You are on page 1of 109

პა [ფრანგ. Pas] – ცეკვაში: ცალკეული რიტმული მოძრაობა, ნაბიჯის


გადადგმა.

პაბ-ი [ინგლ. Pub (შემოკლ. Public House)] – ინგლისში: ლუდხანა, ტრაქტირი.

პაბლისიტი [ინგლ. Publicity] – რეკლამის სახელწოდება ამერიკის


შეერთებულ შტატებში.

პაგანიზმ-ი [< ლათ. Paganus წარმართი] – (წიგნ.). წარმართობა,


კერპთაყვანისმცემლობა.

პაგინაცია [< ლათ. Pagina გვერდი] – წიგნის ან ხელნაწერის გვერდების


ნუმერაცია.

პაგოდა [< პრაკრ.] – ბუდისტური საკულტო და მემორიალური ნაგებობა


შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებში (ჩინეთში, იაპონიაში, ინდოეთში და სხვ.);
წარმოადგენს კოშკს, ხშირად მრავალიარუსიანს.

პაგუოშ-ის კონფერენცია - მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენცია,


რომელიც განიხილავს განიარაღებისა და მშვიდობის საკითხებს; იმართება
პერიოდულად მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში [კანადის ერთ-ერთი ადგილის -
პაგუოშის - სახელის მიხედვით, სადაც პირველად (1957 წ.) გაიმართა ასეთი
კონფერენცია] –.

პა-დე-დე [ფრანგ. Pas de deux < Pas ნაბიჯი და deux ორი] – ბალეტში: წყვილის
ცეკვა; მუსიკა ამ ცეკვისათვის.

პა-დე-კატრ-ი [ფრანგ. Pas de quatre < Pas ნაბიჯი და quatre ოთხი] – ბალეტში:
ოთხი შემსრულებლის ცეკვა; მუსიკა ამ ცეკვისათვის.

პა-დე-ტრუა [ფრანგ. Pas de trois < Pas ნაბიჯი და trois სამი] – ბალეტში: სამი
შემსრულებლის ცეკვა; მუსიკა ამ ცეკვისათვის.

პადრე [იტალ.-ესპ. Padre მამა] – კათოლიკეებში: მღვდელი.

პავიან-ი [გერმ. Pavian] – დიდი წაგრძელებულდრუნჩიანი მაიმუნი, რომელსაც


ფერადი კოჟრები აქვს საჯდომზე.

პავილიონ-ი [ფრანგ. Pavillion] – 1. მსუბუქი შენობა სავაჭროდ ან სხვა რამ


მიზნებისათვის. 2. რაიმე გამოფენაზე აგებული დროებითი ან მუდმივი შენობა,
რომელშიც ექსპონატებია გამოფენილი. 3. სპეციალურად მოწყობილი სადგომი
კინო- ან ფოტოგადაღებისათვის.

პაზიგრაფია [ბერძ. Pas ყოველი და grapho ვწერ] – წერის ნიშნები, რომლებიც


ერთნაირად გასაგებია ბევრი ხალხისათვის. მაგ., ნოტები, ციფრები;
უნივერსალური დამწერლობა.
პათეტიკა - პათეტიკური ტონი.

პათეტიკურ-ი [ბერძ. Pathetikos] – პათოსით აღსავსე; ამაღელვებელი,


მგზნებარე.

პათოგენეზ-ი და პათოგენეზისი [ბერძ. Pathos ავადმყოფობა და genesis


წარმოშობა] – (მედიც.). ავადმყოფობის წარმოშობისა და განვითარების
თანამიმდევრობა; პათოლოგიის (მნიშვ. 1) ნაწილი, რომელიც ამ პროცესს
სწავლობს.

პათოგენურ-ი [ბერძ. Pathos ავადმყოფობა და gennao წარმოვქმნი] – (მედიც.).


დაავადების გამომწვევი. მაგ., პათოგენური ბაქტერიები.

პათოლოგ-ი - პათოლოგიის (მნიშვ. 1) სპეციალისტი ექიმი.

პათოლოგია [ბერძ. Pathos ავადმყოფობა და logos მოძღვრება] – 1.


მეცნიერება, რომელიც სწავლობს ავადმყოფობის პროცესებს ადამიანისა და
ცხოველის ორგანიზმში. 2. (გადატ.). ავადმყოფური გადახრა ნორმისაგან;
არანორმალურობა, სიმახინჯე.

პათოლოგიურ-ი - 1. პათოლოგიასთან დაკავშირებული.

პათოლოგიური ანატომია - მეცნიერება, რომელიც სწავლობს ქსოვილებისა


და ორგანოების აგებულებაში დაავადების შედეგად მომხდარ ცვლილებებს . 2.
(გადატ.). ავადმყოფურად არანორმალური; მახინჯი.

პათოლოგოანატომ-ი - პათოლოგიური ანატომიის სპეციალისტი.

პათოს-ი [ბერძ. Pathos] – აღფრთოვანება, აღმაფრენა, მგზნებარება.

პათოფსიქოლოგია [ბერძ. Pathos ავადმყოფობა და ფსიქოლოგია] –


ფსიქოლოგიის დარგი, რომელიც სწავლობს ფსიქიკური მოქმედების
ცვლილებებს ადამიანის ტვინის ავადმყოფური მდგომარეობის დროს.

პაი [თურქ. Pay ხვედრი, წილი] – რაიმე საერთო საქმეში (მაგ., კოოპერაციულ
ორგანიზაციაში) თითოეული წევრის მიერ შეტანილი წილი.

პაიოლ-ი [ფრანგ. Payol] – (ზღვ.). ხის ფენილი საზღვაო გემის ტრიუმში.

პაკ-ი [ინგლ. Pack] – მრავალწლოვანი მოდრეიფე ყინუი პოლარულ წყლებში.

პაკეტ-ი [გერმ. Paket] – 1. კონვერტი, რომელშიც ჩადებულია ოფიციალური


საქმიანი ქაღალდი. საკონტროლო პაკეტი - (ფინანს.). აქციების საერთო
რაოდენობის ისეთი ნაწილი, რომელიც მსხვილ კაპიტალისტს ან ბანკს
საშუალებას აძლევს, იყოს ნამდვილი ბატონ-პატრონი სააქციო საზოგადოებისა . 2.
ქაღალდით შეფუთული ერთი ან რამდენიმე საგანი; შეკვრა. 3. ქაღალდის პარკი.

პაკეტბოტ-ი [ინგლ. Packet-boat] – (მოძვ.). საზღვაო საფოსტო-სამგზავრო გემი.


პაკოტილურ-ი საქონელი [< ფრანგ. Pacotille ხარახურა] – 1. საქონელი,
რომელიც გემზე შეიძლება თან იქონიოს მგზავრმა ან ეკიპაჟის წევრმა. 2.
იაფფასიანი საქონელი.

პაკჰაუზ-ი [გერმ. Packhaus] – მცირე ხნით ტვირთის შესანახი საწყობი


რკინიგზის სადგურებში, ნავსადგურებში, საბაჟოსთან და მისთ.

პალ-ი [ჰოლანდ. Paal] – (ზღვ.). მიწაში ჩარჭობილი ბოძი, ბოძკინტი


შვარტოვების დასამაგრებლად.

პალადა [ბერძ. Pallas (Pallados)] – ბერძნულ მითოლოგიაში: ქალღმერთ


ათენას ერთ-ერთი ეპითეტი («ათენა პალადა»).

პალადინ-ი [ფრანგ. Paladin] – შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპაში: რაინდი


მეფის ამალაში.

პალადიუმ-ი [ლათ. Palladium] – ქიმიური ელემენტი, მოვერცხლისფრო


ლითონი პლატინის ჯგუფისა; იყენებენ ტექნიკაში, მედიცინაში და სხვ.

პალანკინ-ი [ფრანგ. Palanquin < სანსკრ.] – აზიის, აფრიკისა და სამხრეთ


ამერიკის ზოგ ქვეყანაში: მხრებზე დასადგმელი ტახტრევანი დიდებულთა
სატარებლად.

პალანტინ-ი [ფრანგ. Palatine] – ქალის მხრებზე წამოსასხამი ბეწვისა ან


ხავერდისა.

პალატა [< ლათ. Palatium სასახლე] – 1. საავადმყოფოს ოთახი, რომელშიც


ავადმყოფები წვანან. 2. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო (კავშირის საბჭო,
ეროვნებათა საბჭო), რომელიც შედის საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს
შემადგენლობაში. 3. ზოგ ქვეყანაში: წარმომადგენლობითი საკანონმდებლო
დაწესებულების სახელწოდება. მაგ., გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის
სახალხო პალატა. ქვედა პალატა - ბურჟუაზიული ქვეყნების პარლამენტის
პირველი საკანონმდებლო ინსტანცია. ზედა პალატა - ბურჟუაზიული ქვეყნების
პარლამენტის უმაღლესი საკანონმდებლო ინსტანცია. თემთა პალატა - ინგლისის
პარლამენტის ქვედა პალატა. ლორდთა პალატა - ინგლისის პარლამენტის ზედა
პალატა. 4. ზოგი სახელმწიფო დაწესებულების სახელწოდება. მაგ., წიგნის
პალატა. სავაჭრო პალატა. 5. (მოძვ.). სასახლე; სასახლის დარბაზი, ძვირფასად
მორთული.

პალატალიზაცია და პალატალიზება - (ლინგვ.). პალატალურად ქცევა


(ბგერისა).

პალატალურ-ი [< ლათ. Palatum სასა] – (ლინგვ.). მაგარ სასასთან ენის ზურგის
მიახლოებით წარმოქმნილი (ბგერა). მაგ., L პალატალურია I-ს წინ.

პალაფიტებ-ი [იტალ. Palafitta] – ხის ხიმინჯებზე დაყრდნობილი


საცხოვრებელი ნაგებობანი ზღვის ყურეების, ნაპირებთან, დაჭაობებულ
ადგილებში; ცნობილია ნეოლითიდან, გავრცელებულია აზიის, ოკეანიის, სამხრეთ
ამერიკის, აფრიკის ზოგ თანამედროვე ხალხში.
პალაშ-ი [პოლონ. Palasz < უნგრ.] – ორპირი მახვილი ერთგვარი.

პალაცო [იტალ. Palazzo] – იტალიაში: სასახლე.

პალეო- [< ბერძ. Palaios ძველი] – რთული სიტყვის პირველი შემადგენელი


ნაწილი; აღნიშნავს ძველს, უძველესს, ძველ დროსთან დაკავშირებულს. მაგ.,
პალეოზოოლოგია.

პალეოაზიურ-ი ხალხები - წარმოშობითა და ენით განსხვავებული


ჩრდილოეთის მცირე ხალხების (ჩუქჩების, კორიაკების და სხვ.) პირობითი
სახელწოდება.

პალეოანთროპებ-ი [ბერძ. Palaios ძველი და anthropos ადამიანი] –


განზოგადებული სახელი განათხარი ადამიანებისა, რომლებიც ცხოვრობდნენ
აზიაში, აფრიკასა და ევროპაში 250-350 ათასი წლის წინათ (შდრ. არქანთროპები,
ნეოანთროპები).

პალეოანთროპოლოგია - ანთროპოლოგიის ნაწილი, რომელიც სწავლობს


განამარხებული ადამიანის ნაშთებს.

პალეობიოლოგია - მეცნიერება, რომელიც სწავლობს ორგანული სამყაროს


ისტორიული განვითარების პროცესს; ევოლუციური პალეონტოლოგია.

პალეობიოცენოზ-ი [ბერძ. Palaios ძველი და (იხ. ბიოცენოზი)] – ბიოცენოზის


ნაწილი, რომელიც შემონახულია ნამარხ მდგომარეობაში; ერთობლიობა
ორგანიზმებისა, რომლებიც ერთად ცხოვრობდნენ (სხვანაირად: პალეოცენოზი).

პალეობოტანიკა - პალეონტოლოგიის ნაწილი, რომელიც სწავლობს


წარსული გეოლოგიური ეპოქების განამარხებულ მცენარეებს ;
ფიტოპალეონტოლოგია.

პალეოგენ-ი [ბერძ. Palaios ძველი და genos წარმოშობა] – (გეოლ.).


კაინოზოური ერის პირველი პერიოდი.

პალეოგეოგრაფია - მეცნიერება, რომელიც შეისწავლის დედამიწის


ზედაპირზე არსებულ ფიზიკურ-გეოგრაფიულ პირობებს წარსულ გეოლოგიურ
ეპოქებში.

პალეოგრაფ-ი - პალეოგრაფიის სპეციალისტი.

პალეოგრაფია [ბერძ. Palaios ძველი და grapho ვწერ] – მეცნიერება, რომელიც


სწავლობს ძველი ხელნაწერების გარეგნულ მხარეს - ასოთა მოხაზულობას ,
აგრეთვე საწერ მასალას და სხვ.; დამწერლობათმცოდნეობა.

პალეოვულკანოლოგია [ბერძ. Palaios ძველი და (იხ. ვულკანოლოგია)] –


გეოლოგიის დარგი, რომელიც შეისწავლის ვულკანურ მოქმედებას წარსულ
გეოლოგიურ ეპოქებში.

პალეოზავრ-ი [ბერძ. Palaios ძველი და saura ხვლიკი] – (პალეონტ.).


უზარმაზარი განამარხებული ხვლიკი.
პალეოზოოლოგია [ბერძ. Palaios ძველი და ზოოლოგია] – პალეონტოლოგიის
ნაწილი, რომელიც სწავლობს განათხარ ცხოველებს.

პალეოზოურ-ი [ბერძ. Palaios ძველი და zoe სიცოცხლე] –: პალეოზოური ერა -


დედამიწის გეოლოგიური ისტორიის ერა, რომელიც წინ უსწრებდა მეზოზოურს.

პალეოთერიონ-ი [ბერძ. Palaios ძველი და therion მხეცი] – განამარხებული


ცხოველი ცხენების ჯგუფისა.

პალეოკლიმატოლოგია - მეცნიერება, რომელიც შეისწავლის იმას, თუ


როგორი კლიმატი იყო ძველად დედამიწაზე

პალეოლით-ი [ბერძ. Palaios ძველი და lithos ქვა] – (არქეოლ.). ქვის ხანის


უძველესი პერიოდი.

პალეონტოლოგ-ი - პალეონტოლოგიის სპეციალისტი.

პალეონტოლოგია [ბერძ. Palaios ძველი, on (ontos) არსება და logos


მოძღვრება] – მეცნიერება გადაშენებულ ცხოველთა და მცენარეთა შესახებ;
სწავლობს მათ განამარხებული ნაშთების მიხედვით.

პალეოპათოლოგია [ბერძ. Palaios ძველი და (იხ. პათოლოგია)] – მეცნიერება


იმ მცენარეული და ცხოველური ორგანიზმების ავადმყოფურ ცვლილებათა
შესახებ, რომლებიც არსებობდნენ დედამიწაზე შორეულ წარსულში.

პალეოპითეკ-ი [ბერძ. Palaios ძველი და pithekos მაიმუნი] – ადამიანის მსგავსი


განათხარი მაიმუნი.

პალეოცენ-ი [ბერძ. Palaios ძველი და kainos ახალი] – პალეოგენის პირველი,


ყველაზე ძველი ეპოქა.

პალეოცენოზ-ი - იხ. პალეობიოცენოზი.

პალესტრა [ბერძ. Palaistra] – ძველ საბერძნეთში (ათენში): 13-15 წლის ბიჭების


ფიზიკური აღზრდის სკოლა, სადაც ასწავლიდნენ ხუთჭიდს (ჭიდაობას, რბენას,
ხტომას, შუბისა და ბადროს ტყორცნას, ცურვას).

პალეტ-ი [ფრანგ. Palette ფირფიტა] – გამჭვირვალე ქაღალდი, მინა ან


ცელულოზის ფირფიტა, რომელზედაც დახაზულია გარკვეული ზომის
კვადრატების შემცველი ბადე; იყენებენ უბნის ფართობის განსაზღვრისათვის
გეგმაზე ან რუკაზე.

პალი - ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საშუალო ინდური ენა;


გავრცელებულია ინდოეთში და მის მეზობელ ქვეყნებში; ითვლება ბუდისტების
წმინდა ენად; მასზე შექმნილია მრავალრიცხოვანი რელიგიური, ფილოსოფიური,
მეცნიერული, იურიდიული, მხატვრული ლიტერატურა.

პალიატივ-ი [ფრანგ. Palliatif] – 1. წამალი, რომელიც დროებით ამსუბუქებს


ავადმყოფის მდგომარეობას, მაგრამ არ კურნავს მას. 2. (გადატ.). ღონისძიება,
საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს დასახული ამოცანის მხოლოდ
ნაწილობრივ გადაწყვეტას, წარმოადგენს ძნელი მდგომარეობიდან დროებით
გამოსავალს; ნახევარზომა.

პალიატიურ-ი - პალიატივის ხასიათისა. მაგ., პ. საშუალება.

პალიმფსესტ-ი [ბერძ. Palimpseston < Pain ისევ, ხელახლა და psao ვფხეკ, ვშლი]
– ეტრატ-ხელნაწერი, რომელზედაც ძველი ტექსტი გადაფხეკილა და ახალია
დაწერილი.

პალინდრომ-ი [ბერძ. Palindromos უკუღმა მოძრავი] – სიტყვა ან სიტყვათა


ჯგუფი, რომელიც ერთნაირად იკითხება თავიდან და ბოლოდან (მაგ., «როგორ»).

პალინოდია [ბერძ. Palinodia < Palin უკანვე, პირიქით, წინააღმდეგ და ode


ლირიკული ლექსი] – ძველ ბერძნულ პოეზიაში: ლექსი, რომელშიც ავტორი
უარყოფს იმას, რაც სხვა ლექსებში ჰქონდა ნათქვამი.

პალინოლოგია [ბერძ. Palyno მოვაყრი და logos მოძღვრება] – ბოტანიკის


ნაწილი, რომელიც სწავლობს მცენარის ყვავილის მტვერსა და სპორებს.

პალისად-ი [ფრანგ. Palissade] – 1. მიწაში ჩარჭობილი ხიმინჯების მწკრივი


(მიწაყრილისა და ფლატეს გასამაგრებლად). 2. (სამხ.). ძველებურ სიმაგრეებში:
წაწვეტებული მორებისაგან გაკეთებული თავდაცვითი მესერი.

პალისანდრ-ი [ფრანგ. Palissandre] – ზოგი სამხრეთამერიკული ხის მერქანი;


იყენებენ ძვირფასი ავეჯის, მუსიკალური ინსტრუმენტების, ფერადი პარკეტის და
სხვ. დასამზადებლად.

პალიტრა [რუს. Палитра < ფრანგ. Palette] – 1. თხელი ფიცარი, რომელსაც


მხატვრები ხმარობენ საღებავების შესაზავებლად; აქვს ნახვრეტი - მარცხენა
ხელის ცერზე წამოსაცმელად. 2. (გადატ.). ფერების შეხამება, შეხამების
თავისებურება ცალკეულ ნახატში ან, შემოქმედებაში. 3. (გადატ.).
გამომსახველობით საშუალებათა ერთობლიობა მწერლის, კომპოზიტორისა და
სხვათა შემოქმედებაში.

პალმა [ლათ. Palma] – თბილი ქვეყნების მარადმწვანე ხე; აქვს მაღალი,


სწორი დაუტოტავი ტანი და წვერზე ჯგუფად შეკრებილი მარაოსებრი ან
ფრთისებრი მსხვილი ფოთლები. პირველობის პალმა - პირველი ადგილი რაიმე
მიღწევის, რაიმე უპირატესობის გამო (გამოთქმა უკავშირდება ძველი ბერძნების
ჩვეულებას, რომლის მიხედვითაც შეჯიბრებაში გამარჯვებულს აჯილდოებდნენ
პალმის ტოტით).

პალმეტ-ი [ფრანგ. Palmette პატარა პალმა] – (არქიტ.). ორნამენტი, რომელიც


წარმოადგენს სტილიზებულ მარაოსებრ ფოთოლს.

პალმირა1 [< გეოგრ. სახ. (იხ. პალმირა2)] – პალმა ერთგვარი; ხარობს


ტროპიკულ აზიაში; მისი ყვავილედის წვნისაგან იღებენ შაქარს, ღვინოს, სპირტს,
ძმარს; ნაყოფი იჭმება; ფოთლებისაგან ამზადებენ ქაღალდს, სახურავ მასალას
და სხვ.; მერქანი მაგარი სამშენებლო მასალაა.
პალმირა2: ჩრდილოეთის პალმირა - რუსულ მხატვრულ ლიტერატურაში
ზოგჯერ ასე, პოეტურად, იხსენიება პეტერბურგი [სირიის უდაბნოს ოაზისში
ძველად არსებული ქ. პალმირის (ბერძ. Palmyra) სახელის მიხედვით, რომელმაც
განსაკუთრებულ აყვავებას მიაღწია 1 - 3 სს.-ში და რომლის არქიტექტურული
ანსამბლები გამოირჩეოდა მასშტაბურობითა და ფორმების ბრწყინვალებით] –.

პალპაცია [ლათ. Palpatio გასინჯვა ხელით] – (მედიც.). ავადმყოფის


ორგანოების ხელით გასინჯვის მეთოდი.

პალპიტაცია [ლათ. Palpitatio გულისცემა, მაჯისცემა] – (მედიც.). აჩქარებული


გულისცემა.

პალუნდრა [რუს. Палундра < ინგლ. Fall under ძირს ვარდნა] – მეზღვაურთა და
მეხანძრეთა შეძახილი, როდესაც რამე ვარდება ზემოდან; ნიშნავს:
«ფრთხილად!», «მოერიდე!»

პამპა და პამპას-ი [ესპ. Pampa და (მრ.) Pampas] – ველის სახელწოდება


ამერიკის ზომიერ სარტყელში.

პამპერო [ესპ. Pampero] – პამპიდან მონაბერი ცივი ქარი (არგენტინასა და


ურუგვაიში).

პამფლეტ-ი [ინგლ. Pamphlet] – სარკაზმით გამსჭვალული პუბლიცისტური


ნაწარმოები, რომელიც მიმართულია ამა თუ იმ პირის, პოლიტიკური მოვლენის და
სხვ. წინააღმდეგ.

პამფლეტისტ-ი - პამფლეტის ავტორი.

პან- [< ბერძ. Pan ყველაფერი, მთელი, მთლიანი] – რთული სიტყვის პირველი
შემადგენელი ნაწილი; ნიშნავს ყველას, ყველაფრის მომცველს. მაგ.,
პანამერიკანიზმი. პანთეიზმი.

პან-ი1 [პოლონ. Pan] – ძველ პოლონეთსა და ლიტვაში, აგრეთვე


რევოლუციამდელ უკრაინასა და ბელორუსიაში: მემამულე. პან - პოლონეთში:
ზრდილობიანი ხსენება მამაკაცისა ან მისდამი მიმართვა (ჩვეულებრივ , გვართან
ერთად): ბატონი; ბატონო.

პან-ი2 [ბერძ. Pan] – ბერძნულ მითოლოგიაში: საქონლისა და მწყემსების


მფარველი ღმერთი; შიშს ჰგვრიდა ყველას, ვინც მას მყუდროებას დაურღვევდა;
წარმოდგენილი ჰყავდათ ადამიანის სახისა და თხის ფეხების, რქებისა და წვერის
მქონედ (რომაულ მითოლოგიაში მას შეესაბამება ფავნი).

პანა [პოლონ. Panna] – პოლონეთში: ზრდილობიანი ხსენება გასათხოვარი


ქალისა ან მიმართვა მისდამი; ქალიშვილი; ქალიშვილო.

პანაგია [ბერძ. Panagia] – სამკერდე ნიშანი (ჩვეულებრივ, ძვირფასი ქვებით


შემკული პატარა ხატი), რომელსაც ძეწკვით იკიდებენ გულზე ქრისტიანული
ეკლესიის მღვდელმთავრები.
პანამა1 [ფრანგ. Panama < გეოგრ. სახ.] – 1. ფართოფარფლიანი საზაფხულო
ქუდი ერთგვარი. 2. ხელოვნური აბრეშუმის ქსოვილი ერთგვარი.

პანამა2 - მსხვილი გაფლანგვა, ბოროტმოქმედება თანამდებობის პირთა


მოსყიდვით; სიტყვა გაჩნდა იმ კრახთან დაკავშირებით, რომელიც ფრანგულმა
კომპანიამ განიცადა 1889 წ. პანამის არხის გათხრისას გრანდიოზული
გაფლანგვისა და ბოროტმოქმედებათა შედეგად.

პანარიციუმ-ი [ლათ. Panaricium (დამახინჯებული ბერძ. Paronychia) დუდკო] –


(მედიც.). თითის მწვავე ჩირქოვანი ანთება (სინონ. დაქტილიტი).

პანაშირება [< ფრანგ. Panacher ერთმანეთში არევა] – ზოგ ბურჟუაზიულ


ქვეყანაში: ამომრჩეველთა უფლება, ხმა მისცენ სხვადასხვა პარტიის
კანდიდატებს.

პანაცეა [ლათ. Panacea < ბერძ.] – (ირონ.). უებარი საშუალება, რომელიც


თითქოს ყველა შემთხვევაში შველის ადამიანს (პირველად - ყველა სენის სარგო
წამალი, რომელიც თითქოს ალქიმიკოსებს ჰქონდათ).

პანგა [ინგლ. პანგა < აფრიკ.] – აფრიკული მახვილი, ხანჯალი.

პანგეა [ბერძ. Pan მთელი, მთლიანი და ge დედამიწა] – მთელი დედამიწა,


კონტინენტებად დაუყოფელი, რომელიც 200 მილიონი წლის წინათ გარემოცული
იყო მთლიანი მსოფლიო ოკეანით; ტერმინი ეკუთვნის გერმანელ გეოფიზიკოსს ა.
ვეგენერს (1880-1924 წწ.); იხ., აგრეთვე, პანთალასა.

პანგენეზის-ი [ბერძ. Pan ყოველი; მთელი, მთლიანი და genesis წარმოშობა] – ჩ.


დარვინის მემკვიდრეობითობის ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც მშობლებიდან
შთამომავლებს ნიშან-თვისებები გადაეცემათ გემულების (იხ. გემულა)
საშუალებით.

პანგოლინ-ი - ხვლიკის მსგავსი დიდი ძუძუმწოვარი (4,5-დან 27 კგ-მდე);


სხეული დაფარული აქვს მსხვილი რქოვანი რომბისებური ქერცლით;
გავრცელებულია ეკვატორულ აფრიკასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში .

პანდა - პატარა მტაცებელი ძუძუმწოვარი ცხოველი ენოტების ოჯახისა;


ბინადრობს ჰიმალაის მთებში; სხვანაირად: ჰიმალაის დათვი. დიდი პანდა -
იგივეა, რაც ბამბუკის დათვი (იხ. ბამბუკი).

პანდანუს-ი - ერთლებნიანი ხე ან ბუჩქი; იზრდება აღმოსავლეთ


ნახევარსფეროს ტროპიკებში; მის ნაყოფს საჭმელში ხმარობენ.

პანდატივ-ი [ფრანგ. Pendentif] – (არქიტ.). კამარის სფერული სამკუთხედის


ფორმის კონსტრუქციული ელემენტი, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება
გადასვლა კვადრატული ფუძიდან წრიული გუმბათისაკენ; აფრა.

პანდემია [ბერძ. Pandemia მთელი ხალხი] – ეპიდემია, რომელიც ედება


მოსახლეობის დიდ ნაწილს, მთელ ქვეყანას, მთელ რიგ ქვეყნებს.

პანდექტებ-ი [ლათ. Pandectae < ბერძ.] – იგივეა, რაც დიგესტები.


პანდიტ-ი [სანსკრ. Pandita სწავლული] – ინდოეთში: საპატიო ტიტული
უპირატესად ინტელიგენციის წარმომადგენლებისა.

პანდორა [ბერძ. Pandora] – ბერძნულ მითოლოგიაში: მშვენიერი ქალი,


რომელსაც ზევსმა მისცა ადამიანის ყველა უბედურებით სავსე ყუთი;
ცნობისმოყვარეობის გამო განთავისუფლებული უბედურებანი მოედვნენ ქვეყანას .
აქედან: «პანდორას ყუთი» - ყოველგვარი უბედურების წყარო.

პანდუს-ი [< ფრანგ. Pente douce მცირე დაქანება] – დაქანებული სიბრტყე,


რომელსაც აკეთებენ კიბის მაგივრად (მაგ., ავტომობილების შესასვლელი გზა
მრავალსართულიან გარაჟში).

პანეგირიკ-ი [ბერძ. Pandgyrikos] – 1. (ისტ.). ორატორის სახოტბო სიტყვა ვისიმე


პატივსაცემად. 2. (გადატ.). ვისიმე გადაჭარბებული ქებადდიდება.

პანეგირისტ-ი - 1. (ისტ.). პანეგირიკის შემთხზველი და წარმომთქმელი. 2.


(გადატ.). ვისიმე გადაჭარბებით მაქებარი.

პანელ-ი [გერმ. Paneel, ინგლ. Panel] – 1. შენობის შიგნითა კედლის ქვედა


ნაწილი, რომელიც მოფიცრულია, მოპირკეთებულია (ან შეღებილია ზეთის
საღებავით) და განსხვავდება მთელი კედლის მოპირკეთებისაგან. 2. რკინა-
ბეტონის ან სხვა რამ მასალის ფილა, რომელსაც იყენებენ ასაწყობ
მშენებლობაში. 3. იგივეა, რაც ტროტუარი. 4. ენერგეტიკული, სამრეწველო,
სატრანსპორტო და სხვ. მართვის პულტის ნაწილი - დაფა, რომელზედაც
დამონტაჟებულია საკონტროლო, სასიგნალო ხელსაწყოები, სამართავი
გასაღებები, კნოპები და სხვ.; განმანაწილებელი ფარი. 5. საუბარი სამეცნიერო
საკითხებზე რამდენიმე პირს შორის «მრგვალ მაგიდასთან».

პანზოოტია [ბერძ. Pan ყველაფერი და zootes ცხოველური ბუნება] – ცხოველთა


რაიმე დაავადების ფართოდ გავრცელებული ეპიდემია.

პანთალასა [ბერძ. Pan მთელი, მთლიანი და thalassa ზღვა] – ზღვებად და


ოკეანეებად დაუყოფელი მთლიანი მსოფლიო ოკეანე, რომლითაც 200 მილიონი
წლის წინათ გარემოცული იყო მთელი, კონტინენტებად დაუყოფელი დედამიწა;
ტერმინი ეკუთვნის გერმანელ გეოფიზიკოსს ა. ვეგენერს (1880 - 1924 წწ.). იხ.
აგრეთვე პანგეა.

პანთეიზმ-ი [ბერძ. Pan ყველაფერი და theos ღმერთი] – რელიგიურ-


ფილოსოფიური მოძღვრება, რომელიც ღმერთს აიგივებს ბუნებასთან, ხოლო
ბუნებას განიხილავს როგორც ღვთაების განსახიერებას.

პანთეისტ-ი - პანთეიზმის მიმდევარი.

პანთეონ-ი [ბერძ. Pantheion < Pan ყველა და theos ღმერთი] – 1. ძველ


საბერძნეთსა და რომში: ყველა ღმერთის სასაფლაო ან აკლდამა, სადაც
გამოჩენილ ადამიანებს ასაფლავებენ. 3. რომელიმე პოლითეისტურ რელიგიაში:
ყველა ღმერთის ერთობლიობა.

პანთერა [ბერძ. Panther] – იგივეა, რაც ლეოპარდი.


პანი [პოლონ. Pani] – 1. ძველ პოლონეთსა და ლიტვაში, აგრეთვე
რევოლუციამდელ უკრაინასა და ბელორუსიაში: მემამულე ქალი, მემამულის
ცოლი. 2. პოლონეთში: ზრდილობიანი ხსენება გათხოვილი ქალისა ან მიმართვა
მისდამი (ჩვეულებრივ, გვართან ერთად); ქალბატონი; ქალბატონო.

პანიკა [ბერძ. Panikos < Pan (იხ. პანი2)] – უეცარი შიში, ძრწოლა, თავზარი,
რომელიც შეიპყრობს ადამიანთა ჯგუფს, ხალხს (ან ცალკე ადამიანს); ასეთი
შიშით გამოწვეული საერთო მღელვარება, არეულობა.

პანიკიორ-ი - პანიკის ამყოლი ადამიანი, პირი, რომელიც ავრცელებს პანიკის


გამომწვევ ხმებს.

პანკრატიონ-ი [ბერძ. Pankration] – ძველ საბერძნეთში ათლეტების


ასპარეზობაში: ჭიდაობა, რომელთანაც გაერთიანებული იყო მუშტი-კრივი.

პანკრეას-ი [ბერძ. Pankreas] – (ანატ.). კუჭუკანა ჯირკვალი.

პანკრეატინ-ი - სამკურნალო პრეპარატი დამზადებული ცხოველთა კუჭუკანა


ჯირკვლისაგან (პანკრეასისაგან).

პანკრეატიტ-ი - (მედიც.). პანკრეასის ანთება.

პანკრეატულ-ი ჯირკვალი - (ანატ.). იგივეა, რაც პანკრეასი.

პანო [ფრანგ. Panneau] – კედლის ან ჭერის ნაწილი, რომელსაც


შემოვლებული აქვს ორნამენტი და რომელშიც თავსდება რაიმე ნახატი ან
სკულპტურა. 2. ასეთი ადგილის შესავსები სურათი, ბარელიეფი და მისთ.

პანოპტიკუმ-ი [ბერძ. Pan ყველაფერი და optikos მხედველობითი] – მუზეუმი,


რომელშიც გამოფენილია ნატურალური სიდიდის სანთლის ფიგურები

პანორამა [ბერძ. Pan ყველაფერი და horama ხედი, სანახაობა] – 1. რაიმე


ვრცელი მიდამოს ხედი, ჩვეულებრივ ზევიდან. 2. მრგვალი შენობის შიგნითა
კედელზე მოთავსებული სურათი, რომლის წინა პლანი მოცულობითია;
განათებულია ზევიდან. 3. (მოძვ.). მოწყობილობა, რომელშიც პატარა სურათები
ჩანს გადიდებულად ოპტიკური მინის წყალობით. 4. (სამხ.). ოპტიკური კუთხსაზომი
ხელსაწყო ქვემეხის დამიზნების დასაზუსტებლად.

პანორამულ-ი პანორამასთან დაკავშირებული.

პანორამული კინოთეატრი - კინოთეატრი, რომელიც მოწყობილია


პანორამული ფილმების საჩვენებლად. პანორამული ფილმი - სპეციალური
აპარატურით გადაღებული ფილმი დიდ ნახევარწრიულ ან წრიულ ეკრანზე
საჩვენებლად.

პანსიონ-ი [ფრანგ. Pension] – 1. საზღვარგარეთის ქვეყნებში და


რევოლუციამდელ რუსეთში: დახურული სასწავლებელი, სადაც მოსწავლეები
უზრუნველყოფილი არიან ბინითა და კვებით. 2. რევოლუციამდელ რუსეთში:
ფასიანი საერთო საცხოვრებელი ზოგიერთ საშუალო სასწავლებელთან . 3. კერძო
სასტუმრო, სადაც მდგმურები უზრუნველყოფილი არიან კვებითა და მოვლით.
პანსიონატ-ი [ფრანგ. Pensionnat] – 1. ერთგვარი სასტუმრო, რომელშიც
მისულებს ეძლევათ ადგილი ღამის გასათევად, ავტომობილის გასაჩერებლად და
სხვ. 2. დასასვენებელი სახლის ნაირსახეობა.

პანსიონერ-ი [ფრანგ. Pensionnaire] – 1. პანსიონის (მნიშვ. 1) მოსწავლე. 2.


პანსიონში (მნიშვ. 2, 3) მცხოვრები.

პანსპერმია [ბერძ. Panspermia ყველა თესლის ნარევი] – ჰიპოთეზა, რომლის


მიხედვითაც ცოცხალი ჩანასახები შემოტანილია დედამიწაზე კოსმოსიდან
მეტეორიტებით ან სინათლის წნევის ზემოქმედებით; წამოაყენა გერმანელმა
მეცნიერმა რიხტერმა 1865 წ.

პანტოგრაფ-ი [ბერძ. Pan (Pantos) ყველაფერი და grapho ვწერ] – 1. ნახაზიდან,


გეგმიდან პირის გადასაღები ხელსაწყო. 2. ელმავლის ან მოტორვაგონის
სახურავზე გამართული მოწყობილობა საკონტაქტო სადენიდან (მავთულიდან)
დენის მისაღებად; დენმიმღები.

პანტოკრინ-ი [მონღ. Pantu დოყი და ბერძ. Krino გამოვყოფ] – სამკურნალო


პრეპარატი, რომელსაც ამზადებენ ხალიანი ირმის ჩვილი რქისაგან (დოყისაგან );
იყენებენ სხვადასხვა დაავადების დროს (ტონუსის ასაწევად).

პანტომიმა [ბერძ. Pantomimos] – უსიტყვო თეატრალური წარმოდგენა,


რომლის მოქმედი პირები აზრებსა და გრძნობებს ჟესტებით, მიმიკით
გადმოსცემენ.

პანტომიმიკა - ადამიანის სხეულის გამომხატველობითი მოძრაობანი.

პანტოპონ-ი [ბერძ. Pan (Pantos) ყველაფერი და opion ოპიუმი] – მორფინის


შემცველი სამკურნალო პრეპარატი; ტკივილის გამაყუჩებელი და ძილის
მომგვრელი საშუალება.

პანტორითმა [ბერძ. Pante ყველგან და rhythmos (იხ. რითმა)] – ისეთი რითმა,


რომელიც მოიცავს არა მხოლოდ ტაეპის დაბოლოებას, არამედ მთელ ტაეპს . მაგ .,
«თამარ წყნარი, შესაწყნარი, ხმანარნარი, პირმცინარი» (ჩახრუხაძე).

პანტოფაგია [ბერძ. Pan (Pantos) ყველაფერი და phagomai ვჭამ] – სრულიად


სხვადასხვაგვარი მცენარეული და ცხოველური საკვების ჭამის უნარი.

პანუს-ი [ლათ. Pannus ნაკუწი (ქსოვილისა)] – (მედიც.). თვალის რქოვანი


გარსის ანთება; ჩვეულებრივ შეინიშნება ტრაქომის დროს.

პანფსიქიზმ-ი [ბერძ. Pan ყოველი; მთელი, მთლიანი და psyche სული] –


იდეალისტური წარმოდგენა, რომლის მიხედვითაც ბუნებაში ყველაფერი
სულიერია; ანიმიზმის გადმონაშთი.

პანჩ-ი [ინგლ. Pynch < Punchinello, დამახინჯ. იტალ. Pulcinella (იხ. პულჩინელა)]
– ინგლისში: თოჯინების წარმოდგენის პოპულარული კომიკური პერსონაჟი.

პანჩატანტრა [სანსკრ.] – «ხუთწიგნეული»; სანსკრიტული თხრობითი


ლიტერატურის ძეგლი (დაახლ. მე - 3 - 4 სს.); მისი საშუალოსპარსული თარგმანი
საფუძვლად დაედო არაბულ ვერსიას, რომელიც ცნობილია «ქილილა და
დამანას» სახელწოდებით.

პანჩა-შილა [ჰინდი ენაზე Panoa sila ხუთი პრინციპი] – (პოლიტ.). მშვიდობიანი


თანაარსებობის ხუთი პრინციპი, რომლებიც ჩამოყალიბებულია ჩინეთის სახალხო
რესპუბლიკისა და ინდოეთის შეთანხმებაში ვაჭრობისა და სხვ. შესახებ (1954 წ.).

პანჩენ-ლამა ტიბეტში: ერთ-ერთი უმაღლესი სასულიერო პირის ტიტული; ამ


ტიტულის მქონე პირი (დალაი-ლამასთან ერთად მეთაურობს ლამაისტურ
ეკლესიას).

პაპ-ი [ლათ. პაპა < ბერძ. Pappas მამა] –: რომის პაპი - კათოლიკური ეკლესიის
მეთაური.

პაპავერინ-ი [< ლათ. Papaver ყაყაჩო] – სამკურნალო პრეპარატი; ტკივილის


გამაყუჩებელი და ძარღვების გამაფართოებელი საშუალება.

პაპატაჩი-ს ციებ-ცხელება [< იტალ. Pappataci] – მწვავე ვირუსული დაავადება;


იწვევს მოსკიტის კბენა; გავრცელებულია ტროპიკულ და სუბტროპიკულ ქვეყნებში
(სხვანაირად: მოსკიტური ციებ-ცხელება, სამდღიანი ციებ-ცხელება).

პაპიე-მაშე [ფრანგ. Papier maché] – პლასტიკური ნივთიერება, რომელიც


მიიღება ქაღალდის მასაში წებოს, სახამებლის, თაბაშირის, ცარცის და სხვ.
შერევით; იყენებენ ნაირ-ნაირი ნივთების დასამზადებლად.

პაპილარულ-ი ხაზები [< ლათ. Papilla დვრილი, ძუძუს თავი] – ხელის თითებზე
არსებული ხაზები, რომლებიც გარკვეულ ჭრელს (სახეებს) ქმნის, უცვლელია
ადამიანის მთელი სიცოცხლის მანძილზე და ინდივიდუალურია (ამაზეა
დაფუძნებული დაქტილოსკოპია).

პაპილოტ-ი [ფრანგ. Papilote] – ქაღალდის ან ჩვრის ნაჭერი, რომელზედაც


ახვევენ თმის კულულებს (ცივად დახვევის დროს).

პაპიროლოგ-ი - პაპიროლოგიის სპეციალისტი.

პაპიროლოგია [ბერძ. Papyros პაპირუსი და logos მოძღვრება] – ისტორიის


დამხმარე მეცნიერება, რომელიც სწავლობს პაპირუსებს (იხ. პაპირუსი, მნიშვ . 2).

პაპირუს-ი [ბერძ. Papyros] – 1. ერთგვარი ტროპიკული ლერწამი; ხარობს


განსაკუთრებით აფრიკაში; ჭილი. 2. ამ მცენარის ღეროებისაგან დამზადებული
საწერი მასალა, რომელსაც ხმარობდნენ ეგვიპტელები და სხვა ძველი ხალხები
(მათ შორის ქართველებიც); ასეთ მასალაზე შესრულებული ხელნაწერი.

პაპუასებ-ი - ახალი გვინეის, მელანეზიისა და წყნარი ოკეანის ზოგი სხვა


კუნძულის მკვიდრი მოსახლეობის უმეტესობის კრებითი სახელი.

პაპულა [ლათ. Papula] – (მედიც.). მშრალი მუწუკი, კვანძი.

პაჟ-ი [ფრანგ. Page] – 1. შუა საუკუნეებში დასავლეთ ევროპაში: ახალგაზრდა


აზნაური (ვაჟი), რომელიც მსახურად ედგა ფეოდალს ან მეფეს და გადიოდა
რაინდობისათვის მზადების პირველ საფეხურს. 2. პაჟთა კორპუსის აღსაზრდელი.
პაჟთა კორპუსი - მეფის რუსეთში: თავად-აზნაურთა საშუალო სამხედრო
სასწავლებელი.

პარა- [< ბერძ. Para - თან, ახლოს; გარეთ, გარეშე] – რთული სიტყვის პირველი
შემადგენელი ნაწილი; აღნიშნავს რამესთან ახლოს არსებობას ან რისამე
გადახრას, დარღვევას. მაგ., პარაბიოზი. პარამაგნეტიზმი, პარაქრონიზმი.

პარაბელუმ-ი [ლათ. პარა ბელლუმ «ემზადე ომისათვის»] – ერთგვარი


ავტომატური პისტოლეტი.

პარაბიოზ-ი [ბერძ. Para -თან, ახლოს და biosis სიცოცხლე] – 1. ორი (ან


რამდენიმე) ორგანიზმის ხელოვნურად შეზრდის მეთოდი (სისხლძარღვებისა და
ლიმფური ჯირკვლების შეერთების საშუალებით); იყენებენ ფიზიოლოგიურ
ექსპერიმენტებში. 2. ქსოვილის (მაგ., ნერვების) აგზნებადობისა და გამტარობის
დაქვეითება, რომელიც მოსდევს მეტისმეტ გაღიზიანებას.

პარაბოლა [ბერძ. Parabole] – (მათემ.). ჩაუკეტავი მრუდი, რომლის ყოველი


წერტილი თანაბრად არის დაშორებული მოცემული წერტილიდან (ფოკუსიდან)
და მოცემული სწორი ხაზიდან (დირექტრისიდან).

პარაბოლოიდ-ი [ბერძ. Parabole პარაბოლა და eidos სახე] – (მათემ.). ისეთი


პარაბოლის მოძრაობით წარმოქმნილი ზედაპირი, რომლის წვერო დასრიალებს
მეორე (უძრავ) პარაბოლაზე.

პარაგანგლიონებ-ი [ბერძ. Para -თან, ახლოს და ganglion (იხ. განგლიონი)] –


(ბიოლ.). ხერხემლიანი ცხოველებისა და ადამიანის ენდოკრინული ჯირკვლები,
რომელთა საშუალებითაც ხდება ადრენალინის გამომუშავება და სისხლში
გადასვლა.

პარაგენეზის-ი [ბერძ. Para -თან, ახლოს და genesis წარმოშობა, წარმოქმნა] – 1.


წარმოქმნის საერთო პირობებით შეკავშირებული მინერალების თანაარსებობა
დედამიწის ქერქში. 2. წარმოქმნის საერთო პირობებით შეკავშირებული ქიმიური
ელემენტების თანაარსებობა მინერალებში.

პარაგრაფ-ი [ბერძ. Paragraphe] – 1. წიგნის, სტატიის, ოფიციალური


დოკუმენტის ტექსტის ნაწილი, რომელსაც თავში ჩვეულებრივ ნიშანი § უზის
რიგითი ნომრის წინ. 2. თვით ამ ნიშნის სახელი.

პარაგრიპ-ი [ბერძ. Para - თან, ახლოს და ფრანგ. grippe (იხ. გრიპი)] – სასუნთქი
გზების მწვავე ვირუსული დაავადება; უპირატესად ბავშვებს ემართებათ.

პარად-ი1 [ფრანგ. Parade] – 1. ჯარების საზეიმო დათვალიერება; აღლუმი. 2.


საზეიმო სვლა (მაგ., ფიზკულტურელებისა, მოსწავლეებისა). საპარადო -
პარადისთვის განკუთვნილი; საზეიმო. მაგ., საპარადო ფორმა (სამხედრო პირთა ).

პარად-ი2 [ფრანგ. Parade] – (სპორტ.). ფარიკაობაში (აგრეთვე ჭიდაობაში,


კრივში): თავდაცვის ილეთი.

პარადიგმა [ბერძ. Paradeigma მაგალითი, ნიმუში] – (გრამატ.). რომელიმე


სიტყვის ფორმათა ტაბულა როგორც ბუნების ან უღვლილების ნიმუში.
პარადოქს-ი [ბერძ. Paradoxos არაჩვეულებრივი, მოულოდნელი, უცნაური] –
აზრი, მსჯელობა, რომელიც მკვეთრად განსხვავდება საყოველთაოდ
აღიარებულისაგან, ეწინააღმდეგება საღ აზრს (ზოგჯერ მხოლოდ ერთი შეხედით ).

პარადოქსულ-ი - პარადოქსის ხასიათისა; უჩვეულო (აზრი, მსჯელობა).

პარად-პროლოგ-ი [ფრანგ. Parade (იხ. პარადი) და ბერძ. Prologos (იხ.


პროლოგი)] – ცირკში: წარმოდგენის დასაწყისი, შესავალი ნაწილი - პროგრამის
ყველა მონაწილის თეატრალიზებული გამოსვლა

პარადულ-ი 1. საზეიმო (იხ. პარადი(1). მაგ., პარადული განწყობილება. 2.


მოჩვენებითი, უსაფუძვლო. მაგ., პარადული ხმაური.

პარადულობა - მოჩვენებითი წარმატებებით დატკბობა, უსაფუძვლო საზეიმო


განწყობილება.

პარავან-ი [ინგლ. Paravane < ბერძ. Para -თან, ახლოს და ინგლ. vane ფრთა] –
წყალქვეშა აპარატი მოძრავი ხომალდის კორპუსის დასაცავად ნაღმის
დაჯახებისაგან.

პარაზიტ-ი - [ბერძ. Parasitos] – 1. ორგანიზმი, რომელიც სხვა ცოცხალ


ორგანიზმზე (ორგანიზმში) ცხოვრობს და მის ხარჯზე საზრდოობს; მწერი,
რომელიც იკვებება ადამიანის ან ცხოველის სისხლით (ბაღლინჯო, რწყილი, ტილი
და სხვ.). 2. (გადატ.). ადამიანი, რომელიც სხვისი შრომით ცხოვრობს; მუქთახორა.

