You are on page 1of 56

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი

საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტი

გემთმექანიკის კათედრა

სპეციალობა: „გემების ენერგეტიკული დანადგარების ექსპლოატაცია“

გემის აგებულება და თეორია


ნაწილი პირველი

სალექციო კურსი

ბათუმი
2 0 11

1
თავი I
ზოგადი ცნობები გემების შესახებ
საზღვაო გემების ტიპები, განზომილებანი და მოყვანილობანი

§1. ცნება გემის შესახებ.


გემი წარმოადგენს რთულ ტექნიკურ მცურავ ნაგებობას, რომელსაც შეუძლია მიიღოს და
ატაროს ტვირთები, რომლისთვისაც განკუთვნილია ის. ამასთან, შეინარჩუნოს თავისი კორპუსი
გარკვეულ მდგომარეობაში წყლის ზედაპირთან მიმართებით და გადაადგილდეს მასზე საჭირო
მიმართულებით.
ყოველი გემი უნდა აკმაყოფილებდეს რამოდენიმე ძირითად მოთხოვნას. კერძოდ, ის უნდა
იყოს საკმაოდ მტკიცე იმისათვის, რომ გაუძლოს შიდა და გარე ძალების ზემოქმედებებს, იყოს
წყალშეუღწევი, მარჯვედ და მდგრადად გადაადგილდებოდეს წყლის ზედაპირზე.
გემის კორპუსის წყალშეუღწევობა მიიღწევა მისი გარსის შეკრულობით იმისათვის, რომ
გაუძლოს შიდა და გარე ძალების ზემოქმედებებს, მისი გარსი ანუ გარსამოსი საჭიროებს სიმტკიცის
ამამაღლებელ სამაგრებს, რისთვისაც მას შიდა მხრიდან ამაგრებენ გასწვრივი, განივი და შვეული
საბმურებით ანუ ქმნიან გემის ჩონჩხს, რაზედაც შემდგომ მაგრდება გარსამოსი.
გემი რომ გამოყენებული იქნას მისი დანიშნულების მიხედვით, ტვირთების საიმედოდ
განსალაგებლად, მგზავრების და ეკიპაჟის წევრების განსათავსებლად გამოიყენება გემის კორპუსის
შიდა სივრცე, რომელიც ამ მიზნით უკეთ გამოყენებისათვის და გემის ორი მეტად მნიშვნელოვანი
საზღვაო თვისებების - ჩაუძირვადობის და მდგარობის უზრუნველსაყოფად იყოფა წყალგაუმტარი
ტიხრებით რამდენიმე ნაკვეთურად.
კორპუსის მნიშვნელოვანი ნაწილი უჭირავს ასევე, სამანქანე-საქვაბე განყოფილებას, სადაც
განლაგებულია მთავარი ძრავა, ორთქლის ქვაბები და სხვა მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფენ
გემის მთავარი ძრავას მუშაობის საიმედოობას და ზოგადად გემის სრულქმედუნარიანობას. გემის
კორპუსში განლაგებული სათავსების მოცულობა უმრავლეს შემთხვევაში ვერ აკმაყოფილებს
გემთმფლობელების მზარდ მოთხოვნებს, ამიტომ გამოსაყენებელი სასარგებლო ფართის გაზრდის და
საზღვაო თვისებების გაუმჯობესების მიზნითაც, მთავარი გემბანის ზემოთ, რომელიც ჩვეულებრივ
წარმოადგენს კორპუსის ზედა გადახურვის ფენილობას, აკეთებენ დამატებით შენობა-სათავსებს ანუ
ზედნაშენებს.
გემების სვლაუნარიანობას და მანევრირებას, ასევე დანიშნულების მიხედვით სრულად
გამოყენებას, უზრუნველყოფს შემდები ძირითადი დანადგარები და მოწყობილობანი:
მთავარი ძრავა, ორთქლის ქვაბები, დამხმარე ძრავები (დიზელგენერატორები ან
ტურბოგენერატორები) საჭის მოწყობილობა, საღუზე, მისაბმელი, ტვირთამწევი (მშრალი ტვირთის
გემებზე), სამაშველო და სხვა მოწყობილობანი. გარდა ამისა, გემს სრული „სიცოცხლისუნარიანობის“
უზრუნველსაყოფად გააჩნია სხვადასხვა სისტემები - მილთა და ტუმბოთა ერთობლიობა სხვადასხვა
აუცილებელი საქმიანობის შესანარჩუნებლად: წყლის ბალასტის, საწვავის, სატვირთო (თხევადი
ტვირთის გემებზე), ხანძარსაწინააღმდეგო, წყალამომშრობი, სასმელი და სანიტარული წყლების
მიღება-გაცემის ან მიწოდება-გადატუმბვისათვის გემის შიგნით თუ გარეთ. ზოგიერთი მათგანი,
კერძოდ წყლის ამომშრობი, საბალასტე და ხანძრსაწინააღმდეგო სისტემები ამაღლებს გემის საზღვაო
თვისებებს და ზოგადად მის საიმედოობას, ხოლო ზოგი მათგანი, მაგალითად, სატვირთო სისტემა,
თხევადი ტვირთის გემებზე (ტანკერებზე), მათ ექსპლოატაციურ თვისებებს.
სანიტარული, სავენტილაციო, გათბობის და აირკონდიციონირების სისტემები კი
განკუთვნილია ეკიპაჟის და მგზავრების საცხოვრებელ-ყოფითი პირობების უზრუნველსაყოფად.
გემის მნიშვნელოვანი შემადგენელი ელემენტია მთავარ გემბანზემოთ განლაგებული შვეული და
ჰორიზონტალური მილისებური კონსტრუქციის ძელთა სისტემა ე.წ. რანჰოუტი, თავისი სამაგრი და
მოძრავი გვარლებით, რომლებიც გამოიყენებენ აფრიან გემებზე ძირითადად აფრების ასაწევად,
ხოლო თანამედროვე გემებზე ქმნიან ტვირთამწე და სასიგნალო-სანიშნე ნაკეთობანის გამოსაკიდ-
განსალაგებელ მოწყობილობას.
§2. გემების კლასიფიკაცია
2
თანამდეროვე საზღვაო გემები თავიანთი ზომებით, კონსტრუქციით, შესრულებული სამუშაოს
ხასიათით, გამოყენებული ძირითადი ენერგეტიკული დანადგარებით და სხვა მახასიათებლებით
საკმაოდ მრავალფეროვანია. ამ მრავალფეროვნებაში უკეთ გასარკვევად მიღებულია მათი
კლასიფიკაცია ანუ დაყოფა ჯგუფებად, სახეობებად და სხვ. ყველაზე უფრო მეტად მიღებულია
გემების კლასიფიკაცია დანიშნულების და ნაოსნობის რაიონის მიხედვით, მაგრამ, ასევე, ასხვავებენ
დაყენებული ძრავების, მაძრავების და სხვა თავისებურებანით.
ამგვარად, დანიშნულების მიხედვით სატრანსპორტო გემები შეიძლება დაიყოს შემდეგ
ძირითად ჯგუფებად:

1. სამგზავრო, - რომელიც განკუთვნილია მგზავრების გადასაყვანად სხვადასხვა


ნავსადგურებსა თუ პუნქტებს შორის.
2. სატვირთო გემები.
3. სარეწი გემები.
4. დამხმარე-სამოსამსახურო გემები.
5. ტექნიკური მომსახურების გემები.
6. სასწავლო-სამოსამსახურო გემები.
აქ ჩამოთვლილი კლასები შეიძლება დაიყოს ქვეკლასებად. ყველაზე მრავალრიცხოვან კლასს,
დანიშნულების მიხედვით, მიეკუთვმება სატვირთო გემები. რომლებიც სხვადასხვა ტვირთების
თავისებურებებიდან გამომდინარე, აიგებიან განსხვავებული წყობის, მოყვანილობის და
აღჭურვილობის და იყოფიან შემდეგ ქვეკლასებად:

3
1. საერთო დანიშნულების მშრალტვირთმზიდი ანუ „გენერალური“ ტვირთების მზიდი,
რომლებიც ძირითადად გადაიზიდება შეფუთულ-დაფასოებული ანუ ე.წ. ცალობითი ტვირთები.
2. სპეციალიზირებული მშრალი ტვირთის გემები:
ა) ხე-ტყის მზიდები.

ბ) ბალკერები ანუ მადანმზიდები - დიდი ერთგემბანიანი გემები განკუთვნილი ნაყარი


ტვირთების გადასაზიდად.

4
გ) კონტეინერმზიდები - გემები, რომლებიც მოწყობილია სატვირთო კონტეინერების
ჩასატვირთად და გადასაზიდად.
დ) რეფრიჟერატორები - გემები, რომლებიც განკუთვნილია მალფუჭებადი ტვირთების
გადასაზიდად და ამისათვის აქვთ ძლიერი სამაცივრო დანადგარები და სითბური იზოლაცია,
ძლიერი, სწრაფმავალობის უზრუნველმყოფი ძრავით.

ე) რო-რო ტიპის ანუ ჰორიზონტალური მეთოდით დატვირთვით ოპერაციების


განხორციელებისათვის საჭირო მოწყობილობა-დანადგარებით და აპარელებით აღჭურვილი გემები,
რაც აადვილებს და მნიშვნელოვნად აჩქარებს დატვირთვის და გადმოტვირთვის სამუშაოების
შესრულებას.

5
ვ) საზღვაო ბორნები - ავტომანქანების და რკინიგზის ვაგონების გადამზიდი გემები
მგზვრებთან ერთად.
ზ) თხევადი ტვირთების მზიდი გემები ანუ ტანკერები. ისინი თავისთავად იყოფიან:
ა) ნავთობმზიდებად,
ბ) ნავთობპროდუქტმზიდებად,
გ) აირმზიდებად (თხევადი აირები)
დ) ღვინო-სპირტოვანი პროდუქტების მზიდები.
ე) ლიხტერმზიდები ანუ მცირეწყალშიგიანი მომცრო მცურავი ერთეულების
გადამზიდი გემები. რომლებიც ჩამოიტვირთებიან წყალზე, დანიშნულების ნავსადგურის რეიდზე და
შემდგომ ბუქსირებით გადაიყვანებიან უფრო მეჩხერ წყლიან ნავსადგომებთან.
ბოლო პერიოდში, ხშირად აგებენ ორმაგი სპეციალიზაციის გემებს ე.წ. ბალკტანგერებს ანუ
ნავთობმადანმზიდებს, რომელთა სატვირთო სათავსები იძლევა საშუალებას, გემი ერთ-ერთი სახის,
მაგალითად, თხევადი ტვირთის გადმოცლის შემდეგ დაიტვირთოს ნაყარი ტვირთით სხვა
სათავსოებში, განკუთვნილი სრული ტვირთამწეობით, ყველგვარი დამატებითი ოპერაციების გარეშე.
აქ მოყვანილი ჩამონათვალი, რა თქმა უნდა, არ არის სრული, მაგრამ ძირითადად სწორად
ასახავს სატვირთო გემების ნაირსახეობებს.
სარეწი გემების კლასს მიეკუთვნებიან:
თევზსაჭერი გემები, კიბორჩხალმჭერები, ვეშაპებზე და სელაპებზე მონადირე გემები, თევზის
მიმღებ-გადამამუშავებელი გემები და სხვა.
დამხმარე-სამომსახურო გემების კლასს მიეკუთვნებიან:
ბუქსირები, ყინულმჭრელები, სალოცმანო და სარეიდო კატარღები, საწვავ-მომარაგების ანუ
საბუნკერე გემები, წყლის და მომარაგების გემები და სხვა.
ტექნიკური (ფლოტის) მომსახურების გემებს მიეკუთვნებიან:
მცურავი ამწეები, მცურავი სახელოსნოები, მიწახაპია და მიწასაწოვი მცურავი საშუალებები,
ამოღებული გრუნტის გადამზიდი გემები ე.წ. შალანდები გახსნადი ფსკერით.
სასწავლო-სამეცნიერო გემებს მიეკუთვნებიან სპეციალური გემები, რომლებიც აღჭურვილნი
არიან შესაბამისი ლაბორატორიებით, ხელსაწყო-დანადგარებით, აუდიტორიებით და კაიუტებით
სასწავლო-სამეცნიერო კვლევითი სამუშაოების ჩასატარებლად და შესაბამისი კონტიგენტის მეცნიერ
მუშაკთა, კურსანტების, ეკიპაჟის ყოფითი პირობების უზრუნველსაყოფად. გემების სპეციალურ
კლასს განეკუთვნებიან ასევე: დოკები, სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო გემები და სხვა.
ნაოსნობის რაიონის მიხედვით საზღვაო გემები იყოფა შემდეგ ჯგუფებად:
1. განუსაზღვრელი რაიონის, ანუ გემები, რომლებიც თავიანთი ტექნიკური მონაცემებით
ვარგისი არიან მსოფლიო ოკეანის ნებისმიერ რაიონში ნაოსნობისათვის.
2. განსაზღვრული რაიონის გემები, რომლებიც თავიანთი ტექნიკური მონაცემებით ვარგისი
არიან რომელიმე ზღვის შიდა აუზში ნაოსნობისათვის, კერძოდ:

6
ა) 200 მილამდე ნაპირიდან ანუ თავშესაფარ ნასადგურიდან დაშორებით.
ბ) 50 მილამდე ნაპირიდან (თავშესაფარ ნავსადგურებიდან) დაშორებით.
გ) ნავსადგურების აკვატორიების ფარგლებში ნაოსნობისათვის განსაზღვრულნი.
მაძრავი საშუალებების სახეობების მიხედვით გემები იყოფიან: 1. აფრიანები, 2. აფრა-
მექანიკურ-ძრავიანები, 3. მექანიკურ ძრავიანები. 4. ნიჩბიანები (დღეს ეს ჯგუფი წარმოდგენილია
მცირე ზომის მცურავი საშუალებებით - ნავებით).
აქედან მექანიკურ ძრავიანი გემები, გამოყენებული ძირითადი ენერგეტიკული დანადგარის
ანუ მთავარი ძრავების ტიპების მიხედვით, იყოფა შემდეგი სახის ჯგუფებად:
1. ორთქლმავლები ანუ ორთქლზე მომუშავე მანქანიანი გემები.
2. თბომავლები, - გემები, რომლის ძირითადი დანადგარია შიგაწვის ძრავა. დღეისათვის დიდი
უმრავლესობა გემებისა წარმოადგენს სწორედ თბომავლებს.
3. ტურბომავლები, - რომლებზეც მთავარ ძრავად გამოიყენებიან ორთქლის ტურბინები.
4. აირტურბომავლები.
5. დიზელ-ელექტრომავლები და ტურბო-ელექტრომავლები. ასეთ გემებზე მთავარი
ენერგეტიკული დანადგარები ელექტროძრავაა, რომლის მუშაობის უზრუნველყოფა ხორციელდება
შესაბამისი გენერატორებით - შიგაწვის ძრავათ ან ორთქლის ტურბინებით.
ატომომავალი გემები - მთავარი ძრავა წარმოადგენს ატომურ რეაქტორს.
მამოძრავებელი მოწყობილობების სახეობების მიხედვით გემები იყოფიან:
1. სანიჩბავ ხრახნიანები.
2. ბორბლიანები.
3. წყალმტყოფცნი ანუ წყლის ჭავლის მაძრავით.
4. აფრიანები და 5. ნიჩბიანები. ეს უკანასკნელნი, როგორც აღვნიშნეთ, წარმოდგენილი არიან
მცირე ზომის მცურავი საშუალებებით, რომლებიც თანამედროვე გაგების ნავების კლასში
მოიაზრებიან. თანამედროვე გემები განსხვავდებიან მოძრაობის ხასიათის მიხედვითაც. მათი
კლასიფიკაცია ამ მახასიათებლების მიხედვით გამოიყურება შემდეგნაირად:
1. წყალგამდენი ანუ ჩვეულებრივი გემები, რომლებიც წყალზედ მოძრაობისას ანუ
სვლაცურვისას განდევნის წყლის გარკვეულ რაოდენობას, სიჩქარის მიუხედავად.
2. გლისერული ანუ წყალზედ მოსრიალე მცურავი საშუალებანი.
3. ფსკერფრთიანი (ქვეფრთიანი) - განსაკუთრებული აგებულების ფსკერქვემო ფრთებით,
რომლებიც მოძრაობის სიჩქარის მატებასთან ერთად, წარმოქმნილი წყლის (ჰიდროდინამიკური)
ზემგდებქმედების შედეგად ამოიწევა წყლიდან, რის შედეგად მკვეთრად იზრდება მათი სიჩქარეც.
4. აირწნევის ბალიშბზე მსრბოლი გემები - აღჭურვილნი არიან მძლავრი აირწნეხებით.
ფსკერქვემო მაღალი წნევის შესაქმნელად, რის შედეგადაც გემის კორპუსი ამოიწევა წყლის ზემოთ,
ხოლო ჰორიზონტალურ მოძრაობას ახორციელებენ აირხრახნებით.

§3. გემების არქიტეტურა არქიტექტურული ტიპები და


მასთან დაკავშირებული ტერმინები

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ გემების დიდი უმრავლესობის კორპუსები,


მოძრაობისას წყლის წინააღმდეგობების შესამცირებლად, ასევე კურსზე (ამორჩეულ მიმართულების)
უკეთ ჭერის მიზნით, თავიანთი ფორმით, ზოგადად, წარმოადგენენ წაგრძელებულ ნაგებობებს
(თევზების მსგავსად), რომელთა სიგრძე ბევრად, 8-10-ჯერ აღემატება სიფართეს და თავსა და ბოლოში
დავიწროებული ანუ წამახულნი არიან, მაგრამ სხვადასხვა კლასის თანამედროვე გემების გარეგნული
მოყვანილობა ანუ არქიტექტურა მათი განსაკუთრებულობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად
განირჩევა ერთმანეთისაგან. მათ არქიტეტურაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი: გემის
დანიშნულება, მთავარი ძრავას განლაგება, გემთმშენებლობაში და ტვირთვითი ოპერაციების
განხორციელებაში დანერგილი ახალი ტექნოლოგიები და სხვა.
ამგვარად, თანამედროვე გემთმშენებლობაში გავრცელებულია ძირითადად შემდეგი ტიპის
გემთა მოყვანილობანი:

7
1. გლუვგემბანიანები - ხე-ტყის მზიდები. ასეთი სახის გემებს არ აქვთ ზედნაშენები. მათი
გემბანი სწორია გემის თავიდან მის ბოლომდე. მხოლოდ უკანა ნაწილში შეიძლება ჰქონდეს ჯიხური
ანუ კოშკური ტიპის ზედნაშენი.
2. მთლიანი, უწყვეტი განვითარებული ზედნაშენით - ასეთი არქიტექტურის არიან
ძირითადად სამგზავრო გემები და სამეცნიერო-კვლევითი დანიშნულების გემები.
3. სამკუნძულიანი გემები, რომელთაც აქვთ სამი ზედნაშენი წინ, შუაში და ბოლოში - ასეთებია
ძირითადად გენერალური ტვირთების გემები.
4. ორკუნძულიანი, რომელთაც ზედნაშენი განლაგებული აქვთ წინ და ბოლოში. ამასთან,
ბოლოში განლაგებული ზედნაშენი განვითარებულია სიმაღლეში.
5. წაგრძელებული უკანა ზედნაშენით.
6. კვარტერდეკური, როცა მთავარი გემბანი უკანა ნაწილში წამოწეულია 1-1,2 მეტრით. ამ
ნაწილში განლაგებულ სათავსკვეთურების მოცულობის გასადიდებლად.
გემების კორპუსის მოყვანილობის ხასიათზე საერთო წარმოდგენას შეგვიქმნის თუ მას
განვიხილავთ სამ ურთიერთპერპენდიკულარულ ჭრილის პროექციაში:
1. შვეული გასწვრივი ჭრილის, რომელიც გადის გემის თავის და ბოლოს შუა ხაზზე ანუ
დიამეტრალურ სიბრტყეზე (დ. ს.)
2. შვეულ განივ ჭრილში, რომელიც გადის გემის გამოთვლითიი სიგრძიის შუაზე ე.წ.
მიდელშპპაჰოუტის სიბრტყეზე.
წყალხაზზე გამავალ ჰორიზონტალურ სიბრტყეზე.
პატარა ზომის გემებზე, ღია გემბანებიდან ტალღით შემოსხმული წყლის უკეთ ჩასადინებლად,
გემბანები დიამეტრალური სიბრტყის ხაზში კეთდება შედარებით შემაღლებული, ფერდობისაკენ
გარკვეულ დაქანებით ქართულად ასეთ კონსტრუქციას ალბათ შეიძლება ვუწოდოთ „ზნექილობა“ ან
„ დაფერდება“ დაფერდების სიმაღლე ჩვეულებრივ შეადგენს 1/50 გემის სიგანისა. იმ გემბანებს და
ბაქნებს, რომლებიც განლაგებულია დახურულ შენობებში ზნექილობა არ გააჩნიათ, კეთდება
დაფერდებების გარეშე.
გემის კორპუსის წინა და უკანა ნაწილების კიდურა ძელები, რომლებზეც მაგრდება გემის
ჩონჩხის გრძივი ძელები, ასევე შეიძლება იყოს სხვადასხვა მოყვანილობის. წინა კიდურა ძელი-
ფორშტევენი წარმოადგენს კილის შვეულ გაგრძელებას, რომელიც ზედა ნაწილში გადახრილია წინ
დაახლოებით 10-150 _ით, რათა გემის ცხვირს მიეცეს ისეთი მოყვანილობა, რომ ნაკლებად მიიღოს
გემმა წყალი გემბანზე. უფრო რთული მოყვანილობისაა გემის უკანა კიდურა ძელი ახტერშტევენი,
მისი ეს რთული მოყვანილობა განპირობებულია იმით, რომ აქ განლაგებულია გემის სანიჩბავი ხრახნი
და საჭე - ორი მეტად მნიშვნელოვანი მოწყობილობა, რომლებიც უზრუნველყოფენ გემის მოძრაობას
და მანევრუნარიანობას. მათი რაიმესთან შეხების შედეგად დაზიანების აღსაკვეთად, გემის უკანა
ნაწილი და მისი უმთავრესი კიდურა ძელიც კეთდება შესაბამისი რთული ფორმის, რომელიც

8
ითვალისწინებს კიჩოს ისეთ კონსტრუქციას, რომელიც უზრუნველყოფს გემის უკანა ნაწილით
ნავმისადგომთან მიდგომისას ან გემთან და სხვა მცურაცი საშუალებების მიდგომისას კიჩოსთან,
დასახელებული მოწყობილობების კორპუსით დაცვას.
სხვადასხვა ტიპის გემებზე გემის უკანა ნაწილი კეთდება სხვადასხვანაირი: არის
მომრგვალებულ. ე.წ. „კრეისერული“, ან წაკვეთილი ე.წ. „ტორსული“. მე-20 საუკუნის ბოლო
მეოთხედში მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა გემის წინა ნაწილმაც ე.წ. „ბულბის“,
მომრგვალებული დინგის მიდგმით წყალქვედა ნაწილში (რაც კეთდება სიჩქარის გაზრდის მიზნით),
რის შედეგადაც შედარებით რთული მოყვანილობა მიიღო გემის ფორშტევენმაც.

