You are on page 1of 22

1 ქულიანი საკითხები:

1.საზღვაო ტერმინოლოგიის მიხედვით განსაზღცვრეთ რა არის „ხომალდი-გემი“.

გემი არის რთული ინჟინერული ნაგებობოა,რომელსაც შეუძლია ცურვა,


გადაადგილება და თან გადაიტანოს მისთვის დამახასიათებელი ტვირთი.

2.1861 წლის სამხედრო ლექსიკონის განსაზღვრით,რა არის გემი?

გემი არის მცურავი სატრანსპორტო საშუალება,

3.მცურავი ნავმისადგომები,პონტონები თუ მიეკუთვნება გემს?

არ მიეკუთვნება.

4.გემის თვისებები.

მდგრადობა, ცურვადობა, მართვადობა, ჩაუძირვადობა, სვლისუნარიანობა,


წყალგაუმტარობა და სიმტკიცე.

5.ცურვადობის განმარტება.

გემის თვისებაა იცურაოს მისი მექანიზმებით,საჭირო მარაგით,ეკიპაჟით(ეკიპაჟის


ბარგით) და განკუთვნილი ტვირთით.

6. მდგრადობის განმარტება.
მდგრადობა გემის თვისებაა, გარე ძალების მოქმედების შედეგად წონასწორობიდან
გამოსული დაუბრუნდეს წონასწორობის მდგომარეობას გარე ძალების მოქმედების
შეწყვეტის შემდეგ.

7.სვლის უნარიანობა.

გემის თვისებაა გადაადგილდეს წყალზე განსაზღვრული სიჩქარით და მასზე


მინიჭებული სიმძლავრით.

8.მართვადობის განმარტება.

გემის თვისებაა შეინარჩუნოს ან შეცვალოს გემის მიმართულება(საჭის მეშვეობით)

9. ჩაუძირებლობის განმარტება .
გემის თვისებაა, განყოფილების ჩაძირვის შემთხვევაში დარჩეს წყლის ზედაპირზე,
არ გადაბრუნდეს და მაქსიმალურად შეინარჩუნოს სანაოსნო თვისებები.

10.რა განაპირობებს კორპუსის წყალგაუმტარებლობას?

გემის გარსამოსი და გემბანი შეადგენს წყალგაუმტარ გარსს,რომელიც ხელს უშლის


წყლის შეღწევას კორპუსში.
11.გემის კორპუსის სიმტკიცის გამმარტება.

სიმტკიც გემის თვისებაა, გაუძლოს გარე და შიგა ძალების მოქმედების შედეგად


მიღებულ დეფორმაიებს და არ დაირღვას.

12.გემის კლაციფიკაცია დანიშნულების მიხედვით.

სატრანსპორტო,სამუშაო,დამხმარე,ტექნიკური,სპეციალური,სარეწი.

13. კორპუსის სამშენებლო მასალის მიხედვით.

ხის,რკინის,ფერადი ლითონის,პლასტმასის,რკინაბეტონის.

14.მთავარი ძრავის მიხედვით.

ორთქლმავალი,თბომავალი,ტურბოსვლით,ატომური,ელექტრომავალი.

15.ამძრავის მიხედვით.

ბორბალისებური,გამწევი ხრახნით,წყალმტყორცნი,ფრთებისებური ამძრავი.

16.წყალში ჩაჯდომის მიხედვით.

წყალრწყვით,გლისერები,წყალქვეშა ფრთით,საჰაერო ბალიშით,ეკრანოპლანით.

17.რა ჰქვია წინა და უკანა დაბოლოებას?

ფორშტევენი და ახტერშტევენი.

18.ჩამოთვალეთ გემები ერდოს (ცხვირის) მიხედვით.

1. დახრილი 2.კლიპერული 3.ბულბიანი 4.ყინულმჭრელი 5.პირდაპირი

19.რა არის გემის ბულბა.

ბულბა არის გემის ცხვირის წყალქვეშა წვეთისებური (ბურთისებური) გაფართოება

20. რა მიზნით უკეთდება გემს ბულბა.

ის ამცირებს წყლის წინააღმდეგობას და ზრდის გემის სიჩქარეს.

21.ჩამოთვალეთ გემის კიჩოს ფორმები.

ჩვეულებრივი,კრეისერის,ოთხკუთხა კიჩო.

22.რა არის ფერდზედი( ცრუბორტი BULWARK) და მისი დანიშნულება.


ცრუბორტის (ფალშბორტის) ძირითადი დანიშნულებაა ღია გემბანის შემოღობვა
ადამიანის ან სხვა რაიმე ნივთის ბორტსგარეთ მოხვედრის ასარიდებლად.

23.რამდენია ფერდზედი( ცრუბორტი BULWARK) მოაჯირის სიმაღლე.

მისი სიმაღლეა 1 მეტრიდან - 1,5 მეტრამდე, სისქე 3-8 მმ.

24.განმარტეთ რა ძალები მოქმედებენ გემზე.

გემზე მოქმედებენ სიმძიმის და ამომგდები ძალები

25.რას ეწოდება შპაცია?

შპანგოუტებს შორის სივრცეს. განივი ძელების დაშორებას ერთმანეთისგან.

26.რამდენია შპაციის სიფართე?

500-800მმ

27.რა არის გემბანი?

გემბანი არის ჰორიზონტალური გადახურვა,რომელიც ვრცელდება გემის მთელ


სიგრძეზე და სიგანეზე.

28.რა არის ბაქანი?

ბაქანი არის ჰორიზონტალური გადახურვა, რომელიც ვრცელდება ერთ


განყოფილებაზე ან მის ნაწილზე.

29.რა ეწოდება გემბანს შორის სივრცეს?

გემბანს შორის სივრცეს ტვინდეკი ეწოდება, რომელიც გამოიყენება ტვირთის


გადასატანად.

30.რა არის შახტა(TRUNK)?

შახტა არის ვერტიკალური განყოფილება, რომელიც გადის რამდენიმე გემბანზე და


აერთებს გემის სიღრმეში მდებარე სივრცეებს უფრო მაღლა სივრცეებთან, ან ღია გემბანთან.
არსებობს სამანქანო განყოფილების ღია შახტა, ავარიული გასასვლელის შახტა და ა.შ

31.სამანქანო შახტის დანიშნულება.


