You are on page 1of 13

➠ აფირმაცია [ლათ. Affirmatio] – (წიგნ.). დამტკიცება, დადასტურება.

➠ აპოსტასია [ბერძ. Apostasia] – (წიგნ.). ძველი რწმენისაგან განდგომა.

➠ აქსილოგია [ბერძ. Axia ღირებულება და logos მოძღვრება] – ფილოსოფიის დარგი, რომელიც


სწავლობს ღირებულების რაობას.

➠ აქსიომა [ბერძ. Axioma] – 1. ამა თუ იმ მეცნიერებაში ამოსავლად მიღებული დებულება,


რომელიც თვითონ არ არის დამტკიცებული, მაგრამ აუცილებელია სხვა დებულებათა
დასამტკიცებლად. მაგ., გეომეტრიული აქსიომა. ლოგიკური აქსიომა. 2. (გადატ.).
თავისთავად ცხადი ჭეშმარიტება; დებულება, რომელიც არ საჭიროებს დამტკიცებას.

➠ ანტიკურ-ი [ლათ. Antiquus ძველი] – 1. ძველი ბერძნული ან რომაული (კულტურა,


ხელოვნება, საზოგადოებრივი წყობა და სხვ.).

2. რაც სილამაზითა და მოხდენილობით ანტიკურ ქანდაკებებს მოგვაგონებს (მაგ., სახის ან


სხეულის ნაკვთები).

➠ ამბივალენტურ-ი [ლათ. Ambo ორივე და valens (ვალენტის) ჯანსაღი, ძლიერი] – (წიგნ.).


ერთმანეთის საპირისპირო გრძნობების (მაგ., სიამოვნებისა და უსიამოვნების, სიყვარულისა
და სიძულვილის, სიმპათიისა და ანტიპათიის ) შემცველი.

➠ ამორფულ-ი [ბერძ. Amorphos] – 1. უფორმო.

2. (მინერ., ქიმ.). კრისტალური აგებულების არმქონე (მაგ., ქარვა, ფისი, მინა).

➠ ანალიზ-ი [ბერძ. Analysis დაშლა] – რისამე შესწავლა მისი ნაწილებად დაშლის გზით
(შდრ. სინთეზი). მათემატიკური ანალიზი - უმაღლესი მათემატიკის მთავარი ნაწილი,
რომელიც შეიცავს დიფერენციალურ და ინტეგრალურ აღრიცხვას.

➠ ანდროიდ-ი [ბერძ. Andr (Andros) კაცი და eidos სახე, გარეგნობა] – ფანტასტიკურ


მოთხრობებში: ადამიანის გარეგნობისა და თვისებების მქონე მანქანა, რობოტი.

➠ ანთროპოლოგია [ბერძ. Anthropos ადამიანი და logos მოძღვრება] – მეცნიერება, რომელიც


სწავლობს ადამიანის ბიოლოგიურ ბუნებას, ადამიანის წარმოშობას, რასებს.

ანთროპოლოგიურ-ი - ანთროპოლოგიასთან დაკავშირებული.

ანთროპოლოგიური პრინციპი - ფოიერბახის მატერიალიზმის ძირითადი დებულება,


რომლის მიხედვითაც ფილოსოფიური საკითხების კვლევისას უნდა გამოვდიოდეთ
ადამიანის როგორც ბიოლოგიური არსების ბუნებიდან. ანთროპოლოგიური ტიპები -
კომპლექსები სხეულის ნიშნებისა (სიმაღლე, წონა, პროპორციები, კანის ფერი, თავის ქალას
ფორმა და სხვ.), რომლებიც დამახასიათებელია კაცობრიობის სხვადასხვა ჯგუფისათვის,
გამოწვეულია ამ ჯგუფების არსებობისა და წარმოშობის სხვადასხვაგვარი პირობებით.

➠ ანთროპომორფიზმ-ი [ბერძ. Anthropos ადამიანი და morphe სახე, ფორმა] – 1.


მეცნიერებამდელი წარმოდგენა, ვითომდაც მცენარეებსა და ბუნების მოვლენებს აქვთ
ადამიანური თვისებები: აზრი, გრძნობა და სხვ.

2. ღვთაების წარმოდგენა ადამიანის სახის მქონედ. ანთროპომორფულ-ი - ადამიანის მსგავსი,


მაგ., ანთროპომორფული მაიმუნი.