თავი II
გემების ექსპლოატაციური და საზღვაოსნო მახასიათებლები

§4. გემის ძირითადი განზომილებანი და წყალწყვა


გემის კორპუსის მოყვანილობასა და ძირითადი განზომილებათა ხასიათზე წარმოდგენას
შეგვიქმნის თუ მას გავკვეთავთ სამ ურთიერთ პერპენდიკულარულ სიბრტყეზე: შვეულ გასწვრივი
სიბრტყით, რომელიც გადის გემის თავის და ბოლოს შუა ხაზზე და ეწოდება გემის დიამეტრალური
სიბრტყე - შემოკლებით დ/ს.
შვეული განივი სიბრტყით, რომელიც გადის გემის გამოთვლითი სიგრძის შუაზე ანუ ე.წ.
მიდელშპაჰოუტის სიბრტყით და ჰორიზონტალური სიბრტყით, რომელიც ემთხვევა წყლის ზედაპირს
და ეწოდება წყალხაზის სიბრტყე.
კორპუსის კვეთა წყალხაზის სიბრტყით წარმოდგენას გვიქმნის მის გარემოხაზულობაზე
ჰორიზონტალურ სიბრტყეში.
ხაზს, რომელიც შეესაბამება სრულ წყალწყვას, ეწოდება კონსტრუქციული წყალხაზი.
სრული ტვირთვის წყალხაზი ეწოდება მრუდე ხაზს, რომელიც წარმოიქმნება წყლის
ზედაპირის სიბრტყის გემის კორპუსის ზედაპირთან კვეთის შედეგად, როცა ის იმყოფება სრულ
ტვირთში. გამოთვლითი წყალხაზი ეწოდება წყალხაზს, რომელიც შეესაბამება გემის შყალშიგს,
რომლისთვისაც განისაზღვრება მისი მახასიათებლები.

9
გემის მთავარ განზომილებად იწოდება გემის ზომები ძირითადი სიბრტყეების
პარალელურად.
10
გემის კორპუსი სიმეტრიულია დიამეტრული სიბრტყის მიმართებით და ასიმეტრიულია
წყალხაზის სიბრტყის და მიდელშპანჰოუტის სიბრტყის მიმართებით.
კორპუსის კვეთა მიდელშპანჰოუტის სიბრტყით გვიჩვენებს გემის მოყვანილობას განივ
ჭრილში. ბორტის სიმაღლე და სიგანე აირს გამოთვლითი და უდიდესი. გემის სიგანე
მიდელშპანგოუტზე არის გემის უდიდესი სიგანე.
კორპუსის ქვედა დიამეტრალურ სიბრტყის მეშვეობით წარმოდგენას გვიქმნის კიდურა
ძელების (კილის - keel) და გემბანის (Deck) ხაზის ფორმასა და გემის სიგრძულ ზომებზე. გემის
სიგრძეს ცხვირისა და კიჩოს კიდურა ძელების გარე უკიდურეს წერტილებს შორის, ეწოდება
უდიდესი სიგრძე (Length overall) - შემოკლებით LOA, სიგრძეს წყალხაზის სიბრტყეში (როცა გემის
სრული ტვირთის წყალხაზზეა) გემის კიდურა ძელების გარე უკიდურესი ქიმების სრული ტვირთის
წყალხაზთან კვეთის წერტილებზე დაშვებულ პერპენდიკულარებს შორის, ეწოდება სიგრძე
პერპენდიკულარებს შორის შემოკლებით Lპ.შ.
გემის „ბორტის სიმაღლე” H - ეს არის შვეული მანძილი მიდელშპოანჰოუტზე
ჰორიზონტალური კილის შიდა ზედაპირიდან გემბანქვეშა ბიმსის ზედა კიდურამდე ანუ სუფთა
სივრცის სიმაღლე ფსკერსა და გემბანს შორის. „წყალშიგი“ (Draft) – გემის კორპუსის წყალში ჯდომის
სიღრმე განისაზღვრება მიდელშპანჰოუტზე, გემის ფსკერის გარე ქვედა უკიდურეს წერტილსა და
სატვირთო წყალხაზის სიბრტყის ხაზს შორის არსებულ მანძილით, ხოლო „წყალზემო“ ბორტი
წარმოადგენს სხვაობას ბორტის სიმაღლესა და წყალშიგს შორის.
წყალშიგი ხასიათდება გასწვრივი და განივი დახრილობის კუთხეებით (ნახ. 9.) თუ Tთ და Tბ
ერთმანეთის ტოლია, მაშინ იტყვიან, რომ გემი იმყოფება სწორ კილზე, თუ Tთ და Tბ შორის არის
სხვაობა, გემს აქვს „დიფერენტი“. ეს გასწვრივი დახრილობის კუთხე ჩვეულებრივ აღინიშნება ასო 
_ით (ფსი). თუ გემის ერთი მხარის (ბორტის) წყალშიგი ნაკლებია ან მეტია მეორე მხარის წყალშიგზე,
მაშინ წარმოიქმნება გვერდული დახრილობის  (თეტა), ქართულად მას ეწოდება „დახრიოლობა“ ან
„დაგვერდება“. იგი ჩვეულებრივ გამოიხატება გრადუსებში.
წყალწყვა (Displacement) – გემი ასევე ხასიათდება მოცულობითი და წონითი ზომებით:
მოცულობითი წყალწყვა, რომელიც წამოადგენს გემის კორპუსის წყალში ჩაძირული ნაწილის
მოცულობას კუბურ მეტრებში და წონითი წყალწყვა, რომელიც წარმოადგენს გემის წონას ანუ
კორპუსის მიერ გამოდევნილი წყლის წონას ტონებში.
წონითი წყალწყვა ტოლია მოცულობითი წყალწყვის ნამრავლის იმ წყლის კუთრ წონაზე,
რომელშიც ის ცურავს.
თუ წონით წყალწყვას აღვნიშნავთ D ასოთი, ხოლო მოცულობით წყალწყვას V და შესაბამისად
წყლის კუთრი წონას  (გამა)_თი, მაშინ წონითი და მოცულობითი წყალწყვის დამოკიდებულება
შეიძლება გამოვსახოთ D= V*  რადგან, ექსპლოატაციის პერიოდში გემის კორპუსის წყალშიგჯდომა
იცვლება, წყალწყვაც შესაბამისად იცვლება. პრაქტიკაში გამოიყენება წყალწყვის ორი ცნება: წყალწყვა
სრულ ტვირთში და ცარიელი გემის წყალწყვა. სხვაობა სრულ წყალწყვას და ცარიელი გემის
წყალწყვას შორის წარმოადგენს სრულ ტვირთამწეობას ანუ დედვეიტს.

11
თავი III
გემის მშენებლობაში გამოყენებული ლითონები და მასალები
§5. გემთმშენებლობაში გამოყემებული ლითონები და კონსტრუქციების
შეერთების ტექნოლოგიები
თანამდეროვე გემთმშენებლობაში ფოლადი - ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ლითონია.
გამოიყენება როგორც ფოლადის ფურცლების, ასევე პროფილირებული ნაწარმის სახით. კერძოდ,
ფართოდ გამოიყენება რკინის და ნახშირბადის 2%-მდე შემცველობის და სხვა ლითონური
მინარევებით: მარგანეცი 0.7%-მდე, კაჟი - 0.4%, გოგირდი 0.05%, ფოსფორი - 0.05%-მდე მიღებული
შენადნობები.
დანიშნულების მიხედვით ნახშირობადვანი ფოლადი წარმოდგენილია ორი სახით:
ა) კონსტრუქციული, რომელიც შეიცავს 0.6%-მდე ნახშირბადს და
ბ) ინსტრუმენტალური, რომელშიც ნახშირბადის შემცველობა 0.6%-ზე მეტია. გემოიყენება,
ასევე ე.წ. ლეგირილებული ფოლადი, რომელიც რკინისა და ნახშირბადის გარდა, შეიცავს ლითონების
სპეციალურ ელემენტებს, როგორიც არის ნიკელი, ქრომი, მარგანეცი, ვანადიუმი და სხვა მინარევები,
რომლებიც აუმჯობესებენ მის მექანიკურ და ფიზიკურ-ქიმიურ თვისებებს. ლეგილირებული

12
ფოლადების გემოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს გემების კორპუსის მასას და ზრდის მის
ტვირთმზიდაობას.
როგორც ვთქვით, გემთმშენებლობაში გამოიყენება ე.წ. ფურცლოვანი და პროფილირებული
(სისქისა და ფორმის ჭრილის მქონე) ფოლადი.
ფურცლოვანი ფოლადი წარმოადგენს 6-36მმ სისქის, სიგრძით 6-8 მ, ხოლო სიფართით 2-2.5 მ
ფურცლებს. რომლებიც ძირითადად გამოიყენება გემის კორპუსის და ზედნაშენების გარსის ანუ
გარსამოსის, გადახურვების და ფენილობათა შესაქმნელად.

პროფილირებული ფოლადი გამოიყენება ძირითადად გემის კორპუსის და ზედნაშენების


აკრეფის სამაგრ ძელებად ანუ ჩონჩხის ასაგებად. თავისი ჭრილის ფორმით ისინი არიან:
1. კუთხურა
2. არათანაბარგვერდა კუთხურა
3. ბურთულოვანი კუთხურა
4. ზოლურა ბურთულოვანი
5. შველერი
6. კიბურა ანუ ლუკის
7. პლანშირული ანუ თავლარტყული.
8. „ტესებური“ (ლათინური ასო T) მაგვარი პროფილის მქონე ფოლადი.

ასევე გამოიყენება სხვა ლითნები და მასალები: კერძოდ:

1. თითბერი, ანუ სპილენძის და თუთიის ნაერთი და ე.წ. საზღვაო თითბერი, რომელიც


მიიღება თითბერში 1% კალის დამატებით - ძირითადად გამოიყენება მექანიზმების და სისტემების
დეტალებად.
2) ბრინჯაო - მინაერთი სპილენძისა სხვა ნებისმიერ ლითონთან, თუთიისა და თითბერის
გარდა.
3) ალუმინი - როგორც მსუბუქი და ჟანგვისადმი მდგრადი ლითონი, ბოლო პერიოდში,
ფართოდ გამოიყენება როგორც კორპუსების, ასევე ცალკეული კონსტრუქციების დასამზადებლად.
4) თუჯი - რკინის შენადნობი 2%-ზე მეტი ნახშირობადით. ეს ამცირებს ნაერთის დრეკადობას,
ამიტომ თუჯი გემთმშენებლობაში გამოიყენება განსაზღვრული რაოდენობით, ძირითადად გემების
მანქანმშენებლობაში.
13
გემის კორპუსის ნაწილების მიერთების ძირითად საშუალებას წარმოადგენს
ელექტრორკალური შედუღების ხერხი, რომლის არსი მდგომარეობს იმაში, რომ შესადუღებელ
ნაწილებს მიაერთებენ დენის წყაროს ერთ პოლუსს, ხოლო მეორე პოლუსს მიაერთებენ
ელექტროდთან. ელექტროდის ღეროს შესადუღებელ ნაწილებთან მიტანისას მათ შორის
წარმოიქმნება ელექტრული რკალი, რომლის ალშიც ლითონი დნება და ხდება შესადუღებელ
ელემენტებს შორის არსებული ღრიჩოს ამოვსება. შედუღების ადგილის გაცივების შემდეგ
შესადუღებელი ელემენტები მტკიცედ იქნებიან ერთმანეთთან შეერთებული.
ხელით ელექტრორკალით შედუღებასთან ერთად, დღეს ფართოდ გამოიყენება ნახევრად
ავტომატური და ავტომატური შედუღება რაც მნიშვნელოვნად ზრდის როგორც შედუღების ხარისხს,
ასევე შრომის წარმადობას. გემთმშენებლობაში საკმაოდ ფართოდ გამოიყენება, ასევე, ე.წ.
„ელექტროკონტაქტური შედუღება“. ამ მეთოდით შედუღებისას ელემენტების ერთმანეთთან
მიდუღება მიიღწევა ადგილის გახურების და ერთმანეთთან მნიშვნელოვანი მიწოლის შედეგად,
ხოლო შესადუღებელი ელემენტების გახურება ხორციელდება მიერთების ადგილებში დიდ ძალის
დენის გაშვების შედეგად.
ამ ბოლო პერიოდში, ასევე, გარკვეულ გამოყენებას პოულობს „აირული შედუღება“, როცა
ლითონებს აცხელებენ აირების წვის ალით (აცეტელენი, ბენზინის ანაორთქლების და სხვ.)
შედუღებით დეტალების მიერთების გარდა, გემთმშენებლობაში ჯერ კიდევ გამოიყენება
მოქლონვით შეერთება, რომელიც ხორციელდება, როგორც პირდაპირ შემაერთებელი ცალმხრივი ან
ორმხრივი ზედსადები სარტყელით, ასევე ფურცლების ერთმანეთზე გადადებით. (ნახ. 12)

თავი IV გემის კორპუსის აგებულება (კონსტრუქცია)


§6. გემის კორპუსის სიმტკიცის ცნება.

გემის სხეულზე ზემოქმედებს შიდა და გარე ძალები.


ზემოქმედების პერიოდულობის მიხედვით ეს დატვირთვები შეიძლება დაიყოს ორ ძირითად
კატეგორიად: 1. მუდმივი, რომელიც მოქმედებენ გემის სხეულზე ნებისმიერ დროს მისი მუშაობის თუ
დგომის პროცესში და მე-2. შემთხვევითი დატვირთვები, რომლებიც მოქმედებენ დროის გარკვეულ
მონაკვეთში სხვადასხვა პირობებში ყოფნისას, ამ პირობებით გამოწვეულნი.
ზემოქმედების ხასიათის მიხედვით დატვირთვები, ანუ მოქმედი ძალები შეიძლება იყოს
სტატიკური ან დინამიკური. სტატიკუტი ძალები განეკუთვნება ე.წ. მუდმივი ზემოქმედების
კატეგორიის ძალებს. ეს არის გემის კორპუსის სიმძიმის ძალები. რომლებიც შედგება: თვით გემის
სხეულის ანუ კორპუსის, გემის მექანიზმების, ტვირთების, სამარაგო ნივთების და სხვა წონადი
დატვირთვების ძალებისაგან, რომლებიც მოქმედებენ ძირითადად ქვემოთ.
ამავე, მუდმივი ზემოქმედების კატეგორიას განეკუთვნება წყლის წნევის ზემჭერი ანუ
ამომგდები ე.წ. ჰიდროსტატიკური ძალები, რომლებიც მიმართულია სხეულის სიმძიმის ძალების
საპირისპიროდ და დამოკიდებულია გემის კორპუსის წყალშიგზე ანუ რამდენად არის ის ჩამჯდარი
წყალსი. ეს ორი ძალა ჩვეულებრივ ტოლია და ერთმანეთის გაწონასწორებით უზრუნველყოფს გემის
ცურვადობას, მაგრამ ისინი განაწილებული არიან გემის კორპუსის მთელ სიგრძეზე
არათანაბარზომიერად.
ამის გამო გემის კორპუსმა წყნარ წყალზე დგომისასაც კი შეიძლება განიცადოს ზნექვა ანუ
მიიღოს გარკვეული ზნექილობა.
ეს შეიძლება მოხდეს ორ შემთხვევაში:
1. როცა ამომგდები (ზემჭერი) ძალები გემის კორპუსის შუა ნაწილში აღემატებიან სიმძიმის
ძალებს ანუ როცა შუა ნაწილის სათავსები ცარიელია ან ნაკლებად დატვირთულია, ხოლო თავსა და
ბოლოში პირიქით, სავსეა. მაშინ თავსა და ბოლოში გემის კორპუსი გადაიზნიქება, ხოლო შუა
ნაწილში ამოიზნიქება. ამ შემთხვევაში გემის ფსკერი განიცდის შეკუმშვას, ხოლო ზედა გადახურვის
(გემბანის) ფურცლები - გაწელვას.
უდიდესი გადაზნექილობის მომენტები წარმოიქმნება შუა ნაწილში. ისინი კიდევ უფრო
გაიზრდებიან, თუ გემი შუა ნაწილით აღმოჩნდება ტალღის თხემზე.

14
2. როცა გემი დატვირთულია, შუა ნაწილში მთლიანად ანუ შუა ტვირთსათავსები (ტრიუმები)
სავსეა, ხოლო კიდურა ტვირთსათავსები ცარიელია ან ნაკლებად არის ჩატვირთული, მაშინ გემის
კორპუსი განიცდის ჩაზნექას, ფსკერი კი გაწელვას, ხოლო გემბანი შეკუმშვას. ეს მდგომარეობა კიდევ
უფრო უარესდება ანუ ძლიერდება, როცა გემი იმყოფება ტალღებს შორის ძირზე ანუ როცა გემის თავი
და ბოლო (კიჩო) განლაგებულია ტალღების თხემების ან დაფერდებების შუა.

გარდა ზემოთქმულისა, გემის კორპუსზე ზემოქმედებს:


წყლის წინააღმდეგობის ძალები, რომელთა სიდიდე დამოკიდებულია გემის სიჩქარის და
წყალშიგისაგან და ე.წ. ინერციული ძალები, რომლებიც განეკუთვნებიან შემთხვევით კატეგორიას,
მათი წარმოშობა დამოკიდებულია გემის მუშაობის პირობებისაგან (ღელვა), ასევე სხვა ძალები,
როგორც წესი, შემთხვევითი და უპირატესად დინამიკური ხასიათის, რომლებსაც წარმოქმნიან გემის

15
კორპუსზე ტალღების დარტყმები, მეჩეჩზე შეჯდომა ან რაიმე ჰიდროგრაფიულ ნაგებობასთან
შეჯახება და სხვა.
დასახელებული დატვირთვების შესაწინააღმდეგებლად და ნარჩენი დეფორმაციების ან
რღვევის ასარიდებლად, გემს უნდა გააჩნდეს საერთო გასწვრივი, განივი და ცალკეული ნაწილების,
ე.წ. ადგილის სიმტკიცე-გამძლეობა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ჩამოვაყალიბოთ ცნება, თუ რას
წარმოადგებს გემის სიმტკიცე.
ეს არის მისი ცალკეული კონსტრუქციების და მთლიანად გემის კორპუსის უნარი, გაუძლოს
სხვადასხვა დატვირთვებს, ისე რომ არ მიიღოს ნარჩენი დაფორმაციები და არ განიცადოს რღვევა.
გემის კორპუსის სიმტკიცის უზრუნველყოფა. გემის სიმტკიცე-გამძლეობის უზრუნველყოფა
ხორციელდება სამშენებლო მასალის (თანამედროვე ლითონის გემებზე) ფოლადის რაციონალური
განაწილებით მის აგებულებაში და ცალკეული შემადგენელი ნაწილების (კვანძების) შეერთებებში
(კავშირებში), დატვირთვის ძალების ანუ დაძაბულობის გათვალისწინებით. ამგვარად, გემის
პროექტის შესრულებისას, მისი კორპუსის შემაკავშირებელ კონსტრუქციებში დაძაბულობების
დასადგენად სრულდება გამოთვლითი სამუშაოები გემის საერთო, გასწვრივი და მისი ცალკეული
კვეთების ადგილობრივი გამოთვლითი დატვირთვებისათვის, რომელთა გათვალისწინებით მიიღწევა
გემის აგებულებითი (კონსტრუქციული) სიმტკიცის უზრუნველყოფა.
ამ დროს, ასევე, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული სიმტკიცის მარაგი, რომელიც
კომპენსირებას გაუკეთებს ანუ გადაფარავს გათვლების დროს დაშვებულ შესაძლებელ უზუსტობებს
და გათვლითი გადატვირთვების შესაძლო პრაქტიკულ ზედაძაბვებს, გემის მუშაობის
(ექსპლუატაციის) პროცესში.
გათვლები კეთდება შესაბამისი ტექნოლოგიების გამოყენებით, გემების სამშენებლო მექანიკის
კანონების მიხედვით. მიღებული გამოთვლითი დატვირთვა-დაძაბულობანი არ უნდა აღემატებოდეს
საკლასიფიკაციო ორგანოების მიერ დაშვებულ ნორმებს. ასე, მაგალითად მშრალი ტვირთის
გემებისათვის გემბანის გადახურვის ფენილობის და ფსკერისათვის გათვალისწინებული უნდა იქნეს
50%-იანი სიმტკიცის მარაგი სხვადასხვა გაუთვალისწინებელი ფაქტორების გადასაფარავად. საერთო
გასწვრივი სიმტკიცის უზრუნველყოფა თავისთავად იწვევს საერთო განივი სიმტკიცის
უზრუნველყოფას. ამოტიომ გემის განივი სიმტკიცე-გამძლეობის გამოთვლებს ნაკლებად
ახორციელებენ.