პარაზიტიზმ-ი - (ბიოლ.) სხვადასხვასახეობის ორ ორგანიზმს შორის


დამოკიდებულების ფორმა, როდესაც ერთი მათგანი (პარაზიტი) იყენებს მეორეს,
როგორც კვების წყაროს. 2. (გადატ.). სხვისი შრომის ექსპლუატაციით ცხოვრება;
მუქთახორობა.

პარაზიტოლოგ-ი - პარაზიტოლოგიის სპეციალისტი.

პარაზიტოლოგია - მეცნიერება პარაზიტებისა (მნიშვ. 1) და პარაზიტიზმის


(მნიშვ. 1) შესახებ.

პარალაქს-ი [ბერძ. Paralaxis გადახრა] – (წიგნ.). საგნის მდებარეობის


ხილული ცვლილება დამკვირვებლის თვალის გადანაცვლების შედეგად.

დღე-ღამის პარალაქსი (ასტრ.). - კუთხე, რომლითაც მნათობის ცენტრიდან


გამოჩნდებოდა დედამიწის რადიუსი. წლიური პარალაქსი (ასტრ.). - კუთხე,
რომლითაც გამოჩნდებოდა დედამიწის ორბიტის რადიუსი.

პარალელ-ი [ბერძ. Parallelos] – 1. (მათემ.). პარალელური ხაზი. 2. (გეოგრ.).


ეკვატორის პარალელურად გატარებული წარმოსახვითი ხაზი დედამიწის
ზედაპირზე. 3. მოვლენა, რომელიც შეიძლება შეედაროს სხვა, ანალოგიურ
მოვლენას; შედარება, შეპირისპირება. მაგ., ისტორიული პარალელი. პარალელის
გავლება.

პარალელეპიპედ-ი [ბერძ. Parallelepipedon] – (მათემ.). ექვსწახნაგა სხეული,


რომლის მოპირდაპირე (წყვილ-წყვილად) ტოლი პარალელოგრამებია.
პარალელიზმ-ი - 1. (მათემ.). ხაზების ან სიბრტყეების ერთმანეთისაგან
თანაბარი დაცილებულობა. 2. ორი მოვლენის, მოქმედების მუდმივი
თანაფარდობა და თანაარსებობა. 3. ორი პირის, დაწესებულების, ორგანიზაციის
მიერ ერთგვარი სამუშაოს შესრულება ერთმანეთთან შეუთანხმებლად;
დუბლირება.

პარალელოგრამ-ი [ბერძ. Parallelogrammon] – (მათემ.). ოთხკუთხედი, რომლის


მოპირდაპირე გვერდები ერთმანეთის ტოლი და პარალელურია.

პარალელურ-ი - 1. (მათემ.). ისეთი ხაზი (ან სიბრტყე), რომელიც მთელ


სიგრძეზე თანაბარი მანძილით არის დასორებული მეორე ხაზისაგან
(სიბრტყისაგან) და, რომ გაგრძელდეს, არ გადაკვეთს მას. 2. რაც რისამე
გასწვრივ არის და მთელ სიგრძეზე დაახლოებით თანაბარი მანძილითაა
დაშორებული. მაგ., პარალელური ქუჩა. 3. რისამე მსგავსი, შესატყვისი. 4.
რამესთან ერთად, ერთდროულად მიმდინარე.

პარალიზ-ი [ბერძ. Paralysis] – (მედიც.). დამბლა.

პარალიზება [ფრანგ. Paralyser] – 1. (მედიც.). დადამბლავება. 2. (გადატ.).


მოქმედების უნარის ან საშუალების დაკარგვა.

პარალიტიკ-ი - (საუბ.) დამბლადაცემული.

პარალოგიზმ-ი [ბერძ. Paralogismos] – (ლოგ.). უნებლიე ლოგიკური შეცდომის


შედეგად მიღებული მცდარი დასკვნა.

პარამაგნეტიზმ-ი [ბერძ. Para -თან, ახლოს და მაგნეტიზმი] – (ფიზ.).


პარამაგნიტურ ნივთიერებათა დამახასიათებელი მოვლენებისა და თვისებების
ერთობლიობა.

პარამაგნიტურ-ი - (ფიზ.). რაც მაგნიტის პოლუსებისაკენ სუსტად მიიზიდება.


პარამაგნიტური ნივთიერებანი - ნივთიერებანი, რომლებსაც სუსტი მაგნიტური
თვისებები აქვს; ჰაერი, ალუმინი, პლატინა და სხვ.

პარამეტრ-ი [< ბერძ. Parametreo ვუფარდებ] – 1. (მათემ.). სიდიდე, რომელიც


შედის მათემატიკურ ფორმულაში და თავის მუდმივ მნიშვნელობას ინარჩუნებს
მხოლოდ მოცემული ამოცანის პირობებში. 2. (ფიზ. ტექ.). რაიმე საგნის ან
მოვლენის ძირითადი თვისებების დამახასიათებელი სიდიდე ან სიდიდეები.

პარამნეზია [ბერძ. Para -თან, ახლოს, და mnesis მოგონება] – (მედიც.).


მეხსიერების მცდარობა, მისი ისეთი მოშლილობა, როდესაც ადამიანი ახალ
მოვლენებს აღიქვამს, როგორც ოდესღაც განცდილს.

პარანგონ-ი [ფრანგ. Parangon] – უნაკლო, უზადო ბრილიანტი.

პარანეფრიტ-ი [ბერძ. Para -თან, ახლოს და (იხ. ნეფრიტი)] –


თირკმლისირგვლივი ფაშარი შემაერთებელი ქსოვილის ანთება.
პარანთეზ-ი [ფრანგ. Parenthese < ბერძ. ] – (პოლიგრ.). ფიგურული ფრჩხილი
{ }, რომლითაც აერთიანებენ რამდენიმე სიტყვას ან სტრიქონს (უპირატესად
ტაბულებში).

პარანთროპ-ი [ბერძ. Para -თან, ახლოს და anthropos ადამიანი] – (პალეონტ.).


ადამიანის მსგავსი განამარხებული მაიმუნი, რომელიც ახლოსაა
ავსტრალოპითეკთან; მისი ნაშთები ნაპოვნია აღმოსავლეთ და სამხრეთ
აფრიკაში.

პარანოია [ბერძ. Paranoia სიგიჟე] – (მედიც.). ერთგვარი ფსიქიკური


დაავადება; დამახასიათებელია ბოდვები, ზოგჯერ ჰალუცინაციებიც.

პარანოიკ-ი - (საუბ.). პარანოიით შეპყრობილი ადამიანი.

პარანომია [ბერძ. Paranomia უკანონობა] – კანონებში არსებული


წინააღმდეგობა.

პარაპეტ-ი [იტალ. Parapetto] – რისამე (მაგ., ხიდის, სახლის სახურავის)


გასწვრივ გაკეთებული მოაჯირი.

პარაპლეგია [ბერძ. Para -თან, ახლოს და plege დარტყმა] – (მედიც.). ზედა ან


ქვედა ორივე კიდურის დამბლა.

პარასიმპათიკურ-ი ნერვული სისტემა [ბერძ. Para -თან, ახლოს და sympathes


მგრძნობიარე] – ვეგეტატიური ნერვული სისტემის ნაწილი; მონაწილეობს
შინაგანი ორგანოების მოქმედების რეგულირებაში და სხვ.; მისი ბოჭკოები
ცენტრალური ნერვული სისტემიდან ატარებენ იმპულსებს , რომლებიც ანელებენ
გულის ცემას, დაბლა სწევენ არტერიულ წნევას და სხვ. (იხ. აგრეთვე,
სიმპათიკური).

პარასკენიონ-ი [ბერძ. Paraskenion] – ძველ ბერძნულ თეატრში: სკენეს


გვერდითი მინაშენი, საიდანაც მოედანზე (ორქესტრაზე) გამოდიოდნენ
მსახიობები და ქორო.

პარასოლ-ი [ფრანგ. Parasol] – 1. მზის ქოლგა. 2. ერთფრთიანი პატარა


თვითმფრინავი.

პარასტიქ-ი [ბერძ. Para -თან , ახლოს და stichos მწკრივი; ხაზი] – (ბოტან.).


ფოთლები, ყვავილები და სხვ., რომლებიც ერთმანეთს მჭიდროდ ეხებიან და
ქმნიან ირიბ, სპირალურად დახვეულ მწკრივს (შდრ. ორთოსტიქი).

პარატაქს-ი [ბერძ. Parataxis] – (ლინგვ.). თანწყობა (წინადადებათა). შდრ.


ჰიპოტაქსი.

პარატიფ-ი [ბერძ. Para -თან, ახლოს და ტიფი] – მუცლის ტიფის მსგავსი


მწვავე გადამდები დაავადება.

პარაფ-ი [ფრანგ. Paraphe] – 1. კალმის ერთი მოსმით ხელმოწერა, ხვეული


ხელმოწერა; ხელრთვა. 2. შემოკლებული ხელმოწერა, ინიციალები.
პარაფინ-ი [ფრანგ. Paraffine] – სანთლისმაგვარი თეთრი ან მოყვითალო
ნივთიერება, რომელსაც იღებენ ნავთობისაგან, მურა ნახშირისაგან და სხვ .

პარაფირება [ფრანგ. Parapher] – (დიპლ.). წინასწარი (მხოლოდ


ინიციალებით) ხელის მოწერა ოფიციალურ ხელის მოწერამდე (საერთაშორისო
ხელშეკრულებისა). შდრ. პარაფი (მნიშვ. 2).

პარაფრაზ-ი [ბერძ. Paraphrasis შინაარსის გადმოცემა] – 1. (მუს.). ვირტუოზული


ხასიათის ინსტრუმენტული პიესა, რომელიც დაწერილია სხვისი მუსიკალური
ნაწარმოების ან ხალხური მელოდიის თემაზე. 2. (ლიტ.). იგივეა, რაც პერიფრაზი.

პარაფრენია [ბერძ. Para -თან, ახლოს და Phren გონება, ჭკუა] – ფსიქიკური


აშლილობა ერთგვარი; დამახასიათებელია სისტემატური ბოდვა, ჰალუცინაციები
და სხვ.

პარაფსიქოლოგია - კვლევა-ძიების დარგი; ძირითადად შეისწავლის: 1)


მგრძნობელობის ფორმებს, რომლებიც უზრუნველყოფს ინფორმაციის მიღების
ისეთ ხერხებს, რომელთა ახსნა არ ხერხდება გრძნობის ორგანოების
მოქმედებით. 2) ცოცხალი არსების ზემოქმედების ფორმებს ისეთ ფიზიკურ
მოვლენებზე, რომლებიც ხდება ორგანიზმის მიღმა, კუნთოვანი ძალდატანების
გარეშე (სურვილით, გონებრივი ზემოქმედებით და სხვ.); პ.-ის ერთ-ერთი
შემადგენელი ნაწილია ტელეპათია.

პარაქრონიზმ-ი [ბერძ. Para გარეთ, გარეშე და chronos დრო] – შეცდომა რაიმე


მომხდარი ამბის თარიღის დადგენაში; ქრონოლოგიური შეცდომა.

პარაშუტ-ი [ფრანგ. Parachute] – 1. თვითმფრინავიდან ადამიანის


გადმოსახტომი ან ტვირთის ჩამოსაგდები მოწყობილობა; ჰაერში იხსნება
ქოლგასავით. 2. მექანიზმი, რომელიც მაღაროში ბაგირის გაწყვეტის შემთხვევაში
ამწევ გალიას იცავს ჩავარდნისაგან.

პარაშუტიზმ-ი - საპარაშუტო სპორტი; პარაშუტით ხტომის თეორია და


პრაქტიკა.

პარაშუტისტ-ი - პირი, რომელიც მისდევს პარაშუტიზმს; ვინც პარაშუტით


ხტება.

პარდონ! [ფრანგ. Pardon] – უკაცრავად! ბოდიში!

პარეზ-ი [ბერძ. Paresis მოდუნება] – (მედიც.). რაიმე ორგანოს მოძრაობითი


ფუნქციის მოდუნება; არასრული დამბლა.

პარემია [ბერძ. Paroimia] – იგავი; გამონათქვამი; ანდაზა.

პარემიოგრაფია [ბერძ. Paroimia ანდაზა და grapho ვწერ] – ანდაზების ჩაწერა


და გამოცემა.

პარემიოლოგია [ბერძ. Paroimia ანდაზა და logos მოძღვრება] –


ფოლკლორისტიკის დარგი, რომელიც ანდაზებს შეისწავლის;
ანდაზათმცოდნეობა.
პარენტერალურ-ი [ბერძ. Para გარეთ, გარეშე და enteron ნაწლავი] – (მედიც.).
პარენტერალური ხერხი - სამკურნალწამლო და სხვა ნივთიერებათა შეყვანა
ორგანიზმში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გვერდის ავლით. მაგ., კანქვეშ შეშხაპუნება,
ვენაში შესხმა და სხვ.

პარენქიმა [ბერძ. Panenchyma] – 1. (ანატ.). რაიმე ორგანოს ძირითადი


ქსოვილი. 2. (ბოტან.). მცენარის ქსოვილი, რომელიც შედგება ერთი ზომის
უჯრედებისაგან (შდრ. პროზენქიმა).

პარესთეზია [ბერძ. Para გარეთ, გარეშე და aisthesis გრძნობა, შეგრძნება] –


(მედიც.). კანის გახევების ისეთი შეგრძნება, თითქოს ჭიანჭველები დაცოცავენო,
გამოწვეული გაღიზიანების გარეშე.

პარვენიუ [ფრანგ. Parvenu] – თავადაზნაურულ-ბურჟუაზიულ წრეებში:


აგდებით ხსენება უგვარო პირისა, რომელმაც შეაღწია «უმაღლეს
საზოგადოებაში» და ბაძავს იქ მიღებულ ცხოვრების წესსა და მანერებს.

პართენოგენეზ-ი [ბერძ. Parthenos ქალწული და genesis დაბადება, წარმოშობა]


– (ბიოლ.). სქესობრივი გამრავლების ერთ-ერთი ფორმა - კვერცხის განვითარება
განაყოფიერების გარეშე; დამახასიათებელია ბევრი უხერხემლო ცხოველისა და
ზოგი მცენარისათვის.

პართენოკარპია [ბერძ. Parthenos ქალწული და karpos ნაყოფი] – (ბოტან.).


უთესლო ნაყოფის განვითარება განაყოფიერების გარეშე; დამახასიათებელია
ყურძნის, მანდარინის, ხურმის, პომიდვრის, კიტრის და ბევრი სხვა მცენარის
ცალკეული ჯიშებისათვის.

პარია [< ტამილ.] – 1. სამხრეთ ინდოეთში: ერთ-ერთი უდაბლესი (ე. წ.


„ხელშეუხებელთა») კასტა. 2. იტყვიან უუფლებო, დაჩაგრულ ადამიანზე.

პარიეტალურ-ი და პარიესულ-ი [ლათ. Parietalis < Paries კედელი] – (ანატ.).


სხეულის რომელიმე ღრუს კედლებთან დაკავშირებული; კედლისმიერი. მაგ.,
მუცლის აპკის პ. ფურცელი.

პარიკ-ი [ფრანგ. Perruque] – ადამიანის თმის გამზადებული ვარცხნილობა,


ქსოვილზე დაკერებული (თავზე დასახურავად განკუთვნილი).

პარის-ი [ბერძ. Paris] – ძველ ბერძნულ ეპოსში: ტროის მეფე პრიამეს შვილი;
მან მოიტაცა მშვენიერი ელენე - სპარტის მეფე მენელაეს ცოლი და ეს გახდა
ტროის ომის დაწყების საბაბი.

პარიტეტ-ი [გერმ. Paritat < ლათ. Paritas თანასწორობა] – (ეკონ.). სხვადასხვა


ქვეყნის ვალუტის შეფარდება ოქროთი. 2. (სამართ.). მხარეთა თანასწორობის
პრინციპი რაიმე უთანხმოების, კონფლიქტის გარჩევისას.

პარიტეტულ-ი - (სამართ.). პარიტეტზე (მნიშვ.), მხარეთა თანასწორობაზე


დაფუძნებული.

პარკ-ი [ინგლ.] – 1. დიდი ბაღი, კორომი,რომელშიც არის ხეივნები,


ყვავილნარები, სათამაშო მოედნები და სხვ. ზოოლოგიური პარკი - იხ.
ზოოლოგიური. 2. სარკინიგზო ან ტრამვაის ვაგონების, ავტომობილებისა და მისთ.
სადგომი ადგილი, სადაც მათ უვლიან, არემონტებენ. 3. სატრანსპორტო
საშუალებათა ერთობლიობა, საერთო რაოდენობა. 4. მრეწველობის რომელიმე
დარგის მექანიზმთა ერთობლიობა. 5. (სამხ.). მოძრავი საწყობი, რომლის
დანიშნულებაა ომიანობის დროს მოამარაგოს არმია საომარი მასალებით,
სათადარიგო ნაწილებით და სხვ.

პარკებ-ი [ლათ. Parcae] – რომაულ მითოლოგიაში: ბედისწერის სამი


ქალღმერთი (ბერძნულ მითოლოგიაში მათ შეესაბამებიან მოირები).

პარკერიზაცია - (მოძვ., ტექ.). ლითონის ნაწარმის კოროზიისაგან დაცვის


ხერხი ფოსფატების ხსნარში მისი ჩაყურსვის და შემდგომ ლაქსაღებავით
დაფარვის გზით [ამერიკული ფირმის - პარკერის (Parker) სახელის მიხედვით,
რომელმაც დააპატენტა იგი 1918 წ.] – (ამჟამად ეწოდება მოფოსფატება).

პარკეტ-ი [ფრანგ. Parquet] – 1. პატარა ოთხკუთხა ან სხვა ფორმის გლუვი


ფიცრები იატაკის დასაგებად. 2. ასეთი ფიცრებით დაგებული იატაკი.

პარკინგ-ი [ინგლ. Parking] – ავტომობილის სადგომი.

პარკინსონ-ის დაავადება [ < საკუთ. სახ.] – (მედიც.). თავის ტვინის


ქრონიკული დაავადება, რომლისთვისაც დამახასიათებელია კიდურებისა და
თავის კანკალი და სხვ.

პარლამენტ-ი [ფრანგ. Parlement] – უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო,


რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ არჩევითია.

პარლამენტარ-ი [გერმ. Parlamentarier] – პარლამენტის წევრი.

პარლამენტარიზმ-ი - სისტემა სახელმწიფო მმართველობისა, რომლის


სათავეში არის პარლამენტი.

პარლამენტიორ-ი [ფრანგ. Parlementaire] – ერთ-ერთი მეომარი მხარის მიერ


მოწინააღმდეგესთან მოსალაპარაკებლად წარგზავნილი პირი .

პარმეზან-ი [ფრანგ. Parmesan < გეოგრ. სახ.] – იტალიური მოხდილი ყველი,


რომელსაც უპირატესად მაკარონის საკაზმად იყენებენ .

პარნას-ი - ამა თუ იმ ქვეყნის პოეტთა ერთობლიობა [საბერძნეთის ერთ-ერთი


მაღალი მთის Pარნასოს-ის სახელის მიხედვით, სადაც ძველი ბერძნების
წარმოდგენით, აპოლონი და მუზები ცხოვრობდნენ] –.

პაროდია [ბერძ. Parodia] – 1. სატირული ხასიათის მიბაძვა ვისიმე ან რისამე


სუსტი მხარეების გაკილვის მიზნით. 2. (გადატ.). გარეგნული მიბაძვა, რომელიც
ამახინჯებს იმის არსს, რასაც ბაძავენ.

პაროდისტ-ი პაროდიების (იხ. პაროდია, მნიშვ. 1) შემთხზველი.

პაროდონტოზ-ი [ბერძ. Para -თან, ახლოს და odus (odontos) კბილი] – (მედიც.).


ღრძილების ქრონიკული დაავადება, რომელსაც თან სდევს ჩირქოვანი ანთება;
იწვევს კბილების დაცვენას (სხვანაირად: ალვეოლური პიორეა).
პაროლ-ი [ფრანგ. Parole სიტყვა] – დათქმული საიდუმლო სიტყვა ან ფრაზა,
რომელსაც იყენებენ თავისიანების გამოსაცნობად სამხედრო სამსახურში ან
კონსპირაციულ ორგანიზაციებში.

პარონიმებ-ი [ბერძ. Para -თან, ახლოს და onyma სახელი] – სიტყვები,


რომლებიც გარეგნულად ნაწილობრივ ჰგავს ერთმანეთს და ეს მსგავსება
შემთხვევითია. მაგ., „მაისი» და „დაისი», „კბენა» და „რბენა».

პაროტიტ-ი [ბერძ. Para -თან, ახლოს და us (otos) ყური] – (მედიც.). ყბა-ყურის


(სანერწყვე) ჯირკვლების ანთება. ეპიდემიური პაროტიტი - ყბაყურა.

პაროქსიზმ-ი [ბერძ. Paroxysmos გაღიზიანება] – 1. (მედიც.). რაიმე


ავადმყოფობის პერიოდული შეტევა, მისი პერიოდული გამწვავება. 2. (გადატ.).
რაიმე ძლიერი გრძნობის უეცარი მოწოლა; მწვავე განცდა.

პარპრიზ-ი - ავტომობილის წინა, საქარე მინა.

პარსეკ-ი [პარ(ალაქსი) და სეკ(უნდი)] – (ასტრ.). ვარსკვლავიერი მანძილების


საზომი ერთეული; უდრის 3,26 სინათლის წელიწადს (30,84µ10 კმ-ს ანუ 30,840
მლრდ კმ-ს).

პარტერ-ი [ფრანგ. Parterre] – 1. თეატრში: მაყურებელთა დარბაზის ნაწილი,


რომელიც სცენის დონეზე დაბლაა. 2. პარკის, ბაღის ღია ნაწილი, გაზონებით,
ყვავილნარებით, შადრევნებით და მისთ. შემკული. 3. (სპორტ.). ჭიდაობაში:
მდგომარეობა, როდესაც მოჭიდავე ხალიჩაზეა დაჩოქილი და ხელებით
ეყრდნობა მას.

პარტია [ფრანგ. Parti] – 1. ამა თუ იმ კლასის ყველაზე უფრო ორგანიზებული


და აქტიური ნაწილი, რომელიც გამოხატავს თავისი კლასის ინტერესებს და
ხელმძღვანელობს მის პოლიტიკურ ბრძოლას მტრული კლასების წინაღმდეგ. 2.
საერთო ინტერესებით, შეხედულებებით გაერთიანებულ პირთა ჯგუფი; ბანაკი,
დაჯგუფება. 3. ადამიანთა ჯგუფი, რომელიც თავმოყრილია ან გამოყოფილია
რაიმე მიზნით; რაზმი. მაგ., გეოლოგიური პარტია. 4. რაიმე საქონლის, საგნების
გარკვეული (ჩვეულებრივ მნიშვნელოვანი) რაოდენობა. 5. მრავალხმიანი
მუსიკალური ნაწარმოების ნაწილი, რომელიც ერთი მომღერლის მიერ ან ერთი
საკრავით სრულდება. 6. როლი (ოპერაში, ბალეტში). თამაში (ჭადრაკში, ბანქოში
და სხვ.). 8. (მოძვ.). ბურჟუაზიულ საზოგადოებაში: იტყოდნენ მისაღები ან რაიმე
თვალსაზრისით მიუღებელი ქორწინების შესახებ, აგრეთვე თვით საქორწინო ან
დაქორწინებული პირის შესახებ.

პარტიზან-ი [ფრანგ. Partisan] – მონაწილე შეიარაღებული ბრძოლისა,


რომელსაც აწარმოებენ მტრის წინააღმდეგ ხალხის ფართო მასების რაზმები
ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

პარტიკულარიზაცია - (წიგნ.). პარტიკულარიზმის განხორციელება.

პარტიკულარიზმ-ი [< ლათ. Particularis ნაწილობრივი, ცალკეული] –


სახელმწიფოს ზოგი ნაწილის მისწრაფება განცალკევებისაკენ საერთო-
სახელმწიფოებრივი ინტერესების საზიანოდ.
პარტიკულარულ-ი [ლათ. Particularis ნაწილობრივი, ცალკეული] – (მოძვ.). 1.
კერძო, არაოფიციალური. 2. სამოქალაქო, არა ფორმისა (ტანისამოსი).

პარტიტა [იტალ. Partita] – (მუს.). ძველებური სიუიტა ერთგვარი.

პარტიტურა [იტალ. Partitura] – მრავალხმიანი მუსიკალური ნაწარმოების


ყველა პარტიის ერთობლიობა; ნოტების წიგნი, რომელიც შეიცავს ასეთი
ნაწარმოების ყველა პარტიის ჩანაწერს.

პარტნერშიპ-ი [Partnership ამხანაგობა, კომპანია] – ამერიკის შეერთებულ


შტატებში, დიდ ბრიტანეთსა და ზოგ სხვა ბურჟუაზიულ სახელმწიფოში:
კაპიტალისტური საწარმოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა.

პარტნიორ-ი [ფრანგ. Partenaire] – 1. რაიმე თამაშის, ცეკვის და მისთ. ერთ-


ერთი მონაწილე. 2. თანამონაწილე, ამხანაგი რაიმე საქმიანობაში.

პარფიუმერია [ფრანგ. Parfumerie] – არომატული ნივთიერებანი და ნაწარმი,


რომელსაც იყენებენ ჰიგიენური და კოსმეტიკური მიზნით (სუნამო, ოდეკოლონი,
კრემები და მისთ.); ინანთეული.

პარფორს-ი [< ფრანგ. Par force ძალით] – ეკლიანი საყელო მონადირე და


სასამსახურო ძაღლებისათვის.

პარცელა [ფრანგ. Parcelle] – (ეკონ.). მიწის ძალიან მცირე ნაკვეთი.

პარცელაცია - (ეკონ.). მიწის დანაწილება პარცელებად, დაქუცმაცება.

პარცელურ-ი - (ეკონ.). პარცელებად დაქუცმაცებული.

პარცელური მეურნეობა - კლასობრივ საზოგადოებაში: წვრილი და


უწვრილესი ინდივიდუალური გლეხური იყენებენ პრიმიტიულ წარმოების
იარაღებს.

პარციალურ-ი [ლათ. Partialis] – (სპეც.). ნაწილობრივი.

პარჰელიუმ-ი [ბერძ. Para -თან, ახლოს და helios მზე] – (ასტრ.). ჰალოს (იხ.
ჰალო) ერთ-ერთი ფაზა - ნათელი მრგვალი ლაქა ცის კამარაზე მზის დისკოს ერთ
ან ორივე მხარეს; ცრუ მზე.

პას [ფრანგ. (Ju) passe გამოვტოვებ, არ ვთამაშობ] – ბანქოს ზოგიერთ თამაშში:


წამოძახილი, რომელიც ნიშნავს ამჯერად უარს თამაშზე (შემდგომ დარიგებამდე ).

პას-ი [ინგლ. Pass გადაცემა] – (სპორტ.). ბურთის გადაცემა თავისი გუნდის


რომელიმე მოთამაშისათვის.

პასაკალია [იტალ. Passacaglia, ესპ. Pasacalle] – ძველებური ესპანურ-იტალიური


ცეკვა ერთგვარი.

პასაჟ-ი [ფრანგ. Passage] – 1. დახურული გალერეა, რომლის ორივე მხარეს


არის მაღაზიები და რომელსაც ჩვეულებრივ აქვს გასასვლელები პარალელურ
ქუჩებზე. 2. მუსიკალური ნაწარმოების ნაწილი, მუსიკალური ფრაზა, რომელიც
ხასიათდება ნოტების სწრაფი მონაცვლეობით. 3. (მოძვ.). ცალკეული ადგილი
წიგნის, სტატიის, სიტყვის და მისთანათა ტექსტში. 4. (სპორტ.). ცხენის ერთგვარი
რიტმული მოძრაობა ჩორთის დროს. 5. კინოსცენარში: მცირე მნიშვნელობის
მქონე სცენა შემსრულებელთა ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლისა.

პასატ-ი [გერმ. Passat] – ტროპიკული ქარი, რომელიც ქრის სუბტროპიკული


სარტყლებიდან ეკვატორისაკენ.

პასებ-ი [ფრანგ. Passes] – ხელების ერთფეროვანი მოძრაობა ავადმყოფის


სახესთან - ჰიპნოზის მდგომარეობაში მის გადასაყვანად.

პასეიზმ-ი [< ფრანგ. Passé წარსული] – წარსულით გატაცება, რომელსაც თან


სდევს გარეგნულად გულგრილი, სინამდვილეში კი მტრული დამოკიდებულება
აწმყოსადმი; კონსერვატიზმი.

პასეისტ-ი - პასეიზმით გამსჭვალული.

პასიანს-ი [ფრანგ. Patience] – ბანქოს გაშლა გარკვეული წესით.

პასივ-ი [ლათ. Passivus ვნებითი, უმოქმედო] – 1. (ბუხჰალტ.). წარმოების


ვალებისა და ვალდებულებათა ერთობლიობა (საპირისპ. აქტივი). 2. (გრამატ.).
ვნებითი გვარი ზმნისა. 3. (გადატ.). უარყოფითი მხარე რისამე.

პასივაცია [< ლათ. Passivus უმოქმედო] – (ტექ.). ჟანგეულის თხელი ფენის


შექმნა ლითონის ზედაპირზე - კოროზიისაგან დაცვის მიზნით.

პასიონ-ი [ფრანგ. Passion, გერმ. Passoon < ლათ. Passio ვნება, ტანჯვა] –
მუსიკალური ნაწარმოები სახარების ტექსტზე - იუდას ღალატის, იესო ქრისტეს
დატყვევებისა და ჯვარცმის შესახებ; „ვნებანი».

პასიურ-ი [ლათ. Passivus] – 1. უმოქმედო, არაენერგიული; განურჩეველი


(საპირისპ. აქტიური). 2. (გრამატ.). ვნებითი გვარისა (ზმნა).

პასიფლორა [ლათ. Passio ვნება, ტანჯვა და flos (floris) ყვავილი] – ტროპიკული


ხვიარა მცენარე; ზოგ სახეობას აშენებენ როგორც დეკორატიულს (ქართ. სინონ.
ვნების ყვავილი).

პასკალ-ი - წნევისა და მექანიკური ძაბვის ერთეული (ერთეულთა


საერთაშორისო სისტემაში) [ფრანგი მეცნიერის ბ. პასკალის (Pascal, 1623-1662 წწ.)
გვარის მიხედვით] –.

პასკვილ-ი [გერმ. Pasquill < იტალ.] – ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელი


ნაწარმოები.

პასკვილანტ-ი - პასკვილის შემთხზველი.

პასპარტუ [ფრანგ. Passe-partout] – 1. წიგნებში, ჟურნალებში ჩართული სქელი


ქაღალდის ფურცელი, რომელზედაც დაწებებულია ილუსტრაცია. 2. სურათის
ჩარჩო, მუყაოსაგან გაკეთებული.
პასპორტ-ი [ფრანგ. Passeport] – 1. ვისიმე პირადობის, მოქალაქეობის
დამადასტურებელი დოკუმენტი. 2. სარეგისტრაციო მოწმობა, რომელშიც
შეტანილია ცნობები რაიმე წარმოების, მოწყობილობის, საყოფაცხოვრებო საგნის
და მისთ. შესახებ. მაგ., მაცივრის პასპორტი. 3. ტრანსპორტის ყოველი ცალკე
ერთეულის სარეგისტრაციო მოწმობა.

პასპორტიზაცია - პასპორტის შემოღება; რისამე პასპორტების შედგენა.

პასპორტისტ-ი - მოსამსახურე, რომელიც აწარმოებს პასპორტების (იხ.


პასპორტი, მნიშვ. 1) გაწერას; მეპასპორტე.

პასტა [იტალ. Pasta - რაიმე ნივთიერების ცომისებური მასა. მაგ., კბილის


პასტა.

პასტელ-ი [იტალ. Pastello] – 1. რბილი ფერადი ფანქრები ფერწერისათვის;


ამზადებენ დაწნეხილი საღებავი ფხვნილისაგან. 2. ფერწერის ტექნიკა, რომელიც
ემყარება ამ ფანქრების გამოყენებას. 3. ასეთი ფანქრებით შესრულებული ნახატი.

პასტერიზატორ-ი - პასტერიზაციისათვის საჭირო აპარატი.

პასტერიზაცია და პასტერიზება - საკვები პროდუქტების გაცხელება იმდენად,


რომ დაიღუპოს მავნე მიკროორგანიზმები, მაგრამ შენარჩუნებულ იქნეს
პროდუქტების გემო, ვიტამინები და სხვა სასარგებლო თვისებები [ფრანგი
ბაქტერიოლოგის ლუი პასტერის (Pasteur, 1822-1895) სახელის მიხედვით] –.

პასტილა [გერმ. Pastille < ლათ.] – გახეხილი და შაქართან ერთად


მოხარშული ხილისაგან მომზადებული ცომისებური ტკბილეული, რომელსაც
ჩვეულებრივ შერეული აქვს ათქვეფილი ცილა.

პასტილაჟ-ი [ფრანგ. Pastillage] – 1. საკონდიტრო საქმეში: ცომისა და


შაქრისაგან მომზადებული ფიგურული ნაწარმი. 2. თიხის ფიგურა, ხელით
გამოძერწილი.

პასტიჩო [იტალ. Pasticcio პაშტეტი; გადატ.: ნარევი, დომხალი] – სახუმარო


ოპერა, რომლის მუსიკა (არიები, დუეტები და მისთ.) ნასესხებია სხვადასხვა
პოპულარული ოპერიდან (ოღონდ ტექსტი შეცვლილია); გავრცელებული იყო მე-
18 ს. იტალიაში.

პასტოზურ-ი [ლათ. Pastosus] – (მედიც.). მოდუნებული, მოშვებული.

პასტოზურობა [იტალ. < Pastoso ცომის მაგვარი] – თავისებურება ფერწერული


ფაქტურისა, რომელიც გამოირჩევა ფუნჯის მსხვილი, რელიეფური წანასმებით.

პასტორ-ი [გერმ. Pastor < ლათ.] – პროტესტანტების მღვდელი.

პასტორალ-ი [ფრანგ. Pastorale] – ევროპულ ლიტერატურასა და ხელოვნებაში


(მე-14 - 18 სს.): ჟანრი, რომლისთვისაც დამახასიათებელია ბუნების წიაღში
მწყემსების ცხოვრების იდილიური ასახვა; ამ ჟანრის ნაწარმოები.

პასტორატ-ი - 1. პასტორის თანამდებობა. 2. პასტორის მრევლი.


პასქალია [ბერძ. Pascha აღდგომა < ძვ. ებრ. Pesach გავლა] – (ეკლ.). კრებული
წესებისა, რომელთა მიხედვითაც არკვევენ, თუ როდის მოდის აღდგომა ყოველ
ცალკეულ წელს.

პატ-ი [ფრანგ. Pat] – მდგომარეობა ჭადრაკის თამაშში, როდესაც მოთამაშეს


არ შეუძლია მორიგი სვლის გაკეთება ისე, რომ მის მეფეს არ შეექმნას ქიშის
საფრთხე (ითვლება ყაიმად); ფათა.

პატ-ი [ფრანგ. Päte] – ერთგვარი მარმელადი.

პატენტი [ლათ. Patens (Patentis) ღია, აშკარა] – 1. მოწმობა, რომელიც


ადასტურებს გამომგონებლის განსაკუთრებულ უფლებას გამოგონებაზე . 2.
მოწმობა, რომელიც ეძლევა კერძო ვაჭრობის ან რეწვის უფლებას.

პატერ-ი [ლათ. Pater მამა] – კათოლიკეთა მღვდელი.

პატერა [ლათ. Paterა] – ტაფისებური ჭურჭელი; იყენებდნენ ანტიკურ ხანაში


ღმერთებისათვის ღვინის შესაწირავად.

პატერნალიზმ-ი [< იტალ. Paternale მამობრივი] – 1. კაპიტალისტურ ქვეყნებში:


მუშების ნაწილის მოსყიდვა „მამობრივი ზრუნვით» (ხელფასის მომატებით,
პრემიებით და სხვ.) კლასობრივი ბრძოლისაგან მათი ჩამოშორების მიზნით. 2.
ნეოკოლონიალიზმის ერთ-ერთი ფორმა - მსხვილი კაპიტალისტური
სახელმწიფოების მიერ სუსტად განვითარებული ქვეყნებისათვის ეკონომიკური და
სხვა „დახმარება», რომლის მიზანია ამ ქვეყნების დამონება.

პატერნოსტერ-ი [ინგლ. Paternoster კრიალოსანი] – ერთგვარი სამგზავრო


ლიფტი, რომელსაც აქვს ერთმანეთის მიყოლებით განუწყვეტლივ მოძრავი
კაბინები.

პატინა [იტალ. Patina] – სხვადასხვა ფერის (მწვანიდან მუქ ყავისფრამდე)


ძალიან თხელი ფენა ჟანგისა, რომელიც ჩნდება სპილენძის, ბრინჯაოს და
თითბრის ზედაპირზე (ბუნებრივად ან სპეციალური დამუშავების შედეგად); იცავს
ნაკეთობას კოროზიისაგან და აქვს დეკორატიული მნიშვნელობა; ზოგჯერ პატინას
უწოდებენ თაბაშირის ნაკეთობის ბრინჯაოსფრად შეღებილობას.

პატინირება - პატინით დაფარვა, დაჟანგვა.

პატინკო და პაჩინკო [იაპ.] – იაპონიაში: ფულზე სათამაშო ავტომატური


ბილიარდი; სამორინე, სადაც ასეთ ავტომატებზე თამაშობენ.

პატიო [ფრანგ. Patio] – შიგნითა პატარა ეზო.

პატისონ-ი [ფრანგ. Patisson] – ერთგვარი გოგრა; ბრტყელი ყაბაყი.

პატრ-ი [ფრანგ. Pätre] – საფრანგეთში: მოძღვარი, მღვდელი.

პატრიარქ-ი [ბერძ. Patriarches] – 1. ავტოკეფალიის მქონე


მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი სასულიერო პირის ტიტული; ამ
ტიტულის მქონე პირი. 2. (ეთნ.). გვარის ფუძემდებელი; წინაპარი, მამამთავარი. 3.
უფროსი, მამასახლისი. 4. გადატანით იტყვიან მოღვაწეობის რაიმე დარგის უხუცეს
წარმომადგენელზე, რისამე ფუძემდებელზე.

პატრიარქალურ-ი - 1. პატრიარქატთან დაკავშირებული. მაგ.,


პატრიარქალური წყობილება. 2. ძველი ტრადიციების, ძველ ზნე-ჩვეულებათა
ერთგული; ახალი კულტურისათვის უცხო; დრომოჭმული.

პატრიარქატ-ი - 1. პირველყოფილ-გვაროვნული წყობილების უკანასკნელი


(მატრიარქატის მომდევნო) პერიოდი, რომლისთვისაც დამახასიათებელია
მამაკაცის ბატონობა მეურნეობასა და საზოგადოებრივ ურთიერთობაში. 2.
ეკლესია, რომელსაც პატრიარქი მეთაურობს.

პატრიკიოს-ი - (მოძვ.). იგივეა, რაც პატრიცი.

პატრიმონიალურ-ი [ლათ. Patrimonialis] – (სამართ.). მემკვიდრეობითი,


გვაროვნული.

პატრიმონიუმ-ი [ლათ. Patrimonium] – (სამართ.). მემკვიდრეობითი


საგვარეულო ქონება.

პატრიოტ-ი [ბერძ. Patriotes თანამემამულე] – 1. ადამიანი, რომელსაც უყვარს


თავისი სამშობლო; თავისი ქვეყნის, თავისი ხალხის ერთგული; მამულიშვილი. 2.
(გადატ.). იტყვიან ადამიანზე, რომელიც რისამე ერთგულია, რომელსაც რამე
ძალიან უყვარს. მაგ., უნივერსიტეტის პატრიოტი.

პატრიოტიზმ-ი - სამშობლოს სიყვარული, თავისი ქვეყნის, თავისი ხალხის


ერთგულება; მამულიშვილობა.

პატრისტიკა [< ბერძ. Pater (Patros) მამა] – ქრისტიანული ფილოსოფია ე. წ.


„ეკლესიის მამებისა» (იოანე დამასკელისა და სხვათა), რომლებიც გააფთრებით
იბრძოდნენ წარმართობისა და ანტიკური მატერიალიზმის წინააღმდეგ;
წინამორბედია შუასაუკუნეობრივი სქოლასტიკისა.

პატრიცა [გერმ. Patrize] – (პოლიგრ.). რელიეფური (ამობურცული) საბეჭდი


ფორმა (შდრ. მატრიცა, მნიშვ. 1, 2).

პატრიცი [ლათ. Patricius] – 1. ძველ რომში: პრივილეგიური წოდების


წარმომადგენელი. 2. შუა საუკუნეებში: პირი, რომელიც ეკუთვნოდა გერმანული
საიმპერიო თავისუფალი ქალაქების არისტოკრატებს.

პატრიციატ-ი - შუა საუკუნეებში: ქალაქის საზოგადოების უმაღლესი, ყველაზე


მდიდარი ფენა, ქალაქის მმართველები.პატროკლე [ბერძ. Pატროკლდს] – ძველ
ბერძნულ ეპოსში: ტროის ომის გმირი, აქილევსის მეგობარი; მოკლა ჰექტორმა .

პატროლოგია [ბერძ. Pater (პატროს) მამა და ლოგოს მოძღვრება] – 1.


ღვთისმეტყველების ნაწილი, რომელიც სწავლობს ე. წ. „ეკლესიის მამათა» (იოანე
დამასკელის და სხვ.) თხზულებებს. 2. ამ თხზულებათა კრებული.

პატრონაჟ-ი [ფრანგ. Patronage] – ავადმყოფებისა და ბავშვების


ორგანიზებული სამედიცინო მომსახურება შინ, ოჯახის პირობებში.
პატრონატ-ი [ლათ. Patronatus] – 1. საბჭოთა კავშირში: ობოლი ან მშობლებთან
კავშირგაწყვეტილი ბავშვების ნებაყოფლობითი აყვანა ოჯახებში აღსაზრდელად
სახელმწიფო ორგანოებთან ხელშეკრულების საფუძველზე. 2. ძველ რომში:
მფარველობის სისტემა, რომლის დროსაც არასრულუფლებიანი ან ღარიბი
მოქალაქეები დამოკიდებული იყვნენ მდიდარ და გავლენიან მოქალაქეებზე. 3.
(გადატ.). მფარველობა.

პატრონესა [ფრანგ. Patronesse] – ბურჟუაზიულ საზოგადოებაში: ქალი,


რომელიც მფარველობას უწევს რაიმე საქველმოქმედო დაწესებულებას.

პატრონიმ-ი [ფრანგ. Patronyme < ბერძ.] – სახელი, რომელიც წარმოდგება


მამის სახელიდან (შდრ. მატრონიმი).

პატრონიმია [ბერძ. Patronymia < Pater (Patros) მამა და onyma სახელი] –


საზოგადოებრივი ორგანიზაციის ერთ-ერთი ფორმა; დამახასიათებელია
პატრიარქალურ-გვაროვნული წყობილებისათვის და ხშირად დაცულია
კლასობრივ საზოგადოებაშიც (თვით იმპერიალიზმის ეპოქამდე); წარმოადგენს
მონათესავე ოჯახების ჯგუფს, რომლებიც იხსენიება მათი დამაარსებლის
სახელით.

პატრონტაშ-ი [გერმ. Patrontasche] – სავაზნე ჩანთა; ფალასკა.

პატრულ-ი [ფრანგ. Patrouille] – 1. მცირე შეიარაღებული რაზმი (სამხედრო


ქვეგანაყოფისა, მილიციისა და სხვ.) ან სამხედრო გემი, თვითმფრინავი,
რომელიც თვალყურს ადევნებს წესრიგს, უშიშროებას გარკვეულ რაიონში. 2.
(საუბ.). ასეთი რაზმის წევრი.

პატრულირება - პატრულის სამსახურის შესრულება.

პატუა [ფრანგ. Patois] – (ლინგვ.). საფრანგეთში: ადგილობრივი კილოკავი.

პაუზა [ბერძ. Pausis შეწყვეტა] – 1. ხანმოკლე შეჩერება მეტყველების დროს. 2.


(მუს.). ბგერადობის შეჩერება განსაზღვრული ხნით; ასეთი შეჩერების ნიშანი. 3.
საერთოდ, დროებით შეწყვეტა რისამე.

პაუპერ-ი [ლათ. Pauper] – არსებობის ყოველგვარ საშუალებას მოკლებული;


ღატაკი.

პაუპერიზაცია - მშრომელთა მასობრივი გაღატაკება ექსპლუატაციაზე


დაფუძნებული კლასობრივი საზოგადოების პირობებში.

პაუპერიზმ-ი - მშრომელთა მასების სიღატაკე ექსპლუატაციაზე დაფუძნებული


კლასობრივი საზოგადოების პირობებში.

პაუშალურ-ი [გერმ. Pauschale] – (ვაჭრ.). ბითუმად აღებული. პაუშალური


რაოდენობა - საერთო რაოდენობა.

პაქიდერმია [ბერძ. Pachydermia სქელკანიანობა] – (მედიც.). კანის


პათოლოგიური გასქელება.
პაქიმენინგიტ-ი [ბერძ. Pachys სქელი და მენინგიტი] – (მედიც.). თავის ან
ზურგის ტვინის მაგარი გარსის ანთება.

პაქტ-ი [ლათ. Pactum] – საერთაშორისო ხელშეკრულება, ჩვეულებრივ დიდი


პოლიტიკური მნიშვნელობისა.

პაშტეტ-ი [ლათ. Pastete] – წმინდად დაკეპილი ხორცის, თევზის ან სხვა


პროდუქტებისაგან მომზადებული საჭმელი.

პაჩინკო - იხ. პატინკო.

პაჩულ-ი [ინგლ. Patchouli] – ტროპიკული მცენარე, ნახევრად ბუჩქი; მისი


სამშობლოა ფილიპინის კუნძულები; ჩვენში აშენებენ აფხაზეთში; მისგან იღებენ
ეთეროვან ზეთს საპარფიუმერიო მრეწველობისათვის.

პაციენტ-ი [ლათ. Patiens (Patientis) ვნებული, შეწუხებული (ტკივილით)] –


ავადმყოფი თავისი მკურნალი ექიმის მიმართ.

პაციფიზმ-ი [< ლათ. Pacificus დამწყნარებელი,დამშოშმინებელი] –


ბურჟუაზიულ-ლიბერალური მიმდინარეობა, რომელიც ილაშქრებს ყოველგვარი
ომების, მათ შორის სამართლიანი (ეროვნულ-განმათავისუფლებელი,
რევოლუციური) ომების წინააღმდეგ.

პაციფიკაცია [ლათ. Pacificatio დაშოშმინება] – აჯანყების, სახალხო


აღშფოთების ჩაქრობა დასასჯელი ღონისძიებებით.

პაციფისტ-ი - პაციფიზმის მომხრე.

პეან-ი და პეონ-ი [ბერძ. Painნ და Paidon] – 1. ძველ ბერძნულ პოეზიაში:


აპოლონის (იშვიათად სხვა რომელიმე ღმერთის) სადიდებელი ჰიმნი. 2. ძველ
ბერძნულ ლექსთწყობაში: სამი მოკლე და ერთი გრძელი მარცვლისაგან
შემდგარი მუხლი.

პეგას-ი [ლათ. Pegasos] – 1. ბერძნულ მითოლოგიაში: ფრთოსანი მერანი. 2.


(ასტრ.). ცის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს დიდი თანავარსკვლავედი.

პეგმატიტ-ი [< ბერძ. Pegma (Pegmatos) კავშირი] – მსხვილმარცვლოვანი ქანი


მაგმური წარმოშობისა; იყენებენ მინისა და კერამიკის წარმოებაში.

პედაგოგ-ი [ბერძ. Paidagogos აღმზრდელი] – სპეციალური განათლების მქონე


პირი, რომელიც მასწავლებლის ან აღმზრდელის საქმიანობას ეწევა.

პედაგოგია [ბერძ. Paidagogia] – (მოძვ.). 1. ბავშვთა აღზრდა და სწავლება. 2.


იგივეა, რაც პედაგოგიკა.

პედაგოგიკა [ბერძ. Paidagogike] – მეცნიერება აღზრდის, განათლებისა და


სწავლების შესახებ.