➠ ანთროპოსოფია [ბერძ. Anthropos ადამიანი და sophia სიბრძნე] – თეოსოფიის სახეობა,


რელიგიურ-მისტიკური მოძღვრება, რომელიც ღვთის ადგილას გაღმერთებულ ადამიანს
აყენებს. ანთროპოფაგ-ი - კაციჭამია.

➠ ანთროპოცენტრიზმ-ი [ბერძ. Anthropos ადამიანი და ლათ. Centrum ცენტრი] –


ანტიმეცნიერული, რელიგიური შეხედულება, რომლის მიხედვითაც ადამიანი არის
უმაღლესი არსება, ღვთის მიერ შექმნილი; იგი წარმოადგენს სამყაროს ცენტრსა და საბოლოო
მიზანს.

➠ ანიმიზმ-ი [< ლათ. Anima სული] – პირველყოფილ ხალხთა რწმენა, რომ ყველა სააგორა
[ბერძ. Agora მოედანი] – 1. სახალხო კრება ძველ საბერძნეთში. 2. მოედანი, სადაც ასეთი
კრებები იმართებოდა.
➠ აგრეგატ-ი [ლათ. Aggregatus შეერთებული; მიერთებული] – 1. (ტექ.). რთული მანქანა,
რომელიც შედგება ერთმანეთთან შეერთებული სხვადასხვა ტიპის რამდენიმე მანქანისაგან
(მაგ., ტრაქტორი და კომბაინი ანდა ტურბოგენერატორი).

2. (მინერ.). ქანი, რომელიც წარმოადგენს სხვადასხვა მინერალის შენაერთს (მაგ., მარმარილო,


გრანიტი).

3. სხვადასხვა ნაწილაკის ან საგნის მექანიკური შენაერთი.

➠ ავტარკია [ბერძ. Autarkeia თვითდაკმაყოფილება, დამოუკიდებლობა] – 1.


იმპერიალისტური ქვეყნების აგრესიული ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც მიზნად
ისახავს იმპორტის შეზღუდვას და ამავე დროს ექსპორტის განვითარებას.

2. ანტიკურ (კერძოდ, სტოიკოსების) ფილოსოფიაში: პრინციპი, რომლის მიხედვითაც


ადამიანს ბედნიერებას ანიჭებს სათნოება.

➠ ავტოგენეზ-ი [ბერძ. Autos თვით და genesis წარმოშობა] – იდეალისტური თეორია,


რომლის მიხედვითაც ორგანიზმების ევოლუცია ხდება ვითომდა შინაგანი,
არამატერიალური ფაქტორების ზეგავლენით.

➠ ავტოდიდაქტ-ი [ბერძ. Autodidaktos] – (წიგნ.). პირი, რომელმაც სკოლის გარეშე,


მასწავლებლის დაუხმარებლად მიიღო ცოდნა, განათლება; თვითნასწავლი.

➠ ავტოკეფალია [ბერძ. Autos თვით და Kephald თავი] – მართლმადიდებელი ეკლესიის


დამოუკიდებლობა.

➠ აკლიმატიზაცია [გერმ. Akklimatisation] – და აკლიმატიზება - 1. მცენარის ან ცხოველის


შეგუება ახალ, უჩვეულო კლიმატურ პირობებთან; დაგვარება.

2. უჩვეულო კლიმატურ პირობებთან ადამიანის ორგანიზმის აქტიური შეგუების


(ადაპტაციის) პროცესი.
➠ აკომოდაცია [ლათ. Accomodatio] – შეწყობა, შეგუება. თვალის აკომოდაცია - თვალის
უნარი ნათლად გაარჩიოს საგნები სხვადასხვა მანძილზე.

➠ აკრიბია [ბერძ. Akribeia] – (წიგნ.) დიდი სიზუსტე.

➠ აკუმულაცია [ლათ. Accumulatio] – და აკუმულირება - 1. (ფიზ., ტექ.). რისამე (მაგ.,


ენერგიის) დაგროვება.

2. (გეოლ.). ორგანულ და მინერალურ ნივთიერებათა დაგროვება დედამიწის ზედაპირზე,


წყლის ფსკერზე - ქარის, წყლის, ვულკანის და სხვ. მოქმედების შედეგად.

➠ აკუსტიკა [ბერძ. Akustikos სმენისა] – 1. ფიზიკის დარგი, რომელიც სწავლობს ბგერას.

