You are on page 1of 48

წარმოსახვით-დოკუმენტური მოთხრობა

და ნატურალური სოფლის მეურნეობისა და პერმაკულტურის მოკლე ცნობარი


გზა

წარმოსახვით-დოკუმენტური მოთხრობა
და ნატურალური სოფლის მეურნეობისა
და პერმაკულტურის მოკლე ცნობარი

გია რაზმაძე, ვატო წერეთელი, ირაკლი ლომოური

რეგენერაციული აგროკულტურის ცენტრი

თბილისი
2020
ბროშურა შეადგინეს „რეგენერაციული აგროკულტურის ცენტრის“
დამფუძნებლებმა: გია რაზმაძემ, ვატო წერეთელმა და ირაკლი
ლომოურმა. მოთხრობაში “გზა“ დიალოგის სახით, მხატვრული
ფორმით, მოცემულია ფუკუოკას ნატურალური სოფლის მეურ­
ნეობისა და მოლისონ-ჰოლმგრენის პერმაკულტურის ფუძე­მდებ­
ლური პრინციპები. მოთხრობის ბოლოთქმაში ახსნილია, თუ
რატომ დაიწერა ბროშურა ამ სახით. ბროშურის მესამე ნაწილი
ანბანის რიგზე გაწყობილ მოკლე ცნობარს წარმოადგენს. შემდეგ
მოდის დანართი, - ამონარიდი იმ ორგანიზაციის წესდებიდან,
რომლის ფარგლებშიც შეიქმნა ბროშურა. ბოლოს კი - ლალი
პერტენავას დაწერილი რეზიუმეა ინგლისურად და ქართულად.

მეგობრებო, მოგვწერეთ თქვენი შთაბეჭდილებები, მოსაზრებები


და წინადადებები!

georegeneration@gmail.com

დიზაინი: ელენე გაბრიჩიძე


ყდის დიზაინი: ზურა ცოფურაშვილი
თენდებოდა. ლარივით სწორი გზის ორივე მხარეს, სადამდეც
თვალი სწვდებოდა, მოშიშვლებული ველი გადაჭიმულიყო. ჰორი­
ზონტზე მთები ლურჯად ილან­დებოდა. ტაქსი უჩვეულოდ ცარიელ
ტრასაზე მიქროდა.
– მაგარი მიწაა, შავი და ნოყიერი, მაგრამ რად გინდა, პატრონი
არ ჰყავს… მიტოვებულია…
მგზავრმა, ორმოცდათხუთმეტიოდე წლის მაღალმა, გამე­ლო­ტე­
ბულმა, ბრგე მამა­კაცმა ფანჯარაში გაიხედა და თითქოს თავის­
თვის ჩაილაპარაკა დაუფარავი გულისტკივილით. მძღო­ლი,
ორმოცი-ორმოცდახუთი წლის შავტუხა, ულვაშა, მკვირცხლი მა­­
მა­კაცი უმალ გამოეპასუხა, ეტყობა, ლაპა­რაკის გუ­ნებაზე იყო.
– აზრი არ აქვს, ჩემო ბატონო, ისე ძვირი ჯდება მიწის დამუშა­
ვე­ბა, იმდენი ტექნიკა უნდა და საწვავი, იმდენი შხამქიმიკატი,
სასუქი, შრომა და ფული, რომ არავის არ უღირს! ცარიელი წვა­
ლებაა და ხარჯი!
– კი, მართალს ამბობთ, ეგრეა, – მოულოდნელად მორ­­ჩილად და­
ეთანხმა მგზავრი, – მაგრამ ეს მხოლოდ თანამედროვე სოფლის
მეურნეობის პირობებში…

5
– და სხვა გზა არ არსებობს, რა გინდა რო ქნა, ჩემო ბატონო? –
მიუგო მძღოლმა და მხრები აიჩეჩა, – პაპა­ჩემის ერქვანით ხომ არ
დავხნავ მიწას? ხარებს ხომ არ შევაბამ? ანდა, სადღაა ხარები?
– არადა, მიწის ხვნა სულაც არაა აუცილებელი… – მგზავრმა
პაუზა გააკეთა და მერე მრავალ­მნიშ­ვნე­ლოვ­ნად, ლამისაა კატე­
გორიულად დაასრულა, – უფრო სწორად, სრულიად ზედმეტია!
– ხუმრობთ, ჩემო ბატონო? – მძღოლმა მგზავრს ალმა­ცერად გა­
ხედა, ჩაახველა, წამით შეყოვნდა და შემდეგ განაგრძო, – თქვენ
ეტყობა, სოფელში არ გიცხოვრიათ და არ იცით, მიწას თუ არ
დახნავ, მოსა­ვალს ვერ მიიღებ. უბრალოდ ვერ მიიღებ!… მე თვი­
თონ იმერეთში მაქვს სოფელი, მიწაც მაქვს, მაგრამ ვერაფერი
მომყავს, რო მიღირდეს! ჰოდა, ვტაქსაობ! და საზღვარგარეთ
ვაპირებ წასვლას, ორი კაპიკი რომ ვიშოვო! აღარაა საშველი!
– საშველი არის… არის… – მგზავრმა მოულოდ­ნელად თბილად,
მამაშვილურად ჩაილაპარაკა, – სოფელში არ ვცხოვრობ, მაგრამ
მიცხოვრია და ვიცი ყველაფერი, გამოცდილებითაც ვიცი და
წიგნებიდანაც… მაგ საკით­ხებზე ვმუშაობ დიდი ხანია… – მგზავრი
წამით შე­ყოვ­ნდა, თითქოს დაფიქრდაო, მერე კი გააგრძელა, –
მო­დი, წინ გრძელი გზა გვაქვს, ჰოდა, მოვყვები, როგორ შეიძლება
კაცმა ისე მიიღოს მოსავალი, არც მიწა მოხნას, არც ქიმიური
სასუქები იხმაროს და არც შხამები, პესტიციდები თუ ჰერბიციდ…
– ზღაპარია! – გააწყვეტინა მძღოლმა, – არ მჯერა!
– თქვენი სახელი? – ჰკითხა მგზავრმა ღიმილით.
– სანდრო.
– ესე იგი, ალექსანდრე.
– არა, სანდრო დამიძახეთ, ყველა სანდროს მეძახის.
– კი ბატონო, – მიუგო მგზავრმა, – მე გია დამიძახეთ…
– ესე იგი, გიორგი, – ჩაილაპარაკა მძღოლმა.
– არა, არა, გია! – გააპროტესტა მგზავრმა, – თქვენ სანდროს
გეძახიან, მე – გიას… მაშ, მომისმენთ, ბატონო სანდრო? ვი­სა­
უბროთ?
– სიამოვნებით, ბატონო გიორგ… უკაცრავად, გია, – მი­უგო
მძღოლმა, – მაგრამ გაფრთხილებთ, ზღაპრების არ მჯერა! არა
და არა! არ დავბოლდები!
– და რატომ გგონიათ, რომ უნდა დაგაბოლოთ?

6
– ამ წუთში არ თქვით, მოსავალი ისე შეიძლება მივი­ღოთ, არც
მიწა მოვხნათ, არც ქიმიური სასუქი ვიხ­მაროთ და არც შხამ­
ქიმიკატიო…
– ჰმ, – ჩაახველა გიამ და შემდეგ შემწყნარებლურად ჩაი­ლა­
პარაკა, – სკეპტიკოს ოპონენტთან საუბარი გან­საკუთრებით სა­
ინ­ტერესოა… სპორტული აზარტია… მაშ, დავიწყოთ, ბატონო
სანდრო?
– დავიწყოთ, დავიწყოთ, გია ბატონო, – ჩაიცინა მძღო­ლმა, –
ოღონდ გაფრთხლებთ, ისეთ რთულ კითხვებს დაგისვამთ, რომ…
– ვინანებ? შემრცხვება? გავწითლდები? – გააწყვეტინა მგზავრმა
ჩაღიმებით, – ნუ სწუხართ ჩემზე, ბატონო სანდრო, ნებისმიერი
სირთულის კითხვა დამისვით და ვნახოთ, ზღაპრებს ვყვები თუ…
ზღაპრული საშველის გზას გთავაზობთ!… – მგზავრი დადუმდა,
წამით დაფიქ­რდა, მერე კი საქმიანად განაგრძო, – თანაც, მოდი,
იმისთვის, ჩვენს საუბარს დამატებითი აზრი რომ ჰქონ­დეს, დავ­­
ნიძლავდეთ, თუ ვერ დაგარწმუნეთ, ორმაგად გადავიხდი მგზავ­
რობის საფასურს…
– ორმაგად? ეს როგორ? – მძღოლმა თავიც კი გააკან­ტურა გა­
ოცებისგან.
– მაგრამ თუ დაგარწმუნეთ, მგზავრობის საფასურს საერ­თოდაც
არ გადამახდევინებთ, ბატონო სანდრო! მოსულა?
მძღოლმა მანქანა გზის კიდეზე შეაჩერა, მგზავრს მი­უბრუნდა,
თვალებში ჩახედა, ერთხანს უყურა, ხელი გაუწოდა და უთხრა:
– მოსულა!
ხელი ერთობ ცერემონიულად ჩამოართვეს ერთმანეთს და ღი­
მილით ჩაჭრეს. სანდრომ მანქანა მდუმარედ დაქოქა. ტრასაზე
გავიდნენ.
– ნაცარქექია ჩემი საყვარელი გმირია… – დაიწყო გიამ.
– ნაცარქექია რა შუაშია?
– იმ შუაშია, რომ ყველაზე რთული სიტუაციიდანაც პო­ულობს
გამოსავალს! და…
– ხომ გითხარით, ბატონო გია, ზღაპრები არ გვინდა-მეთქი! –
ისევ გააწყვეტინა მძღოლმა, – სინამდვილეს შევ­ხედოთ! სახლში
ორი ბავშვი მელოდება, ზღაპრებით ხომ ვერ დავაპურებ?! ფული
მჭირდება, ეს ოხერი, ფული!

7
– კარგი, კარგი… სხვანაირად დავიწყოთ… იაპო­ნე­ლებზე რას
ფიქრობთ?
– იაპონელებზე? რას უნდა ვფიქრობდე?
– როგორი ხალხია? როგორ უყურებთ?
– მაგარი ხალხია, ცხადია, მაგარი ქვეყანაა, მაგრამ ჩვენ რა?
უფასოდ დაგვეხმარებიან თუ?… რაღაც ეჭვი მეპარება…
– მართალია, ჩვენ თვითონ თუ არ დავეხმარეთ ჩვენს თავს, სხვა
არავინ დაგვეხმარება… – გიამ ცალ­ყბად გა­იღიმა, – მაგრამ
ერთი იაპონელის ამბავი მინდა მო­გიყვეთ, პატარა წიგნი აქვს
დაწერილი. ინგლი­სუ­რად წავიკითხე ინტერნეტში… რუსულადაც
არის… წავი­კით­ხე და გონება გამინათდა…
სანდრომ უცებ შუბლი შეიჭმუხნა და ხანმოკლე პაუზის შემდეგ
სერიოზული, ერთობ კატეგორიული ტონით გამო­აცხადა:
– ბატონო გია, ტყუილად ნუ შეწუხდებით, შეიძლება დი­დად
ეკლესიური არ ვარ, მაგრამ ქრისტეს არ გავცვლი…
– ბატონო? – გია აშკარად დაიბნა.
– ფული კი მჭირდება, მაგრამ ყველაფერს ვერ გავ­ყიდი… არ
ვაპირებ სექტანტობას, არა!
– რაა? – გიამ თავი გააქნია და უცებ გულიანად გადა­იხარხარა, –
ჰა-ჰა-ჰა! სექტანტობასო, კაცო, სექ­ტან­ტობასო! ჰა-ჰა-ჰა!
ახლა უკვე სანდრო დაიბნა, მანქანა დაამუხრუჭა, მგზავრს მდუ­
მა­რედ მიაჩერდა, ელოდებოდა, როდის მოითქვამდა სულს.
გია როგორც იქნა დამშვიდდა, სანდროს თვალებში ჩახედა და
ჰკითხა:
– ვგავარ ახლა მე სექტანტსა და შექანებულ ფანა­ტი­კოსს?
– აბა, მე რა ვიცი, – მხრები აიჩეჩა სანდრომ, – იაპო­ნელის წიგნი
წავიკითხე და გონება გამინათდაო… ჰოდა, ვიფიქრე, რომ…
– ჰო, კარგი, კარგი, – გიამ შემწყნარებლურად გაუღიმა, – ჩემი
ბრა­ლიცაა, კაცმა რო თქვას… რაღაც მიკიბულ-მოკიბულად ვლა­
პარაკობ…
– ჰოდა, მომიყევით დალაგებულად, – სანდრომ ლა­მისაა და­
უფარავი წყენით თქვა, მანქანა დაქოქა და ჩაილაპარაკა, – რა
იყო აქ სასაცილო, არ მესმის…
– კარგი, კარგი, არ გვინდა… – შემრიგებლურად უთხ­რა გიამ,
– მოგიყვებით დალაგებულად… ის იაპონელი მეცნიერი იყო,
მიკრო­ბიოლოგი, რომელიც მერე ფერ­მერი გახდა, 30 წელი

8
ექსპერიმენტებს ატარებდა, და ბოლოს ახალი ტიპის სოფლის
მეურნეობა შექმნა, ნატურალური სოფლის მეურნეობა…
– იაპონური სოფლის მეურნეობა გამოგვადგება? ისი­ნი ხომ
ბრინ­ჯსა ჭამენ, ჩვენ კიდევ…
– მთავარი, რაც ფუკუოკამ აღმოაჩინა, ესაა ახალი პრინციპები,
მიდგომა…
– ფუკუოკა ერქვა მაგ თქვენს იაპონელს? – გააწყვე­ტინა სანდრომ.
– დიახ, ფუკუოკა.
– რაღაც მეცნობა ეგ სახელი, – ჩაილაპარაკა სანდრომ და­
ფიქრებით, – მაგრამ საიდან, ვერ ვიხსენებ…
– რაგბი გიყვართ?
– რაგბი? – სანდროს თვალები გაუნათდა, – მიყვარს, აბა რა!
გეპეიში რო ვსწავლობდი, ვთამაშობდი, მაგრამ მერე ავარია
მომივიდა და თავი დავანებე…
– ჰოდა, ალბათ, მაქედან გახსოვთ… ფუკუოკა იაპო­ნელი რაგ­
ბისტია, ბოლო ჩემპიონტზე თამაშობდა…
– გამახსენდა! – შესძახა სანდრომ, – მაქედან მახსოვს, მარ­
თალია!… იაპონიის ჩემპიონატი კი ვერ გავქა­ჩეთ ბოლომდე,
მაგრამ მაინც მაგარი ბიჭები გვყავს! ყველაფერი წინაა… ჰოდა,
მერე რაო, თქვენმა ფუკუ­ოკამ?… მოგვარეები იყვნენ ეგ და ის
თქვენი მიკრო­ბიოლოგი თუ ფერმერი?
– სხვათა შორის, ფუკუოკა ქალაქის სახელია…
– ქალაქის სახელი? ეს როგორ?
– ხომ შეიძლება კაცს ერქვას, ვთქვათ… მმ… ჯორჯ ვაშინ­გტონი?
ანდა ჯეკ ლონდონი? ანდა ისაია ბერლინი?
– და თქვენს ფუკუოკას რა ერქვა? ფუკუოკა ხომ გვარი გამოდის?
– რა ერქვა და… მასანობუ ფუკუოკა.
– მასანობუ ფუკუოკა… – სანდრომ გაიმეორა, ხმა­დაბლა ჩაილა­
პარაკა ისე, თითქოს ბგერებს გემოს უსინჯავსო, მერე დადუმდა,
გიას გახედა და ჰკითხა, – და რაგბისტს?
– კენკი, თუ არ ვცდები… კენკი ფუკუოკა…
– აჰა… გასაგებია… მაშ, გისმენთ, ჩემო ბატონო, გააგრ­ძელეთ…
– თბილისამდე რამდენი გვაქვს დრო?
– სამ საათში ჩავალთ, ალბათ.