სამანქანო შახტა განკუთვნილია ძრავის შეკეთების, ვენტილაციისა და განათების
დროს გაზგასასვლელი სისტემის გასვლისა და მექანიზმების გადატვირთვა-
გადმოტვირთვისტვის.

32.ფსკერზე რა წარმოადგენს განივ ძელს?

ფლორი.
33.რას უერთდება ფსკერის განივი ძელი?

შპანგოუტს.

34.ფსკერის რომელი ძელები მიედინება გრძივად?

ბრუსკოვი და ვერტიკალური კილი, ასევე ფსკერის სტრინგერი.

35.რა დანიშნულება აქვს კოფერდამს?

ყოფს სატვირთო ტანკებს სხვა განყოფილებებისგან.

36.რამდენია კოფერდამის ტიხარებს შორის დაშორება?

0,7-1,5 მ-ით არიან დაცილებული

37.რა დანიშნულება აქვს შემგროვებელ ტანკს?

შემგროვებელ ტანკს იყენებენ ნარეცხი წყლის, დაბინძურებული ბალასტის,


ნავთობის ნარჩენებისა და ნავთობის შემცველი სითხის შესაგროვებლად.

38.გემის კორპუსის რომელ ნაწილშია განლაგებული ფორპიკი?

გემის ფორშტევენიდან პირველ წყალგაუმტარ განივ ტიხრამდე.

39.რა დანიშნულება აქვს ფორპიკს?

თხევადი ბალასტის მიღება.

40.გემის კორპუსის რომელ ნაწილშია განლაგებული ახტერპიკი?

გემის ახტერშტევნიდან პირველ წყალგაუმტარ განივ ტიხრამდე.

41.რა დანიშნულება აქვს ახტერპიკს?

თხევადი ბალასტის მიღება.

42.რა ზომის გემებს არ უკეთდება მეორადი ფსკერი?

მცირე ტონაჟის გემებს, დამხმარე გემებს და სარეწ გემებს.

43.რა ზომის გემებს უკეთდება მეორადი ფსკერი?

გემებს რომლის სიგრძე აღემატება 61 მეტრს.

44.რისთვის გამოიყენება მეორადი ფსკერი?

თხევადი ბალასტის,საწვავის და მტკნარი წყლის მისაღებად.


45.რა სიმაღლისაა მეორადი ფსკერი?

მეორე ფსკერის სიმაღლე 0,7 მეტრზე ნაკლები არაა, ხოლო დიდ გემებზე 1-1,2
მეტრია.

46.რა სიხშირით აყენებენ ჩარჩოსებურ შპანგოუტს?

ყოველი 5-6 შპაციის შემდეგ.

47. რაზეა დამოკიდებული ბორტის სტრინგერის რაოდენობა?

ბორტის სიმაღლეზე.

48.ბოჯგის (კნეხტის) სახეობები და დანიშნულება.

კნეხტები წარმოადგენს მკვრივ, მოკლე ბოძს, რომელიც გამოიყენება გემსაბმელი


ოპერაციებისას. ის არის წყვილი თუჯის ან რკინის ტუმბი, რომლებიც
განლაგებულნი არიან ერთმანეთისგან გარკვეულ მანძილზე და აქვთ საერთო
ფუნდამენტი. ჩვეულებრივი კნეხტებისგან გასხვავებით კიდევ არის ჯვარედინი
კნეხტები, რომლებიც გამოიყენება დაბალბორტიან გემებზე. ჯვარედინი კნეხტები
შეიძლება იყოს წყვილი ან ერთტუმბიანი.

49.კლიუზის სახეობა და დანიშნულება.

კლიუზის დანიშნულებაა ცრუბორტის მეშვეობით გაატაროს თოკი გემიდან ნაპირზე.


თანამედროვე გემებზე გამოიყენება უნივერსალური, ან ავტომატური კლუზები.

50. მიმართველი თამასი,სახეობა და დანიშნულება.

თამასი გამოიყენება თოკების მიმართლების შესაცვლელად. არსებობს 3 სახის: 3


როლუსიანი. 2 როლუსიანი და როლუსების გარეშე.

51.რას უზრუნველყოფს ღუზის მოწყობილობა?

გემის საიმედო დგომას ზღვაში ან რეიდზე, სიჩქარის შემცირებას, გემის


შემობრუნებას მიბმის ოპერაციის დროს.

52.რომელი ღუზაა შტოკიანი?

შტოკიან ღუზებს მიეკუთვნება ადმირალური ღუზა. ის შედგება ვერეტინოსგან,


ქვედა ნაწილი აქვს გაფართოებული - ტრენდი. ტრენდის ორივე მხარიდან იწყება რქა,
რომლის დაბოლოებაა წვეტიანი თათები. ვერეტინოს ზედა ნაწილში აქვს შტოკი.

53.რამდენი მეტრია ღუზის ჯაჭვის შერწყმაში?


ჯაჭვის შერწყმისაგან (სმიჩკისაგან), რომლის სიგრძე არის 25-27,5 მეტრი.

54.რისთვის გამოიყენება კონტრფოსი?

ჯაჭვის სიმტკიცის გაზრდის მიზნით ჯაჭვის რგოლებს უკეთდებათ განივი ტიხარი

55.რისთვის გამოიყენება კენტერ კავი?

კენტერი არის შემაერთებელი რგოლი ღუზის ჯაჭვებს შორის რომელიც აერთებს


სმიჩკებს ერთმანეთთან.

56.საჭის მოწყობილობის დანიშნულება.


saWis mowyobiloba uzrunvelyofs gemis marTvadobas, iWers gems daniSnul
kursze an ucvlis miZraobis mimarTulebas

57.რამდენი სახეობის საჭის ფრთა არსებობს?

არსებობს 2 ტიპის: ბანალსირებული და არაბალანსირებული

58.სამაშველო საშუალებების დანიშნულება.

სამაშველო მოწყობილობის დანიშნულებაა გადაარჩინოს ეკიპაჟი და მგზავრები იმ


შემთხვევაში თუ საჭირო დარჩება გემის დატოვება.