2. სმენადობის პირობები რაიმე შენობაში.

➠ ალგორითმ-ი [ფრანგ. Algorithme < არაბ. საკუთ. სახელიდან ალხორეზმი (ბერძ. Arithmos-
ში - «რიცხვი»-აღრევის შედეგად)] – (მათემ.). რაიმე ამოცანის ამოსახსნელად საჭირო
მათემატიკურ მოქმედებათა ერთობლიობა.

➠ ავსტრომარქსიზმ-ი - ოპორტუნიზმის ნაირსახეობა, რომელიც შეიქმნა მე - 19 საუკ.


დასასრულსა და მე - 20 საუკ. - ის დასაწყისში ავსტრიის სოციალ - დემოკრატიულ პარტიაში;
უარყოფდა პროლეტარიატის დიქტატურას და ქადაგებდა კაპიტალიზმის სოციალიზმში
თანდათანობითი შეზრდის იდეას.

➠ ავანგარდიზმ-ი [ფრანგ. Avant - gardisme] – საერთო პირობით სახელწოდება მე - 20 ს. - ის


ბურჟუაზიული ხელოვნების სხვადასხვა მიმდინარეობისა, რომლებსაც აერთიანებს
კლასიკური ხელოვნების ტრადიციებთან კავშირის გაწყვეტა, ახალი ფორმებისა და
გამოსახვის საშუალებათა ძიება; ახასიათებს ღრმა წინააღმდეგობანი.

➠ ავესტა [< სპარს.] – ზოროასტრის სარწმუნოების წმინდა წიგნების კრებული (ადგენდნენ


ძვ. წელთაღრიცხვის მე - 9 საუკუნიდან მოყოლებული ჩვენი წელთაღრიცხვის მე - 3
საუკუნემდე); გავრცელებული იყო სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში.განს აქვს
სული.

➠ ანტითეზა [< ბერძ. Antithesis დაპირისპირება] – (ლიტ.). სტილისტიკური ხერხი, რაც


მდგომარეობს საწინააღმდეგო ცნებების შეპირისპირებაში.

➠ აქციდენცია [ლათ. Accidentia შემთხვევა, შემთხვევითობა] – 1. (პოლიგრ.). იგივეა, რაც


აქციდენციური სამუშაოები.

2. (ფილოს.). საგნის შემთხვევითი, არაარსებითი, წარმავალი თვისება.

➠ ანტინომია [ბერძ. Antinomia] – (ფილოს.). წინააღმდეგობა ორ ურთიერთგამომრიცხავ


დებულებას შორის, რომლებიც ცალ-ცალკე თანაბრად ჭეშმარიტად ითვლება.

➠ ანტიციპაცია [ლათ. Anticipatio] – 1. რისამე წინასწარ განჭვრეტა, წინასწარ გამოცნობა.

2. რაიმე მოვლენის სავარაუდო დროზე ადრე დადგომა; რისამე ვადაზე ადრე შესრულება.

➠ აპაგოგიურ-ი მ ტ კ ი ც ე ბ ა [< ბერძ. Apagoge დასკვნა] – ფორმალურ ლოგიკაში:


არაპირდაპირი მტკიცება, რომელიც დამყარებულია საწინააღმდეგო დებულების
შეუძლებლობაზე.

➠ აპერცეფცია [ლათ. A(d) - თან და perception აღქმა] – (ფსიქ.). აღქმის დამოკიდებულება


ადამიანის გამოცდილებაზე, ცოდნის მარაგზე.

➠ აპოგეა [ბერძ. Apogeion] – 1. (ასტრ.). მთვარის (ან დედამიწის ხელოვნური თანამგზავრის)


ორბიტის წერტილი, რომელიც ყველაზე მეტადაა დაშორებული დედამიწას.

2. (წიგნ.) რისამე განვითარების უმაღლესი წერტილი; აყვავება.


➠ აპოდიქტიკურ-ი [ბერძ. Apodeiktikos დამამტკიცებელი] – სარწმუნო, უეჭველი, ლოგიკურად
აუცილებელი. ა პ ო - ი ქ ტ ი კ უ რ ი მ ს ჯ ე ლ ო ბ ა - ლოგიკური მსჯელობა, რომელიც
გამოხატავს საგნებისა და მოვლენების აუცილებელ კავშირს (ასეთებია, მაგ., მათემატიკური
აქსიომები, ბუნების ან ისტორიული განვითარების კანონები).