9
– ოჰ, სამ საათში ყველაფერს მოვასწრებთ, ფუკუ­ოკაზეც ვილა­
პარაკებთ, ბილ მოლისონზეც და ზეპ ჰოლცერზეც!
– ეგენი ვინღა არიან?
– ადამიანები, რომლებიც ფუკუოკას მსგავსად ბუ­ნებას ომს კი
არ უცხადებდნენ, არამედ ბუნებასთან თანა­მშრომლობას, ბუნებ­
რივი მოდელების პრაქტიკულ გა­მო­ყენებას ქადაგებდნენ, მაგა­
ლითად, ტყე-ბაღის…
– ტყე-ბაღის? – გააწყვეტინა სანდრომ, – სად ტყე და სად ბაღი!
ეგ ერთად როგორ იქნება? ბაღი იმიტომაცაა ბაღი, რომ არაა ტყე!
ხელოვნურია! ტყე კიდევ – ველური!
– მართალია! – გია ისე დაეთანხმა სანდროს, გეგო­ნებოდა, რა­
ღაც გაუხარდა თუ ესიამოვნაო, – სრულიად გეთანხმებით! მაგ­რამ
ბაღი შეიძლება მოაწყო იმ პრინ­ციპების მიხედვით, რომელიც
ბუნებრივ, ანუ რო­გორც თქვენ თქვით, „ველურ“ ეკოსისტემას
აქვს. ტყე ყველაზე ნაყოფიერი ეკოსისტემაა ბუნებაში, მცე­ნა­
რეები იარუსებად, ერთად, ერთობლივად იზრდება: ბალახი,
სოკოები, ბუჩქნარი, სხვადასხვა ზომის ხეები, მიწისქვეშ კი მა­
თი გადახლართული ფესვებია და ეს ყველაფერი ერთმანეთს
ხელს კი არ უშლის, არამედ ეხმარება! ერთად საოცრად ნაყო­
ფიერი და მდგრადი სისტემაა. და, აი, ამ ბუნებრივი დიზაინის მი­
ხედვით, ამ მოდელის ყაიდაზე შეიძლება გააშენო ხელოვნური
ტყე-ბაღი, რომელიც თან ბუნებრივიც იქნება, რადგან სქემა ბუნე­
ბიდანაა აღებული, ანუ ნასესხები, და თან ყველა მცენარე ამ ხე­
ლოვნურ ტყე-ბაღში იქნება სა­სარგებლო და ნაყოფის მომტანი!
უამრავი მოსავლის მომტანი!
– ჰოჰ! – ცოტა არ იყოს სკეპტიკურად ჩაილაპარაკა სანდრომ, –
სათქმელად ადვილია!… ეგეც თქვენმა ფუკუოკამ გამოიგონა?
– დაბალანსებულ ეკოსისტემას ფუკუ­ოკა იკვლევდა და ქმნიდა,
ტყე-ბაღის მოდელი ბილ მოლისონმა და­ამუშავა, დევიდ ჰოლ­
მგრენთან ერთად…
– ეგ კიდევ ახალია? – ჩაურთო სანდრომ.
– დევიდ ჰოლმგრენი ბილ მოლისონის სტუდენტი და თანაავტო­
რი იყო, მათ შექმნეს პერმაკულტურა… მაგრამ ფუკუ­ოკამ პირ­
ველმა ჩამო­აყალიბა ბუნე­­ბას­თან თანამშრომლობის, ჰუმა­ნური
მოპ­ყ­რობის, ჰარ­მო­ნიული ეკოსისტემების ფილო­სოფია, რაც
მერე ყველამ გაიზიარა, ვინც ამ მი­მარ­თულებით მიდიოდა და
ახალ მეთოდებს ქმნიდა… ფუკუოკამ პრაქტიკულად დაამტკიცა,
რომ მისი მიდგომა მუშაობს, – ცარიელი თეორია კი არაა, არამედ

10
ახალი პრაქტიკული მეთოდია, რომელსაც საოცარი შედეგები
მოაქვს. ესაა გადატრიალება სოფლის მეურნეობაში! ნამდვილი
რევოლუცია!
– რევოლუციები არ მევასება… – მკვახედ ჩაილაპარაკა სანდ­
რომ, – არც დიდი ოქტომბრის, არც…
– მაგრამ ეს სრულიად სხვა რევოლუციაა! – არ და­აცალა სიტყვის
დასრულება გიამ, – პრინციპულად განსხვავებული! ჩალის ღერის
რევოლუცია!
– რაო? ჩალის ღერის?
– დიახ! ზუსტად ასე ჰქვია ფუკუოკას წიგნს! „ჩალის ღერის რევო­
ლუცია“!
– ჩალის ფასი ხომ არა აქვს ამ თქვენს რევოლუციას? – ჩაეცინა
სანდროს, – აქამდე რატომ არ გაგვიგია არა­ფერი მაგაზე? თუ
ეგეთი მაგარია? როდის გამოვიდა ეგ წიგნი?
– 1978 წელს.
– ანუ ლამისაა ნახევარი საუკუნის წინ! ჰოდა, ეგ რო მართლა
ღირ­დეს რამედ, აქამდე არ გვეცოდინებოდა?
გიამ ხანმოკლე პაუზის შემდეგ უპასუხა:
– ბატონო სანდრო, მსოფლიოში გაბატონებული წარ­მოდგენების
შეცვლა უცებ, ერთბაშად ვერ მოხდება, განსაკუთრებით სიტუ­
აცი­აში, როდესაც მმართველებს არ სურთ ეს მენტალური გა­
დატრიალება, არ არიან დაინტერსებული… ძველის შენარჩუნება
აწყობთ…
– და რატომ აწყობთ ძველის შენარჩუნება? თუ ეგეთი მაგარი
მეთოდია მართლა?
გიამ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ბოლო წამს გაჩერდა,
თითქოს ენას კბილი დააჭირაო, ცოტა ხანი იფიქრა, მერე კი თქვა:
– მოდი, ჯერ მთავარი გავარკვიოთ, რა მეთოდია კონ­კრეტუ­
ლად, რას გულისხმობს და რა პრინციპები აქვს… ანუ ვნახოთ,
მართლა მაგარია, თუ… არც ისე. და უკვე ამის მერე ვიმსჯელოთ
ყველაფერ დანარჩენზე…
– კაი ბატონო, – მხრები აიჩეჩა სანდრომ, – მით­ხარით, რა პრინ­
ციპებია, ოღონდ მოკლედ!
– მთლად მოკლედ არ გამოვა, სანდრო ბატონო, – თითქოს მო­
ბოდიშებით ჩაილაპარაკა გიამ, – მაგრამ ვეცდები.

11
– სულ რამდენი პრინციპია?
– ოთხი.
– მაგას კიდევ არაუშავს, – ცალყბად გაიღიმა სანდრომ, – მე მე­
გონა, იტყოდით, ათი, ანდა თორმეტი!
– არა, ოთხად ოთხია. მაგრამ უბრალო ჩამოთვლა საკმარისი არ
იქნება. უნდა ავხსნა, რას გულისხმობს, კომენტარი გავუკეთო…
– მაგაზე ნუ ღელავთ, ბატონო გია! თქვენ ჩამოთვალეთ და რო­
გორმე გავიგებ! ბავშვი ხომ არა ვარ! დაიწყეთ!
– პირველი პრინციპია მიწის ხელოვნურ, მექა­ნიკურ გაფ­ხვი­
ერებაზე, ანუ ხვნაზე, ბარვაზე, თოხვ­ნაზე, კულ­ტივაციაზე უარის
თქმა, რადგან მიწის ამობ­რუნება იწვევს ნიადაგის ნაყო­ფიერი
ფენის, ჰუმუსის განადგურებას და საბოლოო ჯამში, მიწის
დეგრადაციას.
– არა, არ მესმის, თუ არ მოხნავ, როგორ დათესავ?… – თავი გა­
აქნია სანდრომ.
– საქმეც ეგაა, ასობით წელია გლეხი თუ ფერმერი დარწმუნებუ­
ლია, მიწის ხვნა სრულიად აუცილებელია. არადა, თანამედროვე
კომერციული, ინდუსტრიული სოფლის მეურნეობა ისე ღრმად
ამუშავებს მიწას, ისე არღვევს ნიადაგის ნაყოფიერებას, რომ
მერე იძულებული ხდება, ქიმიური სასუქები შეიტანოს, როგორმე
დარღვეული ბალანსი რომ აღადგინოს. მაგრამ რაც მეტი ქი­
მიკატი შეაქვთ, ეკოლოგიური ბალანსი მით მეტად ირღვევა,
ჩნდება მავნებლები, დაავადებები და მათთან საბრძოლველად
შეაქვთ საწამლავი, შხამქიმიკატები, ე.წ. ინსექტიციდები…
– მოიცა, მოიცა, – გააწყვეტინა სანდრომ, – მიწას თუ არ მოხნავ,
თესლი როგორ ჩავა ნიადაგში? როგორ გაღვივდება? როგორ
გაიზრდება მცენარე?!
– როგორ და, როგორც ბუნებაში! ტყეში და მინდორში ხომ არავინ
ხნავს? მაგრამ თესლი მაინც ამოდის: მიწაზე დავარდნილ თესლს
ჩამოცვენილი ფოთლები ეყრება, ან წაქცეული ბალახი და მეტი
არც არაფერია საჭირო. ღვივდება და იზრდება. მოკლედ, არაა
საჭირო მიწის ამობრუნება, ეს ნიადაგის გამოფიტვას, კვდომას
იწვევს…
– ეგ კი გავიგე, მაგრამ მაინც არ მესმის, რა უნდა ქნა?
– აი, ფუკუოკამ რა ქნა: აიღო და სათესლე ბრინჯი მი­მოაბნია
მინდორზე!…
– და ეგრე რა გამოვიდოდა? ჩიტები ხო აკენკავდნენ!

12
– მართალია, ზუსტად ეგრე მოხდა, ჩიტებმაც აკენკეს და თაგ­
ვებმაც მიირთვეს, ჰოდა, მაშინ ფუკუოკამ ასეთი რაღაც მოიფიქრა,
ბრინჯი თიხაში ჩაყარა, კარგად აურია, მასა საცერივით ბადეში
გაატარა და მიღებული პატარ-პატარა „კაპსულები“ მზეზე გაახმო…
– ანუ ეგ „კაპსულები“ იყო თიხით დაფარული ბრინ­ჯის სათესლე
მარცვლები?
– დიახ, ბატონო სანდრო, სწორად მიხვდით. მერე ეგ გამხმარი
„კაპსულები“ მიწაზე მიმოაბნია, თანაც შიშველ მიწაზე კი არა,
არამედ მულჩირებულ… ბრინჯს ზევიდან დააყარა მულჩი…
– მულჩი? ეგ რაღაა?
– მულჩი ნებისმიერი ორგანული ნარჩენია, ვქვათ, ახლად გათი­
ბული ბალახი, ან შარშანდელი მცენა­რე­ულობის ნამჯა თუ ფოთ­
ლები, რასაც გლეხები და ფერმერები წვავენ ხოლმე… ანდა
ქა­ღალდი… არა­ორგანულ მულჩსაც იყენებენ, მაგალითად,
ცელო­­ფანს… ყველაფერი, რაც ნიადაგის ზედაპირს დაფა­რავს,
მულჩია…
– მოიცა, მოიცა, ეგ მულჩი გავიგე, მაგრამ როგორ მოიფიქრა მაგ
თქვენმა ფუკუოკამ თავისი მეთოდი?
– ეგ მართლა საინტერესოა… ოცდახუთი წლისა სა­ავად­მყოფოში
დააწვინეს პნევმონიით, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იყო და
თურმე რაღაც გა­ეხსნა… კონკრეტული იდეა კი მაშინ გაუჩნდა,
როცა მიტოვებული სახლის გაუდაბურებულ ბაღში შენიშნა, სა­
რეველებში ბრინჯი იზრდება, ღონივრად გამო­იყურება, სარე­
ველებმა ვერ მოაშთეს…
– ეგ შეიძლება იაპონური ბრინჯია ეგეთი მაგარი, ბრინჯი სამუ­
რაი! – ჩაეცინა სანდროს,- ბრინჯი-კამიკაძე!
– კარგი შედარებაა, – გიასაც გაეღიმა, – მაგრამ საქ­მეც ისაა,
რომ აღმოჩნდა, ფუკუოკას ნატურალური აგრო­კულ­ტურის მეთო­
დი ყველგან მუშაობს, მთელ მსოფ­ლიოში!… მოკ­ლედ, თიხის
დამცავი გარსით და­ფარული ბრინჯი ჩიტებმა და თაგვებმა
ვეღარ შეჭა­მეს. ბრინჯი გაღვივდა, გაიზარდა და საბოლოოდ,
მრა­ვალი ექსპერიმენტის შემდეგ, ფუკუოკამ მშვენიერი მოსა­
ვალი მიიღო… 1978 წელს, როცა ფუკუოკას წიგნი ინგლისურად
გამოიცა, მისი ფერმის მიწა 25 წლის განმავლობაში ერთხელაც
არ იყო მოხნული, ქიმიკატები ერთხელაც არ იყო ნახმარი,
მაგრამ ნიადაგი კი არ იფიტებოდა, ნაყოფიერება კი არ მცირ­
დე­ბოდა, არა­მედ, წლიდან წლამდე უმჯობესდებოდა, რაც ია­
პო­­ნიის სოფლის მეუნეობის დეპარტამენტის ექსპერ­­ტებ­მა

13
ოფი­­­­ც­ი­ალურად დაადასტურეს. ფუკუოკას ექსპე­რი­მენ­ტებს
გამუდ­მებით აკვირდებოდნენ, ძალიან უნდო­დათ, თაღლითად
გა­მო­ეცხადებინათ, მაგრამ ისეთი საოცარი შედეგი ნახეს, რომ
სიმართლე აღიარეს. აბა, იაპონელი ექსპერტი ტყუილს ხომ არ
იტყოდა! – ღიმილით დაასრულა გიამ.
– იცით რა, ბატონო გია, – ხანმოკლე დუმილის მერე ჩაილაპარაკა
სანდრომ, – ეს ყველაფერი, შესაძლოა, ეგრეც იყო, როგორც
ამბობთ, მაგრამ იაპონია იაპო­ნიაა, ჩვენ კიდევ, ჩვენა ვართ…
რაც იქ მუშაობს, აქაც იმუშავებს ვითომ? ეგ ხო მანქანა არაა და
მექანიზმი, მეთოდია, რომელსაც პირობებიც თავისი უნდა, გარე­
მოც და შემსრულებელიც… მერე, რაც პატარა ფერ­მაზე კარგად
გამოდის, დიდ ფართობზეც კარგად იმუ­შავებს? საეჭვოა… გა­
სარკვევია… არა, ბატონო გია, ჯერ-ჯერობით ვერაფერშიც ვერ
დამარწმუნეთ!
– არც ველოდი, რომ ასე უცებ დაგარწმუნებდით, ბატონო
სანდრო, – მშვიდად მიუგო გიამ, – მაგრამ ჯერ მხოლოდ პირველ
პრინციპზე ვსაუბრობთ… მიწის მექა­ნიკურ დამუშავებაზე უარის
თქმა ნატურალური მიწათ­მოქმედების ფუნდამენტურ პრინციპს
წარმო­ად­გენს. ანუ არ ვხნავთ, არ ვბარავთ, არ ვთოხნით… ასევე
არ უნდა ამოვთხაროთ ფესვები. ნიადაგში ჩარ­ჩენილი ფესვები
გახრწნის შემდეგ ორგანიკით სავსე ხვრელებს ტოვებს, სადაც
ჰაერი და წყალი მოძრაობს და სადაც სხვა მცენარეთა ფესვები
კარგად ვითარდება…
– მე ეგრე ვიცი, ფესვების ამოღება აუცილებელია…
– არა, ბატონო სანდრო, ეგ სწორედაც შეცდომაა… ნიადაგი
უნდა იყოს დაუნგრეველი და მისი ზედაპირი დაფარული უნდა
იყოს ორმაგი საფარველით: მკვ­დარი ორგანული ნარჩენებით და
ცოცხალი ბალახის საფარით… ერთი სიტყვით, ასეთი ნიადაგი
თვი­თონ აფხვიერებს თავის თავს მცენარეთა ფესვების მეშ­ვე­
ობით, მიკროორგანიზმების, ჭიაყელებისა და წვრილ-წვრილი
ცხოველების აქტივობის შედეგად…
– კარგი, კარგი, გვეყოფა, არ გვინდა ამდენი… იქ­ნებ მეორე
პრინციპზე გადავიდეთ? – მოუთმენლად ჩაი­ლა­პარაკა სანდრომ.
– გადავიდეთ… მეორე პრინციპია უარის თქმა ქიმიურ სასუქზე…
ფუკუოკა ბიოლოგიურ სასუქს იყენებდა, ვქვათ, სამყურას… სამ­
ყურას ფესვებში სიმბიოზურად ცხოვ­­რობენ აზოტფიქსატორი
ბაქ­ტერიები, რომლებიც ატ­მოს­ფერულ აზოტს იჭერენ და ნიადა­
გში აფიქსირებენ. ზოგიერთ სხვა მცენარესაც აქვს ეს უნარი.
მაგალითად, იონჯას, ლობიოს, სოიოს, ფშატს, აკაციას, მურყანს…

