You are on page 1of 27

ლექცია 1

ფიზიკა არის -

მეცნიერება სამყაროს ფუნდამენტური და საყოველთაო კანონზომიერების შესახებ .

ფიზიკა შეისწავლის -

რაოდენობრივ კავშირებს სხვადახსვა სიდიდეებს შორის.

ფიზიკა არის -

ექსპერიმენტული მეცნიერება.

ფიზიკა ემყარება -

დაკვირვების რაოდენობრივ შედეგებს.

ფიზიკური კანონი არის -

ექსპერიმენტში აღმოჩენილი რაოდენობრივი ურთიერთკავშირების აღწერა .

ინტუიცია დაწარმოსახვა გვეხმარება -

მოვლენის არსის გაგებაში

სამეცნიერო ჰიპოთეზა არის -

ვარაუდი იმის შესახებ, რომ არსებობს კავშირი ცნობილსა და ახალ უცნობ მოვლენას
შორის.

ზოგადად, თეორია შედგება -

დებულებების, განსაზღვრებების, კანონებისა და ჰიპოთეზებისაგან , რომლებიც ხსნის


გარკვეული მოვლენის არსს.

თეორიის ჭეშმარიტების კრიტერიუმს წარმოადგენს -

ექსპერიმენტი.

შეიძლება ფიზიკური თეორია არ მივიჩნიოთ საბოლოო ჭეშმარიტებად - არა, ყოველი


თეორია შეიძლება დადგეს დაზუსტების აუცილებლობის წინაშე ახალი ექსპერიმენტული
აღმოჩენების შედეგად.

ფიზიკური მოდელი არის -

ბუნებრივი ფიზიკური სისტემის გამარტივებული ვერსია, რომელიც ინარჩუნებს რეალური


სისტემის ძირითად თვისებებს.

ფიზიკური მოდლების მაგალითებია: მატერიალური წერტილი, იდეალური გაზი,


რეზერფორდის ატომის მოდელი, ჰელიოცენტრული სისტემის მოდელი და სხვ. მრავალი.

გალილეიმ აღწერა ნივთების ვარდნა დედამიწის ველში, მაგრამ არ გამოუთქვამს


ვარაუდი ვარდნის მიზეზის შესახებ.
ნიუტონმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ამის მიზეზი დედამიწის მიზიდულობის ძალა იყო.

ნიუტონმა ჩამოაყალიბა მიზიდულობის კლასიკური თეორია.

რა წარმოადგენს მოძრაობას -

ყველაფერი რაც ბუნებაში ხდება

რა ეწოდება მოძრაობის შემსწავლელ მეცნიერებას -

ფ ი ზ ი კ ა.

რა არის მთავარი კითხვა, რაც მოძრაობას უკავშირდება -

არსებობს თუ არა საერთოდ მოძრაობა?

რას ამტკიცებდა ზენონი-

მოძრაობა არ არსებობს.

გატყორცნილი ისარი დროის ნებისმიერ ფიქსირებულ მომენტში ერთ ფიქსირებულ


წერტილში იმყოფება, ე.ი. -

უძრავია, ამიტომ მოძრაობა ილუზია ყოფილა - ამბობდა ზენონი.

1.დიხოტომია - შუაზე გაყოფა

თუკი თქვენ გინდათ გაიაროთ რაიმე მანძილი, ჯერ თქვენ უნდა გაიაროთ

მისი ნახევარი და ა.შ.

დასკვნა - სასრულ დროში ამ მანძილის გავლა შეუძლებელია.

აქილევსი და კუ

აქილევსი ვერასოდეს ვერ ეწევა კუს, რადგან სანამ აქილევსი კუმდე მივა, ამ დროში
კუ წინ წაინაცვლებს, სანამ აქილევსი ამ მომდევნო წერტილამდე მივა კუ ისევ წინ
წაინაცვლებს და ა.შ. უსასრულოდ.

ასე, რომ აქილევსი კუს ვერასოდეს ვერ დაეწევა. ე.ი. სინამდვილეში მოძრაობა არ
არსებობს, მხოლოდ ილუზიაა!

ისარი

ატყორცნილი ისარი დროის ნებისმიერ ფიქსირებულ მომენტში ერთ ფიქსირებულ


წერტილში იმყოფება, ე.ი.უძრავია, ამიტომ მოძრაობა ილუზია ყოფილა - ამბობდა
ზენონი.

ამ აპორიაში ზენონმა დრო დაყო დაუყოფელ (დისკრეტულ) ნაწილებად , ხოლო სამყაროს


უწყვეტობა - ცალკეული მონაკვეთების ჯამად, რომელთა დაცილებაც არ შეიძლება . ე.ი.
დროის ყოველ მომენტში ისარი სივრცეში დაიკავებს ადგილს, რომელიც მისი სიდიის
ტოლია. ეს კი ნიშნავს, რომ ისარი ყოველ მომენტში უძრავია, რადგან თითონ მოძრაობა,
თუკი ის უწყვეტია, გულისხმობს რომ ნივთი იკავებს თავის თავზე მეტ ადგილს.
ზენონის პარადოქსები ამოიხსნა -

მხოლოდ დიფერენციალური და ინტეგრალური აღრიცხვის შემოღების შემდეგ .

ჩვენ მოძრაობას აღვიქვამთ იმიტომ, რომ

- ჩვენ გვაქვს სასრული ზომები და შევდგებით ბევრი მაგრამ სასრული რაოდენობა


ატომებისაგან;

- ჩვენ ვმოძრაობთ უფრო ნელა ვიდრე სინათლის სხივი;

- ჩვენ ვცხოვრობთ სამგანზომილებიან სივრცეში;

- ჩვენ უფრო დიდი ვართ ზომებში ვიდრე ჩვენი მასის მქონე შესაბამისი შავი
ხვრელია;

- ჩვენ უფრო მცირე ვართ ვიდრე სამყაროა;

- ჩვენ გვაქვს ლიმიტირებული მეხსიერება;

- ჩვენი გონება აღიქვამს დროსა და სივრცეს, როგორც უწყვეტ გარემოს;

ამ პირობებიდან ერთი მაინც თუ არ სრულდება, ჩვენ ვერ აღვიქვამთ მოძრაობას!!!

მოძრაობის აღსაწერად და აღსაქმელად ჩვენ გვჭირდება -

საგნების მდგომარეობის აღწერა.

ერთ-ერთი პირველი მეთოდი საგნების მდგომარეობის აღსაწერად შემოგვთავაზა -

გალილეიმ. შესაბამისად მას გალილეის ფიზიკა ეწოდება. იგი ჩვენს ყოველდღიურ


დაკვირვებებზეა დამყარებული.

როგორია გალილეის ფიზიკის თანახმად მოძრაობა -დეტერმინისტულია, ანუ


განსაზღვრულია ზუსტად წინა მდგომარეობიდან გამომდინარე.

ასე რომ, პრინციპში სამყაროში არავითარი სიურპრიზები არ არსებობს. ყველაფერი


წინაწარაა ცნობილი! ასე, რომ მთავარი სიურპრიზი ისაა, რომ არავითარი სიურპრიზი
ბუნებაში არ არსებობს!