პედალ-ი [ფრანგ. Pédale] – მანქანის, მუსიკალური საკრავისა და სხვათა


ფეხის ბერკეტი; სატერფული.
პედანტ-ი [იტალ. Pedante] – ადამიანი, რომელიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს
საქმის გარეგნულ მხარეს, წვრილმანებს, განუხრელად იცავს ფორმალურ წესებს
და ამასვე მოითხოვს სხვებისაგან; ასოკირკიტა.

პედანტიზმ-ი - პედანტის თვისება; გადაჭარბებული სიზუსტე.

პედანტურ-ი - პედანტიზმით გამსჭვალული; პედანტის დამახასიათებელი .


მაგ., პ. ადამიანი. პ. დამოკიდებულება.

პედელ-ი [გერმ. Pedell] – 1. შუა საუკუნეებში: მსახური სასამართლოში. 2.


ზედამხედველი გერმანიისა და რევოლუციამდელი რუსეთის უნივერსიტეტებში.

პედერასტ-ი - მამაკაცი, რომელიც პედერასტიას მისდევს.

პედერასტია [ბერძ. Paiderastia ბიჭების სიყვარული] – სქესობრივი


გარყვნილება - სქესობრივი ურთიერთობა მამაკაცებს შორის; მამათმავლობა.

პედიატრ-ი - პედიატრიის სპეციალისტი, ბავშვთა ექიმი.

პედიატრია [ბერძ. Pais (Paidos) ბავშვი და iatreuo ვმკურნალობ] – მედიცინის


ნაწილი, რომელიც სწავლობს ბავშვთა დაავადებებსა და მათ მკურნალობას.

პედიკიურ-ი [ფრანგ. Pédicure < ლათ. Pes (პედის) ფეხი და curo ვუვლი,
ვასუფთავებ] – ფეხის ფრჩხილების საგანგებო გაწმენდა-გაპრიალება, აგრეთვე
ფეხზე კოჟრების

პედიკულეზ-ი [< ლათ. Pediculus ტილი] – ტილიანობა.

პედოლოგ-ი - პედოლოგიის მიმდევარი.

პედოლოგია [ბერძ. Pais (Paidos) ბავშვი და logos მოძღვრება] – მეცნიერება


აღზრდის შესახებ; ბავშვთა განვითარებისათვის გადამწყვეტად მიჩნევს
მემკვიდრეობის გავლენას და რაღაც უცვლელი სოციალური გარემოს
ზემოქმედებას.

პედომეტრ-ი [ლათ. Pes (Pesis) ფეხი და ბერძ. metreo ვზომავ] – ხელსაწყო,


რომელიც ავტომატურად ითვლის გადადგმულ ნაბიჯებს; ბიჯსაზომი.

პეზეტა - იხ. პესეტა.

პეზო - იხ. პესო.

პეიზან-ი [< ფრანგ. Paysan გლეხი] – გლეხის იდილიური სახე მე-18 საუკ.
ბოლოს და მე-19 საუკ. დასაწყისის მხატვრულ ნაწარმოებებში; დამახასიათებელია
სენტიმენტალისტთა შემოქმედებისათვის.

პეიზაჟ-ი [ფრანგ. Paysage] – 1. რაიმე ადგილის საერთო ხედი; ბუნების სურათი.


2. სურათი, ნახატი, რომელზედაც ბუნებაა ასახული.

პეიზაჟისტ-ი - პეიზაჟის სპეციალისტი მხატვარი.

პეიორატიულ-ი [< ლათ. Peior უარესი] – (ლინგვ.). დაცინვითი, აგდებითი.


პეკ-ი [ჰოლანდ. Pek] – მაგარი ან ბლანტი მასა შავი ფერისა; წარმოადგენს
ხის, ტორფის ან ქვანახშირის კუპრის გამოხდის ნარჩენს; იყენებენ
ჰიდროსაიზოლაციო მასალების, ნახშირის ბრიკეტების, ტოლის და სხვ.
დასამზადებლად.

პეკან-ი [ინგლ. Pecan] – კაკლის მონათესავე ხე; მისი ნიგოზი შეიცავს 70%-მდე
ზეთს; ველურად იზრდება ჩრდილო ამერიკაში; ჩვენში გაშენებულია შავი ზღვის
სანაპიროზე.

პეკინეზ-ი [ინგლ. Pekinese პეკინელი, პეკინური] – პატარა მოკლეფეხებიანი და


აპრეხილცხვირიანი ძაღლი; აქვს ნაზი გრძელი ბეწვი.

პეკულიუმ-ი [ლათ. Peculium საკუთრება, ქონება < Pecus საქონელი] – ძველ


რომში: ქონება, რომელსაც გვარის უფროსი გამოუყოფდა ხოლმე გვარის წევრებს
(ვაჟიშვილებს, მონებს).

პელაგიალ-ი [< ბერძ. Pelagos ზღვა] – (ბიოლ.). ტბების, ზღვებისა და


ოკეანეების წყლის სიზრქე როგორც პელაგური ორგანიზმების (პლანქტონის ,
ნექტონის, პლეისტონის) ბინადრობის გარემო (საპირისპ. ბენთალი).

პელაგრა [ლათ. Pellis კანი და ბერძ. agra ტაცება] – დაავადება, რომელსაც


იწვევს საკვებში ვიტამინ PP-ს (ნიკოტინის მჟავას) ნაკლებობა; დამახასიათებელია
კანისა და კუჭ-ნაწლავის დაზიანება, ფსიქიკური აშლილობა და სხვ.

პელაგურ-ი [< ბერძ. Pelagos ზღვა] – ზღვის მოქმედების შედეგად


წარმოქმნილი; ზღვასთან დაკავშირებული; ზღვისა. მაგ., პ. თევზები. პელაგური
არე - (გეოგრ.). ღია ზღვის წყალსატევები. პელაგური ნალექები - (გეოლ.). ღია
ზღვის ორგანოგენური ნალექები, რომლებიც წარმოიქმნება 2-6 ათასი მეტრის
სიღრმეზე. პელაგური ორგანიზმები - (ბიოლ.). მცენარეები და ცხოველები,
რომლებიც ბინადრობენ წყლის სიზრქეში და მის ზედაპირზე: პლანქტონი,
ნექტონი, პლეისტონი (შდრ. ბენთოსი).

პელამიდა [ბერძ. Pelamys (Pelamydos)] – 1. ძვირფასი თევზი სკუმბრიების


ოჯახისა; იწონის 7 კგ-მდე; ბინადრობს ატლანტის ოკეანის ნაპირებთან;
ზაფხულობით შემოდის შავ ზღვაში ქვირითის დასაყრელად და გამოსაკვებად. 2.
გველის მსგავსი წყლის ქვეწარმავალი 1 მ-მდე სიგრძისა; ფართოდ არის
გავრცელებული ტროპიკულ ზღვებში.

პელასგებ-ი [ბერძ. Pelasgoi] – ანტიკურ ავტორთა ცნობებით: საბერძნეთის


უძველესი (არაბერძენი) მოსახლეობა.

პელენგ-ი [ჰოლანდ. Peiling] – კუთხე კომპასის ისრის მიმართულებასა და იმ


მიმართულებას შორის, რომლის გაყოლებითაც ჩანს მოცემული საგანი ან ისმის
მოცემული ბგერა.

პელენგ-ი [ჰოლანდ.] – თვითმფრინავების ისეთი წყობა, როდესაც ისინი


ერთმანეთს კუთხით (საფეხურებად) მისდევენ.

პელენგატორ-ი - პელენგაციისათვის საჭირო ხელსაწყო.


პელენგაცია და პელენგირება - რისამე ადგილსამყოფლის დადგენა
პელენგის განსაზღვრის გზით. მაგ., რადიოსადგურის პელენგაცია.
თვითმფრინავის პელენგაცია.

პელერინა [ფრანგ. Pelerine] – მოკლე მოსასხამი, რომელიც ჩვეულებრივ


წელამდე არ სწვდებათ.

პელიკან-ი [ბერძ. Pelekan] – ვარხვი (წყლის ფრინველი).

პელიკულა [ლათ. Pellicula (კნინ.) < Pella კანი, ტყავი] – (ბიოლ.). ზოგი
ერთუჯრედიანი ორგანიზმის გარსი.

პელიტებ-ი [< ბერძ. Pelos თიხა] – (გეოლ.). წვრილმარცვლოვანი, უპირატესად


თიხოვანი ნალექი ქანები.

პელმენ-ი [რუს. Пелмени (მრ.)] – ხინკლისმაგვარი საჭმელი.

პელორ-ი [< ბერძ. Pelorios უზარმაზარი] – (ბოტან.). ყვავილი, რომელსაც


სწორი (აქტინომორფული) გვირგვინი აქვს - განსხვავებით იმავე მცენარის სხვა
ყვავილებისაგან, რომლებსაც აქვთ არასწორი (ზიგომორფული) გვირგვინები.

პელოტა [ფრანგ.] – ბასკების ხალხური ბურთაობა - ყველაზე უფრო სწრაფი


თამაში მსოფლიოში (ბურთის სიჩქარე აღწევს 250 მდე კმ-ს საათში); პატარა
მაგარი ბურთით ეჯიბრება ერთმანეთს სამ-სამი კაცისაგან შემდგარი ორი გუნდი;
გავრცელდა ევროპასა და განსაკუთრებით, სამხრეთ ამერიკაში.

პემზა [რუს. Пемза < ინგლ. Pumice] – ძალზე მსუბუქი ფოროვანი ქანი
ვულკანური წარმოშობისა; იყენებენ სხვადასხვა ნაკეთობის გასაპრიალებლად,
ლაქების ამოსაყვანად და სხვ.; მინქაფა.

პემზაბეტონ-ი - მსუბუქი ბეტონი, რომლის შემვსებია პემზა.

პემიკან-ი [ფრანგ. Pemmican < ინგლ.] – გამხმარი და ბრიკეტებად დაწნეხილი


ხორცი (პირველად ინდიელები ამზადებდნენ).

პემფიგუს-ი [ბერძ. Pemphix (Pemphigos) ბუშტი] – (მედიც.). კანის მძიმე


დაავადება; დამახასიათებელია ბუშტები კანზე და ლორწოვან გარსებზე;
ბუშტოვანი სირსველი.

პენალტ-ი [ინგლ. Penalty] – ფეხბურთში: თერთმეტმეტრიანი საჯარიმო


დარტყმა.

პენატებ-ი [ლათ. Penates] – (მოძვ.). მშობლიური კერა, სახლი, სახლ-კარი.

პენგე [უნგრ. Pengo წკრიალა] – უნგრეთის ფულის ერთეული 1925-1946 წწ.

პენელოპე [ბერძ. Penelope] – ძველ ბერძნულ ეპოს „ოდისეაში»: ოდისევსის


ცოლი; ერთგულად ელოდებოდა ქმარს 20 წლის განმავლობაში და დაპირებებით
ატყუებდა მრავალ საქმროს, რომლებიც მოსვენებას არ აძლევდნენ.
პენეპლენ-ი [ინგლ. Peneplain] – (გეოლ.). ხმელეთის გასწორებული უბანი,
რომელიც წარმოიქმნა მთიანი ქვეყნის ძალიან ხანგრძლივი ნგრევის შედეგად
შედარებითი ტექტონიკური სიმშვიდის პირობებში.

პენეტრომეტრია [ლათ. Penetro შევაღწევ და ბერძ. metreo ვზომავ] – რაიმე


მასალის კონსისტენციის გაზომვის ხერხი.

პენი [ინგლ. Penny] – ინგლისური ხურდა ფული; უდრიდა გირვანქა


სტერლინგის 1/240-ს (1969-71 წლებიდან, მას შემდეგ რაც ინგლისი მთლიანად
გადავიდა ფულის ათობითი ერთეულების სისტემაზე, შეეფარდება გირვანქა
სტერლინგის 1/100-ს).

პენი [ფინ. Penni] – ფინური ხურდა ფული; უდრის მარკის 1/100-ს.

პენინ-ი - ქლორიტების ჯგუფის მინერალი [პენინის ალპების (იტალიასა და


შვეიცარიაში) სახელის მიხედვით,სადაც პირველად იპოვეს] –.

პენიტენციარ-ი [გვიანდ. ლათ. Poenitentiarius მონანიებული] – 1. რომის პაპის


კარზე: დაწესებულება, რომელიც განაგებს ცოდვების შენდობისა და მისთ.
საკითხებს. 2. ინგლისში და ზოგ სხვა ქვეყანაში: გამოსასწორებელი სახლი;
საკატორღო ციხე.

პენიტენციარულ-ი [გვიანდ. ლათ. Poenitentiarius < ლათ. Poenitentia მონანიება]


– (სამართ.). სასჯელთან დაკავშირებული. პენიტენციარული სისტემა -
კაპიტალისტურ სახელმწიფოებში: სისხლის სამართლის სასჯელის მოხდის წესი
თავისუფლების აღკვეთის სახით.

პენიცილინ-ი [ლათ. Penicillinum] – სამკურნალო პრეპარატი, ანტიბიოტიკი,


რომელსაც იღებენ ობის სოკოს ზოგიერთი სახეობისაგან; იხმარება უმთავრესად
ჩირქოვან-სეფსისურ პროცესებთან დაკავშირებულ დაავადებათა წინააღმდეგ ;
აღმოაჩინა ინგლისელმა მიკრობიოლოგმა ა. ფლემინგმა 1929 წ.

პენ-კლუბ-ი [ინგლ. Pen-club < Pen კალამი და ამავე დროს შემოკლ. სამი
სიტყვისა: პოემ, ესსაყ, ნოველ - ლექსი, ნარკვევი, რომანი] – სხვადასხვა
პოლიტიკური და მხატვრული მიმართულების მწერალთა გაერთიანება; დააარსეს
ინგლისელმა მწერლებმა ჯ. გოლზუორთიმ და კ. ა. დაუსონ-სკოტმა 1921 წ.

პენოლოგ-ი - პენოლოგიის სპეციალისტი.

პენოლოგია [ლათ. Poena სასჯელი და ბერძ. Logos მოძღვრება] – მეცნიერება


სასჯელისა და ციხეების შესახებ.

პენს-ი [ინგლ. Pence (მრ. სიტყვისა Penny)] – იგივეა, რაც პენი.

პენსია [ლათ. Pensio გადახდა] – ფულადი დახმარება, რომელსაც


რეგულარულად იღებენ მოქალაქეები კანონით დადგენილ (მოხუცებულობის,
ინვალიდობის და მისთ. გამო).

პენსიონერ-ი [ფრანგ. Pensionnaire] – პირი, რომელიც პენსიას იღებს.


პენსნე [ფრანგ. Pince-nez] – სათვალე, რომელსაც საყურე რკალების ნაცვლად
აქვს ზამბარაკი ცხვირზე დასამაგრებლად.

პენტა [< ბერძ. Pente ხუთი] – რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი;
ნიშნავს ხუთს. მაგ., პენტაედრი. პენტამეტრი.

პენტაგონ-ი [ინგლ. Pentagon < ბერძ. Pentagonon ხუთკუთხედი] – ხუთკუთხიანი


შენობა (ქ. ვაშინგტონთან ახლოს), რომელშიც მოთავსებულია ამერიკის
შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრო; გადატანით - აშშ-ის სამხედრო
უწყება.

პენტაგონალურ-ი - (მათემ.). ხუთკუთხიანი, ხუთკუთხედი.

პენტაგრამა [ბერძ. Pente ხუთი და gramma ხაზი] – 1. წესიერი ხუთკუთხედი,


რომლის ყოველ გვერდზე აგებულია ტოლფერდა სამკუთხედები. 2. შუა
საუკუნეებში: ამულეტზე გამოხატული მაგიური ნიშანი.

პენტაგრიდ-ი [ბერძ. Pente ხუთი და ინგლ. grid ბადე] – იგივეა, რაც ჰეპტოდი.

პენტაედრ-ი [ბერძ. Pente ხუთი და hedra გვერდი] – (მათემ.). ხუთწახნაგოვანი


სხეული.

პენტათლონ-ი [ბერძ. Pentathlon < Pente ხუთი და athlon შეჯიბრება] – ძველ


საბერძნეთში: კლასიკური ხუთჭიდი - სიგრძეზე ხტომა, რბენა, ბადროს და შუბის
ტყორცნა და ჭიდაობა.

პენტამეტრ-ი [ბერძ. Pentametros] – ანტიკურ ლექსთწყობაში: ექვსმუხლიანი


დაქტილი; შედგება ორი ნახევარტაეპისაგან, რომელთაც მოკვეცილი აქვთ ორ -
ორი მოკლე მარცვალი; ჩვეულებრივ იყენებდნენ ელეგიაში.

პენტატონიკა [ბერძ. Pente ხუთი და tonos ტონი] – მუსიკალური სისტემა,


რომელიც დაფუძნებულია ხუთსაფეხურიან გამაზე ნახევარტონების გამოკლებით ;
საფუძვლად უდევს ჩინურ, შოტლანდიურ და ზოგ სხვა ხალხურ მუსიკას.

პენტლანდიტ-ი - მინერალი, რკინა-ნიკლის ალმადანი; მადანი, საიდანაც


ნიკელს იღებენ [ინგლისელი მოგზაურის J. Pentland-ის (მე-19 ს.) სახელის
მიხედვით, რომელმაც პირველად იპოვა ეს მინერალი] –.

პენტოდ-ი [< ბერძ. Pente ხუთი] – ელექტრონმილაკი, რომელსაც აქვს ხუთი


ელექტროდი: ანოდი, კათოდი და სამი ბადე; იყენებენ დაბალი და მაღალი
სიხშირის ელექტრორხევების გენერაციისა და გაძლიერების სქემებში.

პენტოზებ-ი [< ბერძ. Pente ხუთი] – მონოსაქარიდების ჯგუფის ორგანული


ნაერთები, რომელთა ჩონჩხი შედგება ხუთ-ხუთი ატომისაგან.

პენტჰაუზ-ი [ინგლ. Penthouse] – ამერიკის შეერთებულ შტატებში:


იზოლირებული ფეშენებელური ბინა მრავალსართულიანი სახლის ბანზე.

პენუარ-ი [ფრანგ. Peignoir] – 1. ქალის დილის ხალათი მსუბუქი ქსოვილისა. 2.


თეთრი ქსოვილი (ზეწარივით), რომელსაც საპარიკმახეროში აფარებენ კლიენტს
კრეჭის, პარსვისა და მისთ. დროს ტანისამოსის დასაცავად.
პენჩინგბოლ-ი [ინგლ. Punching-ball] – მსხლის მოყვანილობის გასაბერი
ტყავის ბურთი, რომელსაც მოკრივეები ურტყამენ ვარჯიშის მიზნით; სხვანაირად
„მსხალი».

პეონ-ი [ინგლ. Peony] – იორდასალამი, ტყის ყაყაჩო (დეკორატიული


მცენარე).

პეონ-ი [ესპ. Peon] – გლეხი, რომელიც მემამულეზე კაბალური


დამოკიდებულების შედეგად მევალე მონად გადაიქცა (იხ. პეონაჟი).

პეონ-ი - იხ. პეანი.

პეონაჟ-ი [ფრანგ. Peonage] – პეონების (იხ. პეონი) კაბალური


დამოკიდებულება ვალის გადაუხდელობის გამო; ახლაც არის შემორჩენილი
ზოგიერთ კოლონიურ და დამოკიდებულ ქვეყანაში (ლათინურ ამერიკაში,
ეკვატორულ აფრიკაში).

პეპინიერკა [რუს. Пепиниерка < ფრანგ. Pépiniere სანერგე] – მეფის რუსეთში:


ქალთა დახურული საშუალო სასწავლებლის (ქალთა ინსტიტუტის)
კურსდამთავრებული, რომელიც დატოვებული იყო იქვე პედაგოგიური პრაქტიკის
გასავლელად.

პეპლუმ-ი [ლათ. Peplum] – ძველ საბერძნეთსა და რომში: ქალის ზედა


ტანსაცმელი მსუბუქი ქსოვილისა, ნაოჭებიანი, უსახელო; იცვამდნენ ტუნიკაზე .

პეპსინ-ი (უმართებ.). - იხ. პეფსინი.

პეპტიდაზებ-ი - ფერმენტები, რომლებიც ხლეჩენ ცილების დაშლის


სხვადასხვა პროდუქტს (პეპტიდებს).

პეპტიდებ-ი [< ბერძ. Peptos მოხარშული, ჩახარშული] – ორგანული ნაერთები,


რომლებიც შედგება გარკვეული წესით დაკავშირებული ამინმჟავებისაგან.

პეპტიზაცია [< ბერძ. Peptos მოხარშული, ჩახარშული] – გაუხსნელი


ნივთიერების გადასვლის პროცესი კოლოიდური ხსნარის მდგომარეობაში -
განსაკუთრებულ ნივთიერებათა (პეპტიზატორების) მოქმედების შედეგად. მაგ .,
ცხიმების პ. ნაღვლის ზემოქმედების შედეგად.

პეპტონ-ი [< ბერძ. Peptos მონელებული] – (ფიზიოლ.) საჭმლის მონელების


დროს ცილების პირველადი დაშლის პროდუქტი.

პერ-ი [ფრანგ. Pair] – ინგლისში, იაპონიაში (აგრეთვე საფრანგეთში 1848


წლის რევოლუციამდე): თავად-აზნაურთა უმაღლესი ფენის წარმომადგენლების
წოდებულება; ამ წოდებულების მქონე პირი.

პერგამენტ-ი - 1. ხბოს, ბატკნის ან თიკნის ტყავი, განსაკუთრებული წესით


დამუშავებული; იყენებდნენ საწერ მასალად ქაღალდის გამოგონებამდე; ასეთ
მასალაზე შესრულებული ხელნაწერი; ეტრატი. 2. მკვრივი ქაღალდი, რომელიც
ცხიმსა და სისველეს არ ატარებს (პერგამენტის ქაღალდი) [მცირე აზიის ქალაქ
პერგამონის (Pერგამონ) სახელიდან] –.
პერგამინ-ი - გამჭვირვალე მკვრივი ქაღალდი, რომლისაგანაც კალკს
აკეთებენ.

პერგოლა [იტალ. Pergola] – (არქიტ.). ხვიარა მცენარეებით გამწვანებული


მსუბუქი ნაგებობა, რომელიც შედგება ერთმანეთის მიყოლებით დადგმული
თაღებისაგან; აკეთებენ გზების, ბილიკების გაყოლებით პარკებსა და ბაღებში
(საჩრდილობლად, დეკორატიული მიზნით).

პერვერსია და პერვერზია [ლათ. Perversio] – გაუკუღმართება (განსაკუთრებით


სქესობრივი ცხოვრებისა).

პერი- [< ბერძ. Peri ირგვლივ, ახლოს] – რთული სიტყვის პირველი


შემადგენელი ნაწილი; ნიშნავს: ირგვლივ, ახლოს. მაგ., პერიგეა. პერიკარდი.

პერიარტერიიტ-ი [ბერძ. Peri ირგვლივ, ახლოს და ბერძ. arteria (იხ. არტერია)]


– (მედიც.). არტერიის გარეთა ფენების დაზიანება.

პერიაქტებ-ი [ბერძ. Periaktos (მხ.)] – ძველ ბერძნულ თეატრში: დეკორაციები


მბრუნავი სამწახნაგა პრიზმების სახისა.

პერიგეა [ბერძ. Peri ირგვლივ, ახლოს და ge დედამიწა] – (ასტრ.). მთვარის (ან


დედამიწის ხელოვნური თანამგზავრის) ორბიტის წერტილი, რომელიც ყველაზე
უფრო ახლოა დედამიწასთან.

პერიდერმა [ბერძ. Peri ირგვლივ, ახლოს და derma კანი] – (ბოტან.).


მეორეული საფარი ქსოვილი მრავალწლოვანი მცენარის ღეროებზე, ფესვებზე,
ფესურებზე, ბოლქვებზე.

პერიდინეებ-ი [< ბერძ. Peridines ირგვლივ მბრუნავი] – (ბოტან.). უმარტივესი


მიკროსკოპული მოძრავი წყალმცენარეები.

პერიდიუმ-ი [< ბერძ. Peridion ჩანთა, პარკი] – სხვადასხვა სოკოს


ნაყოფსხეულის გარსი; შედგება უჯრედთა ერთი ან რამდენიმე ფენისაგან.

პერიდოტ-ი [ფრანგ. Peridot] – იგივეა, რაც ოლივინი.

პერიდოტიტ-ი [ფრანგ. Peridotite] – მუქი მწვანე ფერის ქანი, რომელიც


უმთავრესად ოლივინისა და პიროქსენებისაგან შედგება.

პერიეკებ-ი და პერიოიკებ-ი [ბერძ. Perioikoi ირგვლივ მცხოვრებნი] – ძველ


საბერძნეთში (სპარტაში, თესალიაში და სხვ.): ზოგი პოლისის მოსახლეობის
არასრულუფლებიანი ნაწილი.

პერიელექტროტონ-ი [ ბერძ. Peri ირგვლივ, ახლოს და (იხ. ელექტროტონი)] –


ნერვის აგზნებადობისა და გამტარობის ცვლილება, რომელიც თავს იჩენს ნერვზე
ზემოქმედების ადგილიდან ცოტაოდენი დაშორებით.

პერიკამბიუმ-ი [ბერძ. Peri ირგვლივ და ლათ. cambium (იხ. კამბიუმი)] –


(ბოტან.). იგივეა, რაც პერიციკლი.
პერიკარდ-ი [ბერძ. Perikardios გულის გარემო] – (ანატ.). გულის გარსი, გულის
პერანგი.

პერიკარდიტ-ი - (მედიც.). პერიკარდის ანთება.

პერიკარპიუმ-ი [ბერძ. Peri ირგვლივ, ახლოს და karpos ნაყოფი] – (ბოტან.).


მცენარის ნაყოფის საფარი, რომელიც ვითარდება ნასკვის კედლებიდან;
ნაყოფსაფარი.

პერიმეტრ-ი [ბერძ. Perimetron] – (მათემ.). ბრტყელი გეომეტრიული ფიგურის


გვერდების სიგრძის ჯამი.

პერიმეტრიტ-ი [ბერძ. Peri ირგვლივ, ახლოს და metra საშვილოსნო] – (მედიც.).


საშვილოსნოს სეროზული აპკის ანთება.

პერინატალურ-ი [ბერძ. Peri ირგვლივ და ლათ. natalis დაბადებასთან,


შობასთან დაკავშირებული] – რაც დაკავშირებულია მშობიარობასთან და იმ
პერიოდთან, რომელიც უშუალოდ მშობიარობას მოსდევს. მაგ., პ. მედიცინა. პ.
მკურნალობა.

პერიოდ-ი [ბერძ. Periodos] – 1. დროის მონაკვეთი, რომელიც განსაზღვრულია


რაიმეთი, უპირისპირდება რასმე; ხანა. მაგ., ზაფხულის პერიოდი. ომისშემდგომი
პერიოდი. 2. დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც მთავრდება რაიმე
განმეორებადი პროცესი. მაგ., რხევის პერიოდი. 3. დროის მონაკვეთი, რომლის
განმავლობაშიც ილექებოდა გეოლოგიური სისტემის შემადგენელი ნალექები ;
გეოლოგიური ერის მონაკვეთი, რომელიც თავის მხრივ ეპოქებად იყოფა. 4.
(მათემ.). ჯგუფი ციფრებისა, რომლებიც მეორდება უსასრულო ათწილადებში. 5.
(გრამატ.). სინტაქსური ერთეული, რომელიც აზრს ვრცლად, დაწვრილებით
გადმოსცემს; ახასიათებს რიტმულად დასრულებული ინტონაცია . 6. (სპორტ .).
ჰოკეისა და წყალბურთში: შეჯიბრების ერთი მონაკვეთის ხანგრძლივობა.

პერიოდიზაცია - პერიოდებად დაყოფა.

პერიოდიკა - (საუბ.). პერიოდული გამოცემები.

პერიოდონტიტ-ი [ბერძ. Peri ირგვლივ და odus (odontos) კბილი] – კბილის


ფესვის გარსისა და მის ირგვლივ არსებული ქსოვილების ანთება.

პერიოდულ-ი - რაც გარკვეული პერიოდის, გარკვეული დროის შემდეგ


ჩნდება ან მეორდება. მაგ., პერიოდული წვიმები. პერიოდული გამოცემა - გაზეთი,
ჟურნალი, რომელიც დროის გარკვეულ მონაკვეთში გამოდის. პერიოდული
ათწილადი - (მათემ.). ათწილადი, რომელშიც უსასრულოდ მეორდება რაიმე
ციფრი ან ციფრების ჯგუფი. (ელემენტთა) პერიოდული სისტემა - ქიმიურ
ელემენტთა კლასიფიკაცია, რომელიც შექმნა დ. მენდელეევმა (1834-1907 წწ.);
ემყარება კანონს, რომლის მიხედვითაც ქიმიურ ელემენტთა თვისებები მათ რიგით
ნომრებზეა დამოკიდებული.

პერიოიკებ-ი - იხ. პერიეკები.


პერიოსტეუმ-ი [ბერძ. Peri ახლოს, გარშემო და osteon ძვალი] – (ანატ.). ძვლის
ზედა ფენა (შემაერთებელი ქსოვილი); ძვლისაზრდელა.

პერიოსტიტ-ი [< ბერძ. Periosteos ძვლის გარემომცველი] – (მედიც.).


ძვლისაზრდელას ანთება.

პერიპატეტიზმ-ი - პერიპატეტიკოსთა მოძღვრება.

პერიპატეტიკოსებ-ი [ბერძ. Peripatetikos მოსეირნე] – ძველი ბერძენი


ფილოსოფოსის არისტოტელეს (384-322 წწ. ძვ. წელთაღრ.) მოწაფეები და
მიმდევრები გადმოცემით არისტოტელე თავის ფილოსოფიურ შეხედულებებს
დროს მოუთხრობდა).

პერიპეტია [ბერძ. Peripeteia] – უეცარი ცვლილება, მოულოდნელი გართულება


ვისიმე ცხოვრებაში, რაიმე მდგომარეობაში და სხვ.

პერიპლ-ი [ბერძ. Periplus < Peripleo ვცურავ ირგვლივ] – ძველი ბერძნული


ლიტერატურის სახეობა; შეიცავს ზღვის ნაპირების გაყოლებით ნაოსნობის
აღწერას.

პერიპტერ-ი [ბერძ. Peripteron < Peri ირგვლივ და pteron ფრთა, გვერდითი


კოლონადა] – (არქიტ.). ძველი ბერძნული ტაძრის ტიპი - ოთხივე მხრიდან
კოლონადით შემორტყმული შენობა.

პერისელენიუმ-ი [ბერძ. Peri (რამესთან) ახლოს და selene მთვარე] – მთვარის


ხელოვნური თანამგზავრის ორბიტის წერტილი, რომელიც ყველაზე ახლოსაა
მთვარესთან.

პერისკოპ-ი [< ბერძ. Periskopeo ირგვლივ ვიხედები, ვათვალიერებ] –


ოპტიკური ხელსაწყო დაფარული ადგილიდან, წყალქვეშა ნავიდან, ტანკიდან და
მისთანათაგან სათვალთვალოდ.

პერისკოპულ-ი [< ბერძ. Periskopeo ირგვლივ ვიხედები, ვათვალიერებ] –:


პერისკოპული ანტენა - რთული სარკიანი ანტენა; იყენებენ უპირატესად
რადიორელეური კავშირგაბმულობის ხაზებში. პერისკოპული მინები - სათვალის
მინები, რომლებიც ერთი მხრით გამოზნექილია და მეორე მხრით ჩაზნექილი ან
ბრტყელი.

პერისპერმ-ი [ბერძ. Peri ირგვლივ, ახლოს და sperma თესლი] – (ბოტან.).


დამატებითი საკვები ქსოვილი, რომელსაც ჩანასახი იყენებს გაღივების დროს
(შდრ. ენდოსპერმი).

პერისტალტიკა [< ბერძ. Peristaltikos მომჭერი] – (ფიზიოლ.). ღრუ ორგანოთა


(საყლაპავი მილის, კუჭის, ნაწლავების და მისთ.) კედლების ტალღისებური
რიტმული შეკუმშვა-გაფართოება.

პერისტილ-ი [ბერძ. Peristylos] – (არქიტ.). სწორკუთხა ეზო, ბაღი ან მოედანი,


რომელსაც გარს არტყია გადახურული კოლონადა.
პერიტონიტ-ი [< ბერძ. Peritonaion მუცლის აპკი] – (მედიც.). მუცლის აპკის
ანთება.

პერიფერია [ბერძ. Periphereia წრე] – 1. ქვეყნის განაპირა მხარე, ცენტრიდან


დაშორებული ადგილი. 2. რისამე ცენტრიდან დაშორებული ნაწილი.

პერიფრაზ-ი [ბერძ. Periphrasis] – (ლიტ.). გამოთქმა, რომელიც აღწერით


გადმოსცემს სხვა გამოთქმის ან სიტყვის აზრს დედაქალაქი» - ნაცვლად
„თბილისისა». „ცხოველთა მეფე» - ნაცვლად „ლომისა»).

პერიქონდრ-ი [ბერძ. Peri ირგვლივ და chondros ხრტილი] – (ანატ.).


შემაერთებელი ქსოვილი, რომელიც ხრტილს გარს ეკვრის.

პერიქონდრიტ-ი - (მედიც.). პერიქონდრის ანთება.

პერიციკლ-ი [ბერძ. Peri ირგვლივ და kyklos წრე] – (ბოტან.). ქსოვილი


მცენარის ღეროებსა და ფესვებში, რომელიც გარს არტყია გამტარ ქსოვილებს და
შედგება უჯრედთა ერთი ან რამდენიმე ფენისაგან (სხვანაირად პერიკამბიუმი ).

პერიჰელიუმ-ი [ბერძ. Peri (რამესთან) ახლოს და helios მზე] – პლანეტის,


საპლანეტათაშორისო სადგურის და მისთანათა ორბიტის წერტილი, რომელიც
ყველაზე უფრო ახლოსაა მზესთან (საპირისპ. აფელიუმი).

პერკალ-ი [ფრანგ. Percale] – თხელი ბამბის ქსოვილი, ტილოსებურად


ნაქსოვი; იყენებენ საპარაშუტო და ქიმიურ მრეწველობაში, ტექსტოლითის
წარმოებაში და სხვ.

პერკუსია [ლათ. Percussio] – (მედიც.). ავადმყოფის გასინჯვა სხეულზე თითების


ან სპეციალური ჩაქუჩის კაკუნით; გამოცემული ხმის ხასიათით ექიმი არკვევს
შინაგანი ორგანოების მდგომარეობას.

პერლვაის-ი [გერმ. Perlweij] – (ტექ.). ტყვიის თეთრა, რომელიც ლილით არის


შეფერადებული.

პერლიტ-ი [ფრანგ. Perlite] – 1. ვულკანური მინა. 2. ფოლადისა და თუჯის ერთ-


ერთი სტრუქტურული ნაწილაკი, რომელიც წარმოადგენს რკინის კარბიდისა და
რკინის უწვრილესი კრისტალების ნარევს.

პერლონ-ი [გერმ. Perlon] – ერთგვარი სინთეზური ბოჭკო; ასეთი ბოჭკოს


ქსოვილი.

პერლუსტრაცია [< ლათ. Perlustro ვათვალიერებ] – ფოსტით გაგზავნილი


წერილის ფარულად გახსნა სახელმწიფო ორგანოების მიერ (ცენზურის,
ზედამხედველობის და მისთ. მიზნით).

პერმალოი [ინგლ. Permalloy < Perm(eability) შეღწევადობა და alloy შენადნობი]


– (ტექ.). საერთო სახელწოდება ნიკლისა და რკინის ისეთ შენადნობთა ჯგუფისა,
რომლებსაც ახასიათებს დიდი მაგნიტური შეღწევადობა.

პერმანგანატებ-ი [ლათ. Per ზევიდან და manganum (იხ. მანგანუმი)] –


მანგანუმმჟავას მარილები; კალიუმის პ.-ს ქიმიურ პრაქტიკაში იყენებენ როგორც
მჟანგავს, ხოლო მედიცინაში - როგორც სადეზინფექციო საშუალებას
(დამწვრობის დროს და სხვ.).

პერმანენტ-ი [ფრანგ. Permanent < ლათ.] – თმის დახვევა (ელექტრობით და


სხვ.), რომელიც დიდხანს ძლებს.

პერმანენტულ-ი [ლათ. Permanens (Permanentis)] – რაც განუწყვეტლივ


გრძელდება; მუდმივი.

პერმეამეტრ-ი [ინგლ. Perme(bility) შეღწევადობა (< ლათ. Permeo შევაღწევ) და


ბერძ. მეტრეЅ ვზომავ] – (ფიზ.). ხელსაწყო, რომლითაც ზომავენ სხეულების
მაგნიტურ მახასიათებლებს.

პერმინვარ-ი [ინგლ. Perminvar < Perm(eability) შეღწევადობა და invar(iable)


უცვლელი] – (ტექ.). საერთო სახელწოდება ნიკლის შენადნობებისა რკინასა და
კობალტთან; ასეთ შენადნობებს დიდი გამოყენება აქვს
რადიოელექტროტექნიკასა და კავშირგაბმულობის ტექნიკაში.

პერმუტიტებ-ი [< ლათ. Permuto ვცვლი] – ხელოვნური მინერალური


ნივთიერებანი, რომლებიც ქიმიური შემადგენლობითა და თვისებებით ახლოსაა
ბუნებრივ ცეოლითებთან; იყენებენ ხამი წყლის დასარბილებლად და სხვ.

პერნიციოზულ-ი [< ლათ. Perniciosus დამღუპველი] – (მედიც.). ავთვისებიანი.


მაგ., პ. ციება. პერნიციოზული ანემია - სისხლის ავთვისებიანი დაავადება; იწვევს
ვიტამინ B12-ის ნაკლებობა ორგანიზმში (სხვანაირად: ადისონ-ბირმერის
დაავადება).

პერონ-ი [ფრანგ. Perron] – რკინიგზის (მეტროპოლიტენის) სადგურის ბაქანი,


რომელთანაც მატარებელი ჩერდება მგზავრების ჩასასხდომად და
გადმოსასვლელად.

პერპენდიკულარ-ი [ლათ. Perpendicularis შვეული] – სწორი ხაზი, რომელიც


მეორე სწორ ხაზთან ან სიბრტყესთან ქმნის სწორ კუთხეს.

პერპენდიკულარულ-ი - რაც პერპენდიკულარს წარმოადგენს, რაც მოცემულ


ხაზთან ან სიბრტყესთან სწორ კუთხეს ქმნის.

პერპეტუუმ-მობილე [ლათ. Perpetuum mobile] – „მუდმივი ძრავა», რომლის


შექმნის იდეა ეწინააღმდეგება მექანიკის კანონებს.

პერსევერაცია [< ლათ. Persevero ავიხირებ, ავიჩემებ] – აკვიატებული,


არანებისმიერად მრავალგზის განმეორებული მოქმედება; იწვევს თავის ტვინის
ქერქის დაავადება (ან დაღლილობა).

პერსევს-ი [ბერძ. Perseus] – 1. ბერძნულ მითოლოგიაში: ზევსისა და დანაეს


შვილი; გმირი, რომელმაც გორგონა მედუზას მოჰკვეთა თავი, იხსნა ანდრომედე
და სხვ. 2. (ასტრ.). ცის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს თანავარსკვლავედი.
პერსევსიდებ-ი - ერთ-ერთი ყველაზე უხვი და ყველაზე აქტიური მეტეორული
ნაკადი, რომელსაც რადიანტი აქვს პერსევსის თანავარსკვლავედში; ცნობილია
830 წლიდან.

პერსეფონე [ბერძ. Persephone] – ბერძნულ მითოლოგიაში: დემეტრასა და


ზევსის შვილი, დედამიწის მცენარეული ძალებისა და მიწისქვეშეთის, საიქიოს
ქალღმერთი (რომაულ მითოლოგიაში მას შეესაბამება პროზერპინა).

პერსონა [ლათ. Persona] – (მოძვ.). პირი, პიროვნება.

პერსონა გრატა [ლათ. Persona grata სასურველი პიროვნება] – ამა თუ იმ


სახელმწიფოში დიპლომატიურ წარმომადგენლად გასაგზავნი პიროვნება ,
რომლის კანდიდატურაც სასურველადაა მიჩნეული ამ სახელმწიფოს მთავრობის
მიერ. პერსონა ნონ გრატა [ლათ. პერსონა ნონ გრატა არასასურველი პიროვნება ]
– პიროვნება, რომლის კანდიდატურა არასასურველად არის მიჩნეული,
უარყოფილია.

პერსონალ-ი [ლათ. Personalis პირადი] – რაიმე დაწესებულების, საწარმოს და


მისთ. პირადი შემადგენლობა; ერთი და იმავე პროფესიის ადამიანთა
ერთობლიობა. მაგ., ინჟინერ-ტექნიკოსთა პერსონალი.

პერსონალიზმ-ი [< ლათ. Persona პიროვნება] – თანამედროვე ბურჟუაზიული


ფილოსოფიის იდეალისტური მიმდინარეობა, რომელსაც ყოფიერების
პირველსაწყისად პიროვნება მიაჩნია.

პერსონალურ-ი - გარკვეულ პირთან დაკავშირებული; პირადი, პიროვნული.


პერსონალური პენსია - პენსია, რომელიც ენიშნებათ საბჭოთა კავშირის
მოქალაქეებს განსაკუთრებული დამსახურებისათვის. პერსონალური
შემადგენლობა - იმ პირთა შემადგენლობა, რომლებიც მუშაობენ, მსახურობენ
რაიმე წარმოებაში, დაწესებულებაში და სხვ.

პერსონაჟ-ი [ფრანგ. Personnage] – მხატვრული ნაწარმოების (პიესის, რომანის,


კინოფილმის და მისთ.) მოქმედი პირი.

პერსონიფიკაცია და პერსონიფიცირება [ლათ. Persona პიროვნება და facio


ვაკეთებ] – (ლიტ.). ზღაპრებში, იგავებში და სხვ.: ცხოველების, საგნების, ბუნების
მოვლენათა ისე დახატვა, თითქოს მათ ადამიანური თვისებები (აზროვნება,
მეტყველება, გრძნობა და მისთ.) ჰქონდეთ; გაპიროვნება.

პერსპექტივა [ფრანგ. Perspective] – 1. ხედი, პანორამა რისამე, რაც


დამკვირვებლისაგან მნიშვნელოვნადაა დაშორებული. 2. საგნების სიდიდის,
ფორმის, მდგომარეობის მოჩვენებითი ცვალებადობა, რაც გამოწვეულია
დამკვირვებლისგან მათი მეტ-ნაკლები დაშორებით. 3. მოცულობითი საგნებისა
და სივრცის გამოსახვა სიბრტყეზე სიდიდის, მოხაზულობის, მკაფიოობის
მოჩვენებითი ცვალებადობის შესაბამისად, რაც გაპირობებულია
დამკვირვებლისაგან მათი (საგნების) მეტ-ნაკლები დაშორებით; ამ წესით
შესრულებული გამოსახულება რისამე. 4. მხაზველობითი გეომეტრიის ნაწილი,
რომელიც სწავლობს ცენტრალური პროექტირების საშუალებით სიბრტყეზე
სხეულების გამოსახვის წესებს. 5. მომავლის გეგმები; ვისიმე ან რისამე
შესაძლებლობანი მომავალში.

პერსპექტიულ-ი - 1. პერსპექტივასთან დაკავშირებული. 2. რაც მომავალ


განვითარებას ითვალისწინებს; მომავალთან დაკავშირებული. მაგ.,
პერსპექტიული გეგმა.

პერტურბაცია [ლათ. Perturbatio არევ-დარევა, აშლა] – 1. მოვლენათა


ჩვეულებრივი მსვლელობის მოულოდნელი დარღვევა; არევ-დარევა, წესრიგის
მოშლა. 2. (ასტრ.). ცის სხეულის გზის შეცვლა სხვა სხეულების მიზიდულობის
ძალის გამო; შეშფოთება.

პერფექტ-ი [ლათ. Perfectum] – (გრამატ.). ზოგ ენაში: ზმნის ფორმა, რომელიც


გამოხატავს დასრულებულ მოქმედებას ნამყო დროში.

პერფორატორ-ი [ლათ. Perforo გავბურღავ] – 1. მანქანა ნახვრეტების


გასაკეთებლად ქაღალდზე, კინოფირზე და მისთ. 2. მანქანა ქანებში პატარ-პატარა
ჭაბურღილების გასაბურღავად; საბურღი ჩაქუჩი.

პერფორაცია [ლათ. Perforatio] – 1. ქაღალდის, კინოფირის და მისთ. კიდეებზე


გაკეთებული ნახვრეტების სისტემა. 2. რისამე ორგანოს (მაგ., კუჭის, საშვილოსნოს
და სხვ.) კედლის გამჭოლი დაზიანება, გახვრეტა. 3. ქანებში ჭაბურღილების
გაბურღვა.

პერფუზია [ლათ. Perfusio გადასხმა, ჩასხმა] – (ფიზიოლ., მედიც.).


ფიზიოლოგიური ხსნარების, სისხლის ან სხვა სითხეების გაშვება რაიმე ორგანოს,
სხეულის რომელიმე ნაწილის ან მთელი ორგანიზმის სისხლძარღვებში.

პერშ-ი [ფრანგ. Perche] – გრძელი ჭოკი, რომელსაც იყენებენ აკრობატული


ნომრების შესასრულებლად (ცირკში).

პერშერონ-ი [ფრანგ. Percheron < გეოგრ. სახ.] – მსხვილი, საჯაგავი (მძიმე


საზიდარში შესაბმელი) ცხენის ჯიში.

პერცეფცია [ლათ. Percepcio] – (ფსიქ.). ობიექტური სამყაროს, სინამდვილის


ასახვა გრძნობის ორგანოების საშუალებით; აღქმა.

პერციპიენტ-ი [ლათ. Percipiens (Percipientis) მიმღები] – ტელეპათიის სეანსის


დროს: ინფორმაციის მიმღები პირი (შდრ. ინდუქტორი, მნიშვ. 3).

პერჰიდროლ-ი [ლათ. Per -ით, გადა- და ბერძ. Hydor წყალი] – წყლიანი


ხსნარი წყალბადის ზეჟანგისა.

პესარიუმ-ი [ლათ. Pessarium] – კაუჩუკის ან ლითონის რგოლი; სამედიცინო


პრაქტიკაში იყენებენ საშვილოსნოს სწორ მდგომარეობაში გასაჩერებლად მისი
გადაწევის ან გამოვარდნის დროს.

პესეტა [ესპ. Peseta] – ფულის ერთეული ესპანეთში.


პესიმიზმ-ი [< ლათ. Pessimus ძალიან ცუდი] – ყველაფერში ცუდი, ბნელი
მხარეების დანახვა; სევდიანობა, გულგატეხილობა, უიმედობა (საპირისპ.
ოპტიმიზმი).

პესიმისტ-ი - პესიმიზმით გამსჭვალული ადამიანი.

პესიმისტურ-ი - პესიმიზმით გამსჭვალული. მაგ., პ. განწყობილება. პ. ლექსი.

პესიმუმ-ი [ლათ. Pessimum ყველაზე ცუდი, უარესი] – (ფიზიოლ.). ორგანოს ან


ქსოვილის მოქმედების დათრგუნვა, რაც გამოწვეულია მეტისმეტად ძლიერი ან
ხშირი გაღიზიანებით.

პესო [ესპ. Peso] – ფულის ერთეული ლათინური ამერიკის ზოგ ქვეყანაში


(არგენტინაში, კუბაში, მექსიკაში, ურუგვაიში...).

პესტიციდებ-ი [ლათ. Pestis გადამდები სენი, შავი ჭირი და caedo ვკლავ] –


ქიმიური საშუალებანი მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ საბრძოლველად
(ინსექტიციდები, ბაქტერიციდები და სხვ.).

პეტარდა [ფრანგ. Pétard] – 1. სასიგნალო ასაფეთქებელი ჭურვი, რომელსაც


უდებენ ლიანდაგზე მატარებელს - მის გასაჩერებლად მოსალოდნელი
კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით; ჭექუნა. 2. თოფისწამლით გატენილი
ქაღალდის ჭურვი, რომელსაც იყენებენ ფოიერვერკის მოსაწყობად ოთახში.

პეტიტ-ი [ფრანგ. Petit პატარა] – კორპუსზე წვრილი სასტამბო შრიფტი,


რომლის ზომა (კეგელი) უდრის რვა პუნქტს (3 მმ.).

პეტიცია [ლათ. Petitio] – წერილობითი კოლექტიური თხოვნა ხელისუფლების


უმაღლესი ორგანოებისადმი, მთავრობის მეთაურისადმი; კოლექტიური
შუამდგომლობა.