§ 7. გემის კორპუსის ძირითადი შემადგენელი ნაწილები


თანამედროვე გემის კორპუსი, როგორც ითქვა, წარმოადგენს წაგრძელებული მოყვანილობის
მქონე წყალშეუღწევად გარსს - სათავს-ნაგებობას, რომელიც შიგნიდან, გარკვეულ სიმტკიცის
უზრუნველსაყოფად, შემაგრებულია გრძივი და განივი განლაგების ძელებით, რომელთა
ერთობლიობა ქმნის გემის ჩონჩხს.
გემის მშენებლობა იწყება მისი გრძივი ცენტრალური ძელის - კილის დადებით სამშენებლო
მოედანზე. კილი წარმოადგენს გემის ჩონჩხის ხერხემალს.
თანამედროვე გემებზე ანსხვავებენ რამდენიმე სახის კილს:
1. ძელური - გამოიყენებოდა და გამოიყენება ძირითადად ხის გემებზე.
2. შვეული (ვერტიკალური) კილი - წარმოადგენს ტესებრი პროფილის ფოლადის სქელ
ფურცლებს, რომელიც განლაგებულია გემის კორპუსის დიამეტრალური სიბრტყის ქვედა ნაწილში და
გასდევს მას გემის თავიდან ბოლომდე უწყვეტად.
3. ჰორიზონტალური (თარაზული) კილი წარმოადგენს ფოლადის ფურცელს, ჩვეულებრივ
3მმ_ზე უფრო მეტს, ვიდრე დანარჩენი ფურცლები ფსკერის გარსამოსისა, რომელიც განლაგებულია
გემის კორპუსის ქვედა ნაწილში დ/ს კვეთის ხაზის ანუ იგივე შვეული კილის ქვემოდან. ის შვეულ
კილთან ერთად ქმნის „ორტესებურ“ პროფილის ძელს.
4. კოლოფური კილი წარმოადგენს ორი შვეული და ორი ჰორიზონტალური კილის
კომბინაციას.
კილზე ჩვეულებრივ მაგრდება განივი სიმტკიცის ძელები ე.წ. ფლორები. ფლორები
წარმოადგენს ტესებრი პროფილის ფოლადის ფურცლებს, რომლებიც ერთი თავით მაგრდებიან
კილთან, ხოლო მეორე თავით შვეულ „ძელებთან“ ე.წ. შპანჰოუტებთან. ფლორები არის სამი სახის:
ყრუ ანუ წყალგაუმტარი, მთლიანი მაგრამ ხვრელებიანი და ბრაკეტული. ყრუ ფოლრები კეთდება

16
ჩვეულებრივ ორ ფსკერშორის კვეთურას შორის, ხვრელებიანი ფსკერშორისი კვეთურების ყრუ
ფლორებს შორის არსებული კვეთურების შიგნით. თხევადი ბალასტის ან საწვავი მარაგის თავისუფალ
გადადინების უზრუნველსაყოფად. კვეთურის უკანა ნაწილში ამავე მიზნით ფლორებს კილთან
მიერთების ქვედა ნაწილში უკეთდება სამკუთხა ჭრილები ე.წ. „სადინარები“.
შპანჰოუტები წარმოადგენს გემის ბორტების შვეულ სამტკიც ძელებს. შპანჰოუტებიც არის ორი
სახის: ჩვეულებრივი და ე.წ. ჩარჩო შპანჰოუტები. ჩარჩო შპანჰოუტები კეთდება შედარებით სქელი
ტესებრი პროფილის ფოლადისაგან, ხოლო ჩვეულებრივი - ბულბისმაგვარი ზოლური პროფილის
ფოლადისაგან.

1) ზედა გემბანი; 2)ცრუბორტი; 3) სატვირთო ისარი: 4) სავენტილაციო მილის თავი; 5) სატვირთო ჯალამბარი: 6) სატვირთო კოლონა; 7)
საუტილიზაციო ქვაბი; 8) რადილოკაციური დანადგარის ანტენა. 9) მესაჭის ჯიხური; 10) ლეერიანი შემოფარგვლა; 11) ქარმჭერი
სანიავებელი მილთავი (დეფლექტორი); 12) სატვირთო ლუკის კომონგსი (ზღეურბლი); 13) სატვირთო ლუკის სახურავი (ლუკი ღიაა); 14)
ფოკანძა ანუ წინა ანძა; 15) სალინგის ბაქანი; 16)სატვირთო ლუკის სახურავი (ლუკი დახურულია); 17) გემსაბმელის რგოლჭრილი ანუ
კლიუზი; 18) ორბოჯგი ანუ კნეხტი; 19) ღუზასაწევი ჯალამბარი ანუ ბრაშპილი; 20) საჩეხი - შუბლმფარი; 21) ღუზის ჯაჭვის საჩერი; 22)
„ჰოლის“ ღუზა; 23) ფორპიკი; 24) ფორპიკის ანუ ტარანის ტიხარი; 25) პილერსი; 26) განივი წყალგაუმტარი გოფრირებული ტიხარი; 27)
მეორე ფსკერის ფენილი; 28) მეორე გემბანი; 29) ფსკერის გრძივსაბამი ანუ სტრინგერი; 30) ფლორი; 31) გემბანქვემო წყობის ძელები; 32)
ტვინდეკი; 33) სატვირთო ტრიუმი; 34) ღაწვის კილი; 35) სამანქანე განყოფილება; 36) დიზელგენერატორი; 37) მთავარი ძრავა; 38) საბრჯენი
საკისარი; 39) ლილვგაყვანილობის ტუნელი; 40) ლილვგაყვანილობა; 41) სანიჩბავი ხრახნი; 42) საჭე; 43) სარუმპელე განყოფილება; 44) საჭის
მანქანა.

შპანჰოუტები ქვედა მხარით - (ძირით) მაგრდება ფლორებთან, ხოლო ზედა ნაწილით - (თავებით)
ბიმსებთან (Beam), შემაერთებელ სამაგრებად გამოიყენება ე.წ. კნიცები (Knee), ფოლადის ფურცლის
სამკუთხა ნაჭრები ან ე.წ. „ბრაკეტები“ - ფოლადის ფურცლოვანი მრავალკუთხა ნაჭრები. ბიმსებიც
არის რამდენიმე სახის: ჩვეულებრიცი ბიმსი, რომელიც გადის გემის ერთი ბორტიდან მეორე
ბორტამდე, ნახევარბიმსი, რომელიც გადის შპანჰოუტის თავიდან ტრიუმის ლიუკამდე, სადაც ის
ჩვეულებრივ ეყრდნობა შვეულ ბოძს ე.წ. პილერსს, და მოხსნადი ბიმსი, რომლებიც გამოიყენება
ტრიუმების ლუკების დასახური ძელფარების ე.წ. „ლიუჩინების“ ანუ ლუკფარების საყრდენებად, იმ
გემებზე, სადაც ასეთი დახურვა არის გათვალისწინებული. „მოხსნადი ბიმსები“ იდება გასწვრივი
კომინგსების შიდა მხარეს გაკეთებულ საყრდებ-სამაგრ ბუდეებში, ნახევარ ბიმსების განლაგების
ხაზზე, რითაც კრავენ განივი სისტემის ძელებს და ამავე დროს ქმნიან საყრდენ კავებს „ლიუჩინების“
დასაგებლად, რომელზეც შემდგომ ზემოდან გადააფარებენ წყალგაუმტარი ტილოს (ბრეზენტის)
ნაჭერს და ამაგრებენ შესაბამისი სამაგრი მოწყობილობებით.
გემის კორპუსის გასწვრივი სიმტკიცის უზრუნველსაყოფად მის ჩონჩხს, ასევე, აძლიერებენ
გასწვრივი ძელები. ე.წ. სტრინგერები. სტრინგერები მათი განლაგების მიხედვით რამდენიმე სახისაა
და უწოდებენ „ფსკერის“, „ღაწვის“, „ბორტის“ და გემბანსქვეშა სტრინგერები. ბორტის სტრინგერები
გემის თავსა და ბოლოში უერთდებიან შვეულ კიდურა ძელებს, რომელთაგან წინას ეწოდება
ფორშტევენი, ხოლო უკანა - ახტერშტევენი.
ჩამოთვლილი ძელებისაგან აგებულ ჩონჩხს შემოაკრავენ მიდუღების ან მოქლონვის წესით
ფოლადის ფურცლებს: ქვემოდან, გვერდებიდან და ზემოდან, რომელთაგან ქვემოთას ეწოდება
ფსკერი, გვერდებისას ბორტების გარსამოსი, ხოლო ზემოთას - გემბანი ანუ გემბანის ფენილი.

17
1) შემოკეთების ფურცელი; 2) წყალღარი; 3) წყალღარის კუთხედი; 4) ბიმსი; 5) ბოძკინტი; 6) სამანქანე განყოფილების შახტი; 7) სამანქანე
შახტის კედელი - ტიხარი; 8) კარლინგსი; 9) ჩარჩო ბიმსი; 10) ბაქანის ფენილი; 11) გასწვრივი ტიხარი; 12) პილერსი; 13) მთავარი ძრავას
ფუნდამენტი; ორთქლის ქვაბის ფუნდამენტი; 14) ლუკის (ღიობის) სახურავი; 15) ლუკის კომინგსი; 16) გემბანის ფენილი; 17) ცრუბორტი; 18)
ბორტის სტრინგერი; 19) ტრიუმის შპანჰოუტი; 20) ღაწვის კილი; 21) მეორე ფსკერის ფენილი; 22) წყალგაუმტარი ფლორი; 23)
ჰორიზონტალური კილი; 24) შვეული კილი; 25) ფსკერის გასწვრივი ძელსამტკიცელი; 26) ფსკერის გრძივსაბამი (სტრინგერი); 27) მთლიანი
ფლორი; 28) გვერდითი ფესკერშორისი ფურცელი; 29) გვერდითი კნიცა; 30) ჩარჩოს შპანჰოუტი; 31) გარსამოსი; 32) შპანჰოუტი; 33) კნიცა; 34)
ჯიხურის გვერდითი ტიხარი; 35) ბრაკეტული ანუ ღია ფლორი.

§8. გემის კორპუსის აკრეფის (აწყობის) სისტემები


იმის მიხედვით, თუ რომელი სახის სამაგრი ძელებია გამოყენებული უპირატესად გემის
კორპუსის ასაგებად (ასაწყობად), განასხვავებენ სამ ძირითად სისტემას:
1. განივი ანწყობის (აკრეფის) სისტემა - ხასიათდება განივი სიმაგრების მეტი სიხშირით,
ვიდრე გასწვრივი სამაგრი ძალებისა. მანძილი განივსამაგრ ძელებს შორის შპაცია, როგოც მას
უწოდებენ, განისაზღვრება საკლასიფიკაციო საზოგადოების ნორმებით, გემის სიგრძის და
დანიშნულების გათვალისწინებით და იგი მეყეობს 500-800 მმ-ს შორის, ეს სისტემა გამოიყენება
ძირითადად მშრალი ტვირთმზიდი შედარებით მცირე ზომის ასე 100-130 მეტრის სიგრძის გემებზე,
რადგან მოკლე გემებზე გასწვრივი ზნექილობის მომენტის ზემოქმედება შედარებით მცირეა. ასეთი
გემების გასწვრივი სიმტკიცე მიიღწევა შედარებით მცირე სისქის გარსამოსი ფურცლებით და
გასწვრივი გრძივძელების ნაკლები რაოდენობით, მაგრამ დიდი გემებისათვის ეს სისტემა
არარაციონალურია, რადგან ითხოვს გარსამოსის სისქის მკვეთრ ზრდას. ამ სისტემის გამოყენება
მოხერხებულია ყინულმჭრელ გემებზე და იმ გემებზე, რომლებიც განკუთვნილია ძირითადად
ყინულოვან ზღვებში სამუშაოდ, რადგან კარგად უზრუნველყოფს გემბანის და ფსკერის ფენილობის
მდგრადობას ყინულებით გვერდებიდან ზეწოლის დროს.
18
2. გრძივი აწყობის სისტემა: ხასიათდება დიდი რაოდენობის გასწვრივი სამაგრი მსუბუქი
ძელების ე.წ. სიმტკიცის წიბოების „სამტკიცების“ სიმრავლით, გემბანის, გვერდების და ფსკერის
გარსამოსის სიმტკიცის უზრუნველსაყოფად.

1. ფსკერის გარსამოსი; 2) საწრეტი; 3) ვერტიკალური კილი; 4) ჰორიზონტალური კილი; 5) ფსკერის სამტკიცები; 6) ფსკერის
სტრინგერი; 7) საძრომი ხვრელი; 8) ღაწვის ფლორი; 9) ყბის კნიცა; 10) ბორტის გრძივსაბამი; 11) შპანჰოუტი; 12) ზედდებული ფურცელი; 13)
ტრიუმის ჩარჩო შპანჰოუტი; 14) კნიცა; 15) ნახევარ-ბიმსი; 16) ცრუბორტი; 17) ცრუბორტის ბრჯენი კრონშტეინი; 18) ბიმსი; 19) პლანშირი; 20)
ბიმსი; 21) განივი ტიხარი; 22) კარლინგსი; 23) გემბანის ზედა ფენილი; 24) ლუკის კომინგსი (განივი); 25) კომინგსის (ზღურბლის) სამტკიცი
ძელები; 26) გემბანის სამტკიცი ფურცელი; 27) ტიხარის ჩარჩოსებური შვეული სამაგრი; 28) ტიხარის ჩვეულებრივი შვეული სამაგრი ძელი;
29) გემბანის გრძივძელი სტრინგერი; 30) შირსტრეკი; 31) ბორტის გარსამოსი ფურცელი; 32) გემის ღაწვის გარსამოსის ფურცელი. 33) სადოკე
დგარძელი. 34) ბრაკეტი; 35) სადგარი; 36) პილერსი (ბოძი); 37) კომინგსი (ზღურბლი);

ეს სისტემა შემოღებულ იქნა XX ს. 20-იან წლებიდან, ძირითადად გემების ზომების ზრდასთან


დაკავშირებით.

19
ამ სისტემის დროს გადამკვეთ, განივი სიმტკიცის უზრუნველმყოფ სამაგრებად გვევლინება
„ჩარჩო“ შპანჰოუტები განივ ტიხრებთან, ჩარჩო ბიმსებსა და ფლორებთან ერთად.
ეს სისტემა შეიმუშავა აკად. ი. ა. შიმანსკიმ XX ს. დასაწყისში. ის ხასიათდება იმით, რომ
გემბანის და ფსკერის სამაგრი ძელები გემის კორპუსის შუა ნაწილში იწყობა გრძივი ძელების
უპირატესი სიხშირით, ხოლო ბორტების და გემის თავსა და ბოლოში გამოიყენება ძირითადად განივი
სამაგრები.
ამ სისტემის დროს გემის კორპუსის ცილინდრულ ნაწილში მთავარი მიმართულების ძელებად
გვევლინება გასწვრივი სამაგრი ძელები, ხოლო გემის გასწვრივი ქიმების დავიწროებულ ნაწილებში
ანუ გემის თავსა და ბოლოში გამოიყენება განივი ძელსამაგრები, რადგან ისინი უფრო ეფექტურია. მას
აქვს რიგი უპირატესობანი, კერძოდ, უფრო იოლად მიიღწევა საერთო სიმტკიცის უზრუნველყოფა,
ასევე მნიშვნელოვნად მცირდება გემის კორპუსის მასა, ერთნაირი სიმტკიცის განივ სისტემასთან
შედარებით დაახლოებით 5-6%-ით, მაგრამ აქვს თავისი ნაკლოვანებებიც, კერძოდ ის, რომ საკმაოდ
გადატვირთულია ჩარჩო შპანჰოუტებით, რაც მშრალტვირთმზიდ გემებზე ამცირებს
ტვირთსათავსების მოცულობის რაციონალურ გამოყენებას. ამოტომ ისინი გამოიყენებიან ძირითადად
დიდი ზომის ტანკერებზე და სხვა ანალოგიურ გემებზე.
3. კომბინირებული ანაწყობის სისტემა:
ეს სისტემა იძლევა საშუალებას უფრო რაციონალურად გადაწყდეს საერთო გასწვრივი და
ადგილობრივი სიმტკიცის საკითხები და, ასევე, უზრუნველყოფილი იქნას კარგი გამძლეობა -
სიმტკიცე გემბანისა და ფსკერის მათი შეკუმშვისას. იგი გამოიყენება ძირითადად დიდ
მშრალტვირთმზიდ გემებზე და ამასთან, ორფსკერიანობის გამოყენებით დაბალბორტებიან
ტანკერებზე. ის უზრუნველყოფს ტვირთზიდვის გაზრდას, რადგან საშუალებას იძლევა შემცირდეს
გამოყენებული. ფურცლოვანი და პროფილირებული ფოლადის სისქე, მისი რაციონალურად
განლაგების შემთხვევაში. შეიძლება ითქვას, რომ დიდი ზომის გემებზე დღეს ძირითადად
გამოიყენება ეს სისტემა. მისი ნაკლია ზოგიერთი კონსტრუქციული სირთულენი გრძივი სისტემიდან
განივ სისტემაზე გადასვლის ადგილებში.

§9. გემების გარსამოსი და გემბანის გადახურვის ელემენტები


გარსამოსი და გემბანის ზედა ფენილობა ქმნიან გემის კორპუსის წყალშეუღწევ გარსს,
რომელიც ეწინააღმდეგება წყლის შეღწევას მის შიგნით.

ამასთან ერთად, გარასმოსი და გემბანის ფენილი, ასევე, მეორე ფსკერის ფენილი საერთო
ზნექვის გაჭიმვაზე და შეკუმშვაზე მუშაობისას მნიშვნელოვნად უზრუნველყოფენ მის გასწვრივ
სიმტკიცეს.

20
გარსამოსი მონაწილეობას ღებულობს, ასევე, განივი სიმტკიცის უზრუნველყოფაში, რადგან
მიედუღება რა განივი წყობის ძელებს, ამაღლებს მათ წინაღობას ზნექვისადმი.
გარდა ამისა, გარსამოსი და გემბანის ფენილი ემსახურება წყლის წნევის და ტვირთების წონის
უშუალო მიღებას თავისთავზე, სხვა ადგილობრივი დატვირთვების გადანაწილებას გამის კორპუსის
გასწვრივი და განივი აკრეფის სამაგრ ძელებზე. გემის გარსამოსს აკეთებენ 8-10მმ-დან 20მმ სისქის
ფურცლოვანი ფოლადისაგან, დიდ და სპეციალურ გემებზე მათი სისქე შეიძლება იყოს 30-36 მმ.
სიგრძე ამ ფურცლებისა, ჩვეულებრივ, არ აღემატება 6-8მ, ხოლო სიგანე 1.5-2 მეტრს.
გარსამოსის ფურცლებს ჩვეულებრივ აწყობენ გემის გასწვრივ. ამ დროს წარმოიქმნება
ცელკეული სარტყელები, რომლებსაც მიკუთვნებული აქვთ თავიანთი სახელწოდებადი:
ჰორიზონტალური კილი, ფსკერის სარტყელები, ღაწვის სარტყელი, ბორტების სარტყელები,
შირსტრეკსქვემო სარტყელი და შირსტრეკი.
სარტყელების შეერთების ადგილებში წარმოიქმნება გასწვრივი გარსამოსის ნაკერები,
რომლებსაც ეწოდება ღარჭრილი ფურცლები ღარჭრილებით მიერთდება ერთმანეთთან პირისპირ
შედუღებით.
გემის ზოგადი ზნექვისას გარსამოსის ცალკეული სარტყლები დატვირთულია არათანაბრად.
უდრო მეტი დატვირთვა მოდის გემის ფსკერზე და გარსამოსის ზედა სარტყელებზე. კერძოდ,
ჰორიზონტალურ კილზე და შირსტრეკზე. ამიტომ მათ აკეთებენ რამდენადმე უფრო სქელი
ფურცლებისაგან ანუ (3მმ) დასქელებულებს. გემები, რომლებიც, ცურავენ ყინულოვან წყლებში, დიდ
დატვირთვებს ღებულობს გარსამოსზე, წყალხაზის სარტყელში. ამიტომ ეს სარტყელიც კეთდება
რამდენადმე უფრო გაძლიერებული. ზოგადად უნდა აღინიშნოს რომ გარსამოსის ფურცლები გემის
შუა სიგრძეზე განლაგების მიხედვითაც არა ერთნაირია. გემის შუა წელზე, სადაც გემი განიცდის მეტ
დატვირთვას, ისინი უფრო სქელია, შემდგომ კიდურებისაკენ შედარებით ნაკლები სისქის, ხოლო
გემის ფორშტევენის და ახტერშტევნის რაიონებში, სადაც დატვირთვები დიდია, ისევ მეტი სისქისა და
სიმტკიცისანი კეთდება. უფრო მეტი სისქისას აკეთებენ გემის კიდურების გარსამოსს - ფორშტევენთან
და ახტერშტევენთან.
გემბანის ფენილი - ფურცლები ლაგდება დიამეტრალური სიბრტყის ხაზის გასწვრივ. ამასთან,
მათი სისქე ტრიუმების კომენგსების გარშემო უფრო მეტია, ლიუკების ჭრილების შედეგად
წარმოქმნილი სიმტკიცის შემცირების კომპენსირებისათვის. ასევე, მოსქო სარტყელი კეთდება გემის
ბორტის გასწვრივ - ე.წ. „გემბანის სტრინგერის“ სახით, რომელიც გემის ბორტების პარალელურია.
ტრიუმების ლიუკების კომინგსებს შორისი ფენილობა შედარებით თხელია, ვიდრე უშუალოდ
კომინგსების გარშემო და დამაგრება-შედუღების ხერხით ნაკეთებ გემებზე სრულდება ისეთივე
წესით, როგორც ბორტების გარსამოსის დამაგრებისას. ერდოსა და წინა ტრიუმს შორის ფენილობის
სისქე, ასევე, შედარებით შემცირებულია.
სამგზავრო გემებზე შირსტრეკის და გემბანის შეერთების გასწვრივ, როცა მათი მიერთება
ხორციელდება კუთხური პროფილის ფოლადით, დანარჩენი გემბანისაგან ეს ადგილი გამოიყოფა
დადაბლებით, რის შედეგად წარმოიქმნება ე.წ. წყალსადინარი ღარი ანუ ვატერვეისი. სამგზავრო
გემების გემბანზე ვატერვეისიდან ვატერვეისამდე ზოგჯერ აფენენ ხის ფენილს.
თანამედროვე გემბზე, განსაკუთრებით ტანკერებზე, ბორტის და გემბანის შეერთება კეთდება
მომრგვალებულად, რაც ამცირებს მათი შირსტრეკების შეერთების ადგილას რღვევის ალბათობას.
ასეთი გემების გემბანზე ბორტებთან ახლოს და მათ გასწვრივ კეთდება 10სმ სიმაღლის შვეული წიბო,
რომელიც ასრულებს წყალღარის ანუ ვატერვეისის დანიშნულებას, რის დახმარებითაც გემბანზე
დაღვრილი წყალი თუ სხვა სითხე მიედინება მის გასწვრივ და გაედინება გემბანიდან ბორტს მიღმა
ე.წ. გემბანის „შპიგატით“ (scuter), რომელიც წარმოადგენს 50-100მმ დიამეტრის მილხვრელს და
ჩვეულებრივ კეთდება გენბანის ყველაზე დაბალ ადგილებში ზედნაშენის წინ.
გემებზე არის რამდენიმე გემბანი. გემბანი რომელიც ზემოდან ხურავს ძირითად კორპუსს და
უწყვეტად მიემართება გემის თავიდან ბოლომდე, იწოდება „მთავარ გემბანად“ ან „ტიხრების
გემბანად“, ხშირად ამ გემბანს მოიხსენიებენ სატვირთო გემბანადაც, რადგან მასზე განლაგებულია
სატვირთო მოწყობილობანი და ტრიუმების ლიუკები.
ძირითადი კორპუსის გემბანები ჩვეულებრივ აითვლებიან ზემოდან ქვემოთ: ზედა ანუ
მთავარი გემბანი, მეორე გემბანი, მესამე გემბანი და ა.შ. ბოლო გემბანს უწოდებენ ასევე „ქვედა
გემბანს“.

