You are on page 1of 34

ასტრონტრონავიგაცია1

(ასტრონავიგაციის მომავალი ლექტორი მარიამ ტუსკია)


საკითხები (1 ქულიანი)

1. რა არის ასტრონავიგაციის მიზანი?


ასტრონავიგაციის ძირითადი მიზანია გემის ადგილმდებარეობისა და
კურსის განსაზღვრა მნათობებზე დაკვირვებების საფუძველზე

2. რომელ 2 დიდ წრეს ეყრდნობა ჰორიზონტული კოორდინატთა სისტემა?


ჰორიზონტული კოორდინატთა სისტემა ეყრდნობა ორ დიდ წრეს:
დამკვირვებლის მერიდიანსა და ჭეშმარიტ ჰორიზონტს.

3. რომელ 2 დიდ წრეს ეყრდნობა I ეკვატორიული კოორდინატთა სისტემა?


I ეკვატორიული კოორდინატთა სისტემა ეყრდნობა 2 დიდ წრეს:
დამკვირვებლის მერიდიანს და ცის ეკვატორს

4. რომელ 2 დიდ წრეს ეყრდნობა II ეკვატორიული კოორდინატთა სისტემა?


II ეკვატორიული კოორდინატთა სისტემა ეყრდნობა 2 დიდ წრეს: ვერძის
წერტილის მერიდიანს და ცის ეკვატორს.

5. მნათობის რომელ კოორდინატებს აკავშირებს ერთმანეთთან პარალაქსური


სამკუთხედი?
პარალაქსური სამკუთხედი ერთმანეთთან აკავშირებს მნათობის დახრილობასა და
ადგილობრივ სასაათო კუთხეს.
ან A და H - აზიმუტი და სიმაღლე

6. რას წარმოადგენს ხილული ჰორიზონტი (Visible or Apparent Horizon)?


ხილული ჰორიზონტი (Visible or Apparent Horizon) ეწოდება ცისა და ზღვის
ზედაპირის ხილულ გამყოფ წირს, რომლითაც ცა თითქოს ზღვის ზედაპირს
ესაზღვრება.

7. რას წარმოადგენს ჭეშმარიტი ჰორიზონტი (Celestial Horizon)?


დედამიწის ცენტრში, შვეული ხაზის მართობულად გამავალი სიბრტყის კვეთას ცის
სფეროსთან ჭეშმარიტი ან ციური ჰორიზონტი (Celestial Horizon) ეწოდება;

8. რას წარმოადგენს ციური ეკვატორი?


დედამიწის ეკვატორის სიბრტყის კვეთას ცის სფეროსთან ციური ეკვატორი (Celestial
Equator, or Equinoctial) ეწოდება. ციური ეკვატორი წარმოადგენს დედამიწის ბრუნვის
ღერძის, ანუ სამყაროს ღერძის მართობულ დიდ წრეს;

9. რას წარმოადგენს დამკვირვებლის მერიდიანი?


დამკვირვებლის გეოგრაფიული მერიდიანის სიბრტყის კვეთას ცის სფეროსთან
დამკვირვებლის ან ცის მერიდიანი ეწოდება. დამკვირვებლის მერიდიანი ცის სფეროს
დიდი წრეა და გაივლის ზენიტზე(Z) /ნადირზე(N) და სამყაროს პოლუსებზე Pn/Ps;

10. რას წარმოადგენს პირველი ვერტიკალი?


ა)აღმოსავლეთ და დასავლეთ წერტილებზე გამავალ ვერტიკალს პირველი
ვერტიკალი ეწოდება.
ბ) დიდ ნახევარწრეს Z-E-N ეწოდება პირველი ვერტიკალი (Prime Vertical).
გ) ზენიტზე ნადირზე და ჰორიზონტის აღმოსავლეთის წერტილზე გამავალ
ნახევარწრეს.

11. რას წარმოადგენს გაზაფხულის დღეღამტოლობის (ვერძის) წერტილი Υ?


ა) II ეკვატორიული კოორდინატთა სისტემა ეყრდნობა 2 დიდ წრეს: ვერძის
წერტილის მერიდიანს და ცის ეკვატორს. ათვლის საწყისი წერტილია ვერძის
წერტილი (Vernal Equinox) Υ ეკვატორზე.
ბ) არის ეკვატორის წერტილი სადაც მზე სამხრეთიდან გადმოდის ჩრდილოეთ
ნახევარსფეროში.

12. როგორ მიიღება ზენიტის და ნადირის წერტილები ცის სფეროზე?


დაკვირვების წერტილში აღმართულ შვეული ხაზის კვეთას ცის სფეროსთან ზედა
წერტილში ეწოდება ზენიტი (Zenith), ხოლო ქვედა წერტილში - ნადირი (Nadir)

13. როგორ მიიღება სამყაროს პოლუსები ცის სფეროზე?


დედამიწის ბრუნვის ღერძის კვეთას ცის სფეროსთან ეწოდება სამყაროს პოლუსები:
Pn (NCP) და Ps (SCP);

14. რა ნაწილებად ყოფს ციური ეკვატორი ცის სფეროს?


ციური ეკვატორი სამყაროს ყოფს ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროებად
(hemisphere);

15. რა ნაწილებად ყოფს ჰორიზონტი ცის სფეროს?


ზედა (ხილულ) და ქვედა (უხილავ) ნახევარსფეროებად.

16. რა ნაწილებად ყოფს დამკვირვებლის მერიდიანი ცის სფეროს?


დამკვირვებლის მერიდიანი ცის სფეროს ყოფს აღმოსავლეთ (Eastern) და დასავლეთ
(Western) ნახევარსფეროებად;

17. რას წარმოადგენს მნათობის ვერტიკალი?


ა) დიდი წრეწირები, რომელთა სიბრტყეები გადიან შვეულ ხაზზე და ზენტისა და
ნადირის წერტილებზე, ვერტიკალები ჰქვია.
ბ) ზენიტიდან მნათობზე გამავალი დიდი წრე.
გ) ზენიტზე, ნადირზე და მნათობზე გამავალ დიდ წრეს.
18. რას წარმოადგენს მნათობის მერიდიანი ანუ სასაათო წრე?
სამყაროს პოლუსზე და მნათობზე გამავალ დიდ წრეს.

19. რას წარმოადგენს მნათობის ალმუკანტარატი?


ა) ჭეშმარიტი ჰორიზონტის სიბრტყის პარალელურად გამავალ წრეწწირებს
ალკუმანტარატები ეწოდება.
ბ) მნათობზე ჰორიზონტის პარალელურად გამავალ წრეს.

20. რას წარმოადგენს მნათობის პარალელი?


ა) მცირე წრეწირები, რომელთა სიბრტყეები ციური ეკვატორის სიბრტყის
პარალელურია.
ბ) მნათობზე ეკვატორის პარალელურად გამავალ წრეს.
გ) ეკვატორის პარალელურად გამავალი მცირე წრე.

21. რა კუთხურ შუალედში იზომება წრიული აზიმუტი (Zn)?


ათვლა წარმოებს საათის ისრის მიმართულებით 00-დან 3600-მდე, 00≤A≤3600.

22. რა კუთხურ შუალედში იზომება ნახევარწრიული აზიმუტი (Z)?


იზომება ჰორიზონტის რკალით შუადღის ხაზის ორივე ბოლოდან (N ან S)
აღმოსავლეთის ან დასავლეთის მიმართულებით მნათობის ვერტიკალამდე 00-დან
1800-მდე.

23. რა კუთხურ შუალედში იზომება მეოთხედური აზიმუტი (Z1/4)?


ჭეშმარიტი ჰორიზონტის რკალია შუადღის ხაზის ორივე ბოლოდან (N ან S)
აღმოსავლეთის ან დასავლეთის მიმართულებით მნათობის ვერტიკალამდე 0°-დან
90°-მდე.

24. რა კუთხურ შუალედში იზომება მნათობის სიმაღლე (H)?


სიმაღლე იზომება 0°-დან 90°-მდე: 0°≤H≤90°;

25. რა კუთხურ შუალედში იზომება მნათობის ზენიტური მანძილი (Zx)?


ზენიტური მანძილი იზომება 00-დან 1800-მდე: 00≤Zx≤1800

26. რა კუთხურ შუალედში იზომება მნათობის დახრილობა (Dec)?


დახრილობა იზომება 00-დან 900-მდე: 00≤Dec≤900;

27. რა კუთხურ შუალედში იზომება მნათობის პოლარული მანძილი (Px)?


პოლარული მანძილი იზომება 00-დან 1800-მდე: 00≤Px≤1800

28. რა კუთხურ შუალედში იზომება მნათობის ადგილობრივი საათობრივი კუთხე


(LHA)?
დასავლეთის მიმართულებით 00-დან 3600-მდე, 00≤LHA≤3600;
29. რა კუთხურ შუალედში იზომება მნათობის გრინვიჩის საათობრივი კუთხე (GHA)?
დასავლეთის მიმართულებით 00-დან 3600-მდე, 00≤GHA≤3600

30. რა კუთხურ შუალედში იზომება მნათობის მერიდიანული კუთხე (t)?


აღმოსავლეთის ან დასავლეთის მიმართულებით 00-დან 1800-მდე, 00≤ t ≤1800;

31. რა კუთხურ შუალედში იზომება მნათობის პირდაპირი აღვლენის კუთხე (RA)?


ათვლა წარმოებს აღმოსავლეთის მიმართულებით 0°-დან 360°-მდე, 0°≤RA≤360°;

32. რა კუთხურ შუალედში იზომება მნათობის ვარსკვლავური დამატების კუთხე (SHA)?


ათვლა წარმოებს დასავლეთის მიმართულებით 00-დან 3600-მდე, 00≤SHA≤3600; ან
დროის ერთეულებში 0-დან 24 სთ-მდე 0≤SHA≤24Hour;

33. რას წარმოადგენს მნათობის გეოგრაფიული ადგილი?


მნათობის გეოგრაფიული მდებარეობა (Geographical Position) ეწოდება წერტილს
დედამიწის ზედაპირზე, სადაც მოცემულ მომენტში (დროს) მნათობი იმყოფება
(დგას) ზენიტში.