14
– ჰმ, მეგონა ეგ პირველ პრინციპში იგულისხმებოდა, ქიმიაც და
ბუნებრივი სასუქიც, – გააწყვეტინა სანდრომ.
– არა, პირველია უარს თქმა ხვნაზე, მეორე – უარის თქმა ქიმიურ
სასუქზე…
– მესამე?
– მესამეა უარის თქმა მარგვლაზე და ჰერბიციდებზე, ანუ სა­
რეველებთან ბრძოლის ქიმიურ საშუალებებზე. ფუკუოკას სწავ­
ლებით, სარეველები კი არ უნდა მოსპო, არამედ უნდა შეაკავო.
ისინი ნიადაგის ნაყოფიერი ფენისა და დაბალანსებული ბიო­
ლოგიური სისტემის შექმნის საქმეში თავის როლს ასრულებენ.
ამისთვის ფუკუოკა მხოლოდ ბუნებრივ საშუალებებს იყენებდა:
თივის მულჩას, სამყურას შეთესვას იმ საკვები კულ­ტურების,
ბრინჯისა და ქერის ქვეშ, რაც მოჰყავდა, დროებით წყლის მიშ­
ვებას, მინდორის დატბორვას…
– აი, ხო ვამბობდი, იაპონელების მეთოდები არ გამო­გვადგება-
მეთქი!
– ბატონო სანდრო, იმას კი არ გეუბნებით, გინდა თუ არა, ბრინჯი
გაამრავლეთ ფუკუოკას მეთოდით, არა… ეს ბუნებრივი, არა­ქი­
მიური საშუალებების მაგალითად მოვიყვანე მხოლოდ… დატ­
ბორ­ვაში არაა საქმე, სხვა საშუალებებიც არსებობს…
– ჰო, კარგი, გავიდეთ ბოლოში… მეოთხე რა პრინ­ციპია?
– უარის თქმა შხამქიმიკატების გამოყენებაზე, პესტიციდებზე…
ჰერბიციდი მცენარის მკვლელია, პესტიციდი კი ზოგადი სახე­
ლია ყველა მკვლელი ნივთი­ერე­ბისა – რაც ხოცავს მწერებს,
ბაქტერიებს, სოკოებს… ეს უძლიერესი მომწამლავი ნივთი­
ერებები მავნებ­ლებს კი ანადგურებს, მაგრამ მათთან ერთად
იღუპება უამრავი სასარგებლო არსება, ეკოსისტემისთვის აუცი­
ლებელი მიკროორგანიზმი, სამუდამოდ ირღვევა ბა­ლანსი,
იწამლება ის კულტურები, რაც მოჰყავთ და რასაც მერე ჩვენ
მივირთმევთ სუფრაზე. გვგონია, რომ ვიტამინებს ვიღებთ, არადა,
სინამდვილეში… – გიამ ხელი ჩაიქნია და დადუმდა.
– სულ ესაა? – იკითხა სანდრომ.
– დიახ, – თავი დაუქნია გიამ, – მოკლედ თუ გინდათ, ესაა.
მაგრამ ასევე ძალიან მნიშნელოვანია, მეურ­ნე­ობაში ჩავრთოთ
შინაური ცხოველები და ფრინვე­ლები. ჯერ ერთი, ზოგიერთი
მათგანი მწერებითა და ლოკოკინებით იკვებება. გარდა ამისა,
მათი ნაკელი ჰუმუსის წარმოქმნის პროცესს ააქტიურებს. და
კიდევ, მაქსიმალურ ბიომრავალფეროვნებას უნდა მივაღ­­წიოთ:

15
ბალახის საფარი, ბუჩქები, ხეები, ლიანები… უნდა მოვაწყოთ
„ხელშეუხებელი ადგილები“, მაგა­ლითად, ქარსაფარში, სადაც
სხვადასხვა ცოცხალი ორგანიზმები შეძლებენ დასახლებას…
– ჰო, კაი, რაც მეტი, მით უკეთესი… მაგრამ ოთხი კი არა, ორი
პრინციპი ყოფილა… – დაფიქრდა სანდრო, – არა მიწის ხვნას და
არა ქიმიკატების გამოყენებას!
– ეგრე მაშინ სულაც ერთ პრინციპზე შეიძლება და­ვიყვანოთ,
უფრო სწორად, ლოზუნგზე: ნუ კლავთ მიწას, თავი გაანებეთ და
ბუნებრივად მოგცემთ ყვე­ლაფერს!
– მერე ეგ ხომ სისულელეა? ტყუილი!
– რატომ?
– იმიტომ, რომ ბუნებრივად, ანუ თავისით, არავინ არა­ფერს
მოგცემს, არც მიწა და არც ადამიანი… არავინ! – სანდრომ სვლა
შეანელა, ბენზინგასამართ სადგურ­თან შეჩერდა, მიმოიხედა,
მაგრამ ჩამომსხმელი არ გამოჩნდა, – მთელი ცხოვრება მატ­
ყუებენ, ზღაპრებს მიყვებიან და, აი, თქვენც… აღარ ვენდობი
არავის! – გააგრძელა სანდრომ წყენით, კარი გააღო და მანქა­
ნიდან გადავიდა.
– არადა, სწორედ ეგაა რევოლუციური გადატრია­ლე­ბა, საწი­
ნა­აღმდეგოს რო მიხვდება კაცი. ჩალის ღერის რევოლუცია… –
თავისთვის ჩაილაპარაკა გიამ და ამო­იოხრა. მერე კი დაუმატა,
– თუ მიხვდება საერ­თოდაც… – და ისიც გადავიდა მანქანიდან.
ამ დროს სანდრო და ბენზინის ჩამომსხმელიც გამო­ჩ­ნდნენ. გიამ
უთხრა:
– გავისეირნებ ერთ ადგილას და მოვალ, სანამ ბენ­ზინს ჩაასხამთ…
სანდრომ უხმოდ დაუქნია თავი.
ცოტა ხნის მერე გია მანქანაში ჩაჯდა. ხელში ცელო­ფანის პაკე­
ტები ჰქონდა.
– ეგ რა არის? – იკითხა სანდრომ, თუმცა პასუხი ისე­დაც ცხადი
იყო. მანქანაში გემრიელი სურნელი დატ­რიალდა.
– საცხობი დავინახე, თონის პური, ნაზუქები და ხაჭაპურები ედოთ
დახლზე, ჰოდა, ვიყიდე, დილით არ მისაუზმია, ისე წამოვედი
ბათუმიდან… მოდი, ცოტა წავიხემსოთ, აგერ ლიმონათიც
ვიყიდე და ლიკანიც… – გიამ პაკეტებიდან ახალგამომცხვარი,
მადის­­აღმძვ­რელი გემრიელობების ამოღება დაიწყო, სანდროს
მიაწოდა.

16
– დიდი მადლობა, – გაუღიმა სანდრომ, – ახლავე, მან­ქანას მივა­
ყენებ გვერდზე და…
რამდენიმე წამში უკვე გემრიელად ილუკმებოდნენ.
– იცით რა ვიფიქრე, ბატონო გია? – დაიწყო სანდრომ, როცა
ჭამას მორჩნენ, – არ გვინდა ეგ ნიძლავი… გავა­უქმოთ.
– ვითომ რატომ? – გაუკვირდა გიას.
– არ ავიღებ და იმიტომ, – მიუგო სანდრომ, – ორმაგი საფასური
ნამეტანი უნამუსობა იქნება ჩემი მხრიდან…
– ვახ, უფრთო ანგელოზი ყოფილხართ, ჩემო სანდრო, – გიამ
ჩაცინებით, ცოტა არ იყოს, ფამილარულადაც კი უთხრა, – მაგრამ
იქნებ აქეთ გქონდეთ ბოლოს გა­დასახდელი?
– გამორიცხულია, – ასპროცენტიანი დარწმუნებით უპა­­სუხა სან­
დრომ, – ანგელოზი არა ვარ, მაგრამ არც გნი­და მინდა ვიყო… ამ
ბავშვურ ნიძლავში ორმაგი თანხა როგორ გამოგართვათ?…
– მაშ, ბავშვური ნიძლავია? თუ ბავშვივით გულუბრ­ყვილო ვარ,
პირიქით, უნდა გამწეწოთ ბოლომდე, ასეთი წესი არაა ახლა?
– გიამ ღიმილით გააქნია თავი, – მაგრამ ნუ ჩქარობთ, ბატონო
სანდრო, ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი…
სანდრომ ალმაცერად გაიღიმა და მანქანა უხმოდ და­ქოქა.
ტრასაზე გავიდნენ.
– მოდი, ახლა პერმაკულტურულ რევოლუციაზე ვისა­უბროთ… –
დინ­ჯად დაიწყო გიამ.
– ისევ რევოლუცია? – დაიჯღანა სანდრო, – ის ერთი რა, არ
გვეყო? იაპონური?
– არა, არ გვეყო… გვაქვს უთვალავი ფერითა!… – ხა­ლი­სით ჩა­
ილაპარაკა გიამ, – იაპონურ რევოლუციაზე ხო უკვე ვისაუბრეთ
მოკლედ, ახლა ავსტრალიურს მივ­ხედოთ… ერთი მეორეს კი ჰგავს,
მაგრამ განსხვავებაც არის, ცხადია, ჰოდა, მოდი, გავარკვიოთ…
– გავარკვიოთ, სხვა რა გზაა… – ჩაიბურტყუნა სანდრომ.
– იყო და არა იყო რა, იყო ერთი პიროვნება, სახელად ბილ მო­
ლისონი… – დაიწყო გიორგიმ, – თავის თავს საველე ბიოლოგსა
და მოხეტიალე მასწავლებელს უწო­დებდა…
– ეგ „იყო და არა იყო რა“, უკაცრავად და, რა პონტია? – ეჭვით
იკითხა სანდრომ, ხომ არ მაშაყირებენო.
– საკაიფო პონტია, – ღიმილით უთხრა გიამ, – ნუ ღე­ლავთ… ამ­­ქვე­
ყ­­ნად ყველაფერს პიროვნება იწყებს… ენთუზიასტი პი­რო­ვნება…

17
– აბა, ცხოველი ხომ არ დაიწყებს… ოღონდ ზღაპრები არ გამა­
გონოთ! თუნდაც საკაიფო!
– არავითარი ზღაპრები, მხოლოდ ფაქტები, ცარიე­ლი, მშრალი,
დოკუმენტური ფაქტები! – გამოაცხადა გიამ ლამისაა საზე­იმოდ,
– ბილ მოლისონმა ფუკუოკას პარალელურად შეიმუშავა სივრ­
ცის, გარე­სამყაროს ორგანიზების, დაპროექტების ანუ დიზაინის
სისტემა, რომელსაც დაარქვა “პერმაკულტურა”…
– “პერმაკულტურა”? რას ნიშნავს? პირველად მესმის, – გა­აწ­ყ­
ვეტინა სანდრომ, – ისე, პერმში კი ვარ ნამყოფი…
– პერმი რა შუაშია? – გაოცდა გია, – რუსული ქალაქი პერმი?
– ჰო, რუსული, – სანდრომ თავი სერიოზულად დაუქნია, მერე კი
ჩაეცინა, – ჰოდა, მეც ეგ გამიკვირდა, სად პერმი და სად კულტურა?
– რუსეთი რა შუაშია, ავსტრალიელი იყო ბილ მო­ლი­სონი,
ავსტრალიელი!
– და რაო კენგურუმ? – ისევ ჩაიცინა სანდრომ, – სკუპ-სკუპ?
გიამ არ უპასუხა. დაფიქრდა. ეტყობა, ვერ გადაეწყვიტა, როგორი
რეაქცია ჰქონოდა ამ უკბილო ხუმრობაზე. პაუზა გაიწელა. ბოლოს
გიამ ჩაილაპარაკა:
– ბატონო სანდრო, მოდი, აგიხსნით ზედმეტი გარ­თუ­ლების გა­
რეშე, რა არის ეს „პერმაკულტურა“, თქვენ კი შე­გიძლიათ, მერე
იხუმროთ, რამდენიც მოგე­სურ­ვებათ…
– მე საწყენად კი არ მითქვამს, – მიუგო სანდრომ, – გის­მენთ,
ჩემო ბატონო!
– პერმაკულტურა შეიქმნა ორი სიტყვის შეერთებით – Per­manent,
ანუ მუდმივი და Agriculture, ანუ სოფლის მე­ურნეობა.
– მუდმივი რა გაგებით?
– იმ გაგებით, რომ არაერთჯერადია, უწყვეტია, ციკლურია…
თა­ვი­დან პერმაკულტურა ჯანსაღი საკვების წარმოებას ისახავ­
და მიზნად, მაგრამ დრო­თა განმავლობაში ჩამოყალიბდა, რო­
გორც ყოვ­ლის­მომცველი დიზაინის, ანუ პროექტირების სის­ტემა,
რომელიც ეკოლოგიურად აგეგმარებს ნების­მიერ გარემოს…
– რას ნიშნავს ეკოლოგიურად აგეგმარებს?
– ეს ნიშნავს, რომ ადამიანი წინასწარ ქმნის მის მიერ და­­­კავე­
ბული თუ ასათვისებელი სივრცის იმგვარი ორგა­ნიზების გეგმას,
რომ იყოს ეკოლოგიურად გა­მართლებული, ეკოლოგიური მოდე­
ლების თარგზე აწყობილი…

18
– ანუ?
– იყოს ბუნებრივი, ჯანსაღი, დაბალანსებული, სიცო­ცხ­ლის­
უნარიანი, აღწარმოებადი, ნაყოფიერი, ეფე­ქტ
­ იანი…
– ეგ სიტყვებია, ცარიელი სიტყვები… – ჩაილაპარაკა სანდრომ
ცალყბად.
– ჰოო… – გია დაფიქრდა წამით და მერე იკითხა, – „ცა­რიელი
სიტყვები“, ანუ რა, გულს არ ეხება?…
– არც გულს ეხება და არც… – სანდრომ ფრაზა აღარ დაამთავრა.
გიამ ოდნავგასაგონად ამოიოხრა და ჩაილაპარაკა:
– სიგარეტს ვეწეოდი მთელი ცხოვრება, როგორც იქნა დავანებე,
უკვე აღარც კი მესიზმრება და ეხლა მომინდა, ისე მომინდა, რომ…
ხომ არ გაქვთ?
– არა, არ ვეწევი, – უპასუხა სანდრომ, მერე დაფიქრდა, ალ­
მაცერად გაიღიმა და ჰკითხა, – ბატონო გია, მე ხომ არ მოგან­
დომეთ სიგარეტი შემთხვევით? ანუ ჩვენმა ლაპარაკმა…
– არა, როგორ გეკადრებათ, – თავაზიანად, ხაზგასმით თავა­ზი­
ანად მიუგო გიამ.
– გაგიჩეროთ, მაღაზია როცა გამოჩნდება? იყიდით? – ჰკითხა
სანდრომ.
– არა, არა, არ მინდა, – უთხრა გიამ, ფანჯარაში თავი გაყო,
ჰაერის ნაკადს მიუშვირა წამით და შემოყო, – აგვისტოა, მაგრამ
როგორ გრილა…
– ვეღარ გავიგე, გლობალური დათბობაა თუ აგრი­ლება… – ჩაი­
ლაპარაკა სანდრომ.
– მოდი, პერმაკულტურაზე ვიტყვი კიდევ რამდენიმე სიტ­­ყვას, –
გააგრძელა გიამ, – გლობალურ დათბო­ბა­ზე მერე ვილაპარაკოთ…
პერმაკულტურით მაინცდა­მაინც ვერ დაგაინტერესეთ, ეტყობა,
მაგრამ კიდევ მინდა ვცადო…
– სცადეთ, – ოდნავშესამჩნევად ჩაეღიმა სანდროს, – თქვენი ნებაა…
– ჯერ მოლისონის პიროვნებაზე გითხრათ ორიოდე სიტყვა თუ
პირდაპირ პერმაკულტურის პრინციპებზე გა­დავიდე?
– რამდენი პრინციპია?
– თორმეტი.
– ოჰო… მაშინ ჯობია პიროვნებაზე თქვით… ამქვეყნად ხომ
ყველაფერს პიროვნება იწყებს?