21
ჰორიზონტალური ფენილობანი, რომლებიც განივრცობიან ტრიუმების ან ტანკების მხოლოდ
გარკვეულ ნაწილზე, იწოდებიან როგორც პლატფორმები („ბაქნები“). სივრცე, რომელიც
განლაგებულია გემის ფსკერი და მეორე ფსკერს ანუ ქვედა გემბანს შორის, ეწოდება ფსკერთშორისი
სივრცე ან ორმაგი ფსკერი.
სივრცეს ქვედა გემბანსა და უახლოეს ზედა გემბანს შორის, ეწოდება „ტრიუმი“ - დანარჩენი
გემბანშორისი სივრცეები - „ტვინდეკები“.
ზედნაშენები და ჯიხურები იყოფიან გემბანის იარუსებად, რომელთა ნუმერაციაც ხდება
ქვემოდან ზემოთ. შესაბამისა ანსხვავებენ ზედნაშენის I იარუსის გემბანს (ერდოს გემბანი, იუტის
გემბანი, შუაზედნაშენის გემბანი და სხვა). II იარუსის გემბანი, III იარუსის გემბანი (მესაჭის
ჯიხურისა) და ა.შ.
ზოგიერთ გემებზე ქვედა გემბანზე აფენენ ხის (ფიცრების) ფენილობას გემბანის დაცვის
მიზნით.

1) ტიხარის განივი ფურცელი; 2) ჩვეულებრივი შვეული სამტკიცი; 3) შელფი ანუ ბაქანი; 4) გასწვრივი ტიხარის ფურცელი; 5) სადოკე
შვეული სამტკიცი ძელი; 6) ჩვეულებრივი შვეული სამტკიცი ძელი; 7) შირსტრეკი; 8) შპანჰოუტი; 9) ბორტის გრძივსაბამი; 10) ღაწვის კნიცა;
11) ფლორი; 12) ფსკერის გარსამოსი; 13) ფსკერის სამტკიცი ძელები; 14) ჰორიზონტალური კილი; 15) შვეული კილი.

განივი ტიხრები - კეთდება გემის ჩაუძირვადობის და განივი სიმტკიცის ასამაღლებლად, რომელთა


წყალგაუმტარობის უზრუნველყოფა ხორციელდება ფოლადის ფურცლების ყრუ კედლის დაყენებით
გემის ფსკერიდან მთავარ გემბანამდე და ერთი ბირტიდან მეორემდე, ხოლო მათი სიმტკიცის
უზრუნველყოფა - პროფილირებული ფოლადის სამაგრი ძელების შვეული დგარების ან თარაზულად
წყობილი სამტკიცების დაყენებით. ამ მიზნით ხშირად გამოიყენება კუთხურა, შველერული და
ბურთულა ფურცლოვანი ძელსამაგრები, ხოლო ზოგჯერ სხვადასხვა სისქის ჭრილის მქონე ფოლადის
22
ტესებური ძელები. დაშორება როგორც შვეულ, ასევე ჰორიზონტალურ ძელებს შორის უნდა იყოს 750-
900 მმ, ხოლო ტარანის ტიხარისათვის არ უნდა აღემატებოდეს 600მმ. დგარებს მერი სიმტკიცისათვის
ბოლოებით ამაგრებენ გემბანებთან სამწვერა საბმურებით - კნიცებით.
ბოლო ხანებში სწორ, გლუვ ტიხრებთან ერთად, ფართო გამოყენებას პოულობს გოფრირებული
ტიხრები, რომელთა სიმტკიცე დაახლოებით 20%-ით მეტია სწორ, გლუვ ზედაპირიან ტიხრებზე და
არ საჭიროებს გაძლიერებას სამაგრი ძელებით. გოფრებს შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა ფორმა,
მაგრამ ყველაზე ხშირად გამოიყენება ტალღოვანი და ტრაპეციისმაგვარი (კოლოფური) კეცის
ფურცლები, რომლებსაც აყენებენ როგორც შვეულად, ასევე ჰორიზონტალურ ჭრილში. განივი
წყალგაუმტარი ტიხრები ხშირად ემთხვევა სატვირთო ტრიუმების და ფსკერშორისი ცისტერნების
მსაზღვრელ ტიხრებს და, რაც მთავარია, ისინი უნდა იყვნენ მთლიანი და ყრუ გემების ერთი
ბორტიდან მეორემდე და ფსკერიდან მთავარ გემბანამდე.
§10. გემების კიდურა ნაწილების კონსტრუქცია
გემების წინა და უკანა ნაწილების აგებულება და სამაგრი ძელების წყობა განსხვავდება მისი
შუა ნაწილის ანაწყობისაგან უფრო მაღალი სიმტკიცით, რადგან ისინი უფრო მეტად განიცდიან
ჰიდროდინამიკურ ზემოქმედებებს გემის მოძრაობისას, ტალღებთან და ყინულებთან შეჯახებისას,
მეჩეჩზე შეჯდომისას თუ ჰიდროგრაფიულ ნაგებობასთან შეჯახებისას. გარდა ამისა, გემის ბოლო
კიდური განიცდის მნიშვნელოვან რხევით დატვირთვებს სანიჩბავი ხრახნის მუშაობის შედეგად.

წინა ნაწილის კონსტრუქციაში მოიაზრება გემის ნაწილი ფორშტევენი ფორპიკულ ანუ პირველ
წყალგაუმტარ ტიხრამდე. ხოლო ცალკეულ შემთხვევაში განივ კვეთამდე. რომლის მდებარეობა
განისაზღვრება გემის სიგრძის L 0.15 ნაწილით კილიდან გემის ბოლოსაკენ.
ამ ნაწილის უძირითადესი ელემენტია ფორშტევენი, რომელიც მტკიცედ აკავშირებს და კრავს
გემის ჩონჩხის სამაგრ ძელებს და სხვა შემადგენელ ელემენტებს: გემბანებს, ბორტების სტრინგერებს.
ფლორებს (ფსკერის განივი სამაგრი ძელები) და კილის. ყველა გასწვრივი სამაგრი ძელები და კილი,
რომლებიც მიმართულია ფორშტევენისაკენ, მიედუღება „ბრეშტუკებს“ - ჰორიზონტალურ კნიცებს,
რომელთა მეშვეობით მაგრდებიან ფორშტევენთან.
ფორშტევენები როგორც დამზადების ტექნოლოგიით, ისე ფორმით არიან სხვადასხვა სახის,
კერძოდ: ჩამოსხმული, გამოჭედილი და შედუღებით დამზადებული. აქედან პირველი ორი საკმაოდ
23
ძვირად ღირებული და მძიმეა, მაგრამ მაღალი სიმტკიცის. რაც შეეხება შედუღებით დამზადებულს,
გამოირჩევა ტექნოლოგიის სიმარტივით და ნაკლები მასით, მაგრამ ნაკლები სიმტკიცით. მიუხედავად
ამისა, თანამედროვე გემებზე უპირატესობა ენიჭება ამ უკანასკნელს. ძველად ფორშტევენებს ჰქონდათ
შვეული ფორმა და კილთან ერთდებოდა მართი კუთხით. თანამედროვე გემებზე ფორშტევნებს აქვთ
10-200 დახრილობა შვეული ხაზისადმი. ყინულმჭრელგემებზე ფორშტევენი კეთდება დაფერდების
დიდი დაწვენით წყალქვეშა ნაწილში. დახრის კუთხე ფორშტევენის ჰორიზონტისადმი ყინულმჭრელ
გემებზე შეადგენს 20-300, ხოლო სატრანსპორტო გემებზე, რომლებიც განკუთვნილია ყინულოვან
წყლებში სანაოსნოდ - 40-500-ს ასეთი მოყვანილობა უადვილებს გემებს ყინულის ფენის მსხვრევას
მასზე შეჯდომის და ზეწოლის შედეგად.
შპაციები ფორპიკში არ აღემატება 600მმ. ყოველი სამი-ოთხი შპაციის შემდეგ აყენებენ ჩარჩო
შპანჰოუტებს. მათ შუალედურ საყრდენებად აკეთებენ ბაქნებს და ბორტის გრძივძელებს . მათ შორის
განივსამაგრებად აყენებენ თავისუფალ ბიმსებს, რომლებზეც არ ეყრდნობა რაიმე ფენილი. ბაქნები და
თავისუფალი ბიმსები შეიძლება დაეყრდნოს დიამეტრალურ სიბრტყეში ბალასტის ნაკვეთურში
მდებარე ე.წ. უკუმგდებ ტიხარს. ეს ტიხარი ამაღლებს წინაკიდურის სიმტკიცეს და ამცირებს
ბალასტის წყლის ინერციულ გავლენას განივ მდგრადობაზე გვერდითი რწევის დროს. ფორპიკის
ტიხარიდან, რომელსაც „ტარანულსაც“ უწოდებენ, კვეთურამდე ფორშტევნიდან უკან 0.15 L-ზე
შპანჰოუტები 20%-მდე უფრო მაღალი სიმტკიცისაა, ვიდრე სხვა სატრიუმე შპანჰოუტები. აქვე უნდა
აღვნიშნოთ, რომ გადასვლა გაძლიერებული წყობიდან ხორციელდება თანდათანობით, რათა
ავიცილოთ დაძაბულობის კონცენტრაცია.
გემის სიჩქარის ამაღლების მიზნით, ფორშტევენს წყალქვეშა ნაწილში უკეთებენ
ბურთისებურ გაფართოებას „ბულბს” ანუ ”დინგს“ რომელიც ამცირებს წყლის წინააღმდეგობას გემის
მოძრაობისას, მაგრამ ამის შედეგად ფორშტევენის კონსტრუქცია ხდება თავისი ფორმით და წყობით
უფრო რთული.

გემის უკანა კიდურის კონსტრუქცია. გემის ეს ნაწილი მოიაზრება ახტერპიკული ანუ ბოლო
წყალგაუმტარი ტიხრიდან ახტერშტევნამდე. ბოლო კიდურის საფუძნარს წარმოადგენს
ახტერშტევენი, რომელიც განლაგებულია გემის დიამეტრალურ სიბრტყეში. ის აერთიანებს
24
გარსამოსის ფურცლებს და ქმნის საჭის ფრთის და სანიჩბავი ხრახნის ლილვის საყრდენს.
ატერშტევენის მოყვანილობა საკმაოდ რთულია და დამოკიდებულია გემის ბოლოს მოყვანილობაზე,
სანიჩავი ხრახნების ლილვების რაოდენობაზე, საჭის ტიპსა და გემის დანიშნულებაზე.
ახტერშტევენის დამზადება უფრო მოხერხებულია ჩამოსხმის ტექნოლოგიით, რადგან ის მაშინ კარგი
სიმტკიცის, მაგრამ ძვირადღირებული იქნება. ახტერშტევენი გემის კორპუსში მიუერთდება შვეულ
და ჰორიზონტალურ კილს. ამ უკანასკნელს ბოლო ნაწილში აქვს კოლოფისებური პროფილი. აქაც,
როგორც ფორპიკში, შპანგოუტებს შორის მანძილი ანუ შპაცია 600მმ არ აღემატება. ფლორებს ანუ
ფსკერის სამაგრ ბიმსებს აქვთ მეტი სიმაღლე, რაც ნაკარნახევია მათი დამაგრების პირობებით და
მათში გამავალი „დეიდვუდის“ მილით. გემის კიჩოს ნაწილში დიამეტრალურ სიბრტყეში აყენებენ
ფლორების სიმაღლე გრძივძელს, თუ შპანგოუტებს შორის მანძილი აღემატება 2500მმ, მაშინ აყენებენ
ჩარჩო შპანგოუტებს და ბორტის გრძივძელს. „ახტერპიკის“ წყლის ბალასტად გამოყენების
შემთხვევაში, იქ დიამეტრალურ-სიბრტყეში უნდა დაყენდეს ე.წ. „უკუმგდები“ ტიხარი.
საჭის ღერძი (ბალერი) ყენდება „ჰელმპორტის მილში“ შვეულად, რომელიც ბალერის ქვედა
ჩობალთან ერთად უზრუნველყოფს კორპუსის წყალშეუღწევადობას ამ ადგილას.
არაბალანსირებული საჭის და ერთ სანიჩბავ ხრახნიან გემის ახტერშტევენი წარმოადგენენ ორი
ტოტისაგან შემდგარ ჩარჩოს, რომელთაგან წინას ეწოდება „სტარნპოსტი“ ხოლო უკანას
„ რუდერპოსტი“ ანუ „საჭის დგარი“ მათ შორის წარმოიქმნება დაცული ღია სივრცე ახტერშტევნის
თაღი.
სადაც განლაგებულია სანიჩბავი ხრახნი, სტარნპოსტის დგარს აქვს გაფართოება
ჰორიზონტალური გამჭოლი ხვრელით, სანიჩბავი ხრახნის ლილვის გამოსაყვენად, რომელსაც
ეწოდება მორგვი. „რუდესპოსტი“ აღჭურვილია საჭის ფრთის ჩამოსაკიდი ანჯამით, რომლებზეც
ჩამოიკიდება საჭის ფრთა თავისი ანჯამით და მაგრდება ჭანჭიკ-ქანჩებით. ახტერშტევენის ქვედა
ნაწილში კილის გაგრძელებაზე, უკან ე.წ. ახტერშტევენის „ქუსლში“ სადაც კეთდება ფოსო, რომელშიც
იდგმება ბრინჯაოს მილისი, ხოლო მის ძირში ფოლადის გამობრძმედილი საყრდენ-საკისარი,
რომელზე ეყრდნობა საჭის ფრთის ღერძის ქვედა თავი ან მაგრდება ქვედა ანჯამა ჭანჭიკ-ქანჩით იმის
მიხედვით, თუ როგორი კონსტრუქცია გამოიყენება.

§11. ზედნაშენები და ჯიხურები


გემების გამოყენებადი სათავსების გაზრდის მიზნით და ზოგჯერ მისი საზღვაოსნო
თვისებების, კერძოდ წყალშეუვალი სივრცის და აქედან გამომდინარე, ცურვადობის მარაგის და
ჩაუძირვადობის ამაღლების მიზნით, ძირითად კორპუსზე, მთავარ გემბანს ზემოთ იდგმება
ზენდაშენები და ჯიხურები.
ზედნაშენებად იწოდება წყველა დახურული სათავსები, რომლებიც განლაგებულია მთავარ
გემბანს ზემოთ და განვრცობილია გემის ერთი ბორტიდან მეორემდე ან თითქმის ერთი ბორტის
მეორემდე, ანუ თუ ზედნაშენს და გემის ბორტებს შორის სიცრცე არ აღემატება გემის სიგანის 0.04%ს.
ზედნაშენები, რომელთა სიფართე გემის სიფართის ნახევარზე ნაკლებია, ეწოდება ჯიხურები.
წინა ზედნაშენს ეწოდება ერდო. ხოლო ბოლოში განლაგებული ზედნაშენი - კიჩო.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ზედნაშენები არამარტო ზრდიან სათავსების მოცულობას, არამედ
მნიშვნელოვნად აუმჯობესებენ მის საზღვაო თვისებებს. ზედნაშენები, რომლებიც შეადგენენ გემის
საერთო სიგრძის 15%-ზე მეტს, მონაწილეობენ გემის გასწვრივი სიმტკიცის უზრუნველყოფაშიც,
ამიტომ ისინი იგება ისეთივე სიმტკიცის ანუ სისქის ფოლადის ფურცლებისაგან, როგორც ძირითადი
კორპუსი.
ზედნაშენების და ჯიხურების გემბანების და გვერდითი კედლების კონსტრუქციები თავისი
მონაცემებით ისეთივეა, როგორც დანარჩენი გემბანის და გარსამოსის.
ზედნაშენების ფერდების წყობა შედგება ძირითადი „ჩარჩო“ და შუალედური
შპანჰოუტებისაგან. ეს უკანასკნელი უფრო მცირე სისქის პროფილის ფოლადისაგან კეთდება.

25
1) შირსტრეკი; 2) გემბანის გრძივსაბამი (სტრინგერი); 3) მთავარი გემბანის ფენილი; 4) ზედნაშენის I
და II იარუსის ფრონტალური ტიხარი; 5) III და IV იარუსის ფრონტალური ტიხარი. 6) სანავიგაციო
ხიდურის ცრუბორტი; 7) სანავიგაციო ხიდურის გემბანის ფენილი; 8) ჯიხურის გემბანი; 9) ჯიხურის
ბიმსები; 10) საკვამური მილების გარსაცმი; 11) სამანქანე განყოფილების შახტის ტიხარი; 12) დგარი.

§12. ცრუბორტის მოაჯირები და კორპუსის სხვა ნაკეთობანი.


ცრუბორტის ძირითადი დანიშნულებაა ღია გემბანების შემოღობვა. ტრუბორტის სიმაღლე
გემის და გემბანის დანიშნულებიდან გამომდინარე, მერყეობს 1-დან 1,5 მეტრამდე. ფურცლები,
რომელთა სისქე შეიძლება იყოს 3-8 მმ, მაგრდება გემბანთან დგარების მეშვეობით, რომლებიც ყენდება
1,2 – 1,8მ-ის დაშორებით ერთმანეთისაგან. ცრუბორტი, როგორც შედარებით სუსტი კონსტრუქცია, არ
მაგრდება შირსტრეკთან. ქვედა კიდეს და შირსტრეკის ზედა კიდეს შორის, ასე 100-300 მმ სიმაღლის
სივრცეს ტოვებენ ღიად, შემოსხმული წყლის გემბანიდან გარეთ შეუფერხებელი გადინების
უზრუნველსაყოფად. ამგვარად ეს ღიობი წარმოადგენს გრძელ ე.წ. შტორმპორტიკს.

26
ცრუბორტის ზემოთ, მთელ მის სიგრძეზე ზოლურა ბურთულოვანი ფოლადისაგაბ უკეთდება
ბრტყელი ლარტყა ე.წ. „პლანშირი“. სამგზავრო გემებზე ფოლადის პლანშირის ზემოთ ამაგრებენ
მაგარი ხის, ჩვეულებრივ მუხის ლარტყას, რომელსაც ხეწავენ და ფარავენ ლაქით.
გემბანების ღია უბნების და სხვადასხვა ღიობების შემოსაფარგლავად, თუ ისინი არ არიან
საკმარისი სიმაღლის ზღურბლით (კომინგსით) შემოფარგლული, გამოიყენება ასევე, ლეერული
მოწყობილობა, რომელიც იმის მიხედვით თუ რა ადგილას ყენდება, შეიძლება იყოს მუდმივი,
მოხსნადი და გადასაწვენი. ლეერის მოწყობილობაში შედის: დგარები 750-1100მმ სიმაღლით,
რომლებიც კეთდება 33-48მმ მილებისაგან ან მოსქო ზოლურა ფოლადისაგან; 17-22მმ დიამეტრის
მილური ან 16მმ დიამეტრის ლითონის ღეროებოვანი ზედა, ხელის მოსაჭიდი 33-42მმ დიამეტრის
მილის ხელხარიხასაგან და სამაგრი ელემენტებისაგან.

ნახ. 25. ლეერების მოწყობილობა


1. ხელმოსაჭიდი ლეერი; 2. ზემო ლეერი; 3. შუა ლეერი; 4. ქვემო ლეერი; 5. ჯაჭვის ლეერი; 6.
ლეერის დგარი; 7. დგარი ბრჯენით (კონტრფორსით); 8. ბრჯენი, კონტრფორსი; 9. გადასაწვენი დგარი;
10. მოხსნადი დგარი; 11. შტორმული ლეერი (სამაშველო ლეერი გადასასვლელ ხიდურზე).

27
გემის ყველა მექანიზმი და დანადგარი ყენდება განსაკუთრებულ ფუნდამენტზე, რომელთა
ძირითადი დანიშნულებაა მათი მასის მიერ კორპუსზე წარმოქმნილი დატვირთვების გადანაწილება
უფრო დიდ ფართობებზე. გარდა ამისა ფუნდამენტებზე გადაეცემა მექანიზმ-დანადგარების მოძრავი
ნაწილების ინერციული ძალების მოქმედების და გემის რწევის შედეგად წარმოქმნილი ინერციული
ძალების დატვირთვები. ამიტომ ისინი უნდა იყვნენ მტკიცე და ხისტი კონსტრუქციის, ხოლო გემის
კორპუსი მათი დაყენების ადგილებში დამატებით უნდა იქნეს შემაგრებული. ასე, მაგალითად,
მთავარი ძრავას ფუნდამენტი შედგება ფურცლოვანი ფოლადისაგან დამზადებული ორი გასწვრივი
ძელისაგან. აქედან ძელების ქვედა წიბოები მიედუღება მეორე ფსკერის ფენილს ხოლო ზედა წიბოებს
ზემოდან დაადუღებენ სქელ ზოლურ ფურცლებს - ფუნდამენტის ფილებს. მეტი მდგრადობის
უზრუნველსაყოფად აღნიშნულ ძელებს ერთმანეთთან ამაგრებენ ფურცლოვანი ფოლადის
ბრაკეტებით, რომელთა თავისუფალ წიბოებზე სიმტკიცისათვის დაადუღებენ ზოლურა ფურცლებს
გარე გვერდებიდან. გასწვრივ ძელებს, შეამაგრებენ კნიცებით ანუ სამკუთხა საბმურებით.
გასწვრივი ძელების სიმაღლე და სიგრძე, ასევე მანძილი მათ შორის, განისაზღვრება მთავარი
ძრავას ზომებით და სანიჩბავი ხრახნის გამოსვლის ადგილით. ძელების სისქე დამოკიდებულია
დანადგარების ტიპებზე და ზომებზე.
იმ გემებზე, სადაც ორმაგი ფსკერი არ არის, მთავარი ძრავას ფუნდამენტი მონტაჟდება ფსკერის
გარსამოსზე და ამგვარად, მისი გასწვრივი ძელები გვევლინება როგორც სტრინგერები. ასეთ
შემთხვევაში გასწვრივი ძელები ერთმანეთში მაგრდებიან ფლორებით, რომელთა სიმაღლე
ფუნდამენტის სიმაღლეზეა დამოკიდებული.
სხვა მექანიზმ-დანადგარების ფუნდამენტები პრინციპულად არ განსხვავდება მთავარი ძრავას
ფუნდამენტის კონსტრუქციული აგებულებისაგან, ოღონდ ყველა ცალკეულ შემთხვევაში
განისაზღვრება მექანიზმ-დანადგარის ტიპით, ზომებით, დანიშნულებით და განლაგებით.
მცირე დამხმარე მექანიზმები ყენდება კრონშტეინებზე, რომლებიც მაგრდება ჩონჩხის
ძელებთან ან ტიხრებზე. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა საბრჯენი საკისრის დამაგრებას
კორპუსთან, რომელსაც გადაეცემა სანიჩბავი ხრახნის ბჯენის ძალა. მეტი სიმტკიცისა და
მდგრადობისათვის მას ხშირად აყენებენ მთავარი ძრავას ფუნდამენტზე. საგემბანო მექანიზმები
ყენდება პროფილირებული ფოლადის ძელებისაგან აკრეფილ სადგარებზე, რომლებიც თავისი ძირით
მიედუღებიან გემბანის ფენილზე.
გემბანის ფენილი, ამ ადგილებში შემაგრდება დამატებითი სამაგრებით: კნიცების, ძელების ან
პილერსების სახით.