ჩვენს გარშემო ყოველდღიური მოძრაობის ფაქტების ყურადღებით დაკვირვების


შედეგად შეიძება დავასკვნათ, რომ -

მოძრაობა არის უწყვეტი, იგი არსად არ ქრება, ფარდობითია და შექცევადია.

როგორია დროისა და სივრცის ცნებები -

ფუნდამენტური, ანუ მათი განმარტება რაიმე უფრო მარტივი ცნებებით შეუძლებელია .

რას მოიცავს გალილეის სივრცისა და დროის კონცეფცია -

ორ ურთიერთ საწინააღმდეგო ასპექტს:


1.სივრცე და დრო გამოსახავს რაღაცას ინვარიანტულს, მუდმივს. ამ თვალსაზრისით
სივრცე და დრო დამოუკიდებლად არსებობს. აქედან გამომდინარე შეგვიძლილა ვთქვათ ,
რომ სივრცე და დრო არის აბსოლუტური.

2.სივრცე და დრო წარმოადგენს საშუალებას ჩვენთვის, რათა შევადაროთ ერთმანეთს


საგნები. ამ თვალსაზრისით, მათ საგნების გარეშე მნიშვნელობა არა აქვთ; ისინი
წარმოადგენენ საგნების შედარების პროცესის შედეგს; ისინი ნაწარმოები ,
ურთიერთშედარებითი, ანუ ფარდობითი ხასიათისაა.

რა არის საგნების ცენტრალური თვისება -

მათი ზომები (სიგრძე, სიგანე, სიმაღლე).

როგორ აღვიქვამთ სიგრძეს -

როგორც მანძილს, ანუ სხეულის საწყის და საბოლოო წერტილების კოორდინატებს


შორის სხვაობას.

რა კითხვა დასვა ინგლისელმა ფიზიკოსმა და ფსიქოლოგმა ლუის რიჩარდსონმა -

რა სიგრძისაა ბრიტანეთის დასავლეთ სანაპირო? მან გაზომა რუკაზე სანაპიროს სიგრძე


ოდომეტრის გამოყენებით (სპეციალური ხელსაწყოა, რომელსაც მრუდი წირის სიგრძის
გასაზომად იყენებენ.

რა აღმოაჩინა რიჩარდსონმა -

რომ სანაპიროს სიგრძე L დამოკიდებულია რუკის მასშტაბზე s-ზე (s შეიძლება იყოს


მაგალითად 1: 500 000) შემდეგი ფორმულის შესაბამისად:

L0 აქ გამოსახავს სანაპიროს სიგრძეს როცა რუკის მასშტაბი s არის 1:1.

ამ აღმოჩენის მთავარი შედეგი ის არის, რომ რაც უფრო დიდია რუკა , მით უფრო გრძელია
სანაპირო. რა მოხდება თუ რუკის მასშტაბი გაიზრდება ისე, რომ რუკის ზომა გადააჭარბებს
რეალურ ზომებს? - სანაპიროს სიგრძე გასცდება ყველა რეალურ საზღვრებს. შეიძლება
თუ არა რომ სანაპიროს სიგრძე უსასრულოდ დიდი იყოს? დიახ, შეიძლება.
მათემატოსებმა აღწერეს ბევრი ასეთი მრუდი. ისინი ამ მრუდებს ფრაქტალებს
უწოდებენ.

იტალიელმა მათემატიკოსმა ჯუზეპე ვიტალიმ აღმოაჩინა, რომ 1 მეტრი სიგრძის


მონაკვეთი შეიძლება დავჭრათ ნაწილებად და შემდეგ ამ ნაწილებისაგან ავაწყოთ 2
მეტრი სიგრძის მონაკვეთი!

რა შემთხვევაშია სიგრძე სავსებით გარკვევით განსაზღვრული -

მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ხაზები სწორი ფორმისაა ან არ არის ძალიან ჩახლართული ,


ან არ შედგება უსასრულო რაოდენობა ნაწილებისაგან.

სტეფან ბანახმა აჩვენა, რომ გარკვეული მეთოდოლოგიით შესაძელებელია


ფართობის განსაზღვრა ყველა წერტილთა სიმრავლისათვის, მაგრამ რაც შეეხება
მოცულობას - ყველანაირი ფორმის საგანი არ შეიძლება კუბებად დავჭრათ .
ერთი სფერო შეიძლება დავჭრათ ხუთ ნაწილად და შემდეგ ამ ნაწილებისაგან ავაწყოთ
ზუსტად ასეთი ორი სფერო!

მსხალი შეიძლება დავჭრათ ნაწილებად და მერე ამ ნაწილებისაგან ავაწყოთ დედამიწის


ზომის მსხალი ან პირიქით!

მოცულობა არ არის ხელსაყრელი კონცეფცია სხეულების ზომების აღსაწერად .

რა არის სივრცის უმცირესი მონაკვეთი, რომლის გაზომვაც შეიძლება -

10-35 მ.

რა არის დროის უმცირესი მონაკვეთი რომლის გაზომვაც შეიძლება -

10-44წმ.

რატომ არ შეგვიძლია პრაქტიკულად ერთი ვაშლი დავჭრათ ნაწილებად, შემდეგ


შევაერთოთ ეს ნაწილები და მივიღოთ ორი ვაშლი -

იმიტომ რომ არ გვაქვს შესაბამისი სიზუსტის მქონე დანა

ბანახი-ტარსკის პარადოქსის შემთხვევაში საჭიროა საწყისი სხეულის ძალიან


ჩახლართულ ფორმებად დაჭრა. ფაქტიურად, საჭიროა უსასრულოდ ბევრი და
უსასრულოდ გამრუდებული გაჭრების განხორციელება. ეს კი შეუძლებელია
ჩვეულებრივი დანის მეშვეობით. საჭიროა უსასრულოდ ბასრი დანა. (ამგვარი ბასრი
დანის დამზადება პრინციპულად შეუძლებელია).

რა არის საჭირო ბუნების კანონების შესასწავლად -

არა სივრცისა და დროის ფორმალური განმარტებების, არამედ მათი თვისებების ცოდნა ,


რაც მიიღწევა ცდის მეშვეობით.

როგორი არის სივრცე-

სამგანზომილებიანი, ერთგვაროვანი და იზოტროპული.

როგორი არის დრო -

ერთგვაროვანი და ერთგანზომლებიანი.

რას ნიშნავს, დროის ერთგანზომილებიანობა -

რომ ამა თუ იმ მოვლენის მომენტის დასასახელებლად ან მოვლენის ხანგრძლივობის


დასახასიათებლად საკმარისია ერთი რიცხვის დასახელება . ამ რიცხვს ეწოდება
მოვლენის დროის კოორდინატა.

რას ნიშნავს დროის ერთგვაროვნება -

რომ ფიზიკის კანონები როგორიც იყო წარსულ დროში ისეთივეა აწმყოში და ისეთივე
იქნება მომავალშიც. ფიზიკის კანონები უშუალოდ არ არის დამოკიდებული დროზე.
ცდა, რომელიც ერთსადაიმავე ფიზიკურ პირობებში ტარდება ოღონდ სხვადასხვა დროს,
იძლევა ერთსადაიგივე შედეგს.
რას ნიშნავს სივრცის სამგანზომილებიანობა -

იმ ადგილის დასახასიათებლად სადაც რაიმე მოვლენა ხდება, საკმარისია სამი რიცხვის


დასახელება. მათ სივრცითი კოორდინატები ეწოდებათ. აგრეთვე , სამი რიცხვი არის
საკმარისი ორი წერტილის ურთიერთგანლაგების დასახასიათებლად .