59.როგორ იყოფა სამაშველო საშუალებები?

ინდივიდუალურ და კოლექტიურ სამაშველო საშუალებებად.

60.ანძების სახეობა და დანიშნულება.

გვაქვს 3 ტიპის ანძა. წინ ფოკ-ანძა, შუაში გროტ-ანძა და ბოლოს ბიზანი ანძა. მათი
დანიშნულებაა შუქების ჩვენება, სიგნალიზაცია და სატვირთო უზრუნველყოფა.

2 ქულიანი:

1. რას ეწოდება ზედნაშენი და კლასიფიკაცია არქიტექტურის მიხედვით.

ზედნაშენი ეწოდება ნაგებობას, რომელიც განლაგებულია ზედა გემბანზე გემის


მთელ სიფართეზე ან მოცილებულია ბორტებიდან არა უმეტეს 4%-ით მთელი
სიფართისა.
გემები არქიტექტურის მიხედვით არის: სწორგემბანიანი, მთავარ გემბანზე
ზედნაშენით, სამკუნძულიანი, ცხვირის (ბაკის), კიჩოს(იუტის) და შუა ზედნაშენით;
ორკუნძულიანი: წაგრძელებული იუტით, წაგრძელებული ბაკით.

2.რას ეწოდება ჯიხური?

ზედნაშენი,რომელიც არ მიდის ბორტამდე და მოცილებულია ბორტიდან 4% ზე მეტი


მანძილით ჯიხური ეწოდება.

3.ჩამოთვალეთ გემის კორპუსის სამი ურთიერ პერპენდიკულარული სიბრტყეები.

ფრონტალური,პროფილური,ჰორიზონტალური,

4.გემის კორპუსის აკრეფის სისტემები.

ა)განივი; ბ)გრძივი; გ)კომბინირებული.

5.განივი აკრეფის დროს კორპუსის გარსი რომელი ძელებით არის გამაგრებული?

განივი აკრეფისას გარსი გამაგრებულია ძირითადად განივი მიმართულების


ძელებით, რომლებიც მიედინებიან გემბანის ქვემოთ ბორტზე და ფსკერზე.

6.გრძივი აკრეფის დროს კორპუსის გარსი რომელი ძელებით არის გამაგრებული?

გრძივი აკრეფისას გარსი გამაგრებულია გრძივი ძელებით, რომლებიც მიედინებიან


გემბანის ქვემოთ, ფსკერზე და ბორტზე.

7.კომბინირებილი აკრეფის დროს კორპუსის გარსი რომელი ძელებით არის


გამაგრებული?

კომბინირებული აკრეფის დროს გემბანი და ფსკერი იკრიფება გრძივი აკრეფის


სისტემით, ხოლო ბორტი განივი აკრეფის სისტემით. ასეთი კომბინაციით აკრეფის
დროს ბორტის შპანგოუტები კარგად უზრუნველყოფენ განივ სიმტკიცეს
განყოფილების შემცირების გარეშე, ხოლო ფსკერის და გემბანის გრძივი ძელები
უზრუნველყოფენ გრძივ სიმტკიცეს ნაკლები მასალებით.

8.გემის მთავარი განზომილებები loa, lpp, b, t, h, air draft.

LOA-length overall-გემის უდიდესი სიგრძე

LPP-length between-გემის სიგრძე პერპენდიკულარებს შორის

B-სიგანე
T-წყალჯდომა

H-ბორტის სიმაღლე

AIR DTAFT- სიმაღლე წყალხაზიდან უმაღლეს წერტილამდე

9. რა შემთხვევაში იმყოფება გემი ტალღის მწერვალზე და რა შემთხვევაში ტალღის


ძირში?

გემი ტალღის მწვერვალზე იმყოფება, როცა შუა ნაწილი უფრო ღრმადაა ჩამჯდარი
წყალში ვიდრე დაბოლოებები, ხოლო როცა დაბოლოებები უფრო ღრმადაა
ჩამჯდარი, ვიდრე შუა ნაწილი, მაშის გემი ტალღის ძირშია.

10.რა ძალები მოქმედებენ გემის კორპუსზე ტალღის მწვერვალზე და ტალღის


ძირში.აღნიშნეთ სქემატურად.

სიმძიმის და ამომგდები ძალა

ა) მწვერვალზე ბ) ძირში

11.განმარტეთ რა არის გემბანის გრძივი,განივი და ადგილობრივი სიმტკიცე.

განივი სიმტკიცე არის გემის უნარი წინააღმდეგობა გაუწიოს განივი კვეთის ფორმის
ცვალებადობას. გრძივი სიმტკიცე არის გემის უნარი წინააღმდეგობა გაუწიოს გემის
საერთო ღუნვას. ადგილობრივი სიმტკიცე არის გემის უნარი გაუძლოს ადგილობრივ
დეფორმაციებს.

12.დაასახელეთ გემის კორპუსის მთავარი ძელები განივი მიმართულების.

ბიმსი, შპანგოუტი და ფლორები

13. .დაასახელეთ გემის კორპუსის მთავარი ძელები გრძივი მიმართულების.

ვერტიკალური კილი, ფსკერის სტრინგერი, ბორტის სტრინგერი, კარლინგსი.


14.რას წარმოადგენს გემბანის ქვემოთ განლაგებული ძელს გრძივი აკრეფის დროს?

კარლინგსი.

15. .რას წარმოადგენს გემბანის ქვემოთ განლაგებული ძელის შუალედურ საყრდენს?

პილერსი.

16.რა სახეობის არის ფლორა აჩვენეთ სქემატურად.

1)წყალგამტარი 2)წყალგაუმტარი 3)ღია.

1) 2) 3)

17.რა განსხვავებაა ვერტიკალურ კილსა და ფსკერის სტრინგერს შორის?

სტრინგერი იჭრება ყველა ფლორზე კილისგან განსხვავებით.

18.რომელი ძელები წარმოქმნის შპანგოუტების ჩარჩოს?

განივი მიმართულების ძელები.

19.რა სახეობის არის ბორტის განივი ძელი?

ტვინდეკის და ტრიუმის შპანგოუტები.

20.რისგან მზადდება ბორტის განივი ძელი?