➠ აპოთეოზ-ი [ბერძ. Apotheosis გაღმერთება] – 1. (წიგნ.). რაიმე მოვლენის, ამბის ან


პიროვნების განდიდება.

2. (თეატ.). სპექტაკლის ან საზეიმო კონცერტის ბოლო მასობრივი სცენა, რომელშიც


განდიდებულია, შექებულია ხალხი, გმირი, რაიმე საზოგადოებრივი მოვლენა და სხვ.

3. (ისტ.). ძველ საბერძნეთსა და რომში: რომელიმე გმირის ან მეფის გაღმერთება.

➠ აპოლოგია [ბერძ. Apologia დაცვა, დასაცავი სიტყვა] – (წიგნ.). ვისიმე ან რისამე დაცვა,
გამართლება, შექება (ზეპირად ან წერილობით).

➠ აპოსტერიორი [ლათ. A posteriori] – (წიგნ.). ცდის საფუძველზე, ფაქტობრივ მონაცემებზე


დაყრდნობით (საპირისპ. აპრიორი).

➠ აპრიორი [ლათ. A priori] – (წიგნ.). ცდისაგან დამოუკიდებლად, ცდის გარეშე, იმთავითვე


(საპირისპ. აპოსტერიორი).

➠ არისტოკრატ-ი - არისტოკრატიის (მნიშვ. 1) წარმომადგენელი. არისტოკრატია [ბერძ.


Aristokratia] – 1. კლასობრივ საზოგადოებაში: უმაღლესი წოდება, გაბატონებული კლასის
პრივილეგირებული ფენა, დიდგვარიანები.

2. კაპიტალისტურ ქვეყნებში: რომელიმე კლასის ან სოციალური ჯგუფის პრივილეგირებული


ნაწილი, ზედაფენა.

3. (ისტ.). სახელმწიფო მმართველობის ისეთი ფორმა, როდესაც ძალაუფლება დიდებულთა


მცირერიცხოვანი პრივილეგირებული კლასის ხელშია (მაგ., ძველ საბერძნეთსა და რომში).
➠ ბიოსფერო [ბერძ.Bios - სიცოცხლე და Sphaira- სფერო] – სიცოცხლის გავრცელების არე
დედამიწაზე.

➠ ბიჰევიორიზმ-ი [ინგლ. Behaviorism < Behaviour ქცევა] – ფსიქოლოგიის თანამედროვე


ამერიკული მიმდინარეობა, რომელიც უგულებელყოფს ცნობიერებას როგორც მეცნიერების
საგანს და ფსიქოლოგიის ობიექტად მიიჩნევს გარეგნულად გამოვლენილ ქცევას.

➠ გელერტერ-ი [გერმ. Gelehrter სწავლული] – (წიგნ.). წიგნებით განსწავლული, მაგრამ


ცხოვრებას, პრაქტიკულ საქმიანობასა და მოწინავე მეცნიერებას მოწყვეტილი ადამიანი;
სქოლასტიკოსი, მედავითნე.

➠ გენეალოგია [ბერძ. Genealogia] – 1. გვარის, ტომის ისტორია; საგვარეულო ნუსხა. 2.


ისტორიის დამხმარე დისციპლინა, რომელიც სწავლობს ცალკეული გვარების ისტორიას და
ადგენს საგვარეულო ნუსხებს. 3. (ბიოლ.). ცხოველთა ან მცენარეთა გვარების წარმოშობა.

➠ გენეზის-ი [ბერძ. Genesis] – წარმოშობა, წარმოქმნა.

➠ გენერაცია [ლათ. Generatio დაბადება] – 1. ცხოველების, მცენარეების, მინერალების ერთი


გვარის ან სახეობის ყველა წევრი.

2. წარმოშობა, გაჩენა. მაგ., ელექტროენერგიის გენერაცია.

➠ გერონტოლოგია [ბერძ. Geron (გერონტოს) მოხუცი და ლოგოს მოძღვრება] – მეცნიერება


სიცოცხლის გახანგრძლივების შესახებ.

➠ გეშტალტ-ი [გერმ. Gestalt] – ფსიქოლოგიაში: მთლიანი ფორმა, სტრუქტურა.