რას ნიშნავს სივრცის ერთგავროვნება -

ფიზიკის კანონები უშუალოდ არ არის დამოკიდებული ადგილმდებარეობაზე . ისინი


ერთნაირია სამყაროს ნებისმიერ წერტილში. ცდა, რომელიც ერთსადაიმავე ფიზიკურ
პირობებში ტარდება სივრცის სხვადასხვა წერტილში იძლევა ერთსადაიგივე შედეგს .

რას ნიშნავს სივრცის იზოტროპულობა ფიზიკის კანონები არ არის უშუალოდ


დამოკიდებული სისტემის ორიენტაციაზე სივრცეში.

რა არის მოვლენა -

ისეთი „რაღაც“ რაც ხასიათდება სივრცეში ადგილმდებარეობითა და დროის მომენტით .


ანუ სად და როდის მოხდა ეს „რაღაცა“.

რა არის საჭირო მოვლენის დასახასიათებლად -

ოთხი რიცხვის ცოდნა: სამი სივრცითი და ერთი დროითი კოორდინატისა.

რას წარმოადგენს ნებისმიერი ფიზიკური პროცესი -

მოვლენათა თანმიმდევრობას ან ერთიანობას.

სიმეტრიის თვისებები

სიმეტრია (ბერძნულიდან - ერთგვაროვნება) არის რაიმე გარდაქმნის მიმართ


უცვლელობა (შენახვა).დროის ერთგვაროვნება, სივრცის ერთგვაროვნება და
იზოტროპულობა დაკავშირებულია ფიზიკური სივრცის გარკვეულ სიმეტრიულ
თვისებებთან.

• ბიოლოგიური შენახვის კანონის მაგალითად გამოდგება მემკვიდრეობის კანონი .


მას საფუძვლად უდევს ბიოლოგიური თვისებების ინვარიანტობა, (უცვლელობა)
ერთი თაობიდან მერეზე გადასვლის დროს. სიმეტრიით ხასიათდება ცოცხალი
ბუნების ობიექტები და მოვლენები. სამყაროს განვითარება სიმეტრიის დარღვევის
თანმიმდევრული მოვლენათა რიგია. სამყაროს წარმოქმნის მომენტში სამყარო
ერთგვაროვანი და სიმეტრიული იყო. განვითარებასთან ერთად ირღვეოდა
სხვადასხვა სიმეტრიები.

რისი მაგალითია სიცოცხლე -

სიმეტრიის დარღვევის მაგალითია.

რას ეწოდება ხირალობა -

ობიექტის თვისებას არ დაემთხვეს თავის სარკისებურ გამოსახულებას.

როგორი ობიექტებია ახირალური -


რომლებიც თავის სარკისებურ გამოსახულებას ემთხვევა, ანუ სარკისებურად
სიმეტრიულები.

ჩვენი გამოცდილება გვეუბნება, რომ ადამიანს ახასიათებს სტრუქტურული ხირალობა :


მისი გული მოთავსებულია მარცხნივ, ღვიძლი კი მარჯვნივ. გარდა ამისა, ადამიანს
ახასიათებს ფუნქციონალური ხირალობა: ადამიანები იყოფიან ცაციებად და
მემარჯვენეებად. ასე რომ ასიმეტრია შეიძლება განვიხილოთ როგორც განმასხვავებელი
ნიშანი ცოცხალსა და არაცოცხალს შორის. სიმეტრია უდევს საფუძვლად ობიექტებსა
და მოვლენებს და გამოსახავს რაღაც საერთოს, რომელიც ახასიათებს ერთნაირ
თვისებებს, ხოლო ასიმეტრია დაკავშირებულია ამ საერთო თვისებების კერძო
ობიექტებში ინდივიდუალურ გამოვლინებასთან.

თუ შვილის თვალების ფერი იგივეა რაც მამის თვალების ფერი მაშინ შეიძლება ვთქვათ ,
რომ ამ შემთხვევაში თვალების ფერი სიმეტრიულია მემკვდიდრეობითი პროცესების
მიმართ

სივრცის ერთგვაროვნება დაკავშირებულია -

სიმეტრიულობასთან პარალელურ გადატანის მიმართ.

რაში გამოიხატება სივრცის ყველა წერტილის ექვივალენტურობა , ანუ


თანაბარუფლებიანობა -

რომ ფიზიკური სისტემის პარალელური გადატანა არ მოქმედებს სისტემაში მიმდინარე


პროცესებზე.

სივრცის იზოტროპულობა დაკავშირებულია -

სიმეტრიულობასთან მობრუნების მიმართ.

რაში ვლინდება სივრცის ყველა მიმართულების ექვივალენტობა - სისტემის , როგორც


მთლიანის მობრუნება არ მოქმედებს მასში მიმდინარე ფიზიკურ პროცესების
კანონზომიერებაზე.

რასთანაა დაკავშირებული დროის ერთგვაროვნება -

დროში წანაცვლების მიმართ სიმეტრიულობასთან.

წანაცვლება დროში არ მოქმედებს სისტემაში მიმდინარე პროცესებზე . ამ


სიმეტრიულობაში გამოიხატება -

დროის მომენტების ექვივალენტობა.

სიმეტრია სიბრტყეში არეკვლის მიმართ, დროის არეკვლის მიმართ -

ამ უკანასკნელთან არის დაკავშირებული ფიზიკური პროცესების შექცევადობა .

თვალსაჩინოებისათვის განვიხილოთ ასეთი მაგალითი. გადავიღოთ კინოფირზე


ბილიარდის ორი ბურთულას შეჯახება. ფილმის ნახვისას ფირი შეიძლება ნებისმიერი
მიმართულებით გავუშვათ. ეკრანზე გამოსახულების ცქერისას შეუძლებელია იმის
განსაზღვრა ფირი იგივე მიმართულებით მოძრაობს რაც გადაღების დროს თუ
საწინააღმდეგო მიმართულებით. დროში შებრუნებულ მოძრაობისას ფიზიკის არავითარი
კანონები არ ირღვევა.

ჩვენ არ შეგვიძლია პრაქტიკულად ერთი მსხალი დავჭრათ ნაწილებად, შემდეგ


შევაერთოთ ეს ნაწილები და მივიღოთ ორი მსხალი

იმიტომ რომ არ გვაქვს შესაბამისი სიზუსტის მქონე დანა.

დროის ერთგვაროვნება ნიშნავს, რომ -ფიზიკის კანონები არ არის უშუალოდ


დამოკიდებული დროზე.

სივრცის ერთგვაროვნება ნიშნავს, რომ ფიზიკის კანონები არ არის უშუალოდ


დამოკიდებული სივრცეში მდებარეობაზე

სივრცის იზოტროპულობა ნიშნავს, რომ ათვლის სისტემის მობრუნებით სივრცეში


ფიზიკური კანონები ამ სისტემაში არ იცვლება.