კუთხურა,შველერი და ბულბისებურისგან.

21.რა არის გარშემოსვა?

გემის გარშემოსვა არის წყალგაუმტარი გარსი, რომელიც ხელს უშლის წყლის


შეღწევას კორპუსში.

22.ჩამოთვალეთ გარშემოსვის დეტალები?

ჰორიზონტალური კილი,ფსკერის სტრინგერი,სკულის სარტყელი,ბორტის


სტრინგერი,

შირსტრეკის სარტყელი, შირსტრეკის ქვედა სარტყელი და შირსტრეკი.

23.რა დატვირთვას იტანს გარშემოსვა?

წყლის წნევას და ტვირთს, აგრეთვე სხვადასხვა ადგილობრივ დატვრითვებს

24.რა ზომისაა გარშემოსვის ფურცლები?


8-20მმ-დე დიდი ტონაჟის გემებზე სისქე 30-36მმ. ფურცლების სიგრძე არ აღემატება
6-8 მ, სიფართე 1,5-2მ.

25. როგორ შეერთებას ეწოდება პაზი ?


ჰორიზონტალურ შეერთებას.

26. როგორ შეერთებას ეწოდება სტიკი ?


განივ შეერთებას.

27.როგორ ინომრება გარშემოსვის ფურცლები?

ფირფიტებს აქვს ასოები და ნომრები. დანიშვნა იწყება A ასოდან, ფსკერიდან ზევით,


ხოლო ნომრები დანომრილია ჰორიზონტალურად და იწყება კიჩოდან.

28.რა განსხვავებაა ტანკერის და მშრალტვირთმზიდის ძირითად კორპუსს შორის?

ტანკერს გააჩნია გრძივი და განივი ტიხარი.

29.განმარტეთ რა არის ვერტიკალური კილი? აჩვენეთ სქემატურად.

ვერტიკალური კილი გემის ფსკერთა შორის სივრცეს ყოფს მარჯვენა და მარცხენა


ბორტებად. კეთდება რკინის ფრცლისგან, რომელიც განლაგებულია ვერტიკალურად
ფსკერის მიმართ დაცილებული 1-1.5 მ-ით და გადის გემის მთელ სიგრძეზე

30.რა არის ჰორიზონტალური კილი და სად არის განლაგებული?

ჰორიზონტალური კილი არის გემის გარშემოსვის გარე, შუა სარტყელი, რომელიც


გემის დიამეტრალური სიბრტყიდან ორივე მხარეს თანაბრად არის დაშორებული

31.მოკლედ დაახასიათეთ ადმირალტური ღუზა და რატომ არ გამოიყენება გემებზე?

შედგება ვერეტინოსგან, ქვედა ნაწილი აქვს გაფართოებული - ტრენდი. ტრენდის


ორივე მხარიდან იწყება რქა, რომლის დაბოლოებაა წვეტიანი თათები. ვერეტინოს
ზედა ნაწილში აქვს შტოკი. ადმირალური ღუზის შტოკი არ გვაძლევს საშუალებას
ღუზა უსაფრთხოდ დავამაგროთ კლიუზში, ამიტომაცა არ გამოიყენება გემებზე.

32.მოკლედ დაახასიათეთ ღუზა ხოლო და რატომ ნახა ყველაზე ფართო გამოყენება?

ღუზა ხოლას აქვს უბრალო კონსტრუქცია, რაც უზრუნველყოფს საიმედოობას


ექსპლუაატაციის დროს.ხოლა შედგება ვერეტინოსაგან და ყუთისაგან,რომელიც
წარმოადგენს ტრენდს ჩამოსხმულ თათებთან ერთად.
33.რა განსხვავება აქვს გრუზონა სისტემის ღუზას,ხოლას სისტემის ღუზისგან და თუ
არის დაშვებული გემზე მისი გამოყენება?

ხოლლასაგან განსხვავდება ყუთისა და ვერეტინოს შეერთების კონსტრუქციით.


ნაწილობრივ შეცვლილია თათისა და ტრენდის ფორმა. დამჭერი ძალა თითქმის
იგივე აქვს, რაც ხოლლას ამიტომ დაშვებულია გემებზე გამოსაყენებლად.

34.რა სახის ღუზები არსებობს და რისგან შედგება ღუზა.ამოხაზეთ შემადგენელი


ნაწილები.

1-skaba (კავი); 2-Stoki (თათის ტარი); 3-veretino (ღუზის ტარი); 4-TაTi; 5-trendi;
6-rqa; 7-yuTi

ა-ადმირალური ბ- ხ ო ლ ლ ა v-matrosovis sistemis; g-gruzona;

35.რა უკეთდება ღუზის ჯაჭვის რგოლებს სიმტკიცის გაზრდის მიზნით?

კონტრფორსი

36.ჩამოთვალეთ ღუზის ჯაჭვის შემადგენელი ნაწილები.ამოხაზეთ სქემა.

1-ვერეტინო; 2-სკობა; 3- დამაბოლოებელი სკობა; 4-დამაბოლოებელი რგოლი;


5-გაძლიერებული რგოლი; 6-ვერტლუგი; 7- ნორმალური რგოლი.
37.ვერტლუგს რა დანიშნულება აქვს ღუზის ჯაჭვის შერწყმაში?

ჯაჭვი რომ არ გადაიგრიხოს გემის ბრუნვის დროს.

38.რა გამოიყენება ღუზის ჯაჭვის შერწყმის ერთმანეთთან შესაერთებლად?

კენტერის (შემაერთებელი რგოლი) კავი.

39.რა ემსახურება ღუზის ჩაშვებას,ამოღებას და ჯაჭვის დაჭერას?

გემბანზე დამონტაჟებული ბრაშპილი.

40. .განმარტეთ რა არის გრძივი,განივი და ადგილობრივი სიმტკიცე.

განივი სიმტკიცე-გემის უნარი წინააღმდეგობა გაუწიოს განივი კვეთის ფორმის


ცვალებადობას განივი სიმტკიცე ეწოდება.

გრძივი სიმტკიცე- გემის უნარს წინააღმდეგობა გაუწიოს გემის საერთო ღუნვას


გრძივი სიმტკიცე ეწოდება.