19
– ცხადია, პიროვნება, – თავი დაუქნია გიამ, – ოღონდ ენთუზიასტი.
– ოღონდ მოკლედ თქვით, – გააფრთხილა სანდრომ.
– ცხადია, მოკლედ, – გაუღიმა გიამ, – ბიოგრაფიას არ მოვყვები,
უბრალოდ, მთავარს ვიტყვი: ბილ მოლისონი პერმაკულტურის
შემქმნელია და მისი დამსახურებაა, რომ ეს სწავლება მთელს
მსოფლიოში გავრცელდა… მოლისონი თხუთმეტი წლით უმცროსი
იყო ფუკუოკაზე. პარალელურად მუშაობდნენ, თუმცა ფუკუოკამ
გაცი­ლებით ადრე დაიწყო, არადა, დღეს მოლისონი, ალბათ, უფრო
ცნობილია, ვიდრე ფუკუოკა… უცნაური დამთხვევა მოხდა, 1978
წელს ფუკუოკამ ინგლისურად დასტამბა თავისი „ჩალის ღერის
რევოლუცია“ და იმავე 1978 წელს ბილ მოლისონმა, თავის ყოფილ
სტუ­დენტთან და თანაავტორთან, დევიდ ჰოლმგრენთან ერთად
გამოსცა „პერმაკულტურა“. იმავე წელს მო­ლისონმა ინსტიტუტი
დააარსა, რომელიც დღესაც მთელ მსოფლიში პერმაკულტურის
პროპაგანდას ეწევა… ქმნის ახალ ცენტრებს….
– ცოცხალია?
– მოლისონი? არა, გარდაიცვალა. ოთხი წლის წინათ.
– და ფუკუოკა?
– ფუკუოკა თოთხმეტი წლის წინათ.
– ანუ რა, ამ ორმა კაცმა ორი ერთნაირი სისტემა ერთ­მანეთისგან
დამოუკიდებლად შექნა? მართლა ერთნაირია?
– არა, ბატონო სანდრო, მე არ მითქვამს, რომ ერთნაირი სის­
ტემებია. საერთოა მთავარი. საერთოა მსგავსი დამო­კიდებულება,
ეკოლოგიური აზროვნება, მაგრამ მოლისონმა თავისი სისტემა
უფრო განა­ზოგადა, მთელ გარესამყაროს მიუსადაგა… ადამი­
ანს მხოლოდ საკვები მცენარეების მოყვანაში კი არ ეხმარება,
არამედ გარემოს ათვისებაში, მის გო­ნივრულ ორგანიზებაში.
ფაქტობრივად, ესაა დიზაინის ფილოსოფია…
– ჰმ, ესაა ცარიელი თეორია, ლაი-ლაი, – გააწყვეტინა სანდრომ,
– და მე რა ხეირი აქედან? რას მომცემს ეგ თქვენი ფილოსოფია?
რაში გამომადგება?
– თუ გაერკვევით, შეისწავლით და სწორად გამო­იყენებთ, ძალი­
ანაც გამოგადგებათ. ოჯახსაც შეინა­ხავთ, ხეირიც გექნებათ და
ჯანსაღი პროდუქტიც… შრომაც გაცილებით ნაკლები მოგიწევთ…
ხარჯი – მინიმალური… სხვათა შორის, ფუკუოკა თავის სწავ­ლებას
„არაფრის კეთების“, ანუ „ზარმაცების“ სისტემას უწოდებდა…
– „ზარმაცების“ სისტემას? – გამოცოცხლდა სანდრო, – ჰმ, რაღაც
ზღაპარსა ჰგავს მართლა…

20
– გახსოვთ, ლაპარაკი იმით დავიწყე, ნაცარქექია ჩემი საყვა­
რელი გმირია-მეთქი?
– კი, მახსოვს.
– ჰოდა, ამით იმის თქმა მინდოდა, რომ ფუკუოკას სისტემა
და ასევე, პერმაკულტურა ზედგამოჭრილია ჩვენთვის, ცოტას
მუშაობ და მრავალფეროვან, მდიდარ მოსავალს იღებ…
– ეჰ, ნეტავი კი ეგ შესაძლებელი იყოს, – ჩაილაპარაკა სანდრომ
ოცნებით, – დავბრუნდებოდი სოფელში, ვი­მუშავებდი ჩემს
მიწაზე… ჩემი კაკლის ქვეშ წამოვ­წვებოდი მოლზე… – უცებ
თავი გააქნია და კატეგო­რიული ტონით დაასრულა, – მაგრამ, ვაი,
რომ ზღაპარია!
– იქნებ არაა ზღაპარი? – შეაპარა გიამ, – იქნებ…
– დამიმტკიცეთ!
– მომისმინეთ და დარწმუნდებით!…
– აკი გისმენთ, ჩემო ბატონო, მაგრამ რად გინდა? ერთ ზღაპარს
მეორე ემატება!
– მომისმინეთ ბოლომდე, ბატონო სანდრო, და მერე განსაჯეთ!
ბოლოს გამოიტანეთ დასკვნა!
– ბოლომდე მოგისმენთ, ჩემო ბატონო, თუკი ეს გიშ­ველით…
მაინც ერთი გზა გვაქვს… – სანდროს ჩაეცი­ნა, – სანამ თბილისში
ჩავალთ და დიღომში, ვიქტორ ნოზაძის ქუჩაზე მიგიყვანთ,
შეგიძლიათ ილაპარაკოთ, რაც გნებავთ და რამდენიც გნებავთ…
მისამართი ხომ არ შემეშალა?
– არა, არ შეგშლიათ, ბატონო სანდრო… და ჩვენი ნიძლავიც
ძალაშია.
– ძალაშია? – სანდრო აშკარად გაოცდა, – კი მაგრამ, ხომ გით­
ხარით, რომ…
– სიტყვა სიტყვაა!
– ჰმ… – სანდრომ მხრები აიჩეჩა, დაფიქრდა და მერე ფრთხი­
ლად იკითხა, – კი მაგრამ, რატომ ხართ ასე დარწმუნებული,
რომ ნიძლავს მოიგებთ? რა გაქვთ ასეთი სათქმელი? აუცილებ­
ლად რომ დავიჯერებ და ვაღიარებ, დავმარცხდი?
– ვნახოთ. – მოკლედ მოუჭრა გიამ, – ბოლომდე წა­მომყევით!
– მოგყვებით, ბატონო ჩემო… სხვა რა გზაა… – სან­დრომ ცალყბად
გაიღიმა, – ერთი გზა გვაქვს!

21
გიამ არაფერი უპასუხა და მოულოდნელად სანდროს მხარზე
მეგობრულად, მსუბუქად წაჰკრა ხელი. სან­დ­როს გაეცინა, მაგრამ
ხმა არც მას ამოუღია. ერთ­ხანს მდუმარედ მიდიოდნენ.
– სხვათა შორის, – განაგრძო გიამ, – მე სულაც არ მგონია, რომ
ქართველი კაცი ზარმაცია, შრომა არ უყვარს და მაგი­ტომაა
ფუკუოკას ნატურალური მე­თოდი, ანდა მოლისონის პერ­მა­
კულტურა ჩვენთვის ზედგამოჭრილი.
– აბა, რატომ?
– ზედგამოჭრილია იმიტომ, რომ ქართველ გლეხს მისცემს საშუ­
ალებას, გადარჩეს, ოჯახი არჩინოს, საზღვარგარეთ არ გა­იქცეს
სამუშაოდ, ცხრა მთას იქით არ გადაიხვეწოს, თავისი მიწა-წყალი
არ მიატოვოს… როცა მიწას არ ხნავ, როცა არც ტრაქტორი
გჭირდება და არც საწვავი, არც ქიმიური სასუქები და არც შხამ­
ქიმიკატები, მორწყვაც კი არ უნდა ნაკვეთს, წარმო­იდგინეთ,
რამდენად იოლი და იაფი ხდება მიწაზე შრომა და მოსავლის
მიღება! და რამდენად ჯანსაღი და ნოყიერი იქნება პროდუქტი!
– ეეჰ, – ამოიოხრა სანდრომ, – და საერთოდ მოვა რო ეგ ჯანსაღი
და ნოყიერი პროდუქტი? არ შეჭამს, მახრაა თუ რაღაც ჯანდაბა?
– მოვა, მოვა! – დარწმუნებით გამოაცხადა გიამ, – სად წავა?
– ჰმ, ნეტავი კი შემეძლოს თქვენს თავში ჩავიხედო და ვნახო,
რატომ გჯერათ ამ ზღაპრების… – სანდრომ ხმადაბლა, თითქოს
თავისთვის ჩაილაპარაკა.
– ზღაპრების კი არა, პრინციპების მჯერა… – თქვა გიამ, – ჰოდა,
ახლა პერმაკულტურის თორმეტ პრინციპს ჩამოგითვლით!
– მიდით, მიდით, ჩამომითვალეთ…
– პირველი: დააკვირდით და ურთიერთქმედებაში შე­ისწავლეთ.
– რას უნდა დავაკვირდე?
– პერმაკულტურა თქვენი კონკრეტული ნაკვეთის და ადგილობ­
რივი გარემო პირობების არსობრივ გაგებას ეფუძნება. იდეალურ
ვარიანტში, თქვენი ნაკვეთი მთელი წლის განმავლობაში უნდა
შეისწავლოთ, ყველა სე­ზონში, დააკვირდეთ ბუნების მოვლენებს:
მზეს, ქარს, წვიმას, სეტყვას, თოვლს და ასევე, ცხოველებს, ხმაურს,
შესაძლო დაბინძურებას და ა.შ. და ა.შ. მოინახულოთ მეზობლად
მდებარე ბაღები, რომ ნახოთ, თქვენს არე­მარეში რა ხარობს
ყველაზე უკეთ…
– ეგ ხომ ისედაც ვიცი! – სანდრომ, ცოტა არ იყოს, გამომწვევად
წამოიძახა.

22
– კი, ცხადია იცით, მაგრამ ეს პრინციპები, რაზეც ახლა ვლა­
პარაკობ, პირველ რიგში, განკუთვნილია მათ­თვის, ვინც ახალი
ფერმის გაშენებას აპირებს და, მეორე რიგში, მათთვის, ვინც
უკვე არსებულის გადაკეთებას ფიქრობს პერმაკულტურულად.
გადა­კეთება, სხვათა შორის, ბევრად უფრო რთულია, რად­გან
პერმაკულტურული მიდგომა მოითხოვს ყველა ბუნებრივად არსე­
ბული თუ ხელოვნურად შექმნილი კომ­პონენტის გააზრებულად,
ოპტიმალურად განლა­გებას და ურთიერთდაკავშირებას, რათა
ეკო­ლო­გი­ურად დაბალანსებული, ეფექტიანი სისტემა შეიქმნას.
ჰოდა, რა უნდა ქნა, თუკი მიხვდები, რომ შენი სახლი, ვთქვათ,
ბორცვის თავზე კი არ უნდა იდგეს, არამედ, ფერდობზე ან
ბორცვის ძირას?… რას იზამ, დაანგრევ სახლს? თუ დაშლი, ახალ
ადგილზე გადაიტან და ისევ ააწყობ? ძნელი წარმოსადგენია,
კაცმა ეს მოახერხოს. ამიტომ პერმაკულტურული მეურნეობის
მოწყობა ჯობია ცარიელ ნაკვეთზე, სადაც ერთწლიანი წინასწარი
დაკ­ვირვების შემდეგ გონივრულად შეადგენთ დიზაინს, ანუ
კონკრეტულ გეგმა-პროექტს, რომელშიც ყველა კომპონენტს სა­
უკეთესო ადგილი ექნება მიჩენილი და თქვენი ფერმა… ილონ
მასკის ტესლასავით იმუშავებს!
– ეგ რაღა შუაშია? – სანდრომ ეჭვიანად ჩაილაპარაკა, – მართლა
კარგი ელექტრომობილი მე ჯერ არ მინა­ხავს…
– არაფერ შუაშია, უბრალოდ თავიდან მინდოდა მეთ­­ქვა, კარგად
დაზეთილი მექანიზმივით იმუშავებს-მეთქი, მაგრამ ბოლო წამს
გადავიფიქრე… რაღა დროს და­ზეთვაა და… მერსედესები!
– არა, რატომ, მერსედესი მერსედესია… და ყოველ­თვის იქნება!
– ეგეც მართალია, – გია მორჩილად დაეთანხმა და გააგრძელა, –
მეორე პრინციპია: დაიჭირეთ და დააგ­როვეთ ენერგია!
– ენერგია როგორ უნდა დაიჭირო?
– როგორ და, მარტივად! აი, ციყვი, მაგალითად, რო­გორ ემზა­დება
ცივი ზამთრისთვის? ფუღუროში იმა­რაგებს თხილსა და კაკალს.
ჩვენც შეგვიძლია ენერ­გი­ის შენახვა კონსერვაციის გზით. ანდა
ორანჟერეა ავიღოთ. თუ სწორად არის განლაგებული, შეიძლება სხვა
შენობებისა და სათავსოებისთვის სითბოს წყა­როს როლი ითამაშოს.
ალტერნატიული ენერგიის, მზის ენერგიის მოპოვება და გამოყენება
დღეს უკვე რეალურია, რენტაბელურიც და მომგებიანიც…
– მაგას დიდი ფული უნდა, – ხელი ჩაიქნია სანდრომ.
– არც ისე, – მიუგო გიამ, – მესამე პრინციპია: მიიღე სარგებელი!
თქვენი პერმაკულტურული ბაღისა თუ ფერმის მთავარი მიზანი,

23
ცხადია, კარგი მოსავლის მიღებაა. ყველაფერი ამ მიზანს უნდა
ემსახურებო­დეს. მაგრამ სხვა სარგებელიც არსებობს, მაგა­ლი­
თად, ინფორმაციისა და პრაქტიკული რჩევების გაც­ვლა პერმა­
კულ­ტურისტ ფერმერებს შორის, ანდა ურთიერთდახმარება, ერ­
თობ­ლივად მუშაობა – ნადის ტრადიცია გავიხსენოთ…
– მაგას პერმაკულტურა არ სჭირდება!
– მართალია, მაგრამ ეს ორი ერთად, ძალიან მაგარი რაღაც გამოვა!
– ოცნებას კაცი არ მოუკლავს, – ჩაილაპარაკა სან­დრომ, – მა­გ­
რამ, აი, გაგიჟება კი შეუძლია, მე მგონი.
– ნუ ღელავთ, არავინ არ გაგიჟებულა ჯერ და არც გაგიჟდება,
– დაამშვიდა გიამ, – მეოთხე პრინციპია: თვითრეგულირება და
უკუკავშირი. ანუ ეს გულის­ხმობს, რომ ჩვენ თავს უნდა ვაცნო­
ბიერებდეთ, როგორც ჯაჭ­ვის რგოლს, ჯაჭვისა, რომელიც წარ­
სულ­ში დაიწყო და მომავალში გრძელდება. ანუ ჩვენ არ ვართ
იზოლირებული, განცალკევებული არსებები. ჩვენს თვით­რეგუ­
ლირებაზე, ჩვენს მცდელობაზეა და­მოკი­დე­ბული, რა ცხოვ­რება
ექნებათ ჩვენს შვილებს, შვი­ლიშვილებსა და შვილ­თა­შვილებს…
არსებობს ინ­დუ­რი ანდაზა: იფიქრე შვიდ თაობაზე. იგულისხმება
მო­მავალი შვიდი თაობა. მაგრამ ასევე უნდა ვიფიქ­როთ ჩვენი
წინაპრების თაობებზე…
– ა, ბატონო, ვიფიქრე წინაპრებზე და რაღაც ვერ და­ვი­ნახე,
პერმაკულტურით იყვნენ გატაცებული!… – ჩა­ეცინა სანდროს.
– იფიქრეთ კი, ბატონო სანდრო? – სერიოზულად, ღი­მილის გა­
რეშე ჰკითხა გიამ, – რომ გეფიქრათ მართლა, შეამჩნევდით, ჩვენი
წინაპრები იყენებდნენ პერ­მაკულტურის ანდა ფუკუოკას პრინ­
ციპებს, ოღონდ, ცხადია, არ იცოდნენ, რომ ასე დაერქმეოდა…
– რას ნიშნავს იყენებდნენ? რას იყენებდნენ?! – სანდრო ისე
გაოცდა, რომ მანქანა გზის პირზე გადაიყვანა, გააჩერა და გია
მიუბრუნდა, თვალებში ჩახედა, – ახლავე დამიმტკიცეთ, ახლავე
დამისახელეთ, რას იყენებდნენ, თორემ ამოვიდა ყელში ეს
ცარიელი ლაი-ლაი, ვაჰ!
გიამ სანდროს თვალი გაუსწორა და დინჯად, აუღელვებლად
მიუგო:
– ახლავე, ბატონო სანდრო. უმარტივეს მაგალითს მოგიყვანთ.
დასავლეთ საქართველოში გონიერი გლეხი სიმინდის ნათესში
ლობიოს, გოგრას, სოიოს შეთესავდა და მის დასაცავად სორგოს
ანუ ცოცხს იყენებდა. გლეხ­მა იცოდა, რასაც აკეთებდა. ლობიო და
სოიო აუმ­ჯობესებდა ნიადაგს, აზოტით ამდიდრებდა…