ფიზიკური კანონები დროში არ იცვლება იმიტომ რომ დრო ერთგვაროვანია

სივრცის იზოტროპულობა იგივეა, რაც ფიზიკური პროცესების სიმეტრიულობა სივრცეში


მობრუნების მიმართ

სივრცე სამგანზომილებიანია ნიშნავს, რომ სხეულის სივრცეში დასახასიათებლად სამი


რიცხვის ცოდნაა საჭირო.

სიმეტრია ეწოდება ფიზიკური პროცესების რაიმე გარდაქმნის მიმართ უცვლელობას

ლექცია 2

ს ა მ ყ ა რ ო ს ს ი ს ტ ე მ ა და ნ ი უ ტ ო ნ ი ს
კ ა ნ ო ნ ე ბ ი, ნ ი უ ტ ო ნ ი ს ა და ა ი ნ შ ტ ა ი ნ ი ს
სამყარო

სამყაროს სისტემა - ეს არის წარმოდგენა მზის, დედამიწის, მთვარისა და ვარსკვლავების


ადგილმდებარეობის შესახებ.

ძველმა ბერძენმა მეცნიერმა კლავდიუს პტოლემეიმ წარმოადგინა სამყაროს


გეოცენტრული სისტემა. მაგრამ, პლანეტების მოძრაობების აღწერა ძალიან
ძნელია ამ სისტემაში - გვჭირდება დამატებითი დაშვებების გაკეთება.

ნიკოლა კოპერნიკმა შეიმუშავა ჰელიოცენტრული სისტემა. ეს იყო დიდი ნაბიჯი


სამყაროს შეცნობის გზაზე, მაგრამ ვარსკვლავები კვლავ უძრავად იყო „მიჭედებული“
ცის თაღზე.

ნიუტონის სამყაროს პრინციპებია:


1. არსებობს აბსოლუტური სამყარო, რომელიც ერთგვაროვანია,

იზოტროპულია და უსასრულოა.

2. არსებობს აბსოლუტური დრო (მათემატიკური დრო). დრო უსასრულოა და მას


ერთი განზომილება აქვს.

ნიუტონის სამყაროს და მექანიკას სამი ძირითადი კანონი უდევს

საფუძვლად: ნიუტონის 1-ლი, მე-2 და მე-3 კანონი.

ნიუტონის 1-ლი კანონი ამბობს რომ არსებობს სისტემები, რომლებშიც თუ სხეულზე


გარეშე სხეულები არ მოქმედებს სხეული უძრავია ან მოძრაობს წრვივად და თანაბრად.
ასეთ სისტემებს ეწოდება ინერციული სისტემები.

ნიუტონის პირველი კანონის თანახმად - სხეულის წრვივად და თანაბრად მოძრაობისთვის


საჭიროა მასზე არ მოქმედებდეს გარეშე ძალა

ინერტულობა ეწოდება მატერიის (სხეულის) თვისებას

წინააღმდეგობა გაუწიოს მისი საწყისი მდგომარეობის ცვლილებას, ანუ აჩქარებას . თუ


მატერია (სხეული) უძრავია - ის ეწინააღმდეგება მის აძვრას, თუ მოძრაობს -
ეწინააღმდეგება მის გაჩერებას.

ინერტულობის რაოდენობრივ ზომას უწოდებენ ინერტულ მასას.

ინერტული მასის ეტალონს ეწოდებოდა კილოგრამი.

მოცემულ სხეულზე სხვა სხეულის მოქმედების შედეგია ამ სხეულის

აჩქარება ან დეფორმაცია.

სხეულის აჩქარების ან დეფორმაციის მიზეზს ეწოდება ძალა.

ზამბარის დეფორმაციის დროს მასში აღიძვრება დრეკადობის ძალა .

თუ ზამბარის დრეკადობის ძალა 1 კგ სხეულს მიანიჭებს 1 მ/წმ2 აჩქარებას, მაშინ ასეთ


ძალას ვუწოდოთ ძალის ერთეული, ნიუტონი.

სხეულის აჩქარება პირდაპირ პროპორციულია სხეულზე მოქმედი ძალის


და უკუპროპორციულია ინერტული მასის - ეს არის ნიუტონის მე-2 კანონი: a=F/m

ნიუტონის მესამე კანონის თანახმად - ორი სხეული ურთიერთქმედებს სიდიდით ტოლი და


ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულების მქონე ძალებით

იმისათვის რომ განვსაზღვროთ სხეულის ინერტული მასა სხეული უნდა


ვაურთიერთქმედოთ მასის ეტალონთან და შემდეგ განვსაზღვროთ მათი აჩქარებები .
შემდეგ გამოვითვლით ინერტულ მასას.

ნიუტონის მესამე კანონის თანახმად რა ძალითაც ხარი ექაჩება ურემს წინ იმავე ძალით
ურემი ექაჩება ხარს უკან. შესაბამისად ისინი არ უნდა მოძრაობდნენ. მოძრაობენ იმიტომ
რომ ხარი ურთიერთქმედებს დედამიწასთან
სხეულის ინერტული და გრავიტციული მასები სივრცეში გადაადგილებით არ იცვლება და
ერთმანეთის ტოლი რჩება ნებისმიერ პლანეტაზე.

თუკი ორ სხეულს შევაჯახებთ სხვადასხვა კუთხით მათი აჩქარებების შეფარდებაყველა


შემთხვევაში ერთნაირი იქნება

სივრცის ერთგვაროვნების გამო გრავიტაციული მუდმივა ყველგან ერთნაირია იქნება ეს


ეკვატორზე თუ პოლუსზე

რადგან თავისუფალი ვარდნის აჩქარება არ არის დამოკიდებული სხეულის მასაზე ,


ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სხეულის გრავიტაციული და ინერტული მასები
ერთმანეთის ტოლია

მსოფლიო მიზიდულობის კანონი.

მატერიის (სხეულების) თვისებას მიიზიდოს სხვა მატერია (სხეულები) ეწოდება -


გრავიტაცია, ანუ მიზიდულობა. მატერიის (სხეულის) გრავიტაციის თვისების
რაოდენობრივ მახასიათებელს ეწოდება - გრავიტაციული მასა.

არსებობს ორგვარი მასა - გრავიტაციული და ინერტული.

ნიუტონის მიერ დადგენილი კანონის თანახმად -

ორი სხეული ერთმანეთს იზიდავს ძალით, რომელიც პირდაპირპროპორციულია ამ


სხეულების გრავიტაციული მასების ნამრავლისა და უკუპროპორციულია მათ შორის
მანძილის კვადრატისა.

G არის გრავიტაციული მუდმივა ანუ პროპორციულობის კოეფიციენტი .

GxMდ/ R2 მუდმივი სიდიდეა, აღვნიშნოთ ეს სიდიდე g-თი. მაშინ, ცხადია, რომ ნებისმიერ
სხეულს დედამიწა მიიზიდავს მისი (სხეულის) გრავიტაციული მასის პროპორციული
ძალით: F=Mg.

G-ს განზომილება ა - მ3/(კგXწმ2).

გრავიტაციული და ინერტული მასების მნიშვნელობა ნებისმიერი სხეულისათვის ერთი


და იგივეა - გრავიტაციული და ინერტული მასები ექვივალენტური სიდიდეებია .