34. რას წარმოადგენს მნათობის ტოლ სიმაღლეთა წირი დედამიწის ზედაპირზე?


ტოლ სიმაღლეთა წრეწირი ანუ მდებარეობის ხაზი (LOP) არის წირი დედამიწის
ზედაპირზე, საიდანაც მოცემული მნათობი ერთიდაიმავე მომენტში ერთნაირ
სიმაღლეზე ჩანს, ცხადია წირის ცენტრი წარმოადგენს მნათობის გეოგრაფიულ
ადგილს დედამიწის ზედაპირზე.

35. რა ეწოდება მნათობის ტოლ სიმაღლეთა წირის ცენტრს დედამიწის ზედაპირზე?


წირის ცენტრი წარმოადგენს მნათობის გეოგრაფიულ ადგილს დედამიწის
ზედაპირზე.

36. რისი ტოლია დედამიწის საკუთარი ღერძის გარშემო ბრუნვის პერიოდი?


დედამიწა ბრუნავს საკუთარი ღერძის გარშემო პერიოდით 1 ბრუნი/დღე-ღამეში (24
სთ-ში).

37. რისი ტოლია დედამიწის მზის გარშემო მიმოქცევის პერიოდი?


დედამიწა ბრუნავს მზის გარშემო პერიოდით 1 ბრუნი/წელიწადში (365 დღეღამე 5 სთ
48 წუთი და 46 წმ).

38. რა კუთხით არის დახრილი დედამიწის ორბიტა ეკვატორის სიბრტყის მიმართ?


დედამიწის ორბიტა 23°27’-ით დახრილია ეკვატორის სიბრტყის მიმართ.

39. რა კუთხით არის დახრილი ეკლიპტიკა ეკვატორის სიბრტყის მიმართ?


23027’
40. რა კუთხით არის დახრილი სამყაროს ღერძი ეკლიპტიკის მიმართ?
66°33მინუტი

41. რა კუთხით არის დახრილი დედამიწის ბრუნვის ღერძი ეკლიპტიკის მიმართ?


66°33 მინუტი

42. რას წარმოადგენს ეკლიპტიკა?


დედამიწის ორბიტის სიბრტყის კვეთას ცის სფეროსთან ეწოდება ეკლიპტიკა

43. რა ეწოდება ცის ეკვატორისა და ეკლიპტიკის კვეთის წერტილებს?


ა)ცის ეკვატორი და ეკლიპტიკა ერთმანეთს კვეთს 2 წერტილში - ვერძისა (Υ) და
სასწორის (♎) წერტილებში.
ბ) გაზაფხულის ბუნიობას და შემოდგომის ბუნიობას,ვერძის წერტილი და სასწორის
წერტილი.
გ) დღეღამტოლობის წერტილები

44. როდისაა ჩრდილოეთი პოლუსი მაქსიმალურად გადახრილი მზისაკენ?


21 ივნისს, ზაფხულის მზებუდობის დროს

45. როდისაა სამხრეთ პოლუსი მაქსიმალურად გადახრილი მზისაკენ?


21 დეკემბერს, ზამთრის მზებუდობის დროს

46. როდისაა დღისა და ღამის ხანგრძლივობა ერთმანეთის ტოლი ყველა განედისათვის?


ა) დღისა და ღამის ხანგრძლივობის გათანაბრება ყველა განედზე ხდება
გაზაფხულისა და შემოდგომის დღეღამტოლობის თარიღზე;
ბ) 21 მარტს და 23 სექტემბერს ბუნიობის წერტილებში.
გ) როცა მზე იმყოფება ვერძის წერტილში დღისა და ღამის ხანგრძლივობა დედამიწის
ყველა განედზე ერთმანეთის ტოლია (12 სთ დღე და 12 სთ ღამე).
დ) როცა მზე იმყოფება სასწორის წერტილში დღისა და ღამის ხანგრძლივობა
დედამიწის ყველა განედზე ერთმანეთის ტოლია (12 სთ დღე და 12 სთ ღამე).

47. დედამიწის რომელ უბანში არის დღისა და ღამის ხანგრძლივობა ყოველთვის


თანაბარი?
ეკვატორზე მზის ყოველი პარალელი შუაზე იყოფა ჰორიზონტით ე.ი. აქ დღე და ღამე
ყოველთვის თანაბარია ბუნიობის დღეებში.

48. რას წარმოადგენს კირჩხიბის ტროპიკი?


ა)23°27’N პარალელი წარმოადგებს კირჩხიბის ტროპიკს
ბ) მზისმიერ შემოწერილი უკიდურესი ჩრდილოეთი პარალელი, მისი ხილული
წლიური მოძრაობის პროცესში

49. რას წარმოადგენს თხის რქის ტროპიკი?


ა)23°27’S პარალელი წარმოადგენს რქის ტროპიკს
ბ) მზის მიერ შემოწერილი უკიდურესი სამხრეთი პარალელი თავისი ხილული
წლიური მოძრაობის პროცესში

50. რას წარმოადგენს არქტიკული წრე?


66°33’N პარალელი წარმოადგენს არქტიკულ წრეს

51. რას წარმოადგენს ანტარქტიკული წრე?


66033’S პარალელი წარმოადგენს ანტარქტიკულ წრეს

52. რას წარმოადგენს ჩრდილოეთის ზომიერი ზონა?


კირჩხიბის ტროპიკსა და არქტიკულ წრეს შორის მოთავსებულ ზონას ჩრდილოეთის
ზომიერი ზონა ეწოდება,

53. რას წარმოადგენს სამხრეთის ზომიერი ზონა?


თხის რქის ტროპიკსა და ანტარქტიკულ წრეს შორის მოთავსებულ ზონას კი
სამხრეთის ზომიერი ზონა

54. რისი ტოლია დედამიწის ბრუნვის ღერძის პრეცესიის პერიოდი?


ბრუნვის ღერძის პრეცესიის პერიოდია დაახლოებით 25 800 წელიწადი.

55. რატომ ჩანს დედამიწიდან მთვარის მხოლოდ ერთი მხარე ყოველთვის?


მთვარის მიმოქცევის პერიოდი დედამიწის გარშემო იგივე სიდიდისაა, როგორიც
მისი ბრუნვის პერიოდია საკუთარი ღერძის გარშემო, ამის გამო დედამიწისკენ
ყოველთვის მთვარის ერთიდაიგივე ზედაპირია მიქცეული.

56. რისი ტოლია მთვარის საშუალო დახრილობა ეკლიპტიკის მიმართ?


მთვარის ორბიტა ეკლიპტიკის სიბრტყის მიმართ დახრილია საშუალოდ 5°08′-ით

57. როგორია მთვარის კვანძების (nodes) პრეცესიული მოძრაობა?


კვანძები ასრულებენ პრეცესიულ მოძრაობას ეკლიპრიკის გასწვრივ დასავლეთის
მიმართულებით 18,6 წლის პერიოდით.

58. რით დასტურდება მთვარის ხილული გადაადგილება ვარსკვლავების მიმართ?


დღეღამის განმავლობაში მთვარე 13,2°-ით გადაადგილდება დასავლეთიდან
აღმოსავლეთისაკენ ვარსკვლავების მიმართ, შდეგად, მთვარის ამოსვლა, კულმინაცია
და ჩასვლა ყოველდღიურად იგვიანებს ვარსკვლავების მიმართ 53 წთ-ით

59. რით დასტურდება მთვარის ხილული გადაადგილება მზის მიმართ?


დღეღამის განმავლობაში მთვარე 12,2°-ით გადაადგილდება დასავლეთიდან
აღმოსავლეთისაკენ მზის მიმართ, შდეგად, მთვარის ამოსვლა, კულმინაცია და
ჩასვლა ყოველდღიურად იგვიანებს 49 წთ-ით მზის მიმართ

60. რა ჰქვია დროის შუალედს ახალმთვარეობიდან მეორე


ახალმთვარეობამდე ვარსკვლავთან მიმართებაში?
დროს, რომელსაც ანდომებს მთვარე დედამიწის გარშემო ერთი სრული ბრუნის
შესრულებას უძრავი ვარსკვლავების მიმართ სიდერიული თვე ეწოდება და ის
შადგენს:
360°/13,2° =27,32 დღეღამეს (27 დღეღამე, 7 სთ, 32 წთ)

61. რა ჰქვია დროის შუალედს ახალმთვარეობიდან მეორე ახალმთვარეობამდე მზესთან


მიმართებაში?
დროს, რომელსაც ანდომებს მთვარე დედამიწის გარშემო ერთი სრული ბრუნის
შესრულებას მზის მიმართ სინოდური ანუ მთვარის თვე ეწოდება და ის შადგენს:
360°/12,2° =29,53 დღეღამეს (29 დღეღამე, 12 სთ, 44 წთ

62. რას წარმოადგენს მთვარის ფაზა?


მთვარის სახე, რომელიც პერიოდულად იცვლება. მთვარე ხან მთლიან ბადროს
წარმოადგენს და ამბობეენ - სავსე მთვარეა, ხან კი ნამგლის სახეს მიიღებს და ეს
ნამგალიც ხან ძალიან ვიწროა, ხან კი უფრო შევსებული.

63. რაზეა დამოკიდებული მთვარის ფაზის ფორმა?


მთვარის დედამიწისკენ მოქცეული განათბული ნაწილის ფორმა დამოკიდებულია
მთვარის დედამიწისა და მზის ურთიერთგანლაგებაზე. განათებული ნაწილის
ფორმით განისაზღვრება მთვარის ფაზები.

64. როგორია მთვარის მოძრაობის მიმართულება და სიჩქარე დედამიწის გარშემო


ვარსკვლავებთან მიმართებაში?
დღეღამის განმავლობაში მთვარე 13,2°-ით გადაადგილდება დასავლეთიდან
აღმოსავლეთისაკენ ვარსკვლავების მიმართ

65. როგორია მთვარის მოძრაობის მიმართულება და სიჩქარე დედამიწის გარშემო


მზესთან მიმართებაში?
დღეღამის განმავლობაში მთვარე 12,2°-ით გადაადგილდება დასავლეთიდან
აღმოსავლეთისაკენ მზის მიმართ

66. რატომ არის სიდერიული თვე სინოდურზე უფრო ხანმოკლე?


