You are on page 1of 3

ყველამ იცით ისეთი ტრანსპორტის სახეობები, როგორებიცაა მოტოციკლეტი, მოპედი ,

ველოსიპედი და სხვა. ეს არის ტრანსპორტის და გადაადგილების ისეთი საშუალება ,


რომელიც მეტად საფრთხის მომცველია. საფრთხეში ვგულისხმობ იმას, რომ ავარიისას ამ
ტრანსპორტში უფრო დიდია შანსები ადამიანის მძიმედ დაშავების. სწორედ ამიტომ
გამოიგონეს თავდაცვითი და უსაფრთხოებისთვის სპეციალური ხელსაწყოები ,
როგორიცაა მაგალითად ჩაფხუტი. ეს არის გარედან მყარი და შიგნიდან რბილი მასალით
დამზადებული ეგრეთწოდებული ქუდი, რომელიც ადამიანს დაზიანებებისგან იცავს .
მაგრამ რა კავშირი აქვს ამას ფიზიკასთან? როგორ ეხმარება ჩაფხუტის აგებულება მას
მოვალეობის შესრულებაში? ამას ყველაფერს მოგახსენებთ.

დავიწყოთ იმით რომ თითქმის ყველაფერი ფიზიკაა. ადამიანის მოძრაობა ,


გადაადგილება, დედამიწის ბრუნდა მზის გარშემო, ვარდნა , სისწრაფე და ა .შ . ეს თემაც
ფიზიკასთან კავშირშია. დავიწყოთ იმით თუ რა ხდება მას შემდეგ რაც მძღოლი უეცრად
მუხრუჭის პედალს აჭერს ფეხს. ამ დროს ითიშება პროპელერი, რომელიც ატრიალებს
საბურავებს და ისინი ტრიალს წყვეტენ. ხახუნის ძალით კი სიჩქარე თანდათან კლებულობს
მანამ სანამ არ გაჩერდება. ხახუნი ეს არის ფიზიკური ძალა, რომლის დროსაც ორი
სხეულის ზედაპირი ერთმანეთს ეხახუნება და ერთერთი სხეულის გაჩერებას ახდენს . ამ
შთხვევაში ერთმანეთს ეხახუნება საბურავი და გზა. შეიძლება ასევე მანქანამ გარკვეული
მანძილი იაროს და შემდგომში თუ ძრავას გავუთიშავთ, ინერციით აგრძელებს მოძრაობას .
ინერცია არის სხეულის თვისება - შეინარჩუნოს თავისი უძრაობის ან თანაბარი სწორხაზოვანი
მოძრაობის მდგომარეობა.

როგორ შეიძლება ჩაფხუტმა დაიცვას ადამიანი ავარიის შემთხვევაში ? როგორც უკვე


ვთქვით ჩაფხუტს აქვს 2 ფენა. გარე და შიდა. გარე ფენა არის დამზადებული მყარი
მასალისგან. ეს იმიტომ რომ გაუძლოს იმ მძიმე და ძლიერ დაბრკოლებების შენახებას,
როგორიცაა მაგალითად ბეტონი ან კედელი. გაუძლოს დაჯახების ძალას. ის ასევე
ადამიანის თავის უსაფრთხოებას უფრო ზრდის. ხოლო შიდა ფენა დამზადებულია
დეფორმირებადი რბილი მასალით, რადგან შეჯახებისას თავი რბილადაა და
დეფორმირებადი მასალა არ აძლევს თავს იმის უფლებას რომ მყარ სხეულამდე
მიაღწიოს. დეფორმაცია კი არის სხეულის შემადგენელი ნაწილაკების ადგილის ცვლა ,
რაც იწვევს მისი მოცულობის ან ფორმის ცვლილებას. შეჯახებისას ეს რბილი მასალა
დეფორმირდება და ქმნის უსაფრთხო გარემოებას, რაც იცავს ადამიანს თავის
დაზიანებებიაგან.

გარდა ჩაფხუტისა ასევე არსებობს სხვა დამცავი მექანიზმები , რომლებიც


უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას. მაგალითად აირბაგი და ღვედი . აირბაგი ეს არის
ჰაერით სავსე პარკი, რომელიც შეჯახებისას უმალვე იხსენება და იბერება . ეს ისე სწრაფად
ხდება, რომ ადამიანები მოძრაობასას ვერ ასწრებენ. დაჯახებისას ადამიანის სხეული
უნებურად წინ მიიწევს და სწორედ აირბაგი იცავს ამ დროს ადამიანს .

ღვედიც იგივე პრინციპით მუშაობს. ის არ აძლევს ადამიანის სხეულს სწრაფად


მოძრაობის უფლებას. რომ ვცადოთ და სწრაფად მოვქაჩოთ ის, ვერ შევძლებთ. იმწამსვე
იჭედება. ხოლო თუ ნელა მოვქაჩავთ, თავისუფლად გამოგვივა.

სხეულის იმპულსი არის მისი მასისა და სიჩქარის ნამრავლი. P=m·v

სხვადასხვა მასის სხეულებს ვერ ექნებათ მსგავსი იმპულსი, თუ მათ სიჩქარე აქვთ
ერთიდაიგივე.

სხვადასხვა სიჩქარის სხეულებს მსგავსი იმპულსი ვერ ექნებათ.

აირბაგი მოქმედებას იწყებს იმ ძალით, რომელიც დაჯახებისას, ავარიისას წარმოიქმება .


იგი ამ დროს მალევე იხსება და პარკს ჰაერით ბერავს.
შესაძლოა სხეულზე მოქმედი ძალა იყოს მუდმივი, მაგრამ მისი შემცირება შეიძლება მასის
გაზრდით.

You might also like