გრავიტაციული და ინერტული მასების ექვივალენტურობის გამოვლინება - არის ის


ფაქტი, რომ სხვადასხვა სხეულები დედამიწაზე (ვაკუუმის პირობებში) ერთი და იგივე
აჩქარებით ვარდება, როგორც ეს გალილეო გალილეიმ დაამტკიცა თავისი
ექსპერიმენტებით.

G= 6.67384X 1 0-11 მ2 /(კგXწ მ2).


გრავიტაციული და ინერტული მასების ექვივალენტურობის გამოვლინება არის ის ფაქტი ,
რომ სხვადასხვა სხეულები დედამიწაზე (ვაკუუმის პირობებში) ერთი და იგივე აჩქარებით
ვარდება, როგორც ეს გალილეო გალილეიმ დაამტკიცა თავისი ექსპერიმენტებით .

თუ სხეულის ინერტული მასა გაიზრდება ან შემცირდება მაშინ მისი თავისუფალი ვარდნის


აჩქარება მაინც არ შეიცვლება.

კოსმონავტებს ხელოვნურ თანამგზავრზე არ აქვთ წონა იმიტომ რომ თანამგზავრი და


კოსმონავტები თავისუფალ ვარდნაში იმყოფებიან.

ნიუტონის კანონების მეშვეობით ახსნილ იქნა კეპლერის მიერ ასტრონომიული


დაკვირვებების შედეგად მიღებული შედეგები, რომელთა თანახმად პლანეტები
მოძრაობს მზის გარშემო წრის მაგვარ ელიფსებზე და რომ მათი ბრუნვის პერიოდის
კვადრატები ისე შეეფარდება ერთმანეთს, როგორც მათი რადიუსების კუბები T12/T22 =
r13/r23 .ნიუტონმა დედამიწაზე არსებული კანონები განაზოგადა მთელ სამყაროზე -
კანონებს მიანიჭა უნივერსალური ხასიათი. ვარსკვლავებს შორის, ნიუტონის აზრით,
მოქმედებს მხოლოდ გრავიტაციული ძალები, ანუ მიზიდულობის ძალები - ამიტომ,
ბირთვი თითქოს უნდა შეიკუმშოს წერტილამდე, ანუ მოხდეს გრავიტაციული კოლაფსი .
მაგრამ, თუ სამყარო უსასრულოა, მაშინ მისი ნებისმიერი წერტილი განიცდის
ერთნაირ მიზიდულობის ძალას ნებისმიერი მიმართულებით და ამიტომ უნდა დარჩეს
ადგილზე. უსასრულო და სტაციონარული (ანუ დროში უცვლელი) სამყარო შეიძლება
არსებობდეს, მაგრამ თვითონ ნიუტონი აღიარებდა, რომ ამგვარი სამყარო ძალიან
არამყარი, არასტაბილურია.

ნიუტონმა სამყაროს უსასრულობა დაუშვა იმიტომ, რომ აეხსნა, თუ რატომ არის სამყარო
სტაბილური.

აინშტაინი განიხილავდა სამყაროს - რომელიც სტაციონარული,

იზოტროპული და ერთგვაროვანი იყო (ისევე, როგორც ნიუტონის სამყაროში).

განსხვავებით ნიუტონისაგან, მიზიდულობის ძალების გასაწონასწორებლად მან შემოიღო


განზიდულობის ძალები.

აინშტაინის თეორიით - სამყაროს ნივთიერება გაწონასწორებულია მიზიდულობისა და


განზიდულობის ძალებით.

აინშტაინის თეორიით - სამყარო განსაზღვრული ზომებისაა მაგრამ უსაზღვრო.

აინშტაინმა სამყაროს სტაბილურობა ახსნა მიზიდულობის და განზიდულობის ძალების


ტოლობით

აინშტაინის შეხედულებით, ჩვენი სამყარო არის სასრული ზომების და უსაზღვრო.

აინშტაინის სამყაროში - თუ თქვენ მოძრაობთ „სწორი ხაზის“ გასწვრივ, საბოლოოდ


თქვენ აღმოჩნდებით საწყის წერტილში.

ასტრონომიულმა დაკვირვებებმა მეცნიერები დაარწმუნა , რომ - სამყარო ერთგვაროვანი


და იზოტროპულია.

(ოლბერსის პარადოქსი).: რატომ არ არის ღამით ცა განათებული?


სხვანაირადაც შეიძლება შეკითხვა დავსვათ: თუ სამყარო უსასრულოა და სტაციონარული ,
მაშინ ჩვენგან ნებისმიერი მიართულებით გავლებული წარმოსახვითი სხივი სადმე მაინც
გადაკვეთს ვარსკვლავს. ე.ი. ნებისმიერი მიმართულება ერთნაირად უნდა კაშკაშებდეს.

საწყისი პოსტულატებია: სამყარო უსასრულოა, იზოტროპულია,

ერთგვაროვანია და უცვლელია დროში (სტაციონარულია). იზოტროპულობა და


ერთგვაროვნება ზუსტად არის დადგენილი და ეჭვს არ იწვევს. ამიტომ ვასკვნით , რომ ან
სამყარო უსასრულოა მაგრამ იცვლება დროში, ან სასრულია და დროშიც იცვლება .

წითელი წანაცვლების გამო - ჩვენ ვერ აღვიქვამთ იმ ვარსკვლავებისაგან წამოსულ


სინათლეს, რომლებიც ჩვენ დიდი სიჩქარით გვშორდება - იმიტომ, რომ წანაცვლებული
ტალღის სიგრძე ჩვენი თვალისათვის უხილავია (ინფრა წითელ სპექტრშია)! სწორედ
ამიტომ ღამით ცა არ არის მთლიანად განათებული.

ამას გარდა, თუ სამყარო ფართოვდება, მაშინ დროის ერთსა და იმავე მონაკვეთში


ჩვენამდე თანდათან უფრო და უფრო ნაკლები რაოდენობის სინათლე მოაღწევს, ვიდრე
იმ შემთხვევაში, სამყარო რომ არ ფართოვდებოდეს. მართლაც, სინათლის ყოველი
შემდგომი ნაწილაკი, სამყაროს გაფართოების ეფექტის გამო, ჩვენამდე მოსაღწევად
უფრო მეტ დროს მოანდომებს, ვიდრე მისი წინამორბედი. ეს კი გამოიწვევს საერთო
სინათლის ინტენსივობის შესუსტებას.

ჰაბლის კანონის თანახმად - გალაქტიკები, რომლებიც ჩვენგან გარკვეულ მანძილზე


არიან დაშორებული, „გაგვირბიან“ სინათლის სიჩქარის ტოლი სიჩქარით, ამიტომ მათგან
ჩვენამდე მოსული სინათლის სხივის ინტენსივობა ნულამდეა შესუსტებული. ესეიგი ერთ-
ერთი მიზეზი რის გამოც ღამით ცა არ არის მთლიანად განათებული ვარსკვლავების შუქით
არის ის, რომ ვარსკვალავები ჩვენგან „გარბიან“ და ამიტომ მათგან მოსული სინათლის
სიხშირე ჩვენი თვალისთვის უხილავია.

