You are on page 1of 3

შემაჯამებელი წერა 3

მოსწავლის სახელი, გვარი-------------------------------------------

17.02.2023

1. ნახ.1ზე სამი ვოლტმეტრი ერთნაირია. წყაროს შიგა წინაღობა უგულებელყავით, მისი ემძ 5
ვოლტია.რა მაქსიმალური ჩვენება შეიძლება ჰქონდეს მესამე V3 ვოლტმეტრს, თუ R1 და R2
წინაღობები შეგვიძლია ნებისმიერად ვცვალოთ?

2.ნახ.2 ზე გამოსახულ სქემაზე 𝜀1 = 2ვ, 𝑟1 = 𝑟2 = 0.5ომი, 𝜀2 = 2ვ , R=1ომი.

ა) განსაზღვრეთ დენი თითოეულ დენის წყაროში ძაბვა A და B წერტილებს შორის, თუ K


ჩამრთველი გამორთულია;

ბ) განსაზღვრეთ დენი თითოეულ დენის წყაროში ძაბვა A და B წერტილებს შორის და


დანადგარის მქკ, თუ K ჩამრთველი ჩართულია;

3. ელექტროლიტური გზით ერთი და იმავე მასის ალუმინის თუ სპილენძის მისაღებად იხარჯება


უფრო მეტი ელექტრული ენერგია და რამდენჯერ, თუ ცნობილია, რომ ალუმინის მიღებისას ძაბვა
აბაზანაზე 14-ჯერ მეტია, ვიდრე სპილენძის რაფინირებისას, ხოლო სპილენძისა და ალმინის
ელექტროქიმიური ექვივალენტების შეფარდებაა Kსპ/Kალ=3,6.

4. იპოვეთ მაქსიმალური ელექტრული მუხტი, რომელიც შეიძლება მიენიჭოს მოცემულ აირში


მოთავსებულ r რადიუსის ლითონის ბურთულას, თუ ცნობილია, რომ აირის მოლეკულის
იონიზაციის ენერგიაა E, აირში ელექტრონების თავისუფალი განარბენის სიგრძე 𝜆, ელექტრონის
მუხტი კი e.

5. დენის წყაროს მომჭერებს შორის ძაბვა ემ ძალის 75%-ია. რისი ტოლია წრედის გარე წინაღობის
შეფარდება წყაროს შიგა წინაღობასთან?

6. როდესაც დენის წყაროსთან მიერთებულია R წინაღობის რეზისტორი, დენის ძალა წრედში 5-


ჯერ ნაკლებია მოკლე ჩართვის დენზე. განსაზღვრეთდენის წყაროს შიგა წინაღობა.

7. ნახ. 3-ზე გამოსახულ სქემაში დენის წყაროს ემ ძალაა 𝜀 = 36ვ, შიგა წინაღობაა r=1ომი.
განსაზღვრეთ:

ა) გარე წრედის წინაღობა;

ბ) ძაბვა AB უბანზე;

გ) R1 წინაღობაში გამოყოფილი სიმძლავრე;

დ) დენის ძალა R3 წინაღობაში;

ე) 1წუთში დენის წყაროს დახარჯული ენერგია.


წინაღობის

8. ნახ.4-ზე მოცემულია გამტარში გამავალი დენის ძალის ძაბვაზე დამოკიდებულების გრაფიკი.


განსაზღვრეთ გამტარში გამოყოფილი სიმძლავრე, როდესაც ძაბვა 12 ვ-ის ტოლია.

9. ნახ.5-ზე გამოსახულ სქემაში დენის წყაროს ემ ძალაა 𝜀 = 36ვ, მისი შიგა წინაღობაა
r=1ომი,ხოლოკონდესატორის ტევადობაა C=2 მკფ. რეზისტორების წინაღობები მითითებულია
ნახ.-ზე. წრედში დამყარებულია მუდმივი დენი.

ა) განსაზღვრეთ გარე წრედის სრული წინაღობა.

ბ) განსაზღვრეთ ენის ძალა R3 წინაღობაზე.

გ)განსაზღვრეთ ძაბვა R1 წინაღობაზე.

დ) განსაზღვრეთ R4 წინაღობაში გამოყოფილი სიმძლავრე.

განსაზღვრეთ კონდესატორის მუხტი.

10. შეუსაბამე ციფრებით დანომრილ SI სისტემის ერთეულებს ასოებით დანომრილი SI სისტემის


ძირითადი ერთეულებით გამოსახული განზომილებები. პასუხების ფურცელზე ცხრილის
სათანადო უჯრაში აღნიშნეთ X.

ნახ.1 ნახ.2 ნახ.3

5ვ R1 V1
ε ,r
1 1 V3
R2 V2
B A

ε ,r
2 2 K

You might also like