§13. საზღვაო გემის სათავსების დანიშნულება და განლაგება ანუ კორპუსის შიდა


მოწყობილობის პრინციპული სექმა

28
გემის კორპუსი დაყოფილია მრავალ ნაკვეთურებად და ტიხრულებად ანუ ცალკეულ
სათავსებად. მათი ზომები, განლაგება და მოწყობილობა განპირობებულია სხვადასხვა ფაქტორებით,
მაგრამ უმნიშვნელოვანესად ითვლება გემის დანიშნულება. დანიშნულების მიხედვით სათავსები,
ყველა სახის გემებზე შეიძლება დაიყოს შემდეგი ძირითად ჯგუფებად:
1. სპეცუალური სათავსები - განისაზღვრება გემის დანიშნულებით. ასე, მაგალითად,
სატვირთო-სატრანსპორტო გემებზე მათ მიეკუთვნება ტვირთის განსათავსებელი, სარეწ გემებზე -
თევზისა და ზღვის პროდუქტების გადასამუშავებელი და შესანახი სათავსები, სამეცნიერო-კვლევით
გემებზე - სხვადასხვა ლაბორატორიები, სამგზავროზე - მგზავრების განსალაბეგელი და
მოსასვენებელი სათავსშენები, რომლებიც თვით ამ სპეცსათავსების გამოყენების სპეციფიკიდან
გამომდინარე, იწოდებიან ტრიუმებად, ტანკებად, კაიუტებად და სხვა.
2. გემის მარაგის, საბალასტო სათავსები - ნაკვეთურები, რომლებიც განლაგებულია
ძირითადად გემის თავსა და ბოლოში, ასევე, ორმაგი ფსკერს შორის სივრცეში და გამოიყენება
საწვავის, წყლის, ზეთების, საბალასტო წყლის განსათავსებლად.
3. სამსახურებრივი დანიშნულების სათავსები. ისინი თავისთავად იყოფიან სამ კატეგორიად: ა)
გემის მართვის სათავსები, რომელშიც შედის, უპირველეს ყოველისა, მესაჭის და სანავიგაციო
ჯიხური. ბ) გემის მექანიზმების სათავსები, რომელშიც შედის სამანქანე განყოფილება და გემის
სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველმყოფი სხვა მექანიზმდანადგარების სათავსები, სადაც გემზე
მომუშავე შემადგენლობა (ეკიპაჟი) ასრულებს სხვადასხვა სამუშაოს გემის ექსპლოატაციურ
გამოყენებასთან დაკავშირებით. გ) სამსახურეობრივი-სამეურნეო სათავსები და დ)
ადმინისტრაციული. ეს სათავსები განლაგებულია როგორც ძირითად კორპუსში - სამანქანე
განყოფილება, ასევე გემის ზედნაშენებში - მესაჭის ჯიხური, სარუმპელე განყოფილება, ცეცხლმქრობი
სისტემა - მოწყობილობანის სათავსები და სხვა.

a) გვერდითი ჭრილი; b) იუტის გემბანი; c) სანავე გემბანი; d) ქვედა ხიდური; e) შუა ხიდური; f)
ზედა გემბანი; g) ქვედა გემბანი.
29
1) ახტერპიკი; 2) სამანქანე განყოფილება; 3) ტრიუმები; 4) ფორპიკი; 5) ფსკერშორისი სივრცე; 6)
ამწე ისრების ჰიდროკომპლექსების სათავსშენი; 7) სატვირთო ისრები; 8) სამზარეულო; 9)
კაიუტკომპანია და სალონი; 10) ეკიპაჟის სასადილო და სალონი; 11) სამედიცინო ბლოკი; 12) გემის
კანცელარია; 13) კონდიციონირების სათავსშენი; 14) ავარიული დიზელგენერატორების სათავსშენი;
15) სახურაო აუზი; 16) კაპიტნის ბლოკკაიუტა; 17) უფრ. მექანიკოსის ბლოკკაიუტა; 18)
რადიოჯიხური; 19) სასაჭე-საჭტურმანო (სანავიგაციო) ჯიხური; 20) სასურსათო კამერები; 21)
ძვირფასი ტვირთების სათავსშენი; 22) მშრალი ნაკვეთურები; 23) დასაბანი წყლის ცისტერნა; 24)
ბალასტის ცისტერნა; 25) საწვავის ცისტერნები; 26) მცენარეული ზეთების გადასაზიდი დიპტანკი.

4. მგზავრების და ეკიპაჟის სათავსები ანუ ის სათავსები, რომლებიც განკუთვნილია გემებზე მყოფ


ადამიანთა განსათავსებლად და მათთვის ნორმალური ყოფითი პირობების უზრუნველსაყოფად.
ამათგან სატვირთო გემებზე თავიანთი მოცულობით ყველაზე დიდებია სამანქანე
განყოფილება და სატვირთო სათავსები - ტრიუმები.

1) ფორპიკი; 2) წინა სატუმბო განყოფილება; 3) დიპტანკი; 4) იზოლირებული ბალასტის


ცისტერნა; 5) სატვირთო ტანკი; 6) ნავთობნარჩენების შესაკრები ტანკი; 7) სატუმბო განყოფილება; 8)
სამანქანე-საქვაბე განყოფილება; 10) ავარიული დიზელგენერატორის სათავსშენი; 11) სააბაზანო-
სამრეცხაო; 12) სამედიცინო ბლოკი; 13) ხანძრის ქაფქრობის სისტემის ბლოკი; 14) სურსათ-სანოვაგის
შესანახი სათავსშენები; 16) ნაგავსაწვავი ღუმელის სათავსშენი; 17) ინერტული აირების სათავსშენი;
18) საცურაო აუზი; 19) საშემდუღებლო სახელოსნო; 20) სპორტკაიუტა; 21) ეკიპაჟის სასადილო და
სალონი; 22) სამზარეულო; 23) თამბაქოს მოსაწევი ოთახი; 24) სატვირთო ოპერაციების მართვის
პოსტი; 25) ბლოკ-კაიუტა; 26) კაიუტ-კომპანია და სალონი; 27) სამზარეულო; 28) ქაფქიმიური

30
მოცულობითი ხანძარქრობის სადგური; 29) ორადგილიანი კაიუტები; 30) ერთადგილიანი კაიუტები;
31) საჭის ჯიხური; 32) დაჭუჭყიანებული წყლების სეპარაციული ტანკი; 33) მძიმე საწვავის
ცისტერნები.

სამანქანე-საქვაბე განყოფილება - წარმოადგენს გემის ენერგეტიკული დანადგარების და სხვა


მექანიზმ-მოწყობილობების განლაგების ძირითად პუნქტს. სიგრძესთან მიმართებით კორპუსში მისი,
განლაგების ადგილი დამოკიდებულია ბევრ სხვადასხვა ფაქტორთან. მაგალითად, სამანქანე
განყოფილების გემის შუა (სიგრძესთან მიმართებით) ნაწილში განლაგებისას მარტივდება მისი
დიფერენტირება ანუ გასწვრივი წყალშიგსხვაობის დაყენება გემის თავსა და ბოლოს შორის, მცირდება
ზნექილობის მომენტი გემის ტალღის თხემზე ყოფნისას, როცა ისინი დატვირთულია, მაგრამ ამ დროს
კორპუსის ყველაზე მოხერხებული ნაწილი, ფორმით და განლაგებით, ვერ გამოიყენება ტვირთების
განსათავსებლად, მცირდება სატვირთო მოცულობა გემის სანიჩბავი ხრახნის ლილვგაყვანილობის
სიგრძის და მისი ტუნელის გამო, სამანქანე განყოფილების უკან მდებარე ტვირთსათავსების
მოცულობის ხარჯზე, ასევე, ფორმის გაუარესების გამო. რთულდება ლილვგაყვანილობის სწორება
(„ცენტრირება“) და ირღვევა ნორმალური პირობები გასწვრივი ზნექვის დროს.
სამანქანე განყოფლიების უკანა ნაწილში განლაგებით უკეთესი მოცულობები ეთმობა
ტვირთსათავს ნაკვეთურებს - ტრიუმებს, ტვირთების განსათავსებლად. ამით უმჯობესდება
სატვირთო მოწყობილობების: ამწეისრების და ამწე-კრანების გამოყენების პირობები, მოკლდება
ლილვგაყვანილობა და აქდან გამომდინარე, აღარ არის საჭიროება მისი ტუნელის გაკეთებისა, მაგრამ
უარესდება წყალშიგსხვაობის მოწესრიგება ანუ დიფერენტირება, როცა გემი ცარიელია, რადგან
საზღვაო თვისებების შენარჩუნებისათვის ანუ სლემინგის და გარკვეული არამდგრადობის თავიდან
ასაცილებლად, საჭირო ხდება სამძიმის მიღება გემის წინა ნაკვეთურებში, ხოლო წინა ნაკვეთურებში
სამძიმის მიღების გამო იზრდება ზნექვის მომენტი, რაც ღელვის დროს იწვევს გემის კორპუსის
დატვირთვების ზრდას. ამიტომ თანამედროვე მშრალტვირთმზიდ გემებზე ერთ ან ორ ტრიუმს
განალაგებენ სამანქანე განყოფილების უკან, რაც ნაწილობრივ ხსნის იმ უხერხულობებს, რომლებიც
წარმოიქმნება სამანქანე განყოფილების შუაში ან უკიდურეს უკანა ნაწილში განლაგებით.
თანამედროვე ტანკერებზე და მადანმზიდებზე ეს პრობლემატური საკითხი რეგულირდება
საბალასტო ტანკების (ცისტერნების) რაციონალური განლაგებით მთელი კორპუსის სიგრძეზე. ამ
გემების სპეციფიკა ამის საშუალებას იძლევა. ამიტომ თანამედროვე ტარნეკრები და მადანმზიდები
(ბალკერები) ძირითადად იგება განვითარებული უკანა ზედნაშენებით.
სამანქანე-საქვაბე განყოფილება მოიცავს ერთ ან ორ წყალშეუღწევად ტიხრულ სათავსს,
რომლის ზედა, მთავარ გემბანს ზემო ნაწილში კეთდება შახტური ტიპის ზედნაშენი რომელიც
გამოდის ზედნაშენის ზემო გემბანზე და გვირგვინდება საკვამური მილით და სამანქანე
განყოფილების „სანათური“ ლუკით, მისი ბუნებრივი, დღის სინათლით განათების და ჰაერის
განიავება-მიწოდების მიზნით. ლიუკს აქვს დაბალი კომინგსი - გემის წყალგაუმტარი დახურვის
უზრუნველმყოფი სახურავებით, რომელშიც არის გაუღებადი ანუ ყრუ ილუმინატორები.
კორიდორებში (დერეფნებში) სამანქანე განყოფილების შეხტიდან აქვს გამოსასვლელი ღიობები,
რომლებიც იხურება წყალგაუმტარი კონსტრუქციის კარებებით. თუ სამანქანე განყოფილება
განლაგებულია ორ წყალგაუმტარ სათავსში, მაშინ მათ შორის არსებულ წყალგაუმტარ ტიხარში
კეთდება წყალგაუმტარი კონსტრუქციის სოლური კარი, რომელიც შეიძლება იყოს თარაზულად ან
შვეულად მოძრაობის სისტემის.

$14. გემის სამარაგო და საბალასტო ნაკვეთურები


სამარაგო თხევადი მასალებისათვის, როგორიც არის: საწვავი, ზეთები, სანიტარული და
საქვაბე წყალი, ჩვეულებრივ გამოიყენება ფსკერშორისი ცისტერნები და თავსა და ბოლოში
განლაგებული ნაკვეთურები, რომლებიც სხვა დანიშნულებისათვის ნაკლებ ვარგისი და ძნელად
გამოსაყენებელია. დიდ გემებზე, ამ ბოლო დროს, პიკებს ანუ წინა და ბოლო სათავსებს ძირითადად
გამოიყენებენ, როგორც ე.წ. იზოლირებული წყლის ბალასტის ტანკებს (ცისტერნებს), რაც
მნიშვნელოვნად აუმჯობესებს როგორც გემის დიფერენტირების და მდგრადობის საკითხებს, ასევე
გარემო ბუნების დაჭუჭყიანებისაგან დაცვის პირობებს.

31
სასმელი წყლისათვის აკეთებენ განსაკუთრებულ ე.წ. ჩდგმულ ცისტერნებს, 45 - დღიანი
მარაგის გათვალისწინებით, თავისი ავტონომიური წყალგაყვანილობით, ანუ სისტემით
საზოგადოებრივი კვების ბლოკსა და ეკიპაჟის სათავსშენებში ანუ კაიუტებში მისაწოდებლად.
ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა სპეციალური სათავსოების ქონას
(ნავთობით) დაჭუჭყიანებული წყლების შესანახად და შემდგომ ნავსაგურებში ჩასაბარებლად. ასეთი
სათავსები განლაგებულია ჩვეულებრივ სამანქანე განყოფილებასთან ახლოს ფსკერთაშორის სივრცეში
ან სპეციალურ ტანკებში.
ყველა ცისტერნა რომელიც გათვალისწინებულია თხევადი მასალებისთვის, აღჭურვილია
მისაღები და გასაცემ სისტემებით ანუ ტუმბოებით და მილებით, თავისი არმატურით.

$15. ტვირთსათავსები ანუ ტრიუმები


როგორც სახელწოდება გვიჩვენებს, გამოიყენება გემის მიერ გადასატანი ტვირთების
განსათავსებლად და მათი, რაიმე, მავნე ზემოქმედებისაგან დასაცავად ტრანსპორტირების დროს.
მშრალტვირთმზიდ გემებზე, რომლებიც განკუთვნილია, ძირითადად, გენერალური
ტვირთების გადასაზიდად, ფლორებზე ან მეორე ფსკერის ფენილზე აფენენ (ალაგებენ) ხის ფიცრებს
ანუ იატაკს (მისი სისქე 50-70მმია), ხოლო ტვირთსათავსების შპანგოუტებზე 200-300 მმ. დაშორებით
ადუღებენ კუთხურა კავებს, რომლებშიც, ასევე ალაგებენ სქელ, ასე 50x200მმ-ის ფიცრებს ე.წ.
რიბინსებს.

რაც შეეხება თხევადი ტვირთების მზიდებს - ტანკერებეს, მათ ტვირთსათავსებს ეწოდება


ტანკები. მათი ლუკები მცირე ზომისაა და გამოიყენება ძირითადად ადამიანთა შიგ ჩასასვლელად.
მათ ლუკებს აქვთ 700-1100მმ სიმაღლის კომინგსი და წყალგაუმტარი კონსტრუქციის სახურავები.
ტვირთების მიღება და გაცემა ხორციელდება სატვირთ მილების სისტემებით, რომელშიც შედის
სატვირთო და ჩამწმენდი ტუმბოები.
გემის მართვის სათავსები - შედის, უპირველესყოვლისა, მესაჭის ჯიხური და გემთწამყვანის
ჯიხური. თანამედროვე გემებზე ეს ორი სათავსები გაერთიანებულია და მხოლოდ მსუბუქი ფარდიანი
ნახევარტიხრულით გამოიყოფა.
მესაჭის ჯიხურში განლაგებულია: საჭის ტუმბა საჭევარით, მასში ჩასმული გიროკომპასის
რეპიტერით და ავტოპილოტის მოწყობილობით, ასევე მაგნიტური კომპასით ან მისი პერისკოპით თუ
მაგნიტური კომპასი ერთია და ზემოთ, ე.წ. სასიგნალო ხიდურზეა განთავსებული. ელექტრო-
მექანიკური ტელეგრაფი, რადიოლოკატორები და ადგილის დამდგენი სხვა სანავიგაციო, თუ
სასიგნალო-სანავიგავიო მოწყობილობა-დანადგარები, რომლებიც აუცილებელია გემის მართვის
დროს: აქსიომეტრები, ტახომეტრები, სანავიგაციო ფარნების ჩამრთველები და სხვა.
32
სანავიგაციო ჯიხურში ძირითადი ადგილი უკავია რუკაზე სამუშაო მაგიდას, სადაც, ასევე,
გამოყვანილია ზოგიერთი სანავიგაციო ხელსაწყოების მაჩვენებელი ეკრანები, მრიცხველები; ეს
სათავსშენები ჩვეულებრივ განლაგებულია ყველაზე მაღალ ე.წ. სანავიგაციო ანუ კაპიტნის ხიდურზე.
უკეთესი ხედვისათვის სანავიგაციო ხიდურის გემბანის ფრთები გრძელდება ჯიხურიდან ორივე
მხარეს ბორტებამდე. ეს მისი ღია ნაწილი წინა მხრიდან დაცულია ასე, 1,5 მეტრის სიმაღლის
ქარამრიდი მოაჯირ - ტიხარით, ხოლო ზემოდან წვიმისაგან და მზის მცხუნვარებისაგან გასაცავად
გადახურულია ტენტით ან პლასტიკური სახურავით. ფრთების გარეთ განლაგებულია ე.წ. საბორტო
ანუ გვერდითი სანავიგაციო შუქმნათი ფარნები, ხოლო შიდა მხარეს სპეციალურ ბოძსაყრდენებზე
გიროკომპასის რეპიტერები მიმართულების გასაზომად ამა თუ იმ სანავიგაციო ნიშნებზე ან სხვა
ნებისმიერ ობიექტზე (საგანზე) ე.წ. პელენგატორების მეშვეობით.
ამავე გემბანზეა რადიოსადგურის ჯიხური. თანამედროვე გემებზე ცალკე, სპეციალური,
რადიოსადგურის ჯიხურის გამოყოფის აუცილებლობა აღარ არის, რადგან ე.წ. საზღვაო უბედურების
უსაფრთხოების გლობალური სისტემის ს.უ.უ.გ.ს. შექმნისა და დანერგვის გამო,
რადიომოწყობილობათა კომპლექსის მომსახურება-გამოყენება ითვალისწინებს გემთწამყვანის
უშუალო მუშაობას მასთან სანავიგაციო პროცესის მოუწყვეტლივ ანუ ისიც თავსდება სანავიგაციო
ჯიხურში, ისეთ მოხერხებულ ადგილზე, რომ გემთწამყვანმ მასთან მუშაობის დროს არ დაკარგოს
მხედველობიდან წყლის ზედაპირის სივრცე, ჰორიზონტი.
სამსახურეობრივ-სამეურნეო სათავსებს - გენეკუთვნებიან: გემის სახელოსნოები, სადურგლო,
ელექტრომექანიკური, მექანიკური, სახარატო, საშემდუგებლო და სხვა. ასევე, მასალებისა და
ინვენტარის შესანახი საკუჭნაოები: ე.წ. საშკიპერო, სამღებრო, საფარნე, მექანიკური და სხვა. მრავალი
ამათგან, როგორიც არის, მაგალითად, საშკიპერო, სამღებრო ანუ საღებავების და სხვა ასეთი
მასალების საკუჭნაოები, განლაგებულია გემის ერდოზე და იზოლირებულია დანარჩენი
სათავსებისაგან ფოლადის ტიხრებით და გათვალისწინებულია დისტანციური ცეცხლსაქრობი
სისტემებით აღჭურვა.
ადმინისტრაციული სათავსები: ძირითადად, უფრო ფართოდ წარმოდგენილია სამგზავრო და
სასწავლო-სამეცნიერო გემებზე, ხოლო სატვირთო გემებზე ამ სახის სათავსშენები მცირე
რაოდენობითაა. მათ განეკუთვნებიან: კანცელარია, საადმინისტრატორო და სხვა.
მგაზვრების და გემების შემადგენლობის (ეკიპაჟის) სათავსები: ამ სათავსშენების ზომები და
მოცულობა წესრიგდება არსებული საერთაშორისო და ეროვნული სანიტარული ნორმებით. თავიანთი
დანიშნულებით ეს სათავსები იყოფა შემდეგ სახეობებად: 1) საცხოვრებელი, 2) საზოგადოებრივი, 3)
სამეურნეო, 4) სანიტარულ-ყოფითი და სამედიცინო ბლოკებად. საცხოვრებელი სათავსშენები
წარმოადგენს 1-4 ადგილიან კაიუტებს ეკიპაჟის შემადგენლობისათვის და მგზავრებისათვის. დიდ
გემებზე, სადაც არ არის ფართის შეზღუდულობა, კაიუტები ჩვეულებრივ ერთადგილიანებია, ხოლო
მეთაურთა შემადგენლობისათვის განკუთვნილია მთელი ბლოკები: საძინებელი, სამუშაო კაბინეტით
და სანიტარული კვანძით. კაიუტები ჩვეულებრიც ნათელია ანუ აღჭურვილია ილუმინატორებით,
სანიავებელი სისტემებით, გათბობით, კონდიციონირებით და შიდა რადიო ტრანსლაციის ქსელით,
აგრეთვე, ტელეფონებით (მეთაურთა შემადგენლობა).
საზოგადოებრივი სათავსები: განკუთვნილია სხვადასხვა საზოგადოებრივი ღონისძიებების
ჩასატარებლად, კვების და დასვენების ორგანიზმებისათვის. ასეთებია: სამზარეულო სამომსახურო
ბლოკის სათავსები, სასადილო, მეთაურთა კაიუტკომპანია, მოსასვენებელი სალონები, ხოლო
სამგზავრო და დიდი რაოდენობის შემადგენლობის მყოლ გემებზე გათვალისწინებულია:
რესტორნები, კაფე-ბარები, საკონცერტო დარბაზები, სათამაშო ოთახები და ა.შ.