ვინაიდან მთვარე ვარსკვლავებთან მიმართებაში მეტ მანძილს გადის, ვიდრე მზესთან
მიმართებაში.
67. რატომ არის მთვარის სიჩქარე მზის მიმართ უფრო ნაკლები ვიდრე ვარსკვლავების
მიმართ?
რადგან მზეც გადაადგილდება ვარსკვლავების მიმართ აღმოსავლეთის
მიმართულებით დღეღამეში 1°-ით.

68. როგორია მზის, დედამიწისა და მთვარის ურთიერთგანლაგება სავსემთვარეობის


დროს?
დედამიწა მოქცეულია მზესა და მთვარეს შორის.

69. როგორია მზის, დედამიწისა და მთვარის ურთიერთგანლაგება ახალმთვარეობის


დროს?
მთვარე მოქცეულია მზესა და დედამიწას შორის.

70. როგორია მზის, დედამიწისა და მთვარის ურთიერთგანლაგება I მეოთხედის ფაზაში?


ამ დროს დედამიწიდან მზესა და მთვარე ს მიმართულებებს შორის კუთხე 90° ადგენს.

71. როგორია მზის, დედამიწისა და მთვარის ურთიერთგანლაგება უკანასკნელი


მეოთხედის ფაზაში?
ამ დროს დედამიწიდან მზესა და მთვარე ს მიმართულებებს შორის კუთხე 90° ადგენს.

72. მთვარის რომელ ფაზებშია ოკეანის მიქცევა/მოქცევის ტალღა მაქსიმალური


სიმაღლის?
ახალი და სავსე მთვარის ფაზებს უწოდებენ სიზიგიებს. სიზიგიების დროს მზისა და
მთვარის ოკეანეზე მოქმედი მიზიდულობის ძალები ერთ ხაზზეა მოქცეული და ამის
გამო იქმნება მაქსიმალური გრავიტაცია, ამიტომ ოკეანის მიქცევა/მოქცევის ტალღა ამ
პერიოდში მაქსიმალური სიმაღლისაა.

73. მთვარის რომელ ფაზებშია ოკეანის მიქცევა/მოქცევის ტალღა მინიმალური


სიმაღლის?
მეოთხედებს უწოდებენ კვადრატურებს. კვადრატურების დროს მზისა და მთვარის
ოკეანეზე მოქმედი მიზიდულობის ძალები ერთმანეთის მიმართ მართობულადაა
მიმართული და ამის გამო ტოლქმედი მინიმალურია, ამიტომ ოკეანის
მიქცევა/მოქცევის ტალღა ამ პერიოდში მინიმალური სიმაღლისაა.

74. ახსენით მთვარის დაბნელების მოვლენა;


მთვარის დაბნელება ხდება მაშინ, როცა დედამიწა ექცევა მზესა და მთვარეს შორის,
ამ დროს მთვარე შედის დედამიწის ჩრდილის კონუსში. ეს შესაძლებელია მოხდეს
მხოლოდ სავსემთვარეობის დროს .
75. ახსენით მზის დაბნელების მოვლენა;
მზის დაბნელება ხდება მთვარის გავლისას მზესა და დედამიწას შორის, რის გამოც
დედამიწაზე მთვარის ჩრდილის კონუსში მოხვედრილი დამკვირვებელი მზეს
სრულად ან ნაწილობრივ ვერ ხედავს. ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ
ახალმთვარეობის დროს.

76. რას გამოხატავს მთვარის ასაკი?


დროის შუალედს, რომელიც გასულია ახალი მთვარის ფაზიდან მოცემულ ფაზამდე
ეწოდება მთვარის ასაკი

77. რა წარმოადგენს დროის ერთეულს ასტრონომიაში?


ძველთაგანვე დროის ერთეულად მიღებული იყო დედამიწის ერთი სრული ბრუნის
პერიოდი, ან ციური სფეროს ერთი სრული ბრუნის პერიოდი, რაც დროში ერთი და
იგივეა - ერთი დღეღამე.

78. რას წარმოადგენს ტროპიკული წელიწადი?


ა)„საშუალო მზის“ ვერძის წერტილში ორი თანმიმდევრული გავლის პერიოდი.
ბ) დროის შუალედს მზის მიერ ვერძის წერტილის მერიდიანის ორ თანმიმდევრულ
გადაკვეთას შორის ტროპიკული წელიწადი ეწოდება.

79. რითი განსხვავდება ტროპიკული და კალენდარული წელიწადი?


ტროპიკული წელიწადი ხანგრძლივობით ემთხვევა კალენდარულს, მაგრამ
განსხვავდება წელიწადის დაწყების თარიღით;

80. რა როლი აკისრია გრინვიჩის საშუალო დროს ასტრონავიგაციაში?


გრინვიჩის საშუალო დრო (GMT) არის საშუალო მზის მიერ გრინვიჩის მერიდიანის
საშუაღამეო ნაწილის გადაკვეთის მომენტიდან გასული დრო, გამოსახული საშუალო
საათებში, წუთებსა და წამებში.
ან რაც იგივეა, საშუალო მზის გრინვიჩის სასაათო კუთხეს (GHAʘ) გამოსახულს
დროით ერთეულებში დამატებული 12 საათი.
გრინვიჩის საშუალო დროს აქვს დიდი მნიშვნელობა ნავიგაციაში, რადგან Nautical
Almanac-ის ყველა ცხრილში მნათობთა კოორდინატები მოცემულია გრინვიჩის
დროით.
Nautical Almanac-ის 1989 წლის შემდგომ გამოცემებში ნაცვლად ტერმინისა
„გრინვიჩის საშუალო დრო (GMT)“ გამოიყენება ტერმინი - „მსოფლიო დრო (UT)“.

81. რას გვიჩვენებს დროის განტოლება?


დროის განტოლება გვიჩვენებს სხვაობას რა სიდიდითაც ჭეშმარიტი მზისმიერი დრო
წინ უსწრებს ან ჩამორჩება საშუალო მზისმიერ დროს.

82. რა სიდიდით განსხვავდება ადგილობრივი დრო გრინვიჩის დროისაგან?


მოცემულ მერიდიანზე დრო გრინვიჩის მერიდიანზე დროისგან განსხვავდება
გრძედის სიდიდით.

83. რამდენ სასაათო სარტყელად (ზოლად) არის დაყოფილი დედამიწის ზედაპირი?


დედამიწის ზედაპირი დაყოფილია 24 სარტყლად. თითოეულ სარტყელში გრძედის
15°-ია ანუ 1 საათი. 12 სარტყელი აღმოსავლეთის სახელწოდებისაა, 12 კი -
დასავლეთის.

84. რას წარმოადგენს ქრონომეტრი?


ქრონომეტრი შექმნა ინგლისელმა მესაათემ ჯონ ჰარისონმა 1730 წელს
ქრონომეტრი არის ზუსტი დროის გამზომი ხელსაწყო (საათი), რომლის მუშაობა
მედეგია მოძრაობის, ტემპერატურის, და ტენიანობისა და წნევის ცვალებადობის
მიმართ.
როგორც წესი საზღვაო ქრონომეტრები მოწყობილი არიან გრინვიჩის დროზე
(GMT=UT).

85. რას გვიჩვენებს ქრონომეტრის ცდომილება (CE)?


ქრონომეტრის ცდომილება (CE) ეწოდება ქრონომეტრის ჩვენებასა (CT) და გრინვიჩის
ზუსტ დროს (GMT) შორის სხვაობას მოცემულ მომენტში:
CE=CT – GMT
როცა CT > GMT, ანუ CE > 0, Error is Fast;
როცა CT < GMT, ანუ CE < 0, Error is Slow;

86. რას წარმოადგენს ქრონომეტრის შესწორება (CC) ?


ქრონომეტრის შესწორება (CC) არის დროის ინტერვალი, რომელიც ალგებრულად
უნდა დავამატოთ ქრონომეტრის ჩვენებას, რომ მივიღოთ გრინვიჩის ზუსტი დრო:
GMT=CT ± CESF

87. რა კავშირია ქრონომეტრის შესწორებასა და ქრონომეტრის ცდომილებას შორის?


ქრონომეტრის შესწორება სიდიდით ქრონომეტრის ცდომილების ტოლია
შებრუნებული ნიშნით:
CC= – CE
ამოცანები (1 ქულიანი)

1. ზენიტური მანძილის პოვნა, თუ ცნობილია მნათობის სიმაღლე და პირიქით;


ძირითადი ფორმულები: Zx=90° – H, H= 90°- Zx

საკითხები (2 ქულიანი)

1. რას წარმოადგენს მნათობის წრიული აზიმუტი – Zn (განმარტება და განსაზღვრის


არე)?
a) წრიული აზიმუტი იზომება ჭეშმარიტი ჰორიზონტის რკალით შუადღის ხაზის N
წერტილიდან ყოველთვის აღმოსავლეთის მიმართულებით მნათობის
ვერტიკალამდე 0°-დან 360°-მდე.
b) მნათობის წრიული აზიმუტი (Bearing ) Zn არის ჭეშმარიტი ჰორიზონტის რკალი
დამკვირვებლის მერიდიანსა და მნათობის ვერტიკალს შორის, ათვლა წარმოებს
საათის ისრის მიმართულებით 00-დან 3600-მდე, 00≤A≤3600;