24
– გლეხმა აზოტი იცოდა? – ირონიულად იკითხა სან­დრომ, თავი
გააქნია და მანქანა დაქოქა.
– არა, აზოტი რა იყო, ცხადია, არ იცოდა, მაგრამ ხედავდა, რომ
ნიადაგი უკეთესი ხდებოდა… გლეხი ზაფხულში მწვანე ლობიოს
ჭამდა, ზამთარში – ხმელს. სოიოსა და გოგრას პირუტყვისა და
ხშირად, თა­ვის საკვებადაც იყენებდა. იცოდა, რომ გოგრა ნი­
ადაგში ტენის შენარჩუნების მშვენიერი საშუალებაა. ცოცხი
ნათესებს ქარისაგან იცავდა, შემდეგ მას ოჯახში იყენებდნენ
ან ჰყიდნენ… სხვადასხვა კულ­ტურების ერთად გახარება სხვა
არაფერია, თუ არა პერმაკულტურის პრინციპი!
– ორი მცენარის ერთად გახარება პერმაკულტურაა?
– დიახ, ბატონო სანდრო, და ფუკუოკას ნატურალური მეურ­ნე­­
ობაც მაგას გვეუბნება! მოყვანილი სქემა ორივე სის­ტემის სა­
უკეთესო მაგალითია… ჩვენმა წინაპ­რებმა იცოდნენ „მეგობარი“
მცენარეების ფასი, – ანუ ისეთი მცენარეების, რომლებიც ერთ­
მანეთს ხელს კი არ უშლიან, არამედ, პირიქით, ხელს უწყობენ, –
და წარმა­ტებით იყენებდნენ ამ მეთოდს. ხსენებული მიდგომა
უზრუნველყოფს მრავალფეროვნებას, ენერგეტიკული რესურ­სე­
ბის განაწილებას, წლის განმავლობაში საკ­ვებით მომარაგე­ბას,
ნიადაგის ნაყოფიერების შენარ­ჩუნებას და ასე შემდეგ.
– „ასე შემდეგში“ რა იგულისხმეთ, არ ვიცი, მაგრამ მცენარეთა
ეს „მეგობრობა“ რაღაც არ მეჩვენება სერი­ოზულად… – ცალყბად
ჩაილაპარაკა სანდრომ.
– ძალიან ტყუილად, – თავი გააქნია გიამ, – სამწუხაროდ, ეს
ტრა­დიცია ჩვენმა ხალხმა დაივიწყა. არადა, დღეს ქართველი
გლეხის გადარჩენის საუკეთესო საშუალება სწორედ ფუკუოკას
მეურნეობის, ანდა პერმაკულტურის გავრცელება იქნებოდა!…
– ბატონო გია, როგორ გინდათ დაარწმუნოთ ქარ­თველი გლეხი,
გამოიყენოს ეს თქვენი ვითომ ძველი და სინამდვილეში კი, რაღაც
ახალი და არნახული მეთოდები, როცა კრედიტი აქვს ბანკისგან
აღებული და მოსავალი თუ არ მოუვიდა, უბრალოდ, დაიღუპება?
ასეთ რისკზე რატომ წავა? გიჟი ხომ არაა? გლეხი გააკეთებს იმას,
რაც იცის, მორჩა და გათავდა!
– მართალია, გლეხი კონსერვატორია თავისი ბუნე­ბით, თავისი
მოცემულობით… რისკზე არ წავა…
– ჰოდა, თუ მეთანხმდებით, ბატონო გია, აღიარეთ, რომ წააგეთ
ნიძლავი!… მე, გეპეი დამთავრებული ტაქ­სისტი, ვერ დამარწმუნეთ
და ქართველ გლეხს დააარწმუნებთ? ზღაპარია!

25
– არა, არც ეგრე მარტივადაა საქმე…
– ვაჰ, თქვენ რა ჯიუტი კაცი ბრძანდებით, ჩემო ბა­ტონო, – ჩაიცინა
სანდრომ, – კახელი ხართ, ეტყობა… არ მოგბეზრდათ მაინც ამ­
დენი… ბაზარ-ვაგზალი?
– არ მომბეზრდა… ბოლომდე მივიყვან ამ ჩვენ სა­უბარს და…
ბოლოს ნახავთ!
– რას ვნახავ ბოლოს? – სანდრო ეჭვით ჩაეკითხა.
– სიურპრიზს!
– ჰოჰ! სიურპრიზებიღა გვაკლდა!
– დიახ, ბატონო სანდრო. ეგრეა. მაგრამ სანამ თბილისში
ჩავსულვართ, დაწყებულ სათქმელს გავაგრ­ძელებ… პერმა­კულ­
ტურის თორმეტ პრინციპს… მეოთ­ხეზე ვიყავით, არა?
– უკვე დამავიწყდა ეგენი… აი, ფუკუოკასი კი მახსოვს… მიწა არ
მოხნა და ქიმია არ იხმაროო…
– ფუკუოკა რომ გახსოვთ, მშვენიერია… იმასაც გაგახსენებთ,
რაც ცოტა ხნის წინ ვთქვი: პირველი: დააკ­ვირდით და ურთი­
ერთ­ქმედებაში შეისწავლეთ… მე­ორე: დაიჭირეთ და და­აგროვეთ
ენერგია… მესამე: მიიღეთ სარგებელი… მეოთხე: თვით­რეგუ­ლი­
რება და უკუკავშირი…
– მოდი, ეგრევე გააგრძელეთ რა, მოკლედ!… თითო სიტყვით!
– კარგი, ბატონო სანდრო, ასე შეიძლება უკეთესიც კი იყოს,
უფრო აღიქვათ, ერთიანად… კითხვები და კომენტარები მერე იყოს…
მაშ ასე, მეხუთეა: გამო­იყენეთ აღდგენადი რესურსები… მეექვსე:
წარმოება ნარჩენების გარეშე… მეშვიდე: დიზაინი მთლიანიდან
ნაწილებისკენ… მერვე: ურთიერთშევსება და არა გან­ცალკევება…
მეცხრე: გამოიყენეთ პატარა და ნელი გადაწყვეტილებები… მეათე:
გამოიყენეთ მრა­ვალ­ფეროვნება… მეთერთმეტე: ეფექტიანი გამო­
ყე­ნება… მე­თორმეტე: შემოქმედებითი რეაგირება ცვლი­ლე­ბე­ბზე.
– ჰმ, ვერაფერიც ვერ აღვიქვი ერთიანად… გაუგე­­ბარია… – სან­
დრომ უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა, – გუგლი რო თარგმნის,
იმასა ჰგავს… რას ნიშნავს „გამო­იყენეთ პატარა და ნელი გადაწყ­
ვეტილებები?“ ეგრე თქვით, არა?
– დიახ, ეგ მეცხრე პრინციპია…
– და რას ნიშნავს? პატარა და ნელი გადაწყვეტილება რა უბე­
დურებაა? რატომ უნდა გამოვიყენო?
– ბატონო სანდრო, სხვათა შორის, გუგლზე რაც თქვით, მარ­
თალია, სამწუხაროდ. ძალიან მოქმედებს ქართულ ენაზეც და

26
ჩვენს ფსიქიკაზეც. ანუ პრიმიტიულად, სწორ­ხაზოვნად რომ თარ­
გმნის… მაგრამ პერმაკულტურას მი­ვუბრუნდეთ… ეს, მეცხრე
პრინციპი გულისხმობს, რომ პერმაკულტურაში სწრაფი შედეგის
მიღებას მიზნად არ ვისახავთ. ჩვენი მიზანია ისეთი ბაღი, ისეთი
ფერმა შევქმნათ, რომელიც ბევრი კომპონენტისგან შედგება,
მთლიანობის ფუნქციონირებაში წვლილი რომ შეაქვთ. ანუ
დაბალანსებული სისტემა, რომელიც თავისით მუ­შაობს. ამის
მაგალითია მრავალწლიანი კულტურები. ენერგიას გვიზოგავენ,
ნიადაგსაც არ აწუხებენ. მათ­გან შემოსვალი, შესაძლოა, უფრო
მცირეა, ვიდრე ერთ­წლიანი კულტურებისგან, მაგრამ სტაბილ…
– ჩემო ბატონო, ქართველ კაცს ყველაფერი უნდა უცებ და
ბევრი! პატარა და ნელი იყავიო, რომ ეტყვით, აბა, გამოგყვებათ?
დაგიჯერებთ?!
– სიტყვაზე არ დაიჯერებს, ეგ მართალია, მაგრამ…
– სიტყვის მეტი რა გაქვთ რო?
გიამ არ უპასუხა, თვალები მილულა, გაიღიმა და იდუმა­ლი, ლამი­
საა მისტიური ინტონაციით ჩაილაპარაკა:
– სიუურ პრიი ზიიი…
სანდრომ გაოცებით გახედა:
– მოგცლიათ, ერთი…
ერთხანს ჩუმად მიდიოდნენ.
– რამდენ ხანში ჩავალთ? – იკითხა გიამ.
– ერთ საათში დაახლოებით…
– მაშინ კიდევ მოვასწრებ რაღაც-რაღაცეების თქმას, რაც გა­
მომრჩა, არადა, სათქმელია… აქცენტების გაკე­თებაა საჭირო…
– საჭიროა, რო? რაც უნდა მითხრათ, არაფერი შეიც­ვლება, –
თავი გააქნია სანდრომ, – მაინც არ დაგი­ჯერებთ… ასე რომ,
ტყუილად ირჯებით, ჩემო ბატონო…
– ეგ ახლა გგონიათ ეგრე, – პატარა ბავშვივით დაუყ­ვა­ვა გიამ, –
მაგრამ ბოლოს ყველაფერი შეიცვლება, ბატონო სანდრო,
ყველაფერი!…
სანდრომ არაფერი უპასუხა, მხოლოდ მხრები აიჩეჩა.
– სრული სურათი რომ დაიხატოს, ფუკუოკას და მოლისონის
სისტემებზე სწორი წარმოდგენა რომ შე­გექმნათ, კიდევ ბევრია
სალაპარაკო, ძალიან ბევრი… – გააგრძელა გიამ.
– უუჰ… – ამოიოხრა სანდრომ, – თანაც „ძალიან“?

27
– მაგრამ მოკლედ ვიტყვი, მაქსიმალურად მოკლედ, ნუ ღელავთ!
– გაუღიმა გიამ, – უნდა გავაცნობიეროთ, რომ სისტემები,
რომლებზეც ვლაპარაკობ, უბრალოდ მებაღეობის პრაქტიკული
მეთოდები კი არაა, არა­მედ აზროვნებისა და ცხოვრების წესი,
ერთგვარი ფი­ლოსოფია…
– ფილოსოფია ქართველ კაცს არ უყვარს, – ჩაურთო სანდრომ, –
არავინ მოგისმენთ… ბოლომდე.
– თქვენს გარდა, – ჩაეცინა გიას.
– სხვა გზა არ მაქვს, თორემ არც მე მოგისმენდით ბოლომდე, –
გულახდილად აღიარა სანდრომ.
– ჰოდა, მაშ, ისმინეთ… – ღიმილით გააგრძელა გიამ, – ესაა
ფილოსოფია, რომელიც ადამიანისა და ბუნების ჰარმონიულ,
ჯანსაღ, დაბალანსებულ თანაცხოვრე­ბას გულისხმობს. ანუ რე­
ალურ თანამშრომლობასა და უკუკავშირს… ფუკუოკას ნათქვამია:
„ბუნებრივი სოფლის მეურნეობა მხოლოდ მოსავლის მისა­
ღებად კი არაა, არამედ ადამიანის კულტივირებისა და სრულ­
ყოფისათვის”.
– ხუმრობთ? – სანდრომ ალმაცერი მზერა ჰკიდა, – ადამიანის
სრულყოფისათვის?!
– არა, არ ვხუმრობ, – სერიზულად მიუგო გიამ, – დიახ, ადამი­
ანის სრულყოფისათვის… მეტსაც გეტყვით, ესაა ჩვენი ერისა და
მთე­ლი კაცობრიობის გადარჩენის ერთადერთი იმედი და საშუ­
ალება…
– თუ ეგაა ჩვენი გადარჩენის ერთადერთი საშუალება, ჩათვალეთ,
რომ უკვე დავღუპულვართ! – მწარედ ჩა­იცინა სანდრომ.
– რატომ?
– იმიტომ, რომ ამ თქვენი ახალი ფილოსოფიით თავს არ შევი­
წუხებთ და არც იმას დავიჯერებთ, თითქოს მიწის ხვნისა და
ქიმიკატების გარეშე შეიძლება მივიღოთ კარგი მოსავალი… იაპო­
ნიაში და ავსტრალიაში მე არ ვიცი, რა ხდება, მაგრამ ჩვენთან
ასეა და! ნახევარი საქართველო თბილისში ცხოვრობს, მეორე
ნახევარი კი საზღვარგარეთაა გაქცეული!…
– მაგრამ თქვენ ხომ თქვით, რომ სიამოვნებით დაბ­რუნდებოდით
თქვენს სოფელში, მიწა რომ გარჩენდეთ!
– კი ვთქვი, მაგრამ ჩემი მიწა ჩემს ოჯახს ვერ არჩენს!
– ფუკუოკას მეთოდით ანდა პერმაკულტურით გარ­ჩენთ! დამი­
ჯერეთ!

28
– გამორიცხულია. ვერ დაგიჯერებთ. ზღაპარია! ეგ თქვენი ბაღი,
ტყე-ბაღი… ეგრე ეძახით, ხო?
– დიახ, ტყე-ბაღი.
– საერთოდაც ვერ გაიხარებს, მოსავალს არ მოიტანს!
გიას რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ამის ნაცვლად შუბ­ლი მო­
იჩრდილა, თვალი მოჭუტა, შორს გაიხედა და იკითხა:
– ეს რა, თბილისი გამოჩნდა უკვე?
– კი, თბილისია.
– ჰმ, რა სწრაფად ჩამოვსულვართ.
– ასწრაფდა ცხოვრება, – ჩაიცინა სანდრომ, – ჰოდა, აბა, გვა­
წყობს ახლა ჩვენ პატარა და ნელი გადაწყვეტი­ლებები?
გიამ არაფერი უპასუხა. ერთხანს მდუმარედ მიდი­ოდნენ.
დიღომს როცა მიაწღიეს, გიამ თქვა:
– სად შევუხვიოთ, გეტყვით… აი, აქეთ, მარცხნივ… ახლა პირ­
დაპირ… ახლა მარჯვნივ… სტოპ, მოვედით!
მანქანა რკინის ალაყაფის კარებთან გაჩერდა.
სანდრო მობრუნდა და გიას მდუმარედ მიაჩერდა. მის მზე­რაში
კითხვაც იყო, მოლოდინიც და რაღაცნაირი, შინაგანი დაღ­ლი­
ლობაც. გიამ წამიერი პაუზა დაიჭირა, მერე კი გაუღიმა და უთხრა:
– დაღლილი ჩანხართ, ბატონო სანდრო, შემოდით, ცოტა დაის­
ვენეთ…
– არა, არა, – გააწყვეტინა სანდრომ, – დიდი მადლობა. წავალ,
ოღონდ…
– რა დროს წასვლაა, სიურპრიზი გელოდებათ!
– არ მინდა სიურპრიზი… რაც ღირს მგზავრობა, გადა­მიხადეთ,
ჩემო ბატონო, და წავალ…
– ტყე-ბაღის ნახვა არ გინდათ?
– ტყე-ბაღის? – გაიმეორა სანდრომ და წამით დაფიქ­რდა, – სად
უნდა ვნახო? ვიდეოზე? კომპიუტერში?
– ბაღი უნდა ნახოთ ბაღში! შევიდეთ! – უთხრა გიამ კატეგორი­
ულად, მაგრამ პასუხს არ დაელოდა, მან­ქა­ნიდან გადავიდა,
ჭიშკარი გააღო, გვერდზე გადგა და ხელის ცერემონიული მოძ­
რაობით აჩვენა, შემობრ­ძანდითო.

