთ (Western)
ნახევარსფეროებად;
 დამკვირვებლის მერიდიანის ნახევარს, რომელიც
გაივლის ზენიტის წერტილში ეწოდება
საშუადღეისო ანუ ზედა ნაწილი (Upper Branch),
ხოლო მეორე ნახევარს საშუაღამეო ანუ ქვედა
ნაწილი (Lower Branch)
ცის კოორდინატთა სტემები 1
მიმართულება ჰორიზონტის
სიბრტყეში ანუ ჰორიზონტის
მხარეები განისაზღვრება
ჰორიზონტის 4 წერტილით, აქედან:
 North (N) და South (S) მიიღება
ჰორიზონტთან დამკვირვებლის
მერიდიანის გადაკვეთით. N-ის და
S-ის შემაერთებელ ხაზს ეწოდება
შუადღის ხაზი;
 East (E) და West (W) მიიღება
ჰორიზონტთან ციური ეკვატორის
გადაკვეთით. E-ს და W-ს
შემაერთებელი ხაზი შუადღის
ხაზის მართობულია;
 დიდ ნახევარწრეს Z-E-N ეწოდება
პირველი ვერტიკალი (Prime
Vertical).
ჰორიზონტული კოორდინატთა სისტემა

ჰორიზონტული
კოორდინატთა სისტემა
ეყრდნობა 2 დიდ წრეს:
დამკვირვებლის
მერიდიანს და
ჭეშმარიტ ჰორიზონტს.
კოორდინატებია
სიმაღლე (Altitude, High)
H და აზიმუტი (Azimuth)
Zn
ჰორიზონტული კოორდინატთა სისტემა
მნათობის სიმღლე (H):
1. არის ცენტრალური კუთხე ჭეშმარიტი
ჰორიზონტის სიბრტყესა და
მნათობზე მიმართულებას შორის;
2. არის მნათობის ვერტიკალის რკალი
ჭეშმარიტი ჰორიზონტიდან
მნათობამდე.
სიმაღლე იზომება 00-დან 900-მდე:
00≤H≤900;
ჰორიზონტის ქვევით მნათობთა
სიმაღლე უარყოფითია.
სიმაღლის დამატებას ეწოდება
ზენიტური მანძილი (Zx) და
წარმოადგენს მნათობის ვერტიკალის
რკალს ზენიტიდან მნათობამდე:
H+Zx=900
ზენიტური მანძილი იზომება 00-დან 1800-
მდე: 00≤Zx≤1800
ჰორიზონტული კოორდინატთა სისტემა
მნათობის წრიული აზიმუტი (Bearing ) Zn
არის ჭეშმარიტი ჰორიზონტის რკალი
დამკვირვებლის მერიდიანსა და
მნათობის ვერტიკალს შორის, ათვლა
წარმოებს საათის ისრის მიმართულებით
00-დან 3600-მდე, 00≤A≤3600;
მნათობის აზიმუტური კუთხე ანუ
ნახევარწრიული აზიმუტი Z იზომება
ჰორიზონტის რკალით შუადღის ხაზის
ორივე ბოლოდან (N ან S) აღმოსავლეთის
ან დასავლეთის მიმართულებით
მნათობის ვერტიკალამდე 00-დან 1800-
მდე. საწყის წერტილს აქვს ამაღლებული
პოლუსის სახელი;
მნათობის მეოთხედური აზიმუტი Z1/4
ჭეშმარიტი ჰორიზონტის რკალია
შუადღის ხაზის ორივე ბოლოდან (N ან S)
აღმოსავლეთის ან დასავლეთის
მიმართულებით მნათობის
ვერტიკალამდე 00-დან 900-მდე.
ჰორიზონტული კოორდინატთა
სისტემა
ტოლ სიმაღლეთა წრეწირი ანუ
მდებარეობის ხაზი (LOP) არის
წირი დედამიწის ზედაპირზე,
საიდანაც მოცემული მნათობი
ერთიდაიმავე მომენტში ერთნაირ
სიმაღლეზე ჩანს, ცხადია წირის
ცენტრი წარმოადგენს მნათობის
გეოგრაფიულ ადგილს დედამიწის
ზედაპირზე.
გემის ადგილმდებარეობის
განსაზღვრისათვის საჭიროა
ერთდროულად არანაკლებ ორი
მნათობის ტოლ სიმაღლეთა წირის
განსაზღვრა, რომელთა კვეთის
წერტილებიდან ერთერთის
გეოგრაფიული კოორდინატები
განსაზღვრავს გემის
ადგილმდებარეობას.