პეტიციონერ-ი [ფრანგ. Petitionnaire] – პეტიციის წარმდგენი.

პეტრაშევსკელებ-ი - რუსეთის ახალგაზრდების ჯგუფი მე-19 ს.-ის 40-იან


წლებში, უტოპიური სოციალისტები და დემოკრატები, რომლებიც ცდილობდნენ
თვითმპყრობელური და ბატონყმური რუსეთის გარდაქმნას [მ. პეტრაშევსკი (М.
Петрашевский, 1821-1866 წწ.) გვარის მიხედვით, რომელთანაც იკრიბებოდნენ
ხოლმე ეს ახალგაზრდები] –.

პეტრინიზმ-ი - ადრინდელი ქრისტიანობის მიმდინარეობა, რომლის


მიმდევრებიც მოითხოვდნენ იუდაიზმის ზოგი ელემენტის შენარჩუნებას
ქრისტიანობაში [ახალი აღთქმის მოციქულის, იესო ქრისტეს ერთ-ერთი უახლოესი
მოწაფის პეტრეს (სიმონ-პეტრეს) სახელის მიხედვით] –.

პეტრიფიკაცია [ბერძ. Petros ქვა და ლათ. facio ვაკეთებ] – (სპეც.). გაქვავება.

პეტრო- [< ბერძ. Petros ქვა, კლდე] – რთული სიტყვის პირველი შემადგენელი
ნაწილი; ნიშნავს ქვასთან, კლდესთან, ქანებთან დაკავშირებულს. მაგ.,
პეტროგლიფი, პეტროგრაფია.
პეტროგლიფებ-ი [ბერძ. Petros ქვა, კლდე და glyphe ამოჭრა, ამოკვეთა] –
გამოქვაბულებში და კლდეზე ამოკვეთილი გამოსახულებანი ცხოველებისა,
ფრინველებისა, თევზებისა, მეომრებისა და ა. შ.

პეტროგრაფია [ბერძ. Petros ქვა და grapho ვწერ] – გეოლოგიის ნაწილი,


რომელიც სწავლობს ქანებს, მათ შემადგენლობას, გავრცელების
კანონზომიერებას, წარმოშობას და სხვ.

პეტროლატუმ-ი [< გვიანდ. ლათ. Petroleum ნავთობი] – მაგარი პარაფინისა და


ნავთობის მაღალბლანტი ზეთის ნარევი; იყენებენ სხვადასხვა საპოხის, ტექნიკური
ვაზელინის, კოსმეტიკური მალამოების და სხვ. დასამზადებლად.

პეტროლოგია [ბერძ. Petros ქვა და logos მოძღვრება] – იგივეა, რაც


პეტროგრაფია.

პეტროფიტებ-ი [ბერძ. Petros ქვა, კლდე და phyton მცენარე] – იგივეა, რაც


ლითოფიტები.

პეტრუშკა [რუს. Петрушка] – თეატრალური თოჯინა, მთავარი კომიკური


პერსონაჟი რუსულ ხალხურ თოჯინების წარმოდგენაში.

პეტუნია [ფრანგ. Pétunia < ამერ.] – ერთგვარი ბალახოვანი მცენარე; მისი


სამშობლოა სამხრეთი ამერიკა; ზოგიერთ სახეობას აშენებენ როგორც
დეკორატიულს.

პეფსინ-ი [< ბერძ. Pepsis საჭმლის მონელება] – 1. კუჭის წვნის ფერმენტი,


რომელიც საჭმლის მონელებისას შლის ცილას. 2. ასეთი ფერმენტისაგან
დამზადებული წამალი.

პექტინებ-ი [< ბერძ. Pektos შედედებული, ლაბისებრი] – პოლისაქარიდები,


რომლებიც მოიპოვება ყველა მიწისზედა მცენარესა და ზოგ წყალმცენარეში;
განსაკუთრებით უხვადაა წვნიანი ხილის ნაყოფში; შაქართან და ხილის წვენთან
ერთად დუღილისასა წარმოქმნის ჟელეს; იყენებენ საკონდიტრო წარმოებაში,
აგრეთვე მედიცინაში (კუჭის დაავადებათა სამკურნალოდ).

პექტორალ-ი [ფრანგ. Pectoral] – გულზე დასაბნევი სამკაული (ჯვარი, ბროში


და მისთ.).

პი [ბერძ. Pi] – ბერძნული π ასოს სახელწოდება; ეს ასო მათემატიკაში


აღნიშნავს ირაციონალურ რიცხვს 3,14159..., რაც გამოხატავს წრეხაზის სიგრძის
შეფარდებას დიამეტრის სიგრძესთან.

პიანიზმ-ი - (მუს.). ფორტეპიანოს დაკვრის ხელოვნების დამახასიათებელი


თვისებები.

პიანინო [იტალ. Pianino] – კლავიშებიანი მუსიკალური საკრავი,


ფორტეპიანოს ერთ-ერთი სახეობა; აქვს ფორმა მაღალი ყუთისა, რომელშიც
სიმები ვერტიკალურად არის დაჭიმული.
პიანისიმო [იტალ. Pianissimo] – (მუს.). პიანოზე უფრო ხმადაბლა, ძალიან
ხმადაბლა (მუსიკალური ნაწარმოების შესრულება).

პიანისტ-ი [ფრანგ. Pianiste] – ფორტეპიანოს დამკვრელი მუსიკოსი.

პიანო [იტალ. Piano] – (მუს.). ხმადაბლა (მუსიკალური ნაწარმოების


შესრულების შესახებ). საპირისპ. ფორტე.

პიანოლა [ინგლ. Pianola < ფრანგ.] – მოწყობილობა, რომელიც ავტომატურად


უკრავს ფორტეპიანოს; როიალი, პიანინო, რომელზედაც ასეთი მოწყობილობაა.

პიასავა [პორტუგ. Piasava < სამხრეთ-ამერიკელ ინდიელთა ტუპი-ენიდან] –


ზოგი ტროპიკული პალმის ლაფნის ბოჭკოები; იყენებენ თოკების, უხეში
ჯაგრისების დასამზადებლად.

პიასტრ-ი [ფრანგ. Piastre] – ლითონის ფული თურქეთში, ეგვიპტის არაბთა


რესპუბლიკასა და ზოგ სხვა ქვეყანაში.

პიგმალიონ-ი [ბერძ. Pigmalion] – რომაელი პოეტის ოვიდიუსის


„მეტამორფოზებში»: კვიპროსის მეფე, რომელიც ამავე დროს მოქანდაკეც იყო;
მან სპილოს ძვლისაგან გააკეთა ულამაზესი ქალის ქანდაკება, რომელიც
თვითონვე შეუყვარდა; სიყვარულის ქალღმერთმა აფროდიტემ ქანდაკება
გააცოცხლა და პიგმალიომნა იგი შეირთო.

პიგმეი [ბერძ. Pygmaios „მუშტისოდენა»] – ცენტრალური აფრიკის


დაბალტანიან ადამიანთა ტომის წარმომადგენელი; ჯუჯა კაცი.

პიგმენტ-ი [ლათ. Pygmentum საღებავი] – საღებავი ნივთიერება, რომელიც


ფერს აძლევს ცოცხალი ორგანიზმის ქსოვილებს.

პიგმენტაცია - (ბიოლ.). ცოცხალი ორგანიზმის ქსოვილების შეღებვა


პიგმენტებით.

პიგოპაგებ-ი [ბერძ. Pyge გავა და Pagos დამაგრებული, შებოჭილი] –


განვითარების ერთ-ერთი მანკი, რომლის დროსაც ორმაგი ნაყოფი (ტყუპები)
შეხორცებულია ერთმანეთთან გავის არეში (იხ., აგრეთვე, ქსიფოპაგები).

პიედესტალ-ი [ფრანგ. Piédestal] – მხატვრულად გაფორმებული საფუძველი,


რომელზედაც დგას ძეგლი, სვეტი და მისთ.; კვარცხლბეკი, პოსტამენტი.

პიეზა [< ბერძ. Piezo ვაჭერ, ვაწვები; ვუჭერ, ვკუმშავ] – წნევისა და მექანიკური
ძაბვის საზომი ერთეული.

პიეზო [< ბერძ. Piezo ვაჭერ, ვაწვები, ვუჭერ, ვკუმშავ] – რთული სიტყვის
პირველი შემადგენელი ნაწილი; აღნიშნავს წნევას, დაწოლას. მაგ., პიეზომეტრი.

პიეზოგლიპტებ-ი [ბერძ. Piezo ვაჭერ, ვაწვები და glyptos ამოკვეთილი,


გამოქანდაკებული] – დამახასიათებელი ჩაღრმავებანი მეტეორიტების
ზედაპირზე; მოგვაგონებს თითების ანაბეჭდებს რბილ თიხაზე.
პიეზოელექტრობა [ბერძ. Piezo ვუჭერ, ვკუმშავ და ელექტრობა] –
ელექტრული მუხტები, რომლებიც წარმოიშობა ზოგი კრისტალის (კვარცის,
სეგნეტის მარილის) წახნაგებზე - გარკვეული მიმართულებით მათზე მკუმშავი ან
გამჭიმი ძალის მოქმედების შედეგად.

პიეზოკვარც-ი [ბერძ. Piezo ვაჭერ, ვაწვები და გერმ. Quarz კვარცი] – კვარცის


კრისტალები, რომლებსაც აქვს ერთგვაროვანი მონოკრისტალური უბნები;
ცვლადი ელექტრული ველის მოქმედებით ასრულებს მექანიკურ რხევებს;
იყენებენ რადიოელექტრონიკაში სიხშირის სტაბილიზაციისათვის.

პიეზომეტრ-ი [ბერძ. Piezo ვუჭერ, ვკუმშავ და metreo ვზომავ] – მოწყობილობა


ნივთიერების შეკუმშვის ხარისხის გასაზომად ყოველი მხრიდან წნევის
ზემოქმედებით.

პიელიტ-ი [< ბერძ. Pyelos გობი, როფი] – (მედიც.). თირკმლის მენჯის ანთება.

პიელონეფრიტ-ი [ბერძ. Pyelos გობი, როფი და nephros თირკმელი] – (მედიც.).


თირკმლისა და თირკმლის მენჯის ანთება.

პიემია [ბერძ. Pyon ჩირქი და haima სისხლი] – (მედიც.). სეფსისის ფორმა,


რომლისთვისაც დამახასიათებელია სხვადასხვა ორგანოში მრავალი ჩირქოვანი
კერის წარმოქმნა.

პიერო [ფრანგ. Pierrot] – მე-17 - 18 სს.-ის ფრანგული თეატრის კომიკური


პერსონაჟი.

პიესა [ფრანგ. Piece] – 1. დრამატული ნაწარმოების სცენაზე წარმოსადგენად.


2. პატარა მუსიკალური ნაწარმოები.

პიეტა [იტალ. Pieta] – (ხელოვნ.). ნახატი, რომელზედაც გამოსახულია


ჯვრიდან ჩამოხსნილი იესო ქრისტეს დატირება.

პიეტეტ-ი [გერმ. Pietät] – (წიგნ.). დიდი პატივისცემა ვისიმე, რისამე,


მოწიწებული დამოკიდებულება ვინმესადმი, რამესადმი.

პიეტიზმ-ი [< ლათ. Pietas ღვთისმოსაობა] – ერთ-ერთი მიმდინარეობა


ლუთერანულ ეკლესიაში; წარმოიშვა მე-17 ს.

პიექს-ი [ფინ. Pieksu] – სპეციალური სათხილამურო ფეხსაცმელი.

პითაგორელებ-ი - პითაგორიზმის მიმდევრები.

პითაგორიზმ-ი - ძველი ბერძნული ფილოსოფიის ერთ-ერთი იდეალისტური


მიმართულება [ძვ. ბერძენი ფილოსოფოსისა და მათემატიკოსის პითაგორას (მე-6
ს. ძვ. წელთაღრ.) სახელის მიხედვით.] –.

პითეკ- და -პითეკ-ი [< ბერძ. Pithekos მაიმუნი] – რთული სიტყვის პირველი ან


ბოლო შემადგენელი ნაწილი; ნიშნავს მაიმუნს, მაიმუნთან დაკავშირებულს. მაგ.,
პითეკანთროპი. ავსტრალოპითეკი.
პითეკანთროპ-ი [ბერძ. Pithekos და anthropos ადამიანი] – ადამიანის უძველესი
განამარხებული სახეობა; უკავია შუალედური მდგომარეობა ადამიანის მსგავს
მაიმუნსა და ადამიანს პითია [ბერძ. Pythia] – ძველ საბერძნეთში: აპოლონის
ტაძრის (ქალაქ დელფოს ორაკულის) წინასწარმეტყველი ქურუმი ქალი.

პითონ-ი - მსხვილი მახრჩობელა გველი; გავრცელებულია ტროპიკულ


ქვეყნებში [ბერძნული მითოლოგიური გველის Python-ის სახელის მიხედვით,
რომელიც აპოლონმა მოკლა] –.

პიკ-ი [ფრანგ. Pic] – 1. მთის წაწვეტებული მწვერვალი. 2. უმაღლესი წერტილი,


ხანმოკლე მკვეთრი გადიდება ქალაქის ტრანსპორტის, ელექტროსადგურის და
მისთ. დატვირთვისა გარკვეულ საათებში („პიკის საათი»).

პიკ-ი [ფრანგ. Pique] – ყვავი (ბანქოში). მაგ., პიკის ქალი.

პიკადორ-ი [ესპ. Picador < Pica შუბი] – ხარების ბრძოლის ცხენოსანი


მონაწილე, რომელიც შუბით აღიზიანებს ხარს.

პიკანტურ-ი [ფრანგ. Piquant] – 1. ცხარე გემოსი (საწებელი, საჭმელი). 2.


ინტერესის, ცნობისმოყვარეობის აღმძვრელი (არაჩვეულებრივობით,
სენსაციურობით). 3. მაცდუნებელი, მიმზიდველი.

პიკაპ-ი [ინგლ. Pick-up] – პატარა სატვირთო-სამგზავრო ავტომობილი.

პიკე [ფრანგ. Piqué] – ბამბის ან ხელოვნური აბრეშუმის ერთგვარი მკვრივი


ქსოვილი, რომელსაც კარგ პირზე ამობურცული სახეები აქვს.

პიკე [ფრანგ. Piqué] – (ავიაც.). იგივეა, რაც პიკირება.პიკეტ-ი [ფრანგ. პიქუეტ] –


1. პატარა საგუშაგო რაზმი. 2. კაპიტალისტურ ქვეყნებში: გაფიცულ მუშათა ჯგუფი,
რომელიც საწარმოს შესასვლელთან მორიგეობს, რათა სამუშაოზე არ დაუშვას
შტრაიკბრეხერები; დემონსტრანტების ჯგუფი, რომელიც დემონსტრაციას იცავს
თავდასხმისაგან და ამყარებს წესრიგს. 3. (გეოდ.). ადგილის წერტილი, რომელიც
გარკვეული მანძილით არის დაშორებული სხვა ასეთ წერტილებს და დანიშნულია
მიწაში ჩარჭობილი პალოთი; ნომრიანი პალო, რომელიც ჩარჭობილია მიწაში
ნიველირების დროს და რჩება იქვე შემდეგი სამუშაოებისათვის. 4. რკინიგზის
ხაზის სიგრძის საზომი ერთეული; საბჭოთა კავშირში უდრის 100 მ-ს.

პიკეტაჟ-ი [ფრანგ. Piquetage] – (გეოდ.). წერტილების ამორჩევა ადგილზე და


მათი აღნიშვნა პალოებით (პიკეტებით) ნიველირების დროს.

პიკეტირება - რისამე დაცვა პიკეტების საშუალებით; პიკეტების დაყენება


სადმე (იხ. პიკეტი, მნიშვნ. 1, 2).

პიკირება1 [Piquer] – (ავიაც.). თვითმფრინავის დიდი სისწრაფით ძირს


დაშვება თითქმის ვერტიკალურად; იყენებენ მიზანში ყუმბარის ზუსტი
მოხვედრების მიზნით.

პიკირება2 [< ფრანგ. Piquet პალო] – (სოფ. მეურნ.). თესლზე ამოსული


მცენარეების გადარგვა ერთმანეთის დაშორებით უფრო მძლავრი
ეგზემპლარების მისაღებად.
პიკნიკ-ი1 [ინგლ. Picnic] – ქალაქგარეთ ჯგუფურად გასეირნება (ჩვეულებრივ
საჭმელ-სასმლით).პიკნიკ-ი2 - (მედიც.). პიკნური ტიპის ადამიანი.

პიკნოზონდ-ი [ბერძ. Pyknos მკვრივი და ფრანგ. sonde (იხ. ზონდი)] –


ხელსაწყო, რომლითაც სწრაფად განსაზღვრავენ ზღვის წყლის სიმკვრივეს
სხვადასხვა სიღრმეზე.

პიკნომეტრ-ი [ბერძ. Pyknos მკვრივი და metreo ვზომავ] – ხელსაწყო,


რომლითაც მცირე მოცულობის სითხისა და მყარი სხეულების კუთრ წონას
განსაზღვრავენ.

პიკნურ-ი [< ბერძ. Pyknos მკვრივი, ჩასკვნილი, მსუქანი] –: პიკნური ტიპი -


(მედიც.). სხეულის აგებულების ერთგვარი ტიპი, რომლისთვისაც
დამახასიათებელია ჩასკვნილი, ჩასხმული ფიგურა, მოკლე კისერი და დიდი
მუცელი (შდრ. ასთენიური ტიპი).

პიკო- [< ესპ. Pico მცირე სიდიდე] – თავსართი ისეთი წილობრივი


ერთეულების სახელწოდებათა საწარმოებლად, რომლებიც უდრის ამოსავალი
ერთეულის 10-12-ს, ე.ი. ნიშნავს ათასმილიარდჯერ შემცირებას. მაგ., პიკოფარადა
უდრის 10-12 ფარადას. პიკოწამი - წამის მე-1.000.000.000.000-ედი
(მეათასმილიარდედი) ნაწილი.

პიკოლო [იტალ. Piccolo] – პატარა ფლეიტა.

პიკოტაჟ-ი [ფრანგ. Picotage] – (მთ.-მად.). ტიუბინგების სოლით გაპობა


შახტების სამაგრების წყალშეუვალობის უზრუნველსაყოფად.

პიკრატებ-ი - პიკრინმჟავას მარილები.

პიკრინმჟავა [< ბერძ. Pikros მწარე, მძაფრი] – ასაფეთქებელი შხამიანი


კრისტალური ნივთიერება; იყენებენ არტილერიაში (სინონ. ტრინიტროფენოლი).

პიკული [რუს. Пикули < ინგლ. Picles (მრ.)] – წვრილად დაჭრილი და


დამწნილებული ბოსტნეულის ნარევი.

პილასტრ-ი [ფრანგ. Pilastre] – (არქიტ.). ოთხკუთხი ვერტიკალური სვეტის


სახის გამონაშვერი კედელში; კედლის სვეტი.

პილერს-ი [ინგლ. Pillars (მრ.) < Pillar ბოძი, სვეტი] – (ზღვ.). ხის ან ლითონის
ვერტიკალური ძელი (ბიმსის ქვეშ), რომელიც იჭერს გემბანს.

პილიგრიმ-ი [რუს. пилигрим < იტალ.] – (მოძვ.). 1. „წმინდა ადგილში»


სალოცავად მიმავალი მორწმუნე; მოხეტიალე მლოცველი. 2. (გადატ.). უცხო
მგზავრი, მწირი, ყარიბი.

პილოკარპუს-ი [ბერძ. Pilos ბურთი და karpos ნაყოფი] – მარადმწვანე ხე ან


ბუჩქი; იზრდება ტროპიკულ ამერიკასა და ვესტინდოეთში; ჩვენში აშენებენ შავი
ზღვის სანაპიროზე.

პილონ-ი [ბერძ. Pylon] – (არქიტ.). 1. მასიური, ჩვეულებრივ სწორკუთხოვანი


სვეტი, რომელსაც ეყრდნობა თაღი, კამარა; გაფორმების მიზნით დგამენ აგრეთვე
შენობის, პარკის და მისთ. შესასვლელის აქეთ-იქით. 2. ძველ ეგვიპტეში:
წაკვეთილი პირამიდის ფორმის ნაგებობა, რომელიც აღმართული იყო ტაძრის
წინ, შესასვლელის ორივე მხარეს.

პილოროსპაზმ-ი [ბერძ. Piloros მეკარე და spasmos (იხ. სპაზმი)] – (მედიც.).


კუჭის მოძრაობითი ფუნქციის მოშლა; შეინიშნება კუჭის წყლულისა და ზოგი სხვა
დაავადების დროს.

პილოროსტენოზ-ი [ბერძ. Piloros მეკარე და stenos ვიწრო] – (მედიც.). კუჭის


სარქვლის სანათურის შევიწროება.

პილოტ-ი [ფრანგ. Pilote] – თვითმფრინავის ან სხვა საფრენი აპარატის


მართვის სპეციალისტი; მფრინავი.

პილოტაჟ-ი [ფრანგ. Pilotage] – საფრენი აპარატის მართვის ოსტატობა:


თვითმფრინავის მანევრირება ჰაერში სხვადასხვა ფიგურის შესრულებით.

პილოტირება [< ფრანგ. Piloter თვითმფრინავის ტარება] – საფრენი აპარატის


(თვითმფრინავის და მისთ.) მოძრაობის მართვა პილოტის ან ავტომატური
სისტემის საშუალებით.

პილოტ-სიგნალ-ი - დამხმარე სიგნალი, რომელსაც გადასცემს გადამცემი


რადიოსადგური მიმღების მართვის მიზნით; იყენებენ სპეციალურ
რადიოკავშირგაბმულობაში.

პიმებ-ი [რუს. пимы] – 1. ურალსა და დასავლეთ ციმბირში: მოთელილი


ნაბდის ჩექმები. 2. საბჭოთა კავშირის ჩრდილოელ ხალხებში: ირმის ფეხის ტყავის
ჩექმები, რომლებსაც ბეწვი გარედან აქვს.

პიმიენტ-ი [ესპ. Pimienta წიწაკა] – სურნელოვანი წიწაკა; სუნითა და გემოთი


ერთდროულად მოგვაგონებს წიწაკას, ჯავზს, მიხაკსა და დარიჩინს; იყენებენ
კულინარიაში, საკონსერვო მრეწველობაში როგორც სანელებელს.

პიმიენტა - ძლიერ არომატული მცენარე; ხარობს ტროპიკულ ამერიკასა და


ვესტინდოეთში; იძლევა პიმიენტს.

პინაკლ-ი [ფრანგ. Pinacle] – (არქიტ.). მოგვიანოგერმანული და გოტიკური


ეკლესიების კონტრფორსებზე აღმართული პატარა დეკორატიული კოშკები,
სვეტები.

პინაკოთეკა [ბერძ. Pinakotheke] – 1. ძველ საბერძნეთში: ფერწერულ


ნაწარმოებთა საცავი. 2. სურათების გალერეა.

პინგვინ-ი [ფრანგ. Pingouin < ლათ. Pinguis მსუქანი] – ზღვის დიდი ფრინველი;
ფრენა არ შეუძლია; გავრცელებულია უპირატესად ანტარქტიკაში, აგრეთვე
სამხრეთ ნახევარსფეროს სხვა ნაწილებში.

პინგ-პონგ-ი [ინგლ. Ping-pong] – მაგიდის ჩოგბურთი.

პინია [< ლათ. Pinus ფიჭვი] – იტალიური ფიჭვი; აქვს ქოლგისებური ვარჯი;
იზრდება ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში; ჩვენში აშენებენ შავი ზღვის სანაპიროზე
როგორც დეკორატიულ მცენარეს; მის მსუბუქ და მაგარ მერქანს იყენებენ
მშენებლობაში და წვრილ-წვრილ ნაკეთობათა დასამზადებლად.

პინიოლ-ი [იტალ. Pignolo] – პინიის გირჩის თესლი; იჭმება.

პინკ-ი1 [ინგლ. Pink] – ვარდისფერი საღებავი; შედგება კალის ჟანგისა და


ქრომის ჟანგისაგან; იყენებენ კერამიკაში.

პინკ-ი2 [ჰოლანდ. Pink] – პატარა ორანძიანი იალქნიან-მოტორიანი გემი;


გამოყენება აქვს ჰოლანდიაში, შვეციაში, დანიაში და ევროპის სხვა ქვეყნებში
(უპირატესად თევზჭერისათვის).

პინო [ფრანგ. Pineau] – ფრანგული ვაზის ჯიში; ხარობს ჩვენშიც.

პინტ-ი [ინგლ. Pint] – ზომათა ინგლისურ სისტემაში: სითხეებისა და ფხვიერ


ნივთიერებათა მოცულობის საზომი; დიდ ბრიტანეთში უდრის 0,568 ლიტრს,
ამერიკის შეერთებულ შტატებში - 0,473 ლ-ს (სითხეებისათვის) და 0,551 ლ-ს
(ფხვიერი ნივთიერებისათვის).

პინჩერ-ი [ინგლ. Pincher] – ინგლისური ჯიშის პატარა ძაღლი, რომელსაც აქვს


მოკლე ბეწვი, გრძელი ყურები და გრძელი კუდი; იჭერს თაგვებს და სხვა წვრილ
მტაცებლებს.

პინცგაუ [გერმ. Pinzgau < გეოგრ. სახ.] – მსხვილი რქოსანი საქონლის ჯიში
სარძევე-სახორცე მიმართულებისა; გამოყვანილია ავსტრიაში მე-18 - 19 სს.-ში.

პინცეტ-ი [ფრანგ. Pincette] – პატარა მაშა წვრილი, სათუთი, სრიალა საგნების


ასაღებად; იყენებენ მედიცინაში, ტექნიკაში, ლაბორატორიებში და სხვ.

პიო- [< ბერძ. Pyon ჩირქი] – რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი;
აღნიშნავს ჩირქოვანს, დაჩირქებულს. მაგ., პიოდერმია. პიოგენური.

პიოგენურ-ი [ბერძ. Pyon ჩირქი და genos წარმოშობა] – (მედიც.). დაჩირქების


გამომწვევი.

პიოდერმია [ბერძ. Pyon ჩირქი და derma კანი] – კანის ანთებითი და ჩირქოვანი


დაავადება, გამოწვეული ჩირქმბადი კოკებით (იხ. კოკი2).

პიოკულტურა [ბერძ. Pyon ჩირქი და ლათ. culcuta (იხ. კულტურა, მნიშვ. 8)] –
(მედიც.). 1. მეთოდი, რომლის მიზანია გამოამჟღავნოს ორგანიზმის რეაქცია
ინფექციის მიმართ და ამის მიხედვით დაადგინოს ოპერაციული ჩარევის
მიზანშეწონილობა. 2. ჩირქიდან მიკრობთა კულტურის მიღება.

პიონერ-ი [ფრანგ. Pionnier] – 1. ადამიანი, რომელმაც პირველმა შეაღწია


გამოუკვლეველ ქვეყანაში და დასახლდა იქ. 2. პირი, რომელმაც მეცნიერებაში,
ხელოვნებაში, ტექნიკაში და სხვ. გაკაფა ახალი გზები; რისამე წამომწყები. 3.
ბავშვთა ნებაყოფლობითი კომუნისტური ორგანიზაციის წევრი.

პიონეფრიტ-ი [ბერძ. Pyon ჩირქი და (იხ. ნეფრიტი)] – (მედიც.). თირკმელების


ჩირქოვანი ანთება.
პიორეა [ბერძ. Pyon ჩირქი და rheo მივედინები] – (მედიც.). ჩირქდენა.

პიპეტ-ი [ფრანგ. Pipette] – მინის წაწვეტებული მილაკი, რომელსაც თავში აქვს


რეზინის თალფაქი; იხმარება თხევადი წამლის ამოსაღებად და ჩასაწვეთებლად.

პიჟამა [ინგლ. Pyjamas < ურდუ-ენიდან] – თავისუფლად შეკერილი კოსტიუმი


(შტაპელისა, ბაიკისა და სხვ.), რომელსაც იცვამენ ხალათის ნაცვლად შინ
(აგრეთვე საავადმყოფოებში, სანატორიუმებში) ანდა ღამის პერანგის ნაცვლად .

პიჟონ-ი [ფრანგ. Pigeon მტრედი] – (საუბ.). ახალგაზრდა, რომელიც


გადამეტებულ ყურადღებას აქცევს თავის გარეგნობას, ჩაცმა-დახურვას ; ფრანტი .

პირ- და პირო- [ბერძ. Pyr ცეცხლი, სიცხე, სიმხურვალე] – რთული სიტყვის


პირველი შემადგენელი ნაწილი; ნიშნავს სიმხურვალესთან, მაღალ
ტემპერატურასთან დაკავშირებულს. მაგ., პირჰელიომეტრი. პიროტექნიკა .

პირამიდა [ბერძ. Pyramis (Pyramidos)] – 1. (მათემ.). მრავალწახნაგა სხეული,


რომლის ფუძე მრავალკუთხედს წარმოადგენს, წახნაგები კი - საერთო წვეროს
მქონე სამკუთხედებს. 2. ამ სხეულის ფორმის უზარმაზარი ქვის ნაგებობა,
რომელსაც ოთხკუთხი ფუძე აქვს; წარმოადგენდა ფარაონის აკლდამას ძველ
ეგვიპტეში. 3. ტანვარჯიშული ან აკრობატული ფიგურა, რომელიც შედგენილია
ერთმანეთზე შემდგარი ადამიანებისაგან. 4. ბილიარდის თამაში 15 ბურთით;
ბილიარდის თამაშის დასაწყისში სამკუთხედად დალაგებული ბურთები. 5.
თოფების მისაყუდებელი დაზგა; აგრეთვე კონდახებით დაყენებული თოფები,
რომელთა ლულები ერთმანეთზეა მიბჯენილი.

პირამიდონ-ი - იხ. ამიდოპირინი.

პირანომეტრ-ი [ბერძ. Pyr ცეცხლი, ano ზევით და merreo ვზომავ] – ხელსაწყო


მზის ისეთი ჯამური და განბნეული რადიაციის გასაზომად, რომელიც მოდის
ჰორიზონტალურ ზედაპირზე.

პირატ-ი [ბერძ. Peirates] – ზღვის ყაჩაღი; მეკობრე.

პირგეომეტრ-ი [ბერძ. Pyr ცეცხლი, ge დედამიწა და metreo ვზომავ] –


ხელსაწყო დედამიწის გამოსხივების გასაზომად.

პირიდინ-ი [< ბერძ. Pyr ცეცხლი] – ორგანული ნაერთი; მიიღება ქვანახშირის


ფისიდან; იყენებენ სინთეზური საღებრების, სამკურნალწამლო ნივთიერებათა
მისაღებად, სპირტის დენატურაციისათვის და სხვ.

პირიდოქსინ-ი - ვიტამინი B6; უხვად მოიპოვება ბრინჯის ქატოში, ცერცვში,


ლობიოში, საფუვრებში, თირკმლებში, ღვიძლსა და კუნთებში (სინონ. ადერმინი).

პირიტ-ი [ბერძ. Pyrites] – ოქროსფერი მინერალი, რომელიც წარმოადგენს


გოგირდისა და რკინის ნაერთს; გოგირდის (რკინის) ალმადანი; იყენებენ
გოგირდმჟავას მისაღებად.
პირკე-ს რეაქცია - (მედიც.). კანის სინჯი ორგანიზმის ტუბერკულოზით
დასნებოვნების დასადგენად [ავსტრიელი პროფესორის კ. პირკეს (Pirquet)
სახელის მიხედვით.

პირო - იხ. პირ-.

პიროგა [ფრანგ. Pirogue < კარიბ.] – ინდიელების (კერძოდ, კარიბების) ვიწრო


და გრძელი ნავი, რომელსაც გადაკრული აქვს ხის ქერქი (ან ტყავი); ხის მთელი
მორისაგან ამოღრუტნით ან ამოწვით გაკეთებული ნავი.

პიროგალოლ-ი და პიროგალმჟავა [ბერძ. Pyr ცეცხლი და ლათ. galla მელნის


გუნდა] – უფერო და უსუნო კრისტალური ნაერთი; მიიღება გალმჟავას და
მთრიმლავ ნივთიერებათა მშრალი გამოხდით; იყენებენ ფოტოგრაფიაში
(როგორც გამამჟღავნებელს) და სხვ.

პიროგენიზაცია [ბერძ. Pyr ცეცხლი და genos წარმოშობა] – იგივეა, რაც


პიროლიზი.

პიროთერაპია [ბერძ. Pyr ცეცხლი, სიცხე და თერაპია] – ერთობლიობა


სამკურნალო მეთოდებისა, რომლებსაც საფუძვლად უდევს ავადმყოფის სხეულის
ტემპერატურის ხელოვნური აწევა (ე. წ. ხელოვნური ციებ-ცხელება); იყენებენ
იშვიათად, განსაკუთრებულ შემთხვევებში.

პიროკატეხინ-ი [ბერძ. Pyr ცეცხლი და (იხ. კატეხუ)] – ორგანული ნაერთი,


ორატომიანი ფენოლი; მიიღება ხის მშრალი გამოხდით; იყენებენ მედიცინასა და
ტექნიკაში.

პიროლ-ი [ბერძ. Pyrros ცეცხლისფერი, წითური და ლათ. ol(eum) ზეთი] –


ორგანული ნაერთი, უფერო სითხე; აქვს ქლოროფორმის სუნი; იყენებენ
ფარმაცევტული პრეპარატების სინთეზირების დროს და სხვ.

პიროლატრია [ბერძ. Pyr ცეცხლი და latreia თაყვანისცემა] –


ცეცხლთაყვანისმცემლობა.

პიროლიზ-ი [ბერძ. Pyr ცეცხლი და lysis დაშლა] – ორგანულ ნივთიერებათა


გადამუშავება - მათი გახურება მაღალი ტემპერატურებით და უჰაეროდ - აირის
მისაღებად (ხის მშრალი გამოხდა, ქვანახშირის კოქსვა, ნავთობის კრეკინგი და
სხვ.); სხვანაირად: პიროგენიზაცია.

პიროლუზიტ-ი [ფრანგ. Pyrolusite < ბერძ. Pyr ცეცხლი და lusis რეცხვა, წმენდა]
– მინერალი, მანგანუმის ორჟანგი; იყენებენ ფერომანგანუმის გამოსადნობად ,
ქიმიური პრეპარატების დასამზადებლად, მინის, ფაიფურის, მშრალი ბატარეების
და სხვ. წარმოებაში.

პირომეტალურგია [ბერძ. Pyr ცეცხლი და მეტალურგია] – ერთობლიობა


მეტალურგიული პროცესებისა, რომლებიც მიმდინარეობს მაღალი ტემპერატურის
პირობებში (შდრ. ჰიდრომეტალურგია).

პირომეტრ-ი - მაღალი (6000-ზე მეტი) ტემპერატურის საზომი ხელსაწყო.


პირომეტრია [ბერძ. Pyr ცეცხლი და metreo ვზომავ] – მაღალ ტემპერატურათა
გაზომვის მეთოდი.

პირონავთ-ი [ბერძ. Pyr ცეცხლი და ნავთი (< ბერძ. naphtha ნავთობი)] – ნავთი,
რომელსაც იყენებდნენ ძალიან გახურებული სადგომების გასანათებლად ;
ჩვეულებრივი ნავთისაგან განსხვავდება აალების მაღალი ტემპერატურით (1000).

პიროპ-ი [ბერძ. Pyropos ცეცხლისებური] – ძოწების ჯგუფის მინერალი მუქი


წითელი ფერისა; მისი გამჭვირვალე ნაირსახეობანი ძვირფასი ქვებია.

პიროს-ის გამარჯვება - იტყვიან ისეთ გამარჯვებაზე, რომელსაც ძალიან დიდი


მსხვერპლი დასჭირდა [ეპირის მეფე Pyrros-ის (319-273 წწ. ძვ. წელთაღრ.).
სახელის მიხედვით; მან 279 წ. დაამარცხა რომაელები უდიდესი მსხვერპლის
ფასად] –.

პიროტექნიკა [ბერძ. Pyr ცეცხლი და ტექნიკა] – ტექნიკის დარგი, რომელიც


ამზადებს ასაფეთქებელ და საწვავ ნარევებს, სასიგნალო სინათლეებს, რაკეტებს
და სხვ.

პიროტექნიკოს-ი - პიროტექნიკის სპეციალისტი.

პიროტინ-ი [< ბერძ. Pyrrotes ცეცხლისფერი ან მუქი ნარინჯისფერი] –


მინერალი, რომელშიც ზოგჯერ შერეულია ნიკელი, სპილენძი, კობალტი; იყენებენ
გოგირდმჟავას მისაღებად.

პიროფილიტ-ი [ბერძ. Pyr ცეცხლი და phyllon ფურცელი] – მინერალი,


ალუმინის ძირითადი სილიკატი; გავრცელებულია ფურცლოვანი ან მკვრივი
ქერცლოვანი აგრეგატების სახით; იყენებენ როგორც ნედლეულს ცეცხლგამძლე
ნაკეთობათა დასამზადებლად, როგორც საიზოლაციო მასალას და სხვ.

პიროფორულ-ი [ბერძ. Pyr ცეცხლი და phoros მზიდი, გადამტანი] – (ტექ.).


თვითაალებადი. მაგ., პ. ლითონები.

პიროქლორ-ი [ბერძ. Pyr ცეცხლი და chloros მოყვითალო-მწვანე] – მინერალი,


რომელიც შეიცავს უპირატესად ნიობიუმსა და ტანტალს.

პიროქსენებ-ი [ბერძ. Pyr ცეცხლი და xenos უცხო] – ქანწარმომქმნელი


მინერალების ჯგუფი.

პიროქსილინ-ი [ბერძ. Pyr ცეცხლი და oxys მჟავე, ცხარე] – ასაფეთქებელი


ნივთიერება; იყენებენ აგრეთვე უკვამლო დენთის დასამზადებლად.

პირს-ი [ინგლ. Piers (მრ.)] – ნავსადგურში: ზღვაში შეჭრილი ნაგებობა ორივე


მხრიდან გემების მისადგომად.

პირუეტ-ი [ფრანგ. Piruuette] – ცეკვაში: ცალი ფეხის თითის წვერებზე სრული


შემოტრიალება.

პირჰელიომეტრ-ი [ბერძ. Pyr ცეცხლი, helios მზე და metreo ვზომავ] – ხელსაწყო


იმ სხივური ენერგიის გასაზომად, რომელიც მზიდან მოდის დედამიწაზე.
პისტოლ-ი [ფრანგ. Pistole] – ძველებური ფრანგული და ესპანური ოქროს
ფული.

პისტოლეტ-ი [ფრანგ. Pistolet] – ხელის მოკლე ცეცხლსასროლი იარაღი;


ისვრიან პატარა მანძილზე.

პისტონ-ი - იხ. ფისტონი.

პისუარ-ი [ფრანგ. Pissoir] – შარდის ჩასასვლელი ბაკანი საზოგადოებრივ


საპირფარეშოებში.

პიტონ-ი (უმართებ.). - იხ. პითონი.

პიუპიტრ-ი [ფრანგ. Pupitre] – სპეციალური დახრილი ფიცარი ნოტების


დასადებად; დამაგრებულია ვერტიკალურ ჯოხზე ან როიალზე და მისთ.

პიურე [ფრანგ. Purée] – გახეხილი თუ აზელილი კარტოფილისა,


ბოსტნეულისა ან ხილისაგან მომზადებული საჭმელი, საჭმლის საკაზმი.

პიურია [ბერძ. Pyon ჩირქი და uron შარდი] – (მედიც.). ჩირქის გამოყოფა


შარდთან ერთად.

პიფერარო [იტალ. Pifferaro] – იტალიაში: პიფეროს დამკვრელი მუსიკოსი.

პიფერაროები [Pifferari] – სალამურის, სტვირის დამკვრელი მწყემსები;


„მესტვირეები».

პიფერო [იტალ. Piffero] – იტალიური ხალხური მუსიკალური საკრავი -


სალამურის, სტვირის ნაირსახეობა.

პიქტებ-ი [ლათ. Picti] – ტომები, რომლებიც შეადგენდნენ შოტლანდიის ძველ


მოსახლეობას; მე-9 ს.-ში დაიპყრეს სკოტებმა, რომლებშიც ისინი გაითქვიფნენ.

პიქტოგრამა [ლათ. Pictus დახატული და ბერძ. gramma ჩანაწერი] – პირობითი


ნიშანი, ნახატი, რომელსაც იყენებდნენ პიქტოგრაფიაში.

პიქტოგრაფია [ლათ. Pictus დახატული და ბერძ. grapho ვწერ] – დამწერლობის


უძველესი სახეობა - საგნების, მოვლენების, მოქმედების გადმოცემა ნახატების
საშუალებით; ხატოვანი დამწერლობა.

პიცა [იტალ. Pizza] – იტალიური ღვეზელი ერთგვარი.

პიცერია [იტალ. Pizzeria] – იტალიური სასაუზმე, სადაც პიცას აცხობენ და


ყიდიან.

პიციკატო (და არა: პიჩიკატო) [იტალ. Pizzicato] – (მუს.). თითის ამოკვრით,


უხემოდ დაკვრა (ხემიანი ინსტრუმენტისა) თავისებური წყვეტილი ბგერის
მისაღებად.

პიჯაკ-ი [ინგლ. Pea-jacket] – მამაკაცის თანამედროვე კოსტიუმის ზედა ნაწილი.


პიჯინ-ი [ინგლ. Pidgin < Pgieon მტრედი] – გამარტივებული ინგლისური (ან
რომელიმე სხვა ენა), რომელიც გამოიყენება საურთიერთოდ სხვადასხვა
ეროვნების წარმომადგენელთა შორის.

პლაგიატ-ი [ლათ. Plagiatus მოტაცებული] – ლიტერატურული ან სხვა


ნაწარმოების მითვისება; თავის ნაშრომში სხვისი ნაწარმოების გამოყენება
ავტორის დაუსახელებლად.

პლაგიატორ-ი - პლაგიატის ჩამდენი.

პლაგიოკლაზებ-ი [ბერძ. Plagios ირიბი და klasis მტვრევა, გარდატეხა] –


ქანწარმომქმნელი მინერალები, რომლებიც შედის მინდვრის შპატების ჯგუფის
შემადგენლობაში.

პლაგიოტროპიზმ-ი [ბერძ. Plagios ირიბი და tropos მობრუნება, მიმართულება]


– (ბოტან.). მცენარის გვერდითი ორგანოების (ყლორტების, ფესვების,
ფოთლების) ზრდა ამა თუ იმ კუთხით გაღიზიანების (სიმძიმის ძალის, სინათლის
წყაროს და სხვ.) მიმართულებით (შდრ. ორთოტროპიზმი).

პლაზ-ი [< ფრანგ. Place ადგილი] – < გემთმშენებლობის საწარმოში: სათავსი,


რომლის შავად შეღებილ გლუვ იატაკზე აკეთებენ ნატურალური სიდიდის გემის
ნახაზს (აქვთ აგრეთვე საავიაციო მრეწველობის საწარმოებში - თვითმფრინავისა
და მისთ. ნახაზებისათვის).

პლაზმა [ბერძ. Plasma გამონაძერწი] – 1. სისხლის თხევადი ნაწილი. 2.


პროტოპლაზმის უმართებულო სახელწოდება. 3. (ფიზ.). იონიზებული აირი,
რომელშიც დადებითად და უარყოფითად დამუხტული ნაწილაკების სიმკვრივე
ერთგვარია, ხოლო ამ ნაწილაკთა ქაოტური სითბური მოძრაობა სჭარბობს მათ
მიმართულ გადაადგილებას გარეგანი ელექტრული ველის მოქმედების შედეგად .

პლაზმიდებ-ი [ბერძ. Plasma (იხ. პლაზმა) და eidos სახე] – (ბიოლ.).


მემკვიდრეობითობის ფაქტორები, რომლებიც განლაგებულია უჯრედებში
ქრომოსომებს გარეთ.

პლაზმოგამია [ბერძ. Plasma გამონაძერწი და gamos ქორწინება, შეუღლება] –


(ბიოლ.). იგივეა, რაც პლასტოგამია.

პლაზმოდესმებ-ი [ბერძ. Plasma (იხ. პლაზმა) და desmos კავშირი] –


პროტოპლაზმის უწვრილესი ძაფები, რომლებითაც ერთმანეთზეა გადაბმული
მცენარეული ორგანიზმების მეზობელი უჯრედები; მათი დანიშნულებაა საკვები
ნივთიერების გადატანა და გაღიზიანების გადაცემა.

პლაზმოდიუმ-ი [ლათ. Plasmodium] – (ბიოლ.). უმარტივესი ორგანიზმი,


რომელიც პარაზიტობს სისხლში; მალარიის გამომწვევია.

პლაზმოქიმია - ქიმიის დარგი; შეისწავლის ქიმიურ პროცესებს


დაბალტემპერატურულ პლაზმაში.

პლაკატ-ი [გერმ. Plakat < ლათ.] – ნახატი, რომელსაც ახლავს სააგიტაციო,


სარეკლამო ან განცხადების ხასიათის მოკლე ტექსტი.
პლაკატისტ-ი - მხატვარი, რომელიც პლაკატებს ხატავს.

პლაკე [ფრანგ. Plaqué] – უბრალო ლითონის ან ხის ნაკეთობა, რომელიც


დაფარულია ძვირფასი ლითონის სიფრიფანა ფურცლებით ან ძვირფასი ჯიშის
ხის ფირფიტებით.

პლაკეტ-ი [ფრანგ. Plaquette (კნინ.) < Plaque ფირფიტა] – 1. ხელოვნების


ნაწარმოები სწორკუთხა მედლის სახისა. 2. ლითონის, კერამიკის ან სხვა მასალის
ფირფიტა, რომელზედაც რელიეფური გამოსახულებაა; იყენებენ ავეჯის,
საყოფაცხოვრებო ნივთების და სხვ. შესამკობად.

პლაკირება [ფრანგ. Plaquer დაფარვა] – 1. ლითონის ნაკეთობათა ზედაპირის


დაფარვა სხვა ძვირფასი ან უფრო გამძლე ლითონის თხელი ფენით. 2. ხის
ნივთების ზედაპირის დაფარვა ძვირფასი ხის თხელი ფურცლებით. 3. ფერდობზე
ბალახიანი ბელტების დაწყობა (მეწყერისა და ჩამორეცხვისაგან დასაცავად ).

პლაკოდებ-ი [ბერძ. Plax (Plakos) სიბრტყე, ფირფიტა და ეიდოს სახე] –


(ბიოლ.). ადამიანისა და ცხოველების გრძნობის ორგანოებისა და განგლიონების
ჩანასახები, რომელთაგანაც შემდეგ ყალიბდება ყნოსვის ორგანო, თვალის
ბროლი, შიგნითა ყური და სხვ.

პლან-ი [ლათ. Planum სიბრტყე] – 1. დაშორებულობის მასშტაბი, ხარისხი. მაგ.,


წინა პლანი. უკანა პლანი. 2. (წიგნ.). რისამე განხილვის, აგების, რამესადმი
მიდგომის ხერხი. მაგ., შედეგების შეფასება ფართო პლანით. საკითხის განხილვა
თეორიულ პლანში. საკითხის განხილვა თეორიულ პლანში. 3. (კინემატ.).
გამოსახულების მასშტაბი კადრში.

პლანერ-ი [ფრანგ. Planeur] – უმოტორო საფრენი აპარატი, რომელიც


გაშვების შემდეგ ჰაერის აღმავალი ტალღის ზეგავლენით მიფრინავს და თავისი
წონის გამო თანდათან დაბლა ეშვება.

პლანერიზმ-ი - პლანერით ფრენის ოსტატობა; საპლანერო სპორტი.

პლანერისტ-ი - პირი, რომელიც პლანერს მართავს.

პლანედრომ-ი - პლანერის გასაშვები მოედანი.

პლანეტ-ი [ფრანგ. Planette (კნინ.). < Plane randa-გუთანი] – (სოფ. მეურნ.). ხელის
ან ცხენის იარაღი (კულტივატორი) ნიადაგის გასაფხვიერებლად და
მწკრივთაშორისების გასაწმენდად სარეველა მცენარეებისაგან .

პლანეტა [ბერძ. Planetes (ზედსართ.) ცთომილი] – ციური სხეული, რომელიც


მზის გარშემო ბრუნავს და არეკლილი მზის შუქით ანათებს; ცთომილი.