ადგილობრივი სიმტკიცე-ეწინააღმდეგება ადგილობრივ დეფორმაციას.

41.განმარტეთ რა ძალები მოქმედებენ გემზე?

სიმძიმის და ამომგდები ძალა.

42.ფსკერის რომელი ძელები მიედინებიან გრძივად?

ბრუსკოვი და სერტიკალური კილი,აგრეთვე ფსკერის სტრინგერი.

43.რა განსხვავებაა ვერტიკალურ კილსა და ფსკერის სტრინგერს შორის?

ფსკერის სტრინგერი იჭრება ყველა ფლორზე.

44.რა სახეობის არის ბორტის განივი ძელები?

ტვინდეკის და ტრიუმის შპანგოუტი.

45. რისგან მზადდება ბორტის განივი ძელები?

კუთხურა,შველერი,ბულბისებურისგან.

46.რომელი ძელებით იკრიფება ბორტი.

შპანგოუტით და ბორტის სტრინგერით.

47.რა სიხშირით აყენებენ ჩარჩოსებურ შპანგოუტს?


5-6 შპაციის შემდეგ.

48.რაზეა დამოკიდებული ბორტის სტრინგერების რაოდენობა?

ბორტის სიმაღლეზე.

49.რა განსხვავებაა ტანკერის და მშრალტვირთმზიდის მთავარ გემბანს შორის?

მშრალტვირთმზიდის გემბანი გამოირჩევა დიდი ამოჭრებით.ტანკერის გემანს კი არ


გააჩნია დიდი ამოჭრები.

50.რა დანიშნულება აქვს ცრუბორტის მოაჯირებს ?

მისი ძირითადი დანიშნულებაა ღია გემბანის შემოღობვა.

51.ჩამოთვალეთ ცრუბორტის მოაჯირების სახეობები.

მუდმივი, მოხსნადი და გადასაწვენი

52.რა განზომილება აქვს ფერდზედის მოაჯირებს?

ცრუბორტის სიმაღლე მერყეობს 1-იდან 1,5 მეტრამდე, ფურცლების სისქე შეიძლება


იყოს 3-8მმ, ხოლო ყენდება 1,2-1,8 მ-ის დაშორებით ერთმანეთისგან

53.როგორ მაგრდება ცრუბორტის მოაჯირები გემბანთან?

მაგრდება გემბანთან დგარების, გნებავთ, ბოძკინტების მეშვეობით, რომლებიც


ყენდება 1,2 – 1,8 მ-ის დაშორებით ერთმანეთისაგან. ფალშბორტი, შედარებით არის
სუსტი კონსტრუქცია, არ მაგრდება შირსტრეკთან. ფალშბორტის ქვედა კიდესა და
შირსტრეკის ზედა კიდეს შორის, 100 -300 მმ სიმაღლის სივრცეს ტოვებენ ღიად,
შემოსხმული წყლის გემბანიდან შეუფერხებელი გადინების უზრუნველსაყოფად.

54.საჭის მოწყობილობის დანიშნულება?

საჭის მოწყობილობა უზრუნველყოფს გემის მართვადობას, იჭერს გემს დანიშნულ


კურსზე ან უცვლის მოძრაობის მიმართულებას.

55.ჩამოთვალეთ AZIPOD სისტემის უპირატესობა გემის მანევრირებისთვის.

1) უფრო დიდი მანევრირება, რადგანაც პროპელერი შეიძლება შევაბრუნოთ ყველა


მიმართულებით.
2) გემების დიდი სიგანის შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნეს ორი ან მეტი
ასიპოდი. ეს უზრუნველყოფს დახვეწილ მანევრირებას.
3) ზოგავს უამრავ ადგილს სამანქანო განყოფილებაში.
4) სისტემა შეიძლება განთავსდეს გემის სიმაღლეზე ქვემოთ, რაც უზრუნველყოფს
უფრო მეტ ეფექტურობას, ვიდრე ჩვეულებრივი სისტემა.
5) გვერდითი thruster- ის გამოყენება აღმოფხვრილია, რადგან ბოძები შეიძლება
გამოყენებულ იქნას მხარის მიწოდების უზრუნველსაყოფად.
6) დაბალი ხმაური და ვიბრაცია ვიდრე ჩვეულებრივი სისტემა.
7) დაბალი საწვავის და ზეთების ხარჯი.
8) გარემოსდაცვითი.

56.გემსაბმელი მოწყობილობის დანიშნულება.

გემსაბმელი მოწყობილობის დანიშნულებაა გემის საიმედოობის უზრუნველყოფა


როგორც ნავსადგურში დგომისას ასევე გემის ბორტთან

57.სამაშველო საშუალების დანიშნულება.

მისი დანიშნულებაა გადაარჩინოს ეკიპაჟის და მგზავრები იმ შემთხვევაში თუ


საჭიროება დარჩება გემის დატოვების.

58.როგორ იყოფა სამაშველო საშუალებები.

ინდივიდუალური და კოლექტიური სამაშველო საშუალებებად.

59.სამაშველო ტივის სახეები.

სამაშველო ტივები არის მყარი და გასაბერი, ჩასაშვები და გადასაგდები.

60.რა არის კანჯო და სახეობა დანიშნულების მიხედვით.

კანჯო არის სამაშველო საშუალების ერთ-ერთი სახეობა, რომელიც სტიქიური


უბედურების დროს გემის დატოვების დროიდან უზრუნველყოფს ადამიანების
სიცოცხლეს. გვაქვს 3 ტიპის კანჯო: სამაშველო, სამუშაო და მორიგე

61.ცნება თავისუფალი სამაშველო კანჯოს შესახებ.

თავისუფალი ვარდნით სამაშველო კანჯო დაპროექტებულია ისე რომ დაიცვას


ხალხი საშიში აჩქარებისგან ჩაშვების დროს. სრული დატვირთვისას აქვს ისეთი
სიმტკიცე რომელსაც შეუძლია გაუძლის თავისუფალ ვარდნას 1,3 ჯერ მეტი
სიმაღლიდან, რომელიც არის გათვალისწინებული
62.ნავკოჭის ტიპები.