§16. გემის რანჰოუტი და ტაკელაჟი


რანჰოუტი ეწოდება ხის მორებისაგან (ხის გემებზე) ან ლითონის, კერძოდ, ფოლადის
შესაბამისი ანუ მილური პროფილის კონსტრუქციების შვეულ და ჰორიზონტალურ ერთობლიობას,
რომელიც მტკიცედ არის დაყენებული გემბანზე და აფრიან გემებზე, ძირითადად გამოიყენებოდა
აფრებისა და დროშების ასამართად, ხოლო თანამედროვე უაფრო გემებზე გამოიყენება სატვირთო
ამწეისრების, სანავიგაციო შუქების დასაყენებლად, ასევე სასაიგნალო დროშების და ნიშნების
ასამართად. რანჰოუტს განეკუთვნება: ანძები, ნახევარანძები და მასზე დაყენებული სატვირთო ამწე

33
ისრები და სხვა დეტალები. ანძები თავისი განლაგების მიხედვით იწოდება შემდეგნაირად: ფოკანძა
ანუ წინა ანძა, შეადგენს, რომელიც შუაშია განლაგებული ეწოდება „გროტანძა“ ხოლო უკანას
ბიზანანძა. თანამედროვე გემებზე ანძები მაგრდება გემბანთან მიდუღებით, ოღონდ, მტკიცე
კონსტრუქციების განლაგების, გემბანქვემო გასწვრივი სამაგრი ძელის „კარლინგსის“ და ბიმსის ანუ
განივი სამაგრის ძელის კვეთის ადგილებში. მეტი სიმტკიცისათვის ანძის ძირში მის გარშემო იქმნება
გემბანის გამაძლიერებელი კონსტრუქცია - „პიატნერსი“, შედარებით სქელი ფოლადის საყრდენი
ფურცლის სახით.
თანამედროვე გემებზე ანძები და ნახევარანძები ანუ ე.წ. „კოლონები“, რომლებზეც ეფუძნება
ამწე ისრები, შეიძლება იყოს არა ცალბოძა, არამედ ორბოძა ანუ ორფეხა სხვადასხვა ფორმის
გაშლილობით. სამგზავრო და სატვირთო გემებზე, სადაც არ არის ტვრითამწე მოწყობილობანი,
ჩვეულებრივ ზედნაშენის ზემო გემბანზე აყენებენ უფრო მცირე ზომის და მასის ე.წ. სასიგნალო
ანძებს, რომლებიც განკუთვნილია სასიგნალო ფარნების დროშების და სასიგნალო ნიშნების ასაწევ-
გამოსაფენად.
ტაკელაჟი - წარმოსდგება გერმანული სიტყვისაგან და ნიშნავს გემის რანჰოუტის ანუ ანძების
და მისი შემდგენელი ელემენტების სამაგრი და სამართი გვარლების აღკაზმულობას. ტაკელაჟი ორი
სახისაა: მოძრავი და უძრავი. მოძრავ ტაკელაჟს განეკუთვნება:” ფალები” ანუ გვარლები, რომლებიც
გამოიყენება დროშების და სასიგნალო ნიშნების ასაწევ-ჩამოსაწევად, სატვირთო ამწეისრების
სამუშაო მდგომარეობაში დამყენებელი გვარლ-ბლოკები ე.წ. ტოპენანტი და ”ამწე” გვარლ-ბლოკები
”სატვირთო შტენკელი” ანუ გვარლი , რომელზეც შეკიდულია სატვირთო კაკვი და რომლის
მეშვეობითაც ჯალამბრის გამოყენებით ხორციელდება სატვირთო ოპერაციები და სხვა.
უძრავ ტაკელაჟს განეკუთვნება ის გვარლები, რომლებიც გამოიყენება ანძების, ნახევარანძების,
სტენგების სამაგრებად. ასე მაგალითად, გვარლებს, რომლებიც ანძებს ამაგრებენ წინა მხრიდან,
ეწოდება ”შტაგები”, უკანა მხრიდან მჭერ სამაგრ გვარლებს ეწოდება ”ბაკშტაგები”, ხოლო
გვერდებიდან მჭერ გვარლებს ”ვანტები”. გვარლები, რომლებიც იჭერენ სტენგას გვერდიდან და
უკანიდან, ”ფორდუნებად” იწოდება. ანძების თავებს შორის გაჭიმულ გვარლს ეწოდება შტაგ-კარნაკი.
გვარლები გემის მდგრად კონსტრუქციებთან მაგრდება სატაკელაჟო მოწყობილობანით რგოლკავების,
გვარლმჭიმების, ყუაყურების და სხვათა მეშვეობით. უძრავი ტაკელაჟისათვის გამოიყენება ე.წ. ხისტი
შეგრეხის გვალები, ხოლო მოძრავ ტაკელაჟისთვის - რბილი შეგრეხის, ელასტიური გვარლები ანუ
გვარლები რომლების მზადდება მცენარეული გვარელების გულათი.

34
§20. ლილვგაყვანილობა

პრინციპული სქემა და ლილვგაყვანილობის მუშაობის პირობები

ლილვგაყვანილობა ემსახურება ძრავას ბრუნვის მომენტის გადაცემას გემის სანიჩბავ ხრახნზე.


ხრახნის ბრუნვის დროს განვითარებული ბრჯენის ძალა გადაეცემა გემის კორპუსს, რომელიც
ხასიათდება ექსპლუატაციური რეჟიმის ხშირი ცვლილებით (ბალასტში, ტვირთში, შტორმში და სხვა)
და ამ დროს წარმოქმნილი დატვირთვებით. განვიხილოთ მთავარი დატვირთვები და დეფორმაციები
ლილგაყვანილობის მუშაობის დროს.

ღუნვა - წარმოიქმნება გემის კორპუსის საერთო ღუნვისას, გამოწვეული დატვირთვების


სხვადასხვა განლაგებით გემის მთელ სიგრძეზე და გემის მდებარეობით ტალღაზე.კორპუსის ღუნვა
შეიძლება მოხდეს ჰაერის და წყლის ტემპერატურის ზემოქმედებით. ლილვგაყვანილობა ბრუნვისას,
იღუნება გემთან ერთად, ამ დროს მასში წარმოიქმნება ღუნვის დაძაბულობა.

გასწვრივი ღუნვა - ლილვგაყვანილობაში წარმოიქმნება სანიჩბავი ხრახნის საბჯენი ძალის


მოქმედებით, მაგრამ ის პრაქტიკულად არ წარმოიქმნება, რადგანაც პროექტორებისას ხდება
ლილვგაყვანილობის უზრუნველყოფა სათადარიგო მრავალჯერადი გრძივი მდგრადობით.

გრეხვა - ლილვგაყვანილობაში წარმოიქმნება ძრავადან მბრუნავი მომენტის ხრახნზე გადაცემისას.


ლილვების მასალებში გრეხვის დაძაბულობა ჭარბობს სხვა ძალებით გამოწვეულ დაძაბულობას.
გრეხვის დეფორმაციის ხასიათი არ მოქმედებს ლილგაყვანიკობის საყრდენი საკისრების მუშაობაზე.

ბრუნვითი რხევები - ლილგაყვანილობაში წარმოქმნება ბრუნვითი მომენტების ცვლილების


შედეგად. ეს რხევები უმაღლეს მნიშვნელობას აღწევენ ბრუნვის კრიტიკული სიხშირის დროს - მას
რეზონანსული მოვლენა ჰქვია. დაძაბულობა წარმოქმნილი ლილგაყვანილობაში ბრუნვითი რხევებით
გამოწვეული, საშიშ მნიშვნელობას აღწევს და იწვევს სანიჩბავი ლილვების მწყობიდან გამოსვლას
(დაშლას). ასეთი მოქმედების ასაცილებლად აუცილებელია რეზონანსული ზონის სწრაფად გავლა.
ამის გარდა დამატებით იყენებენ დემფერებს ან ანტივიბრატორებს.

განივი რხევები - წარმოიქმნება ლილვის არაბალანსირებული მასისას (მასალის არათანაბარი


სიმკვრივით და მექანიკური დამუშავებისას ცდომილების გამო), ამ დროს წარმოქმნილი
ცენტრიდანული ძალა ქმნის დამატებით ჩაღუნვის ძალას. ასეთი ლილვი განსაზღვრული ბრუნვითი

35
სიხშირის მიღწევისას იწყებს დარტყმების გადატანას, ხოლო საყრდენი საკისრები დამატებითი
დატვირთვის ათვისებას.

გრძივი ანუ ღერძული რხევები - წარმოიქმნება სანიჩბავი ხრახნის არათანაბარი ღერძული


ბრჯენით ერთი ბრუნის დროს. ეს იწვევს საბრჯენი საკისრის ვიბრაციას. ვიბრაციის დაკლება
შესაძლებელია ხრახნის ფრთების რიცხვის გაზრდით. ლილვგაყვანილობა, როგორც წესი,
განთავსებულია გემის ყველაზე დაბალ და უკანა ნაწილში და ხშირად დაცულია სანიჩბავი ლილვის
კორიდორით. ჩვეულებრივ გემებს აგებენ ერთი ან რამოდენიმე სანიჩბავი ხრახნით.
ლილვგაყვანილობას ერთსანიჩბავიანი ხრახნით, ხრახნის უკეთესი მუშაობისათვის, ხშირად აყენებენ
გემის ბოლოსკენ (კიჩოსკენ) 400-იანი დახრით. ლილვგაყვანილობის სიგრძე დამოკიდებულია
სამანქანო განყოფილების მდებარეობაზე. დიდ ტონაჟიან გემებზე, გემის შუა ნაწილში განთავსებული
სამანქანე განყოფილებით, ლილვგაყვანილობის სიგრძე 100 მ. აღწევს.სიგრძის მიხედვით
ლილვგაყვანილობა შეიძლება შედგებოდეს რამოდენიმე შუალედური ლილვისგან.

ნახ.1. ერთლილვიანი გემის ლილვგაყვანილობა

ერთლილვიანი გემების ლილგაყვანილობის ლილვები (ნახ. 1.) განთავსდებიან მთავარი ძრავადან


6 გემის კიჩოსკენ შემდეგი თანმიმდევრობით: საბრჯენი 5, შუალედური 10 და სანიჩბავის 2 და
სანიჩბავი ხრახნით 12. შუალედური ლილვის საყრდენებს წარმოადგენს საყრდენი საკისრები 4, ხოლო
სანიჩბავის - დეიდვუდის მილის 1 საკისრები. წყალგაუმტარობის უზრუნველსაყოფად დეიდვუდის
მილის ცხვირის ნაწილში დაყენებულია დეიდვუდის ჩობალი 11, ხოლო ტიხრებზე,
ლილვგაყვანილობის გავლის ადგილებში, ტიხრის ჩობალები 7, საბრჯენი ლილვი შეერთებულია
მთავარ ძრავასთან საბრჯენი საკისრით 8. ნაჩვენებ სურათზე სანიჩბავ ლილვს აქვს დამატებითი
გამოსატანი საყრდენი საკისრი 3. ლილვის ექსტრემალური დამუხრუჭებისათვის მას გააჩნია
ხუნდიანი მუხრუჭი 9.

საბრჯენი, შუალედური და სანიჩბავი

ლილვების კონსტრუქცია

36
ლილვები როგორც წესი მზადდება ნახშირბადიანი ფოლადისაგან, ხოლო სანიჩბავი ლილვი
მზადდება მაღალი ხარისხის ნახშირბადიანი ფოლადისაგან. ისინი სრულდება შიგა არხებით, მასის
შესამცირებლად, აგრეთვე თერმული დამუშავების გასაადვილებლად და იმის გათვალისწინებით,
რომ გრეხვის დეფორმაციას უმთავრესად აღიქვამს ლილვის გარეთა ელემენტები. დაძაბულობის
კონცენტრაციის შესამცირებლად, ლილვების მილტუჩებს უკეთებენ მომრგვალებას, რომელიც უნდა
იყოს არა ნაკლებ 0,08 ლილვის დიამტერისა.

სანიჩბავი ლილვი განთავსებულია დეიდვუდის მილში ან სპეციალურ სამაგრ კრონშტეინში


ახტერშტევენის შემდეგ.

ნახ.2.ა.ბ.გ- გემის ლილვგაყვანილობის ლილვები

სანიჩბავი ლილვი ზღვის წყალთან კონტაქტის ადგილებში დაფარულია ბრინჯაოს ფენით 7.


(ნახ.2.გ), რომელიც იცავს მას კოროზიისაგან და ამცირებს დანაკარგს გამოწვეულს ხახუნით. ლილვის
შუა ნაწილს ბრინჯაოს პერანგებს შორის აქვს სპეციალური ეპოქსიდური ფისის საფარი 8. ლილვის
კონუსის ნაწილზე სოგმანის 5 დახმარებით წამოცმულია სანიჩბავი ხრახნი, რომელიც მაგრდება
ქანჩით, ჩახრახნილი კუთხვილიან ბოლოზე. სანიჩბავი ლილვის მიმაგრება შუალედურ ლილვთან
წარმოებს მილტუჩით 9, თუ ლილვის ამოღება ხდება გემის შიგნით. იმ შემთხვევაში თუ ლილვისა
მოღება ხდება გემის გარედან, მაშინ სანიჩბავი ლილვი და შუალედური ლილვი ერთმნანეთთან
შეერთებულია კონუსური ქუროთი ან უსოგმანო შეერთებით. კოროზიისაგან საიმედო დაცვისათვის
დიდტონაჟიოანი გემების სანიჩბავ ლილვებს აქვთ მთლიანი პირნაკეთობა, რისთვისაც მგამოიყენება
კალა ნარევი ბრინჯაო. შუალედურ ლილვებს აქვს ნაკლები დიამეტრი ვიდრე სანიჩბავ ლილვს
(ნახ.2.ბ.), რადგანაც ის განიცდის ნაკლებ დატვირთვებს და არ აქვს პირნაკეთობა. ის ეყრდნობა ერთ ან
ორ საყრდენ საკისარს, რისთვისაც გათვალისწინებულია საყრდენი ყელები 4. მანძილი
ლილვგაყვანილობის საყრდენებს შორის უნდა აკმაყოფილებდეს მოთხოვნას L≤22dშ სადაც dშ არის
შუალედური ლილვის დიამეტრი. შუალედურ ლილვებს უნდა ჰქონდეს სპეციალური ყელები
კვლავაწყობადი ჩობალებისათვის.

საბრჯენ ლილვს აპროექტებენ ხელსაყრელი მონტაჟისათვის და დემონტაჟისათვის. ის


განსხვავდება შუალედური ლილვისაგან ქიმის არსებობით, რომელიც გამოიჭედება საბრჯენ
ლილვთან ერთად. ქიმი 3 (ნახ.2ა.) გადასცემს ბრჯენს, შექმნილს სანიჩბავი ხრახნით, საბრჯენ
საკისარს. ყელები 2 განკუთვნილია საყრდენი საკისრებისათვის. საბრჯენი ლილვი შეერთებულია
შუალედურ ლილვთან მილტუჩით 1 ან შემაერთებელი ქუროთი.

37
ნახ.3 სანიჩბავი ლილვის კონუსის შემჭიდროება

სანიჩბავი ლილვის პირნაკეთობასა და სანიჩბავი ლილვის მორგვს შორის სიმჭიდროვე


ხორციელდება შემამჭიდროვებელი რეზინის რგოლით 5 (ნახ.3), რომელიც მიეჭირება ლილვის
კინტსა 6 და ლითონის რგოლს 7 შორის. სანიჩბავი ლილვის კონუსის სიმჭიდროვე ხდება რეზინის
რგოლით 2, რომელიც მიჭირებულია ხრახნის კინტსა 1 და გარსშემოსადენს 4 შორის. სანიჩვაბი
ლილვის კუთხვილის შესანარჩუნებლად, გარშემოსადენის შიგნით მდებარე ქანჩი 3 ყრუ
დამზადებისაა. გემებზე სანიჩბავი ლილგაყვანილობის დასამუხრუჭებლად გამოიყენება
ლილვსაბრუნი მოწყობილობა ან ხუნდიანი მუხრუჭი 9 (ნახ.1)(გემის შეკეთების ან მისი ბუქსირების
დროს).

ლილვგაყვანილობის საყრდენი საკისრები

შუალედური ლილვის საყრდენი საკისრები ემსახურება ლილვის პირდაპირ- სწორხაზოვანი


ხაზის უზრუნველყოფას. უმეტეს შემთხვევაში საყრდენი საკისრები სრულდება სრიალა საკისრების
სახით, რამდენადაც ისინი უბრალო კონტრუქციისაა და აღიქვამენ დიდ კუთრ დატვირთვებს.
მიუხედავად იმისა, რომ საყრდენი საკისრები აღიქვამენ მხოლოდ ლილვის წონას, ცენტრირების
დარღვევისას დატვირთვა საკისარზე საგრძნობლად იზრდება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მისი
მწყობიდან გამოსვლა. კონსტრუქციულად საკისრები შედგება ქვედა და ზედა ნახევრისაგან. ხშირად
ანტიფრიქციული შენადნობით ფარავენ საკისრის მხოლოდ ქვედა ნახევარს, რადგანაც საყრდენ
საკისრებში არ მოქმედებს ზემოთ მიმართული ძალები. ზედა ნაწილი შეიძლება დამზადდეს, როგორც
დამცავი სახურავი, არის საკისრები რომლებიც დაფარულია თეთრი ლითონით. უშუალოდ საკისრის
კორპუსი და მისი სახურავი, აგრეთვე არის საკისრები ერთი ან ორი სადებებით. საკისარი უნდა
მუშაობდეს თხევადი ხახუნის პირობებში, რომლის დროსაც საკისარსა და ლილვის ყელს შორის
ყოველთვის არის ზეთის ფენა, ხახუნის ზედაპირების საიმედოდ გამყოფი. საკისრების
38
შეზეთვისათვის გამოიყენება რგოლური და დისკური შეზეთვის სისტემები. ლილვის ბრუნვის დროს
საკისრის ზედა ნაწილში ზეთის მიწოდება ხდება დიდი დიამეტრის რგოლით ან დისკოებით. მათი
დიამეტრი მეტია ლილვის დიამეტრზე. რგოლების ან დისკოების ქვედა ნაწილი ჩაძირულია ზეთის
აბაზანაში. საკისრის ჩამოსასხმელად გამოიყენება კალის მაღალი შემცველობის ბაბიტი, რომელიც
ფლობს მაღალი ანტიფრიქციულ თვისებებს, კარგ პლასტიკურობას, ანტიკოროზიულ სიმტკიცეს.
ზეთის გაცივება წარმოებს წყლით, გატუმბული კლაკნილაში, რომელიც განთავსებულია საკისრის
ქვედა ნაწილში ზეთის აბაზანის მიდამოში.

ნახ.4. საყრდენი საკისარი რგოლური შეზეთვის სისტემით

ნახ.4. ნაჩვენებია სრიალა საყრდენი საკისრის კონსტრუქცია რგოლური შეზეთვის სისტემით.


საკისარი შედგება კორპუსისაგან 6, რომელშიც ჩაგებულია ქვედა სადები7. საკისრის ზედა ნაწილს
წარმოადგენს სახურავი 5. საკისრს არ გააჩნია ზედა სადები, ბაბიტი ჩასხმულია პირდაპირ სახურავის
კორპუსში ან დაბოლოებების მიდამოებში ორი ნახევარი რგოლის 3 სახით. ქვედა სადებს გააჩნია
ბაბიტის ფენა 9 მხოლოდ მუშა ზედაპირის მიდამოში, რომელიც განთავსებულია ქვედა ნაწილში წრის
სიგრძის გასწვრივ. საკისრის შეზეთვა წარმოებს რგოლების 8 საშუალებით, რომლებიც თავისუფლად
დევს ლილვზე 4. მათ გააჩნიათ მეტი დიამეტრი ვიდრე ლილვს, ისინი თავისი ქვედა ნაწილით
ჩაძირულია ზეთის აბაზანაში 1. ლილვის ბრუნვისას, რგოლებს გადაქვთ ზეთი საკისრის ზედა
ნაწილში. ზეთის დონის კონტროლი წარმოებს დონის მაჩვენებლით 2.

39
ნახ.5. საყრდენი საკისარი დისკური შეზეთვის სისტემით

40
ნახ.5 ნაჩვენებია სრიალა საყრდენი საკისრის კონსტრუქცია დისკური შეზეთვის სისტემით.
განხილული საკისრის კონსტრუქციისაგან განსხვავებით, საკისრების შეზეთვა წარმოებს ორი დისკოს
2 საშუალებით, როლმებიც ლილვის 7 ბრინვისას, საკისრის ზედა ნაწილში გადაიტანენ ზეთს, ზეთის
მიმღებ მოწყობილობაში 5, სადაც ზეთის მოხსნა წარმოებს საფხეკის 12 საშუალებით, ჩამონადენი
ზეთი არხებით 1 მიედინება ლილვის შესაზეთად. საკისრი შედგება კორპუსისაგან 11, სახურავისაგან
3, რომელთა შორის მდებარეობს ზედა 4 და ქვედა 9 სადებები.უშუალოდ სადებებზე
შემამჭიდროვებელი საფენებით მაგრდება კარტერი 8 და სახურავი 6. ზეთის დონე კარტერში
კონტროლდება დონის მაჩვენებლით 10. საკისრის კორპუსი 11 ფუნდამენტზე მაგრდება სფერული
საფენების 13 დახმარებით. ზოგიერთ გემებზე საყრდენ საკისრებად გამოიყენება
გორგოლაჭსაკისრები, რომლებიც უფრო საიმედოა, უბრალო მომსახურებით გამოირჩევა, გააჩნიათ
ნაკლები ხახუნის კოეფიციენტი, ვიდრე სრიალა საყრდენ საკისრებს.

ნახ.6. ორრიგიანი სფერული საყრდენი გორგოლაჭსაკისარი

ნახ.6 ნაჩვენებია ორრიგიანი სფერული გორგოლაჭსაკისარი. საკისარი 3 ლილვზე მაგრდება კონუსური


მილსით 5 და დაჭერილია ქანჩით 6. კორპუსში 7 საკისარი განთავსებულია სრიალა ჩასმით, რის გამოც
ხორციელდება მისი გრძივი გადაადგილება ლილვთან ერთად ტემპერატურის ცვლილებისას ან
მუშაობის რეჟიმის შეცვლისას (მთავარი ძრავას) წინასვლიდან უკანა სვლაზე. გვერდებიდან საკისარი
დაფარულია გვერდითი სახურავებით 4, რომლებზეც დაყენებულია ჩობალისებრი
შემამჭიდროვებელი. საკისრები იპოხება კონსისტენციური საპოხი მასალით საზეთურის
საშუალებით.

ლილვგაყვანილობის საბრჯენი საკისრები

41
საბრჯენი საკისრები ემსახურება სანიჩბავი ხრახნის მიერ შექმნილი ღერძული ძალის აღქმას და
გემის კორპუსზე გადაცემას. ის ყენდება ლილვგაყვანილობის ბოლოს მისი ცხვირის მხრიდან ან
ჩასმულია რედუქტორის კორპუსში ან მთავარ ძრავაში. თანამედროვე დიდ ტონაჟიან გემებზე
საბრჯენ საკისრად გამოიყენება ერთქიმიანი სრიალა საკისრი. სანიჩბავი ხრახნის ბრჯენი ქიმიდან
გადაეცემა ბალიშებს (სეგმენტებს), რომელთა რიცხვი მერყეობს ექვსიდან თორმეტამდე. სეგმენტები
დამაგრებულია საკისრების კორპუსში და წინააღმდეგობას უწევს ლილვის ღერძულ გადაადგილებას.