გეშტალტფსიქოლოგია – მიმართულება საზღვარგარეთის თანამედროვე ფსიქოლოგიაში;
შეიქმნა გერმანიასი 20-იანი წლების დასაწყისში; მის მიხედვით, ფსიქიკურ სამყაროს თითქოს
მართავს ე. წ. „გეშტალტური» ანუ მთლიანობის კანონები, რომლებიც ყოველ ფსიქიკურ
განცდას ანიჭებს მთლიან, სტრუქტურულ ხასიათს.

➠ გლობალურ-ი [ფრანგ. Global] – 1. საერთო, მთლიანი, ერთად აღებული.

2. რაც მთელ მსოფლიოს მოიცავს. მაგ., გლობალური პოლიტიკა. გლობალური ომი.


გლობალური რაკეტა - ბალისტიკური რაკეტის ნაირსახეობა, რომელსაც შეუძლია მიიტანოს
საბრძოლო ჭურვი დედამიწის ნებისმიერ წერტილში.

➠ გნოსეოლოგია [ბერძ. Gnosis ცოდნა და logos მოძღვრება] – ფილოსოფიური მოძღვრება


მეცნიერული შემეცნების შესაძლებლობათა და საშუალებათა შესახებ; შემეცნების თეორია.

➠ გნოსტიციზმ-ი [< ბერძ. Gnostikos შემეცნებითი] – ადრინდელი ქრისტიანობის რელიგიურ-


ფილოსოფიური მიმდინარეობა; ცდილობდა შეექმნა მოძღვრება ღმერთის შესახებ, სამყაროს
წარმოშობისა და განვითარების შესახებ ქრისტიანულ-რელიგიურ დოგმატებზე,
იდეალისტურ ფილოსოფიასა და იუდეველობაზე დაყრდნობით.

➠ გრადაცია [ლათ. Gradatio] – ერთი საფეხურიდან მეორეზე თანდათანობით გადასვლა;


თანდათანობა, თანამიმდევრობა.

➠ გრავიტაცია [< ლათ. Gravitas სიმძიმე] – მატერიის თვისება, რაც გამოიხატება სხეულთა
ურთიერთმიზიდულობით; მსოფლიო მიზიდულობა.

➠ დედუქცია [ლათ. Deductio გამოყვანა] – და დედუცირება - (ლოგ.). მსჯელობის ხერხი -


ზოგადი დებულებიდან კერძო დასკვნის გამოყვანა (საპირისპ. ინდუქცია).

➠ დეიზმ-ი [< ლათ. Deus ღმერთი] – რელიგიურ-ფილოსოფიური მოძღვრება (მე-17-18 სს.);


აღიარებდა ღვთის, როგორც სამყაროს პირველმიზეზის, არსებობას, მაგრამ უარყოფდა მის
ჩარევას ბუნებისა და საზოგადოების განვითარებაში.

➠ დეკადანს-ი [ფრანგ. Décadence] – კულტურის დაქვეითება, დაცემა (იხ. დეკადენტობა).

დეკადენტ-ი - დეკადენტობის მიმდევარი, წარმომადგელი.

➠ დემიურგ-ი [ბერძ. Demiurgos] – 1. პლატონის იდეალისტურ ფილოსოფიაში: სამყაროს


შემქმნელი, ღმერთი.

2. (ფილოს.). შემოქმედი, მაორგანიზებელი ძალა.

➠ დემონ-ი [ბერძ. Daimon] – 1. ქრისტიანულ მითოლოგიაში: ავი სული, ეშმაკი.

2. ბერძნულ მითოლოგიაში: კეთილი ან ავი სული, ღვთაება.

➠ დესკრიფციულ-ი [< ფრანგ. Descriptif] – აღწერითი.

➠ დეფექტოლოგია [ლათ. Defectus ნაკლი და ბერძ. logos მოძღვრება] – მეცნიერება ფიზიკური


ან ფსიქიკური ნაკლის მქონე ბავშვთა განვითარების, აღზრდისა და სწავლების შესახებ.

➠ დეფინიცია [ლათ. Definitio] – ცნების ზუსტი განსაზღვრა მისი ყველაზე არსებითი ნიშნების
საშუალებით.

➠ დიალექტიკა [ბეძ. Dialektike] – მეცნიერება ბუნების, ადამიანთა საზოგადოებისა და


აზროვნების ცვალებადობის, მოძრაობისა და განვითარების ზოგადი კანონების შესახებ;
ბუნებისა და საზოგადოების მარად მოძრავ და ცვალებად მოვლენათა შემეცნების
მეცნიერული მეთოდი.