პლანეტარიუმ-ი [ლათ. Planetarium] – 1. აპარატი, რომლითაც გუმბათისებურ


ეკრანზე აჩვენებენ პლანეტებისა და სხვა ციური სხეულების მოძრაობას . 2.
სპეციალური შენობა, რომელშიც ასეთი აპარატია დადგმული ციური სხეულების
მოძრაობის სადემონსტრაციოდ.
პლანეტარულ-ი - რაც მზის ირგვლივ პლანეტების მოძრაობას მოგვაგონებს.
პლანეტარული ნისლეულები - (ასტრ.). რგოლის ფორმის ნისლეულები; ზოგი
მათგანი მოგვაგონებს პლანეტების დისკოებს.

პლანეტოიდ-ი - (ასტრ.). პატარა პლანეტა.

პლანიმეტრ-ი [ლათ. Planum სიბრტყე და ბერძ. metreo ვზომავ] – მათემატიკური


ხელსაწყო ბრტყელ ფიგურათა ფართობის გასაზომად.

პლანიმეტრია [ლათ. Planum სიბრტყე და ბერძ. metreo ვზომავ] –


ელემენტარული გეომეტრიის ნაწილი, რომელიც სწავლობს სიბრტყეზე მოცემულ
ფიგურებს.

პლანირება [ფრანგ. Planer] – პლანერის ან მოტორგამოთიშული


თვითმფრინავის თანდათანობით ძირს დაშვება.

პლანისფერო [ლათ. Planum სიბრტყე და ბერძ. sphaira (იხ. სფერო)] –


დედამიწის ან ცის გლობუსის გამოხატვა ბრტყელ რუკაზე ნახევარსფეროების
სახით; იცოდნენ ძველად (მე-17 ს.-მდე).

პლანტაჟ-ი [ფრანგ. Plantage] – (სოფ. მეურნ.). მიწის ღრმად დამუშავება (ვაზის


ან ხეხილის დასარგავად).

პლანტატორ-ი - პლანტაციის (მნიშვ. 2) პატრონი.

პლანტაცია [ლათ. Plantatio რგვა] – 1. დიდი ფართობი, სადაც მოჰყავთ


სპეციალური სასოფლო-სამეურნეო კულტურა (მაგ., ჩაი, თამბაქო, ბამბა,
ციტრუსები), რომელიც მოითხოვს განსაკუთრებულ მოვლას. 2. მსხვილი
კაპიტალისტური სამიწათმოქმედო მეურნეობა, სადაც მოჰყავთ რაიმე
სპეციალური კულტურა (პირველად ასე უწოდებდნენ მონათა შრომაზე
დამყარებულ მეურნეობებს ამერიკასა და კოლონიებში).

პლანულა [გვიანდ. ლათ. Planula < ლათ. Planus ბრტყელი] – (ბიოლ.).


ღრუნაწლავიანთა მატლის (ლარვის) განვითარების ერთ-ერთი სტადია.

პლანქტონ-ი [< ბერძ. Planktos ცთომილი] – ერთობლიობა ზღვის, ტბის,


მდინარის წყლის სიზრქეში მცხოვრები მცენარეული და ცხოველური
ორგანიზმებისა, რომლებიც თვითონ ვერ მოძრაობენ და წყლის დინებას
გადააქვს.

პლანშეტ-ი [ფრანგ. Planchette] – 1. (გეოდ.). ფიცარი, რომელზედაც


დამაგრებულია ქაღალდი ადგილის გეგმის დასახაზავად. 2. გეოდეზიური გეგმა . 3.
რუკის სატარებელი ბრტყელი ჩანთა, რომელსაც ცალ მხარეს აქვს გამჭვირვალე
ზედაპირი. 4. თეატრში: სცენის იატაკი, რომელიც შედგება ცალკეული ამოსაღები
ფარებისაგან. 5. ლითონის ფირფიტა კორსეტში. 6. სახლში ბინების განლაგების
ზოგადი სქემა. 7. სასტუმროების სამსახურებრივი სქემა, რომელშიც აღინიშნება
დაკავებული და თავისუფალი ადგილები.

პლანშირ-ი [ინგლ. Planksheer] – (ზღვ.). ძელი, რომელიც გადის ნავის ან გემის


ზედა ბორტის გაყოლებით.
პლანჰერდ-ი [გერმ. Planhere] – (მთ.-მად.). მაგიდა, რომლის ზედაპირის
გადაადგილება ხდება; იყენებენ მადნეული მასალის გასამდიდრებლად.

პლაჟ-ი [ფრანგ. Plage] – ზღვის, მდინარის, ტბის გაშლილი ნაპირი, რომელსაც


იყენებენ საბანაოდ და მზის აბაზანების მისაღებად.

პლასტ-ი [ბერძ. Plastos ნაძერწი] – (წიგნ.). ფენა, შრე.

პლასტბეტონ-ი - იგივეა, რაც პოლიმერბეტონი.პლასტიდებ-ი [< ბერძ. Plastos


გამოძერწილი] – (ბოტან.). უჯრედის პროტოპლაზმაში არსებული სხეულაკები,
რომლებიც დიდ როლს ასრულებენ მცენარეული ორგანიზმის სიცოცხლეში.

პლასტიკ-ი - პლასტიკური მასა.

პლასტიკატ-ი - პოლივანილქლორიდის საფუძველზე დამზადებული


ელასტიკური მასალა; უშვებენ ლენტების, აფსკების, ფურცლების და მისთანათა
სახით.

პლასტიკაცია - (სპეც.). 1. პროცესი კაუჩუკის მექანიკური ან თბური


დამუშავებისა, რომლის შედეგადაც მისი პლასტიკურობა იზრდება. 2. პლასტიკური
მასების ნადნობად გადაქცევის პროცესი, რომლის შედეგადაც ადვილი ხდება
მათი გადამუშავება.

პლასტიკურ-ი - 1. პლასტიკასთან დაკავშირებული. 2. რაც იღებს და


ინარჩუნებს რაგინდარა ფორმას (მაგ., თიხა, ცვილი და სხვ.). 3.
გამომხატველობითი, ლამაზი, მოქნილი. მაგ., პლასტიკური მოძრაობა.
პლასტიკური ცეკვა. პლასტიკური ხელოვნება - 1) ქანდაკება, სკულპტურა. 2) ცეკვის
ხელოვნება. პლასტიკური ქირურგია - ქირურგიის დარგი, რომლის საქმეცაა
პლასტიკური ოპერაციები. პლასტიკური ოპერაცია - ქირურგიული ოპერაცია,
რომელსაც აკეთებენ კანისა და კანქვეშა ქსოვილების ნაკლის
გამოსასწორებლად, ცალკეული ორგანოების ნორმალური ფორმების
აღსადგენად ქსოვილის გადანერგვის გზით.

პლასტიკური მასა - ხელოვნური ან ბუნებრივი მასალა, რომელიც


გახურებისას ადვილად იღებს ამა თუ იმ ფორმას და შემდეგ ინარჩუნებს მას.

პლასტილინ-ი [იტალ. Plastilina < ბერძ. Plastos ნაძერწი] – ძნელად შრობადი


მასა, რომელიც მზადდება თიხასთან სანთლის, ქონისა და ზოგი სხვა ნივთიერების
შერევით; იყენებენ საძერწავად.

პლასტიფიკატორ-ი [ბერძ. Plastos ნაძერწი, პლასტიკური და ლათ. facio


ვაკეთებ] – ნივთიერება, რომელიც შეჰყავთ პოლიმერებში მათთვის
ელასტიკურობის მისაცემად.

პლასტიფიკაცია - (სპეც.). პოლიმერების დამუშავება პლასტიფიკატორით.

პლასტმასა - (შემოკლ.). პლასტიკური მასა.


პლასტოგამია [ბერძ. Plastos გამოძერწილი და gamos ქორწინება, შეუღლება] –
(ბიოლ.). რამდენიმე ერთუჯრედიანი ორგანიზმის გაერთიანება მხოლოდ მათი
ციტოპლაზმის შერწყმით (როდესაც ბირთვები არ ერწყმიან ერთმანეთს).

პლასტრონ-ი [ფრანგ. Plastron] – გულისპირი, რომელსაც ძალზე გახამებულს


იკეთებენ ღრმად ამოჭრილი ჟილეტის ქვეშ (როდესაც ფრაკი ან სმოკინგი
აცვიათ).

პლასტუნ-ი [რუს. пластун] – (ისტ.). მეფის რუსეთში: შავი ზღვისა და ყუბანის


კაზაკთა ჯარის განსაკუთრებული ქვეითი ნაწილების ჯარისკაცი.

პლასტუნურ-ი ხოხვა - (სამხ.). იდაყვებითა და მუცლით ხოხვა მიწაზე (შდრ.


პლასტუნი).

პლატერესკო [ესპ. Plateresco < Platero ოქრომჭედელი] – არქიტექტურული


სტილი აღორძინების ხანის ესპანეთში; დამახასიათებელია უნატიფესი,
უკიდურესად დეტალიზებული ჩუქურთმები; აქვს სიბრტყითი, „ხალიჩური»
შესახედაობა.

პლატინა [ესპ. Platina] – ქიმიური ელემენტი, ფოლადისფერი კეთილშობილი


ლითონი; დიდი გამოყენება აქვს ტექნიკაში.

პლატო [ფრანგ. Plateau] – ზღვის დონიდან შედარებით მაღლა მდებარე ვაკე;


ზეგანი.

პლატონიზმ-ი - 1. ძველი ბერძენი ფილოსოფოსის პლატონისა (427-347 წწ. ძვ.


წელთაღრ.) და მისი მიმდევრების იდეალისტური ფილოსოფია. 2. პლატონური
სიყვარული.

პლატონიკოს-ი - პლატონის მოწაფე ან პლატონიზმის მიმდევარი.

პლატონურ-ი - 1. პლატონიზმთან (მნიშვ. 1) დაკავშირებული. 2. მხოლოდ


სულიერ მისწრაფებაზე დამყარებული. არახორციელი (სიყვარული). 3. რასაც
პრაქტიკული მიზნები არა აქვს; განყენებული.

პლატფორმა [ფრანგ. Plate-forme] – 1. რკინიგზის სადგურში ლიანდაგის


გასწვრივ მოწყობილი ბაქანი. 2. მატარებლის მცირე ხნით გასაჩერებელი ადგილი
რკინიგზის ორ სადგურს შორის; ბაქანი. 3. ღია, უკედლებო სატვირთო ვაგონი. 4.
რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან ჯგუფის სამოქმედო პროგრამა, პოლიტიკური
მოთხოვნები.

პლაფონ-ი [ფრანგ. Plafone] – 1. მოხატული ან რელიეფით შემკული ჭერი. 2.


ელექტრული სანათი, მოწყობილი ზედ ჭერზე ან კედელზე (უპირატესად ვაგონის
კუპეში, გემის კაიუტაში ან სალონში, ავტობუსში და სხვ.).

პლაშკოუტ-ი [რუს. Плашкоут < ჰოლანდ.] – (ზღვ.). ბრტყელძირიანი, უგემბანო


არათვითმავალი გემი, რომელსაც იყენებენ ნავსადგურს შიგნით ტვირთის
გადასაზიდად საყრდენად.
პლაც-ი [გერმ. Platz] – მოედანი სამხედრო პარადებისა და სამწყობრო
ვარჯიშობათათვის.

პლაცდარმ-ი [ფრანგ. Place dkarmes] – 1. სივრცე, სადაც მზადდება და იშლება


საომარი ოპერაცია. 2. ტერიტორია, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს
საწყის პუნქტად საომარი მოქმედებისათვის ვისიმე წინააღმდეგ.

პლაცენტა [ლათ. Placenta] – (ანატ.). ორგანო, რომელიც ვითარდება ორსული


ქალის (ან მაკე ცხოველის) ორგანიზმში და უზრუნველყოფს ჩანასახის კვებასა და
სუნთქვას; მომყოლი.

პლაცკარტ-ი [გერმ. Platzkarte] – სამგზავრო ბილეთის დანართი, რომელიც


შორი მიმოსვლის მატარებლის ვაგონში გარკვეული ადგილის დაკავების
უფლებას იძლევა.

პლეადა [ბერძ. Pლეიას (Pleiados) შვიდი ძველი ბერძენი პოეტ-ტრაგიკოსის


ჯგუფის სახელი] – ერთი ეპოქის, ერთი მიმართულების გამოჩენილ მოღვაწეთა
ჯგუფი.

პლეადებ-ი [ბერძ. Pლეიას (Pleiados)] – 1. ბერძნულ მითოლოგიაში:


ატლანტისა და ოკეანიდა პლეიონეს შვიდი ქალიშვილი; სიკვდილის შემდეგ
ზევსმა მოათავსა ზეცაზე თანავარსკვლავედის სახით. 2. (ასტრ.). ვარსკვლავთა
გროვა კუროს თანავარსკვლავედში.

პლებეი [ლათ. Plebeius] – 1. ძველ რომში: დაბალი წრეების წარმომადგენელი,


პირადად თავისუფალი ადამიანი, რომელსაც პირველ ხანებში არავითარი
პოლიტიკური უფლებები არა ჰქონდა. 2. ბურჟუაზიულ-თავადაზნაურული წრეების
სიტყვახმარებაში: დაბალი წოდების წარმომადგენელი, მშრომელთა წრეებიდან
გამოსული ადამიანი.

პლებისციტ-ი [ლათ. Plebiscitum ხალხის გადაწყვეტილება] – საერთო-


სახალხო კენჭისყრა (იხ. აგრეთვე რეფერენდუმი).

პლებს-ი [ლათ. Plebs] – (კრებ.). პლებეები.

პლედ-ი [ინგლ. Plaid] – დიდი და სქელი შალი, ჩვეულებრივ კუბოკრული და


ფოჩებიანი; იყენებენ ლოგინის გადასაფარებლად.

პლევრა [ბერძ. Pleura გვერდი] – (ანატ.). აპკი, რომელიც ფარავს ფილტვებისა


და გულ-მკერდის ღრუს კედლებს.

პლევრიტ-ი - (მედიც.). პლევრის ანთება.

პლევროპნევმონია [ბერძ. Pleura გვერდი და pneumonia (იხ. პნევმონია)] –


ფილტვებისა და პლევრის ერთდროული ანთება.

პლეზიანთროპ-ი [ბერძ. Plesios ახლობელი და anthropos ადამიანი] –


(პალეონტ.). ადამიანის მსგავსი განათხარი მაიმუნი; ახლოსაა
ავსტრალოპითეკთან.
პლეზიოზავრ-ი [ბერძ. Plesios ახლობელი და sauros ხვლიკი] – (პალეონტ.).
ზღვის გადაშენებული ქვეწარმავალი; ჰქონდა გრძელი კისერი, პატარა თავი,
წყალში მოსასმელი დიდი კიდურები.

პლეთისმოგრაფ-ი [ბერძ. plethysmos ზრდა, გაზრდა და grapho ვწერ] –


ხელსაწყო, რომლითაც იწერენ ადამიანისა და ცხოველის ორგანოთა მოცულობის
ცვლილებას, რაც დამოკიდებულია სისხლძარღვების სისხლით ვსების
დინამიკაზე.

პლეთისმოგრაფია - (მედიც.). სხეულის სხვადასხვა ორგანოს მოცულობის


გაზომვა პლეთისმოგრაფის საშუალებით.

პლეთორა [ბერძ. Plethore გავსება] – (მედიც.). სხეულში ან მის რომელიმე


ნაწილში სისხლის რაოდენობის მომატება; სისხლმეტობა.

პლეიოტროპია [ბერძ. Pleion უფრო მრავალრიცხოვანი, მეტი და tropos


მობრუნება, მიმართულება] – ერთი მემკვიდრული ფაქტორის (გენის) უნარი -
ზემოქმედება იქონიოს ერთდროულად ორგანიზმის რამდენიმე ნიშან-თვისებაზე.

პლეისტონ-ი [< ბერძ. Pleo ვცურავ] – ერთობლიობა წყლის ორგანიზმებისა,


რომლებიც ჩერდებიან წყლის ზედაპირზე ანდა მასში ნახევრად ჩაყურსულ
მდგომარეობაში.

პლეისტოსეისტებ-ი [ბერძ. Pleistos ყველაზე მეტი და seistos შერყეული;


შეძრული] – გეოგრაფიულ რუკაზე გაკეთებული ხაზები, რომლებიც აერთებს
მიწისძვრის ყველაზე დიდი ძალის წერტილებს.

პლეისტოცენ-ი [ბერძ. Pleistos უდიდესი და kainos ახალი] – (გეოლ.).


დედამიწის ისტორიის მეოთხეული პერიოდის შუა (ყინულოვანი) ეპოქა.

პლენარულ-ი [ლათ. Plenarius სრული] – ისეთი, რომელშიც რაიმე ორგანოს


ყველა წევრი იღებს მონაწილეობას; საერთო, სრული. მაგ., პლენარული სხდომა.

პლენერ-ი [< ფრანგ. Plein air სუფთა ჰაერი] – ფერწერა გარეთ, ღია ცის ქვეშ,
ჰაერზე; ზუსტად გადმოსცემს ბუნებრივ განათებას, ჰაერის გარემოს , ბუნების
რეალურ ფერებს.

პლენერისტ-ი - მხატვარი, პლენერის ოსტატი.

პლენუმ-ი [ლათ. Plenum სრული] – არჩევითი ხელმძღვანელი ორგანოს


სხდომა, რომელსაც ყველა წევრი ესწრება; პლენარული სხდომა.

პლეონაზმ-ი [ბერძ. Pleonasmos ზედმეტობა, სიჭარბე] – (ლიტ.). წინადადების


კონსტრუქცია, რომელიც შეიცავს ერთნაირი მნიშვნელობის მქონე (ხშირად
ლოგიკურად ზედმეტ) სიტყვებს.

პლეოქროიზმ-ი [ბერძ. Pleon უფრო მრავალრიცხოვანი, მეტი და chroma ფერი]


– ნივთიერების შეფერილობის შეცვლა მასში გავლილ შუქზე იმის მიხედვით, თუ
რა მიმართულებით ვრცელდება ეს შუქი და როგორია მისი პოლარიზაცია.
პლერეზებ-ი [ფრანგ. Pleureuses] – 1. სამგლოვიარო დანაკერები
ტანსაცმელზე. 2. სირაქლემას ბუსუსიანი ფრთები ქალის შლაპაზე.

პლერომა [ბერძ. Pleroma სისრულე, სიუხვე, სიმრავლე] – (ბოტან.).


ცენტრალური ნაწილი უმაღლესი მცენარეების ფესვების ზრდის ზონაში, აგრეთვე
ყლორტის ზრდის კენწერულ ზონაში.

პლესიმეტრ-ი [ბერძ. Plesso ვარტყამ და metreo ვზომავ] – (მედიც.). ლითონის ან


სხვა მასალის თხელი ფირფიტა; იყენებენ ადამიანის შინაგანი ორგანოების
პერკუსიის (კაკუნის) მეთოდით გამოკვლევის დროს.

პლექსიგლას-ი [გერმ. Plexiglas] – გამჭვირვალე პლასტმასა; იყენებენ მინად


თვითმფრინავებში, ავტომობილებში.

პლექსიტ-ი [< ლათ. Plexus წნული] – ნერვული წნულის დაავადება ინფექციის,


ინტოქსიკაციის, ტრავმის და სხვ. დროს.

პლექტრ-ი [ბერძ. Plektron] – პატარა თხელი ფირფიტა (რქისა, ძვლისა,


ცელულოიდისა და სხვ.), რომლითაც ზოგიერთ სიმებიან საკრავს (მაგ.,
მანდოლინას) უკრავენ; მედიატორი.

პლიმუთროკ-ი [ინგლ. Plymouth Rock] – სახორცე და კვერცხისმდებელი


ქათმის ჯიში ერთგვარი.

პლინთ-ი [ბერძ. Plinthos აგური] – 1. ფართო და ბრტყელი, კვადრატული


აგური (ჩვენში ცნობილი „ქართული აგურის» მსგავსი); გამოყენება ჰქონდა
ბიზანტიაში. 2. (სპორტ.). სატანვარჯიშო იარაღი; წარმოადგენს ხის წაკვეთილ
პირამიდას.

პლინთუს-ი [< ბერძ. Plinthos აგური, ფილა] – თამასა, ლარტყა, რომელიც


გასდევს კედელს იატაკის გადაკვეთასთან.

პლიოცენ-ი [ბერძ. Pleion უფრო მეტი და kainos ახალი] – (გეოლ.). დედამიწის


ისტორიის მესამეული პერიოდის უკანასკნელი ეპოქა; მოსდევს მიოცენს .

პლის-ი [შვედ. Plys < ლათ.] – ძველებური ხავერდისნაირი ქსოვილი ბამბისა.

პლისე [ფრანგ. Plissé] – ქსოვილზე (კაბაზე, საყელოზე და სხვ.) სპეციალური


მანქანით ან უთოთი გამოყვანილი წვრილი, ერთმანეთზე მილაგებული ნაკეცები .

პლიუვიოზ-ი [ფრანგ. Pluvieuse < ლათ. Pluviosus წვიმიანი] – (ისტ.).


საფრანგეთის რესპუბლიკური კალენდრის მიხედვით წლის მეხუთე თვე (20-21
იანვრიდან 18-19 თებერვლამდე); კალენდარი მიიღო კონვენტმა 1793 წ. და
მოქმედებდა 1806 წ-მდე.

პლომბ-ი [გერმ. Plombe < ლათ. Plumbum ტყვია] – 1. სპეციალური ბეჭდით


ჩაჭყლეტილი ტყვიის ან სხვა პლასტიკური მასალის პატარა ნაჭერი, რომელსაც
ნიშნად ადებენ დაკეტილ კარს, შეფუთულ საქონელს და სხვ. (რათა შეუძლებელი
იყოს მის დაუზიანებლად კარის, საქონლის და მისთ. გახსნა). 2. მკვრივი
ნივთიერება, რომლითაც ავსებენ დაზიანებული კბილის ღრუს.
პლომბირ-ი [ფრანგ. Plombieres < გეოგრ. სახ.] – მაღალი ხარისხის ნაყინი,
რომელშიც ჩვეულებრივ შერეულია რაიმე ხილი, ნიგოზი, შოკოლადი და სხვ.

პლუვიოგრაფ-ი [ლათ. Pluvia წვიმა და ბერძ. grapho ვწერ] – ხელსაწყო,


რომელიც აღნიშნავს მოსული წვიმის რაოდენობას.

პლუვიოზ-ი - იხ. პლიუვიოზი.

პლუმაჟ-ი [ფრანგ. Plumage] – ფრთების კონა, ძუის ფუნჯი და მისთ. როგორც


სამკაული ქუდზე ან ცხენის აკაზმულობაზე (უცხოეთის ზოგიერთ არმიაში, ცირკში
და სხვ.); ჯიღა.

პლუმბიკონ-ი [ლათ. Plumbum ტყვია და ბერძ. eikon გამოსახულება] –


სატელევიზიო გადამცემი მილაკი, ვიდიკონის სახესხვაობა.

პლურალიზმ-ი [< ლათ. Pluralis მრავლობითი] – 1. (ფილოს.). იდეალისტური


მოძღვრება, რომელიც უარყოფს სამყაროს ერთიანობას და ამტიცებს, რომ მას
საფუძვლად უდევს მრავალი ერთმანეთთან დაუკავშირებელი სულიერი არსი. 2.
(პოლიტ.). სახელმწიფოს მმართველობის მრავალპარტიული სისტემა.

პლურალურ-ი ვოტუმი - ამომრჩევლის უფლება, ისარგებლოს რამდენიმე


ხმით ქონებრივი, განათლების და სხვ. ცენზის მიხედვით (დაშვებული იყო
ზოგიერთი ბურჟუაზიული ქვეყნის კანონმდებლობაში).

პლუს-ი [ლათ. Plus მეტად] – 1. (მათემ.). ნიშანი(+), რომელიც აღნიშნავს


მიმატებას ან დადებით სიდიდეს. 2. იგივე ნიშანი, რომელიც აღნიშნავს
ტემპერატურას ნულს ზემოთ. 3. (გადატ.). დადებითი მხარე, ღირსება, უპირატესობა
(საპირისპ. მინუსი).

პლუსკვამპერფექტ-ი [ლათ. Plusquamperfectum] – გრამატიკული დრო ბევრ


ენაში; აღნიშნავს მოქმედებას, რომელიც წინ უსწრებდა რაიმე სხვა მოქმედებას
წარსულში (ქართ. სინონ. ნამყო წინარეწარსული).

პლუტოკრატ-ი - გაბატონებული კლასის ყველაზე უფრო მდიდარი ფენის


წარმომადგენელი, რომელსაც თავისი სიმდიდრით აქვს მოპოვებული გავლენა
და ძალაუფლება.

პლუტოკრატია [ბერძ. Plutokratia < Plutos სიმდიდრე და kratos ძალა,


ძალაუფლება] – 1. პოლიტიკური წყობილება, რომლის დროსაც სახელმწიფოს
მართავს გაბატონებული კლასის ყველაზე მდიდარ წარმომადგენელთა
მცირერიცხოვანი ჯგუფი, ხოლო ხალხი სრულიად უუფლებოა. 2. (კრებ.).
პლუტოკრატები.

პლუტონ-ი [ბერძ. Pluton] – 1. ბერძნულ მითოლოგიაში: ზევსის ძმა,


მიწისქვეშეთის ღმერთი, საიქიოს მბრძანებელი. 2. (ასტრ.). მეცხრე, მზიდან
ყველაზე უფრო დაშორებული დიდი პლანეტა მზის სისტემისა.

პლუტონიზმ-ი - მოძღვრება დედამიწის გეოლოგიურ ისტორიაში შინაგანი


ძალების ძირითადი როლოს შესახებ; გავრცელებული იყო მე-18 ს.-ის ბოლოს - მე-
19 ს-ის დასაწყისში; ამოფრქვეული ქანების შესახებ პლუტონისტების მიერ
შექმნილი შეხედულება ძირითადად შენარჩუნებულია მეცნიერებაში [ბერძნული
მითოლოგიის მიწისქვეშეთის ღმერთის - პლუტონის სახელის მიხედვით] –. იხ.,
აგრეთვე, ნეპტუნიზმი.

პლუტონიუმ-ი - რადიოაქტიური ქიმიური ელემენტი, რომელიც მიეკუთვნება


აქტინიდებს; მიიღეს ხელოვნურად 1940 წ.; მის ერთ-ერთ იზოტოპს იყენებენ
ატომური ენერგის მისაღებად [პლანეტა პლუტონის სახელის მიხედვით] –.

პლუტოს-ი [ბერძ. Plutos] – ბერძნულ მითოლოგიაში: სიმდიდრის ღვთაება.

პლუშ-ი [გერმ. Plüsch] – ხავერდის მსგავსი ქსოვილი, რომელსაც უფრო


მაღალი, მაგრამ ნაკლებად ხშირი ხაო აქვს.

პნევმატიკა - პნევმატიკურად მოქმედ მექანიზმთა, მოწყობილობათა


ერთობლიობა.

პნევმატიკურ-ი [ბერძ. Pneumatikos ქარისა, ჰაერისა] – შეკუმშული ჰაერით


მოქმედი. პნევმატიკური ფოსტა - კორესპონდენციის გადაცემა საგანგებო
მილების საშუალებით შეკუმშული ჰაერის ძალით.

პნევმატოლოგ-ი [ბერძ. Pneuma (Pneumatos) ქარის ქროლა და lysis დაშლა,


გახსნა] – (გეოლ.). ქანებზე აირებისა და აქროლად ნივთიერებათა ზემოქმედების
გზით მინერალების წარმოქმნის პროცესი.

პმევმერკატორ-ი [ბერძ. Pneu(matikos) პნევმატიკური და გერმ. merken


აღნიშვნა] – პნევმატიკური ხელსაწყო, რომლითაც განსაზღვრავენ სითხის დონეს
რეზერვუარებში, ცისტერნებში, გემის ნაკვეთურებში და სხვ.

პნევმოგრაფ-ი [ბერძ. Pneuma სუნთქვა და grapho ვწერ] – ხელსაწყო


სუნთქვითი მოძრაობის რეგისტრაციისათვის.

პნევმოთორაქს-ი [ბერძ. Pneuma სუნთქვა; ჰაერი და thorax გულმკერდი] –


(მედიც.).1. ჰაერის დაგროვება პლევრის ღრუში. 2. ჰაერის შეშვება პლევრის
ღრუში სპეციალური აპარატით; მიმართავენ ფილტვის ტუბერკულოზის
მკურნალობის დროს.

პნევმოკოკ-ი [ბერძ. Pneumon ფილტვი და kokkos მარცვალი] – (მედიც.).


პნევმონიის გამომწვევი მიკრობი.

პნევმოკონიოზ-ი [ბერძ. Pneumon ფილტვი და konia მტვერი] – პროფესიული


დაავადება - შემაერთებელი ქსოვილის გაზრდა ფილტვებში საწარმოო მტვრის
ხანგრძლივად შესუნთქვის შედეგად.

პნევმოკოსტიუმ-ი [ბერძ. Pneumon ფილტვი] – პლასტიკატის ჰერმეტიზებული


კოსტიუმი ატმოსფეროში სამუშაოდ, სადაც რადიოაქტიური აირები და
რადიოაქტიური მტვერია.

პნევმონია [ბერძ. Pneumonia] – (მედიც.). ფილტვების ანთება.


პნევმოსკლეროზ-ი [ბერძ. Pneumon ფილტვი, ფილტვები და sklerosis (იხ.
სკლეროზი)] – (მედიც.). შემაერთებელი ქსოვილის გაზრდა ფილტვებში
სხვადასხვა დაავადების შედეგად.

პობედიტ-ი [რუს. Победит] – (ტექ.). ვოლფრამის შემცველი შენადნობი დიდი


სიმაგრისა.

პოგონოფორებ-ი [ბერძ. Pogonophoros წვერიანი] – ზღვის უხერხემლო


ცხოველები, რომლებიც ბინადრობენ გრძელ რქოვან მილებში.

პოდაგრა [ბერძ. Podagra] – (მედიც.). სახსრებისა და ქსოვილების დაავადება,


რომელიც გამოწვეულია ორგანიზმში ნივთიერებთა ცვლის დარღვევით;
ახასიათებს მარილების დალექვა; ნიკრისის ქარი.

პოდესტა [იტალ. Podesta < ლათ. Potestas ხელისუფლება] – 1. შუა საუკუნეებში


იტალიაში: უმაღლესი თანამდებობის პირი ბევრ ქალაქ-კომუნაში. 2. ფაშისტური
იტალიის ქალაქებში 1926-1946 წწ-ში: უმაღლესი ადმინისტრაციული თანამდებობა
- ქალაქის თავი.

პოდიუმ-ი [ლათ. Podium] – 1. მოქანდაკეებისა და მხატვრების


სახელოსნოებში: ამაღლებული ადგილი ნატურისათვის. 2. მაღალი ბაქანი,
რომელზედაც აშენებდნენ ანტიკურ (უპირატესად რომაულ) ტაძრებს. 3. კედელი
ანტიკური ცირკის ასპარეზის გარშემო. 4. ძველი რომის ცირკში: ამაღლებული
ადგილი სავარძლებით იმპერატორისათვის, სენატორებისა და სხვა მაღალი წრის
პირთათვის.

პოდპოლკოვნიკ-ი [რუს. Подполковник] – ოფიცრის წოდებულება (ჩინი),


მაიორზე მეტი.

პოდპორუჩიკ-ი [რუს. Подпоручик] – მეფის რუსეთის არმიაში: ოფიცრის ჩინი,


პრაპორშჩიკზე მეტი.

პოდპრაპორშჩიკ-ი [რუს. Подпрапорщик] – მეფის რუსეთის არმიაში: უმცროს


მეთაურთა შემადგენლობის უმაღლესი ჩინი; ამ ჩინის მქონე ოფიცერი.

პოეზია [ბერძ. Poiesis] – 1. სიტყვების საშუალებით აზრის ხატოვნად გამოსახვა;


სიტყვიერი შემოქმედება, უპირატესად ლექსების სახით. 2. რიტმულად
მოწესრიგებული მეტყველება; ლექსები (პროზისაგან განსხვავებით). 3. რომელიმე
ხალხის, ეპოქის, საზოგადოებრივი ჯგუფის და ა. შ. ლექსთა ერთობლიობა.

პოემა [ბერძ. Poiema] – 1. თხრობითი ხასიათის მხატვრული ნაწარმოები


ლექსად. 2. ზოგი მუსიკალური ნაწარმოების სახელწოდება.

პოეტ-ი [ბერძ. Poietes] – მწერალი, რომელიც ლექსებს თხზავს.პოეტესა


[ფრანგ. პოйტესსე] – (წიგნ.). ზოგჯერ იხმარება პოეტი ქალის აღსანიშნავად.

პოეტიკა [ბერძ. Poietike] – 1. მეცნიერება მხატვრული ლიტერატურის შესახებ;


ლიტერატურის თეორია. 2. პოეზიის თეორია. 3. რომელიმე პოეტის ან
ლიტერატურული მიმართულების მხატვრულ ფორმათა თავისებურებანი.
პოეტურ-ი - 1. პოეზიასთან ან პოეტთან დაკავშირებული. მაგ., პოეტური
შემოქმედება. პოეტური ნიჭი. 2. რაც შემოქმედებით გაქანებას, აღმაფრენას
იწვევს; მშვენიერი, მომხიბვლელი, მომაჯადოებელი.

პოზა [ფრანგ. Pose] – 1. ადამიანის სხეულის ესა თუ ის მდგომარეობა. 2.


(გადატ.). არაგულწრფელი ქცევა, პრანჭვა.

პოზიორ-ი [ფრანგ. Poseur] – პოზის (იხ. პოზა, მნიშვ. 2) მოყვარული; პირი,


რომელიც თავისი ქცევის გარეგნულ ეფექტებზე ზრუნავს.

პოზირება [< ფრანგ. Poser] – გარკვეული პოზის მიღება მხატვრის, მოქანდაკის


(ფოტოგრაფის) წინაშე - დახატვის, გამოქანდაკების (ან სურათის გადაღების)
მიზნით.

პოზიტივ-ი [ლათ. Positivus დადებითი] – ფოტოგრაფიასა და


კინემატოგრაფიაში: სურათი, რომელზედაც (ნეგატივისგან განსხვავებით)
გადაღებული საგნის ნათელი და მუქი ადგილები სინამდვილეში არსებულის
შესაბამისად არის გამოსული.

პოზიტივიზმ-ი [< ლათ. Positivus დადებითი] – მიმართულება ბურჟუაზიულ


ფილოსოფიასა და სოციოლოგიაში; ერთ-ერთი ნაირსახეობა აგნოსტიციზმისა.
ლოგიკური პოზიტივიზმი - მიმართულება თანამედროვე ბურჟუაზიულ
ფილოსოფიაში - სუბიექტური იდეალიზმის ნაირსახეობა.

პოზიტივისტ-ი - პოზიტივიზმის მიმდევარი.

პოზიტიურ-ი - 1. დადებითი (საპირისპ. ნეგატიური). მაგ., პოზიტიური


მსჯელობა. პოზიტიური ფილოსოფია - იგივეა, რაც პოზიტივიზმი. 2. ცდაზე,
ფაქტებზე დამყარებული. მაგ., პოზიტიური მეცნიერებანი. 3. რაც პოზიტივს
წარმოადგენს. მაგ., პოზიტიური გამოსახულება.

პოზიტრონ-ი [ლათ. Posi(tivus) დადებითი და (ელექ)ტრონი)] – (ფიზ.).


დადებითად დამუხტული ელექტრული ნაწილაკი, რომლის მასა უდრის
უარყოფითად დამუხტული ელექტრონის მასას; დადებითი ელექტრონი.პოზიტურა
[ლათ. პოსიტურა] – (მოძვ.). იგივეა, რაც პოზა (მნიშვ. 1).

პოზიცია [ლათ. Positio] – 1. ვისიმე ან რისამე მდგომარეობა, განლაგება. 2.


(სამხ.). ბრძოლის დროს ჯარების განლაგების ადგილი; სამხედრო მოქმედებათა
რაიონი. 3. ჭადრაკში, შაშში: ფიგურების განლაგება თამაშის ამა თუ იმ მომენტში.
4. (სპორტ.). ფარიკაობაში: შეიარაღებული ხელის, იარაღის მდგომარეობა
სხეულის მიმართ. 5. ცეკვაში: ფეხების გარკვეული მდგომარეობა. 6. (მუს.).
თითების ესა თუ ის მდგომარეობა სიმებიანი საკრავის დაკვრისას. 7. (გადატ.).
დამოკიდებულება რაიმე საქმისადმი, საკითხისადმი; თვალსაზრისი.

პოზიციურ-ი - 1. (სამხ.). ისეთი ომი, ბრძოლა, რომელიც წარმოებს


გამაგრებულ პოზიციებზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში. 2. ჭადრაკში: ისეთი
მდგომარეობა, როდესაც მოთამაშე თანდათან იკავებს უკეთეს პოზიციას (შდრ .
კომბინაციური, მნიშვ. 2). მაგ., პოზიციური უპირატესობა.
პოიკილოთერმულ-ი ცხოველები [ბერძ. Poikilos ჭრელი, ცვალებადი და therme
სითბო] – (ბიოლ.). ცივსისხლიანი ცხოველები.

პოინტერ-ი [ინგლ. Pointer] – მოკლებალნიანი სანადირო (მეძებარი) ძაღლის


ჯიში.

პოკერ-ი [ინგლ. Poker] – ბანქოს ერთგვარი აზარტული თამაში.

პოლაკიურია [ბერძ. Pollakis ხშირად და uron შარდი] – (მედიც.). შარდის


გახშირებული გამოყოფა.

პოლარიზატორ-ი - ოპტიკური ხელსაწყო სინათლის პოლარიზაციისათვის.

პოლარიზაცია და პოლარიზება [< ლათ. Polaris პოლარული] – (ფიზ.). 1.


ელექტრომაგნიტურ და სინათლის რხევათა თვისება - განლაგდნენ, იყონ ერთ
გარკვეულ სიბრტყეში. 2. ელექტროდებზე დალექვა სხვადასხვა ნივთიერებისა,
რომლებიც დენის ძალას ასუსტებენ.

პოლარიმეტრ-ი - ხელსაწყო სინათლის პოლარიზაციის ხარისხის


განსაზღვრისათვის.

პოლარისკოპ-ი - ოპტიკური ხელსაწყო სინათლის პოლარიზაციაზე


დაკვირვებისათვის.

პოლაროგრაფია [ლათ. Polaris პოლარული, უკიდურესი და grapho ვწერ] –


ელექტროქიმიური ანალიზის მეთოდი; საშუალებას იძლევა განისაზღვროს
გახსნილ ნივთიერებათა კონცენტრაცია და თვისება; იყენებენ მინერალური
ნედლეულისა და რეაქტივების შესამოწმებლად, ქიმიური პროცესების სიჩქარისა
და მექანიზმის გასარკვევად და სხვ.

პოლაროიდ-ი - პოლარიზატორის ნაირსახეობა.

პოლარულ-ი [ლათ. Polaris] – 1. პოლუსთან (იხ. პოლუსი, მნიშვ. 1), პოლუსის


რაიონთან დაკავშირებული. მაგ., პოლარული ყინულები.

პოლარული ექსპედიცია. პოლარული წრე - დედამიწის ზედაპირზე


პოლუსიდან 23027/-ის დაშორებით გავლებული წარმოსახვითი ხაზი; ითვლება
ცივი კლიმატური სარტყლის საზღვრად.

პოლარული დღე - პოლარული წრის იქით: წლის მონაკვეთი, რომლის


განმავლობაშიც მზე არ ჩადის.

პოლარული ღამე - პოლარული წრის იქით: წლის ნაწილი, რომლის


განმავლობაში მზე არ ამოდის.

პოლარული ნათება - ატმოსფეროს ზედა ფენების ნათება, რომელიც იცის


პოლარული წრის იქით. 2. (ფიზ.). რაც დაკავშირებულია დადებითი და
უარყოფითი მუხტების არსებობასთან. მაგ., ატომთა პოლარული ჯგუფი. 3.
(გადატ.). სრულიად სხვაგვარი, საწინააღმდეგო, საპირისპირო.
პოლდერ-ი [ჰოლანდ. Polder] – ჰოლანდიაში: ჩრდილოეთის ზღვის დაბლობი
სანაპიროს ამოშრობილი და დამუშავებული მიწის ნაკვეთი, რომელიც ზღვის
დონეზე დაბლაა და ჯებირით არის დაცული წყლით დაფარვისაგან.

პოლემიკა [< ბერძ. Polemikos საომარი; მტრული] – კამათი რაიმე


მეცნიერული, ლიტერატურული თუ პოლიტიკური საკითხების განხილვისასა ;
პაექრობა.

პოლემისტ-ი - პოლემიკის მოყვარული, პოლემიკაში დახელოვნებული


ადამიანი.

პოლენტა [იტალ. Polenta] – იტალიური ფაფა, ღომის მსგავსი; აკეთებენ


სიმინდის ან წაბლის ფქვილისაგან.

პოლი- [< ბერძ. Poly ბევრი] – რთული სიტყვის პირველი შემადგენელი


ნაწილი; ნიშნავს ბევრს. მაგ., პოლიგლოტი, პოლივიტამინი.

პოლიანდრია [ბერძ. Poly ბევრი და andr (andros) ქმარი] – ქორწინების ფორმა,


რომლის დროსაც ქალს შეიძლება ერთდროულად რამდენიმე ქმარი ჰყავდეს;
მრავალქმრიანობა.

პოლიართრიტ-ი [ბერძ. Poly ბევრი და arthron სახსარი] – (მედიც.). რამდენიმე


სახსრის ერთდროული ან თანმიმდევრული დაავადება.

პოლიგამია [ბერძ. Poly ბევრი და gamos ქორწინება] – 1. ქორწინების ფორმა,


როდესაც თითოეულს შეუძლია ერთდროულად რამდენიმე მეუღლე ჰყავდეს. 2.
ერთი მამლის სეზონის განმავლობაში რამდენიმე დედალთან.

პოლიგენიზმ-ი [ბერძ. Poly ბევრი და genos გვარი; წარმოშობა] –


ანთროპოლოგიური მოძღვრება, რომელიც, მონოგენიზმის საპირისპიროდ,
ამტკიცებს, რომ ადამიანთა რასები წარმოშობილია სხვადასხვა პრიმატისაგან
დედამიწის სხვადასხვა ნაწილში, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად.

პოლიგინია [< ბერძ. Polygines მრავალცოლიანი] – ქორწინების ფორმა,


რომლის დროსაც მამაკაცს შეიძლება ერთდროულად რამდენიმე ცოლი ჰყავდეს ;
მრავალცოლიანობა.

პოლიგლანდულარულ-ი [ბერძ. Poly ბევრი და ლათ. glandula ჯირკვალი] –


(მედიც.). მრავალჯირკვლიანი; ტერმინს იყენებენ ისეთ დაავადებებთან
დაკავშირებით, რომლებიც გამოწვეულია შინაგანი სეკრეციის რამდენიმე
ჯირკვლის მოქმედების მოშლის შედეგად.

პოლიგლაციალიზმ-ი [ბერძ. Poly ბევრი და ლათ. glacies ყინული] – თეორია


კონტინენტების მრავალჯერადი გამყინვარების შესახებ (საპირისპ.
მონოგლაციალიზმი).

პოლიგლობულია [ბერძ. Poly ბევრი და ლათ. globulus ბურთულა] –


ერითროციტების რაოდენობის გაზრდა სისხლის მოცულობის ერთეულში.

პოლიგლოტ-ი [ბერძ. Polyglottos] – ბევრი ენის მცოდნე.


პოლიგონ-ი [ბერძ. Polygonos მრავალკუთხიანი] – 1. სპეციალურად
მოწყობილი ადგილი იარაღის, საბრძოლო ტექნიკის, სამხედრო მასალის
გამოსაცდელად, აგრეთვე ჯარის ნაწილების სავარჯიშოდ (ქართ. სინონ.
სასროლეთი). 2. ღია მოედანი, რომელზედაც გამართულია ასაწყობ სამშენებლო
კონსტრუქციათა ელემენტების დასამზადებელი მოწყობილობა.

პოლიგონომეტრია [ბერძ. Polygonos მრავალკუთხა და metreo ვზომავ] –


გეოდეზიურ გაზომვათა ერთ-ერთი მეთოდი.

პოლიგრაფია [ბერძ. Polygraphia] – ტექნიკის დარგი, მრეწველობა, რომელიც


მოიცავს ბეჭდვითი პროდუქციის წარმოების ყველა სახეობას.

პოლიგრაფისტ-ი - პოლიგრაფიის სპეციალისტი; პოლიგრაფიული


წარმოების მუშა.

პოლიდაქტილია [< ბერძ. Polydaktylos მრავალთითიანი] – ზედმეტი თითების


ქონა ხელზე ან ფეხზე; თითმეტობა, მრავალთითიანობა.

პოლიდევკე [ბერძ. Polydeukes] – ბერძნულ მითოლოგიაში: ერთ-ერთი


დიოსკური, ზევსისა და ლედას შვილი (იხ. დიოსკურები); შეესაბამება რომაული
მითოლოგიის პოლუქსს.

პოლიდიფსია [ბერძ. Polydipsia დიდად მწყურვალი] – (მედიც.).


ავადმყოფურად გაძლიერებული წყურვილი (მაგ., დიაბეტის დროს).

პოლიედრ-ი [ბერძ. Polyedros მრავალწახნაგიანი] – (მათემ.). გეომეტრიული


სხეული, რომელიც ყოველი მხრიდან შემოსაზღვრულია ბრტყელი
მრავალკუთხედებით; მრავალწახნაგა.

პოლიეთილენ-ი - ორგანული ნივთიერება, ეთილენის პოლიმერიზაციის


პროდუქტი; იყენებენ პლასტიკური მასების წარმოებაში.

პოლიეკრანულ-ი კინო - კინოფილმების გადაღებისა და დემონსტრაციის


მეთოდი; უზრუნველყოფს თემატურად დაკავშირებული სხვადასხვა
გამოსახულების ერთდროულად ჩვენებას.

პოლიემბრიონია [ბერძ. Poly ბევრი და embryon ჩანასახი] – (ბიოლ.). 1.


ცხოველებში: რამდენიმე ჩანასახის წარმოქმნა ერთი კვერცხუჯრედიდან. 2.
მცენარეებში: რამდენიმე ჩანასახის წარმოქმნა ერთ თესლში.

პოლივალენტოვან-ი [ბერძ. Poly ბევრი და ლათ. valens (valentis) ძალის მქონე]


–: პოლივალენტოვანი ენა - ენა, რომელსაც მოეპოვება ყველა ფუნქცია, რაც
სალიტერატურო ენას შეიძლება ჰქონდეს (ასეთია, მაგ., ქართული).

პოლივინილაცეტატ-ი - ვინილაცეტატის პოლიმერი; იყენებენ სხვადასხვა


ლაქისა და წებოს მისაღებად, აგრეთვე ბეტონის ხარისხის გასაუმჯობესებლად,
საღეჭი რეზინის წარმოებაში და სხვ.
პოლივინილქლორიდ-ი - მაღალმოლეკულური ნაერთი; მიიღება
ვინილქლორიდის პოლიმერიზაციით; იყენებენ ქიმიური აპარატების დასაცავად
კოროზიისაგან, მილების წარმოებაში, ელექტროტექნიკაში და სხვ.

პოლივიტამინ-ი [ბერძ. Poly ბევრი და ვიტამინი] – (ფარმაკ.). რამდენიმე


სხვადასხვა ვიტამინის პრეპარატების კომბინაცია.

პოლითეიზმ-ი [ბერძ. Poly ბევრი და theoს ღმერთი] – რელიგია, რომელიც


მრავალ ღმერთს აღიარებს; მრავალღმერთობა (საპირისპ. მონოთეიზმი).

პოლითეისტ-ი - პოლითეიზმის მიმდევარი.

პოლითემატიზმ-ი [ბერძ. Poly ბევრი და thema თემა] – მუსიკალური


ნაწარმოების აგების პრინციპი - მრავალი თემის გაერთიანება ერთ (შდრ.
მონოთემატიზმი).

პოლიკარპულ-ი [ბერძ. Poly ბევრი და karpos ნაყოფი] – (ბოტან.).


მრავალნაყოფიანი. პოლიკარპული მცენარეები - მცენარეები, რომლებიც
სიცოცხლის განმავლობაში მრავალჯერ ყვავიან და იძლევიან ნაყოფს (იხ.,
აგრეთვე, მონოკარპული მცენარეები).

პოლიკარპული ყვავილები - ყვავილები, რომლებსაც რამდენიმე ბუტკო აქვს.

პოლიკლინიკა [ბერძ. Polis ქალაქი და klinike მკურნალობა] – სამკურნალო


დაწესებულება, რომელიც სამედიცინო დახმარებას უწევს მომსვლელ (აგრეთვე
შინ მწოლიარე) ავადმყოფებს ძირითად სპეციალობათა მიხედვით.