29
სანდრო თითქოს დაიბნა, არ იცოდა რა ექნა, ერთხანს იჯდა
და ფიქრობდა, ბოლოს დაქოქა მანქანა და ეზოში შეიყვანა.
ორსართულიანი სახლის წინ გააჩერა, გადმოვიდა. გია მასთან
მივიდა, წინ დაუდგა, გაუღიმა და გამოაცხადა:
– კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ტყე-ბაღში! ალ­ბათ, მიხვ­
დით, სიურპრიზი და ტყე-ბაღი ერთი და იგივეა!
– ანუ რა, ეგ თქვენი ტყე-ბაღი მართლა არსებობს? – სანდრო
გაოცებას ვერ ფარავდა, – ააქ? დიღომში?
სანდრომ მიმოიხედა. გარშემო კერძო სახლის ჩვეულებ­რივი ეზო
იყო. პერმაკულტურისა არაფერი ეტყო­ბოდა.
– აბა, სადაა ეგ თქვენი ტყე-ბაღი? სად?! – სანდრომ ეჭვით და
თან გამომწვევად იკითხა.
– ახლავე გაჩვენებთ, – გაუღიმა გიამ, – წამომყევით…
გია შებრუნდა და წინ წავიდა. სანდრო მიჰყვა.
სახლს შემოუარეს, მომცრო აუზს გასცდნენ, სადაც თევზები დაცუ­
რავდნენ, ბილიკით რამდენიმე მეტრი დაფარეს და შემოღობილ
ნაკვეთს მიადგნენ. გიამ ბოქლომიანი კარი გახსნა. შევიდნენ.
პირველი, რაც სანდროს თვალში ეცა, ბაღის დაბუ­რუ­ლობა, მცე­
ნარეთა თვალშისაცემი სიჭარბე თუ ხვავ­რიელობა იყო.
– თანამედროვე ადამიანი მიჩვეულია, – დაიწყო გიამ, – ბაღში
ყველა მცენარე ცალ-ცალკე უნდა იზრდე­ბო­დეს, თუ ერთადაა,
ჰგონია, ბაღი მიშვებულია და მიტოვებული. არადა, ჩვენთან
ყველაფერი გააზრე­ბულია, ყველაფერი…
– როგორ? – მოკლედ იკითხა სანდრომ. ეტყობოდა, და­იბნა, ეჭვე­
ბით იყო შეპყრობილი. ანუ ძალიან უჭირდა იმის დაჯერება, რასაც
ეუბნებოდნენ და უკვე რასაც სა­კუთარი თვალით ხედავდა.
– აი, შეხედეთ, ყველა ხეს მირგული აქვს ვაზი. ეს ნაკ­ვეთი მაღ­
ლარ ვენახადაა ჩაფიქრებული. რამდენიმე ზრდასრულ ხეზე ყურ­
ძნის მოსავალი 50 კილოგრამსაც კი აღწევს!… ამ ნაკვეთზე ადრე,
სანამ ტყე-ბაღს გა­ვაშენებით, ჩვეულებრივი ვენახი იყო… შპა­
ლერზე მიბ­მული ვაზი… ისე, პატარა ნაკვეთი კია…
სანდრომ იქაურობას თვალი შემოავლო.
– რამდენი მეტრია?
– დაახლოებით 500 კვადრატია. მაგრამ ხეზე გაშ­ვე­ბული ვაზი­დან
იმდენივე, და იმაზე მეტი ყურძენიც კი მოდის, ვიდრე ჩვეულებრივი
ვენახი იძლეოდა. თანაც ახლა ყურძენიც გვაქვს და უამრავი სხვა
რაღაცაც!

30
– რა გაქვთ?
გიამ სანდრო შემაღლებულ კვლებთან მიიყვანა.
– აი, მაგალითად, კარტოფილი. კარტოფილი სინა­თ­ლის მოყვარე
მცენარეა და ჩრდილს ვერ იტანს, მაგრამ ჩვენ კარტოფილს თე­­
ბერვალში ვთესავთ. ივნისში, სანამ ხეები გაიფოთლება და ჩრდი­
ლი გაჩნდება, მო­სავალი უკვე აღებულია. ვთესავთ დაბარვის
გარეშე. მიწაზე ვაწყობთ და მულჩის სქელი ფენით ვფარავთ. ასე­
ვეა ნიორიც. შემოდგომაზე ითესება და ხეების გა­ფოთვლამდე
მოსავალი აღებულია.
გია დაიხარა და მულჩის ფენა გადასწია – სანდრომ ბლომად კარ­
ტოფილი დაინახა. ზოგი საშუალო ზომისა იყო, უმეტესობა – წვრილი.
– ჰოო… – ჩაილაპარაკა სანდრომ – კიდევ?
– ნაკარტოფილარზე და ნანივრალზე ითესება კიტრი და სიმინდი
ერთად. მშვენივრად ასწრებს. შეიძლება დაბალი ლობიოც შე­
ერიოს. თუ რამე სხვა ბალახიც ამოვა, არ ვერჩით.
– რატომ?
– ასე ჯობია და იმიტომ, – ღიმილით მოიგო გიამ, – სა­რეველა
თავისთავად ბიოლოგიური სასუქია, ხომ გახსოვთ, უნდა შეაკავო,
კი არ მოსპო…
– კიდევ რა მოგყავთ?
– კიდევ, ბატონო სანდრო, პომიდორი, ბადრიჯანი, წიწაკა მწარე,
წიწაკა ბულგარული და სამწნილე. ამ კულტურებისთვის სინათლე
აუცილებელია. ამიტომ მათ­თვის ყველაზე ნათელ ადგილებს ვარ­
ჩევთ. დარ­გვა დაბარვის გარეშე ხდება. დარგვამდე 1-2 თვით
ადრე კვალს მულჩის სქელი ფენით ვფარავთ. დარ­გვისას მულჩს
გადავწევთ ნიადაგის ზედაპირამდე, მერე მიწაში პატარა ორმოს
ვაკეთებთ და შიგ ვრგავთ ჩითილს. მათთან ერთად ვრგავთ დაბალ
ბალა­ხო­ვან მცენარეებს: მარადმწვანე სალბს, რეჰანს, ხავერ­
დულას, კალენდულას… მულჩის ფენამდე მზის სხივი ვერ უნდა
აღწევდეს.
– რატომ?
– რადგან ჩვენი მიზანია, გვქონდეს „ორმაგი მულჩი“. პირველი
ფენა მკვდარი ორგანიკაა და მეორე – ცოცხალი. სარგებელი
შემდეგია: პირველი, ეს მცენარეები მოსა­ყვან მცენარეებს იცავენ
მავნებლებისგან. მეორე, კვალი დაფარულია მწვანე საფარით
და იქ მუდმივად მიმდინარეობს ფოტოსინთეზის აქტიური პრო­
ცესი. ნიადაგი მინიმუმ 3-4 გრადუსით უფრო გრილია, ვიდრე

31
ჰაერი. ამიტომ კვალზე ჩნდება დღის კონდესანტი, ანუ კვალი
თავისით ირწყვება. მკვდარი ორგანიკა კი იწვევს ღამის
კონდესანტის გაჩენას, რაც ნიადაგს გა­მოშრობისაგან იცავს.
მულჩის გარეშე ნიადაგიდან აორთქლებული წყალი გააჩენდა
ცვარს, რომელიც სოკოვანი დაავადებების მთავარი მიზეზია,
შემდეგ აორთქლდებოდა და ატმოსფეროს შეუერთდებოდა.
ჩვენ შემთხვევაში ნიადაგიდან აორთქლებული წყალი მულჩის
ქვედა ფენაზევე კონდესირდება და ნიადაგს უბრუნდება. მესამე,
ამ კვალზე მუდმივად მიმდინარეობს ჰუმუსის წარმოქმნის
პროცესი. ნიადაგში მრავლდებიან ბაქტერიები და სოკოები,
რომლებიც აუცილებელია მცენარის კვებისა და ჯანმრთელი
განვითარებისათვის. მკვდარი ორგანიკა ბაქტერიებისა და
სოკოების საკ­ვებია. მათი განვითარებისათვის საჭირო სიგრილე
და ნესტიც უზრუნველყოფილია.
უცებ სანდრომ ქათამი დაინახა, რომელმაც ცხვირწინ გადაურ­
ბინა და ბუჩქებში შეძვრა.
– ქათამს უშვებთ ბოსტანში? არ აფუჭებს?
– პირიქით, გვეხმარება… პერიოდულად ქათმებს და იხვებს
ვუშვებთ. ჰუმუსის წარმოქმნის პროცესის გასა­აქტიურებლად – ბუ­
ნებრივ სასუქს იძლევიან. ამას­თა­ნავე, ლოკოკინებს და მწერებს
ჭამენ.
სანდრო დაფიქრდა, ჩაცუცქდა, მულჩის ფენა ასწია, ქვეშ შეიხედა
და მერე იკითხა:
– მულჩი მართლა ეგეთი მაგარი რაღაცაა?
– მაგარია. ნიადაგი ორმაგი საფარველითაა დაფა­რული: ცოც­
ხალი და მკვდარი ორგანიკით, რაც მნიშ­ვნელოვან შედეგს უზ­
რუნველყოფს: მცენარეებს მუდ­მივად აქვთ საჭირო რაოდენობის
წყალი და საკვები… გარდა ამისა, არის ადგილი მტაცებელი
მწე­რების, ამ­ფი­ბიებისა და ქვეწარმავლების საცხოვრებლად,
რომ­­ლებიც ჩვენთვის „მავნე მწერებით“ იკვებებიან და, თავისდა­
უნებურად, ჩვენს მოსავალს იცავენ. ვგულის­ხმობ ჭიამაის, ჩო­
ქელას, ობობას, გომბეშოს, ხვლიკს…
სანდრო წამოდგა, წელში გასწორდა და ხის ტოტზე ქლი­ავი და­
ინახა… გიამ ეს შენიშნა, ქლიავი მოუწყვიტა და მიაწოდა.
– გასინჯეთ. შემოვიდა უკვე. გემრიელია.
სანდრომ ჩაკბიჩა, დაგემოვნებით გაღეჭა, გადაყლაპა და ჩა­ი­
ლაპარაკა:

32
– მართლა გემრიელი ყოფილა… – მერე გიას მიუბ­რუნდა და
ჰკითხა, – კიდევ რა ხეები გაქვთ?
– ძირითადად, უნაბია და ფშატი… ქლიავი შიგადა­შიგაა… კი­
დევაა ლეღვი, კომში, ჯუჯა კაკალი, თუთა, ფსტა… ახლა კენკრას
გაგასინჯებთ, ამ ხეების ქვეშ კარგად რო ხარობს…
რამდენიმე მეტრი მაღალ, ხშირ ბუჩქებში გაიარეს და გაჩერდნენ.
– აბა, ეს ჟოლო ნახეთ…
– რა გემრიელია…
– კიდევ გვაქვს მოცხარი, ხურტკმელი…. ბუნებაში ეს მცენარეები
ტყეში იზრდება, ხეების ქვეშ. პირდაპირი მზის სხივები არ უყვართ.
მონოკულტურულ პლან­ტა­ციებში ეს არაა გათვალისწინებული
და ამიტომ კენკრა მუდმივად სტრესშია. ახლა დაიწყეს „მზის
დამცავი ბადე­ებით“ პლანტაციების გადახურვა. არადა, ხეებით
გადახურვა ბევრად იაფიცაა და სხვა სიკეთეებიც მო­აქვს.
– რამდენი წელია, რაც ეს ტყე-ბაღი გაქვთ?
– მეექვსე წელია… ასეთი ბაღის მოვლა ერთი სიამოვნებაა,
ბატონო სანდრო. არ იღლები, უბრალოდ თვალყურს ადევნებ
და რასაც დაინახავ გასაკეთებელს, ეგრევე აკეთებ… მუდმივად
რაღაც მწიფს, რაღაც ახალი შემოდის… ნამდვილი სავანეა…
როგორც კი ხეები მოძლიერდება, აუცილებლად დავკიდებთ ჰა­
მაკს… ახლა კი მოდი, თითო ჭიქა დავლიოთ, დავი­ლო­ცოთ…
– ერთი წამით, ჩემო ბატონო, – სანდრომ გია გააჩერა, და მერე
დაფიქრებით, პაუზებით ალაპარაკდა, – რომ ამბობთ, თავის
მიწაზე კაცი ამ მეთოდით თუ იმუშავებს, ოჯახს არჩენსო… დავუშ­
ვათ, მართლაც მიიღებს მო­სავალს, სხვადასხვანაირ პროდუქტს,
მაგრამ ოჯახს მხოლოდ ჭამა ეყოფა?… ფული უნდა, მუდმივი
შემო­სავალი… რომ იცხოვროს… გადასახადების და ტრან­სპორ­
ტის ხარჯია, ჩაცმა-დახურვა უნდა, წამალი უნდა, ბავშვებს სწავლა
უნდათ… საიდან ექნება შემოსავალი?… რა მოუვა ისეთი და იმდენი,
რომ გაყიდოს?… და იმ ფულით იცხოვროს ადამიანურად?…
ღირსეულად?
– სანდრო ბატონო, მოკლედ გეტყვით, – მიუგო გიამ, – ერთი
ჰექტარი მიწის ნაკვეთიდან კაცი დაახლოებით 20 ტონა ყურძენს
მიიღებს შემოდგომაზე. ეს იქნება მისი ერთიანი შემოსავალი.
გარდა ამისა, პერიოდულ შემოსავალს მისცემს ბოსტნეული,
კენკრა, ხილი…

33
– 20 ტონა? – თავისთვის გაიმეორა სანდრომ, ისევ ჩაფიქრდა.
გიამ ანიშნა და წინ წავიდა. იმავე ბილიკით სახლთან მივიდნენ.
გიამ სტუმარი ძელსკამზე დასვა მომცრო მაგიდასთან. სანდრო
ხმას არ იღებდა. ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, ერთდროულად
ფიქრებში ჩაძირულსა და დარეტიანებულს ჰგავდა.
– ბატონო სანდრო, ერთი წამი დამელოდეთ, ახლავე მივხედავ
ყველაფერს… ჩემები ქალაქში არი­ან საქმე­ებზე. დიასახლისიც მე
ვიქნები და მამა­სახ­ლისიც!…
სახელდახელო სუფრა გიამ მართლა წამში გაშალა, მაგრამ
სანდრო ვერაფერს ამჩნევდა. გაშეშებული იჯდა, ერთ წერტილს
მიშტერებული.
გიამ ღვინო ჩამოასხა, ჭიქები შეავსო, სადღეგრძელო უნდა და­
ეწყო, მაგრამ სანდრო თითქოს უცებ გამო­ფხიზლდაო, სიტყვის
თქმა არ აცალა, წამოდგა და გამოაცხადა:
– ჯერ მე ვიტყვი, ბატონო გია, თუ შეიძლება!… ჯერ მე!… მა­პა­
ტიეთ… ღმერთმა დაგლოცოთ!… და ხელი მოგიმართოთ!… ფულს
იქით გადაგიხდით, ოღონდ ეგეთი ტყე-ბაღი იმერეთში როგორ
გავაშენო, მას­წავლეთ, თქვენი ჭირიმე!…

2020 წელი
იანვარი-თებერვალი

34
35
რამ დაგვაწერინა „გზა“

ორიოდე სიტყვით უნდა აგიხსნათ, რატომ, როგორ და რისთვის


შევადგინეთ ეს ტექსტი სამმა კაცმა.
2019 წლის ზაფხულში, – „დარიო რადიოს“ წყალობით, – შევიკრი­
ბეთ და დავმეგობრდით. გია რაზმაძემ გაგ­ვაცნო ფუკუოკა და
ამით დაიწყო ეს ამბავი.
დავინტერესდით, წავიკითხეთ, ავიტაცეთ, მერე გიამ წაგვიყვანა
და ჩვენი თვალით ვნახეთ პერმა­კულ­ტუ­რული ბაღი დიღომში,
ვიქტორ ნოზაძის ქუჩაზე, რომელიც უკვე ხუთი წელია არსებობს
და მრავალ­ფეროვან მოსავალს იძლევა… გიასა და მისი მეგობ­
რის, ლევანის, გაშენებული.
ერთი სიტყვით, ამ ტყე-ბაღის რეალურმა არსებობამ გადა­
გვაწყვეტინა, ერთად გვეცადა ამ მიმართულე­ბით მუშაობა, ანუ ამ
სფეროს განვითარება საქართვე­ლოში.
ენთუზიაზმი შეგვეყარა.
შემოდგომით მრავალჯერ შევიკრიბეთ, ვიმსჯელეთ, ვიბჭეთ, ვიკა­
მათეთ, რა შეიძლება გავაკეთოთ და როგორ… ლოგიკურ დას­
კვნამდე მივედით – ორგა­ნი­ზაცია გვჭირდება. და, აი, 2019 წლის
3 დეკემბერს ოფიციალურად დაფუძნდა „რეგენერაციული აგრო­
კულტურის ცენტრი“ („რ.ა.ც.“).
ამ ტექსტის ბოლოს, დანართის სახით, ცენტრის წეს­­დებიდან
ამონაწერს შემოგთავაზებთ, ჩვენი საქ­მი­ანობის მიზნები მაქსი­
მალურად ცხადი რომ გახდეს.