სამაშველო კანჯოს ჩასაშვებად წყალზე და ამოსაღებად იყენებენ იყენებენ ნავკოჭებს.


არის რამდენიმე სახის: ერთშარნირიანი, ორშარნირიანი, დახრილი და სრიალა.

63.წყალგაუმტარი კარების ტიპები.

საკეტი მექანიზმიდან გამომდინარე კარები იყოფა 3 კლასად:

1.კლასი-კარები მარყუჟზე, იკეტება ხელით;

2.კლასი- კლინკეტური (ფარსახურის) კარები იმართება ხელით და ჰიდრავლიკური

გამაძლიერებლებით;

3.კლასი- კლინკეტური კარები მექანიკური ან ხელით მართვადი;

64.რა სახეობის არის ფლორა?აჩვენეთ სქემატურად.

წყალგამტარი, წყალგაუმტარი, ღია.

65.რა სახეობის არის ვერტიკალური კილი? აჩვენეთ სქემატურად

1) ბრუსკოვი 2) გვირაბისებური 3) ფურცლოვანი

1) 2) 3)

66.განმარტება გვირაბისებული კილის შესახებ. ამოხაზეთ.

გვირაბისებური კილი წარმოადგენს დიამეტრალური სიბრტყის მიმართ მიმავალ ორ


პარალელურ რკინის ფურცელს, რომლებიც დაცილებული არიან ერთმანეთისგან

1-1.5 მ-ით.
67.ჰორიზონტალური კილის განმარტება და სად არის განლაგებული.

ჰორიზონტალური კილი მდებარეობს კორპუსის ყველაზე ქვედა ნაწილში და გემის


მთლიან სიგრძეზე მიუყვება.

68.მოკლედ დაახასიათეთ ღუზა ხოლა და რატომ ნახა ყველაზე ფართო გამოყენება?


yvela im Ruzebidan, romlebsac ar aqvT Stoki da aqvT mbrunavi TaTebi Ruza
ხოლალამ naxa yvelaze farTo gamoyeneba. Mmas aqvs ubralo konstruqcia,
rac uzrunvelyofs saimedoobas eqsploataciis dros. xolla Sedgeba
veretinosagan da yuTisagan, romelic warmoadgens trეnds Camosxmuls
TaTebTan erTad. imisaTvi, rom veretino moZravad iyos SeerTebuli yuTTan
amisaTvis yuTSi aris gamWrili naxvreti, romelSic magrdeba veretino

69.რა განსხვავებაა მშრალტვირთმზიდი და ტანკერის ძირითად კორპუსს შორის.

ტანკერს გააჩნია გრძივი და განივი ტიხრები, მშრალტვითმზიდს კი მხოლოდ განივი.

70.რა დანიშნულება აქვს ტანკერის განივ ტიხარს?

ამცირებს თავისუფალ ზედაპირს.

71. .რა დანიშნულება აქვს ტანკერის გრძივ ტიხარს?

ტანკერის გრძივი ტიხრები ამცირებენ თავისუფალ ზედაპირს განივი რყევის დროს,


რაც საგრძნობლად ამცირებს ცუდ ზემოქმედებას გემის მდგრადობაზე.

72.რატომ აყენებენ სატვირთო ტრიუმების სიგანის შუა ნაწილში , დიამეტრალური


სიბრტყის ხაზზე ხსნად ხის ან მეტალის ტიხრებს?

გემის რწევის დროს მარცვეული ან სხვა ნაყარი ტვირთების ძვრა-ყრის აღსაკვეთად.

73.რა შედის გემის სატვირთო სათავსოს აღჭურვილობაში.

გარსამოსი, შპანგოუტი, კავები, რიბინსები, იატაკი, ფსკერის (ლიალის) სახურავი,


მეორე ფსკერის ფენილობა.

74.ვინ აწარმოებს ტექნიკურ ზედამხედველობას გემების კორპუსზე და მის


მექანიზმებზე?
საკლასიფიკაციო საზოგადოებები: ინგლისური ,,ლოიდი“, ბიურო ,,ვერიტსი“
საფრანგეთი, ამერიკული ბიურო ,,სუდახოდსტვა“, ,,ნიპონ კაიჯი კიოკაი“ - იაპონია
და რუსული რეგისტრი ,,სუდახოდსტვა“.

75.რა ახდენს გემის კორპუსის და მისი ელემენტების მდგომარეობის გაუარესებას?

ზღვის წყალი, ატმოსფერული ნალექები, მაღალი ტენიანობა, ქარი, ტემპერატურული


ცვალებადობა, ტალღების დარტყმები, სხვადასხვა სატვირთო სამუშაოები და
ქიმიური კოროზია.

76.რა იწვევს გემის კორპუსის და კონსტრუქციებს კოროზიას?

ზღვის წყალი, ატმოსფერული ნალექები, მაღალი ტენიანობა, ტვირთის


ელექტროქიმიური ზემოქმედება.

77.რა მეთოდიკით ხდება გემის კორპუსის ტექნიკური მდგომარეობის შეფასება?

,,საზღვაო-სატრანსპორტო გემების კორპუსის დეფექტაციის მეთოდიკის“


საფუძველზე.

78.რა იწვევს გემის წყალქვეშა კორპუსის გარშემოზრდას?

ზღვის ორგანიზმები და მცენარეები.

79.რა ნეგატიურ მოქმედებებს იწვევს გემის კორპუსის გარსშემოზრდა?

იწვევს გემის სიჩქარის დავარდნას და ტვირთამწეობის შემცირებას.

80.რა დამცავი ზომები არსებობს გემის წყალქვეშა კორპუსის გარსშემოზრდის


თავიდან ასაცილებლად?

გარსშემოზრდის ფენა გემის კორპუსიდან იწმინდება დოკში და იღებება


სპეციალური საღებავებით.

81.გემის კორპუსის დამცავი მეთოდები ელექტრო კოროზიისგან?

გემის კორპუსის დაცვა ელექტროკოროზიისგან შეიძლება საღებავის დაფარვით,


პროტექტორული დამცავით და კათოდური დამცავით.

82.რა არის ანოდი და მისი გამოყენება კორპუსის დასაცავად კოროზიისგან?