➠ დიფერენციაცია [ < ლათ. Differentia განსხვავება] – 1. რაიმე მთელის დაყოფა, დანაწევრება


მრავალგვარ, ერთმანეთისაგან განსხვავებულ ნაწილებად.

2. (ბიოლ.). ორგანული მასალის მრავალფეროვნების წარმოქმნა ორგანიზმის


ინდივიდუალური განვითარების პროცესში.

3. (ლინგვ.). ენის დაშლა, დაყოფა დიალექტებად და, შემდეგ, ახალ ენებად (სინონ.
დივერგენცია).

➠ დიქცია [ლათ. Dictio] –წარმოთქმა; სიტყვათა წარმოთქმის მანერა.

➠ დოგმა [ბერძ. Dogma] –დაუსაბუთებლად, ბრმად მიღებული დებულება, რომელსაც


მიიჩნევენ ურყევ ჭეშმარიტებად ყველა დროისა და ისტორიული პირობებისათვის.

➠ დუალიზმ-ი [< ლათ. Dualis ორნაირი] – მცდარი ფილოსოფოური მოძღვრება, რომელიც


სამყაროს საფუძვლად აღიარებს ორ ერთმანეთის საწინააღმდეგო საწყისს - მატერიალურსა და
იდეალურს (საპირისპ. მონიზმი).

➠ ეპიტაფია [ბერძ. Epitaphios] – საფლავის ქვის წარწერა.

➠ ერისტიკა [ბერძ. Eristika] – კამათის, პაექრობის ხელოვნება.

➠ ეროს-ი [ბერძ. Eros] – ვნებიანი სიყვარული (იხ. ეროტი).

➠ ეროტ-ი [ბერძ. Eros (Erotos)] – ბერძნულ მითოლოგიაში: სიყვარულის ღმერთი (რომაულ


მითოლოგიაში მას შეესაბამება კუპიდონი და ამური).

➠ ეკლექტიზმ-ი [< ბერძ. Eklektos ამორჩეული] – სხვადასხვაგვარ შეხედულებათა, თეორიათა,


იდეურ მიმართულებათა ნებისმიერი, უპრინციპო შეერთება.
➠ ესთეტიკა [< ბერძ. Aisthesis გრძნობა, შეგრძნება] – ფილოსოფიური მოძღვრება ხელოვნების,
მშვენიერების ფორმათა შესახებ მხატვრულ შემოქმედებაში, ბუნებასა და ცხოვრებაში.

➠ ეპიგონ-ი [ბერძ. Epigonos შთამომავალი] – რაიმე მიმართულების მიმდევარი, რომელსაც


აკლია ორიგინალურობა, შემოქმედებითი დამოუკიდებლობა (ხელოვნებაში, მეცნიერებაში
და სხვ.).

➠ ესე [ფრანგ. Essai] – (ესსე შეცდომაა) - თავისუფალი ფორმის (არა სისტემატურ- მეცნიერული
ხასიათის ნარკვევი, რომელშიც განხილულია ლიტერატურული, ფილოსოფიური,
სოციალური და სხვა პრობლემები.

➠ ეგალიტარიზმ-ი [ფრანგ. Égalitarisme < Égalité თანასწორობა] – წვრილბურჟუზიული


უტოპიური თეორია, რომლის მიხედვითაც კერძო საკუთრება თანაბრად უნდა
გადანაწილდეს ინდივიდუალურ მეურნეობებს შოროს.

➠ ეგზისტენციალიზმ-ი [< ლათ. Exsistentia არსებობა] – მიმართულება თანამედროვე


ფილოსოფიაში; მისი ძირითადი თემაა პიროვნების ბედ-იღბალი თანამედროვე სამყაროში,
რწმენა და ურწმუნოება, სიცოცხლის აზრის დაკარგვა და შეძენა და მისთ.

➠ ევრისტიკა [< ბერძ. Heurisko ვპოულობ] – გამოკვლევისა და სწავლების ხერხები, რომელთა


მიხედვითაც ჭეშმარიტება უნდა გამომჟღავნდეს სათანადო მისახვედრი კითხვების
დახმარებით.