პოლიკროს-ი [ბერძ. Poly ბევრი და ინგლ. cross შეჯვარება] – მასობრივი


გამოსაცდელი შეჯვარების მეთოდი; იყენებენ მცენარეთა სელექციაში.

პოლიმასტია [ბერძ. Poly ბევრი და mastos ძუძუ] – დამატებითი ძუძუების, ძუძუს


კერტების ქონა; ძუძუმეტობა (ფიზიკური განვითარების მანკია).

პოლიმერბეტონ-ი - ბეტონი, რომელშიც მჭიდა (შემკვრელი) ნივთიერებაა


ორგანული პოლიმერი - გამაგრებული ნარევი მაღალმოლეკულური
ნივთიერებისა და მინერალური შემვსებისა (სილისა, ხრეშისა და სხვ.). სინონ.
პლასტბეტონი.

პოლიმერებ-ი [ბერძ. Polymeres მრავალი ნაწილისაგან შემდგარი] –


ნივთიერებანი, რომელთაც ერთნაირი ქიმიური შემადგენლობა აქვთ, მაგრამ
განსხვავდებიან მოლეკულაში ატომების სხვადასხვა რაოდენობით.

პოლიმერია [ბერძ. Polymereia მრავალი ნაწილის არსებობა] – (ქიმ.).


მოვლენა, რომლის დროსაც ერთი და იმავე შემადგენლობის ნივთიერებანი
მოლეკულაში შეიცავენ ერთი და იმავე ატომების ორმაგ, სამმაგ და მეტ
რაოდენობას.

პოლიმერიზაცია [ბერძ. Polymeres მრავალგვარი] – (ქიმ.). მაღალი


მოლეკულური წონის მქონე ორგანულ ნაერთთა წარმოქმნა დაბალმოლეკულური
ნაერთებისაგან.
პოლიმეტრია [ბერძ. Poly ბევრი და metron ზომა] – პოეტური მეტყველების
ისეთი ფორმა, რომელშიც სხვადასხვა სალექსო ზომაა გამოყენებული.

პოლიმნია [ბერძ. Polymnia] – ბერძნულ მითოლოგიაში: ლირიკული პოეზიისა


და ჰიმნების მუზა.

პოლიმორფიზმ-ი [< ბერძ. Polymorphos მრავალფეროვანი] – 1. (ბიოლ.).


მცენარეთა ან ცხოველთა ერთი და იმავე სახის ფარგლებში აგებულებით
განსხვავებული მრავალი ფორმის არსებობა. 2. (ქიმ.). ნივთიერების თვისება -
დაკრისტალდეს სხვადასხვა ფორმით.

პოლიმორფულ-ი - რაც სხვადასხვა ფორმით არსებობს; მრავალფორმიანი,


მრავალფეროვანი.

პოლინევრიტ-ი [ბერძ. Poly ბევრი და neuron ნერვი] – (მედიც.). პერიფერიული


ნერვების ანთება.

პოლიმონ-ი [ბერძ. Poly ბევრი და nomos ნაწილი, წევრი] – (მათემ.).


ალგებრული გამოსახულება, შემდგარი რამდენიმე ერთწევრისაგან , რომელთა
შორის შეკრების ან გამოკლების ნიშანია; მრავალწევრი (შდრ. ბინომი, მონომი).

პოლიოენცეფალიტ-ი [ბერძ. Polios ნაცრისფერი და enkephalos ტვინი] –


(მედიც.). თავის ტვინის რუხი ნივთიერების ანთება.

პოლიოზებ-ი - (ქიმ.). იგივეა, რაც პოლისაქარიდები.

პოლიომიელიტ-ი [ბერძ. Polios ნაცრისფერი და myelos ტვინი] – (მედიც.).


ზურგის ტვინის რუხი ნივთიერების ანთება; ბავშვთა მწვავე ინფექციური
დაავადება; იწვევს დამბლას.

პოლიპ-ი [ბერძ. Polypus] – 1. ნაწლავღრუიანი ცხოველი, რომელიც ერთი


ბოლოთი მიმაგრებულია უძრავ საგანზე, ხოლო მეორე ბოლოზე აქვს პირი. 2.
ლორწოვანი გარსების (უპირატესად ცხვირის ღრუს) კეთილთვისებიანი სიმსივნე.

პოლიპერსონალიზმ-ი [ბერძ. Poly ბევრი და ლათ. persona პირი] – (ლინგვ.).


მრავალპირიანობა (ზმნისა).

პოლიპლოიდია [ბერძ. Polyploos მრავალჯერადი და eidos სახე] –


ქრომოსომების რაოდენობის ჯერადი გაზრდა მცენარეთა ან ცხოველთა
უჯრედებში.

პოლიპნოე [ბერძ. Poly ბევრი და pnoe სუნთქვა] – იგივეა, რაც ტაქიპნოე.

პოლიპროპილენ-ი - მაღალმოლეკულური ნაერთი, პოლიმერი; იყენებენ


მილების დასაფარავად (კოროზიის საწინააღმდეგოდ) და სხვ.

პოლიპტიკ-ი [ფრანგ. Polyptique < ბერძ.] – შუა საუკუნეებში ევროპაში:


მონასტრის კუთვნილი ადგილ-მამულის, სავარგულების, ნაგებობათა, აგრეთვე
გლეხების აღწერილობა.
პოლიპტიქ-ი [ბერძ. Polyptychos ბევრი ნაკეცისაგან ან ფირფიტისაგან
შემდგარი] – 1. რამდენიმე სურათი, რომლებიც გაერთიანებულია საერთო
ჩანაფიქრით, აგრეთვე ფერითი და საერთო ჩანაფიქრით, აგრეთვე ფერითი და
კომპოზიციური ერთობით. 2. იხ. პოლიპტიკი.

პოლის-ი1 [ფრანგ. Police] – სიცოცხლის, ქონების და სხვ. დაზღვევის მოწმობა.

პოლის-ი2 [ბერძ. Polis] – ძველ საბერძნეთში: ქალაქ-სახელმწიფო.

პოლისაქარიდებ-ი [ბერძ. Poly ბევრი, sakchar შაქარი და eidos სახე] – (ქიმ.).


რთული ნახშირწყლები, რომლებიც ჰიდროლიზის დროს იშლება უბრალო
შაქრების რამდენიმე მოლეკულად - მონოსაქარიდებად; პოლისაქარიდია,
მაგალითად, სახამებელი (სხვანაირად: პოლიოზები).

პოლისემანტიკურ-ი - (ლინგვ.). მრავალმნიშვნელობიანი (სიტყვა).

პოლისემია [< ბერძ. Polysemos მრავალმნიშვნელობიანი] – (ლინგვ.).


მრავალმნიშვნელიანობა სიტყვისა (სიტყვას რომ ერთზე მეტი, რამდენიმე
მნიშვნელობა აქვს).

პოლისინდეტონ-ი [ბერძ. Polysyndeton] – პოეტიკაში: რამდენიმე კავშირის


თავმოყრა წინადადებაში; მრავალკავშირიანობა.

პოლისმენ-ი [ინგლ. Policeman] – პოლიციელი (ინგლისსა და ამერიკის


შეერთებულ შტატებში).

პოლისპასტ-ი [ბერძ. Polyspaston] – (ტექ.). მექანიზმი, რომელიც წარმოადგენს


რამდენიმე უძრავი და მოძრავი ბლოკის შეერთებას; იყენებენ ძალის ან სიჩქარის
მოსაგებად ტვირთის აწევისას, გადაადგილებისას და სხვ.

პოლისპერმია [ბერძ. Poly ბევრი და sperma თესლი] – (ბიოლ.).


განაყოფიერების დროს კვერცხუჯრედში რამდენიმე სპერმატოზოიდის შეღწევა.

პოლისტიროლ-ი - სტიროლის პოლიმერიზაციის პროდუქტი - პლასტიკური


მასალა; იყენებენ ელექტრომრეწველობაში (საიზოლაციო მასალების წარმოება )
და სხვ.

პოლისულფიდებ-ი [ბერძ. Poly ბევრი და (იხ. სულფიდი)] –


მრავალგოგირდოვანი ლითონები (გოგირდის ნაერთები ლითონებთან); ზოგ
მათგანს იყენებენ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მავნებლების წინააღმდეგ
საბრძოლველად.

პოლიტ- - რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი; ნიშნავს


პოლიტიკურს. მაგ., პოლიტსაუბარი. პოლიტსკოლა.

პოლიტბიურო [რუს. Политбюро (შემოკლ.). < Политическое бюро -


პოლიტიკური ბიურო] – სკკპ ცენტრალური კომიტეტის ხელმძღვანელი ორგანო.

პოლიტეკონომია - პოლიტიკური ეკონომია.

პოლიტექნიზაცია - პოლიტექნიზმის დანერგვა.


პოლიტექნიზმ-ი [ბერძ. Poly ბევრი და techne ხელობა; ხელოვნება] –
სწავლების სისტემა, რომლის დროსაც მოსწავლეები თეორიულად და
პრაქტიკულად ეცნობიან წარმოების მთავარ დარგებს.

პოლიტექნიკუმ-ი - საშუალო პოლიტექნიკური სასწავლებელი.

პოლიტექნიკურ-ი - 1. ტექნიკის სხვადასხვა დარგის შესწავლასა და


გამოყენებასთან დაკავშირებული. მაგ., პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 2.
პოლიტექნიზმზე დაფუძნებული. მაგ., პოლიტექნიკური სწავლება.

პოლიტიკა [ბერძ. Politika] – 1. სახელმწიფო ხელისუფლების, პარტიის ან


საზოგადოებრივი ჯგუფის მოღვაწეობა შინასახელმწიფოებრივი მართვისა და
საერთაშორისო ურთიერთობის დარგში; განისაზღვრება ამ ხელისუფლების,
პარტიის, ჯგუფის კლასობრივი ინტერესებით. 2. (საუბ.). მოქმედება რისამე
მისაღწევად; სხვა ადამიანებთან ურთიერთობა, დამოკიდებულება.

პოლიტიკან-ი [რუს. Политикан] – პირი, რომელიც პოლიტიკას პირადი


სარგებლობისათვის მისდევს; უპრინციპო პოლიტიკოსი.

პოლიტიკოს-ი - 1. პოლიტიკური მოღვაწე. 2. (საუბ.). პოლიტიკური


საკითხებით დაინტერესებული ადამიანი.

პოლიტიკურ-ი - 1. პოლიტიკასთან დაკავშირებული. 2. სახელმწიფოებრივი,


სამოქალაქო-უფლებრივი. მაგ., პოლიტიკური წყობილება. პოლიტიკური
უფლებები. პოლიტიკური ეკონომია - მეცნიერება, რომელიც სწავლობს
ადამიანთა საზოგადოების განვითარების სხვადასხვა საფეხურზე მატერიალური
დოვლათის საზოგადოებრივი წარმოებისა და განაწილების კანონებს.

პოლიტიპაჟ-ი [ფრანგ. Polytypage] – ხეზე შესრულებული გრავიურა, რომელიც


გამრავლებულია სტერეოტიპურად და ჩართულია წიგნში ან სხვა გამოცემაში
როგორც ილუსტრაცია.

პოლიტოლოგ-ი - პოლიტოლოგიის სპეციალისტი.

პოლიტოლოგია [(პოლიტ)იკა და ბერძ. logos მოძღვრება] – ამერიკის


შეერთებულ შტატებსა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში: მეცნიერების
განსაკუთრებული დარგი, რომელიც შეისწავლის საზოგადოების პოლიტიკურ
ცხოვრებას, საშინაო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობის
პრობლემებს.

პოლიტონალობა - (მუს.). სხვადასხვა (ჩვეულებრივ ორი) ტონალობის


ერთდროული ბგერადობა.

პოლიტურა [ლათ. Politura გაპრიალება] – სპირტიანი ლაქი, რომელსაც


იყენებენ ხის გასაპრიალებლად.

პოლიურია [ბერძ. Poly ბევრი და uron შარდი] – (მედიც.). შარდის ჭარბად


გამოყოფა დღე-ღამის განმავლობაში.
პოლიფაგია [ბერძ. Poly ბევრი და Phagomai ვჭამ] – 1. ისეთ ცხოველთა კვების
რეჟიმი, რომლებიც სხვადასხვა მცენარეულ და ცხოველურ საკვებს ჭამენ (შდრ.
მონოფაგია). 2. (მედიც.). ადამიანის მიერ საჭმლის არანორმალურად უხვად ჭამა;
გაუმაძღრობა.

პოლიფილია [ბერძ. Poly ბევრი და Phylon ტომი] – წარმოდგენა იმის შესახებ,


რომ ცხოველებისა და მცენარეების სახეობანი წარმოშობილია წინაპართა ბევრი
სხვადასხვა ჯგუფისაგან (შდრ. მონოფილია).

პოლიფონია [ბერძ. Polyphonia] – (მუს.). რამდენიმე ხმის ერთდროული


შეხამება ვოკალურ ან ინსტრუმენტულ ნაწარმოებში; მრავალხმიანობა.

პოლიფონიურ-ი - პოლიფონიასთან დაკავშირებული; პოლიფონიის


ხასიათისა; მრავალხმიანი. მაგ., პ. სიმღერები. პ. ნაწარმოები.

პოლიფორუმ-ი [ბერძ. Poly ბევრი და ლათ. forum მოედანი, ფორუმი] –


არქიტექტურულად გაფორმებული დიდი მოედანი, სადაც ეწყობა კონცერტები,
თეატრალური წარმოდგენები, სურათების გამოფენა და სხვ.

პოლიქრომია [< ბერძ. Polychromos მრავალფერა] – მრავალი ფერის


გამოყენება (ხუროთმოძღვრებაში, ქანდაკებაში).

პოლიქსენ-ი [ბერძ. Poly ბევრი და xenos უცხო, გარეშე] – ყველაზე


გავრცელებული მინერალი თვითნაბადი პლატინის ჯგუფისა; სახელი დაერქვა
მინარევების სიუხვის გამო.

პოლიშინელ-ი [ფრანგ. Polichinelle < იტალ.] – ფრანგული ხალხური თეატრისა


და თოჯინების თეატრის კომიკური პერსონაჟი. პოლიშინელის საიდუმლო - ისეთი
„საიდუმლო», რომელიც ყველამ იცის; ვითომ საიდუმლო.

პოლიცენტრიზმ-ი [ბერძ. Poly ბევრი და ლათ. centrum ცენტრი] – მოძღვრება


თანამედროვე ადამიანის წარმოშობის შესახებ დედამიწის რამდენიმე ნაწილში
(იხ., აგრეთვე, მონოცენტრიზმი).

პოლიცენტრულ-ი - რამდენიმე ცენტრის მქონე. მაგ., პ. ქალაქი.

პოლიცია [გერმ. Polyzei] – კაპიტალისტურ ქვეყნებში: საგანგებო


ადმინისტრაციული ორგანოები; მათ ხელთ არის შეიარაღებული რაზმები,
რომელთა ამოცანაა წესრიგის დაცვა და არსებული საზოგადოებრივი და
სახელმწიფო წყობილების დაცვა.

პოლიციელ-ი - პოლიციის სამსახურში მყოფი, პოლიციის დაბალი ჩინი.

პოლიცმაისტერ-ი [გერმ. Polizeimeister] – რევოლუციამდელი რუსეთისა და


ზოგი კაპიტალისტური ქვეყნის დიდ ქალაქებში: პოლიციის უფროსი.

პოლიჰიმნია [ლათ. Polyhymnia < ბერძ. Polymnia] – ბერძნულ მითოლოგიაში:


ლირიკული პოეზიის მფარველი მუზა.

პოლკ-ი [რუს. Полк] – დამოუკიდებელი საჯარისო ერთეული, რომელიც


ჩვეულებრივ შედის დივიზიის ან ბრიგადის შემადგენლობაში; ლეგიონი.
პოლკა [ჩეხ. Polka] – 1. ჩქარტემპიანი საბალო ცეკვა; წარმოშობილია ჩეხური
ხალხური ცეკვისაგან: მუსიკა ამ ცეკვისათვის. 2. მუსიკალური ნაწარმოები,
რომელსაც ამ ცეკვის რიტმი აქვს.

პოლკა-მაზურკა - სამეჯლისო ცეკვა ერთგვარი; წარმოიშვა საფრანგეთში


პოლკის მოძრაობათა და მაზურკის მუსიკალური რიტმისა და მეტრის შეხამებით.

პოლკოვნიკ-ი [რუს. Полковник] – ოფიცრის წოდებულება (ჩინი),


პოდპოლკოვნიკზე მეტი და გენერალზე ნაკლები; ამ წოდებულების (ჩინის) მქონე
ოფიცერი.

პოლო1 [ინგლ. Polo] – ცხენოსანთა სპორტული გუნდური ბურთის თამაში;


ცხენბურთი.

პოლო2 [ესპ. Polo] – ესპანური (ანდალუსიური) სწრაფი, ტემპერამენტიანი


ცეკვა ერთგვარი.

პოლონეზ-ი [ფრანგ. Polonaise] – 1. საზეიმო საბალო ცეკვა (წარმოშობილია


პოლონური ხალხური ცეკვისაგან); მუსიკა ამ ცეკვისათვის. 2. მუსიკალური
ნაწარმოები, რომელსაც ამ ცეკვის რიტმი აქვს.

პოლონიზმ-ი - პოლონური ენიდან ნასესხები სიტყვა ან გამოთქმა სხვა ენაში.

პოლონიუმ-ი - რადიოაქტიური ელემენტი; მოვერცხლისფრო თეთრი ფერის


ლითონი; იყენებენ როგორც ნეიტრონების წყაროს; ძლიერ შხამიანია;
აღმოაჩინეს პიერ კიურიმ (1859-1906) და მარი სკლოდოვსკა-კიურიმ (1867-1934)
[სახელი ეწოდა მეორის სამშობლოს - პოლონეთის - პატივსაცემად] –.

პოლუს-ი [ლათ. Polus < ბერძ.] – 1. დედამიწის ბრუნვის წარმოსახვითი ღერძის


მიერ დედამიწის ზედაპირის გადაკვეთის წერტილი; ამ წერტილთან ახლოს
მდებარე ადგილი, სიცივის პოლუსი - ყველაზე დაბალი ტემპერატურის წერტილი
დედამიწის ზედაპირზე. 2. ელექტრული წრედის ორი ბოლოდან ერთ-ერთი. 3.
მაგნიტის ან ელექტრომაგნიტის ორი ბოლოდან ერთ-ერთი. 4. (გადატ.).
უკიდურესად განსხვავებული რამ; საპირისპირო, საწინააღმდეგო რამ .

პოლუქს-ი [ლათ. Pollux] – რომაული მითოლოგიური გმირი, ტყუპის ცალი


(შეესაბამება ბერძნული მითოლოგიის პოლიდევკეს).

პოლუცია [ლათ. Pollutio გასვრა, დალაქავება] – მამაკაცის თესლის


არანებისმიერი გამოყოფა ძილში.

პოლუციტ-ი და პოლუქსი - მინერალი სილიკატების კლასისა; მადანი,


რომლიდანაც მიიღება ცეზიუმი და მისი მარილები [რომაული მითოლოგიური
გმირის პოლუქსის სახელის მიხედვით] –.

პომადა [ფრანგ. Pommade] – 1. სხვადასხვა ნივთიერებისაგან დამზადებული


კოსმეტიკური საცხი. მაგ., ტუჩის პომადა. 2. ერთგვარი რბილი სურნელოვანი
კანფეტი.
პომოლოგია [ლათ. Pomum ხეხილი და ბერძ. logos მოძღვრება] – მოძღვრება
ხეხილის ჯიშების შესახებ.პომპა1 [ლათ. პომპა საზეიმო სვლა] – გარეგნული,
მოჩვენებითი ბრწყინვალება; ზარ-ზეიმი.

პომპა2 [ფრანგ. Pompe] – (მოძვ.). ტუმბო.

პომპადურ-ი - ავეჯის, ტანსაცმლის და სხვ სტილი [საფრანგეთის მეფე ლუი


XV-ის (მე-18 ს.) ფავორიტი ქალის Pompaduur-ის სახელის მიხედვით] –.

პომპეზურ-ი [ფრანგ. Pompeuse] – (მდედრ.). - ზარ-ზეიმის ხასიათისა;


ეფექტისათვის გამიზნული. მაგ., პომპეზური მიღება.

პომპონ-ი [ფრანგ. Pompon] – ძაფის, ბეწვისა და მისთანათაგან გაკეთებული


ბურთულაკი ქალის ან ბავშვის ქუდის, ფეხსაცმლის და სხვ. სამკაულად.

პონი [ინგლ. Pony] – პატარა ტანის ცხენის ჯიში.

პონსო [ფრანგ. Ponceau ალისფერი, ჭიაფერი] – სინთეზური მჟავური


საღებარი; იყენებენ მატყლისა და აბრეშუმის წითლად (ჭიაფრად) შესაღებავად.

პონტიორ-ი [ფრანგ. Ponte, რუს. Понтер] – ბანქოს აზარტულ თამაშში: პირი,


რომელიც თამაშობს ბანკის (იხ. ბანკი, მნიშვ. 4) წინააღმდეგ.

პონტიფექს-ი [ლათ. Pontifex უზენაესი ქურუმი] – ძველ რომში: ქურუმთა


უმაღლესი კოლეგიის წევრი (იხ., აგრეთვე, Pontifex maximus).

პონტიფიკატ-ი [ლათ. Pontificatus] – კათოლიკურ ეკლესიაში: რომის პაპის


მმართველობის პერიოდი.

პონტიფიკებ-ი [ლათ. Pontifices] – ძველ რომში: ქურუმთა უმაღლესი


კოლეგიის წევრები.

პონტონ-ი [ფრანგ. Ponton] – ბრტყელძირიანი ნავი, რომელსაც იყენებენ


დროებითი ხიდის ან რაიმე ნაგებობის საყრდენად წყალზე; ნავტიკი. პონტონის
ხიდი - პონტონებზე გამართული ხიდი.

პონტონიერ-ი [ფრანგ. Pontonnier] – 1. (სამხ.). პონტონური ნაწილის სამხედრო


მოსამსახურე, პონტონის ხიდების გადების სპეციალისტი. 2. ზოგ ქვეყანაში: პირი,
რომელიც ხიდზე გადასვლის საფასურს კრეფს.

პონტონურ-ი - პონტონთან დაკავშირებული პონტონური ხიდი - იგივეა, რაც


პონტონის ხიდი. პონტონური პარკი - 1) არმიის ან საჯარისო შენაერთის კუთვნილი
საპონტონე ქონების ერთობლიობა. 2) სპეციალური სამხედრო ნაწილი,
რომელსაც ევალება მდინარეებზე გადასასვლელის მოწყობა, პონტონის ხიდების
გადება და სხვ.

პონჩო [ესპ. Poncho] – ქსოვილის ოთხკუთხი ნაჭრის წამოსასხამი, რომელსაც


შუაში აქვს ჭრილი თავის გასაყოფად (ატარებენ სამხრეთამერიკელი ინდიელები).

პოპ-არტ-ი [ინგლ. Pop(ular) არტ პოპულარული, საყოველთაოდ


ხელმისაწვდომი ხელოვნება] – ნეოავანგარდისტული მიმართულება სახვით
ხელოვნებაში; გავრცელდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთსა და
სხვა ქვეყნებში მე-20 ს.-ის 50-იანი წლების მეორე ნახევრიდან.

პოპლინ-ი [ფრანგ. Popeline] – აბრეშუმის ან ბამბის თხელი ქსოვილი


ერთგვარი.

პოპ-მუსიკა [ინგლ. Pop(ular) პოპულარული, საყოველთაოდ ხელმისაწვდომი


და (მუსიკა)] – ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში და სხვა
ქვეყნებში: თანამედროვე მსუბუქი, საესტრადო მუსიკის გავრცელებული სახეობა .

პოპოლანებ-ი [იტალ. Popolani < Popolo ხალხი] – მე-12 -16 სს.-ში: ჩრდილო და
ცენტრალური იტალიის ქალაქების ვაჭარ-ხელოსანთა ფენები, რომლებიც
გაერთიანებული იყვნენ ამქრებში.

პოპულარიზატორ-ი - პირი, რომელიც რისამე პოპულარიზაციას ეწევა .

პოპულარიზაცია და პოპულარიზება - 1. რისამე პოპულარულად, გასაგებად


გადმოცემა. 2. რისამე ფართო მასებში გავრცელება, ყველასათვის
ხელმისაწვდომად ქცევა.

პოპულარულ-ი [ლათ. Popularis სახალხო, ხალხური] – 1. შინაარსით,


გადმოცემით მარტივი; ბევრისათვის გასაგები, ხელმისაწვდომი. 2. ვინც ან რაც
საყოველთაო პატივისცემით, მოწონებით სარგებლობს, რასაც ან ვისაც ბევრი
უჭერს მხარს; ფართოდ ცნობილი, ფართოდ გავრცელებული.

პოპულაცია [ფრანგ. Population მოსახლეობა] – 1. (ბიოლ.). ერთი სახეობის იმ


ინდივიდთა ერთობლიობა, რომლებიც მრავალი თაობის მანძილზე ერთსა და
იმავე ტერიტორიაზე ცხოვრობენ, თავისუფლად ეჯვარებიან ერთმანეთს და სხვა
ასეთივე ჯგუფებისაგან მეტ-ნაკლებად იზოლირებული არიან. 2. დემოგრაფიაში:
თანასაზოგადოებანი, რომელთა შიგნითაც ქორწინება ხდება უფრო ხშირად,
ვიდრე სხვადასხვა პოპულაციათა ადამიანებს შორის.

პოპულიზმ-ი [ფრანგ. Populisme < ლათ. Populus ხალხი] – ფრანგული


ლიტერატურული სკოლა მე-20 ს.-ის 30-იან წლებში; სიტყვით მოითხოვდა
ქალაქისა და სოფლის ღარიბი ფენების ყოველდღიური ცხოვრების სიმართლით
ასახვას, რაც თავისუფალი იქნებოდა პოლიტიკური ტენდენციებისა და
სოციალური განზოგადებისაგან, სინამდვილეში წარმოადგენდა ნატურალიზმის
ნაირსახეობას.

პოპურ-ი [ფრანგ. Pot-pourri] – მუსიკალური ნაწარმოები, რომელიც


შედგენილია სხვადასხვა პოპულარული ოპერის, ოპერეტის, ხალხური სიმღერისა
და მისთ. მოტივებისაგან.

პორ-ი - იხ. ფორი.

პორნოგრაფია [ბერძ. Pornos გარყვნილი და grapho ვწერ] – სქესობრივი


აღვირახსნილობისა და გარყვნილების ცინიკურად გამოხატვა (ლიტერატურაში,
მხატვრობაში, კინემატოგრაფიაში); უწმაწური სურათები, ლიტერატურა და სხვ .
პოროლონ-ი - ხელოვნური ბოჭკო ერთგვარი, ამ ბოჭკოს ქსოვილი,
რომელსაც იყენებენ რბილ ავეჯზე გადასაკრავად.

პორტ-ი [ფრანგ. Port] – ნავსადგური. საჰაერო პორტი - იგივეა, რაც


აეროპორტი.

პორტა [ფრანგ. Porte, იტალ. Porta კარი, ჭიშკარი] – ოსმალეთის (ოტომანთა


იმპერიის) მთავრობისა და ზოგჯერ თვით იმპერიის სახელწოდება, რომელიც
იხმარებოდა ევროპის ქვეყნების დიპლომატიურ დოკუმენტებსა და
ლიტერატურაში („ბრწყინვალე პორტა», „მაღალი პორტა» და სხვ.).

პორტალ-ი [< ლათ. Porta კარი, ჭიშკარი] – 1. დიდი შენობის მთავარი


შესასვლელი, არქიტექტურულად გაფორმებული; ბჭე. 2. (ტექ.). ლითონის მზიდი
კონსტრუქცია „პისებური» (ბერძ. ასო ჟ-ს ფორმისა); წარმოადგენს ზოგი მანქანის
ნაწილს.

პორტალურ-ი - (ტექ.). რაც პორტალს (იხ. პორტალი, მნიშვ. 2) წარმოადგენს.


მაგ., პ. ამწე. პ. ჩარხი.

პორტატივ-ი [ფრანგ. Portatif < ლათ. Portativ - თან დამაქვს] – პატარა, ხელით
გადასატანი ორგანი; ყველაზე უფრო გავრცელებული იყო მე-15 ს.-ში.

პორტატიულ-ი [ფრანგ. Portatif] – პატარა ზომისა, თან სატარებლად მარჯვე,


ადვილად გადასატანი.

პორტერ-ი [ინგლ. Porter] – შავი ლუდი ერთგვარი, მაგარი და მომწარო.

პორტვაინ-ი [გერმ. Portwein] – მაგარი ღვინო ერთგვარი.

პორტიე [ფრანგ. Portier] – სასტუმროს მოსამსახურე, რომელიც თვალყურს


ადევნებს წესრიგს შესასვლელსა და ვესტიბიულში, აბარია ფოსტა, ჩასაწერი
დავთარი და სხვ.

პორტიერ-ი [ფრანგ. Portiere] – კარის ან ფანჯრის ფარდა სქელი, მძიმე


ქსოვილისა; კრეტსაბმელი.

პორტიკ-ი [ლათ. Porticus] – სვეტებისაგან წარმოქმნილი დახურული გალერეა,


რომელიც ხშირად შენობის შესასვლელს არის მიშენებული.

პორტლანდცემენტ-ი - ყველაზე უფრო გავრცელებული ცემენტის


სახელწოდება; სხვანაირად სილიკატური ცემენტი [ინგლისის სამხრეთით
არსებული ნახევარკუნძულის Pორტლანდ-ის სახელის მიხედვით] –.

პორტმონე [ფრანგ. Porte-monnaie] – (მოძვ.). საფულე.

პორტო [იტალ. Porto] – (კომერც.). საფოსტო-სატელეგრაფო ხარჯები,


რომლებიც კლიენტმა უნდა დაფაროს.

პორტო-ფრანკო [იტალ. Porto-franco თავისუფალი პორტი] – ნავსადგურის


ტერიტორიის ნაწილი, სადაც ნებადართულია საქონლის შეტანა და გატანა
უბაჟოდ.
პორტ-პაჟ-ი [ფრანგ. Porte-page] – (პოლიგრ.). ანაწყობი გვერდის ქვეშ
დატანებული ქაღალდის საფენი; იყენებენ ანაწყობთა გადასატანად და
შესანახად.

პორტპლედ-ი [ფრანგ. Porter ტარება და ინგლ. Plaid პლედი] – სამგზავრო


ჩანთა პლედისა და ქვეშაგებისათვის.

პორტრეტ-ი [ფრანგ. Portrait] – 1. გარკვეული ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის


ფერწერული, გრაფიკული, სკულპტურული ან ფოტოგრაფიული გამოსახულება . 2.
პერსონაჟის გარეგნობის აღწერა ლიტერატურულ ნაწარმოებში. 3. (გადატ.).
პიროვნების დახასიათება, აღწერა.

პორტრეტისტ-ი - მხატვარი, რომელიც პორტრეტებს ქმნის.

პორტსიგარ-ი [ფრანგ. Porte-cigares] – ბრტყელი კოლოფი პაპიროსის,


სიგარეტის ან სიგარის თან სატარებლად.

პორტულანებ-ი და პორტოლანებ-ი [იტალ. Portolano < Porto ნავსადგური] –


(ისტ.). საზღვაო-სანავიგაციო რუკები, რომლებსაც ხმარობდნენ მე-13 -16 სს.-ში
სავაჭრო ზღვაოსნობასთან დაკავშირებით ხმელთაშუა ზღვაში; მათზე სანაპირო
ზოლი ნაჩვენები იყო დაწვრილებით; წინ უძღოდა ისეთ რუკებს, რომლებზედაც
მერიდიანებისა და პარალელების ბადეა (სხვანაირად: კომპასური რუკები).

პორტფელ-ი [ფრანგ. Portefeuille] – ოთხკუთხი ჩანთა (საკეტიანი და


სახელურიანი) საქმიანი ქაღალდების, წიგნების, რვეულების სატარებლად.
მინისტრის პორტფელი - მინისტრის თანამდებობა. რედაქციის (ან სარედაქციო)
პორტფელი - რედაქციის, გამომცემლობის მიერ გამოსაცემად მიღებულ
ხელნაწერთა ერთობლიობა. უპორტფელო: უ. მინისტრი - იხ. მინისტრი.

პორტშეზ-ი [ფრანგ. Porter ტარება და chaise სკამი] – მსუბუქი, ხელით


სატარებელი სავარძელი, რომელშიც ადამიანს შეუძლია გადაწვეს.

პორუჩიკ-ი [რუს. Поручик] – მეფის რუსეთის არმიაში: ოფიცრის ჩინი,


პოდპორუჩიკზე მეტი; ამ ჩინის მქონე პირი.

პორფირ-ი1 [< ბერძ. Porphyra] – წითელი ფერის გრძელი ხავერდის


მოსასხამი, რომელსაც მეფეები იცვამდნენ საზეიმო შემთხვევებში (სამეფო
სიმბოლო); ძოწეული.

პორფირ-ი2 [ბერძ. Porphyros მეწამული] – ვულკანური ქანი, რომლის


ცალკეული მსხვილი კრისტალები ძირითადი მასისაგან გამოირჩევა სიდიდით ან
ფერით.

პორცელან-ი [გერმ. Porzellan] – ფაიფური.

პორცელანიტ-ი [< გერმ. Porzellan ფაიფური] – თიხა, თიხიანი ფიქალი,


მერგელის თიხა და სხვ., რომლებიც ქვანახშირის სიზრქის მიწისქვეშა ხანძრების
ზემოქმედებით გარდაქმნილია მკვრივ ფაიფურისებრ ქანებად; იყენებენ
სამშენებლო მასალად.
პოსეიდონ-ი [ბერძ. Poseidon] – ბერძნულ მითოლოგიაში: ზღვის ღმერთი
(რომაულ მითოლოგიაში მას შეესაბამება ნეპტუნი.

პოსესია [ლათ. Possesio] – მიწის საიჯარო მფლობელობა.

პოსესორ-ი [ლათ. Possessor მფლობელი] – და პოსესიონერი - ზოგ ქვეყანაში:


მიწის ნაკვეთის მოიჯარე.

პოსიბილისტებ-ი [< ლათ. Possibilis შესაძლებელი] – უკიდურესი


ოპორტუნისტული მიმდინარეობა მე-19 ს. საფრანგეთის სოციალისტურ
მოძრაობაში.

პოსტ- [< ლათ. Post შემდეგ] – თავსართი, რომელიც დაერთვის არსებით ან


ზედსართავ სახელს და ნიშნავს შემდეგს, რისამე მომდევნოს. მაგ.,
პოსტსკრიპტუმი.

პოსტპოზიციური (საპირისპ. პრო-, მნიშვ. 2).

პოსტ-ი [ფრანგ. Poste] – 1. საგუშაგო, სადარაჯო პუნქტი, საიდანაც


უთვალთვალებენ ან იცავენ რასმე (ვისმე). 2. პირი ან ადამიანთა ჯგუფი, რომელიც
დაყენებულია გარკვეულ ადგილას რისამე დასაცავად ან სათვალთვალოდ. 3.
საპასუხისმგებლო თანამდებობა.

პოსტამენტ-ი [გერმ. Postament < ლათ.] – 1. ამაღლებული საფუძველი,


რომელზედაც აღმართულია ძეგლი, სვეტი; კვარცხლბეკი, პიედესტალი. 2.
ქვესადგამი, საყრდენი, რომელზედაც დგამენ ქანდაკებას (მუზეუმებში,
გამოფენებზე და სხვ.).

პოსტემბრიონულ-ი განვითარება [ლათ. Post შემდეგ და ბერძ. embryon


ჩანასახი] – (ბიოლ.). ორგანიზმის განვითარება ჩასახვის შემდგომ პერიოდში.

პოსტიმპრესიონიზმ-ი [ლათ. Post შემდეგ და (იხ. იმპრესიონიზმი)] –


ფრანგული ფერწერის ძირითადი მიმართულებანი მე-19 ს.-ის ბოლოს და მე-20 ს.-
ის დასაწყისში; წარმოიშვა იმპრესიონიზმის კრიზისის შედეგად.

პოსტინფარქტულ-ი - (მედიც.). ინფარქტის შემდეგ გაჩენილი. მაგ., პ.


კარდიოსკლეროზი.

პოსტნატალურ-ი [ლათ. Post შემდეგ და natalis დაბადებასთან


დაკავშირებული] – დაბადების შემდგომ პერიოდთან დაკავშირებული.

პოსტპაკეტ-ი [გერმ. Postpaket] – ერთ პუნქტში გასაგზავნი წერილების შეკვრა.

პოსტპოზიცია [ლათ. Post შემდეგ და positio მდგომარეობა] – (გრამატ.).


სიტყვის მდგომარეობა იმ სიტყვის შემდეგ, რომელსაც იგი უშუალოდ
უკავშირდება.

პოსტპოზიციურ-ი - (გრამატ.). განსასაზღვრავი სიტყვის შემდეგ დასმული


(მაგ., არტიკლი ზოგ ენაში).
პოსტსკრიპტუმ-ი [ლათ. Post scriptum დაწერილის შემდეგ] – მინაწერი
წერილის ბოლოს, ხელმოწერის შემდეგ; ჩვეულებრივ აღნიშნავენ ასოებით P. S.

პოსტულატ-ი [ლათ. Postulatum] – (წიგნ.). მტკიცება, რომელიც აღიარებულია


რაიმე თეორიის ამოსავალ დებულებად დასაბუთების გარეშე.

პოსტულირება - (წიგნ.). რისამე აღიარება პოსტულატად.

პოსუმ-ი - იხ. ოპოსუმი.

პოტამოლოგია [ბერძ. Potamos მდინარე და logos მოძღვრება] –


ჰიდროლოგიის ნაწილი, რომელიც მდინარეებს სწავლობს.

პოტამოპლანქტონ-ი [ბერძ. Potamos მდინარე და (იხ. პლანქტონი)] –


მდინარის პლანქტონი.

პოტატორ-ი [ლათ. Potator მოქეიფე, ლოთი] – (სპეც.). იგივეა, რაც


ალკოჰოლიკი.

პოტაშ-ი [ინგლ. Potash] – თეთრი კრისტალური ნივთიერება, რომელსაც


იღებენ ხის ნაცრისაგან ან ქლოროვანი კალიუმისაგან; ფართო გამოყენება აქვს
მინის, თხევადი საპნის წარმოებაში, ფოტოგრაფიაში და სხვ.

პოტენტატ-ი [ლათ. Potentatus უზენაესი ხელისუფლება, ბატონობა] –


მპყრობელი, მბრძანებელი; გვირგვინოსანი; დიდებული.

პოტენცია [ლათ. Potentia ძალა] – ფარული შესაძლებლობა, უნარი, რომელიც


შეიძლება გამოვლინდეს სათანადო პირობებში.

პოტენციალ-ი [< ლათ. Potentia ძალა] – 1. (ფიზ.). სიდიდე, რომელიც


ახასიათებს სივრცის მოცემულ წერტილში არსებული სხეულის ენერგიის მარაგს .
2. (გადატ.). რისამე სიმძლავრის ხარისხი; რისამე განხორციელებისათვის საჭირო
შესაძლებლობათა ერთობლიობა.

პოტენციომეტრ-ი [ლათ. Potentia ძალა, შესაძლებლობა და ბერძ. metreo


ვზომავ] – 1. ხელსაწყო ელექტრომამოძრავებელი ძალისა და ძაბვის გასაზომად
კომპენსაციის მეთოდით. 2. ხელსაწყო ძაბვის მდოვრედ შესაცვლელად.

პოტენცირება [< გერმ. Potenzieren ხარისხში აყვანა] – (მათემ.).


გალოგარითმების საპირისპირო მოქმედება - მოცემული ლოგარითმით რიცხვის
პოვნა.

პოტენციურ-ი - პოტენციის სახით, ფარულად არსებული; შესაძლებელი.

პოტო - ლემური (ნახევრად მაიმუნი) ერთგვარი; ბინადრობს დასავლეთ


აფრიკის ტროპიკულ ტყეებში.

პრაგმატიზმ-ი [< ბერძ. Pragma (Pragmatos) მოქმედება] – 1. თანამედროვე


ბურჟუაზიული ფილოსოფიის სუბიექტურ-იდეალისტური მიმართულება, რომელიც
ჭეშმარიტად აღიარებს იმას, რაც პრაქტიკულად სასარგებლოა (და არა ობიექტურ
ჭეშმარიტებას); განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებშია
გავრცელებული. 2. ერთგვარი მიმართულება ისტორიის მეცნიერებაში;
იფარგლება ამბების გადმოცემით და არ ხსნის ისტორიული განვითარების
ობიექტურ კანონებს.

პრაგმატიკოს-ი - იგივეა, რაც პრაგმატისტი.

პრაგმატისტ-ი - პრაგმატიზმის მიმდევარი.

პრადო [ესპ. Prado] – სამხატვრო მუზეუმი მადრიდში (ესპანეთში)

პრაზეოდიმ-ი [< ბერძ. Prasinos მწვანე] – ქიმიური ელემენტი ლანთანოიდების


ოჯახისა, იშვიათმიწოვანი ლითონი; იყენებენ მინისა და ფაიფურის შესაღებად,
აგრეთვე სპეციალური სორტების ფოლადისა და მხურვალმტკიცე შენადნობთა
წარმოებაში.

პრაიდ-ი [ინგლ. Pride] – (სპეც.). ლომის, ვეფხვისა და მისთანათა ოჯახი.

პრაიმერიზ-ი [ინგლ. Primarys (მრ.)] – ამერიკის შეერთებულ შტატებში: 1.


პრეზიდენტის კანდიდატების პირველადი არჩევნები. 2. პარტიული ყრილობის
დელეგატების არჩევა.

პრაისკურანტ-ი [გერმ. Preiskurant] – გასაყიდი საქონლის ფასების ცნობარი.

პრაკრიტ-ი [< სანსკრ.] – სხვადასხვა საშუალო ინდურიენის საერთო


სახელწოდება.

პრალინე [ფრანგ. Praliné] – კანფეტი ერთგვარი.

პრაპორშჩიკ-ი [რუს. Праорщик] – მეფის რუსეთის არმიაში (საბჭოთა არმიაში


აღდგენილია 1971 წლიდან): ოფიცრის ყველაზე დაბალი წოდებულება.

პრაქტიკა [< ბერძ. Praktikos საქმიანი, მოსაქმე] – 1. ადამიანთა მოქმედება,


რომლითაც ისინი ზეგავლენას ახდენენ ობიექტურ, მატერიალურ სამყაროზე და
გარდაქმნიან მას. 2. სტუდენტის, მოსწავლის და სხვ. მიერ თეორიული ცოდნის
გამოყენება და საქმეში განმტკიცება, როგორც სასწავლო პროცესის შემადგენელი
ნაწილი. მაგ., სტუდენტთა პედაგოგიური პრაქტიკა. საწარმოო პრაქტიკა. 3.
გამოცდილება, დახელოვნება რაიმე საქმიანობაში. 4. (მოძვ.). ექიმის ან იურისტის
საქმიანობა.

პრაქტიკანტ-ი - პირი, რომელიც პრაქტიკას (მნიშვ. 2) გადის.

პრაქტიკოს-ი - თავისი საქმის პრაქტიკულად მცოდნე, თავის სპეციალობაში


დიდი გამოცდილების მქონე ადამიანი.

პრაქტიკულ-ი - 1. პრაქტიკასთან დაკავშირებული. 2. საყოფაცხოვრებო


საკითხებში უნარიანი, საქმიანი, გამოცდილი (ადამიანი).

პრაქტიკუმ-ი [< ბერძ. Praktikos ქმედითი, საქმიანი] – რაიმე სასწავლო საგანში


პრაქტიკული მეცადინეობის სახეობა (უპირატესად უმაღლეს სასწავლებელში ).
პრაქტიციზმ-ი - 1. პრაქტიკული საქმიანობით გატაცება და თეორიის
უგულებელყოფა. 2. საქმიანი, პრაქტიკული, საღი დამოკიდებულება რაიმესადმი.
3. საკუთარი საქმეების მოჭახრაკების უნარი.

პრეამბულა [ფრანგ. Préambule] – რაიმე მნიშვნელოვანი აქტის,


საერთაშორისო შეთანხმების, ხელშეკრულების შესავალი ნაწილი.

პრებენდა [გვიანდ. ლათ. Praebenda რაც უნდა მიცემულ იქნეს] – შემოსავალი


და ქონება (სახლები, მამულები), რომლებიც ებოძებოდა ხოლმე
პრივილეგირებულ (გარკვეულ თანამდებობათა მქონე) კათოლიკურ სასულიერო
პირებს.

პრედიკატ-ი [ლათ. Praedicatum] – 1. (ლოგ.). ის, რაც მსჯელობაში არის


ნათქვამი მსჯელობის საგანზე; ლოგიკური შემასმენელი. 2. (გრამატ.).
შემასმენელი.

პრედნიზოლონ-ი - სინთეზური სამკურნალწამლო საშუალება, ჰორმონული


პრეპარატი; იყენებენ სხვადასხვა ანთებისა და ალერგიის წინააღმდეგ.

პრევალირება [< ლათ. Praevaleo უპირატესობა მაქვს, ვინმეზე ძლიერი ვარ] –


(წიგნ.). უპირატესობის მოპოვება; ვინმეზე, რამეზე მეტობა, ჭარბობა.

პრევენტიულ-ი [< ლათ. Praeventus] – პრევენციის ხასიათისა; თავიდან


ასაცილებელი, დაცვითი. მაგ., პრევენტიული აცრა. პრევენტიული ომი - ომი,
რომელსაც მიმართავენ აგრესორები ვითომდა მოწინააღმდეგე მხარის
თავდასხმისაგან თავის დაცვის, მისთვის დასწრების მიზნით.

პრევენტორ-ი [< ლათ. Praeventio წინასწარ ვაფრთხილებ] – მოწყობილობა


ბურღვადი ჭაბურღილის პირის ჰერმეტიზაციისათვის; იყენებენ ნავთობის ან აირის
ღია ამოშადრევნების თავიდან ასაცილებლად.

პრევენცია [ლათ. Praeventio] – (წიგნ.). წინასწარი ზომების მიღება რისამე


თავიდან ასაცილებლად.

პრეზენს-ი [ლათ. Praesens] – (გრამატ.). აწმყო.

პრეზენტაბელურ-ი [ფრანგ. Présentable] – (წიგნ.). წარმოსადეგი.

პრეზენტანტ-ი [ლათ. Praesentans (Praesentantis)] – წარმდგენი, წარმომდგენი


(მაგ., თამასუქისა).

პრეზენტაცია [ლათ. Praesentatio] – წარდგენა, წარმოდგენა.

პრეზერვ-ი [< ლათ. Praeservo ვიცავ] – საკვები პროდუქტი (ჩვეულებრივ


თევზისა), რომელიც მოთავსებულია ჰერმეტულად დახურულ თუნუქის ან მინის
ტარაში, ოღონდ, კონსერვისაგან განსხვავებით, არ არის სტერილიზებული ან
პასტერიზებული (გაფუჭებისაგან იცავს მარილი, ძმარმჟავა და მისთ.).

პრეზერვატივ-ი [ფრანგ. Préservatif < ლათ. Praeservo ვიცავ, ვიფარავ] –


საშუალება ვენერული სენისაგან ან ორსულობისაგან დასაცავად.
პრეზერვაცია [ლათ. Praeservatio] – (წიგნ.). შენახვა, დაცვა რისამე.

პრეზიდენტ-ი [< ლათ. Praesidens (Praesidentis) თავში მჯდომი] – 1. ზოგი


რესპუბლიკური სახელმწიფოს მეთაური, არჩეული გარკვეული ვადით. 2.
თავმჯდომარე, რომელიც არჩეულია ზოგი დიდი დაწესებულების ან
საზოგადოების ხელმძღვანელად.

პრეზიდენტ-ელექტ-ი [ინგლ. President-elect] – ამერიკის შეერთებულ შტატებში:


ახლად არჩეული პრეზიდენტი გარდამავალ პერიოდში (არჩევნებიდან
თანამდებობის დაკავებამდე, ე. ი. ნოემბრის პირველი სამშაბათიდან 20
იანვრამდე).

პრეზიდიუმ-ი [ლათ. Praesidimu თავმჯდომარეობა] – 1. არჩევითი ორგანო,


რომელიც ხელმძღვანელობს კრებას, თათბირს, ყრილობას. 2. ზოგი
ორგანიზაციის ან დაწესებულების ხელმძღვანელი ორგანო. 3. სახელმწიფო
ხელისუფლების ორგანო. მაგ., სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი.