2. რას წარმოადგენს მნათობის ნახევარწრიული აზიმუტი – Z (განმარტება და


განსაზღვრის არე)?
a) ნახევარწრიული აზიმუტი იზომება შუადღის ხაზის ორივე ბოლოდან , ანუ
წერტილებიდან S ან N, აღმოსავლეთის ან დასავლეთის მიმართულებით მნათობის
ვერტიკალამდე 0°-დან 180°-მდე. ნახევარწრიული აზიმუტის დასახელება ხდება
შემდეგნაირად: სახელწოდების პირველი ასო ყოველთვის ერთნაირია
დამკვირვებლის განედის სახელწოდებისა, ხოლო მეორე ასო დამოკიდებულია
იმაზე, თუ სად არის მნათობი - აღმოსავლეთის თუ დასავლეთის მხარეზე.
ჩაიწერება: Z = N105°E ან Z = 105°N E
b) მნათობის აზიმუტური კუთხე ანუ ნახევარწრიული აზიმუტი Z იზომება
ჰორიზონტის რკალით შუადღის ხაზის ორივე ბოლოდან (N ან S) აღმოსავლეთის
ან დასავლეთის მიმართულებით მნათობის ვერტიკალამდე 00-დან 1800-მდე.
საწყის წერტილს აქვს ამაღლებული პოლუსის სახელი;

3. რას წარმოადგენს მნათობის მეოთხედური აზიმუტი – Z1/4 (განმარტება და


განსაზღვრის არე)?
a) მეოთხედური აზიმუტი იზომება ჭეშმარიტი ჰორიზონტის რკალით შუადღის
ხაზის ორივე ბოლოდან აღმოსავლეთის ან დასავლეთის მიმართულებით
მნათობის ვერტიკალამდე 0°-დან 90°-მდე. მეოთხედური აზიმუტის ჩაწერა
შეესაბამება კომპასის ფირფიტის მეოთხედურ დაყოფას. Z1/4 = 75°SE
b) მნათობის მეოთხედური აზიმუტი Z1/4 ჭეშმარიტი ჰორიზონტის რკალია შუადღის
ხაზის ორივე ბოლოდან (N ან S) აღმოსავლეთის ან დასავლეთის მიმართულებით
მნათობის ვერტიკალამდე 00-დან 900-მდე.
4. რას წარმოადგენს მნათობის სიმაღლე – H (განმარტება და განსაზღვრის არე)?
a) მნათობის სიმაღლე ეს არის კუთხე სფეროს ცენტრში ჭეშმარიტი ჰორიზონტის
სიბრტყესა და მნათობზე მიმართულებას შორის. სიმაღლე იზომება მნათობის
ვერტიკალის შესაბამისი რკალით ჭეშმარიტი ჰორიზონტის სიბრტყიდან
მნათობამდე 0°-დან 90°-მდე. როდესაც მნათობი ჰორიზონტის ზევითაა, სიმაღლე
ითვლება დადებითად, ხოლო ჰორიზონტის ქვევით მდებარე მნათობისთვის
ნიშანი უარყოფითია და მას დაშვებას ეძახიან.
b) მნათობის სიმღლე (H):
არის ცენტრალური კუთხე ჭეშმარიტი ჰორიზონტის სიბრტყესა და მნათობზე
მიმართულებას შორის;
არის მნათობის ვერტიკალის რკალი ჭეშმარიტი ჰორიზონტიდან მნათობამდე.
სიმაღლე იზომება 00-დან 900-მდე: 00≤H≤900;
ჰორიზონტის ქვევით მნათობთა სიმაღლე უარყოფითია.

5. რას წარმოადგენს მნათობის ზენიტური მანძილი – Zx (განმარტება და განსაზღვრის


არე)?
a) ზოგ შემთხვევაში სიმაღლის ნაცვლად იყენებენ ვერტიკალის რკალს ზენიტიდან
მნათობამდე ანუ სიმაღლის დამატებას 90°-მდე. ამ რკალს ზენიტურ მანძილს
უწოდებენ. როდესაც მნათობი დამკვირვებლის მერიდიანზეა, ეს კოორდინატი
იწოდება მერიდიონალურ ზენიტურ მანძილად. მისი სახელწოდება სიმაღლის
სახელწოდების საპირისპირო იქნება.
b) სიმაღლის დამატებას ეწოდება ზენიტური მანძილი (Zx) და წარმოადგენს
მნათობის ვერტიკალის რკალს ზენიტიდან მნათობამდე: H+Zx=900
ზენიტური მანძილი იზომება 00-დან 1800-მდე: 00≤Zx≤1800

6. რას წარმოადგენს მნათობის დახრილობა – Dec (განმარტება და განსაზღვრის არე)?


a) მნათობის დახრილობა ეს არის კუთხე სფეროს ცენტრში ციური ეკვატორის
სიბრტყესა და მნათობზე მიმართულებას შორის. დახრილობა იზომება მნათობის
მერიდიანის რკალით ეკვატორის სიბრტყიდან, ან ჩრდილო პოლუსის
მიმართულებით - მაშინ დახრილობას ენიჭება ჩრდილოეთის სახელწოდება და ეს
ნიშნავს, რომ მნათობი ჩრდილო ნახევარსფეროშია, ან სამხრეთ პოლუსის
მიმართულებით - მაშინ დახრილობა იქნება სამხრეთის სახელწოდების და
მნათობი სამხრეთ ნახევარსფეროში მდებარეობს.
b) მნათობის დახრილობა (Dec):
არის ცენტრალური კუთხე ეკვატორის სიბრტყესა და მნათობზე მიმართულებას
შორის;
არის მნათობის მერიდიანის (სასაათო წრის) რკალი ეკვატორიდან მნათობამდე.
დახრილობა იზომება 0°-დან 90°-მდე: 0°≤Dec≤90°;
დახრილობას აქვს სახელი Dec(N) და Dec(S), იმის შესაბამისად, თუ ცის სფეროს
რომელ (ჩრდილოეთ თუ სამხრეთ) ნახევარსფეროში იმყოფება მნათობი
7. რას წარმოადგენს მნათობის ადგილობრივი საათობრივი კუთხე – LHA (განმარტება
და განსაზღვრის არე)?
a) საათობრივი კუთხე ეს არის სფერული კუთხე ამაღლებულ პოლუსთან
დამკვირვებლის მერიდიანის საშუადღეისო ნაწილიდან მნათობის მერიდიანამდე.
საათობრივი კუთხეები იზომება ციური ეკვატორის რკალით საშუადღეისო
წერტილიდან დასავლეთის მიმართულებით მნათობის მერიდიანამდე 0°-დან
360°-მდე. მიღებულ საათობრივ კუთხეს მიეწერება სახელწოდება W.
b) მნათობის ადგილობრივი სასაათო კუთხე (LHA) არის ეკვატორის რკალი
დამკვირვებლის მერიდიანსა (ეკვატორის ზედა წერტილ Q-სა) და მნათობის
მერიდიანს შორის ათვლილი დასავლეთის მიმართულებით 0°-დან 360°-მდე,
0°≤LHA≤360°

8. რას წარმოადგენს მნათობის მერიდიანული კუთხე – t (განმარტება და განსაზღვრის


არე)?
a) მნათობის მერიდიანული კუთხე არის კუთხე დამკვირვებლის მერიდიანის ზედა
ტოტსა და მნათობის სასაათო წრეს შორის, რომელიც იზომება დასავლეთის ან
აღმოსავლეთის მიმართულებით 0°-დან 180°-მდე.
t (meridian angle) = | Long – GHA |
b) მნათობის მერიდიანული კუთხე (t) არის ეკვატორის რკალი დამკვირვებლის
მერიდიანსა და მნათობის მერიდიანს შორის ათვლილი აღმოსავლეთის ან
დასავლეთის მიმართულებით 00-დან 1800-მდე, 00≤ t ≤1800;

9. რას წარმოადგენს მნათობის პოლარული მანძილი – Px (განმარტება და განსაზღვრის


არე)?
a) პოლარული მანძილი არის მნათობის მერიდიანის რკალი სამყაროს ამაღლებული
პოლუსიდან მნათობამდე 0°-დან 180°-მდე. მისი სახელწოდება მნათობის
დახრილობის საპირისპიროა.
b) დახრილობის დამატებას ეწოდება პოლარული მანძილი (Px) და წარმოადგენს
მნათობის მერიდიანის რკალს ამაღლებული პოლუსიდან მნათობამდე: Dec+Px=90°
პოლარული მანძილი იზომება 0°-დან 180°-მდე: 0°≤Px≤180°

10. რას წარმოადგენს მნათობის გრინვიჩის საათობრივი კუთხე – GHA (განმარტება და


განსაზღვრის არე)?
ა) მნათობის გრინვიჩის სასაათო კუთხე (GHA) არის ეკვატორის რკალი გრინვიჩის
მერიდიანსა და მნათობის მერიდიანს შორის ათვლილი დასავლეთის
მიმართულებით 00-დან 3600-მდე, 00≤GHA≤3600

11. რას წარმოადგენს მნათობის პირდაპირი აღვლენა – RA (განმარტება და განსაზღვრის


არე)?
ა) პირდაპირი აღვლენა (RA) არის ეკვატორის რკალი ვერძის წერტილის მერიდიანსა
და და მნათობის მერიდიანს შორის;
ათვლა წარმოებს აღმოსავლეთის მიმართულებით 0°-დან 360°-მდე, 0°≤RA≤360°;
ბ) პირდაპირი აღვლენა ეს არის სფერული კუთხე ამაღლებულ პოლუსთან
გაზაფხულის დღეღამტოლობის წერტილის მერიდიანსა და მნათობის მერიდიანს
შორის. პირდაპირი აღვლენა იზომება ციური ეკვატორის რკალით გაზაფხულის
დღეღამტოლობის წერტილიდან მნათობის მერიდიანამდე აღმოსავლეთის
მიმართულებით, ანუ საათის ისრის მოძრაობის საპირისპიროდ 0°-დან 360°-მდე.

12. რას წარმოადგენს მნათობის სიდერიული საათობრივი კუთხე, ანუ ვარსკვლავური


დამატება – SHA (განმარტება და განსაზღვრის არე)?
მნათობის ვარსკვლავური დამატების კუთხე (SHA) არის ეკვატორის რკალი ვერძის
წერტილის მერიდიანსა და მნათობის მერიდიანს შორის;
ათვლა წარმოებს დასავლეთის მიმართულებით 00-დან 3600-მდე, 00≤SHA≤3600; ან
დროის ერთეულებში 0-დან 24 სთ-მდე 0≤SHA≤24Hour;

13. ჩამოთვალეთ პარალაქსური სამკუთხედის გვერდები.


