You are on page 1of 1

ბექა სურმანიძე 2 კურსის სტომატოლოგია კურსის გავლა

პაპირუსი, პაპირი (ლათ. Cyperus papyrus) — მრავალწლოვანი მცენარე ისლისებრთა


ოჯახისა. 5 მ-მდე სიმაღლის სამწახნაგოვანი ღერო და ვიწრო, გრძელი ფესვთანური
ფოთლები აქვს. ქოლგისებრ ყვავილედში თავმოყრილია 6-16-ყვავილიანი თავტუნები.

იზრდება ტროპიკულ აფრიკაში, მდინარეებისა და ტბების ნაპირებზე . ქმნის


შალდამებს. ძველად კულტივირებული იყო ეგვიპტეში, პალესტინასა და სამხრეთ
ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში.

პაპირის ღეროს ხმარობდნენ საწერი მასალის — პაპირუსის დასამზადებლად ,


საჭმელად, ამზადებდნენ ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, ჭილოფებს. დეკორატიულ
მცენარედ აშენებენ ბაღებში, პარკებსა და ორანჟერეებში .

ძველი ეგვიპტის მედიცინის ისტორიის შესახებ მდიდარ მასალას იძლევიან არა მარტო
არქეოლოგიური გათხრები, არამედ სამარხებისა და პირამიდების კედლებზე ,
სარკოფაგებსა და სტელებზე არსებული სამედიცინო ხასიათის ძველეგვიპტური
წარწერები. მაგ. ეგვიპტის Vდინასტიის მეფის ნეფერირკა-რას XXV საუკ. ჩვ. წ.
აღრიცხვამდე მთავარი არქიტექტორის უაშ-პტახას აკლდამის კედელზე წერია , რომ ის
უეცრად გარდაიცვალა ფარაონის თვალწინ. ეს არის ყველაზე ძველი ცნობა
ავადმყოფობაზე, რომელიც ძალზე წააგავს ინსულტს ან მიოკარდიუმის ინფარქტს.
უძველესი სამედიცინო პაპირუსების არსებობაზე მოწმობენ ძველი ისტორიკოსებიც .
მაგ. მანეფონი გვამცნობს, რომ I დინასტიის მეორე მეფე ატოტისი დახელოვნებული
ექიმი ყოფილა და შეუდგენია სამედიცინო ტექსტი ადამიანის აღნაგობის შესახებ .
კახუნის პაპირუსის დაახლოებით 1800 წელი ჩვ. წ. აღრიცხვამდე) ერთ-ერთი
განყოფილება ეძღვნება ნაადრევ და დაგვიანებულ მშობიარობას , ხოლო მეორე -
ცხოველების მკურნალობას. ბრუგშის პაპირუსი დაახლოებით 1450-1350 წლები ჩვ. წ.
აღრიცხვამდე) ჩვენამდე მოღწეულ პაპირუსთაგან ყველაზე ძველი დოკუმენტია
ბავშვთა დაავადებების მკურნალობის შესახებ. შესახებ. ბერლინის პაპირუსი
დაახლოებით 1300 წელი ჩვ. წ. აღრიცხვამდე) ეძღვნება სისხლძარღვების
დაავადებებს. ყველაზე სრულ ინფორმაციას ძველი ეგვიპტის მედიცინის შესახებ
გვაძლევს ორი პაპირუსი: ებერსის (ჩვ. წ. აღრიცხვამდე დაახლოებით 1550 წელი) დიდი
სამედიცინო პაპირუსი და ტრაქტატი ქირურგიის შესახებ - სმიტის პაპირუსი , რომელიც ,
როგორც ვარაუდობენ, უფრო ადრე, ჩვ. წ. აღრიცხვამდე III ათასწლეულში უნდა იყოს
შედგენილი ლეგენდარული ექიმის იმხოტეპის მიერ. ებერსის პაპირუსი შედგება 108
ფურცლისაგან, საერთო სიგრძით - 20,5მ. ის მოიცავს 900-მდე წამლის აღწერილობას.
აქ თავმოყრილია საჭმლისმომნელებელი, სასუნთქი გზების, ყელ-ყურ-ცხვირის,
დამწვრობის, სისხლდენის, თვალის დაავადების, კანის, პარაზიტული და სხვა
დაავადებების მკურნალობისათვის გამიზნული წამლების დამზადების წესები და
სავსებით ამართლებს თავის დასახელებას: “სხეულის ყველა ნაწილისათვის წამლების
დამზადების წიგნი.” სმიტის პაპირუსი ქირურგიის შესახებ ჩვენამდე მოღწეულ
ტექსტებიდან ყველაზე ძველია, რომელიც წარმოადგენს 4,68 მ სიგრძისა და 33 სმ-ის
სიგანის პაპირუსის ლენტს და შედგება 17 სვეტისაგან.

You might also like