36
თავდაპირველად, საწყის ეტაპზე, გადავწყვიტეთ ფუ­კუოკას წიგ­
ნის თარგმნა, საცდელი მეურნეობის მო­წყობა, თანამედროვე
ხელოვნების ქართულ-იაპონური გამოფენის ორგანიზება ნატუ­
რალური სოფლის მეურ­ნეობის თემაზე (იაპონიის საელჩოსთან
ერთად) და ბროშურის შედგენა, სადაც მარტივად და გასაგებად
იქნებოდა გადმოცემული ამ ალტერნატიული აგრო­კულტურის
არსი და პრინციპები.
დავიწყეთ ბროშურაზე მუშაობა, დავწერეთ დასაწყისი და დავი­
ნახეთ, რომ ფუკუოკასა და მოლისონის სისტემები, სამეცნიერო-
პოპულარულ ენაზე, – ფაქ­ტობრივად კი, აკადემიურ, სალექციო
სტილში მოწო­დებული, – ცოტა არ იყოს, მოსაწყენია და უინტერესო.
ვინ წაიკითავს ამას? – საკუთარ თავს კითხვა დავუს­ვით, – ვის
შეიძლება დააინტერესოს?
დავიწყეთ ფორმის ძიება და მივედით წარმოსახვით, გარეგ­
ნულად მხატვრულ-ემოციურ, შინაარსობრივად კი სრულიად
დოკუ­მენტური სტილის დიალოგამდე.
იმედია, ეს ფორმა გაამართლებს და მკითხველი ინტე­რესით წა­
იკითხავს ჩვენს ბროშურას…
და ვინ იცის, იქნებ დაინტერესდეს კიდეც ფუკუოკასა და მოლი­
სონის სისტემებით, თავის სოფელსა თუ აგარაკზე ტყე-ბაღის
გაშენება მოუნდეს!
ჩვენი მიზანი სწორედ ესაა – რაც შეიძლება მეტ ადა­მიანს გავა­
გებინოთ რეგენერაციული, ნატურალური აგრო­კულტურის, პერმა­
კულტურის სიკეთე და უპირატესობა!

მეგობრებო, ვინც დაინტერესდით, ვისაც გაგიჩნდათ კითხვები თუ


წინადადებები, მოგვმართეთ!
georegeneration@gmail.com

შემოგვიერთდით!
ერთად ვაკეთოთ კეთილი საქმე!
ის საქმე, რ.ა.ც. გადაგვარჩენს!

37
მოკლე ცნობარი

აგროკულტურა (ლათ.agri-მინდორი + cultura-გაზრდა) – სასოფლო-სამე­ურ­


ნეო კულტურების მოყვანა და შინაური ცხოვე­ლე­ბის მოშენება მემცე­
ნა­რეობისა და მეცხოველეობის პროდუქციის მიღების მიზნით. მიწათ­
მოქ­­მედების კულ­ტურის ამაღლების ღო­ნის­ძიებათა ერთობლიობა
– მეც­ნიერება და პრაქტიკა.

ბილ მოლისონი (Bruce Charles ‘Bill’ Mollison) – მსოფლიოში ცნობილი ავს­


ტრალიელი მეცნიერ-ეკოლოგი, პერმაკულტურის შემქმნელი. დაიბადა
1928 წლის 4 მაისს სტენლიში, მეთევზეთა პატარა სოფელში, ტასმანიაზე.
15 წლიდან მუშაობდა, იყო მეთევზე, მეტყევე, მეწისქვილე, მონადირე,
ნატურალისტი. 26 წლის ასაკში „ველური ბუნების კვლევის სექციაში“
დაიწყო მუშაობა, თანამეგობრობის სამეცნიერო და სამრეწველო
კვლე­ვათა ორგანიზაციაში (CSIRO). 1966 წელს შევიდა ტასმანიის უნი­
ვერსიტეტში. მიიღო სამეცნიერო ხარისხი ბიოგეოგრაფიაში, კითხუ­
ლობდა ლექციებს. პერმაკულტურის იდეა 1959 წელს გაუჩნდა, როდე­
საც ტროპიკული ტყის ცხოველებს აკვირდებოდა – ეკოსისტემის
მრა­ვალფეროვნებამ და ურთიერთკავშირებმა განაცვიფრა და აღაფრ­
თოვანა. დღიურში ჩაწერა: „მიმაჩნია, შევძლებთ შევქმნათ სისტემები,
ამის მსგავსად რომ იმუშავებს“. ამავე დროს, მან თავისი თვალით ნახა,
როგორ ანადგურებს ბუნებას ინდუსტრიული სოფლის მეურნეობა.
მოლისონმა პოლიტიკური ბრძოლა დაიწყო, მაგრამ მალე მიხვდა,
ვერაფერს გახდებოდა. ორი წლით მოშორდა ცივილიზაციას, ტყეში
განმარტოვდა, თავის სწავლებას ამუშავებდა. 1974 წელს მან და მისმა
სტუდენტმა, დევიდ ჰოლმგრენმა საბოლოოდ ჩამოაყალიბეს სისტემა,
რომელსაც „პერმაკულტურა“ უწოდეს. 1978 წელს გამოქვეყნდა წიგნი
„პერმაკულტურა1“, 1979 წელს შეიქმნა პერმაკულტურის ინსტიტუტი,

38
რო­მელმაც პრაქტიკოსი ექსპერტების მომზადება დაიწყო. მოლისონი
გა­მოსცემდა წიგნებს, მოგზაურობდა მთელს მსოფლიოში, აარსებდა
პერმაკულტურის ინსტიტუტის ფილიალებს. ბილ მოლისონი გარდაი­
ცვალა 2016 წლის 24 სექტემბერს ჰობარტში (ტასმანია).

ბიოცენოზი  (ლათ.βίος-სიცოცხლე + κοινός-საერთო) – იმ  მცენა­


რე­თა,  ცხო­­ველთა  და მიკრობთა ერთობლიობა, რომლე­ბიც 
ხმელეთის  ან წყალ­სატევის რომელიმე უბანზე სახლობენ და ერთმა­
ნეთთან გარკვეული დამოკიდებულება აქვთ.

დევიდ ჰოლმგრენი (David Holmgren) – ავსტრალიელი ეკოლოგი, პერმა­


კულტურის ერთ-ერთ შემქმნელი, ბილ მოლისონის სტუ­დენტი და
თანაავტორი. დაიბადა 1955 წელს ფრიმანტლში, დასავლეთი ავს­
ტრალია. მის მშობლები წიგნის მაღაზიას ფლობ­დნენ, სოციალურად და
პოლიტიკურად აქტიური ადამიანები იყვნენ და შვილებიც შესაბამისად
აღზარდეს. დევიდ ჰოლმგრენი ბილ მოლისონს შეხვდა 1974 წელს,
ტასმანიის უნივერსიტეტში, ეკოლოგიური დიზაინის სემინარზე, რის
მერეც დაიწყო მათი მჭიდრო თანამშრომლობა და მეგობრობა.
ჰოლმგრენმა აიტაცა მოლისონის იდეები, როგორც თეორიული,
ასევე პრაქტიკული, და მოამზადა ხელნაწერი ნაშრომისა, რომელიც
1978 წელს გამოიცა სახელწოდებით „პერმაკულტურა1“, მას მერე,
რაც მოლი­სონმა შეავსო და რედაქტირება გაუკეთა. ჰოლმგრენი
ატარებდა მრავალრიცხოვან ექსპერიმენტებს, რომელთა მიზანი
პერმაკულტურული დიზაინის თეორიული ასპექტების პრაქტიკული
რეალიზაცია, გადამოწმება და დახვეწა იყო. მას მრავალი წიგნი, ბრო­
შურა თუ ინსტრუქცია აქვს გამოცემული. 2002 წელს გამოვიდა მისი
მთავარი ნაშრომი „Permaculture: Principles and Pathways beyond Sustain-
ability“, რომელიც ბილ მოლისონის „პერმაკულტურასთან“ ერთად, ამ
დარგის ერთ-ერთ ფუნდამენტურ სახელმძღვანელოდ მიიჩნევა. ძალიან
კარგი იქნება, თუკი საქართველოში დევიდ ჰოლმგრენის ჩამოყვანას
მოვახერხებთ – ეს ჩვენს ქვეყანაში პერმაკულტურის შესახებ ცოდნის
გავრცელებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

ზეპ ჰოლცერი (Josef “Sepp” Holzer) – ავსტრიელი ფერმერი, ნოვატორი პერ­­


მაკულტურისტი, მრავალი წიგნის ავტორი, ეკოლოგიური სოფლის მე­
ურნეობის მეთოდების საერთაშორისო კონსულტანტი. დაიბადა 1942
წელს რამინგშტაინში, (ზალცბურგი, ავსტრია), ფერმერების ოჯახში. 20
წლის ასაკში ჩაიბარა მამისეული ფერმა. დროთა განმავლობაში ტრადი­
ციული სოფლის მეურნეობის მეთოდებზე უარი თქვა და ეკოლოგიური
მიდგომის დამუშავება დაიწყო, რომელსაც „ჰოლცერის პერმაკულტურა“
ეწოდა. მისი ფერმა კრამეტერჰოფი ავსტრიულ ალპებში ზღვის დონიდან

39
1100-1500 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. მისი აგროტექნიკის ერთ-
ერთი ყველაზე ცნობილი მეთოდია წყალსაცავების მოწყობა და
გამოყენება მზის სხივების ასარეკლად, რაც პასიური დათბობის
კოეფიციენტს ზრდის. ზეპ ჰოლცერის შრომის შედეგად მისი ფერმა,
მიუხედავად მკაცრი ბუნებრივი პირობებისა, პროდუქტიულ ეკო-მეურ­
ნეობად იქცა, რომელიც ფართო ასორტიმენტით, მაღალი ხარისხითა
და დაბალი შრომითი დანახარჯებით ხასიათდება. მთის ფერდობებზე
გაშენებულ ბაღებს 50 ჰექტარი უკავია, სადაც 70 წყალსაცავია მოწყო­
ბილი. ფერმა კრამეტერჰოფი მსოფლიოში პერმაკულტურის პრინცი­
პების გამოყენების ერთ-ერთი ყველაზე თანამიმდევრულ და წარმატე­
ბული ნიმუშადაა აღიარებული. ზეპ ჰოლცერი საგანმანათლებლო და
საკონსულტაციო საქმიანობას მთელს მსოფლიოში ეწევა, მათ შორის,
აღმოსავლეთ ევროპაში, კერძოდ უკრაინაში, რუსეთსა და მოლდოვაში.
კარგი იქნებოდა, საქართველოში მოგვეწვია და მაღალმთიანი მეურ­
ნეობის მოწყობა-მართვის გამოცდილება უშუალოდ გაგვეცნო.

ინსექტიციდები (ლათ.insectum-მწერი + caedo-ვკლავ) – ქიმიური ნივთი­ერე­


ბები, რომლებიც მავნე მწერებს ანადგურებენ.

მასანობუ ფუკუოკა – იაპონელი ფერმერი და ფილოსოფოსი, „ნატუ­­რა­ლუ­


რი სოფლის მეურნეობის“ სისტემის შემქმნელი. დაიბადა 1913 წლის 2
თებერვალს კუნძულ შიკოკუზე, ეჰიმეს პრე­ფექტურის პატარა ქალაქ
იოში (სამხრეთი იაპონია). მამა­მისი განათლებული, შეძ­ლებული
მიწათმფლობელი და ადგი­ლობრივი ლიდერი იყო. ფუკუოკამ დაამთავრა
გიფუს პრე­ფექტურის აგროკულტურის კოლეჯი, გაიარა მომზა­დება
მიკრო­ბიოლოგიაში, სპეციალიზაციით მცენარეთა პათო­ლოგია.
იოკოჰამის საბაჟო ბიუროს მცენარეთა ინსპექციის განყოფილებაში
მუშაობდა. 1937 წელს საავადმყოფოში დააწვინეს პნევმონიის დიაგ­
ნო­ზით, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მყოფმა განსაკუთრებული
სულიერი გამოცდილება შეიძინა, რამაც მისი მსოფლხედველობა
გადაატრიალა. გამოჯანმრთელების შემდეგ სამსახურს თავი დაანება
და მამისეულ ფერმას დაუბრუნდა. 1938 წლიდან დაიწყო პრაქტიკული
ექსპერიმენტები, მუშაობდა ნატურალური სოფლის მეურნეობის იდეის
განვითარებასა და სისტემად ჩამოყალიბებაზე. 1940 წელს შეირთო
ცოლი (ხუთი შვილი შეეძინათ). მეორე მსოფლიო ომის დროს კოჩის
პრეფექტურის საცდელ სასოფლო-სამეურნეო სადგურზე მუშაოდა. ომის
დამთავრების შემდეგ მამულსა და თავის ექსპერიმენტებს დაუბ­რუნდა.
1947 წელს პირველი წიგნი გამოსცა. მისი მეშვიდე წიგნი, „ჩალის ღერის
რევოლუცია“, ინგლისურად ითარგმნა და 1978 წელს გამოვიდა. 1979
წლიდან ფუკუოკამ მსოფლიოში დაიწყო მოგზაურობა, კითხუ­ლობდა
ლექციებს, – მოიარა ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპა, აფრიკა,

40
ინდოეთი, ჩინეთი. გარდაიცვალა 2008 წლის 16 აგვისტოს, მშობლიურ
ქალაქში.

მულჩი  (ინგლ.mulch) – ზედაპირული საფარი, რომელიც ნიადაგის დასა­ცა­


ვად და გასაუმჯობესებლად გამოიყენება. შეიძლება იყოს ბუნებ­რივი,
ორგანული ანდა ხელოვნური, არაორგანული მულჩი სარეველების
ზრდას უშლის ხელს და ამცირებს წყლის აორთქლებას, ამდენად ხშირი
მორწყვა აღარაა საჭირო – იქმნება მიკროკლიმატი, ნიადაგის ზედა
ფენა ყოველთვის ფხვიერი რჩება.

ნადი – მეზობლების ურთიერთდახმარება, უსასყიდლო ჯგუფური შრომა,


რაც საქართველოში დღემდეა შემორჩენილი. ნადი ისეთი საქმის
გასაკეთებლად იკრიბებოდა, რომელსაც ერთი ოჯახი ძნელად თუ
აუვიდოდა: თოხნა, მოსავლის აღება-დაბინავება, თოვლში შეშისა
და თივის დაცურება, რთველი... მასპინძელი ზრუნავდა მონადეებზე:
მუშაობის დროს საუზმეს და სასმელს სთავაზობდა, საქმის დასრულე­
ბის შემდეგ კი სუფრას უშლიდა. ნადის ერთ-ერთი დამახასიათებელი
თვისება მისი მხიარული განწყობა იყო. თუ ვინმე მიდიოდა და
ეხმარებოდა მასპინძელს, მხოლოდ თავისი სურვილითა და სიხარუ­
ლით. ამას ემატებოდა მასპინძლის კეთილგანწყობა და მადლიე­რება,
სასმელი და, რაც მთავარია, სიმღერა. ჩაწერილია მრავალი ასე­თი
სიმღერა – ნადური. ყოფილა შემთხვევები, რომ სისხამზე შეკრე­ბილ
მონადეებს მუშაობა არ დაუწყიათ მომღერლების მოსვლამდე, თუმც
ყველამ კარგად იცოდა, მუშაობა დილის სიგრილეში ჯობია.

ნატურალური სოფლის მეურნეობა – მასანობუ ფუკუოკას მიერ შექმნელი


სისტემა, აგროკულტურის ფილოსოფია. (არ უნდა აგვერიოს „ნატურა­
ლურ მეურნეობაში“). იაპონურად ჰქვია „შიზენ ნოჰო“. მას ასევე უწოდე­
ბენ „ფუკუოკას მეთოდს“, „სოფლის მეურნეობის ბუნებრივ მიმართუ­­­
ლებას“ და „არაფრის-კეთების სოფლის მეურნეობას“. აღწერილია
წიგნში „ჩალის ღერის რევო­ლუცია“. მისი პრინციპებია: უარის თქმა მიწის
და­მუშავებაზე; უარის თქმა ქიმიურ სასუქებზე; უარის თქმა შქამქიმიკა­
ტებზე; უარის თქმა მარგვლაზე; ეკოსისტემაში საშინაო ცხოველებისა
და ფრინველების შემოყვანა; მაქსიმალური ბიომრავალ­ფეროვ­ნების
მიღწევა.