პრეზუმფცია [ლათ. Praesumptio] – 1. (წიგნ.). ვარაუდზე დამყარებული


მოსაზრება. 2. (სამართ.). რაიმე ფაქტის აღიარება სარწმუნოდ, სანამ არ
დამტკიცდება მისი მცდარობა.

პრეისკურანტ-ი - იხ. პრაისკურანტი.

პრეისტორია - საზოგადოების განვითარების უძველესი ხანა, რომლის


შესახებ წერილობითი ძეგლები არ მოგვეპოვება; წინარეისტორია.

პრეიუდიციულ-ი საკითხი [ფრანგ. Préjudiciel] – (სამართ.). უფლებრივი


საკითხი, რომლის წინასწარი გადაჭრის გარეშე არ შეიძლება სასამართლოში
გაირჩეს მოცემული საქმე.

პრეკარიუმ-ი [ლათ. Precarium თხოვნა] – რომაულ და შუასაუკუნეობრივ


სამართალში: იმ მიწით სარგებლობა, რომელსაც იძლეოდა მესაკუთრე
წერილობითი თხოვნის საფუძველზე მეტ-ნაკლებად ხანგრძლივი ვადით.

პრეკოს-ი [ფრანგ. Précoce < ლათ. Praecos ნაადრევი, ადრეული] –


წმინდამატყლიანი ცხვრის სახორცე და სამატყლე ჯიში; გამოიყვანეს მე-19 ს.-ის
ბოლოს საფრანგეთსა და გერმანიაში.

პრელატ-ი [ლათ. Praelatus ვისიმე თავში დაყენებული] – კათოლიკური და


ანგლიკანური ეკლესიის უმაღლესი სასულიერო პირი (არქიეპისკოპოსი და სხვ .).

პრელიმინარიებ-ი [ლათ. Prae წინ და limen (liminis) დასაწყისი] – (დიპლ.).


წინასწარი შეთანხმებანი, დროებითი გადაწყვეტილებანი.

პრელიმინარულ-ი - (დიპლ.). წინასწარი. მაგ., პრელიმინარული საზავო


ხელშეკრულება.

პრელუდ-ი - (მუს.). იგივეა, რაც პრელუდია (მნიშვ. 2).


პრელუდია [< ლათ. Praeludo წინასწარ ვუკრავ, შესავალს ვაკეთებ] – 1.
მუსიკალური ნაწარმოების შესავალი. 2. დამოუკიდებელი მუსიკალური პიესა,
უპირატესად ფორტეპიანოსათვის. 3. (გადატ.). რისამე დასაწყისი, შესავალი.

პრემია [ლათ. Praemium ჯილდო] – 1. ფულადი ან ნივთიერი ჯილდო რაიმე


დარგში წარმატებისათვის, დამსახურებისათვის. 2. მუშებისა და
მოსამსახურეებისათვის ფულადი ანაზღაურება (ხელფასს ზევით) საწარმოო
ნორმების გადაჭარბებისათვის. 3. (ფინანს.). განსხვავება ფასიანი ქაღალდის
საბირჟო და ნომინალურ ღირებულებას შორის. 4. ჟურნალის, გაზეთის უფასო
დამატება, რომელსაც უგზავნიან ხელისმომწერებს; უფასოდ გაცემული დამატება
ზოგი საქონლის ყიდვის დროს. 5. გადასახადი, რომელიც შეაქვს დაზღვეულ პირს
ან ორგანიზაციას დამზღვევ დაწესებულებაში. 6. კაპიტალისტურ ქვეყნებში: თანხა,
რომელსაც ზოგიერთი მთავრობა აძლევს ექსპორტიორებს გარკვეული საქონლის
გატანის წასახალისებლად.

პრემიერ-ი [ფრანგ. Premier პირველი] – 1. იგივეა, რაც პრემიერ-მინისტრი. 2.


მთავარი როლების შემსრულებელი მსახიობი.

პრემიერა [ფრანგ. Premiere] – პირველი წარმოდგენა თეატრალური პიესისა,


ოპერისა, ბალეტისა და სხვ.

პრემიერ-მინისტრ-ი - მთავრობის მეთაური, მინისტრთა საბჭოს ან მინისტრთა


კაბინეტის თავმჯდომარე.

პრემირება - პრემიის მინიჭება.

პრენატალურ-ი [ლათ. Prae წინ და natalis დაბადებასთან, შობასთან


დაკავშირებული] – (მედიც.). რაც დაკავშირებულია მშობიარობის წინა
პერიოდთან. პრენატალური დიაგნოსტიკა - ნაყოფის გამოკვლევა დედის
მუცელშივე.

პრეპარატ-ი [ლათ. Praeparatus მომზადებული] – 1. მცენარის ან ცხოველის


ორგანიზმის ნაწილი, მომზადებული გამოკვლევისათვის, სასწავლო
მიზნებისათვის და სხვ. 2. ქიმიური ანალიზისათვის მომზადებული ნივთიერება. 3.
ქიმიური ან ფარმაცევტული პროდუქტი, დამზადებული ლაბორატორიული ან
საფაბრიკო წესით.

პრეპარატორ-ი - ლაბორატორიის, საცდელი სადგურის და მისთ.


თანამშრომელი, რომელიც ლაბორანტის ხელმძღვანელობით ამზადებს
პრეპარატებს (იხ. პრეპარატი, მნიშვ. 1, 2) ან ასრულებს სხვა ტექნიკურ სამუშაოს .

პრეპარირება - 1. პრეპარატის მომზადება. 2. რისამე დამუშავება გარკვეული


წესით; რამესთვის გარკვეული სახის მიცემა. მაგ., ტექსტის პრეპარირება
გამოსაცემად.

პრეპრინტ-ი [ინგლ. Preprint] – წინასწარ სტამბურად დაბეჭდილი დოკუმენტი


(მაგ., მოხსენება - კონგრესზე და მისთ.-ზე წაკითხვამდე).
პრერია [ფრანგ. Prairie] – და (მრ.) პრერიები - ჩრდ. ამერიკის ზომიერი
კლიმატური სარტყლის ვრცელი ველები, სადაც მოჰყავთ სასოფლო-სამეურნეო
კულტურები.

პრერიალ-ი [ფრანგ. Prairial < Prairie მდელო] – (ისტ.). საფრანგეთის


რესპუბლიკური კალენდრის მიხედვით: წლის მეცხრე თვე (20-21 მაისიდან 18-19
ივნისამდე); კალენდარი მიიღო კონვენტმა 1793 წ. და მოქმედებდა 1806 წ.-მდე.

პრეროგატივა [ლათ. Praerogativa] – სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს


ან თანამდებობის პირის განსაკუთრებული უფლება, უპირატესობა.

პრეს-ი [ლათ. Pressus დაწოლა, წნევა] – 1. მანქანა, მოწყობილობა მასალების


დასამუშავებლად დაწოლით, წნევით; წნეხი; 2. (საუბ.). იგივეა, რაც პრეს-პაპიე.
მუცლის პრესი - (ანატ.). ჯგუფი მუცლისა და დიაფრაგმის კუნთებისა, რომლებიც
შეკუმშვისას აწვება მუცლის ღრუს და აძლიერებს მასში წნევას.

პრესა [ფრანგ. Presse] – პერიოდულ გამოცემათა (ჟურნალ-გაზეთების)


ერთობლიობა.

პრეს-ატაშე [ფრანგ. Presse-attaché] – დიპლომატიური წარმომადგენლობის


(საელჩოს, მისიის და მისთ.) თანამშრომელი პრესის (იხ. პრესა) საკითხებში.

პრესბიოპია [ბერძ. Presbys მოხუცი და ops (opos) თვალი] – თვალის


აკომოდაციის (იხ. აკომოდაცია) ასაკობრივი შესუსტება; გამოწვეულია თვალის
ბროლის ელასტიკურობის დაკარგვით.

პრეს-ბიულეტენ-ი - ბიულეტენი, რომელსაც პერიოდულად ავრცელებენ პრეს -


ცენტრში (იხ.) პრესისა და რადიოს კორესპონდენტებს შორის და რომელშიც
აღნიშნულია მიმდინარე შეჯიბრების უკანასკნელი შედეგები.

პრეს-ბიურო [ინგლ. Press-bureau < ფრანგ.] – სარედაქციო აპარატი, რომელიც


პრესას აწვდის მზა სტატიებს, ინფორმაციას, საილუსტრაციო და სხვა მასალებს .

პრეს-ბრიფინგ-ი - იგივეა, რაც ბრიფინგი.

პრესვიტერ-ი [< ბერძ. Presviteros უხუცესი] – მღვდელი.

პრესვიტერიანელებ-ი - პროტესტანტული სარწმუნოების მიმდევრები,


რომლებიც უარყოფენ ეპისკოპოსის ხელისუფლებას და კულტის მსახურად
ცნობენ მხოლოდ პრესვიტერს (მღვდელს).

პრესერვ-ი - იხ. პრეზერვი.

პრესინგ-ი [ინგლ. Pressing] – კალათბურთში, ხელბურთში, ჰოკეიში და ზოგ


სხვა სპორტულ თამაშში: დაცვის ერთ-ერთი ყველაზე უფრო აქტიური ფორმა -
მოწინააღმდეგის მოქმედების შეზღუდვა წესის დაურღვევლად, ყველა
თავდამსხმელის წინააღმდეგობით მთელ მოედანზე.

პრეს-კონფერენცია [ინგლ. Pressconference] – სახელმწიფო, პოლიტიკური,


საზოგადოებრივი მოღვაწის (ან მოღვაწეთა) შეხვედრა, საუბარი პრესის
წარმომადგენლებთან ფართო საზოგადოებისათვის საინტერესო საკითხებზე .
პრეს-პაპიე [ფრანგ. Presse-papiers] – 1. საწერი მოწყობილობის ნაწილი;
წარმოადგენს რკალისებურ ფირფიტას ან ძელაკს, რომელზედაც გადაკრულია
საშრობი ქაღალდის ფურცლები. 2. ბრინჯაოს, მარმარილოს და სხვ. მძიმე საგანი
ქაღალდებზე დასადებად.

პრეს-რელიზ-ი [ფრანგ. Presse და ინგლ. Release გამოშვება] – ოფიციალური


ორგანოს ან პირის მიერ პრესაში გამოსაქვეყნებლად გადაცემული განცხადება .

პრესტიდიჟიტატორ-ი [ფრანგ. Prestidigitateur] – (მოძვ.). ცირკის მსახიობი,


რომელიც ფოკუსებს აკეთებს.

პრესტიჟ-ი [ფრანგ. Prestige] – გავლენა, ავტორიტეტი, ნდობა.

პრესტისიმო [იტალ. Prestissimo] – (მუს.). ძალიან სწრაფი ტემპი (უფრო


სწრაფი, ვიდრე პრესტო).

პრესტო [იტალ. Presto] – (მუს.). 1. სწრაფი ტემპი. 2. მუსიკალური ნაწარმოები


ან მისი ნაწილი, რომელიც სწრაფი ტემპით სრულდება.

პრესფორმა [გერმ. Preßform] – მოწყობილობა პლასტმასის ნაკეთობათა


დასამზადებლად პრესვის (დაწნეხის) გზით.

პრესშპან-ი [გერმ. Preßspan] – თხელი, მკვრივი, პრიალა დაპრესილი მუყაო.

პრეს-ცენტრ-ი - დიდი მნიშვნელობის მქონე (ჩვეულებრივ საერთაშორისო)


სპორტულ შეჯიბრებაზე: ცენტრი, სადგომი, სადაც პრესის ან რადიოს
კორესპონდენტები იღებენ ინფორმაციას შეჯიბრების მიმდინარეობის შესახებ
თავ-თავიანთ რედაქციებში გადასაცემად.

პრეტენდენტ-ი [ლათ. Praetendents (Praetendentis)] – პირი, რომელიც პრეტენზიას


(მნიშვ. 1) აცხადებს რამეზე; რაიმე უფლების მაძიებელი.

პრეტენზია [ლათ. Praetensio] – 1. რამეზე თავისი უფლების გამოცხადება,


რისამე მოთხოვნა; სწრაფვა რისამე მოპოვებისაკენ. 2. უკმაყოფილების
გამოხატვა; საჩივარი; სარჩელი. 3. ადამიანის მისწრაფება მიიწეროს ისეთი
თვისება, ღირსება, რომელიც სინამდვილეში მას არ გააჩნია, მოახდინოს
შთაბეჭდილება რამეთი.

პრეტენზიული და პრეტენციოზული [< ფრანგ. Prétentieux] – რასაც პრეტენზია


აქვს ორიგინალურობისა; უბრალოებას მოკლებული, მანერული.

პრეტერიტ-ი [ლათ. Praeteritum] – (გრამატ.). ნამყო.

პრეტორ-ი [ლათ. Praetor] – ძველ რომში: კონსულის ან დიქტატორის ტიტული;


შემდეგში - თანამდებობის პირი, რომელსაც ეკუთვნოდა უმაღლესი სასამართლო
ხელისუფლება.

პრეტორიანელებ-ი [ლათ. Praetoriani] – 1. ძველ რომში: იმპერატორის


გვარდია, რომელიც დიდ როლს თამაშობდა სასახლეში გადატრიალებათა
მოწყობაში. 2. იტყვიან დაქირავებულ ჯარზე, რომელიც ემსახურება
ძალმომრეობაზე დამყარებულ ხელისუფლებას.
პრეტორიუმ-ი [ლათ. Praetorium] – ძველ რომში: 1. ის ადგილი სამხედრო
ბანაკში, სადაც დადგმული იყო მხედართმთავრის კარავი; თვით ეს კარავი. 2.
მხედართმთავრის სამხედრო საბჭო.

პრეფერანს-ი [ფრანგ. Préférence] – ბანქოს თამაში ერთგვარი სამი ან ოთხი


პირის მონაწილეობით.

პრეფერენცია [ლათ. Praeferentia] – ორ ან მეტ ქვეყანას შორის დადებული


ხელშეკრულებით ერთმანეთისათვის მინიჭებული უპირატესობა, შეღავათი (მაგ.,
ვაჭრობის გაფართოების მიზნით).

პრეფერენციულ-ი [ლათ. Praeferens (Praeferentis) უპირატესობის მიმცემი] –


პრეფერენციასთან დაკავშირებული, მასზე დამყარებული; უპირატესობის მქონე;
შეღავათიანი.

პრეფექტ-ი [ლათ. Praefectus უფროსი] – 1. საფრანგეთში: დეპარტამენტის


სათავეში მდგომი თანამდებობის პირი. 2. ზოგ კაპიტალისტურ ქვეყანაში:
პოლიციის უფროსი. 3. ძველ რომში: ზოგი ადმინისტრაციული და სამხედრო
თანამდებობის სახელწოდება.

პრეფექტურა [ლათ. Praefectura] – 1. ზოგ კაპიტალისტურ ქვეყანაში:


ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის მმართველობის ორგანო. 2.
პრეფექტის კანცელარია.პრეფიქს-ი [ლათ. პრაეფიხუს წინიდან მიმაგრებული] –
(გრამატ.). სიტყვის მარტივი ფუძის (ძირის) წინ მოთავსებული აფიქსი; თავსართი.

პრეფორმიზმ-ი [< ლათ. Praeformo წინასწარ ვქმნი] – მე-17 - 18 სს.-ში


გაბატონებული მეტაფიზიკური მოძღვრება, რომლის მიხედვითაც უკვე
ჩანასახშივეა მოცემული ორგანიზმის მთელი მრავალფეროვნება და მისი
განვითარება არის მხოლოდ კვერცხში ან სპერმატოზოიდში წინასწარ შექმნილ
სტრუქტურათა უბრალო ზრდა (პ.-ს დაუპირისპირდა ეპიგენეზი).

პრეცედენტ-ი [ლათ. Praecedens (Praecedentis) წინამავალი] – 1. შემთხვევა,


რომელიც წარმოადგენს ნიმუშს ან გამართლებას შემდეგდროინდელი მსგავსი
შემთხვევებისათვის. უპრეცედენტო - ისეთი, რომლის მსგავსი ადრე არ ყოფილა;
არნახული. მაგ., უ. შემთხვევა. 2. (სამართ.). სასამართლოს ან სახელმწიფო
ხელისუფლების სხვა ორგანოს ადრინდელი გადაწყვეტილება, რომელიც
მიღებულია ნიმუშად სხვა მსგავსი საკითხების გადაწყვეტის დროს.

პრეციზიულ-ი [< ფრანგ. Précision სიზუსტე] – (ტექ.). რაც დიდი სიზუსტით


გამოირჩევა. მაგ., პრეციზიული ჩარხი.

პრეციპიტატ-ი [ლათ. Praecipitatus ძირს ჩაგდებული] – 1. (ქიმ.). ნალექი. 2.


ხელოვნური ფოსფორული სასუქი.

პრიაპოს-ი [ბერძ. Priapos] – ბერძნულ მითოლოგიაში: ხილის ბაღების,


საძოვრების, თხისა და ცხვრის ფარების, აგრეთვე მევენახეობისა და მეთევზეობის
მფარველი ღვთაება, მოგვიანებით - ტკბილი განცდების ღვთაება.

პრიაპულ-ი - (წიგნ.). ვნებიანი, ავხორცული [ბერძნული მითოლოგიის


ღვთაება პრიაპოსის სახელის მიხედვით] –.
პრივატ-დოცენტ-ი [გერმ. Privatdozent < ლათ. Privatim კერძოდ და docens ვინც
ასწავლის] – დასავლეთ ევროპის ქვეყნებსა და რევოლუციამდელ რუსეთში:
უმაღლესი სასწავლებლის შტატგარეშე მასწავლებლის სამეცნიერო წოდებულება .

პრივატ-დოცენტურა - პრივატ-დოცენტის წოდებულება, თანამდებობა.

პრივატულ-ი [ლათ. Privatus] – (წიგნ.). კერძო; არაოფიციალური.

პრივილეგია [ლათ. Privilegium] – განსაკუთრებული უფლება, რომელიც


მინიჭებული აქვს ვისმე სხვებისაგან განსხვავებით; უპირატესობა.

პრივილეგირებულ-ი - იგივეა, რაც პრივილეგიური.

პრივილეგიურ-ი - 1. ვისაც პრივილეგიები აქვს მინიჭებული, ვინც


პრივილეგიებით სარგებლობს. 2. რაც რაიმე პრივილეგიას იძლევა. მაგ.,
პრივილეგიური დგომარეობა.

პრიზ-ი1 [ფრანგ. Prix] – ჯილდო რაიმე შეჯიბრებაში გამარჯვებისათვის.

პრიზ-ი2 [ფრანგ. Prise ხელში ჩაგდება; ნადავლი, შეპყრობილი გემი] –


მეომარი ქვეყნის მიერ შეპყრობილი, ხელში ჩაგდებული სავაჭრო გემები და
ტვირთი. საპრიზო სამართალი - ერთობლიობა საერთაშორისო სამართლებრივი
ნორმებისა, რომლებიც აწესრიგებს მეომარი ქვეყნების მიერ სავაჭრო გემებისა
და ტვირთის დაპყრობის, ხელში ჩაგდების საკითხებს. საპრიზო სასამართლო -
სახელმწიფო სასამართლო, რომელიც იქმნება ომის დროს; ეკისრება ისეთი
საქმეების გარჩევა, რომლებიც გამომდინარეობს საპრიზო სამართლის
გამოყენებიდან.

პრიზიორ-ი [რუს. Призер < ფრანგ.] – რაიმე შეჯიბრების მონაწილე,


რომელმაც პრიზი მიიღო.

პრიზმა [ბერძ. Prisma] – 1. (მათემ.). მრავალწახნაგა სხეული, რომლის ორი


ერთმანეთის პარალელური და ტოლი წახნაგი (ფუძე) წარმოადგენს
მრავალკუთხედებს, ხოლო დანარჩენი წახნაგები (გვერდები) -
პარალელოგრამებს. 2. სამი არაპარალელური სიბრტყით შემოსაზღვრული
გამჭვირვალე სხეული, რომელშიც სხივი გადატყდება და იშლება შემადგენელ
ფერებად; იყენებენ ოპტიკურ ხელსაწყოებში.

პრიზმატოიდ-ი [ბერძ. Prisma (Prismatos) პრიზმა და eidos სახე] –


მრავალწახნაგა, რომლის ორი წახნაგი (ფუძეები) მოთავსებულია პარალელურ
სიბრტყეებზე, ხოლო დანარჩენი წახნაგები წარმოადგენს სამკუთხედებს ან
ტრაპეციებს, თანაც სამკუთხედების ერთი მხარე, ხოლო ტრაპეციების ორივე ფუძე
წარმოადგენს პ.-ის ფუძეთა გვერდებს.

პრიზმულ-ი - პრიზმის ფორმის მქონე. პრიზმული სპექტრი - სპექტრი,


რომელიც მიღებულია პრიზმის საშუალებით რთული სინათლის შემადგენელ
ფერებად დაშლის შედეგად.

პრიკაზ-ი [რუს. Приказ] – 1. რუსეთის სახელმწიფოში მე-16 - 17 სს.: უწყება,


რომელიც განაგებდა სახელმწიფო მმართველობის ამა თუ იმ დარგს. 2.
საქართველოში მე-19 ს.: საადგილმამულო საკრედიტო პრიმ [< ლათ. Primus] –
პირველი. მაგ., ა1 ბ1 - იკითხება «ა. პრიმ, ბე პრიმ».

პრიმა [ლათ. Prima (მდედრ.) პირველი] – (მუს.). 1. გამის პირველი, ძირითადი


ბგერა. 2. ინტერვალი ბგერათა ერთი და იმავე საფეხურის ფარგლებში. 3. საკრავი ,
რომელზედაც სრულდება წამყვანი პარტია ანსამბლში; პირი, რომელიც
ასრულებს წამყვან პარტიას (მაგ., პირველი ვიოლინო). 4. პირველი ხმა
მრავალხმიან ნაწარმოებში.

პრიმა-ბალერინა [იტალ. Prima ballerina] – ბალეტში მთავარი პარტიების


შემსრულებელი მოცეკვავე ქალი.

პრიმადონა [იტალ. Primadonna] – ოპერაში და ოპერეტაში მთავარი პარტიების


შემსრულებელი მომღერალი ქალი.

პრიმას-ი [ლათ. Primas მეთაური] – ამა თუ იმ სახელმწიფოს კათოლიკური ან


ანგლიკანური ეკლესიის უმაღლესი სასულიერო პირი (მაგ., ლიონის
არქიეპისკოპოსი - საფრანგეთის პრიმასია, კენტერბერის არქიეპისკოპოსი - დიდი
ბრიტანეთის პრიმასი).

პრიმატ-ი [ლათ. Primatus] – უპირატესი მნიშვნელობა, უპირატესი


მდგომარეობა, პირველობა.

პრიმატებ-ი [ლათ. Primates უპირველესნი] – (ზოოლ.). ყველაზე უფრო


ორგანიზებულ ძუძუმწოვართა რაზმი, რომელშიც შედიან მაიმუნები, ნახევრად
მაიმუნები და, აგრეთვე, ადამიანი.

პრიმატოლოგია [ლათ. Primates (იხ. პრიმატები) და ბერძ. ლოგოს


მოძღვრება] – ზოოლოგიის დარგი, რომელიც პრიმატებს სწავლობს.

პრიმატორ-ი [ჩეხ. Primator] – ჩეხოსლოვაკიაში: ქალაქის


თვითმმართველობის თავმჯდომარე; ქალაქის თავი.

პრიმიტივ-ი [ლათ. Primitivus თავდაპირველი, პირველყოფილი] – 1.


განუვითარებელი, მარტივი მოვლენა იმავე რიგის შემდეგდროინდელ
მოვლენებთან შედარებით. 2. უძველესი (მაგ., პირველყოფილი საზოგადოების)
ხელოვნების ნაწარმოები, რომლის გამომხატველობითი საშუალებანი შედარებით
ნაკლებადაა განვითარებული. 3. გაუბრალოებული; შესრულების ტექნიკით
მარტივი, უბრალო. 4. იგივეა, რაც პრიმიტივისტი.

პრიმიტივიზმ-ი - 1. სიმარტივე, უბრალოება რისამე შესრულებაში. 2. რთული


მოვლენის, რთული საკითხის გაუბრალოება, ზედმეტად გამარტივება. ***3.
პრიმიტივისადმი (იხ. პრიმიტივი, მნიშვ. 2) მიბაძვა, შეგნებული გაუბრალოება, რაც
დამახასიათებელია მე-19 - 20 სს. ბურჟუაზიული ხელოვნების ბევრი დეკადენტური
მიმდინარეობისათვის.

პრიმიტივისტ-ი - პრიმიტივიზმის მიმდევარი; პრიმიტივის (მნიშვ. 2, 3)


შემსრულებელი.
პრიმიტიულ-ი [ლათ. Primitivus თავდაპირველი, პირველყოფილი] – 1.
ადამიანთა საზოგადოების განვითარების ადრეულ საფეხურებთან
დაკავშირებული; პირველყოფილი. 2. მარტივი, არართული. 3. ნაკლებად
განათლებული, ნაკლებად კულტურული.

პრიმორდიუმ-ი [ლათ. Primordium პირველსაწყისი; წარმოშობა] – (ბოტან.).


მცენარის ჩანასახოვანი, ჯერ კიდევ დაუნაწევრებელი ორგანო.

პრინც-ი [გერმ. Prinz < ფრანგ.] – დასავლეთ ევროპაში: სამეფო სახლის


წევრის ან მთავრის ტიტული; უფლისწული. უელსის პრინცი - ინგლისის ტახტის
მემკვიდრის ტიტული.

პრინცესა [ფრანგ. Princesse] – დასავლეთ ევროპაში: მეფის ქალიშვილის ან


პრინცის მეუღლის ტიტული.

პრინციპ-ი [< ლათ. Principium დასაწყისი, დასაბამი] – 1. რომელიმე თეორიის,


მოძღვრების, მეცნიერების და მისთ. ძირითადი ამოსავალი დებულება;
სახელმძღვანელო იდეა. 2. მოქმედების, ქცევის ძირითადი წესი; რწმენა,
თვალსაზრისი. 3. რაიმე მექანიზმის, ხელსაწყოს აგებულების ან მოქმედების
ძირითადი თავისებურება.

პრინციპალ-ი [ლათ. Principalis მთავარი] – (მოძვ.). უფროსი, პატრონი.

პრინციპატ-ი [ლათ. Principatus] – ძველ რომში ძვ. წელთაღრ. I ს.-ის მეორე


ნახევარში შექმნილი სახელმწიფო წყობილება, რომლის დროსაც შენარჩუნებული
იყო ზოგი რესპუბლიკური დაწესებულება, მაგრამ ხელისუფლება ფაქტობრივად
ეკუთვნოდა ერთ პირს - იმპერატორს.

პრინციპულ-ი - 1. პრინციპიდან გამომდინარე, პრინციპზე დამყარებული. მაგ.,


პრინციპული კამათი. 2. ვინც ან რაც მტკიცედ იცავს, ასრულებს პრინციპებს. მაგ.,
პრინციპული ადამიანი. პრინციპული პოლიტიკა. პრინციპული კრიტიკა.

პრინც-კონსორტ-ი - იხ. კონსორტი.

პრიორ-ი [ლათ. Prior პირველი, უფროსი] – კათოლიკური მამათა მონასტრის


წინამძღვარი.

პრიორატ-ი [იტალ. Priorato] – შუა საუკუნეების იტალიაში: იმ კომუნების


(ფლორენციის, არეცოს და სხვ.) საქალაქო მმართველობის ორგანო, რომლებშიც
ხელისუფლება პოპოლანებს ეკუთვნოდათ.

პრიორიტეტ-ი [გერმ. Priorität < ლათ. Prior პირველი] – 1. პირველობა


მეცნიერულ აღმოჩენაში, გამოგონებაში, გამოკვლევაში და მისთ. 2. უპირველესი
მნიშვნელობა, უპირატესობა. მაგ., საერთო-საკავშირო კანონის პრიორიტეტი.

პრიუნელ-ი - იხ. პრუნელი.

პრიფიქს-ი [ფრანგ. Prix fixe] – (ვაჭრ.). სრულიად გარკვეული ფასი, რომლის


არც დაწევა და არც აწევა არ შეიძლება.
პრო- [ლათ. Pro] – თავსართი, რომელიც დაერთვის არსებით ან ზედსართავ
სახელს და ნიშნავს ვისიმე ან რისამე მომხრეს, ვისიმე ან რისამე ინტერესებით
მოქმედს. მაგ., პროფაშისტური. პროამერიკული.

პრობანდ-ი [გერმ. Proband] – ვისიმე გენეალოგიის, საგვარეულო ნუსხის


პირველი, დამწყები პიროვნება.

პრობლემა [ბერძ. Problema] – რთული თეორიული ან პრაქტიკული საკითხი,


რომელიც საჭიროებს ახსნას, შესწავლას, გამოკვლევას. 2. (გადატ., საუბ.). იტყვიან
ძნელად გადასაწყვეტ, ძნელად განსახორციელებელ რამეზე.

პრობლემატიკა - პრობლემათა ერთობლიობა.

პრობლემ[ატ] –ურ-ი - 1. ის, რაც პრობლემას წარმოადგენს; ჯერ კიდევ


დაუმტკიცებელი, სავარაუდო, შესაძლებელი. 2. ნაკლებად სარწმუნო, საეჭვო.

პრობლემისტ-ი - ამოცანების შემდგენელი კომპოზიტორი (იხ. კომპოზიტორი,


მნიშვ. 2).

პრობსტ-ი [გერმ. Propst] – ლუთერანული ეკლესიის უფროსი პასტორი.

პროგიმნაზია [ლათ. Pro წინ და გიმნაზია] – რევოლუციამდელ რუსეთში


(აგრეთვე გერმანიაში მე-20 ს. 30-იან წლებამდე): ზოგადსაგანმანათლებლო
არასრული საშუალო (4 - 6-კლასიანი) სასწავლებელი.

პროგნათიზმ-ი [ბერძ. Pro წინ და gnathos ყბა] – (ანთროპ.). ყბების წინ


გამოწეულობა (შდრ. ორთოგნათიზმი).

პროგესტერონ-ი [ლათ. Pro წინ, ადრე, -თვის და gestatio ორსულობა] – ერთ-


ერთი მდედრობითი სასქესო ჰორმონი; წარმოიქმნება საკვერცხეში (ე. წ. «ყვითელ
სხეულში»), ხოლო ორსულობის დროს აგრეთვე პლაცენტაში; პ. ამზადებს *საშოს
ლორწოვან გარსს ჩანასახის მისაღებად და ასრულებს ბევრ სხვა ფუნქციას
ორსულობისა და მშობიარობის პერიოდში.

პროგნოზ-ი [ბერძ. Prognosis] – რაიმე მოვლენის განვითარებისა და შედეგების


წინასწარ განჭვრეტა, წინასწარმეტყველება არსებული მეცნიერული მონაცემების
საფუძველზე. მაგ., ამინდის პროგნოზი.

პროგნოზირება - პროგნოზის შემუშავება; რაიმე მოვლენის განვითარების


კონკრეტული პერსპექტივების მეცნიერული კვლევა; პ.-ის ზოგადთეორიულ
საფუძველს წარმოადგენს ახლად ჩამოყალიბებული სამეცნიერო დარგი -
პროგნოსტიკა.

პროგნოსტიკა [ბერძ. Prognostike] – 1. პროგნოზების თეორია და პრაქტიკა. 2.


მეცნიერება პროგნოზების შემუშავების კანონთა და საშუალებათა შესახებ.
სოციალური პროგნოსტიკა - იხ. ფუტუროლოგია.

პროგრამა [ბერძ. Programma განცხადება] – 1. მომავალი მუშაობის,


მოღვაწეობის და მისთ. გეგმა. 2. იმ ძირითადი პრინციპების, ამოცანების, მიზნების
შემცველი დოკუმენტი, რომლებიც დასახული აქვს პოლიტიკურ პარტიას,
სახელმწიფო ხელისუფლების ცენტრალურ ორგანოს, საზოგადოებრივ
ორგანიზაციას ან ცალკეულ სახელმწიფო თუ საზოგადოებრივ მოღვაწეს. მაგ.,
სკკპ პროგრამა. 3. მოქმედების გეგმა, «დავალება», რომელიც ავტომატურად უნდა
შეასრულოს მანქანამ, ჩარხმა, დანადგარმა და მისთ.; მაგ., ელექტრონული
გამომთვლელი მანქანის პროგრამა. 4. იმ ნომრების, ნაწარმოებთა ერთობლიობა,
რომლებიც სრულდება კონცერტზე, ცირკში და სხვ.; სპექტაკლის მოქმედ პირთა,
როლების შემსრულებელთა და სპექტაკლის მომზადებაში მონაწილეთა
(რეჟისორების, მხატვრების და სხვ.) სია. 5. რადიოს, ტელევიზიის გადაცემათა
შემადგენლობა. 6. იმ საგნის, კურსის შინაარსისა და მეთოდოლოგიის
საფუძვლების მოკლე გადმოცემა, რომლებიც ისწავლება სასწავლებელში. 7.
პროგრამული მუსიკის თემის, სიუჟეტის ლიტერატურული გადმოცემა.

პროგრამირება - პროგრამის (მნიშვ. 3) შედგენა (მანქანისათვის);


დაპროგრამება.

პროგრამისტ-ი - პროგრამირების, დაპროგრამების სპეციალისტი.

პროგრამულ-ი - პროგრამასთან დაკავშირებული. პროგრამული მუსიკა -


ინსტრუმენტული მუსიკა, რომელიც შექმნილია გარკვეული თემის ან სიუჟეტის
მიხედვით.

პროგრეს-ი [ლათ. Progressus] – წინსვლა, აღმავლობა (საპირისპ. რეგრესი).

პროგრესია [ლათ. Progressio წინსვლა] – (მათემ.). გარკვეული წესით მზარდ


რიცხვთა მწკრივი. არითმეტიკული პროგრესია - რიცხვთა მწკრივი, რომლის
ყოველი მომდევნო წევრი მიიღება წინა წევრისათვის ერთი და იმავე რიცხვის
(სხვაობის) მიმატებით. გეომეტრიული (ანუ ჯერადი) პროგრესია - რიცხვთა
მწკრივი, რომლის ყოველი მომდევნო წევრი მიიღება წინა წევრის ერთსა და იმავე
რიცხვზე (მნიშვნელზე) გამრავლებით.

პროგრესისტ-ი - პროგრესის მომხრე, პროგრესული იდეების მქონე ადამიანი.

პროგრესიულ-ი - რაც თანდათანობით იზრდება, ძლიერდება; რაც


პროპორციულად მატულობს. მაგ., პროგრესიული გადასახადი.

პროგრესიული დამბლა - (მედიც.). სიფილისით გამოწვეული ნერვულ-


ფსიქიკური დაავადება, რომლის დამახასიათებელია ფსიქიკის თანდათანობით
დაქვეითება.

პროგრესულ-ი - რაც მიმართულია საზოგადოებრივი პროგრესისაკენ, ხელს


უწყობს მას; პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით მოწინავე.

პროდიუსერ-ი [ინგლ. Producer] – კაპიტალისტურ ქვეყნებში: კინოსტუდიის


პატრონი, რომელიც ზოგჯერ ფილმის დამდგმელიც არის.

პროდრომ-ი [იხ. პროდრომული] – (მედიც.). დაავადების მომასწავებელი რამ.

პროდრომულ-ი [< ბერძ. Prodromos მომასწავებელი, მაუწყებელი] –:


პროდრომული პერიოდი - (მედიც.). ინფექციური დაავადების დაწყებითი სტადია,
როდესაც ადამიანი შეუძლოდ გრძნობს თავს, მაგრამ დაავადების
დამახასიათებელი ნიშნები ჯერ არა ჩანს.

პროდუქტ-ი [ლათ. Productus შექმნილი] – 1. საგანი, ნივთიერება, რომელიც


მიღებულია ადამიანის შრომის შედეგად. 2. პროდუქტები - სურსათ-სანოვაგე. 3.
ნივთიერება, რომელიც წარმოიქმნება სხვა ნივთიერებისაგან ქიმიური გზით ან
სხვა წესით. 4. რისამე შედეგი, ნაყოფი.

პროდუქტიულ-ი [ლათ. Productivus] – მწარმოებლური, ნაყოფიერი. მაგ.,


პროდუქტიული შრომა. პროდუქტიული საქონელი - ისეთი საქონელი, რომელიც
პროდუქციას (ხორცს, რძეს, მატყლს და მისთ.) იძლევა.

პროდუქცია [ლათ. Productio] – 1. ერთობლიობა იმ პროდუქტებისა, რომლებიც


დაამზადა რომელიმე წარმოებამ, მრეწველობის რაიმე დარგმა ან მთელმა
სახალხო მეურნეობამ გარკვეული დროის განმავლობაში. 2. გონებრივი შრომის
(ხელოვნების, ლიტერატურის და სხვ.) ნაწარმოებთა ერთობლიობა. მაგ.,
ბეჭდვითი პროდუქცია. მეცნიერული პროდუქცია.

პროდუცენტ-ი [ლათ. Producens (Producentis) მწარმოებელი] – გარკვეული


საქონლის მწარმოებელი ქვეყანა.

პროექტ-ი [< ლათ. Projectus წინ გამოწეული] – 1. რისამე ასაგებად,


დასამზადებლად ან რეკონსტრუქციისათვის დამუშავებული გეგმა. 2. რაიმე
დოკუმენტის, აქტის, დადგენილების წინასწარი, სავარაუდო ტექსტი. 3. გეგმა,
განზრახვა.

პროექტანტ-ი - პირი, რომელიც პროექტს (მნიშვ. 1) ადგენს;


დამპროექტებელი.

პროექტირება - რისამე პროექტის (მნიშვ. 1) შედგენა; დაპროექტება.

პროექტორ-ი [ლათ. Projector წინ გამომწევი, წინ გამომგდები] – იგივეა, რაც


საპროექციო აპარატი (იხ. პროექცია).

პროექცია [ლათ. Projectio წინ გაწევა] – 1. (მათემ.). სხეულის გამოსახვა


სიბრტყეზე; გეგმილი. 2. სურათების, ნახაზების, კინოკადრების გადიდებული
გამოსახულების მიღება ეკრანზე ოპტიკური საშუალებით (ამ მნიშვნელობით
იხმარება აგრეთვე პროეცირება). საპროექციო: ს. აპარატი - ოპტიკური ხელსაწყო,
რომელსაც იყენებენ გადიდებული გამოსახულების მისაღებად ეკრანზე.
საპროექციო ფარანი - (მოძვ.). იგივეა, რაც საპროექციო აპარატი.

პროვანსალ-ი [ფრანგ. (H la) Provenзale პროვანსულად (Provansi - Provence


საფრანგეთის ისტორიული პროვინცია)] – კვერცხის გულისა და ზეთისაგან
მომზადებული საწებელი, რომელიც შეზავებულია ძმრით, მდოგვით და ზოგი სხვა
სანელებლით.

პროვანსულ-ი ზეთი - ზეითუნის ზეთი [საფრანგეთის ისტორიული პროვინციის


- პროვანსის (Provence) სახელის მიხედვით] –.

პროვიანტ-ი [გერმ. Proviant] – (მოძვ.). სურსათი (უპირატესად ჯარისათვის).


პროვიდენციალიზმ-ი [< ლათ. Providentia განგება] – რელიგიურ-
იდეალისტური შეხედულება, რომელიც ცდილობს ახსნას ისტორიული მოვლენები
არა მათი შინაგანი კანონზომიერებით, არამედ განგების ძალით.

პროვიდენციულ-ი [< ლათ. Providentia განგება] – (წიგნ.). რაც ბედისწერას,


განგებას მიეწერება, რაც წინასწარ არის განსაზღვრული.

პროვიზორ-ი [გერმ. Provisor < ლათ.] – აფთიაქის მუშაკი, უმაღლესი


განათლების მქონე ფარმაცევტი.

პროვიზორულ-ი [გერმ. Provisorisch < ლათ. Provideo წინასწარ განვჭვრეტ] – 1.


წინასწარი, სავარაუდო. მაგ., პროვიზორული შეფასება.

პროვიზორული გადაწყვეტილება. 2. დროებითი. მაგ., პროვიზორული


ღონისძიებანი.

პროვინცია [ლათ. Provincia] – 1. (მოძვ.). დედაქალაქს ან მსხვილ კულტურულ


ცენტრს დაშორებული ადგილი, კუთხე; პერიფერია. 2. ადმინისტრაციულ-
ტერიტორიული ერთეული ზოგიერთ სახელმწიფოში. 3. (ისტ.). რომაელების მიერ
დაპყრობილი ტერიტორია.

პროვინციალ-ი - (მოძვ.). პროვინციის მცხოვრები, პროვინციელი.

პროვინციალიზმ-ი [< ლათ. Provincialis პროვინციული] – (მოძვ.). 1.


ჩამორჩენილობა, თვალსაზრისის, ინტერესთა შეზღუდულობა, რაც
დამახასიათებელი იყო პროვინციის (კულტურული ცენტრიდან დაშორებული
ადგილის) მცხოვრებთათვის. 2. იგივეა, რაც დიალექტიზმი.

პროვიტამინებ-ი [ბერძ. Pro წინ, ადრე; მაგივრად და ვიტამინები] –


ვიტამინების ბიოქიმიური წინამორბედები; ნივთიერებანი, რომელთაგანაც
ვიტამინები წარმოიქმნება ადამიანისა და ცხოველის ორგანიზმში.

პროვოკატორ-ი [ლათ. Provocator გამომწვევი] – 1. საიდუმლო აგენტი,


რომელიც შეპარულია რევოლუციურ ორგანიზაციაში და პროვოკაციებს (იხ.
პროვოკაცია, მნიშვ. 2) აწყობს. 2. პირი, რომელიც გაცემის, ღალატის მიზნით
იწვევს აკრძალულ მოქმედებას; წამქეზებელი.

პროვოკაცია [ლათ. Provocatio გამოწვევა] – და პროვოცირება - 1. ცალკეული


პირის, პირთა ჯგუფების, ორგანიზაციების, სახელმწიფოების წაქეზება ისეთი
მოქმედებისათვის, რასაც მოჰყვება მათთვის მძიმე, ზოგჯერ დამღუპველი
შედეგები. 2. პოლიციის ფარული აგენტების გამცემლური მოქმედება
რევოლუციურ ორგანიზაციებში, მათ მიერ ისეთი მოქმედების გამოწვევა,
რომელსაც შედეგად მოჰყვება ამ ორგანიზაციების დასუსტება ან განადგურება . 3.
(მედიც.). დაავადების რაიმე მოვლენის, რაიმე ნიშან-თვისების ხელოვნური
გამოწვევა ან ***გაძლიერება. მაგ., მალარიის შეტევის პროვოკაცია.

პროზა [ლათ. Prosa] – 1. თხრობითი, გაულექსავი ლიტერატურა (რომანები,


მოთხრობები და მისთ.). 2. (საუბ., გადატ.). რაც ჩვეულებრივია, აუცილებელია
ცხოვრებაში; ყოველდღიურობა.
პროზაიზმ-ი - ჩვეულებრივი, არაპოეტური სიტყვა ან გამოთქმა პოეტურ
ნაწარმოებში.

პროზაიკოს-ი - პროზაულ ნაწარმოებთა (რომანების, მოთხრობებისა და


მისთ.) შემქმნელი მწერალი.

პროზაულ-ი - პროზის სახით დაწერილი; არაპოეტური.

პროზელიტ-ი [ბერძ. Proselytos] – 1. ვისაც ახლად აქვს მიღებული რომელიმე


სარწმუნოება. 2. რისამე ახალი და თავდადებული დამცველი.

პროზელიტიზმ-ი - 1. მისწრაფება თავის სარწმუნოებაზე სხვების


მოქცევისაკენ. 2. მხურვალე ერთგულება ახლად მიღებული მოძღვრებისა,
რწმენისა.

პროზენქიმა [ბერძ. Pros რისამე მიმართულებით, რისამე ახლოს და ენცჰყმა


წვნიანი] – (ბოტან.). მცენარის ქსოვილი; შედგება წაგრძელებული უჯრედებისაგან,
რომელთა ბოლოები ჩვეულებრივ წაწვეტებულია (პარენქიმის უჯრედებისაგან
განსხვავებით).

პროზერპინა [ლათ. Proserpina] – რომაულ მითოლოგიაში: ცერერას და


იუპიტერის შვილი, დედამიწის მცენარეული ძალებისა და მიწისქვეშეთის, საიქიოს
ქალღმერთი (ბერძნულ მითოლოგიაში მას შეესაბამება პერსეფონე).

პროზექტორ-ი [ლათ. Prosector გამკვეთი] – ექიმი, რომელიც


ხელმძღვანელობს სამკურნალო დაწესებულების პათოლოგიურ -ანატომიურ
განყოფილებას (პროზექტურას).

პროზექტურა - სამკურნალო დაწესებულების პათოლოგიურ-ანატომიური


განყოფილება, სადაც გვამებს კვეთენ; საპროზექტორო.

პროთეზ-ი [ლათ. Prothesis < ბერძ.] – სხეულის ხელოვნური ნაწილი (ფეხი,


ხელი, კბილი და სხვ.), რომელიც გაკეთებული აქვთ დაკარგული სათანადო
ბუნებრივი ნაწილის ნაცვლად.

პროთეზისტ-ი - პროთეზის დამზადების სპეციალისტი.

პროთრომბინ-ი - ცილოვანი ნივთიერება - სისხლის პლაზმის შემადგენელი


ნაწილი.

პროკამბიუმ-ი [ლათ. Pro წინ; ნაცვლად და cambium (იხ. კამბიუმი)] – (ბოტან.).


მცენარის ორგანოებში (ღეროებში, ფესვებში) ახალგაზრდა ნაწილების
წარმომქმნელი ქსოვილი, რომლისგანაც ვითარდება პირველადი გამტარი
ქსოვილები.

პროკლამაცია [ლათ. Proclamatio მოწოდება] – 1. სააგიტაციო ფურცელი,


მოწოდება პოლიტიკური ხასიათისა (ჩვეულებრივ არალეგალური). 2. რისამე
გამოქვეყნება, საყოველთაოდ გამოცხადება.
პროკლიტიკა [ბერძ. Proklitikos] – (ლინგვ.). ერთ- ან ორმარცვლიანი სიტყვა,
რომელსაც არა აქვს საკუთარი მახვილი და წარმოთქმაში უერთდება თავის
მომდევნო სიტყვას.

პროკონსულ-ი [ლათ. Proconsul] – ძველ რომში: პროვინციის მმართველი


(ინიშნებოდა ყოფილ კონსულთა რიცხვიდან).

პროკრუსტე-ს სარეცელი - იტყვიან ხელოვნურ საზომზე, რომელსაც


ნაძალადევად უყენებენ ამა თუ იმ მოვლენას [ბერძნული მითოლოგიის ყაჩაღ
Prokrustes-ს (< Prokruo ვჭიმავ) სახელის მიხედვით; პროკრუსტე თავისთან იტყუებდა
მგზავრებს და აწვენდა სარეცელზე; ვინც გრძელი აღმოჩნდებოდა, ფეხებს
აჭრიდა, ვინც მოკლე - ფეხებს უჭიმავდა] –.

პროკურატორ-ი [ლათ. Procurator] – ძველ რომში: მოხელე, რომელიც


განაგებდა უმთავრესად გადასახადების აკრეფას სახელმწიფო ხაზინისათვის .

პროკურატურა - სახელმწიფო ორგანო, რომელიც თვალყურს ადევნებს


კანონების ზუსტად შესრულებას.

პროკურისტ-ი [< ლათ. Procuro ვმართავ, განვაგებ ვისიმე სახელით] – ზოგ


ბურჟუაზიულ ქვეყანაში: სავაჭრო ფირმის რწმუნებული, რომელსაც მინდობილი
აქვს ყოველგვარი გარიგების დადება.

პროკურორ-ი [ფრანგ. Procureur < ლათ. Procuro ვზრუნავ] – 1. თანამდებობის


პირი, რომელიც თვალყურს ადევნებს კანონების ზუსტად შესრულებას. 2.
სახელმწიფო ბრალმდებელი სასამართლო პროცესზე.

პროლან-ი - (ფიზიოლ.). ჰორმონალური ხასიათის ნივთიერება, რომელსაც


გამოყოფს ორსული ქალის პლაცენტა; შარდში პ.-ის არსებობა ორსულობის
ადრეული დიაგნოსტიკის საშუალებას იძლევა.

პროლაფს-ი [ლათ. Prolapsus გამოვარდნილი] – (მედიც.). რომელიმე


ორგანოს გარეთ გამოვარდნა. მაგ., სწორი ნაწლავის პროლაფსი.