პარალაქსური სამკუთხედის გვერდებია:
განედის დამატება 90° – Latitude;
მნათობის პოლარული მანძილი Px=90°– Dec;
მნათობის ზენიტური მანძილი Zx=90° – H

14. ჩამოთვალეთ პარალაქსური სამკუთხედის კუთხეები.


პარალაქსური სამკუთხედის კუთხეებია:
მნათობის აზიმუტური კუთხე Z (Azimuth Angle) იგივე ნახევარწრიული აზიმუტი;
მნათობის მერიდიანული კუთხე t (Meridian Angle) =|Long – GHA|;
მნათობის პარალაქსური კუთხე S.

15. როდის (თვე, რიცხვი) გადაკვეთს მზე ეკვატორს და რა ქვია გადაკვეთის წერტილებს?
გაზაფხულის ბუნიობის წერტილში, 21 მარტს და შემოდგომის ბუნიობის წერილში,
23 სექტემბერს. ვერძისა და სასწრის წერტილები

16. როდის (თვე, რიცხვი) აქვს მზეს მაქსიმალური დახრილობა და რა ქვია ეკლიპტიკის ამ
წერტილებს?
22 ივნისი - ზაფხულის მზებუდობა- Dec= 23°27’ N , a = 90° მზის დახრილობა აღწევს
მაქსიმუმს ჩრდილოეთ ნახევარსფეროში:
21 დეკემბერი - ზამთრის მზებუდობა - Dec = 23°27’ S, a= 270° მზის დახრრილობა
აღწევს მაქსიმუმს სამხრეთ ნახევარსფეროში.
17. დაწერეთ თარიღი, მზის დახრილობა (Dec) და პირდაპირი აღვლენა (RA)
გაზაფხულის ბუნიობის წერტილში.
21 მარტი, Dec = 0, a = 0, მზე გადადის სამხრეთიდან ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და
მისი დახრილობის სამხრეთის სახელწოდება იცვლება ჩრდილოეთზე DecS - DecN
18. დაწერეთ თარიღი, მზის დახრილობა (Dec) და პირდაპირი აღვლენა (RA) შემოდგომის
ბუნიობის წერტილში.
23 სექტემბერი, Dec = 0, a= 180°, მზე გადადის ჩრდილოეთიდან სამხრეთ
ნახევარსფეროში და მისი დახრილობის ჩრდილოეთის სახელწოდება იცვლება
სამხრეთზე DecN - DecS

19. დაწერეთ თარიღი, მზის დახრილობა (Dec) და პირდაპირი აღვლენა (RA) ზაფხულის
მზებუდობის წერტილში.
22 ივნისი, Dec = 23°27’ N , a= 90°, მზის დახხრილობა აღწევს მაქსიმუმს ჩრდილოეთ
ნახევარსფეროში.

20. დაწერეთ თარიღი, მზის დახრილობა (Dec) და პირდაპირი აღვლენა (RA) ზამთრის
მზებუდობის წერტილში.
21 დეკემბერი, Dec = 23°27’ S , a= 270°, მზის დახრილობა აღწევს მაქსიმუმს სამხრეთ
ნახევარსფეროში.

21. მნათობთა რომელი კოორდინატების და რა ფარგლებში ცვლილებას იწვევს აბერაცია?


ვარსკვლავთა კოორდინატები (Dec და a) დახრილობა და პირდაპირი აღვლენა,
წლიურ პერიოდში 1’-ის ფარგლებში იცვლება, რაც გათვალისწინებულია ალმანახის
ყოველდღიურ ცხრილებში.

22. რას წარმოადგენს სინოდური თვე (განმარტება და ხანგრძლივობა)?


დროს, რომელსაც ანდომებს მთვარე დედამიწის გარშემო ერთი სრული ბრუნის
შესრულებას მზის მიმართ სინოდური ანუ მთვარის თვე ეწოდება და ის შადგენს:
360°/12,2° =29,53 დღეღამეს (29 დღეღამე, 12 სთ, 44 წთ)

23. რას წარმოადგენს სიდერიული თვე (განმარტება და ხანგრძლივობა)?


დროს, რომელსაც ანდომებს მთვარე დედამიწის გარშემო ერთი სრული ბრუნის
შესრულებას უძრავი ვარსკვლავების მიმართ სიდერიული თვე ეწოდება და ის
შადგენს:
360°/13,2° =27,32 დღეღამეს (27 დღეღამე, 7 სთ, 32 წთ)

24. რას ნიშნავს მთვარე ახალმთვარეობის ფაზაშია (განათებული ნაწილის ფორმა;


დედამიწის, მზის და მთვარის ურთიერთგანლაგება; ამოსვლის/ჩასვლის დრო)?
დედამიწის ზედაპირიდან მთვარე არ ჩანს, რადგანაც მზით განათებულია მისი უკანა
მხარე; ამოდის და ჩადის მზესთან ერთად.
ამ დროს მთვარე მოქცეულია მზესა და დედამიწას შორის.
25. რას ნიშნავს მთვარე I მეოთხედის ფაზაშია (განათებული ნაწილის ფორმა;
დედამიწის, მზის და მთვარის ურთიერთგანლაგება; ამოსვლის/ჩასვლის დრო)?
მთვარე მოჩანს, როგორც ნახევარდისკო ამოზნექილობით მარჯვნივ დამკვირვებლის
მიმართ; ჩადის მზის ჩასვლიდან 6 სთ-ის შემდეგ.
ამ დროს დედამიწიდან მზესა და მთვარე ს მიმართულებებს შორის კუთხე 90°
ადგენს.

26. რას ნიშნავს მთვარე სავსე მთვარის ფაზაშია (განათებული ნაწილის ფორმა;
დედამიწის, მზის და მთვარის ურთიერთგანლაგება; ამოსვლის/ჩასვლის დრო)?
დედამიწის ზედაპირიდან ჩანს მზისგან განათებული მთლიანი ბადრო; ამოდის მზის
ჩასვლასთან ერთად.
ამ დროს დედამიწა მოქცეულია მზესა და მთვარეს შორის.

27. რას ნიშნავს მთვარე უკანასკნელი მეოთხედის ფაზაშია (განათებული ნაწილის


ფორმა; დედამიწის, მზის და მთვარის ურთიერთგანლაგება; ამოსვლის/ჩასვლის
დრო)?
დედამიწის ზედაპირიდან ჩანს ნახევარბადრო, ამოზნექილობით მიმართული
დამკვირვებლისგან მარცხნივ; ამოდის მზის ამოსვლამდე 6 სთ-ით ადრე.
ამ დროს დედამიწიდან მზესა და მთვარე ს მიმართულებებს შორის კუთხე 90°
ადგენს.

28. რა კავშირია მთვარის ფაზებსა და ოკეანის მიქცევა-მოქცევებს შორის;


ახალი და სავსე მთვარის ფაზებს უწოდებენ სიზიგიებს. სიზიგიების დროს მზისა და
მთვარის ოკეანეზე მოქმედი მიზიდულობის ძალები ერთ ხაზზეა მოქცეული და ამის
გამო იქმნება მაქსიმალური გრავიტაცია, ამიტომ ოკეანის მიქცევა/მოქცევის ტალღა ამ
პერიოდში მაქსიმალური სიმაღლისაა.
მეოთხედებს უწოდებენ კვადრატურებს. კვადრატურების დროს მზისა და მთვარის
ოკეანეზე მოქმედი მიზიდულობის ძალები ერთმანეთის მიმართ მართობულადაა
მიმართული და ამის გამო ტოლქმედი მინიმალურია, ამიტომ ოკეანის
მიქცევა/მოქცევის ტალღა ამ პერიოდში მინიმალური სიმაღლისაა

29. რატომ არის მიქცევა/მოქცევის ტალღის სიმაღლე მაქსიმალური სიზიგიების დროს?


ახალი და სავსე მთვარის ფაზებს უწოდებენ სიზიგიებს. სიზიგიების დროს მზისა და
მთვარის ოკეანეზე მოქმედი მიზიდულობის ძალები ერთ ხაზზეა მოქცეული და ამის
გამო იქმნება მაქსიმალური გრავიტაცია, ამიტომ ოკეანის მიქცევა/მოქცევის ტალღა ამ
პერიოდში მაქსიმალური სიმაღლისაა.

30. რატომ არის მიქცევა/მოქცევის ტალღის სიმაღლე მინიმალური კვადრატურების


დროს?
მეოთხედებს უწოდებენ კვადრატურებს. კვადრატურების დროს მზისა და მთვარის
ოკეანეზე მოქმედი მიზიდულობის ძალები ერთმანეთის მიმართ მართობულადაა
მიმართული და ამის გამო ტოლქმედი მინიმალურია, ამიტომ ოკეანის
მიქცევა/მოქცევის ტალღა ამ პერიოდში მინიმალური სიმაღლისაა.

31. რა წარმოადგენენ სიზიგიები და როგორია მიქცევა/მოქცევის ტალღა სიზიგიების


დროს?
ახალი და სავსე მთვარის ფაზებს უწოდებენ სიზიგიებს. სიზიგიების დროს მზისა და
მთვარის ოკეანეზე მოქმედი მიზიდულობის ძალები ერთ ხაზზეა მოქცეული და ამის
გამო იქმნება მაქსიმალური გრავიტაცია, ამიტომ ოკეანის მიქცევა/მოქცევის ტალღა ამ
პერიოდში მაქსიმალური სიმაღლისაა.

32. რა წარმოადგენენ კვადრატურები და როგორია მიქცევა/მოქცევის ტალღა


კვადრატურების დროს?
მეოთხედებს უწოდებენ კვადრატურებს. კვადრატურების დროს მზისა და მთვარის
ოკეანეზე მოქმედი მიზიდულობის ძალები ერთმანეთის მიმართ მართობულადაა
მიმართული და ამის გამო ტოლქმედი მინიმალურია, ამიტომ ოკეანის
მიქცევა/მოქცევის ტალღა ამ პერიოდში მინიმალური სიმაღლისაა.

33. განმარტეთ ვარსკვლავთმიერი (სიდერიული) დროის ერთეული და დრო.