ობიექტები, რომლებიც ე.წ. ჰაბლის რადიუსზე (R= c/H, აქ c არის სინათლის სიჩქარე ანუ 300
000 კმ/წმ, R მიახლოებით 14 მლრდ სინათლის წელიწადია) უფრო მეტი დისტანციით არიან
დაშორებული ჩვენგან, „გაგვირბის“ სინათლის სიჩქარეზე უფრო მეტი სიჩქარით . ამ
ობიექტების მომავლის შესახებ ინფორმაციას ჩვენ ვერასოდეს ვეღარ შევიტყობთ , მათი
მომავალი ჩვენთვის პრინციპულად მიუწვდომელია. თუმცა ინფორმაცია მათი წარსულის
შესახებ ჩვენამდე გარკვეული დროის შემდეგ მოაღწევს.

სამყაროს ასაკი - ჰაბლის მუდმივას შებრუნებული რიცხვია T=1/H, მიახლოებით 14


მილიარდ წელი.

სამყაროს ის ნაწილი, რომლისგანაც სამყაროს შექმნის მომენტიდან დღემდე ჩვენთან


სინათლემ მოაღწია, ან მოაღწევს რაღაც დროის შემდეგ არის - სფერო რადიუსით 46
მილიარდი სინათლის წელიწადი.

ვინაიდან, მართალია, სინათლე მოგზაურობდა 14 მილიარდი წელიწადი, მაგრამ ამავე


დროს სამყარო ხომ ფართოვდებოდა - სამყაროს ამ ნაწილს ხილული სამყარო, ან
მეტაგალაქტიკა ეწოდება.

რა არის მეტაგალაქტიკის მიღმა - უხილავი სამყაროა. მის შესახებ ჩვენ არაფერი არ


ვიცით და არც გვეცოდინება.
ამგვარად, ჩვენი სამყარო არასტაციონარულია -ყველა გალაქტიკა „გარბის“
ერთმანეთისაგან

იყო საწყისი მომენტი, როცა მოხდა „დიდი აფეთქება“ (Big Bang) -

„აფეთქების“ შემდეგ ნაწილაკები ღებულობენ უზარმაზარ საწყის სიჩქარეს და იფანტებიან


სხვადასხვა მხარეს.

თუ მიზიდულობის ძალები, რომლებიც ცდილობს რომ ამ ნაწილაკებს კვლავ თავი


მოუყაროს, მცირეა, მაშინ ნაწილაკები მუდმივად გაიფანტებიან ერთმანეთისაგან . მაგრამ ,
თუ მიზიდულობის ძალები საკმარისად დიდია, მაშინ რაღაც დროის შემდეგ ნაწილაკები
შეიცვლის სიჩქარის მიმართულებას და დაიწყებს ურთიერთმიახლოებას. ცხადია , რომ
მიზიდულობის ძალები დამოკიდებულია ნაწილაკების სიმკვრივეზე სივრცეში . რაც მეტია
სიმკვრივე, მით მეტია მიზიდულობის ძალა..

აღნიშნული პირობებიდან ცხადია, რომ სამყაროს განვითარების სცენარი


დამოკიდებულია ნივთიერების სიმკვრივეზე დღეისათვის. ანუ, არსებობს რაღაც
კრიტიკული სიმკვრივე სამყაროს ნივთიერებისა ρკრ . თანამედროვე მონაცემებით,
სამყაროს კრიტიკული სიმკვრივე ტოლია ρკრ = 9х10-30 გ/სმ3

სამყაროს ღია მოდელი შეესაბამება პირობას ρ < ρკრ.

სამყაროს დახურული მოდელი შეესაბამება პირობას ρ >ρკრ.

თუ სამყაროს გეომეტრია ევკლიდურია მაშინ სამყაროს სიმკვრივე ტოლია კრიტიკული


სიმკვრივის

თუ სამყაროს სიმკვრივე მეტია ე.წ. კრიტიკულ სიმკვრივეზე, მაშინ მომავალში სამყარო


შეწყვეტს გაფართოებას და დაიწყებს შეკუმშვას

ფარდობითობის ზოგადი თეორემის თანახმად, ჩვენი სამყარო ჩაკეტილი და სასრული


ზომების როცა მისი სიმკვრივე მეტია კრიტიკულზე

ჰაბბლმა გაზომა გალაქტიკების მოძრაობის სიჩქარეები.

ამისათვის მან განსაზღვრა ე.წ. „წითელი წანაცვლება“არის გალაქტიკების გამოსხივების


სპექტრში წანაცვლება უფრო გრძელი ტალღებისაკენ გარკვეული ქიმიური
ელემენტებისათვის დამახასიათებელ ნორმალურ სპექტრთან შედარებით .

ჰაბბლმა დაადგინა, რომ ვარსკვლავები ჩვენგან „გარბიან“ და გაქცევის სიჩქარე მით


მეტია, რაც მეტია მანძილი ჩვენამდე.

„წითელი წანაცვლება“ გვიჩვენებს, რომ - ობიექტი დამკვირვებელს შორდება.

გალაქტიკების მოძრაობის სიჩქარე ჩვენ გალაქტიკამდე მანძილზე დამოკიდებულებაში


წარმოადგენს - სწორ ხაზს. V = HR

Н მუდმივას ჰაბბლის მუდმივა ეწოდება - ის ტოლია 66 კმ/წმ ერთ მილიონ პარსეკ


სინათლის წელზე
ერთი პარსეკი არის მიახლოებით 3 სინათლის წელიწადის ტოლი. სინათლის
წელიწადი არის - მანძლი, რომელსაც სინათლე გადის ვაკუუმში ერთი წლის
განმავლობაში.

ჰაბლის მუდმივა მიახლოებით ტოლია 66 კმ/წმ / ერთ მეგაპარსეკზე. ეს ნიშნავს, რომ თუ


ორ კოსმოსურ ობიექტს შორის მანძილი არის 1 მეგაპარსეკი, მაშინ იცინი ერთმანეთს
შორდებიან 66 კმ/წმ სიჩქარით

სინათლის ფერი რომელსაც ვხედავთ შეიძლება შეიცვალოს იმის მიხედვით გვშორდება


სინათლის წყარო თუ გვიახლოვდება ვინაიდან სინათლის ფერი რომელსაც აღვიქვამთ
დამოკიდებულია იმაზე გვშორდება სინათლის წყარო თუ გვიახლოვდება

ხჩირად ადარებენ სინათლის წელს ასტრონომიულ წელს ეს არასწორია ამ ორი სიდიდის


შედარება არ შეიძლება, პირველი მანძილია და მეორე დრო.

დასკვნა:

სამყაროს ევოლუციის შესახებ ამოცანის ამონახსნი გვაჩვენებს:

1.დროის ცვლილებასთან ერთად იზრდება გალაქტიკებს შორის მანძილი - სამყარო


არასტაციონარულია

2. არსებობდა ისეთი დროის მომენტი, როცა “t=0”, სამყაროს რადიუსი ნულის ტოლი იყო
და მაშასადამე სიმკვრივე იყო უსასრულოდ დიდი ρ →Ꚙ (ე.წ. სინგულარობის მომენტი)

3. t=0 მომენტში მოხდა „დიდი აფეთქება“, რომლის შედეგადაც წარმოიშვა


სამყარო.