➠ ეზოტერიკულ-ი [ბერძ. Esoterikos შინაგანი] – რაც განკუთვნილია მხოლოდ იმათთვის,


ვისაც გაენდვნენ; საიდუმლო, დაფარული (ითქმის რელიგიური წესების, მისტიკურ
მოძღვრებათა, მაგიურ ფორმულათა შესახებ). საპირისპ. ეგზოტერიკული. ეთან-ი [< ბერძ.
აიტჰერ ეთერი, ჰაერი] – (ქიმ.). უფერო გაზისებრი საწვავი ნივთიერება, რომელსაც შეიცავს
სანათი გაზი; სამაცივრო დანადგარებში.
➠ ეთიკა [ბერძ. Ethike] – 1.ფილოსოფიური მოძღვრება მორალის, ზნეობის- როგორც
საზოგადოებრივი შეგნების ერთ-ერთი ფორმისშესახებ. მაგ; ჰეგელის ეთიკა.
მატერიალისტური ეთიკა. 2. რომელიმე კლასის, გარკვეული საზოგადოებრივი წრის,
პროფესიის წარმომადგენელთა ყოფაქცევის ნორმები, მორალი. მაგ; ექიმის ეთიკა.
მეცნიერული ეთიკა.

➠ ელემენტ-ი [ლათ. Elementum პირველადი ნივთიერება; დაწყება, წარმოშობა] – 1. მთელის


შემადგენელი ნაწილი; რაიმე ნაგებობის, მოწყობილობის, მექანიზმის დეტალი.

2. (ქიმ.). მარტივი ნივთიერება, რომელიც ჩვეულებრივი ქიმიური მეთოდებით არ იშლება


შემადგენელ ნაწილებად და წარმოადგენს სხვა რთულ ნივთიერებათა შემადგენელ ნაწილს.

3. ქიმიური ენერგიის ხარჯზე მცირეძალიანი ელექტრული დენის მისაღები ხელსაწყო. მაგ.,


გალვანური ელემენტი. მშრალი ელემენტი.

4. ძველ ბერძნულ მატერიალისტურ ფილოსოფიაში: ბუნების ერთ-ერთი ძირითადი


შემადგენელი ნაწილი (ცეცხლი, წყალი, ჰაერი, მიწა); სტიქია.

5. რაიმე საზოგადოებრივი წრის წარმომადგენელი. მაგ., პროგრესული ელემენტი.

➠ ემპირია [ბერძ. Emperia გამოცდილება] – 1. ადამიანის გამოცდილება, გარეშე სამყაროს


აღქმა გრძნობის ორგანოების საშუალებით. 2. დაკვირვება ბუნებრივ პირობებში
(ექსპერიმენტისაგან განსხვავებით).

➠ ემპირიზმ-ი [< Empeiria გამოცდილება] – 1. ფილოსოფიური მიმართულება, რომელიც


შემეცნების ერთადერთ წყაროდ თვლის გამოცდოლებას, გრძნობად აღქმას, სათანადოდ ვერ
აფასებს ან სრულიად უარყოფს თეორიულ განზოგადებათა და ლოგიკური აზროვნების
მნიშვნელობას. ლ ო გ ი კ უ რ ი ე მ პ ი რ ი ზ მ ი - იგივეა, რაც ლოგიკური პოზიტივიზმი. 2.
პრაქტიკული მოღვაწეობისადმი, ცდისადმი მიდრეკილება (თეორიული კვლევის საზიანოდ);
პრაქტიკული მოღვაწეობა.

➠ ეპიკურ-ი [ბერძ. Epikos] – 1. ეპოსთან დაკავშირებული. 2. (გადატ.). დინჯი, დარბაისლური.

ეპიკურეიზმ-ი - 1. ბერძენი მატერიალისტისა და ათეისტის ეპიკურეს (341-270 წ. ძვ.


წელთაღრ.) ფილოსოფიური მოძღვრება.
2. მსოფლმხედველობა, რომელიც შეიქმნა ამ მოძღვრების დამახინჯებულად განმარტების
ნიადაგზე - თითქოს იგი სიცოცხლის აზრს ხედავდეს ხორციელი ინსტინქტების
დაკმაყოფილებასა და განცხრომით ცხოვრებაში.

3. (გადატ.). მისწრაფება გრძნობების დაკმაყოფილებისადმი, ნებიერი ცხოვრებისადმი.

ეპიკურელ-ი - 1. ეპიკურეიზმის (მნიშვ. 1) მიმდევარი.

2. (გადატ.). ადამიანი, რომელიც ყველაფერზე მაღლა აყენებს თავის პირად სიამოვნებას,


ცხოვრებით დატკბობას.

You might also like