გემის კორპუსის წყალქვეშა ნაწილზე და საბალასტე ტანკებში მაგრდება


პროტექტორები. პროტექტორი რკალისებური ფორმისაა და მზადება ალუმინის
შენადნობისაგან, რომელსაც გააჩნია ძლიერი ელექტრო პოტენციალი და არის ანოდი.
ელექტროდენი მიედინება პროტექტორიდან კორპუსზე, პროტექტორი იხსნება
წყალში და რის შედეგადაც კორპუსის წყალქვეშა მეტალი შეინახება.

83.ცნება კათოდური დამცავი სისტემის გამოყენება გემის წყალქვეშა კორპუსის


ელექტრო კოროზიისგან.

ელექტროქიმური კოროზიისგან ყველაზე ეფექტიური დამცავი არის „კათოდური


დამცავი“ , რომელიც ყენდება გემის წყალქვეშა კორპუსის ნაწილზე. ასეთი დაცვის
დროს დენის უარყოფითი ბოლო მიერთებულია დასაცავ მეტალზე, ხოლო დადებით
ბოლო დამხმარე ანოდზე. ასეთი მეთოდით დენი წყალში მიედინება ეკრანებიდან
კორპუსზე რაც იცავს გემის კორპუსს ელექტრო კოროზიისაგან.

84.რამდენი სახისაა ბრაშპილი?

ორი: ელექტრო და ჰიდრავლიკური

85.რა წარმოადგენს ბრაშპილზე ღუზის ჯაჭვის ამოსაღებად დამაგრებული


ვარსკლავი?

მას აქვს სპეციალური ჩაღრმავება, რომელშიც ჯდება ჯაჭვის რგოლები და მისი


ბრუნვისას ახდენს ღუზის ჯაჭვის ჩაშვებას და ამოღებას.

86.რისთვის გამოიყენება ბრაშპილზე დამონტაჟებული დოლი?

ბრაშპილზე დამონტაჟებული დოლი გამოიყენება გემსაბმელი თოკების დასაჭიმად.

87.გემის სვლის დროს ღუზის ჯაჭვის დასამაგრებლად რა ტიპის ჩამკეტებს იყენებენ?

ხრახნიან ჩამკეტს, ჩასატანებელი ჩამკეტით, ქანქარიანი ჩამკეტი, ჯაჭვიანი ჩამკეტი


და ჩამკეტები დისტანციური მართვით.

88.რა დანიშნულება აქვს გემის ბალასტის სისტემაში მილგაყვანილობის ქსელს,


არმატურას, დანადგარებს, მიღებს და ამოშრობის სისტემას?

ბალასტის (ბორტგარე წყლის) მიღება, გადაადგილება გემზე და ამოშრობა.


ამომშრობი სისტემა ემსახურება წყლების, რომლებიც გროვდებიან ტრიუმებში და
სამანქანო განყოფილებაში, ბორტს გარეთ გადაღვრას და მათ ამოშრობას.

89.წყალწყვის რამდენ პროცენტს შეადგენს მშრალტვირთმზიდ გემებზე ბალასტის


რაოდენობა და რამდენს ტანკერებზე?
მშრალ ტვირთმზიდ გემებზე ბალასტის რაოდენობა შეადგენს მისი წყალწყვის 15-
20%, ხოლო ტანკერებზე 50%-ს.

90.ჩამოთვალეთ გემის რყევის დამაწყნარებებლი სისტემები ტიპები.

გემის შემამცირებელ სისტემებს განეკუთვნება აქტიური და პასიური


დამაწყნარებლები, ასევე აქტიური ტანკები და სკულის სარტყელზე მიდგმული კილი

91.ჩამოთვალეთ გემის რყევის შემამცირებელი აქტიური და პასიური სისტემები.

პასიური სისტემა ეფუძნება სტაბილიზაციის შექმნას გემის მოძრაობის დროს. მათი


გამოყენებისას არ არის საჭირო სპეციალური ენერგიის წყარო და კონტროლის
სისტემა. აქტიური სისტემა კი აკონტროლებს სპეციალურ მარეგულირებელ
მოწყობილობას, რომელიც გემის ვიბრაციას პასუხობს. აქტიური სისტემები უფრო
ეფექტურია, თუმცა მათ სჭირდებათ დამატებითი ძალა სამუშაოებისათვის.

92.ცნება გემის რყევის შემამცირებელი სისტემის „გიროსკოპი“-ს შესახებ.

რყევის შემამცირებელი სისტემა „გიროსკოპი“ წარმოადგენს ძლიერ გიროსკოპს,


რომელსაც ამონტაჟებენ ვერტიკალურად. გემის გადახრა იწვევს გიროსკოპის ღერძის
შებრუნებას, რის შედაგადაც წარმოიქმნება გიროსკოპური მომენტი, რომელიც არის
რყევის შემამცირებელ მომენტი. გიროსკოპიური დამამშვიდებლები შეიძლება იყოს 2
სახის: პასიური და აქტიური. პასიური წარმოექმნება ავტომატურად გემის რხევაზე,
აქტიური კი ძალდატანებით.
მინუსები: სიმძიმე, მაღალი ფასი, მექანიზმისა და ექსპლუატაციის სირთულე

93.რას ემსახურება ამომშრობი და წყალგადამღვრელი სისტემები.

ამომშრობი სისტემა ემსახურება წყლების, რომლებიც გროვდებიან ტრიუმებში და


სამანქანო განყოფილებაში, ბორტს გარეთ გადაღვრას და მათ ამოშრობას.
წყალგადამღვრელი სისტემა განკუთვნილია გემის კორპუსში ავარიულ სიტუაციებში
წეული დიდი რაოდენობის წყლის ბორტგარეთ გადასაღვრელად.

94.რა არის გემზე ხანძრის წარმოშობის მიზეზები,ჩამოთვალეთ.

გემზე ხანძრის წარმოშობის მიზეზები არის ცეცხლთან გაუფრთილებელი მოპყრობა,


ელექტრო გაყვანილობაში მოკლე ჩართვა, ნაპერწკლების ამოფრქვევა საკვამლე
მილიდან, ზოგიერთი ტვირთების (ბამბა, ნახშირი) თვითანთება.
95.რა შეიძლება ჩაითვალოს პასიურ გამაფრთხილებელ ზომებად (გემის დაყოფა
ცეცხლმდეგი ტიხრებით და პლათფორმებით).