4. სამყარო უსაზღვროა.

ლექცია 3

შენახვის კანონები და სიმეტრია

ბუნების კანონების შესასწავლად საჭიროა არა სივრცისა და დროის ფორმალური


განმარტებების, არამედ მათი თვისებების ცოდნა, რაც მიიღწევა ცდის მეშვეობით. ცდა კი
გვეუბნება, რომ სივრცე არის სამგანზომილებიანი, ერთგვაროვანი და იზოტროპული ,
ხოლო დრო არის ერთგვაროვანი და ერთგანზომლებიანი.

დროის ერთგანზომილებიანობა ნიშნავს, რომ ამა თუ იმ მოვლენის მომენტის


დასასახელებლად ან მოვლენის ხანგრძლივობის დასახასიათებლად საკმარისია ერთი
რიცხვის დასახელება. ამ რიცხვს ეწოდება მოვლენის დროის კოორდინატა.
დროის ერთგვაროვნება ნიშნავს, რომ ფიზიკის კანონები როგორიც იყო წარსულ დროში
ისეთივეა აწმყოში და ისეთივე იქნება მომავალშიც. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ფიზიკის
კანონები უშუალოდ არ არის დამოკიდებული დროზე. ცდა, რომელიც
ერთსადაიმავე ფიზიკურ პირობებში ტარდება ოღონდ სხვადასხვა დროს, იძლევა
ერთსადაიგივე შედეგს.

სივრცის სამგანზომილებიანობა გამოიხატება იმაში, რომ იმ ადგილის


დასახასიათებლად სადაც რაიმე მოვლენა ხდება, საკმარისია სამი რიცხვის დასახელება .
მათ სივრცითი კოორდინატები ეწოდებათ. აგრეთვე, სამი რიცხვი არის საკმარისი ორი
წერტილის ურთიერთგანლაგების დასახასიათებლად.

სივრცის ერთგავროვნება გამოიხატება იმაში, რომ ფიზიკის კანონები უშუალოდ არ არის


დამოკიდებული ადგილმდებარეობაზე. ისინი ერთნაირია სამყაროს ნებისმიერ
წერტილში. ცდა, რომელიც ერთსადაიმავე ფიზიკურ პირობებში ტარდება სივრცის
სხვადასხვა წერტილში იძლევა ერთსადაიგივე შედეგს.

სივრცის იზოტროპულობა გამოიხატება იმაში, რომ ფიზიკის კანონები არ არის უშუალოდ


დამოკიდებული სისტემის ორიენტაციაზე სივრცეში.

მოვლენა არის ისეთი „რაღაც“ რაც ხასიათდება სივრცეში ადგილმდებარეობითა და


დროის მომენტით. ანუ სად და როდის მოხდა ეს „რაღაცა“. ამგვარად, მოვლენის
დასახასიათებლად საჭიროა ოთხი რიცხვის ცოდნა: სამი სივრცითი და ერთი დროითი
კოორდინატისა. ნებისმიერი ფიზიკური პროცესი წარმოადგენს მოვლენათა
თანმიმდევრობას ან ერთიანობას.

შენახვის კანონები
განვიხილოთ ზარბაზნიდან (1-ლი სხეული) ჭურვის (მე-2 სხეული) გასროლის
პროცესი. ნიუტონის მე-3 კანონის თანახმად ზარბაზნის მხრიდან ჭურვზე მოქმედების
ძალის სიდიდე ტოლია ჭურვის მხრიდან ზარბაზანზე მოქმედი ძალის სიდიდისა:
F1=F2. ნიუტონის მეორე კანონის თანახმად კი F1=m1 a1 და F2=m2 a2; აქ m
აღნიშნავს მასას, ხოლო a - აჩქარებას. აქედან გამომდინარე m 2 a2 =m 1 a1 რადგან
ზარბაზნისა და ჭურვის საწყისი სიჩქარეები ნულია, ამიტომ მათი საბოლოო
(გამოტყორცნის მომენტში) სიჩქარეებისთვის სამართლიანი იქნება ტოლობა [m 2
v2 ]=[m 1 v1], ხოლო სიჩქარეების მიმართულებები კი ურთიერთსაწინააღმდეგოა.
ამის გათვალისწინებით m2 v2 =-m1 v1 ანუ
m 1 v1 + m 2 v2 = 0.
რადგან საწყისი მდგომარეობისათვის ამ სხეულების მასებისა და
სიჩქარეების ნამრავლის ჯამი აგრეთვე ნულია (ჭურვი და ზარბაზანი ხომ უძრავი იყო
თავიდან), ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ რომ ჭურვისა და ზარბაზნის მასებისა და
სიჩქარეების ნამრავლის ჯამი უცვლელი სიდიდეა, ანუ ინახება. მასისა და სიჩქარის
ნამრავლს სხეულის იმპულსი ეწოდება. ზოგადად: ჩაკეტილი სისტემის იმპულსი მუდმივი
სიდიდეა. ამ კანონს იმპულსის მუდმივობის (შენახვის) კანონი ეწოდება. ეს უნივერსალური
კანონია. იმპულსის მეშვეობით ნიუტონის მეორე კანონი ასე ჩაიწერება: Fxt=∆P. რამდენიმე
ძალის არსებობის შემთხვევაში კი: (F1+F2+F3+...+FN) x t = ∆P.

Fxt სიდიდეს (ძალა გამრავლებული დროზე, რა დროშიც ძალა მოქმედებს სხეულზე )


ძალის იმპულსი ეწოდება. ეს სიდიდე ძალის მახასიათებელია დროში . არსებობს ძალის
მახასიათებელი სივრცეშიც: FxS ანუ, ძალა გამრავლებული მანძილზე, რომელზედაც ძალა
მოქმედებს. ამ სიდიდეს მუშაობა ეწოდება. FxS=A.

რექტიული მოძრაობა.

ნავი მოძრაობს წყლის ზედაპირზე იმიტომ, რომ ნიჩაბი უბიძგებს წყალს უკან, საპასუხოდ
წყალი უბიძგებს ნავს წინ, აგრეთვე ავტომანქანის საბურავები უბიძგებს გზას უკან , გზა კი -
მანქანას წინ. თვითმფრინავის პროპელერი უბიძგებს ჰაერს უკან, ჰაერი კი თვითმფრინავს
უბიძგებს წინ. თითქოს ყველანაირი მოძრაობა დამყარებულია საყრდენის
არსებობაზე. მაგრამ სინამდვილეში არსებობს რეაქტიული მოძრაობაც , რომელიც
იმპულსის მუდმივობის კანონზეა დამყარებული. რეაქტიული ძრავა არის მანქანა ,
რომლიდანაც დიდი ძალით გამოიტყორცნება ნამწვავი აირები, ხოლო თვით მანქანა ამის
შედეგად მოძრაობს საპირისპირო მიმართულებით.