ვარსკვლავთმიერი ანუ სიდერიული დღეღამე არის დროის შუალედი გაზაფხულის
ბუნიობის (ვერძის წერტილის - Υ) ორ ერთმანეთის თანმიმდევრულ ზედა
კულმინაციის მომენტებს შორის დამკვირვებლის მერიდიანზე;
სიდერიული დღეღამის ხანგრძლივობაა 24 სიდერიული საათი;
ვარსკვალვთმიერი ანუ სიდერიული დრო (S) წარმოადგენს ვერძის წერტილის ზედა
კულმინაციის მომენტიდან მოცემულ მომენტამდე გასულ დროს, გამოსახულს
სიდერიულ საათებში, წუთებსა და წამებში. მაგ.: 9 სთ 39 წთ 43 წმ

34. განმარტეთ ჭეშმარიტი მზისმიერი დროის ერთეული და დრო.


ჭეშმარიტი ანუ ხილული მზისმიერი დღეღამე არის დროის შუალედი, რომელიც
ესაჭიროება მზეს დამკვირვებლის მერიდიანზე მისი ერთი ქვედა კულმინაციიდან
მეორე ქვედა კულმინაციამდე მისაღწევად;
ჭეშმარიტი მზისმიერი დღეღამის ხანგრძლივობაა 24 მზისმიერი საათი;
ჭეშმარიტი ანუ ხილული მზისმიერი დრო წარმოადგენს მზის მიერ დამკვირვებლის
მერიდიანის საშუაღამისო ნაწილის გადაკვეთის მომენტიდან მოცემულ მომენტამდე
გასულ დროს, გამოსახულს მზისმიერ საათებში, წუთებსა და წამებში.
ჭეშმარიტი მზისმიერი დრო შეიძლება განმარტებულ იქნას, როგორც ხილული მზის
ცენტრის ადგილობრივ სასაათო კუთხეს (LHA) დამატებული 12 საათი.

35. განმარტეთ საშუალო მზისმიერი ანუ სამოქალაქო დროის ერთეული და დრო.


საშუალო მზე (Mean Sun) წარმოადგენს ცის ეკვატორის ფიქტიურ წერტილს,
რომელიც ეკვატორზე გადაადგილდება თანაბარი სიჩქარით ისე, რომ კალენდარული
წელიწადის განმავლობაში ასრულებს ერთ სრულ წრეს ცის ეკვატორზე. საშუალო და
ჭეშმარიტი მზის მერიდიანები ერთმანეთთან ძალიან ახლოს არიან განლაგებული,
ამიტომ ჭეშმარიტი და საშუალო მზის კულმინაციის მომენტები ერთმანეთისაგან
დიდად არ განსხვადებიან.
სამოქალაქო დღე ყველა მერიდიანზე იწყება, მაშინ როცა საშუალო მზე გადაკვეთს
მერიდიანის საშუაღამეო ნაწილს.
სამოქალაქო დღეღამე არის დროის შუალედი საშუალო მზის ორ თანმიმდევრულ
ქვედა კულმინაციის მომენტებს შორის და წარმოადგენს დროის ძირითად ერთეულს
ასტრონავიგაციაში. ტრადიციულად 1 დღეღამე იყოფა 24 საათად, 1 საათი 60 წუთად
და 1 წუთი 60 წამად.
სამოქალაქო ან საშუალო დრო არის საშუალო მზის მიერ დამკვირვებლის
მერიდიანის საშუაღამეო ნაწილის გადაკვეთის მომენტიდან მოცემულ მომენტამდე
გასული დრო, გამოსახული საშუალო საათებში, წუთებსა და წამებში.
სამოქალაქო დრო ასევე შეიძლება განმარტებულ იქნას, როგორც საშუალო მზის
ადგილობრივ სასაათო კუთხეს (LHAʘ) დამატებული 12 საათი.
სამოქალაქო დრო ასტრონავიგაციაში იწერება თარიღთან ერთად.

36. განმარტეთ გრინვიჩის საშუალო დრო (GMT)?


გრინვიჩის საშუალო დრო (GMT) არის საშუალო მზის მიერ გრინვიჩის მერიდიანის
საშუაღამეო ნაწილის გადაკვეთის მომენტიდან გასული დრო, გამოსახული საშუალო
საათებში, წუთებსა და წამებში.
ან რაც იგივეა, საშუალო მზის გრინვიჩის სასაათო კუთხეს (GHAʘ) გამოსახულს
დროით ერთეულებში დამატებული 12 საათი.
გრინვიჩის საშუალო დროს აქვს დიდი მნიშვნელობა ნავიგაციაში, რადგან Nautical
Almanac-ის ყველა ცხრილში მნათობთა კოორდინატები მოცემულია გრინვიჩის
დროით.
Nautical Almanac-ის 1989 წლის შემდგომ გამოცემებში ნაცვლად ტერმინისა
„გრინვიჩის საშუალო დრო (GMT)“ გამოიყენება ტერმინი - „მსოფლიო დრო (UT)“.

37. რა არის ჭეშმარიტი მზისმიერი დღეღამის ხანგრძლივობის არათანაბრობის მიზეზი?


ჭეშმარიტი მზისმიერი დღეღამის ხანგრძლივობის არათანაბრობის მიზეზია:
დედამიწა მზის გარშემო მოძრაობს არათანაბარი სიჩქარით, რაც გამოწვეულია
დედამიწის ორბიტის ელიფსურობით (კეპლერის II კანონი);
მზის ეკლიპტიკაზე გადაადგილების კუთხური სიჩქარე არათანაბარია ეკლიპტიკის
ეკვატორისადმი დახრილობის გამო.

38. როგორია კავშირი ადგილობრივ დროსა (LMT) და გრინვიჩის დროს (GMT) შორის
(ფორმულა);
LMT = GMT + LongWE
39. როგორია კავშირი ადგილობრივ ზოლურ დროსა (ZT) და გრინვიჩის დროს (GMT)
შორის (ფორმულა);

GMT = ZT + ZD

40. როგორია კავშირი ადგილობრივ საათობრივ კუთხესა (LHA) და გრინვიჩის


საათობრივ კუთხეს (GHA) შორის?
E
LHA = GHA + Long W

41. რას გვიჩვენებს სასაათო ზოლის ნომერი და ნიშანი (ZD)?


დედამიწის ზედაპირი დაყოფილია 24 სასაათო სარტყელად (სასაათო ზოლად),
თითოეული სარტყელის სიგანე გრძედის 15° -ის ანუ 1 საათის ტოლია. სასაათო
ზოლების დანომრვა ხდება 0-ვანი, ანუ გრინვიჩის მერიდიანიდან აღმოსავლეთისა და
დასავლეთის მიმართულებით. ყველა სასაათო სარტყელის ზოლური დრო მისი
ცენტრალური მერიდიანის მერიდიანული დროის ტოლია. ყველა ცენტრალური
მერიდიანის გრძედი ზუსტად იყოფა 15-ზე: 15° ,30° ,45° ,......,180° - მდე
აღმოსავლეთით და ზუსტად ანალოგიურად დასავლეთით. სასაათო ზოლის ნომრის
ZD-ს (Zone Description) პოვნა ადვილია, თუ ცნობილია გემის მდებარეობის გრძედი:
1. გრძედის სიდიდე (Long) უნდა გავყოთ 15-ზე;
2. ზოლის ნომერი (ZD) გაყოფის შედეგად მიღებული მთელი რიცხვის ტოლია, თუ
ნაშთი არ აღემატება 7,5° -ს (ანუ 7°30'-ს);
3. ზოლის ნომერი (ZD) მიიღება გაყოფის შედეგად მიღებულ მთელ რიცხვს
დამატებული 1, თუ ნაშთი აღემატება 7,5°-ს, ანუ 7°30'-ს;
სასაათო ზოლის ნომრის ჩაწერისას აუცილებლად უნდა აღინიშნოს აღმოსავლურია
თუ დასავლური სასაათო სარტყელი.

42. რას აღნიშნავს ჩანაწერი: ა) ZD=-7, ბ) ZD=3;


ZD = -7 აღნიშნავს მე-7 სასაათო ზოლს გრინვიჩის აღმოსავლეთით
ZD = 3 აღნიშნავს მე-3 სასაათო ზოლს გრინვიჩის დასავლეთით

43. როგორ დავადგინოთ სასაათო სარტყელის ნომერი (ZD) და ნიშანი მდებარეობის


გრძედიდან გამომდინარე?
სასაათო ზოლის ნომრის ZD-ს (Zone Description) პოვნა ადვილია, თუ ცნობილია გემის
მდებარეობის გრძედი:
1. გრძედის სიდიდე (Long) უნდა გავყოთ 15-ზე;
2. ზოლის ნომერი (ZD) გაყოფის შედეგად მიღებული მთელი რიცხვის ტოლია, თუ
ნაშთი არ აღემატება 7,5° -ს (ანუ 7°30'-ს);
3. ზოლის ნომერი (ZD) მიიღება გაყოფის შედეგად მიღებულ მთელ რიცხვს
დამატებული 1, თუ ნაშთი აღემატება 7,5° -ს, ანუ 7°30'-ს;
სასაათო ზოლის ნომრის ჩაწერისას აუცილებლად უნდა აღინიშნოს აღმოსავლურია
თუ დასავლური სასაათო სარტყელი.
აღმოსავლურ სასაათო ზოლებს მინიჭებული აქვთ უარყოფითი ნიშანი, ხოლო
დასავლურს დადებითი ნიშანი.

44. რას წარმოადგენს თარიღის ცვლის საერთაშორისო ხაზი?


180°-იან მერიდიანზე გამავალ ხაზს, რომელიც ცოტაოდენ იცვლის მიმართულებას,
კერძოდ ჩუკოტკის ნახევარკუნძულთან, დროის დემარკაციული ხაზი ჰქვია, ან
თარიღის ცვლის ხაზი.