ნახ.7. ლილვგაყვანილობის საბრჯენი საკისარი

ნახ.7 ნაჩვენებია ლილვგაყვანილობის საბრჯენი საკისრი. სიკისრის ფოლადის კორპუსი 10


შედგება ორი ნახევრისაგან, გახსნილი ჰორიზონტალურ სიბრტყეში, დამთხვეულს ლილვის ღერძზე.
საბრჯენი თხემის ორთავე მხარეს ყენდება საყრდენი საკისრები, რომელთა საყენები 4, შემობრუნების
და გრძივი გადაადგილების თავიდან ასაცილებლად ისინი კორპუსში მაგრდება სპეციალური
რგოლებით და წკირით. საკისრის კორპუსის ქვემოთ განთავსებულია ზეთის აბაზანა, შევსებული
ზეთით, სადაც ზეთის დონე კონტროლირდება დონის მაჩვენებლით. ზეთის აბაზანის ქვედა ნაწილში
განთავსებულია კლაკნილა 7, რომელშიც გადის გამაცივებელი წყალი. საბჯენი ბალიშები 1 ყენდება
ქიმსა და კორპუს შორის. ძალა ბალიშებიდან კორპუსს და სახურავს 3 გადაეცემა ცილინდრული
საბრჯენით 9 და ბალიშების სფერული საბრჯენით 8. ამ საბრჯენების ზედაპირები ნაწრთობია.
საკისრის მუშაობის დროს ზეთი ქიმით გადაიტანება ზედა ნაწილში, სადაც იზსნება ზეთდამჭერი
კავით 2 და არხებით მიედინება საყრდენი საფენების შესაზეთად. საკისრიდან გამოსული ლილვი 5

42
მჭიდროვდება სპეციალური რგოლით 11, რომლის წინ ლილვზე განთავსებული შესქელება
ეწინააღმდეგება ზეთის გაჟონვას, ზეთი სპეციალური არხით ჩაედინება ზეთის აბაზანაში.

ნახ.8. საბრჯენი საკისრის საბრჯენი ბალიში

ნახ.8 გამოსახულია საბრჯენი ბალიშები. საბრჯენი ბალიშების მუშაობა სრულდება ზეთის


ჩათრევით გადატანილი საბჯენი ლილვის ქიმით, ბალიშებს შორის სივრცეში. ბალიში ქიმის მხრიდან
დაფარულია ანტიფრიქციული ლითონით 2 და აქვთ გადანაცვლებული რწევის ცენტრი ბრჭენის 3
მხრიდან. ლილვის ბრუნვისას ბალიში შემობრუნდება და მოუჭირებს თხემს 4 იმავე ბოლოთი,
საიდანაც მანძილი რწევის ცენტრამდის ნაკლებია. აქედან გამომდინარე ზეთის წნევა ყველაზე ნაკლებ
ღრეჩოსთან ერთად იზრდება, რომელიც აღწევს რამოდენიმე მეგაპასკალს. ზეთის სოლის წარმოქმნა
საშუალებას იძლევა საგრძნობლად გავზარდოთ კუთრი დატვირთვა მოხახუნე წყვილის მუშა
ზედაპირზე. უკანა სვლის ბალიშებს აქვთ რწევის ცენტრის გადაადგილება საპირისპირო მხარეს, რაც
საშუალებას იძლევა შეიქმნას ზეთის სოლი ლილვის ბრუნვის მიმართულების შეცვლისას.

43
ნახ.9. ძრავას საბრჯენი საკისარი

ნახ.9 ნაჩვენებია ძრავას ფუნდამენტის ჩარჩორში ჩატანებული საბრჯენი საკისარი. ის ყენდება


ძრავას პირველ და მეორე ჩარჩოს საკისრებს შორის, რომლებიც ასრულებენ საყრდენი საკისრების
ფუნქციას. საბრჯენ ბალიშებს 3 მუშა ზედაპირის მხრიდან აქვს სოლისებური დახრილობა, რომელთა
ნაწიბურები გადის 7 მმ დაშორებით ბალიშის გეომეტრიული ღერძიდან. ლილვის ბრუნვისას და
წნევის წარმოქმნისას ქიმსა და ბალიშს შორის ეს უკანასკნელი შემობრუნდება თავისი ღერძის C
გარშემო , რაც ხელს უწყობს ზეთის სოლის წარმოქმნას, რადგანაც ღრეჩო S გასასვლელში მცირდება.
ხრახნიდან ძალა გადაეცემა ქიმის 1 საშუალებით საბრჯენ საკისრს 3 ზეთის ფენის შემდეგ,
რომლებიდანაც ძალა წკირების 2 შემდეგ გადაეცემა ოთხ ნახევარრგოლს 7. (2 წინა და ორი უკანა
სვლის). ნახევარრგოლები ეყრდნობა ჩარჩოს საკისრების კორძების 6 ამონაჩარხს, საიდანაც ძალა
გადაეცემა მთავარ ძრავას ფუნდამენტს. ნახევარრგოლები ჩარჩოს საკისრების სახურავში მაგრდება
საჩერი სეგმენტით 4 სპეციალური ჭანჭიკით 5.

ლილვგაყვანილობის ექსპლოატაცია,

44
ცვეთის სახეობები და დაზიანებები

ლილვგაყვანილობის მუშაობისათვის მოსამზადებლად აუცილებებლია გათვალისწინება, რომ


ლილვგაყვანილობის მთელ სიგრძეზე მისი მბრუნავი ნაწილები არ ეხება რომელიმე გარეშე
სხეულებს, მილტუჩა შეერთებებზე გარსაცმი არ ეხება ჭანჭიკის თავებს და ქანჩებს. ზეთის დონე
საყრდენ საკისრებში შეესაბამება ნორმალურ დონეს. შემდეგ გავთიშოთ მუხრუჭი და დეიდვუდის
ჩობალი, რის შემდეგ ლილვგაყვანილობა დავაბრუნოთ ერთ-ორი ბრუნით ლილვსაბრუნი
მოწყობილობით და კონტროლი გაუწიოთ მოწყობილობის ელექტროძრავას დატვირთვას. მუშაობის
პირველ საათებში აუცილებებლია ყურადღებით ვაკონტროლოთ საკისრების ტემპერატურა.
0
საკისრების საიმედო მუშაობა უზრუნველყოფილია ოპტიმალური 50 C ტემპერატურის დროს. თუ
ტემპერატურა იზრდება, ეს პროცესი უნდა შევაჩეროთ ყველა შესაძლებელი საშუალებით, პირველივე
შესაძლებლობისას გამოვარკვიოთ ტემპერატურის მატების მიზეზი (დრეკადი დეფორმაცია,
გაცივების საშუალება, ზეთის დაბინმძურება, საკისრების შემამჭიდროვებელი რგოლების ხახუნი
ზედმეტი მიჭერის გამო, არანორმალური შემობრუნება საზეთი რგოლის ლილვის ყელზე და სხვა).
პერიოდულად უნდა გაისინჯოს ლილვგაყვანილობის ღერძული გაქანება საყრდენ ბალიშებისა და
საბრჯენი ლილვის ქიმს შორის. ღერძული გაქანება უნდა იყოს 0,5მმ. გაისინჯოს საყრდენი საკისრის
ზეთის ღრეჩო. მისი განსაზღვრა შეიძლება S=0,001α სადაც α არის მუშა ყელის დიამეტრი (მმ). გემის
მექანიკოსს ხშირად უხდება გემის მიღება აშენების და შეკეთების შემდეგ, ამისათვის მან
აუცილებლად უნდა იცოდეს სხვადასხვა საკლასიფიკაციო საზოგადოების მოთხოვნები, რომლის
მეთვალყურეობით შენდება ან შეკეთდებოდა გემი. შუალედური ლილვის ყველაზე ნაკლები
p
დიამეტრი (მმ) d  F 3 , სადაც F არის კოეფიციენტი დამოკიდებული მექანიკური დანადგარის
n
ტიპზე; F=95 შიგაწვის ძრავებისათვის, როდესაც სიმძლავრე სანიჩბავ ხრახნს გადაეცემა რედუქტორის
შეშვეობით, F=100 შიგაწვის ძრავებისათვის, სიმძლავრის პირდაპირი გადაცემისას; p -
გაანგარიშებული სიმძლავრე (კვტ); n - გაანგარიშებული ბრუნვის სიხშირე (ბრ/წთ). საბრჯენი
ლილვის დიამეტრი უნდა იყოს არანაკლებ 1,1 შუალედური ლილვის დიამეტრისა, სანიჩბავი ლილვის
p
გაანგარიშებული დიამეტრი (მმ) უნდა იყოს ანა ნაკლებ d  100 K 3 , სადაც K არის კოეფიციენტი,
n
დამოკიდებული ლილვის კონსტრუქციაზე, რის გამოც ის შეიძლება იყოს სხვადასხვა ლილვის
ცალკეული ნაწილისათვის. თუ ლილვი დამზადებულია ღერძული ხვრელით, მაშინ მისი ხვრელის
დიამეტრი არ უნდა აღემატებოდეს 0,4 ფაქტიური ლილვის დიამეტრისა. სანიჩბავი ლილვები საჭიროა
საიმედოდ დავიცვად ზღვის წყალთან შეხებისაგან, ლილვების პირნაკეთი უნდა იყოს დამზადებული
შენადნობებისაგან, რომლებსაც გააჩნიათ მაღალი კოროზიული მდგრადობა ზღვის წყლის მიმართ.
ბრინჯაოს პირნაკეთობის სისქე უნდა იყოს არა ნაკლებ S=0,03dლ+ 7,5, სადაც d არის სანიჩბავი
ლილვის დიამეტრი პირნაკეთის შიგნით (მმ). სანიჩბავი ლილვები ექსპლუატაციის პერიოდში,
კერძოდ ზღვის წყალში მუშაობისას განიცდის კოროზიული დაშლის საფრთხეს. სანიჩბავი ხრახნის
წონის გამო იქმნება ნიშანცვალებადი მღუნავი დაძაბულობა, როს გამოც ლილვზე წარმოიქმნება
ბზარები და ლილვი იშლება. გარდა ამისა შეიძლება წარმოიქმნას დამატებითი დაძაბულობები
სტატიკური და ჰიდროდინამიკური გაუწონასწორებისას, შტორმის დროს. ყველა ჩამოთვლილი
იწვევს ლილვების შემდეგ დეფექტებს: ლილვის ყელებისა და პირნაკეთობის ცვეთას, როს გამოც
მცირდება ლილვის დიამეტრი, იზრდება ღრეჩოები საკისრებში და მატულობს წყლის გაჟონვა
ჩობალის სატენში. სუსტდება პირნაკეთობის სიმჭიდროვე, რის გამოც იზრდება საშიშროება ზღვის
წყლის მოხვედრისა ლილვის ზედაპირზე, მცირდება დეიდვუდის საკისრების მუშაობის საიმედოობა;

45
ლილვის ყელებზე წარმოიქმნება ზედაპირის უსწორობა (კონესურობა, არასიმრგვალე,
კასრისებურობა); ბზარები და ლილვის გატეხვა, რომელიც შეიძლება წარმოიქმნას - დარტყმის,
ტემპერატურული და შედუღებისას წარმოქმნილი დაძაბულობის გამო; ლილვის გაღუნვა ხდება
ხრახნის დარტყმისას მცურავ მყარ საგანზე, გრუნტზე; სოგმანების ღარის დაზიანება, რაც
გამოწვეულია ხრახნის არასრულად ჩასმის გამო, რაც განსაკუთრებით საშიშია ხშირი მანევრებისას;
კოროზიული - დაღლილობითი ბზარები, რომლებიც იწვევს ლილვის გატეხვას. ხანდახან ლილვებზე
წარნოიქმნება ბზარები გამოწვეული ფრაქციული კოროზიით (ფრენტინგ- კოროზია). ამ კოროზიის
არსი მდგომარეობს - ლითონის ჟანგვის პროდუქტების წარმოქმნა, ხრახნის მორგვის, სანიჩბავი
ლილვის კონუსზე ჩამოცმის ადგილებში, სადაც წარმოიქმნება ზედაპირული დეფექტები.

რაც უფრო მაღალია სხვაობა სანიჩბავი ლილვის პოტენციალისა და კონუსის პოტენციალს შორის,
მით უფრო აქტიურია ელექტროქიმიური კოროზიის მოქმედება, ამისათვის აუცილებელია ხრახნიდან
დენის აშორება ე.ი. პოტენციალების სხვაობის მინიმუმამდე შემცირება. ამისათვის გამოიყენება
სხვადასხვა დენის მომხსნელი მოწყობილობა. ლილვგაყვანილობიდან დენის არიდება აუცილებელია
იმის გამო რომ, მასში ყოველთვის წარმოიქმნება ხეტიალა დენი. ამის გამო ლილვგაყვანილობასა და
საკისრებს შორის წარმოიქმნება პოტენციალების გარკვეული სხვაობა. შემზეთი ზეთი თანდათან
დაბინძურების გამო გარდაიქმნება სუსტ ელექტროლიტად, რის გამოც წარმოიქმნება საკისრების და
ლილვის ელექტროლიტური კოროზია. სრიალა საკისრებში წარმოიქმნება კალას ჟანგის მყარი ქერქი,
ხოლო გორვის საკისრებში წყლულები, რაც იწვევს მათ დაზიანებას.

დეიდვუდის მოწყობილობების სქემები

დეიდვუდის მოწყობილობების დანიშნულებაა უზრუნველყოს გემის კორპუსის წყალგაუმტარობა,


ხოლო სანიჩბავ ლილვს - ერთი ან ორი საყრდენით, აღიქვას სტატიკური დატვირთვები გამოწვეული
ლილვის წონით და ხრახნის წონით, დინამიკური დატვირთვები გამოწვეული სანიჩბავი ხრახნის
სხვადასხვა სიღრმეზე მუშაობით. გემების დეიდვუდის მოწყობილობა იყოფა ორ ჯგუფად: ლითონის
და არალითონის სადებებით. საკისრებში ანტიფრიქციული მასალად გამოიყენება ბაკაუტის
(ოდაღაჯის), ტექსტოლიტის, რეზინალითონური და რეზინაებონიტური სეგმენტები. ლითონის
საკისრებში ზეთით შეზეთვით, საყრდენი საკისრების სადებებში ჩასხმულია ბაბიტი. გემის
ექსპლუატაციის დროს დეიდვუდის მოწყობილობაში წარმოიშვება მუდმივი და ცვალებადი
დატვირთვები ძალების და მომენტების მოქმედების გამო, გადაცემულს სანიჩბავი ხრახნიდან
სანიჩბავ ლილვზე, რომლებიც იწვევს დეიდვუდის საკისრების და მილის დაძაბულობას. ძრავა
გადასცემს ხრახნს ბრუნვის მომენტს, რომელიც არ არის მუდმივი და გამოითვლება ფორმულით M ბრ=
Ne
9554 , სადაც Ne არის მთავარი ძრავას ეფექტური სიმძლავრე კოლოვატებში, n - არის სანიჩბავი
n
ლილვის ბრუნვის სიხშირე -ბრ/წთ. ბრუნვის მომენტის პერიოდული ცვლილება სისტემაში ძრავა -
ლილვგაყვანილობა - ხრახნი იწვევს მბრუნავ რხევებს. თანხვედრა ძალების სიხშირეების, საკუთარ
ბრუბვის რხევების სიხშირეებთან წარმოქმნის რეზონანსის პირობას, როს გამოც ძალები დეტალებში
მკვეთრად იზრდებიან. საგრძნობი ძალები შეიმჩნევა რეზონანსული ზონების მახლობლად, როდესაც
ხდება სიხშირეების ნაწილობრივი თანხვედრა. 0,85-1,05 ამ ზონებში ლილვის ბრუნვა დაუშვებელია.
სანიჩბავი ხრახნის მუშაობის პროცესში მის ფრთებზე წარმოიქმნება პერიოდულად აღშფოთებული
46
ძალები და მომენტები, რომლებიც აღიქვებიან დეიდვუდის მოწყობილობით და გადაეცემნიან გემის
კორპუსს მისი საკისრების მეშვეობით. მოცემული ძალები წარმოიქმნება ცვლილების შედეგად
ხრახნის ერთი ბრუნისას მისი მიბრჯენის და ტანგენციონალური ძალების, რომლებიც
ეწინააღმდეგება ყველა ფრთის ბრუნვას. ამ დროს შეიძლება შეიქმნას პირობები, რომლის დროსაც
წარმოქმნილი ძალების სიხშირე ხრახნზე ემთხვევა ლილვგაყვანილობის მღუნავი რხევების სიხშირეს,
რაც იწვევს სანიჩბავი ლილვის რეზონანსული რხევებს და მაღალ დაძაბულობას მის მთავარ უბნებზე.
ჯამური გადამღუნი მომენტი იკრიბება ხრახნის მასის მომენტისაგან, ჰიდროდინამიკური გადამღუნი
მომენტისაგან და ინერციული ძალების მომენტისაგან ლილვგაყვანილობის გადამღუნი რხევების
დროს. სანიჩბავი ხრახნის ჰიდროდინამიკური უწონასწორობა წარმოიქმნება ყოველი ფრთის ბიჯის
განსხვავების გამო ან ნაწილობრივ ჩაყვინთული ხრახნის მუშაობის გამო. ფრთების დამზადების
დროს მათი ბიჯი ერთმანეთისაგან უმნიშვნელოდ განსხვავდება, მაგრამ ექსპლუატაციის პროცესისას,
ცალკეული ფრთის გატეხვის ან დეფორმაციის გამო წარმოიქმნილმა ძალებმა შეიძლება გამოიწვიოს
დეიდვუდის საყრდენების საშიში ვიბრაცია. სანიჩბავი ლილვის და ხრახნის მასის მიერ გამოწვეული
დატვირთვას აღიქვამს დეიდვუდის საკისრები, რომლებიც ასევე აღიქვამენ ხრახნის აგებულების
სტატიკურ უწონასწორობას. დატვირთვის მაქსიმალური წილი მოდის დეიდვუდის ბოლო
საკისრებზე.

ყველა გემებისათვის დეიდვუდის მოწყობილობა ერთნაირია და შედგება: დეიდვუდის


მილისაგან, რომლის შიგნით განთავსებულია საკისრები, სამჭიდროვებელი მოწყობილობა.

ნახ.10 დეიდვუდის მოწყობილობა ოდაღაჯის საკისრებით

ნახ.10 ნაჩვენებია ერთლილვიანი გემის დეიდვუდის მოწყობილობა არალითონიანი საკისრებით.


დეიდვუდის მილი 4 ცხვირის მხარე, მილტუჩით 11 მყარად მაგრდება ახტერპიკის ტიხარზე 12, ხოლო
უკანა ბოლო ნაწილი შედის ახტერშტევნის 3 კვიტიტაში, მჭიდროვდება რეზინის რგოლებით 15 და
მოიჭირება წამოსასხამი ქანჩით 16, სპეციალური საჭერით 2. შემამჭიდროვებელი რეზინი ყენდება
შემზღუდველი კინტს 14 და ახტერშტევნის კვიტიტას შორის ცხვირის მხრიდან და წამოსასხამ ქანჩასა

47
და ახტერშტევენის კვიტოტას შორის მეორე მხროიდან, ზღვის წყლის შეუღწევადობისათვის
დეიდვუდის მილის და ახტერშტევნის კვიტიტას შორის არსებულ სივრცეში. დეიდვუდის მილის
გემის შიგნით გამოსვლის რაიონში ყენდება ჩობალური შემამჭიდროვებელი, რომელიც შეიცავს
სატენს 9, განთავსებულს ლილვსა და მილს შორის; დამწოლ მილისს 10 ჩობალს აქვს მისადგომი
ადგილი სამანქანო განყოფილებიდან ან სანიჩბავი ლილვის ტუნელიდან. დეიდვუდის მილის შუა
ნაწილს იკავებს ფლორი 13, რომელიც შეიძლება იყოს მიდუღებული მილზე ან ეყრდნობოდეს
გადაადგილებადი საყრდენით. დეიდვუდის მილის შიგნით დაყენებულია დეიდვუდის უკანა
მილისი 5 და დეიდვუდის წინა მილისი თამასებით 7, მათში აწყობილია ოდაღაჯის თამასებით ან
მისი შემცვლელით 6 და 8 საკისრები. მილისები მილზე მაგრდება საჩერი სჭვალით. უკანა საკისრის
შეზეთვისთვის და გაცივებისათვის მათში იძულებით გაიტუმბება ზღვის წყალი, როსთვისაც
საკისრის თამასების შეერთების ადგილებში გათვალისწინებულია არხები წყლის თავისუფლად
გადინებისათვის. ოდაღაჯის წყობის ქვედა თამასეებს აქვთ ბოჭკოების ტორსული განლაგება, ხოლო
ზედა თამასებს ბოჭკოების განივი განლაგება (ნახ.10, A –A ჭრილი), რადგანაც ქვემოთა თამასები
ითვისებს მაღალ კუთრ დატვირთვებს. ქვედა და ზედა ოდაღაჯის თამასებს შორის დაყენებულია
თითბერის საბრჯენი თამასები 18, რომელთა საშუალებით გამორიცხულია მათი შემობრუნება
დეიდვუდის მილისში. სანიჩბავი ლილვის კოროზიისაგან დასაცავად, დეიდვუდის მილის რაიონში
ის დაფარულია ბრინჯაოს პირნაკეთით 17 ან დაცულია სპეციალური ფენით. დეიდვუდის მილში
მონტაჟდება საკისრები - ისინი აღიქვამენ ძალებს ხრახნიდან და ლილვგაყვანილობიდან.
დეიდვუდის მილის დასამზადებლად გამოიყენება ფოლადი, ნაკლებად რუხი თუჯი CЧ18-36.ისინი
მზადდება შედუღებული ნახევრებით, ან ჩამოსხმული ჩასადები. მილის სისქე უნდა იყოს არა ნაკლებ
(0,1 -0,15)dლ. სადაც dლ არის სანიჩბავი ლილვის დიამეტრი.

მთლიანად- ახტერშტევენის კვიტატა, დეიდვუდის მილი, კორპუსი და ახტერშტევენის ტიხრის


გამაძლიერებელი უნდა წარმოადგენდეს ერთ მთლიან, კარგად შეკრულ ხისტ კონსტრუქციას.
შემამჭიდროვებელი ჩობალები წარმოადგენენ მნიშვნელოვან ნაწილს დეიდვუდის
მოწყობილობაში.საიმედოა ექსპლუატაციაში ისეთი კონსტრუქციები, რომლებიც უზრუნველყოფენ
არა მარტო კვანძის სიმტკიცეს, არამედ საიმედო სიმჭოდროვეს. ამის გამო უპირატესობა ენიჭება ისეთ
ჩობალურ მოწყობილობას, რომლებიც განათავსებენ მათში როგორც მთავარ, ასევე დამხმარე ჩობალს,
საშუალების მომცემს მათი გადატენვისათვის გემის ცვხვირზე დიფერენტირების გარეშე. ჩობალის
მოწყობილობა შეიძლება დაყენდეს დეიდვუდის მილის წინა ნაწილში, როგორც ნაჩვენებია ნახ.10, ან
ჰქონდეს გამოსატანი კორპუსი.