პერმაკულტურა (ინგლ.permanent-მუდმივი + agriculture-სოფლის მეურნე­


ობა) – ტერმინი დაამკვიდრეს ბილ მოლისონმა და დევიდ ჰოლმგრენმა.
ესაა გარემოს დაპროექტება გარ­დაქმნისა და სოფლის მეურნეობის
გაძღოლის თეორია და პრაქტიკა, რომელიც ბუნებრივი ეკოსისტემები­
სა და მათი ურთიერთკავშირების სიღრმისეულ ცოდნას ეფუძნება. პერ

41
მაკულტურა ორგანული და ეკოლოგიური სოფლის მეურნეობის ერთ-
ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული მიდგომაა, რომელიც ჯანსაღი
საკვები პროდუქციის მისაღებად თვითფუნქციონირებადი, ჩაკე­ტილი
სისტემების შექმნას გულისხმობს. ამ სწავლების წინა­მორბედად მასა­
ნობუ ფუკუოკა შეიძლება მივიჩნიოთ, რომელ­მაც პერმაკულტურის ავ­
ტორებზე გარკვეული გავლენა მოახდინა. პერმაკულტურის საფუძვე­
ლია იმ კომპონენტების გააზრებული, კომპეტენტური დაპროექტება
(ანუ დიზაინის შექმნა), რომელ­თაგანაც შედგება ესა თუ ის კონკრე­
ტული სისტემა (ფერმა, ტყე-ბაღი, ეკოსოფელი და სხვ). პერმაკულტურა
უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ვიკიპედიის ცნობით, 2011 წელს
მსოფლიოში უკვე 300 000 დიპლომირებული პერმაკულტურისტი იყო.

პესტიციდები  (ლათ.pestis-გადამდები  სენი  + caedo-ვკლავ) -  ქიმიური


ნა­ერ­­თები, რომლებსაც მცენარეთა  მავნებლების, შინაური ცხოვე­
ლების პარაზიტების, აგრეთვე, ადამიანისა და ცხოველის საშიშ დაავა­
დებათა გადამტანების წინააღმდეგ საბრძოლველად იყე­ნებენ. პესტი­
ციდების გამოყენება ბიოცენოზის განადგურებას იწვევს.

რეგენერაციული აგროკულტურა (ინგლ.regenerative agriculture) –


პრინცი­პებისა და მეთოდების ერთობლიობა, რომელიც, ერთი მხრივ,
უზრუნ­­ველყოფს უხვ და ხარისხიან მოსავალს და, მეორე მხრივ, არ
იწ­ვევს ნიადაგის ნაყოფიერების შემცირებას. ადამიანის ნებისმიერი
ქმე­დება უცილობლად იწვევს ეკოსისტემის ცვლილებას. მაგრამ
რეგე­ნე­რაციული აგროკულტურის პრინ­ციპების დაცვის შემთხვევაში
ხერ­ხდება იმ ეკოლოგიური პრო­ცესების შენარჩუნება, რაც ჰუმუსის
ინტესიურ წარმოქმნას განა­პირობებს, რის შედეგადაც ნიადაგის
ნაყოფიერება ყოველ­წლი­ურად მატულობს. რეგენერაციული აგრო­
კულტურა ხშირად იყენებს პერმაკულტურის, ნატურალური სოფ­
ლის მეურნეობის, აგროეკოლოგიის, აგრომეტყევეობის, აღდგენადი
ეკოლოგიის, ჰოლისტიკური მენემეჯმენტის მეთოდებს. განსა­კუთ­
რე­­ბული ყუ­რად­ღება ექცევა ნიადაგის ნაყოფიერების გაზრდას და
მთლიანი აგრო-ეკოსისტემების გაუმჯობესებას (ნიადაგი, წყალი და
ბიო­მრავალფეროვნება).

ტყე-ბაღი – ბუნებრივი ტყის მოდელის მიხედვით შექმნილი მრავალ­იარუ­


სიანი ეკოსისტემა, სადაც სხვადასხვა მცენარე ერთად ხარობს და მიწის
ყოველი მეტრი მაქსიმალურად ეფექტიანადაა გამოყენებული. პერ­
მაკულტურულ ტყე-ბაღში ხილის, კენკრისა თუ ბოსტნეულის გარდა სხვა
მცენარეებიცაა, რადგან ის ბუნებაში არსებულ ურთიერთკავშირებსა
და ფუნქციებს იმეორებს. გააზ­რებული გეგმა-პროექტის და სწორი
მოშენების შემთხვევაში, ტყე-ბაღი გვაძლევს საშუალებას: შევამციროთ

42
სასუქის ხარჯი (გამოიყენება მხოლოდ ბუნებრივი სასუქი, ისიც მხო­
ლოდ პირველ წლებში), გვქონდეს მაღალი მოსავლიანობა (იმდენი
პროდუქტი მივიღოთ, ოჯახსაც რომ დააკმაყოფილებს და გაიყიდება
კიდეც), მოვლაზე მინიმალური ენერგია დავხარჯოთ (ტყე-ბაღის მოვლა
მხოლოდ პირველ წლებშია საჭირო, შემდეგ თვითონ მოუვლის თავის
თავს), ესთეტურად მიმზიდველი გარემო შევქმნათ (ბუნებრივი ტყის
მსგავსი).

„ჩალის ღერის რევოლუცია“ – მასანობუ ფუკუოკას წიგნი, საოცრად შთა­


მაგონებელი თხზულება, რომელშიც აღწერილია ავტორის ცხოვრებაც,
მისი ფილოსოფიაც და მისი აგროკულტურის ტექნიკაც. იაპონურად
გამოვიდა 1975 წელს. ინგლისურად ითარგმნა და დაიბეჭდა 1978 წელს.
თარგმნა ამერიკელმა ლარი კორნმა, რომელიც ფუკუოკას მოწაფე იყო,
მის ფერმაზე სამი წელი ცხოვრობდა და მუშაობდა. ოთხმოციან წლებში
მანვე მოუწყო ფუკუოკას სალექციო ტურნე ამერიკის შეერთებულ
შტატებში. წიგნი მსოფლიოს 20-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი. ჩვენ
ვაპირებთ მის ქართულად თარგმნას და საავტორო უფლების შესაძენად
უკვე მივმართეთ ფუკუოკას ოჯახის ოფიციალურ წარმომადგენელს,
ქალბატონ მიჩიო შიბუას – პრინციპული თანხმობა უკვე მიღებულია.

ჰერბიციდები  (ლათ.herba-ბალახი + caedo-ვკლავ) – არასა­სურ­


ველი მცე­ნარეულობის გასანადგურებელი ქიმიური ნივ­თი­
ერებები.  მცენარეებზე  მოქმედების ხასიათის მიხედვით ჰერბიციდები
არის ერთიანი მოქ­მედების (ანადგურებს ყველა სახეობის მცენარეს)
და შერჩევეთი მოქ­მედების (ანადგურებს ზოგიერთი სახის
მცენარეს). პირველი ტიპის ჰერბიციდებს იყენებენ მცენარეულობის
გასანადგურებლად სხვადა­სხვა დაწესებულებების ირგვლივ; მეორე
ტიპისას – კულტურული მცე­ნარეების დასაცავად სარეველებისაგან.

ჰუმუსი (ლათ.humus-მიწა,  ნიადაგი) -  ნეშომპალა,  ნიადაგის 


ორგა­ნული, ჩვეულებრივ, მუქად შეფერილი ნაწილი, რომელიც
წარმოქმნილია მცენარეული და ცხოველური ნარჩენების ბიოქიმიური
გარდაქმნების შედეგად.ჰუმუსი შეიცავს მცე­ნარის კვებისათვის საჭირო
ყველა ელე მენტს, რომლებიც მიკრო­ორგანიზმების ზემოქმედებით
მცენარისათვის ადვი­ლად შესათვისებელი ხდება. აუცილებელია
ნიადაგის ნაყო­ფიერებისთვის.

43
დანართი
რეგენერაციული აგროკულტურის ცენტრის საქმი­ა­ნო­ბის მიზნები:

• რეგენერაციული აგროკულტურის და პერმა­კულ­ტურის განვი­თარება და


პოპულარიზაცია საქართ­ველოში და მის ფარგლებს გარეთ;
• საცდელი და სადემონსტრაციო, საჩვენებელი მეურ­ნეობების მოწ­ყობა;
• ეკოსოფლების ორგანიზება;
• სპეციალური ლიტერატურის, წიგნების, ბროშურების შედგენა, თარ­გმნა,
გამოცემა, გავრცელება;
• პერიოდიკის, ბეჭდური და ელექტრონული ჟურნა­ლე­ბის და გაზეთების
გამოცემა და გავრცელება;
• სამეცნიერო-პოპულარული, დოკუმენტური ვიდეო­ფილმების გადა­ღება
და ჩვენება;
• ინტერნეტში მაუწყებლობა, სატელევიზიო და რადიო არხების გაშ­ვება;
• გამოფენების, თემატური საღამოების, დისკუსიების, ლექციების, სა­გან­
მანათლებლო მოხსენებების და კინოჩვენებების ორგა­ნიზება;
• სკოლამდელ დაწესებულებებში, სკოლებსა და უმა­ღლეს სას­წავ­ლე­
ბ­­ლებში, საზოგადოებრივსა და სა­მეცნიერო დაწე­სებულებებში სა­
ინფორმაციო და სხვა სახის ღონისძიებების მოწყობა;
• ფერმერებთან ურთიერთობა და მათი საქმიანობის ხელშეწყობა;
• საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორების იდენტიფიცი­რება და
თანამშრომლობა;
• სახელმწიფო და საერთაშორისო ფონდებთან საქ­მი­ანი ურთიერ­თობა,
სპეციალური პროექტების დამუშავება და გან­ხორ­ციელება, გრანტების
მიღება და გაცემა;
• მარგინალურ სოციალურ ჯგუფებთან (მზრუნველობა მოკ­ლებული
ბავშვები, შშმ პირები, ნარკომანები, ფსიქიკურად დაავადებუ­ლები)
სპეციალური პრო­ექტების განხორციელება;
• სპეციალური საინფორმაციო არქივის შექმნა და ფართო საზო­გა­
დოებისთვის შეთავაზება;
• ეკოლოგიური განათლების განვითარება (ლექცი­ების, შეხ­­ვედ­რე­ბის,
ექსპედიციების ორგანიზება);
• სოციალური და სხვა ტიპის საწარმოების დაარსება;
• სხვადასხვა ფორმატის საგანმანათლებლო პროგ­რა­მების განხორ­ცი­
ელება;
• საკონსულტაციო სამსახურის განვითარება, საერ­თაშორისო სერ­ტი­­
ფიცირების ხელშეწყობა;
• ქართული ტრადიციული სოფლის მეურნეობის კვლე­ვის ხელ­შეწყობა.

44
სარჩევი

გზა. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 5

რამ დაგვაწერინა „გზა“ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 36

მოკლე ცნობარი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 38
აგროკულტურა. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 38
ბილ მოლისონი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 38
ბიოცენოზი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 39
დევიდ ჰოლმგრენი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 39
ზეპ ჰოლცერი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 39
ინსექტიციდები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 40
მასანობუ ფუკუოკა. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 40
მულჩი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 41
ნადი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 41
ნატურალური სოფლის მეურნეობა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 41
პერმაკულტურა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 41
პესტიციდები. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 42
რეგენერაციული აგროკულტურა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 42
ტყე-ბაღი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 42
„ჩალის ღერის რევოლუცია“. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 43
ჰერბიციდები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 43
ჰუმუსი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 43

დანართი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 44
რეგენერაციული აგროკულტურის ცენტრის საქმიანობის მიზნები . . . . . . . 44
The word ‘culture’ was originated from the metaphor of cultivation, of
agrarian culture, though in the course of development of civilization “culture"
became a synonym for struggle of man and nature. The twentieth-century
crisis of culture made it clear that changing the way we interact with nature
is the only way for survival of humans and its culture. The foundation
of permaculture in the 70's brought back the 'culture' to the notion of
agriculture. The new human culture rejects the notion of cultivation, such
as rough intervention in the land use , the ultimate destruction of natural
resources for harvesting, the practice of eradicate 'weeds' of nature; It
paves the way for a balanced harmonious relationship and development
between nature and human.

A story “The Way” by Gia Razmadze, Wato Tsereteli and Irakli Lomouri
is the guidebook of Permaculture and Natural Farming Philosophy and
Technology. Metaphorically speaking, it is not a s book but a way that
leads the reader in the knowledge about the system of permaculture
invented by Bill Mollison and acknowledges to the techniques of ‘do-
nothing farming’ the same as ‘Natural Farming’ created by Masanobu
Fukouka eventually leaving the reader in the "forest garden" – the
agronomic system that mimics the structure of a natural forest.
The story is based on a dialogue between a passenger and a
driver, an expert and a skeptic. The passenger that is an expert in
permaculture and “the one straw revolution” attempts to make the
driver to think about the importance of the farm land that the driver
left for a city job. In the dialogue between a driver and a passenger,
the ideas about recovery of trust in nature, ancestors' knowledge
on farming, the rejection of land cultivation techniques, and the
creation of eco design makes visible forms.

A story “The Way” is a ‘cultural’ form of storytelling as much as it


does not consider cultivation as a form of culture, nor does it turn
knowledge into a weapon of an educationalist. The narrative of
controversial debate in fact opens up a scientific methodology.

Lali Pertenava
სიტყვა კულტურა – კულტივირების, აგრარული კულტურის მეტა­ფორი­
დან დაიბადა, თუმცა ცივილიზაციის განვითარების კვალდა­კ ვალ
„კულ­ტ ურა“ უფრო ადამიანისა და ბუნების ჭიდილის სინონიმად იქცა.
მეოცე საუკუნის კულტურის კრიზისმა ცხადი გახადა, რომ ბუნებასთან
ურთი­ე რთობის ფორმის შეცვლა კაცობრიობის ხსნის ერთდაერთი
გზაა. მეოცე საუკუნის 70-იან წლებში პერმაკულ­ტ ურის მიმ­დი­
ნარეობის შექმნამ ‘კულტურა’ აგროკულტურულ გაგებას დაუბრუნა.
ახალი ადამიანური კულტურა კულტივირების იმ გაგებას უარყოფს,
როგორიცაა ადამიანის მიერ ბუნების პროცესებში უხეში ჩარევა,
ბუნებრივი რესურსების უმო­წყალო განადგურება, ბუნების ‘სარეველას’
პრინციპით მოცელვა; იგი ბუნებისა და ადამიანის დაბა­ლ ანსებული
ჰარმონიული ურთიერთობისა და განვითარების გზას სახავს.

გია რაზმაძის, ვატო წერეთლისა და ირაკლი ლომოურის მოთხრობა


„გზა“ პერმაკულტურის და ნატურალური სოფლის მეურნეობის
ფილო­ს ოფიისა და ტექნოლოგიის სახელმძღვანელო წიგნია. თუმცა,
მეტა­ფორულად თუ ვიტყვით, წიგნი კი არა გზამკვლევი, - უფრო
სწორად, თავადაა გზა, - რომელიც დიალოგური თხრობის ერთი
მონაკვეთიდან მეორეზე გადასვლით, ბილ მოლისონის „პერმა­
კულტურის“ და მასანობუ ფუკუოუკას „ნატურალური სოფლის
მეურ­ნეობის“ განვითარების ეტაპებს მიჰყვება და, საბოლოოდ, ამ
სისტე­მათა პრინციპით შექმნილ „ტყე–ბაღში“ გტოვებს. მოთხრობა
ორი ადამიანის დიალოგია, ‘ექსპერტისა’ და ‘სკეპტიკოსის’
ჭიდილია. პერმაკულტურის და „ჩალის ღერის რევოლუციის“
პრაქტიკოსი მგზავრი ცდილობს ქალაქში საშოვარზე ჩამოსული
მძღოლი ალ­ტ ერ­ნ ატიული სოფლის მეურნეობის მნიშვნელობაზე
დააფიქ­რ ოს. მძღოლისა და მგზავრის დიალოგში ბუნებისადმი
ნდობის, წინაპ­რების ცოდნის გახსენებისა და გადააზრების,
მიწის კულტივირების ტექნიკების უარყოფისა და ბუნებრივი
დიზაინის შექმნის იდეები ხილულ ფორმებს იძენს.

მოთხობა „გზა“ ცოდნის მიწოდების კულტურული ფორმაა,


რომელიც კულტურის შექმნის ფორმად კულტივირებას არ
განიხილავს, და არც ცოდნას აქცევს განმანათლებლის
იარაღად. კამათში ჭეშმა­რ იტების პოვ­­ნის პრინციპით მოთ­
ხრობა მეცნიერულ მეთოდოლო­გიას მხატ­ვრული ენით ხსნის.

ლალი პერტენავა

You might also like