ამოცანები (2ქულიანი)

1. პოლარული მანძილის პოვნა, თუ ცნობილია მნათობის დახრილობა და პირიქით;


Px=90° –Dec, როცა დახრილობას და ამაღლებულ პოლუსს (დამკვირვებლის განედს)
აქვს ერთნაირი სახელწოდება (0° ≤Px≤90°).
PN

PX

Dec

PS

Px=90° +Dec, როცა დახრილობას და ამაღლებულ პოლუსს (დამკვირვებლის განედს)


აქვს სხვადასხვა სახელწოდება (90° ≤Px≤180° ).
PS

PX

Dec

PN
2. ნახევარწრიული აზიმუტის (Z) გადაყვანა წრიულში (Zn) და პირიქით;
1. Lat(N), Zn < 180° , Z=N(Zn)E
მაგალითი. Zn=134°08.4', დამკვირვებელი იმყოფება ჩრდილოეთ (N) განედზე
Z=N134°08.4'E
N

Z
W Zn E

2: Lat(N), Zn > 180° , Z= N(360° –Zn)W;


Zn=254°52.7', დამკვირვებელი იმყოფება ჩრდილოეთ (N) განედზე −
359°60.0′- 254°52.7′= 105°07.3′
Z=N105°07.3'W N

W E
Zn

3: Lat(S), Zn < 180° , Z=S(180° –Zn)E;


მაგალითი. Zn=112°22.6', დამკვირვებელი იმყოფება სამხრეთ (S) განედზე −
179°60.0′ - 112°22.6′= 67°37.4′
Z=S67°37.4'E N

Zn

W E

Z
Z

S
4: Lat(S), Zn > 180° , Z=S(Zn–180° )W.
მაგალითი. Zn=304°06.2', დამკვირვებელი იმყოფება სამხრეთ (S) განედზე
304°06.2' – 180°= 124°06.2'
Z=S124°06.2'W N

W E
Z
Zn

1: თუ Z=N(Z)E, 180°<LHA<360°, მაშინ Zn=Z;


მაგალითი: გამოთვალეთ მნათობის წრიული აზიმუტი – Zn, თუ ცნობილია მისი
ნახევარწრიული აზიმუტი Z=N72°17.3'E
Zn= 72°17.3' N

Z
Zn
W E

2: თუ Z=N(Z)W, 0°<LHA<180°, მაშინ Zn=360°–Z;


მაგალითი: გამოთვალეთ მნათობის წრიული აზიმუტი – Zn, თუ ცნობილია მისი
ნახევარწრიული აზიმუტი Z=N83°29.8'W N
359°60.0′- 83°29.8′= 276°30.2′
Zn=276°30.2'

W E

Zn
3: თუ Z=S(Z)E, 180°<LHA<360° , მაშინ Zn=180°–Z;
მაგალითი: გამოთვალეთ მნათობის წრიული აზიმუტი – Zn, თუ ცნობილია მისი
ნახევარწრიული აზიმუტი Z=S109°42.4'E
179°60.0′ 109°42.4′ 70°17.6′ N
Zn=70°17.6'

Zn

W E

4: თუ Z=S(Z)W, 0°<LHA<180°, მაშინ Zn=180°+Z.


მაგალითი: გამოთვალეთ მნათობის წრიული აზიმუტი – Zn, თუ ცნობილია მისი
ნახევარწრიული აზიმუტი Z=S38°36.1'W N
Zn=180°+ 38°36.1'=218°36.1'

W E
Zn
Z

3. წრიული აზიმუტის (Zn) გადაყვანა მეოთხედურში (Z1/4) და პირიქით;


1: Zn<90°; Z1/4=(Zn)NE;
მაგალითი. გამოთვალეთ მნათობის მეოთხედური აზიმუტი – Z1/4, თუ ცნობილია
მისი წრიული აზიმუტი Zn=62°38.6'. N
Z1/4=62°38.6'NE

Z1/4
Zn
W E
2: 90°<Zn<180°; Z1/4=(180°–Zn)SE;
მაგალითი. გამოთვალეთ მნათობის მეოთხედური აზიმუტი – Z1/4, თუ ცნობილია მისი
წრიული აზიმუტი Zn=143°11.3'.
179°60.0′ -143°11.3′= 36°48.3′ N
Z1/4=36°48.3'SE

Zn
W E

Z1/4

3: 180°<Zn<270°; Z1/4=(Zn–180°)SW;
მაგალითი. გამოთვალეთ მნათობის მეოთხედური აზიმუტი – Z1/4, თუ ცნობილია
მისი წრიული აზიმუტი Zn=218°44.6'.
Z1/4=218°44.6'–180°=38°44.6' N

W E

Z1/4 Zn

4: 270°<Zn<360°; Z1/4=(360°–Zn)NW;

მაგალითი. გამოთვალეთ მნათობის მეოთხედური აზიმუტი – Z1/4, თუ ცნობილია


მისი წრიული აზიმუტი Zn=313°26.3'. 359°60.0′- 313°26.3′= 46°33.7′ N

Z1/4=46°33.7'NW

Z1/4

W E
Zn
1: თუ Z1/4=(Z1/4)NE, მაშინ Zn=Z1/4; N

Z1/4
Zn
W E

2: თუ Z1/4=(Z1/4)SE, მაშინ Zn=180° – Z1/4; N

Zn
W E

Z1/4

3: თუ Z1/4=(Z1/4)SW, მაშინ Zn=180° + Z1/4;

W E

Zn
Z1/4
S

4: თუ Z1/4=(Z1/4)NW, მაშინ Zn=360° – Z1/4; N

Z1/4

W E

Zn

3ქულიანი საკითხები

1. ცის კოორდინატების ჰორიზონტული სისტემა (ნახაზი და კოორდინატთა


განმარტებები);

ჰორიზონტული კოორდინატთა სისტემა ეყრდნობა 2 დიდ წრეს: დამკვირვებლის


მერიდიანს და ჭეშმარიტ ჰორიზონტს.
კოორდინატებია სიმაღლე (Altitude, High) H და აზიმუტი (Azimuth) Zn
მნათობის სიმღლე (H):
1. არის ცენტრალური კუთხე ჭეშმარიტი ჰორიზონტის სიბრტყესა და მნათობზე
მიმართულებას შორის;
2. არის მნათობის ვერტიკალის რკალი ჭეშმარიტი ჰორიზონტიდან მნათობამდე.
სიმაღლე იზომება 00-დან 900-მდე: 00≤H≤900;
ჰორიზონტის ქვევით მნათობთა სიმაღლე უარყოფითია.

მნათობის წრიული აზიმუტი Zn არის ჭეშმარიტი ჰორიზონტის რკალი


დამკვირვებლის მერიდიანსა და მნათობის ვერტიკალს შორის, ათვლა წარმოებს
საათის ისრის მიმართულებით 00-დან 3600-მდე, 00≤A≤3600;

2. ცის კოორდინატების I ეკვატორიული სისტემა (ნახაზი და კოორდინატთა


განმარტებები);

I ეკვატორიული კოორდინატთა სისტემა ეყრდნობა 2 დიდ წრეს: დამკვირვებლის


მერიდიანს და ცის ეკვატორს.
კოორდინატებია:
1. დახრილობა (DECLINATION) Dec და ადგილობრივი სასაათო კუთხე (Local Hour Angle) LHA,
ან
2. დახრილობა Dec და გრინვიჩის სასაათო კუთხე GHA (Greenwich Hour Angle)

მნათობის დახრილობა (Dec):


1. არის ცენტრალური კუთხე ეკვატორის სიბრტყესა და მნათობზე მიმართულებას შორის;
2. არის მნათობის მერიდიანის (სასაათო წრის) რკალი ეკვატორიდან მნათობამდე.
დახრილობა იზომება 00-დან 900-მდე: 00≤Dec≤900;
დახრილობას აქვს სახელი Dec(N) და Dec(S), იმის შესაბამისად, თუ ცის სფეროს რომელ
(ჩრდილოეთ თუ სამხრეთ) ნახევარსფეროში იმყოფება მნათობი.

მნათობის ადგილობრივი სასაათო კუთხე (LHA) არის ეკვატორის რკალი


დამკვირვებლის მერიდიანსა (ეკვატორის ზედა წერტილ Q-სა) და მნათობის
მერიდიანს შორის ათვლილი დასავლეთის მიმართულებით 00-დან 3600-მდე,
00≤LHA≤3600;

მნათობის გრინვიჩის სასაათო კუთხე (GHA) არის ეკვატორის რკალი გრინვიჩის


მერიდიანსა და მნათობის მერიდიანს შორის ათვლილი დასავლეთის
მიმართულებით 00-დან 3600-მდე, 00≤GHA≤3600

3. ცის კოორდინატების II ეკვატორიული სისტემა (ნახაზი და კოორდინატთა


განმარტებები);

II ეკვატორიული კოორდინატთა სისტემა ეყრდნობა 2 დიდ წრეს: ვერძის წერტილის


მერიდიანს და ცის ეკვატორს. ათვლის საწყისი წერტილია ვერძის წერტილი (Vernal
Equinox) Υ ეკვატორზე.
კოორდინატებია:
1. დახრილობა (DECLINATION) Dec და პირდაპირი აღვლენა (Right Ascension) RA, α, ან
2. დახრილობა Dec და ვარსკვლავური დამატების კუთხე SHA (Sidereal Hour Angle)

პირდაპირი აღვლენა (RA) არის ეკვატორის რკალი ვერძის წერტილის მერიდიანსა და და


მნათობის მერიდიანს შორის;
ათვლა წარმოებს აღმოსავლეთის მიმართულებით 00-დან 3600-მდე, 00≤RA≤3600;
მნათობის ვარსკვლავური დამატების კუთხე (SHA) არის ეკვატორის რკალი ვერძის წერტილის
მერიდიანსა და მნათობის მერიდიანს შორის;
ათვლა წარმოებს დასავლეთის მიმართულებით 00-დან 3600-მდე, 00≤SHA≤3600; ან დროის
ერთეულებში 0-დან 24 სთ-მდე 0≤SHA≤24Hour;

მნათობის დახრილობა (Dec):


1. არის ცენტრალური კუთხე ეკვატორის სიბრტყესა და მნათობზე
მიმართულებას შორის;
2. არის მნათობის მერიდიანის (სასაათო წრის) რკალი ეკვატორიდან
მნათობამდე.
დახრილობა იზომება 0°-დან 90°-მდე: 0°≤Dec≤90°;
დახრილობას აქვს სახელი Dec(N) და Dec(S), იმის შესაბამისად, თუ ცის სფეროს
რომელ (ჩრდილოეთ თუ სამხრეთ) ნახევარსფეროში იმყოფება მნათობი.