დეიდვუდის მოწყობილობის გამოსატანი ჩობალი (ნახ.11,ა) შედება კორპუსისაგან 4, რომელიც


მაგრდება ახტერპიკის ტიხრის მილტუჩზე სარჭებით 7. ჩობალის კორპუსის შიგნით განთავსებულია
სატენი 3, რომელიც მჭიდროვდება დასაჭირებელი მილისით 6 ქანჩების 5 საშუალებით. დამხმარე
ჩობალი შეიძლება შემჭიდროვდეს სპიციალური თითბრის რგოლებით 1, რომლის ღერძული
გადაადგილება უზრუნველყოფილია სამი თითბრის სარჭების 2 ერთდროული დაბრუნებით. გემებზე
ყველაზე მეტად გავრცელებულია ჩობალის კონტრუქცია, რომელიც ნაჩვენებია ნახ.11,ბ. ცალკეული
ჩობალის მილისი 5 სატენთან 4 ერთად მთლიანად ჩაძირულია დეიდვუდის მილში 3, რის გამოც
იზრდება სიმჭიდროვეს სიმტკიცე და უმჯობესდება ჩობალის კვანძის მუშაობა. ჩობალის
თანაბარზომიერი მოჭერა წარმოებს ექვსი სვლადი კბილანის 1 შემობრუნებით, რომლებიც
ერთმანეთთან შეერთებულია კბილანა ბორბლით 2.

48
ნახ.11.ა.ბ. სანიჩბავი ლილვის ჩობალური შემჭიდროება

დეიდვუდის საკისრები

დეიდვუდის საყრდენი საკისრები უმთავრესად აღიქვამენ სანიჩბავი ხრახნის და ლილვის წონას.


არამეტალისაგან დამზადებული დეიდვუდის საკისრების გამოყენებისას სანიჩბავი ლილვის
პირნაკეთობა, დამზადებული ბრინჯაოსაგან (10-2), მუშაობს ოდაღაჯის, ტექსტოლიტის,
ლითონრეზინის და კაპრალონის თამასებისაგან დამზადებულ საკისრებში. მათი ექსპლუატაცია
შესაძლებელია მხოლოდ იძულებით წყლის მიწოდებით, მოხახუნე ზედაპირების შესაზეთად და
გასაცივებლად. დეიდვუდის საკისრებს ათავსებენ დეიდვუდის მილისებში, რომლებიც მზადდება
ბრინჯაოსა და თითბისაგან. ხშირად იყენებენ ორ დეიდვუდის მილისს, ამასთან ერთად უკანა მილისი
უფრო გრძელია, რადგანაც ის აღიქვამს მეტ ძალას ხრახნის მასისაგან. დეიდვუდის საკისრების
დასამზადებლად, ანტიფრიქციულ მასალად ფართოდ გამოიყენება ოდაღაჯი. ეს რკინისებური ხე
იზრდება სამხრეთ ამერიკაში, ბოჭკოს დიაგონალური აკინძვით, ძნელად დანებებადი გახლეჩას,
შეიცავს 30% ფისისებრ ნივთიერებას, ფლობს კარგ ანტიფრიქციულ თვისებებს ლითონთან ხახუნის
დროს 500C-იან წყალში. ის არ ლპება. ის უძლებს განსაზღვრულ კუთრ დატვირთვას 0,3მპა , ამის გამო
დეიდვუდის საკისრების სიგრძე შედარებით დიდია. მოთხოვნილება მასზე დიდია,
გემთმშენებლობის ზრდასთან ერთად, რაც მთლიანად ვერ კმაყოფილდება, რის გამოც იძულებულნი
არიან გემთმშენებლობაში გამოიყენონ ოდაღაჯის შემცვლელები. ბოლო წლებში გავრცელება ჰპოვა
საკისრებმა, დამზადებულმა კაპრალონისაგან. მისგან დამზადებული საკისარი უძლებს 140 0-1500 C
ტემპერატურას. ის გამოირჩევა საგრძნობი მდგრადობით ცვეთადობისადმი. ამ თვისებების გამო ის
გამოიყენება, როგორც ანტიფრიქციული მასალა დეიდვუდის საკისრებში დიდტონაჟიანი
გემებისათვის. ლითონჩასხმული საყრდენი საკისრები - საგრძნობლად განსხვავდება
კონსტრუქციულად არალითონურ საკისრებისაგან. განხილული საკისრები ხასიათდება ზოგიერთი
49
უკმარისობით: მუშაობა ნახევრად თხევადი ხახუნის პირობებში, სანიჩბავი ლილვის პირნაკეთობის
დაშლა, საკისრების დიდი ზომები. ამ გარემოებებმა გამოიწვია დიდტონაჟიანი გემებისათვის
დეიდვუდის კონსტრუქციის შეცვლა, კერძოდ ლითონჩასხმული საკისრებზე გადასვლა და
შესაზეთად ზეთის გამოყენება. ასეთი საკისრების განმასხვავებელი განსაკუთრებულობებს
წარმოადგენს: ნაკლები ხახუნის კოეფიციენტი; სიმძლავრის ნაკლები დანაკარგი; სანიჩბავი ლილვი
მუშაობს ზეთის აბაზანაში - რისთვისაც არ საჭიროებს ძვირადღირებულ პირნაკეთობას; ნაკლები
ღრეჩოები საკისრებში, რაც ზღუდავს არასასურველი დინამიკურ მოვლენებს, გამოწვეულს
ლილვგაყვანილობის რხევებით; ლილვბს არ აქვს უშუალო კონტაქტი სამჭოიდროებელთან , რის
გამოც ლილვი არ იცვითება შემამჭიდროებელი ელემენტებით; შემამჭიდროებელი არ საჭიროებს
რეგულირებას ექსპლუატაციის დროს. მთავარ უკმარისობას წარმოადგენს - ზეთის გაჟონვა
შემამჭიდროვებლიდან გემის გარეთ. ზეთის გაჟონვის დასაშვები რაოდენობაა 10-15 ლ.დღე-ღამეში.
ნახ. 12 ნაჩვენებია დეიდვუდის მოჭყობილობა ბაბიტიანი საკისრებით და ,, სიმპლექსის” ტიპის
შემჭიდროებით.

ნახ.12. დეიდვუდის მოწყობილობა ბაბიტის საკისრებით და ,, სიმპლექსის” ტიპის შემჭიდროებით

დეიდვუდის მილში 1 ჩაპრესილია საკისრების ორი მილისი, დამზადებული გამოჭედილი ან


რუზი თუჯისაგან. საკისრების წინა 2 და უკანა 3 მილისებში ჩასხმულია ბაბიტი ტყვიის საფუძველზე,
რაც აუმჯობესებს მათ მუშაობას წყლის მოხვედრისას. დეიდვუდის მილზე უკანა მხრის მილტუჩზე
მაგრდება უკანა სამჭიდროვებელი ჩობალის 4 კორპუსი, წინა მხრიდან - წინა სამჭიდროვებელი
ჩობალის 7 კორპუსი. მოძრავ დეტალებს მიეკუთვნება სანიჩბავი ლილვი, რომელიც ბრუნავს
საკისრებზე, ლილვის ბოლოზე, მორგვზე 6 წამოცმულია ხრახნი. უკანა ჩობალის მილისი 5 მაგრდება
ხრახნის მორგვზე, ხოლო წინა ჩობალის მილისი 8 მაგრდება მომჭერ რგოლზე.

50
ნახ.13. სანიჩბავი ლილვის შეზეთვის სისტემა

ნახ.13. ნაჩვენებია დეიდვუდის შეზეთვა. ზეთი საკისრებს მიეწოდება თვითდინებით, მილსადენის


2 საშუალებით, ზეთის ავზიდან 3, რომელიც განთავსებულია წყალხაზის 1 ზემოთ 3-4 მეტრის
სიმაღლეზე. ნამუშევარი ზეთი ჩაედინება საწდომ ავზში მილსადენით 4. უკანა ჩობალის
მოწყობილობა ნაჩვენებია ნახ.14.

51
ნახ.14. სანიჩბავი ლილვის უკანა ჩობალის მოწყობილობა

ჩობალის უძრავი კორპუსის თავისი მილტუჩით მაგრდება დეიდვუდის მილზე სჭვალებით 3.


კორპუსზე წინა და უკანა მხრიდან მაგრდება ხუფები 1 და 4, რომლებით მჭიდროთ მიეჭირება
სილფონურ სამაჯურების 8 და 6 კიდეები დამზადებული წყალ-ზეთ მდეგი რეზინისაგან.
სილიფონური სამაჯურები შუა ნაწილში მაგრდება მიმმართველი რგოლების 7 საშაულებით,
რომელთაც ლილვის მხრიდან აქვთ ჩასხმული ბაბიტის ფენა. რგოლში განთავსებულია ვერტიკალური
არხი ზეთის მისაწოდებლად მოხახუნე ზედაპირებთან. რგოლი თავისუფლად ზის მილისზე 10,
რომელიც დამზადებულია ქრომის შემცველი ფოლადისაგან. მილისს წამოაცმევენ სანიჩბავ ლილვზე
და ამაგრებენ სანიჩბავი ხრახნის მორგვზე სარჭებით. უკანა მხრიდან მიმართველი რგოლზე მაგრდება
შემამჭიდროვებელი სამაჯური 9, რომელიც იცავს უკანა სილფონურ სამაჯურს მექანიკური
ნაერთებისაგან (შემცველი წყალში). სამაჯურების მუშა ზედაპირები მილისზე მიჭირებულია
სპირალური ზამბარებით 5, ლილვის ჩასმის დროს შემამჭიდროვებელი არ ზიანდება, რადგანაც
მიმმართველი რგოლები ბაბიტიანი ჩასხმით ლილვთან ერთად გადაადგილდება, სამაჯურების
ბოლოები ლილვთან შეფარდებით რჩება კონცენტრირებული, რადგანაც უკანა ჩობალი გაიბანება
ზღვის წყლით, ის არ საჭიროებს გაცივებას. ზეთის წნევა დეიდვუდის მილში უნდა იყოს 0,03 -0,04
მპა-ით მეტი წყლის წნევაზე, დამწოლს უკანა სამაჯურზე, რომელსაც ქმნის ზღვის წყალი. წინა
შემამჭიდროვებელი ჩობალი უზრუნველყოფს ზეთის არ მოხვედრას დეიდვუდის მოწყობილობიდან
სამანქანო განყოფილებაში. ჩობალი განთავსებულია სამანქანო განყოფილებაში ან
ლილვგაყვანილობის ტუნელში, ის ცივდება გარემომცველი ჰაერით და ნაწილობრივ ზეთით
შეზეთვის სისტემიდან. შემამჭიდროვებელი შეიზეთება ავზიდან, რომელიც განთავსებულია მის
ზემოთ 1 მეტრის სიმაღლეზე. ზეთი ავზიდან მილსადენით მიეწოდება ჩობალს და გაცხელებული

52
ზეთი კვლავ ბრუნდება ავზში. ავზის ტევადობა 1,5ლ.

ნახ.15. სანიჩბავი ლილვის წინა ჩობალის მოწყობილობა

ნახ.15 ნაჩვენებია წინა ჩობალის კონსტრუქცია. წინა ჩობალი კონსტრუქციულად განსხვავდება


უკანა ჩობალისაგან, იმით, რომ მასში სილფონით სამაჯურების მაგივრად დაყენებულია ორი
შემაჭიდროვებელი 6. სამაჯურებს შორის მოთავსებულია გამმიჯნავი რგოლი. ხუფი 5 მაგრდება
ჭანჭიკებით არამოძრავ კორპუსზე 2, რომელიც მაგრდება ჭანჭიკებით 1 დეიდვუდის მილის წინა
ნაწილზე. სამაჯურები მილზე 4 ეჭირება სპირალური ზამბარებით. მილისი ხისტად მიმაგრებულია
რეზინის მომჭერ რგოლზე 3, რომელიც შედგება ორი ნახევრისაგან და ჭანჭიკებით შემოჭერილია
სანიჩბავ ლილვზე. სამაჯურები დამზადებულია ზეთმდეგი რეზინისაგან.

საზღვაო გემებზე ფართოდ გამოიყენება ,, სიმპლექსის” ტიპის შემჭიდროვება.

53
ნახ.16. ,, სიმპლექს -კომპაქტ”-ის ტიპის შემჭიდროება, ა) უკანა, ბ) წინა

ნახ. 16 ნაჩვენებია გაუმჯობესებული ,, სიმპლექს -კომპაქტ”-ის ტიპის შემჭიდროება.


შემჭიდროვების სამაჯურები დამზადებულია მასალისაგან, რომელიც უძლებს მაღალ ტემპერატურას
და ამის გამო ხანგრძლივდება მისი მუშაობის დრო. წინა და უკანა ჩობალებში გამოიყენება ერთი
ტიპის სამაჯურები, აგრეთვე უზრუნველყოფილია მათი ადვილად შეცვლა. სამაჯური 1 ასრულებს
დამცველ ფუნქციებს შემამჭიდროვებელი 3 და 2 სამაჯურებისათვის, რომელთა შორის არის ზეთის
ღრუ.

დეიდვუდის მოწყობილობის ექსპლოატაცია

დეიდვუდის მოწყობილობის საიმედო მუშაობა უზრუნველყოფს გემის ეფექტურ ექსპლოატაციას.


სხვა მექანიზმების და მოწყობილობებისსაგან განსხვავებით, დეიდვუდის მოწყობილობის მცირედი
დაზიანებაც იწვევს გემის ექსპლოატაციიდან გამოყვანას. გემის უსაფრთხო ცურვა მნიშვნელოვნად
დამოკიდებულია სანიჩბავი ლილვის, დეიდვუდის საკისრების, სანიჩბავი ხრახნის, შეზეთვის და
გაგრილების სისტემების მუშაბის უნარიანობაზე. ენერგეტიკული დანადგარის სიმძლავრის, ზომების
და სანიჩბავი ხრახნის მასის გაზრდა იწვევს ჰიდროდინამიკური დატვირთვების ზრდას დეიდვუდის
მოწყობილობაზე. არამეტალურ საკისრებიანი დეიდვუდის მოწყობილობის მომსახურებისას
აუცილებელად გასათვალისწინებელია, რომ ოდაღაჯის ან მისი შემცვლელის დამუშავება (გაცვეთა)

54
იწვევს სანიჩბავი ლილვის და შუალედური ლილვის დაცენტების რღვევას, რის გამოც დეიდვუდის
საკისრებში წარმოიქმნება ცემა, რაც იწვევს საკისრებზე დინამიკური დატვირთვების გაზრდას და
შესაბამისად სანიჩბავი ლილვის მღუნავი ძალების ზრდასაც. ზემოთთქმულიდან გამომდინარე
ლილვებზე შეიძლება წარმოიქმნას მიკრობზარები, რომელთა შეერთებამ მთელ წრეწირზე შეიძლება
გამოიწვიოს ლილვის გაწყვეტა. ამისათვის ლილვგაყვანილობის მუშაობის დროს ყურადღება უნდა
მიექცეს დეიდვუდის მოწყობილობის ვიბრაციას. მისი წარმოქმნისას ან გარეშე ხმაურისას,
დარტყმებისას აუცილებელია, მთავარი ძრავას ბრუნვის სიხშირის დაკლება მათ შეწყვეტამდე და
პირველივე შესაძლებლობისას მიზეზის გამოკვლევა. დეიდვუდის მოწყობილობის დათვალიერება,
საკისრების მდგომარეობის შემოწმება და ღრეჩოების გამოზმვა აუცილებელია ორჯერ წლის
განმავლობაში მიღებული მონაცემები უნდა შევიტანოთ ლილვგაყვანილობის ფორმულარში.
დასაშვები ღრეჩოების გამოთვლა ექსპლოატაციის პერიოდში შესაძლებებლია ფორმულებით:
б=0,012Dლ+1,8მმ, როდესაც Dლ≤600მმ; ხოლო б=0,005Dლ+6მმ, როდესაც Dლ ≥ 600მმ; Dლ არის
ლილვის დიამეტრი. დეიდვუდის მოწყობილობაში წყლით შეზეთვისას შეუძლებელია საკისრებისა
და სანიჩბავი ლილვის ტემპერატურული რეჟიმის კონტროლი, რადგანაც საკისრები შეკრებილია
ცალკეული სალტეებით და გამაცივებელი წყალი მათში შედის გემის გარედან. საკისრების მასალა
ხასიათდება მცირე სითბოგამტარობით. ისეთი დაზიანებებიც კი, როგორიცაა სანიჩბავი ლილვის
პირნაკეთობისდ დაშლა, საკისრების საგრძნობი ნაწილის დაზიანება (დაწვა), სანიჩბავი ლილვის
ბზარების აღმოჩენა შეუძლებელია ექსპლუატაციის დროს, მათი აღმოჩენა შესაძლებელია მხოლოდ
გემის დოკზე შეკეთებისას. მათ აღმოსაფხვრელად აუცილებელია სანიჩბავი ლილვის გამოღება
დეიდვუდის მილიდან. დეიდვუდის მოწყობილობის მოსამზადებლად მუშაობისათვის საჭიროა: მისი
გარეგანი დათვალიერება; მილტუჩური შეერთებების მდგომარეობის შემოწმება;მილგაყვანილობების
სიმჭიდროვის შემოწმება; დავაბრუნოთ ლილვგაყვანილობა მისი საბრუნავი მოწყობილობით,
ბრუნვისას ყურადღება მივაქციოთ ელექტროძრავას დატვირთვას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს
დასაშვებ ზღვარს: გემის ნავსადგურში დგომისას ლილვგაყვანილობა უნდა დავაბრუნოთ
ყოველდღიურად, რომლის დროსაც ლილვგავანილობა ყოველთვის დავტოვოთ სვადასხვა
მდგომარეობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში პირნაკეთობაზე შეიძლება წარმოიქმნას კოროდირებული
ხაზები. დეიდვუდის მოწყობილობაში საყურადღებო კვანძს წაროადგენს ჩობალური
შემამჭიდროევებელი, რომელიც მუდმივად კონტროლდება ძრავას მუშაობის დროს, ყურადღება უნდა
მიექცეს სატენის ნორმალურ მიჭერას, რაც მოწმდება ჩობალის კორპუსის ტემპერატურით და წყლის
მცირედი გაჟონვით. დეიდვუდის მოწყობილობის მომსახურეობა ზეთოვანი შეზეთვით საჭიროებს
ზეთის დონის კონტროლს ზეთის ავზში დეიდვუდის მილისათვის და ავზში წინა ჩობალისათვის.
დეიდვუდის მილის შესაზეთად გამოიყენება ისეთივე ზეთი, როგორც ძრავას შეზეთვისათვის. ზეთი
უნდა იყოს მინერალური, სიბლანტე 500C -ისას უნდა მერყეობდეს 0,4-0,7სმ2/ს. დანადგარის მუშაობის
პროცესში აუცილებელია მუდმივად კონტროლირდებოდეს ზეთის ტემპერატურა დეიდვუდის მილში
და წინა ჩობალში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 500C . გემის დოკში შეკეთების დროს
აუცილებელია კონტროლი გაეწიოს უკანა ჩობალი ღრეჩოებს, უკანა საკისრის დამუშავება შეიძლება
გავიგოთ მოწყობილობით 11, რომელიც ნაჩვენებია ნახ.14. დასაშვები ღრეჩო საკისრში არ უნდა
აღემატეოდეს б=0,005Dლ+1მმ. დეიდვუდის საკისრების ზეთით შეზეთვა არ აკმაყოფილებს
საერთაშორისო კონვენციით მარპოლ 73/78 მოთხოვნებს. ზეთის გაჟონვის მთავარ მიზეზებს
წარმოადგენს: შემამჭიდროვებელი სამაჯურების მუშა წიბოების გაუხეშება და გაბზარვა; სილფონების
და მისი ნაწილების გაწყვეტა, სამაჯურების გასივება და სამაჯურების სილფონური ნაწილის მუშაობა
მილისზე; მუშა მილისებზე ღრმულების, ბზარების წარმოქმნა. თანამედროვე გემებზე ფართოდ
გამოიყენება ,, სიმპლექს-კომპაკტ”-ის ტიპის დეიდვუდის მოწყობილობა მოდერნიზირებული
ჩობალით. რაც არის ერთერთი მთავარი მიმართულება მთავარი უკმარისობის აღმოსაფხვრელად.

55
სარჩევი

1. ცნება გემის შესახებ -------------------------------------------------------------------------- 2


2. გემების კლასიფიკაცია ---------------------------------------------------------------------- 3
3. გემის არქიტექტურის ტიპები და მასთან დაკავშირებული ტერმინები --------------- 7
4. გემის ძირითადი განზომილებანი და წყალწვა ------------------------------------------ 9
5. გემთმშენებლობაში გამოყენებული ლითონები და კონსტრუქციის
შეერთების ტექნოლოგია ------------------------------------------------------------------- 12

6. გემის კორპუსის სიმტკიცის ცნება -------------------------------------------------------- 14


7. გემის კორპუსის ძირითადი შემადგენელი ნაწილები ---------------------------------- 17
8. გემის კორპუსის აკრეფის (აწყობის) სისტემები ----------------------------------------- 19
9. გემების გარსამოსი და გემბანის გადახურვის ელემენტები ---------------------------- 21
10. გემების კიდურა ნაწილების კონსტრუქცია ---------------------------------------------- 24
11. ზედნაშენები და ჯიხურები ---------------------------------------------------------------- 26
12. ცრუბორტის მოაჯირები და კორპუსის სხვა ნაკეთობანი ------------------------------ 27
13. საზღვაო გემების სათავსოების დანიშნულება და განლაგება ------------------------- 30
14. გემის სამარაგო და საბალასტო ნაკვეთურები ------------------------------------------- 33
15. გემის რანჰოუტი და ტაკელაჟი ------------------------------------------------------------ 35
16. ლილვგაყვანილობა ------------------------------------------------------------------------- 37

ლიტერატურა

1. ი. შანიძე ”გემის აგებულება და საზღვაო საქმე”, ნაწილი პირველი, 2000 წ.


2. А. М. Горячев, Е. М. Подругин – «устройства и основы теории морских судов», 1983 г.
3. Л.Т. Балацкий, Т.Н. Бегагоен – Дейдвудные устройство морских судов, 1980 г

56

You might also like