საკონტროლო კითხვები
1. რომელ 2 დიდ წრეს ეყრდნობა ჰორიზონტული კოორდინატთა სისტემა?
2. რას წარმოადგენს ხილული ჰორიზონტი  (Visible or Apparent Horizon)?
3. რას წარმოადგენს ჭეშმარიტი ჰორიზონტი (Celestial Horizon)?
4. რას წარმოადგენს ციური ეკვატორი?
5. რას წარმოადგენს დამკვირვებლის მერიდიანი?
6. რას წარმოადგენს პირველი ვერტიკალი?
7. რას წარმოადგენს შუადღის ხაზი?
8. როგორ მიიღება ჰორიზონტის N და S წერტილები?
9. როგორ მიიღება ჰორიზონტის E და W წერტილები?
10. როგორ მიიღება ზენიტის და ნადირის წერტილები ცის სფეროზე?
11. როგორ მიიღება სამყაროს პოლუსები ცის სფეროზე?
12. რას წარმოადგენს ცის თაღი ანუ ცის სფერო?
13. რა ნაწილებად ყოფს ციური ეკვატორი ცის სფეროს?
14. რა ნაწილებად ყოფს ჰორიზონტი ცის სფეროს?
საკონტროლო კითხვები
14.რა ნაწილებად ყოფს დამკვირვებლის მერიდიანი ცის სფეროს?
15.რომელი წერტილებით განისაზღვრება ჰორიზონტის მხარეები?
16.რას წარმოადგენს მნათობის ვერტიკალი?
17.რას წარმოადგენს მნათობის ალმუკანტარატი?
18.რას წარმოადგენს მნათობის წრიული აზიმუტი – Zn (განმარტება და განსაზღვრის
არე)?
19.რას წარმოადგენს მნათობის აზიმუტური კუთხე (ნახევარწრიული აზიმუტი) – Z
(განმარტება და განსაზღვრის არე)?
20.რას წარმოადგენს მნათობის მეოთხედური აზიმუტი – Z1/4 (განმარტება და
განსაზღვრის არე)?
21.რას წარმოადგენს მნათობის სიმაღლე – H (განმარტება და განსაზღვრის არე)?
22.რას წარმოადგენს მნათობის ზენიტური მანძილი – Zx (განმარტება და
განსაზღვრის არე)?
23.რომელი წერტილიდან/წრეწირიდან, რა მიმართულებით და რა კუთხურ
შუალედში აითვლება აზიმუტი (Zn)?
24.რომელი წერტილებიდან/წრეწირიდან, რა მიმართულებით და რა კუთხურ
შუალედში აითვლება მნათობის ნახევარწრიული აზიმუტი (Z)?
25.რომელი წერტილებიდან/წრეწირიდან, რა მიმართულებით და რა კუთხურ
შუალედში აითვლება მნათობის მეოთხედური აზიმუტი (Z1/4)?
საკონტროლო კითხვები
27. რა კუთხურ შუალედში იზომება წრიული აზიმუტი (Zn)?
28. რა კუთხურ შუალედში იზომება ნახევარწრიული აზიმუტი ანუ
აზიმუტური კუთხე (Z)?
29. რა კუთხურ შუალედში იზომება მეოთხედური აზიმუტი (Z1/4)?
30. რა კუთხურ შუალედში იზომება მნათობის სიმაღლე (H)?
31. რა კუთხურ შუალედში იზომება მნათობის ზენიტური მანძილი (Zx)?
32. რომელი წრეწირის რკალს წარმოადგენს აზიმუტი?
33. რომელი წრეწირის რკალს წარმოადგენს სიმაღლე?
34. რომელი წრეწირის რკალს წარმოადგენს ზენიტური მანძილი?
35. როგორი სახელწოდება ან რა ნიშანი აქვს მნათობის სიმაღლეს?
36. რა ეწოდება ჭეშმარიტი ჰორიზონტის «S» და «N» წერტილების შემაერთებელ
ხაზს?
37. რას წარმოადგენს მნათობის გეოგრაფიული ადგილი (GP)?
38. რას წარმოადგენს მნათობის ტოლ სიმაღლეთა წირი დედამიწის
ზედაპირზე?
39. რა ეწოდება მნათობის ტოლ სიმაღლეთა წირის ცენტრს დედამიწის
ზედაპირზე?

You might also like