4. პარალაქსური სამკუთხედი, კავშირი მნათობის ჰორიზონტულ და ეკვატორიულ


კოორდინატებს შორის (ნახაზი, წვეროები, კუთხეები და გვერდები);

პარალაქსური სამკუთხედი ცის სფეროზე მიიღება 3 დიდი წრის - დამკვირვებლის


მერიდიანის, მნათობის ვერტიკალის და მნათობის სასაათო წრის (იგივეა, რაც
მნათობის მერიდიანი) გადაკვეთის შედეგად.
პარალაქსური სამკუთხედის წვეროებია:
1. ამაღლებული პოლუსი (Pn ან Ps);
2. ზენიტი (Z, AP);
3. მნათობი (S, GP)

პარალაქსური სამკუთხედის გვერდებია:


1. განედის დამატება 900 – Latitude;
2. მნათობის პოლარული მანძილი Px=900 – Dec;
3. მნათობის ზენიტური მანძილი Zx=900 – H

პარალაქსური სამკუთხედის კუთხეებია:


1. მნათობის აზიმუტური კუთხე Z (Azimuth Angle) იგივე ნახევარწრიული აზიმუტი;
2. მნათობის მერიდიანული კუთხე t (Meridian Angle)= =|Long – GHA|;
3. მნათობის პარალაქსური კუთხე S.

5. რა სახის ამოცანების გადაჭრა ხდება პარალაქსური სამკუთხედის ამოხსნის გზით?


პარალაქსური სამკუთხედის ამოხსნა შეიძლება სფერული ტრიგონომეტრიის
ფორმულებით.
პარალაქსური სამკუთხედი სრულად იხსნება, როცა ცნობილია მისი 3 კომპონენტი.
უმეტესწილად ნავიგატორს უხდება შემდეგი ტიპის ამოცანების ამოხსნა:
1. მოცემულია განედი (Lat), დახრილობა (Dec) და ადგილობრივი სასაათო კუთხე (LHA),
საჭიროა სიმაღლისა (H) და აზიმუტის განსაზღვრა (Zn). ეს გამოიყენება ცის
კოორდინატების რედუქციის ანუ დაყვანის დროს, მდებარეობის წირის განსასაზღვრავად;
2. მოცემულია განედი (Lat), სიმაღლე (H) და აზიმუტი (Zn), საჭიროა დახრილობის (Dec) და
ადგილობრივი სასაათო კუთხის (LHA) განსაზღვრა. ეს გამოიყენება უცნობი მნათობის
იდენტიფიკაციისათვის;
მოცემულია სიმაღლე (H), დახრილობა (Dec) და ადგილობრივი სასაათო კუთხე (LHA)
საჭიროა აზიმუტის (Zn) განსაზღვრა. გამოიყენება აზიმუტის განსაზღვრისათვის,
როცა ცნობილია მნათობის სიმაღლე

6. რა არის დედამიწის ბრუნვის ღერძის პრეცესიული მოძრაობის მიზეზი და როგორ


ზეგავლენას ახდენს ის მნათობთა კოორდინატებზე?
დედამიწის ეკვატორის დახრილობის გამო (23°27’) ეკლიპტიკის სიბრტყის მიმართ
მზის მიზიდულობის ძალას ეკვატორის სხვადასხვა წერტილზე განსხვავებული
სიდიდე და მიმართულება აქვს, რაც იწვევს დედამიწის ბრუნვის ღერძის პრეცესიულ
ბრუნვას ეკლიპტიკის ღერძის გარშემო.
ბრუნვის ღერძის პრეცესიის პერიოდია დაახლოებით 25 800 წელიწადი.
პრეცესიის გამო დროთა განმავლობაში მცირე ცვლილებას განიცდიან ე.წ. უძრავი
ვარსკვლავების II ეკვატორიული კოორდინატები, დახრილობისა და პირდაპირი
აღვლენის წლიური მატება ან კლება დაახლოებით 40‘‘-50‘‘-ის ფარგლებშია.
პრეცისიის გამო პოლარული ვარსკვლავი კიდევ 100 წლის განმავლობაში
მაქსიმალურად მიუახლოვდება ჩრდილოეთ პოლუსს, შემდგომ კი ნელ ნელა
დაცილდება მას, ხოლო დაახლოებით 13 ათასი წლის მერე ჩრდილოეთის პოლუსს
მაქსიმალურად დაუახლოვდება ვარსკვლავი ვეგა.

7. რა არის დედამიწის ბრუნვის ღერძის ნუტაციური რხევის მიზეზი და როგორ


ზეგავლენას ახდენს ის მნათობთა კოორდინატებზე?
გარდა მზის მიზიდულობისა დედამიწის საკუთარი ღერძის გარშემო ბრუნვაზე
გავლენას ახდენს მთვარისა და მზის სისტემის სხვა პლანეტების მიზიდულობა,
მაგრამ მათი ეფექტი მზის მოქმეებასთან შედარებით სუსტი და არარეგულარულია,
ამიტომ იწვევს ბრუნვის ღერძის მხოლოდ სუსტ რხევას, რომელსაც ნუტაცია ეწოდება.
ისევე როგორც სამყაროს ღერძის პრეცესია, ნუტაციაც იწვევს ე.წ. უძრავი
ვარსკვლავების II ეკვატორიული კოორდინატების მცირე ცვლილებას.

8. რა არის სხივების აბერაციის მიზეზი, რაზეა დამოკიდებული მნათობის სხივის


აბერაციული წანაცვლების სიდიდე და როგორ ზეგავლენას ახდენს ის მნათობთა
კოორდინატებზე?
მნათობების მოჩვენებით წანაცვლებას ცის სფეროზე, რომელიც გამწვეულია
მედამიწის მოძრაობით ეწოდება აბერაცია.
წანაცვლების სიდიდე დამოკიდებულია სამ ფაქტორზე:
დედამიწის მოძრაობის სიჩქარის პირდაპირპროპორციულია;
სინათლის სიჩქარის უკუპროპორციულია;
წანაცვლება მაქსიმალურია, როცა დედამიწა მოძრაობს მნათობის სხივის
მართობულად და 0-ის ტოლია როცა მოძრაობს მნათობის სხივის გასწვრივ.
აბერაცია იწვევს მნათობთა კოორდინატების კორექციას წლიური პერიოდულობით
1‘-ის ფარგლებში.
გარდა ამისა მნათობთა კოორდინატების ცვლილება გამოწვეულია მნათობების
საკუთარი მოძრაობით, რაც მნიშვნელოვანია მთვარისა და პლანეტებისათვის, ხოლო
ვარსკვლავებისათვის პრაქტიკულად უმნიშვნელოა დროის ძალიან დიდ
შუალედებში.

ამოცანები (4 ქულიანი)
1. მნათობთა ეკვატორიული კოორდინატების – გრინვიჩის სასაათო კუთხის (GHA),
ადგილობრივი სასაათო კუთხისა (LHA) და დახრილობის (Dec) განსაზღვრა Nautical
Almanac-ის ცხრილების გამოყენებით;
GMT = ZT + ZD
სასაათო ზოლის ნომრის ZD-ს (Zone Description) პოვნა ადვილია, თუ ცნობილია გემის
მდებარეობის გრძედი:
1. გრძედის სიდიდე (Long) უნდა გავყოთ 15-ზე;
2. ზოლის ნომერი (ZD) გაყოფის შედეგად მიღებული მთელი რიცხვის ტოლია, თუ ნაშთი არ
აღემატება 7,50 -ს (ანუ 7 0 30'-ს);
3. ზოლის ნომერი (ZD) მიიღება გაყოფის შედეგად მიღებულ მთელ რიცხვს დამატებული 1, თუ
ნაშთი აღემატება 7,50 -ს, ანუ 7 0 30'-ს;

აღმოსავლურ სასაათო ზოლებს მინიჭებული აქვთ უარყოფითი ნიშანი, ხოლო


დასავლურს დადებითი ნიშანი.

საგამოცდო ბილეთის სტრუქტურა


დავალება1: 6 ერთ-ქულიანი= 6ქ
1. შეკითხვა 2.
შეკითხვა 3.
შეკითხვა 4.
შეკითხვა
5. შეკითხვა
6. ზენიტური მანძილის პოვნა, თუ ცნობილია მნათობის სიმაღლე და პირიქით;

დავალება2: 6 ორ-ქულიანი= 12ქ


7. შეკითხვა 8. შეკითხვა
9. შეკითხვა
10. პოლარული მანძილის პოვნა, თუ ცნობილია მნათობის დახრილობა და პირიქით;
11. ნახევარწრიული აზიმუტის (Z) გადაყვანა წრიულში (Zn);
12. წრიული აზიმუტის (Zn) გადაყვანა მეოთხედურში (Z1/4) და პირიქით;

დავალება3: 2 სამ-ქულიანი= 6ქ
13. შეკითხვა
14. შეკითხვა
დავალება4: 2 ოთხ-ქულიანი= 8ქ (ვარსკვლავი და მზე)
15. ვარსკვლავის ეკვატორიული კოორდინატების (GHA, LHA და Dec) გამოთვლა Nautical
Almanac-ის ცხრილების გამოყენებით;
16. მზის ეკვატორიული კოორდინატების (GHA, LHA და Dec) გამოთვლა Nautical
Almanac-ის ცხრილების გამოყენებით;

დავალება5: 2 ოთხ-ქულიანი= 8ქ (პლანეტა და მთვარე)


17. პლანეტის ეკვატორიული კოორდინატების (GHA, LHA და Dec) გამოთვლა Nautical
Almanac-ის ცხრილების გამოყენებით;
18. მთვარის ეკვატორიული კოორდინატების (GHA, LHA და Dec) გამოთვლა Nautical
Almanac-ის ცხრილების გამოყენებით;

You might also like