პროლაქტინ-ი [ლათ. Pro წინ და lac (lactis) რძე] – (ფიზიოლ.). ჰიპოფიზის წინა
ნაწილის ერთ-ერთი ჰორმონი; მონაწილეობს სარძევე ჯირკვლებისა და
საკვერცხეების ფუნქციათა რეგულირებაში.

პროლეგომენა [ბერძ. Prolegomena შესავალი, წინასიტყვაობა] – (წიგნ.).


წინასწარი მსჯელობა, შესავალი რისამე შესწავლაში.

პროლეტარ-ი [ლათ. Proletarius] – 1. კაპიტალისტურ საზოგადოებაში:


დაქირავებული მუშა, რომელსაც წარმოების საშუალებანი არ გააჩნია. 2. ძველ
რომში: მოქალაქე, ღატაკთა წოდების წარმომადგენელი.

პროლეტარიატ-ი [გერმ. Proletariat < ლათ.] – პროლეტართა კლასი,


კაპიტალისტური საზოგადოების ორი ძირითადი კლასიდან ერთ-ერთი, კლასი
ბურჟუაზიის მიერ ექსპლუატირებული მუშებისა, რომლებიც მოკლებული არიან
წარმოების საშუალებებს და იძულებული არიან მიჰყიდონ თავიანთი სამუშაო
ძალა ბურჟუაზიას.
პროლეტარიზაცია - წვრილ მწარმოებელთა (გლეხთა, ხელოსანთა და მისთ.)
გაღატაკება და პროლეტარებად ქცევა, რაც გარდაუვალია კაპიტალიზმის
პირობებში.

პროლიფერაცია [ლათ. Proles შთამომავლობა და ფერო დამაქვს,


დავატარებ] – 1. (ბიოლ.). ორგანიზმის ქსოვილის ზრდა უჯრედების გამრავლების
შედეგად (ქსოვილის მოცულობის ყველა სხვა სახის ზრდისაგან - მაგ.,
შეშუპებისაგან - განსხვავებით). 2. (ბოტან.). იგივეა, რაც პროლიფიკაცია.

პროლიფიკაცია [ლათ. Proles შთამომავლობა და facio ვაკეთებ] – (ბოტან.).


ისეთი ყვავილის გაღივება, რომელმაც განვითარება დაამთავრა.

პროლოგ-ი [ბერძ. Prologos] – 1. ლიტერატურული ნაწარმოების შესავალი


ნაწილი, რომელშიც, ჩვეულებრივ, მოკლედ არის აღწერილი ძირითად ნაწილში
გადმოცემულზე ადრინდელი ამბები. 2. (გადატ.). რისამე შესავალი, დასაწყისი.

პროლონგაცია და პროლონგირება [< ლათ. Prolongo ვაგრძელებ] –


ხელშეკრულების, შეთანხმების, თამასუქის და მისთ. ვადის გაგრძელება.

პროლუვიონ-ი [< ლათ. Proluo გამომაქვს დინებით] – (გეოლ.). ქანების


დაშლის პროდუქტები, რომლებიც ნიაღვრებით არის ჩამორეცხილი მთის
მწვერვალებიდან და ფერდობებიდან.

პრომედოლ-ი - ტკივილგამაყუჩებელი სამკურნალწამლო პრეპარატი,


ნარკოტიკი.

პრომეთე [ბერძ. Prometheus] – ბერძნულ მითოლოგიაში: ტიტანი, რომელმაც


ოლიმპიდან მოიტაცა ცეცხლი და ასწავლა ხალხს მისი გამოყენება; დასასჯელად
ზევსმა მიაჯაჭვა იგი კლდეზე არწივი უძიძგნიდა ღვიძლს, რომელიც ღამით კვლავ
უმთელდებოდა; გაათავისუფლა ჰერაკლემ (ქართულ ფოლკლორში მას
შეესაბამება ამირანი).

პრომეთეუმ-ი - რადიოაქტიური ქიმიური ელემენტი ლანთანოიდების


ჯგუფისა; აღმოაჩინეს ამერიკელმა მეცნიერებმა 1945 წ. [ბერძნული მითოლოგიის
პრომეთეს სახელის მიხედვით] –.

პრომენად-ი [ფრანგ. Promenade] – (მოძვ.). 1. სეირნობა, გასეირნება. 2


სასეირნო ადგილი.

პრომერისტემა [ბერძ. Pro წინ, ადრე და (იხ. მერისტემა)] – (ბოტან.). მცენარის


პირველადი, ყველაზე ნაკლებად დიფერენცირებული, წარმომქმნელი ქსოვილი.

პრომილე [< ლათ. Pro mille ათასზე] – რაიმე რიცხვის მეათასედი ნაწილი
(პროცენტის მეათედი); აღინიშნება %0-ით.

პრომისკუიტეტ-ი [< ლათ. Promiscuus შერეული, საყოველთაო] –


მოუწესრიგებელი სქესობრივი ურთიერთობა ადამიანთა პირველყოფილ
საზოგადოებაში (ქორწინებისა და ოჯახის წარმოშობამდე).
პრომოტორ-ი [< ლათ. Promoveo წინ ვწევ] – (ქიმ.). ისეთი ნივთიერება,
რომელიც აძლიერებს კატალიზატორის მოქმედებას (სხვანაირად: აქტივატორი ).

პრომოცია [ლათ. Promotio წინ წაწევა] – სამეცნიერო ხარისხის მინიჭება.

პრომულგაცია [ლათ. Promulgatio] – (სამართ.). რაიმე სახელმწიფოებრივი


აქტის გამოქვეყნება.

პრონაცია [< ლათ. Pronatus წინ დახრილი] – 1. (ანატ.). ხელისგულის


ჩატრიალება შიგნით. 2. (სპორტ.). ფარიკაობაში: პოზიცია, რომლის დროსაც
შეიარაღებული ხელის შიგნითა მხარე (ხელისგული) მიმართულია ქვევითკენ.

პრონონს-ი [< ფრანგ. Prononcer] – წარმოთქმა. მაგ., ფრანგული პრონონსი.

პრონუნსიამენტო [ესპ. Prononciamento] – ესპანეთსა და ლათინური ამერიკის


ქვეყნებში: სახელმწიფო გადატრიალების სახელწოდება.

პროპაგანდა [ლათ. Propaganda გასავრცელებელი] – რაიმე იდეის,


მოძღვრების, ცოდნის გავრცელება დაწვრილებითი და ღრმა ახსნა-განმარტების
გზით; ფართო მასებზე იდეური ზემოქმედება, რასაც პოლიტიკური ხასიათი აქვს.

პროპაგანდისტ-ი - პირი, რომელიც რისამე პროპაგანდას ეწევა .

პროპან-ი - ორგანული ნაერთი; მიიღება ნავთობიდან; ბუტანთან ერთად


იყენებენ სათბობად და შიგაწვის ძრავების საწვავად.

პროპედევტიკა [< ბერძ. Propaideuo წინასწარ ვასწავლი] – რაიმე მეცნიერების


წინასწარი კურსი, შესავალი, რომელიც წარმოადგენს ამ მეცნიერების შეკუმშულ ,
ელემენტარულ გადმოცემას.

პროპედევტიკულ-ი [იხ. Propedevtika] – (წიგნ.). მოსამზადებელი. მაგ., პ. კურსი.

პროპელერ-ი [ინგლ. Propeller < ლათ.] – საჰაერო ხრახნი, რომელსაც


მოძრაობაში მოჰყავს თვითმფრინავი, გლისერი და სხვ.

პროპილეა [ბერძ. Propylaia (მრ.)] – არქიტექტურულად გაფორმებული


კოლონადა შენობის ან რაიმე ტერიტორიის შესასვლელის წინ.

პროპილენ-ი და პროპენი - ორგანული ნაერთი, რომელიც წარმოიქმნება


ნავთობის, ქვანახშირის და ზოგი სხვა ნივთიერების მშრალი გამოხდით; იყენებენ
ქიმიურ მრეწველობაში.

პროპოლის-ი [ბერძ. Propolis < Pro წინ და polis ქალაქი - დინდგელი, სკის წებო.

პროპორცია [ლათ. Proportio] – 1. თანაფარდობა ნაწილებს შორის. 2. (მათემ.).


ორი შეფარდების ტოლობა.

პროპორციულ-ი - 1. (მათემ.). ისეთი, რომელიც სხვა სიდიდის რამდენჯერმე


გაზრდით ან შემცირებით თვითონაც იცვლება იმდენჯერვე. 2. ერთმანეთთან
სწორად შეფარდებული ნაწილების მქონე.
პროპორციული წარმომადგენლობა - ბურჟუაზიულ ქვეყნებში:
წარმომადგენლობითი სისტემა, რომლის დროსაც პარლამენტში ცალკეულ
პარტიებს შორის ადგილები ნაწილდება თითოეული მათგანის მიერ მიღებული
ხმების შესაბამისად (პროპორციულად).

პროპრეტორ-ი [ლათ. Propraetor] – ძველ რომში: ყოფილი პრეტორი,


რომელიც მმართველად იყო დანიშნული პროვინციაში.

პროჟექტ-ი [ფრანგ. Projet] – (ირონ.). უსაფუძვლო, განუხორციელებელი


პროექტი ან გეგმა.

პროჟექტიორ-ი - (ირონ.). პროჟექტების შედგენის მოყვარული.

პროჟექტორ-ი [ფრანგ. Projecteur < ლათ. Projectus წინ გასროლილი] –


მძლავრი გასანათებელი ხელსაწყო, რომელიც იძლევა პარალელური სხივების
კონას საჭირო მიმართულებით.

პროჟექტორისტ-ი - პროჟექტორზე მომუშავე, პროჟექტორის საქმის მცოდნე.

პრორექტორ-ი [ლათ. Pro მაგიერ და რექტორი] – რექტორის მოადგილე.

პროროგაცია [ლათ. Prorogatio განგრძობა, გახანგრძლივება] – სახელმწიფოს


მეთაურის (მონარქის ან რესპუბლიკის პრეზიდენტის) უფლება - გადადოს
პარლამენტის სესია.

პროსემინარ-ი [ბერძ. Pro წინ და სემინარი] – (მოძვ.). უმაღლეს


სასწავლებელში: პრაქტიკული მეცადინეობა დაბალ კურსებზე - მოსამზადებელი
საფეხური სემინარში მუშაობისათვის.

პროსკენიონ-ი [ბერძ. Proskenion] – ძველ ბერძნულ თეატრში: სკენეს წინ


ამაღლებული ბაქანი, რომელზედაც მსახიობები თამაშობდნენ.

პროსკრიფციებ-ი [ლათ. Proscriptio (მხ.)] – ძველ რომში: იმ პირთა სიები,


რომლებიც კანონგარეშე იყვნენ გამოცხადებული.

პროსოდია [ბერძ. Prosodia მახვილი] – 1. (ლინგვ.). მახვილიან და უმახვილო,


გრძელ და მოკლე მარცვალთა წარმოთქმის სისტემა მეტყველებაში. 2. (ლიტ.).
მარცვალთა შეფარდება ლექსში.

პროსოპოპეა [ბერძ. Prosopopoiia] – (ლიტ.). სტილისტიკური ხერხი;


მდგომარეობს იმაში, რომ უსულო საგანს მიეწერება სულიერის მოქმედება ან
მდგომარეობა (სხვაგვარად: პერსონიფიკაცია, გაპიროვნება).

პროსპერიტი [ინგლ. Prosperity] – ამერიკის შეერთებულ შტატებში:


კაპიტალისტური მეურნეობის ნაწილობრივი აღმავლობის ხანმოკლე პერიოდი
პირველი მსოფლიო ომის შემდეგ; დასრულდა 1929 წ. უდიდესი ეკონომიკური
კრიზისით.

პროსპექტ-ი [ლათ. Prospectus სანახაობა, მიმოხილვა] – 1. ქალაქის დიდი,


ჩვეულებრივ, განიერი და სწორი ქუჩა (ქართ. სინონ. გამზირი). 2. რაიმე
გამოსაცემი წიგნის (სამეცნიერო ნაშრომის, სახელმძღვანელოს და სხვ .)
შინაარსი, დაწვრილებითი გეგმა. 3. ნაბეჭდი რეკლამა ფურცლის ან ბროშურის
სახით; სავაჭრო ცნობარი, რომელშიც მოცემულია საქონლის აღწერა და შეძენის
პირობები.

პროსტაგლანდინებ-ი [ბერძ. Prostates (იხ. პროსტატა) და ლათ. glandula


ჯირკვალი] – ძუძუმწოვართა ჰორმონები, რომლებიც ასრულებენ მრავალ
ფიზიოლოგიურ ფუნქციას; აღმოაჩინა ადამიანის თესლის სითხეში შვედმა
მეცნიერმა უ. ეილერმა 1936 წ., წმინდა შვედმა და ამერიკელმა მეცნიერებმა 1956-
1965 წწ.-ში.

პროსტატა [< ბერძ. Prostates წინ მდგომი] – (ანატ.). წინამდებარე ჯირკვალი.

პროსტატიტ-ი - (მედიც.). პროსტატის ანთება.

პროსტიტუცია [ლათ. Prostitutio შერცხვენა, წაბილწვა] – ქალების მიერ


საკუთარი სხეულით ვაჭრობა; მეძავობა.

პროსტრაცია [ლათ. Prostratio] – დაძაბუნება, უხალისობა, გარემოსადმი


ინტერესის დაკარგვა.

პროსცენიუმ-ი [ლათ. Proscenium < ბერძ.] – სცენის წინა ნაწილი (ფარდის


გარეთ). შდრ. პროსკენიონი.

პროტაგონისტ-ი [ბერძ. Protagonistes] – ძველ ბერძნულ ტრაგედიაში: მთავარი


როლის შემსრულებელი მსახიობი.

პროტანდრია და პროტერანდრია [ბერძ. Protos ანდა proteros პირველი და


andreios მამრობითი] – (ბოტან.). ყვავილის მტვრის უფრო ადრე მომწიფება ბუტკოს
დინგთან შედარებით (შდრ. პროტოგინია).

პროტარგოლ-ი [პროტ(ეინი), ბერძ. argyros ვერცხლი და ლათ. oleum ზეთი] –


სამკურნალო პრეპარატი, რომელიც შეიცავს კოლოიდურ ვერცხლს; იყენებენ
როგორც სადეზინფექციო საშუალებას თვალების, ცხვირის, შარდსადენი მილის
ანთებითი დაავადების დროს.

პროტაქტინიუმ-ი - რადიოაქტიური ქიმიური ელემენტი, რომელიც


მიეკუთვნება აქტინიდებს; წარმოადგენს მონაცრისფრო თეთრ უჟანგავ ლითონს
(აღმოაჩინეს 1918 წ.).

პროტევს-ი [ბერძ. Proteus] – 1. ბერძნულ მითოლოგიაში: ზღვის ღვთაება,


პოსეიდონის ქვეშევრდომი; შეეძლო მიეღო რაგინდარა სახე, ჰქონდა
წინასწარმეტყველების უნარი. 2. ჩხირისებრი ბაქტერია ერთგვარი; იწვევს
ხორცის, თევზის და სხვა საკვები პროდუქტების ლპობას. 3. კუდიანი ამფიბია
ერთგვარი.

პროტეზ-ი - (უმართებ.). იხ. პროთეზი.

პროტეიდ-ი [პროტ(ეინი) და ბერძ. eidos სახე] – რთული ცილა, რომელიც


წარმოადგენს მარტივი ცილების ნაერთს არაცილოვან ნივთიერებასთან.
პროტეინ-ი [< ბერძ. Protos პირველი] – მარტივი ცილა, ფუძე, რომელზედაც
იგება ცხოველის ან მცენარის ორგანიზმის ცალკეული უჯრედები.

პროტეინოთერაპია [პროტეინი და ბერძ. therapeia მკურნალობა] –


დაავადებათა მკურნალობა ცილოვანი ნივთიერებებით, რომლებიც შეჰყავთ
ორგანიზმში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გვერდის ავლით.

პროტეინოიდებ-ი [პროტეინი და ბერძ. eidos სახე] – 1. უბრალო ცილები


(პროტეინები) ცხოველური წარმოშობისა; ასრულებენ უპირატესად საყრდენის
ფუნქციებს. 2. ცილისმაგვარი ნივთიერებანი; იღებენ ხელოვნურად ისეთი ცდებით,
რომლებითაც პირველყოფილი დედამიწის პირობების მოდელირებას ახდენენ;
ფიქრობენ, რომ პ. ცილების წინამორბედნი არიან და წარმოიშვნენ დაბალი
ტემპერატურის პირობებში.

პროტეჟე [ფრანგ. Protégé] – ვინც ვისიმე პროტექციით, მფარველობით


სარგებლობს.

პროტერანდრია - იხ. პროტანდრია.

პროტეროგინია - იხ. პროტოგინია.

პროტესტ-ი [გერმ. Protest < ლათ.] – 1. რაიმე მოვლენისადმი უარყოფითი


დამოკიდებულების, უკმაყოფილების ენერგიული გამოხატვა. 2. სათანადო
სასამართლო თუ საპროკურორო ორგანოების წერილობითი წარდგინება
სასამართლოს გადაწყვეტილების, განაჩენის გადასინჯვის შესახებ. 3.
ოფიციალური განცხადება თამასუქის ვადაზე გაუნაღდებლობის შესახებ.

პროტესტანტ-ი [ლათ. Protestans (Protestantis)] – 1. პროტესტანტიზმის


მიმდევარი. 2. პირი, რომელიც პროტესტს აცხადებს რისამე წინააღმდეგ.

პროტესტანტიზმ-ი - საერთო სახელწოდება სხვადასხვა ქრისტიანული


სარწმუნოებისა (ლუთერანობისა, კალვინიზმისა და სხვ.), რომლებიც წარმოიშვა
ევროპაში მე-16 ს. რეფორმაციის დროს, როგორც პროტესტი კათოლიციზმის
წინააღმდეგ.

პროტექტორ-ი [ლათ. Protector] – 1. (საუბ.). პირი, რომელიც პროტექციას უწევს


ვისმე. 2. ავტომობილის და მისთ. საბურავის გარეთა ზედაპირის უფრო სქელი და
მაგარი ნაწილი.

პროტექტორატ-ი [ინგლ. Protectorate < ლათ.] – სახელმწიფოთა


დამოკიდებულების ერთ-ერთი თანამედროვე ფორმა, რომელიც ძლიერ
კაპიტალისტურ სახელმწიფოს საშუალებას აძლევს დაიმორჩილოს უფრო სუსტი.

პროტექცია [ლათ. Protectio] – გავლენიანი პირის მიერ გაწეული დახმარება,


მფარველობა ვისიმე პირადი საქმეების მოგვარებაში.

პროტექციონიზმ-ი - 1. კაპიტალისტურ ქვეყნებში: საბაჟო პოლიტიკის სისტემა


- შემოტანილ საქონელზე დიდი ბაჟის დადება, რომლის მიზანია დაიცვან თავისი
ქვეყნის მრეწველობა და სოფლის მეურნეობა უცხოეთის კონკურენციისაგან . 2.
პროტექციის მიხედვით შერჩევა კადრებისა და სხვ.
პროტექციონისტ-ი - პროტექციონიზმის მომხრე.

პროტისტებ-ი [ბერძ. Protistos უპირველესი] – (ბიოლ.). ერთუჯრედიანი


ორგანიზმები; უმარტივესნი.

პროტისტოლოგია [ბერძ. Protistos (იხ. პროტისტები) და logos მოძღვრება] –


ზოოლოგიის ნაწილი, რომელიც უმარტივეს ორგანიზმებს (პროტისტებს)
შეისწავლის.

პროტიუმ-ი [< ბერძ. Protos პირველი] – (ქიმ.). წყალბადის სტაბილური


იზოტოპი.

პროტო- [< ბერძ. Protos პირველი] – რთული სიტყვის პირველი შემადგენელი


ნაწილი; აღნიშნავს: 1) პირველს, პირველადს, პირველდაწყებითს. მაგ.,
პროტოტიპი. 2) უფროსს, მთავარს, უმაღლესს. მაგ., პროტოდიაკონი.

პროტოგინია და პროტეროგინია [ბერძ. Protos ანდა Proteros პირველი და gyne


ქალი] – (ბოტან.). ბუტკოს დინგის უფრო ადრე მომწიფება ყვავილის მტვერთან
შედარებით (შდრ. პროტანდრია).

პროტოგრაფ-ი [ბერძ. Protos პირველი და grapho ვწერ] –


წყაროთმცოდნეობაში: თავდაპირველი ხელნაწერი, რომელიც საფუძვლად
დაედო უფრო გვიანდელ ნუსხებს.

პროტოდიაკონ-ი - მთავარი დიაკონი.

პროტოზოა [ბერძ. Protos თავდაპირველი და zoa ცხოველები] – (ბიოლ.).


ერთუჯრედიანი ცხოველური ორგანიზმების საერთო სახელწოდება; უმარტივესნი
(შდრ. Metazoa).

პროტოზოოლოგია - იგივეა, რაც პროტისტოლოგია.

პროტოისტორია - კაცობრიობის ცხოვრების ისტორიამდელი პერიოდი.

პროტოკოლ-ი [ბერძ. Protokollon ხელნაწერის გრაგნილზე დაწებებული


პირველი ფურცელი, რომელზედაც აღნიშნული იყო თარიღი და დამწერის
სახელი] –: დიპლომატიური პროტოკოლი - ერთობლიობა წესებისა, რომლებსაც
მისდევენ მთავრობები, საგარეო საქმეთა უწყებანი, დიპლომატები, სხვა
ოფიციალური პირები საერთაშორისო ურთიერთობაში.

პროტონ-ი [< ბერძ. Protos პირველი] – (ფიზ.). ნივთიერების დადებითად


დამუხტული ელემენტარული ნაწილაკი, რომელიც წარმოადგენს ატომგულის
შემადგენელ ნაწილს.

პროტონეოლით-ი [ბერძ. Protos პირველი და (იხ. ნეოლითი)] – გარდამავალი


პერიოდი პალეოლითსა და ნეოლითს შორის.

პროტოპლაზმა [ბერძ. Protos პირველი და plasma წარმოქმნილი] – (ბიოლ.).


ცხოველური და მცენარეული უჯრედების ნივთიერება, რომელიც წარმოადგენს
მათში მიმდინარე სასიცოცხლო პროცესების საფუძველს.
პროტოპლასტ-ი [ბერძ. Protos პირველი და plastos წარმოქმნილი] – (ბიოლ.).
ცხოველური ან მცენარეული ორგანიზმის უჯრედი თავისი შიგთავსითურთ.

პროტოპტერ-ი [ბერძ. Protos პირველი და Pteron ფრთა] – ორმაგად მსუნთქავი


თევზი; ბინადრობს ტროპიკული აფრიკის მტკნარ წყლებში, რომელთა სრული
დაშრობის პერიოდში იფლობა ლამში; უწყლოდ შეუძლია გაძლოს 5-9 თვე.

პროტოტიპ-ი [ბერძ. Prototypon] – 1. ნამდვილი პიროვნება, რომლის


მიხედვითაც ავტორმა შექმნა ლიტერატურული სახე; აგრეთვე ლიტერატურული
ტიპი, სახე, რომელიც გამოიყენა ნიმუშად სხვა ავტორმა. 2. რისამე პირველადი
ნიმუში, პირველსახე, დედანი.

პროტოჰიპუს-ი [ბერძ. Protos პირველი და hippos ცხენი] – (პალეონტ.).


ამომწყდარი სამთითა ცხენი.

პროტრაქტორ-ი [ლათ. Pro წინ და tractor გამწევი] – (ზღვ.). ტრანსპორტირის


მსგავსი ხელსაწყო, რომლითაც საზღვაო რუკაზე აღნიშნავენ გემის
ადგილმდებარეობას.

პროტრომბინ-ი - (უმართებ.). იხ. პროთრომბინი.

პროტუბერანც-ი [გერმ. Protuberanz < ლათ. protuberans ამოწეული, ამობერილი]


– (ასტრ.). გავარვარებული გაზების მნათი წარმონაქმნი, რომელიც შეინიშნება
შვერილის სახით მზის დისკოს კიდეზე.

პროფაზა [ბერძ. Pro წინ და phasis გამოჩენა] – (ბიოლ.). მიტოზის ერთ-ერთი


ფაზა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ქრომოსომების გამოჩენა.

პროფან-ი [ლათ. Profanus] – რაიმე დარგში უცოდინარი, უვიცი.

პროფანაცია [ლათ. Profanatio] – უპატიური, შეურაცხმყოფელი


დამოკიდებულება საყოველთაოდ აღიარებული მოვლენის (მაგ., იდეის,
მოძღვრების, ხელოვნების ძეგლის და სხვ.) მიმართ, მისი დამახინჯება, შებღალვა.

პროფაშისტ-ი - ფაშიზმის მომხრე.

პროფერმენტებ-ი [ლათ. Pro წინ, ადრე და ლათ. fermentum (იხ. ფერმენტი)] –


ფერმენტების არააქტიური წინამორბედები, რომლებიც წარმოიქმნება მათი
ბიოსინთეზის პროცესში.

პროფესია [ლათ. Professio] – ხელოვნება, საქმიანობა, სპეციალობა,


რომელსაც გარკვეული მომზადება სჭირდება და რომლითაც ადამიანი თავს
ირჩენს.

პროფესიონალ-ი - პირი, რომელმაც რაიმე საქმიანობა გაიხადა თავის


პროფესიად, ვინც მუდმივად ეწევა რაიმე საქმიანობას, მოღვაწეობას .

პროფესიონალიზაცია - პროფესიის დაუფლება; პროფესიონალად გახდომა.

პროფესიონალიზმ-ი - პროფესიული დახელოვნება.


პროფესიულ-ი - პროფესიასთან დაკავშირებული.

პროფესიული კავშირი - მასობრივი ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს


მუშებსა და მოსამსახურეებს შრომითი პრინციპის მიხედვით - მათი ინტერესების
დასაცავად.

პროფესორ-ი [ლათ. Professor მასწავლებელი] – სამეცნიერო წოდებულება,


რომელსაც ანიჭებენ უმაღლესი სასწავლებლების ყველაზე უფრო კვალიფიციურ
მასწავლებლებს (აგრეთვე სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა მეცნიერ
თანამშრომლებს, რომლებიც ხელმძღვანელობენ სამეცნიერო-კვლევით
მუშაობას); ამ წოდებულების მქონე პირი.

პროფესურა - 1. პროფესორის წოდებულება, თანამდებობა. 2. (კრებ.).


პროფესორები.

პროფილ-ი [ფრანგ. Profil < იტალ.] – 1. სახის ან საგნის გამოსახულება,


შესახედაობა გვერდიდან. 2. რაიმე საგნის, რისამე უბნის, ზედაპირის
ვერტიკალური ჭრილი. გზის (რკინიგზის) პროფილი - გზის (რკინიგზის) ზედაპირის
აღმართ-დაღმართების მრუდი. 3. ნაგლინის განივი ჭრილის ფორმა. 4.
პროფესიის, სპეციალობის, მეურნეობის ძირითად დამახასიათებელ ნიშანთა
ერთობლიობა; საქმიანობის მიმართულება, ხასიათი.

პროფილაქტიკა [< ბერძ. Prophylaktikos დაცვითი] – 1. ღონისძიებანი,


რომელთა მიზანია დაავადების თავიდან აცდენა. 2. ღონისძიებანი, რომელთა
მიზანია რისამე დაცვა ნაადრევად გაცვეთისაგან, გაფუჭებისაგან და მისთ .

პროფილაქტიკურ-ი - პროფილაქტიკასთან დაკავშირებული;


გაფრთხილებითი, დაცვითი.

პროფილაქტორიუმ-ი - 1. სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულება. 2.


სადგომი, სადაც აწარმოებენ ავტომობილების, მანქანების და მისთ.
პროფილაქტიკურ რემონტს.

პროფილირება - სწორი პროფილის მიცემა რამესთვის. მაგ., რკინიგზის


პროფილირება.

პროფიტროლ-ი [ფრანგ. Profiterole(s) (მრ.)] – ტკბილეული, ტკბილღვეზელა


ერთგვარი.

პროფორმა [ლათ. Pro ფორმა ფორმისათვის] – რისამე შესრულება


ფორმალურად, მოსაჩვენებლად.

პროქსიმალურ-ი [< ლათ. Proximus უახლოესი] – (ანატ.). სხეულის შუა ხაზთან,


ღერძთან არსებული (საპირისპ. დისტალური).

პროქტიტ-ი [< ბერძ. Proktos ყითა ნაწლავი] – (მედიც.). სწორი ნაწლავის


ლორწოვანი გარსის ანთება.

პროქტოლოგ-ი - პროქტოლოგიის სპეციალისტი ექიმი.


პროქტოლოგია [ბერძ. Proktos ყითა ნაწლავი და logos მოძღვრება] –
კლინიკური მედიცინის ნაწილი, რომელიც შეისწავლის მსხვილი ნაწლავის (და
მასთან ერთად სწორი ნაწლავის) დაავადებებს.

პროქტოლოგიურ-ი - პროქტოლოგიასთან დაკავშირებული. მაგ., პ.


დაავადებანი. პ. ცენტრი.

პროცედურა [ფრანგ. Procédure] – 1. რისამე შესასრულებლად,


განსახილველად საჭირო

მოქმედებათა, ღონისძიებათა თანამიმდევრობა. 2. ექიმის მიერ დანიშნული


სამკურნალო ღონისძიება (აბაზანა, მასაჟი და სხვ.).

პროცენტ-ი [ლათ. Pro centum ასზე] – 1. მეასედი ნაწილი რაიმე რიცხვისა,


რომელიც მიღებულია მთელად, ერთეულად (აღინიშნება %-ით); რისამე
რაოდენობა, გამოანგარიშებული მეასედი ნაწილებით. 2. შემოსავალი, რომელსაც
იღებენ კაპიტალის ყოველ ას მანეთზე (ან ფულის ყოველ ას სხვა ერთეულზე). 3.
საფასური, რომელსაც იღებს ფულის გამსესხებელი მოვალისაგან (ანგარიშობენ
ფულის ყოველი ასი ერთეულიდან); სარგებელი.

პროცეს-ი [ლათ. Processus] – 1. რაიმე მოვლენათა თანამიმდევრული


მონაცვლეობა, რისამე განვითარების გზა. 2. დაავადების აქტიური მიმდინარეობა.
3. სასამართლო საქმის გარჩევა; კანონით დადგენილი წესი სასამართლო საქმის
გარჩევისა.

პროცესია [ლათ. Processio] – მრავალრიცხოვანი ხალხის სვლა (საზეიმო,


სამგლოვიარო).

პროცესორ-ი - ციფრული გამომთვლელი მანქანის (ან გამომთვლელი


სისტემის) მოწყობილობა, რომელიც ასრულებს ლოგიკურ არითმეტიკულ
ოპერაციებს.

პროცესუალურ-ი - სასამართლო პროცესთან დაკავშირებული, საპროცესო .

პროჰიბიციონისტებ-ი [< ლათ. Prohibitio (Prohibitionis) აკრძალვა] – 1.


ვაჭრობაში აკრძალვითი სისტემის მიმდევრები. 2. ამერიკის შეერთებულ
შტატებში: მაგარი სასმელებით ვაჭრობის აკრძალვის მომხრეები, კერძოდ,
მომხრეები «მშრალი კანონისა», რომელიც მოქმედებდა 1920-1933 წლებში.

პრუდონიზმ-ი - წვრილბურჟუაზიული სოციალიზმის მიმდინარეობა მე-19 ს.


მეორე ნახევარში; მიმართული იყო მუშათა რევოლუციური მოძრაობის
წინააღმდეგ [ფრანგი სოციოლოგის პ. პრუდონის (Proudhon, 1809-1865 წწ.) გვარის
მიხედვით] –.

პრუნელ-ი [ფრანგ. Prunelle] – ბამბის ან აბრეშუმის მკვრივი ქსოვილი;


იხმარება ქალის ფეხსაცმლის საპირედ, ავეჯზე გადასაკრავად და სხვ .

პტაჰ-ი - ძველ ეგვიპტურ რელიგიაში: „ყველა არსის» შემქმნელი ღმერთი,


ხელოვნებისა და ხელოსნობის მფარველი.
პტერანოდონ-ი [ბერძ. Pteron ფრთა, ან (უარყ. ნაწილ.) და odus (odontos)
კბილი] – (პალეონტ.). განამარხებული უზარმაზარი მფრინავი ქვეწარმავალი
პტეროზავრების რაზმისა.

პტერილიებ-ი [ბერძ. Pteron ფრთა და Hyle ტყე] – ადგილები ფრინველის


სხეულზე, რომლებიც დაფარულია ნაკრტენით (შდრ. აპტერიები).

პტეროდაქტილ-ი [ბერძ. Pteron ფრთა და daktylos თითი] – (პალეონტ.).


ერთგვარი პტეროზავრი.

პტეროზავრ-ი [ბერძ. Pteron ფრთა და sauros ხვლიკი] – (პალეონტ.).


განამარხებული ქვეწარმავალი, მფრინავი ხვლიკი.

პტიფურ-ი [ფრანგ. Petits fours ნამცხვარი] – ნამცხვარი ერთგვარი.

პტოზ-ი [< ბერძ. Ptosis დაცემა] – (მედიც.). ზედა ქუთუთოს ჩამოვარდნა მისი
ამწევი კუნთის დამბლის შედეგად.

პუაზ-ი - ნივთიერებათა სიბლანტის საზომი ერთეული [ფრანგი ექიმისა და


ფიზიკოსის პუაზეის (Pოისეუილლე, 1799-1869 წწ.) გვარის მიხედვით] –.

პუანსონ-ი [ფრანგ. Poinзon] – 1. (ტექ.). შტამპის ზედა, ამობურცული ნაწილი,


რითაც ლითონს ტვიფრავენ. 2. იგივეა, რაც პუნსონი (მნიშვ. 1).

პუანტებ-ი [ფრანგ. Pointe (მხ.) წვერი] – საბალეტო ფეხსაცმლის მაგარი


წვერები. პუანტებზე ცეკვა - ბალეტში: ფეხის წვერებზე ცეკვა გაჭიმული ფეხის
მაღლა აწევით (ქალთა კლასიკური ცეკვის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტი).

პუანტილიზმ-ი [ფრანგ. Pointillisme] – ფერწერის თავისებური მანერა - ხატვა


წვრილ-წვრილი წანაცხებებით: წერტილებით, ვიწრო ზოლებით.

პუბერტატიულ-ი [< ლათ. Pubertas (Pubertatis) სქესობრივი მოწიფულობა] – რაც


სქესობრივ მოწიფულობასთან არის დაკავშირებული. მაგ., პუბერტატიული
პერიოდი (შდრ. იუვენალური).

პუბერტაცია [გვიანდ. ლათ. Pubertatio] – სქესობრივი მომწიფების პერიოდი.

პუბლიკა [< ლათ. Publicus საზოგადოებრივი] – (მოძვ.). საზოგადოება, ხალხი


(ჩვეულებრივ, თეატრში ან სხვა სანახაობაზე).

პუბლიკანებ-ი [ლათ. Publicani < Publicum სახელმწიფო ქონება] – ძველ რომში:


სახელმწიფო ქონების მოიჯარეები და სახელმწიფო გადასახადების ამკრეფნი.

პუბლიკაცია [გერმ. Publication < ლათ.] – ცალკეულ ნაწარმოებთა, ნაშრომთა


გამოქვეყნება, ბეჭდვა.

პუბლიცისტ-ი - მწერალი, რომელიც საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებზე


წერს.
პუბლიცისტიკა [გერმ. Publizistik < ლათ. პუბლიცუს საზოგადოებრივი] –
საზოგადოებრივ-პოლიტიკური ხასიათის ლიტერატურა თანამედროვე აქტუალურ
საკითხებზე.

პუდელ-ი [გერმ. Pudel] – ოთახის ძაღლის ჯიში; აქვს გრძელი ხუჭუჭი ბალანი.

პუდინგ-ი [ინგლ. Pudding] – კულინარიული ნაწარმი; აკეთებენ ბურღულის,


ფქვილის, ხაჭოს ან სხვა მასალისაგან - შაქრის, კვერცხის, რძის და მისთანების
დამატებით.

პუდრ-ი [ფრანგ. Poudre] – ძალიან წმინდა და რბილი, ჩვეულებრივ,


სურნელოვანი ფხვნილი; იყენებენ ჰიგიენური და კოსმეტიკური მიზნებისათვის.
შაქრის პუდრი - წმინდად დანაყილი შაქარი; იყენებენ კულინარიაში.

პუდრეტ-ი [ფრანგ. Poudrette] – ორგანული სასუქი - ხელოვნურად


გამომშრალი და ფხვნილად ქცეული ფეკალური მასა ფეკალური).

პუებლო [ესპ. Pueblo] – ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ-


დასავლეთით და მექსიკის ჩრდილოეთით მცხოვრებ მიწათმოქმედ ინდიელთა
ტომების საერთო სახელწოდება.

პუერარია - მრავალწლოვანი ხვიარა მცენარე (ლიანა) პარკოსანთა ოჯახისა;


ხარობს სამხრეთ და აღმოსავლეთ აზიაში და სხვ.; მისი ერთ-ერთი სახეობა (კუძუ),
როგორც ნიადაგის კარგი დამამაგრებელი, მოჰყავთ ჩვენშიც, შავი ზღვის
სანაპიროზე [შვეიცარიელი ბოტანიკოსის მ. პუერარის (Puerari) გვარის მიხედვით]
–.

პუერპერულ-ი [<ლათ. Puerpera მშობიარე, მელოგინე] – (მედიც.).


მშობიარობისშემდგომი. მაგ., პ. პერიოდი. პ. გართულება.

პულ-ი [ინგლ. Pool] – კაპიტალისტური მონოპოლიების ერთ-ერთი ფორმა,


რომლის დროსაც ყველა მონაწილის მოგება მიდის საერთო ფონდში და შემდეგ
ინაწილებენ წინასწარ დათქმული პროპორციით.

პულვერიზატორ-ი [ფრანგ. Pulvérisateur] – სითხის მისასხურებელი


მოწყობილობა.

პულვერიზაცია [< ათ. Pulvis (Pulveris) მტვერი] – სითხის მისხურება


პულვერიზატორით.

პული [უნგრ. Puli] – ცხვრის ძაღლი, ნაგაზი უნგრული ჯიშისა.

პულმან-ი - დიდი (ოთხღერძიანი) სამგზავრო ან სატვირთო ვაგონი


ერთგვარი [საძინებელი ვაგონის გამომგონებლის, ამერიკელი მექარხნის
Pულლმან-ის გვარის მიხედვით] –.

პულმონოლოგია [ლათ. Pulmo ფილტვი და ბერძ. logos მოძღვრება] –


მეცნიერება, რომელიც სწავლობს ფილტვების ე. წ. არასპეციფიკურ დაავადებებს
(სპეციფიკურია - ტუბერკულოზი): ქრონიკულ პნევმონიას, ბრონქიალურ ასთმას,
ფილტვის კიბოს და სხვ.
პულმოტორ-ი [ლათ. Pulmo ფილტვი და motor ძრავა] – ხელოვნური სუნთქვის
აპარატი, რომლითაც შეჰყავთ ჟანგბადი ფილტვებში.

პულოვერ-ი [ინგლ. Pull-over] – ტრიკოტაჟის უსაყელო ფუფაიკა, მჭიდროდ


ჩასაცმელი წელს ზევით.

პულპა [ლათ. Pulpa ხორცი, რბილი] – 1. (ანატ.). ფაშარი შემაერთებელი


ქსოვილი, რომლითაც კბილის ღრუ არის ამოვსებული; კბილის სირბილე. 2. რაიმე
ფხვიერი ან დაქუცმაცებული ნივთიერებისა და სითხის ნარევი.

პულპიტ-ი - (მედიც.). კბილის პულპის ანთება.

პულს-ი [ლათ. Pulsus ბიძგი] – 1. სისხლძარღვთა კედლების ძგერა, რომელიც


გამოწვეულია გულის ყოველი შეკუმშვისას მისგან სისხლის გამოდენით (ისინჯება
მაჯაზე თითის დადებით; ამ შემთხვევაში ითქმის „მაჯისცემა»). 2. (გადატ.).
მოძრაობის, ცხოვრების რიტმი, ტემპი.

პულსარებ-ი [ინგლ. Pulsars (შემოკლ.) < Pulsating Sources of Radioemission -


რადიოგამოსხივების მფეთქავი წყაროები] – ახალი ტიპის კოსმოსური
რადიოწყაროები, რომლებიც გამოასხივებენ სიგნალებს მკაცრი
პერიოდულობით; პირველად აღმოაჩინეს ინგლისელმა ასტრონომებმა 1967 წ.

პულსაცია [ლათ. Pulsatio] – და პულსირება - პულსის ქონა (გულის ცემა,


სისხლძარღვების ძგერა).

პულტ-ი [გერმ. Pult] – 1. მაღალ ფეხზე გამართული დახრილზედაპირიანი


ქვესადგამი ნოტებისათვის. მაგ., დირიჟორის პულტი. 2. სტენდი, მაგიდა და სხვ.,
რომელზედაც განლაგებულია რისამე მუშაობის სამართავი თუ სასიგნალო
ხელსაწყოები.

პულჩინელა [იტალ. Pulcinella] – იტალიური ნიღბების კომედიის (იხ.


კომედია2) პერსონაჟი, ხუმარა.

პუმა [ესპ. Puma < პერუელ ინდიელთა ენიდან] – მტაცებელი ცხოველი კატების
ოჯახისა; ცხოვრობს სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში.

პუმი [უნგრ. Pumi] – ცხვრის ძაღლი, ნაგაზი, რომელიც გამოყვანილია


უნგრეთში პულის (იხ. პული) შეჯვარებით გერმანულ და ფრანგულ ნაგაზებთან.

პუნა [ესპ. Puna < კეჩუას ენიდან] – შინაგანი პლატო სამხრეთ ამერიკის
ცენტრალურ ანდებში; დამახასიათებელია ზეგნური რელიეფი, მწირი
მცენარეულობა.

პუნსონ-ი [ფრანგ. Poinзon] – 1. (პოლიგრ.). ფოლადის შტამპი, რომელზედაც


ასოს ან სხვა ნიშნის რელიეფური გამოსახულებაა; იყენებენ მატრიცების (ასოების
ჩამოსასხმელი ფორმების) დასამზადებლად. 2. პირობითი ნიშანი (რგოლი,
კვადრატი და მისთ.) გეოგრაფიულ რუკაზე.

პუნქტ-ი [ლათ. Punctum წერტილი] – 1. რამესთვის განკუთვნილი, რაიმე მხრივ


მნიშვნელოვანი ადგილი. დასახლებული პუნქტი - ქალაქი, სოფელი, დაბა და
მისთ. 2. ადგილი, სადგომი, რომელიც მოწყობილია რაიმე მუშაობისათვის,
საქმიანობისათვის. მაგ., სათვალთვალო პუნქტი. სამედიცინო პუნქტი.
ტელეფონით სალაპარაკო პუნქტი. 3. ოფიციალური დოკუმენტის ან რაიმე ტექსტის
მცირე ნაწილი, რომელიც გამოყოფილია ნომრით ან ასოთი. 4. რაიმე ცალკეული
მომენტი რისამე განვითარებაში. მაგ., მობრუნების პუნქტი. 5. სასტამბო ნიშნების
უმცირესი საზომი ერთეული; უდრის 0,376 მმ-ს.

პუნქტირ-ი [გერმ. Punktieren წერტილებით აღნიშვნა < ლათ. Punctum


წერტილი] – წყვეტილი ხაზი, რომელიც შედგება წერტილების ან პატარ-პატარა
ხაზებისაგან.

პუნქტუალურ-ი [< ფრანგ. პონცტუელ] – ზედმიწევნით წესიერი; ზუსტი.

პუნქტუაცია [გერმ. Punktuation < ლათ. Punctum წერტილი] – (გრამატ.). სასვენ


ნიშანთა ხმარების წესი.

პუნქცია [ლათ. Punctio ჩხვლეტა] – (მედიც.). სხეულის რაიმე ღრუს ან


სისხლძარღვის გაჩხვლეტა სამკურნალო ან დიაგნოსტიკური მიზნით.

პუნშ-ი [ინგლ. Punch < ინდ.] – მაგარი სასმელი - რომი, რომელშიც ურევია
წყალი, შაქარი, ჩაი, ლიმონის წვენი და სხვ.; სვამენ ჩვეულებრივ ცხლად.

პუპინიზაცია - ტელეფონისა და ტელეგრაფის გადაცემათა მანძილის


გაზრდის მეთოდი [სერბიული წარმოშობის ამერიკელი ფიზიკოსისა და
ელექტროტექნიკოსის მ. პუპინის (Pupin, 1858-1935 წწ.) გვარის მიხედვით] –.

პურგენ-ი [ლათ. Purgenum] – სასაქმებელი წამალი.

პურიზმ-ი [ფრანგ. Purisme < ლათ. Purus წმინდა] – 1. მისწრაფება ზნეობრივი


სიწმინდის დაცვისადმი (ზოგჯერ მოჩვენებითი). 2. ბრძოლა ენაში უცხოურ
სიტყვათა ჭარბად შემოტანის წინააღმდეგ (ხშირად მიდის ყოველგვარი სესხების
გაუმართლებელ უარყოფამდე).

პურისტ-ი - პურიზმის მომხრე.

პურიტან-ი [ინგლ. Puritan < ლათ. Purus წმინდა] – 1. მე-16 - 17 სს.: მონაწილე
ინგლისის ბურჟუაზიის რელიგიურ-პოლიტიკური მოძრაობისა, რომელიც
მიმართული იყო ფეოდალიზმის წინააღმდეგ და მიზნად ისახავდა ინგლისის
ეკლესიის გაწმენდას კათოლიციზმის ნაშთებისაგან. 2. ადამიანი, რომელიც
მკაცრად (ხშირად მოჩვენებითად) იცავს ზნეობას.

პურპურა [ლათ. Purpura] – (მედიც.). წერტილოვანი სისხლჩაქცევები კანში,


ლორწოვან გარსებში.

პურპურინ-ი [< ლათ. Purpura ძოწი] – წითელი საღებავი ნივთიერება; იღებენ


ენდროს ფესვებიდან ალიზარინთან ერთად.

პუსტულა [ლათ. Pustula ბუშტუკი, მუწუკი] – (მედიც.). ბუშტუკოვანი, ჩირქოვანი


გამონაყარი კანზე.
პუტჩ-ი [გერმ. Putsch] – შეთქმულთა ჯგუფის ავანტიურისტული ცდა მოახდინოს
სახელმწიფო გადატრიალება.

პუტჩისტ-ი - პუტჩის მონაწილე, მომხრე.

პუფ-ი [ფრანგ. Pouf] – ტაბურეტი, რომელსაც აქვს რბილი (ჩვეულებრივ,


მრგვალი) დასაჯდომი.

პუშბოლ-ი [ინგლ. Push-ball] – (სპორტ.). გუნდური თამაში ერთგვარი დიდი (180


სმ დიამეტრის მქონე) ბურთით.

პუშერ-ი [ინგლ. Pusher] – ამერიკის შეერთებულ შტატებში: ნარკოტიკების


არალეგალურად გამყიდველი.

პუშტა [უნგრ. Puszta] – ველისა და ტყე-ველის სივრცეები უნგრეთში; ამჟამად


თითქმის მთლიანად გადახნულია.

პუშტუ - ავღანური ენის სახელწოდება.

პუშტუნებ-ი [ავღ. Pustun (მხ.)] – 1. ეთნიკური სახელწოდება ავღანელებისა,


რომლებიც ცხოვრობენ საზღვარგარეთ (უპირატესად პაკისტანში, ავღანეთის
მოსაზღვრე ტერიტორიაზე). 2. ასე უწოდებენ თავის თავს ავღანელები.

პუცოლან-ი [იტალ. Pozzolana < გეოგრ. სახ.] – ვულკანური ამონაფრქვევის


პროდუქტი (ფერფლი, პემზა), ნალექი ქანი, აგრეთვე ქარხნის პროდუქტი (წიდა,
ნაცარი), რომელსაც ურევენ სამშენებლო დუღაბებში (ცემენტში და სხვ.)
წყალგამძლეობის მისაცემად.

პფალცგრაფ-ი [გერმ. Plazgraf] – შუა საუკუნეებში ფრანკთა სახელმწიფოში:


მეფის კარის მოსამართლე, შემდეგ - მთავარი.

პფენიგ-ი [გერმ. Pfennig] – ხურდა ფული გერმანიაში; მარკის ერთი მეასედი


ნაწილი.

You might also like