პასიურ გამაფრთხილებელ ზომებად შეიძლება ჩაითვალოს გემის დაყოფა


ცეცხლმდეგი ტიხრებით და პლატფორმებით, ადვლადაალებადი ნივთიერებების
განთავსება სპეციალურ სათავსებში, არაწვადი მასალების გამოყენება გემის
აშენებისას და სხვა.

96.ჩამოთვალეთ ცეცხლგამძლე ტიხრების სამი კატეგორია და გამძლეობა


ტემპერატურებზე:

-კატეგორია A, რომელსაც შუძლია გაუძლოს მაღალ ტემპერატურას 60 წთ.


განმავლობაში.

-კატეგორია B, რომელსაც შუძლია გაუძლოს მაღალ ტემპერატურას 30 წთ.


განმავლობაში.

-კატეგორია C, რომელსაც შუძლია გაუძლოს მაღალ ტემპერატურას 15 წთ.


განმავლობაში.

97.კატეგორია A

რომელსაც შუძლია გაუძლოს მაღალ ტემპერატურას 60 წთ. განმავლობაში.

98.თვალ-კატეგორია B

რომელსაც შუძლია გაუძლოს მაღალ ტემპერატურას 30 წთ.

99.კატეგორიაC

რომელსაც შუძლია გაუძლოს მაღალ ტემპერატურას 15 წთ. განმავლობაში.

100.სახანძრო სიგნალიზაციია სისტემა, რას აუწყებს ეკიპაჟს?

ეკიპაჟს აუწყებს ხანძრის წარმოშობის და მის ადგილმდებარეობის შესახებ.

101.ჩამოთვალეთ ხანძრის ქრობის სისტემები.

წყლით ქრობის, ქაფით ქრობის, მოცულობითი აირ-ორთქლური, ორთქლით,


ინერტული აირებით და ჰალონებით ქრობის სისტემები.

102.ჩამოთვალეთ ხანძარსაწინააღმდეგო მომარაგება და ინსტრუმენტები?

ხელის გადასატანი ცეცხლსაქრობები, სახანძრო ლულები, შლანგები, ქაფის სახანძრო


გენერატორები, ინსტრუმენტები (ძალაყინი, ჯახი, ბარჯი და სხვა), სპეციალური
ცეცხლგამძლე და თერმომდგრადი კოსტიუმები.
103.სად უნდა იყოს ხანძარსაწინაარმდეგო მომარაგების და მათი განთავსების
ადგილები ნაჩვენები.

ხანძარსაწინააღმდეგო მომარაგების და მათი განთავსების ადგილები ნაჩვენები უნდა


იყოს ხანძარსაწინააღმდეგო გეგმაზე ( Fire Plan), რომელიც უნდა იყოს გამოკრული
თვალსაჩინო ადგილას, ხოლო 2 ეგზემპლიარი სპეციალურ ლითონის პენალში
მოთავსებული და განთავსებული ზედნაშენში შესასვლელ კარებთან, ორთავე
ბორტზე.

104.ხანძრის ავტომატური სიგნალიზაციის რამდენი ტიპი არსებობს?

ორი ტიპი: ელექტრული და კვამლური.

105.სანიტარული სისტემა გემები რამდენი დამოუკიდებელი სისტემით არიან


აღჭურვილი:

გემის სანიტარულ სისტემებს მიეკუთვნება საყოფაცხოვრებო, წყალმომარაგების,


ჩამდინარე და ფანური სისტემები. საყოფაცხოვრეო წყალმომარაგების მიზნით ,
გემები აღჭურვილი არიან სამი დამოუკიდებელი სისტემით: სასმელი წყლის,
მტკნარი დასაბანი წყლის და ბორტგარე წყლის.

106.რას ემსახურება ჩამდინარე და ფანური სისტემები?

ფანური სისტემა ემსახურება ფეკალური წყლების მოცილებას ტუალეტებიდან,


რომლებიც ჩაედინება სპეციალურ ცისტერნებში და სპეციალური დამუშავების

შემდეგ პერიოდულად გადაიტუმბება ზღვაში, ან ნავსადგურის სანაპირო


ცისტერნებში ან სპეციალურ მცურავ საშუალებებში.

ჩამდინარე წყლების სისტემა გამოიყენება პირსაბანი ნიჟარებიდან, აბაზანიდან,


საშხაპეებიდან, სამრეცხაოდან, სამზარეულოდან ჩამოდენილი წყლების ბორტმიღმა
(ან ცისტერნებში) გადასაღვრელად.

107.ფეკალური ცისტერნები წყლის გასაწმენდად რა გამწმენდი მოწყობილობებით


არის აღჭურვილი.

ქიმიური გარეცხვის და ორთქლით დამუშავების მილგაყვანილობით,ხოლო


გადავსების შემთხვევების ასაღკვეთად სიგნალიზაციით.

108.რას ემსახურება გათბობის, კონდიცირების და ვენტილაციის სისტემები?

ჰაერის კონდიციონირების სისტემა ემსახურება გემის სათავსებში განსაზღვრული


ტენიანობისა და ტემპერატურის ჰაერის მიწოდება.
გათბობის სისტემა ემსახურება საცხოვრებელი და სამოსამსახურო სათავსების
გათბობას, ბორტგარე ჰაერის დაბალი ტემპერატურის დროს.

ვენტილაციის სისტემა ემსახურება სატვირთო სათავსების, სამანქანო-საქვაბე და


სატუმბო განყოფილებების ვენტილირებას.

109.ჩამოთვალეთ გემის სისტემები.

ბალასტის,ამოსაშრობი,სახანძრო,სატვირთო სისტემა,გათბობის,ვენტილირების,
სანიტარული სისტემები.

110.ჩამოთვალეთ ენერგომატარებლების მიხედვით-გათბობის სისტემები.

1. ჰაერით გათბობით სისტემა; 2. ორთქლით გათბობის სისტემა; 3. წყლით გათბობის


სისტემა; 4. ელექტროგათბობის სისტემა.

You might also like