გამოთვლები გვაჩვენებს, რომ პირველი კოსმოსური სიჩქარის (მიახლოებით 8კმ/წმ)


მისაღწევად საჭიროა რომ რაკეტის მასის 19/20 ნაწილს საწვავი შეადგენდეს. რაკეტის
სიჩქარის გასაზრდელად საჭიროა გამოტყორცნილი ნამწვავი გაზების სიჩქარის გაზრდა .
თანამედროვე რაკეტები მრავალსაფეხურიანია, და საწვავის დაწვის შემდეგ საწვავი
ავზების რაკეტიდან ჩამოშორება ხდება.

შენახვის კანონების კავშირი სივრცისა და დროის სიმეტრიასთან.

ენერგია არის მუშაობის შესრულების უნარი. მუშაობა არის ძალის ნამრავლი


გადაადგილებაზე. ენერგიისა და იმპულსის შენახვის კანონი, აგრეთვე ნიუტონის კანონები
სამართლიანია ნებისმიერ ინერციულ სისტემაში. თუმცა მექნიკურ ენერგიასა და იმპულსს
სხვადასხვა ათვლის სისტემაში სხვადასხვა მნიშვნელობები აქვს, მათი ცვლილება ამ
სისტემებში ერთი და იმავე კანონებით აღიწერება.

სხეულის მექანიკური ენერგია შედგება კინეტიკური და პოტენციური ენერგიების ჯამისაგან .


სხეულის კინეტიკური ენერგია დაკავშირებულია მის მოძრაობასთან და m მასის სხეულის
კინეტიკური ენერგია ტოლი E(kin) = ½ mv2. აქ v არის სხეულის სიჩქარე. კინეტიკური
ენერგიის ცვლილება ტოლია სხეულზე შესრულებული მუშაობის. ეს არის თეორემა
კინეტიკური ენერგიის შესახებ.
პოტენციური ენერგია სხეულებს აქვთ ურთიერთქმედების გამო. ამიტომ პოტენციური
ენერგიის მნიშვნელობა სხეულების ურთიერთმდებარეობაზეა დამოკიდებული . ფიზიკური
აზრი აქვს მხოლოდ პოტენციური ენერგიის სხვაობა ს. ის ტოლია პოტენციური ძალების
მიერ შესრულებული მუშაობისა მინუსი ნიშნით. პოტენციური ძალები ის ძალებია ,
რომლებიც განაპირობებს სხეულების პოტენციურ ენერგიას. მათ მიერ შესრულებული
მუშაობა არ არის დამოკიდებული სხეულის მოძრაობის ტრაექტორიაზე და განისაზღვრება
მხოლოდ სხეულის საწყისი და საბოლოო მდებარეობებით. მაგალითად, დედამიწის
მიზიდულობის ველში პოტენციური ენერგია ტოლია E(pot) = mgh, სადაც g არის
თავისუფალი ვარდნის აჩქარება, ხოლო h-მანძილი დედამიწის ზედაპირამდე. ჩაკეტილ
მექანიკურ სისტემებში ნებისმიერი ურთიერთქმედებისას სისტემის მთლიანი ენერგია
ინახება. ხახუნის ძალის არსებობის შემთხვევაში შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ სისტემის
მექანიკური ენერგია „დაიკარგა“.

განვიხილოთ ეს მოვლენა ცოტა უფრო დეტალურად.

როგორც უკვე ვიცით, სამყარო შედგება მოძრავი ატომებისაგან. ატომებს აქვს მასა,
მოძრავ ატომს აქვს კინეტიკური ენერგია. რა თქმა უნდა, ატომის მასა ძალიან მცირეა ,
მაგრამ ატომების რიცხვი ხომ მილიარდი მილიარდებია. მათი კინეტიკური და
ურთიერთქმედების პოტენციური ენერგიების ჯამი წარმოადგენს სხეულის შინაგან
ენერგიას. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ენერგიის შენახვის კანონზე მექანიკაში , ეს არ არის
სრულიად უნივერსალური კანონი, რადგანაც მექანიკური ენერგია ინახება მხოლოდ
ხახუნის არარსებობის შემთხვევაში. მაგრამ მექანიკაში ჩვენ არ ვსაუბრობთ ატომების
ენერგიაზე. იქ სადაც ერთი შეხედვით მექანიკური ენერგია იკარგება , სინამდვილეში ის
გადადის ატომების ენერგიაში. ატომების მოძრაობა ემორჩილება მექანიკის კანონებს .
თუმცა მათი მექანიკა გარკვეული თვალსაზრისით თავისებურია, მაგრამ ენერგიის
შენახვის თვალსაზრისით ატომები სრულიად არ განსხვავდება დიდი ზომის
სხეულებისაგან. ასე რომ, ენერგიის შენახვის კანონი სრულყოფილად იქნება
გააზრებული, მაშინ როცა სხეულის მექანიკურ ენერგიასთან ერთად სათვალავში ქნება
მიღებული ამ სხეულისა და გარემოს შინაგანი ენერგია. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება
ენერგიის შენახვის კანონი საყოველთაო, უნივერსალური.

მაშ რისგან შედგება სხეულის სრული ენერგია? მისი პირველი შემადგენელი ნაწილი
ჩვენ უკვე ვთქვით - ეს არის ატომების კინეტიკური ენერგია. მაგრამ არ უნდა
დაგვავიწყდეს, რომ ატომები ურთიერთქმედებენ. ასე რომ სრული ენერგიის შემადგენელი
კიდევ ერთი ელემენტი არის ატომების ურთიერთქმედების პოტენციური ენერგია .
ადვილი გასაგებია, რომ სხეულის მექანიკური ენერგია მისი სრული ენერგიის მხოლოდ
ნაწილია. როცა სხეული უძრავია, მისი ატომები არ წყვეტს მოძრაობასა და
ურთიერთქმედებას. სწორედ ატომების კინეტიკური და პოტენციური (ურთიერთქმედების )
ენერგიების ჯამი წარმოადგენს სხეულის შინაგან ენერგიას. ხოლო სხეულის სრული
ენერგია ტოლია მისი მექანიკური და შინაგანი ენერგიების ჯამისა . სხეულის მექანიკური
ენერგია თავის მხრივ მისი კინეტიკური ენერგიისა პოტენციური ენერგიის ჯამის ტოლია .
როცა შინაგან ენერგიას მივიღებთ მხედველობაში, მექანიკური პროცესების განხილვისას
აღარ აღმოვაჩენთ ენეგიის დანაკლისს. არ არსებობს მექანიკური ენერგიის გაქრობა, ის
გარდაიქმნება შინაგან ენერგიად. მოლეკულები და ატომები ემორჩილება მექანიკური
ენერგიის შენახვის კანონს. მოლეკულების სამყაროში არ არსებობს ხახუნი;
მოლეკულების მდგომარეობას განსაზღვრავს მათი კინეტიკური და პოტენციური
ენერგიების ურთიერთგარდაქმნა.

მხოლოდ დიდი ზომის სხეულების სამყაროში, სადაც ვერ ვამჩნევთ მოლეკულებს,


ენერგია შეიძლება „გაქრეს“, „დაიკარგოს“.

ამგვარად, ჩაკეტილი სისტემის სრული (შინაგანს პლუს მექანიკური) ენერგია მუდმივი


სიდიდეა. ეს არის ენერგიის მუდმივობის კანონი. ასე რომ, ენერგიის შენახვის კანონი
უნივერსალური კანონია, და მას არ გააჩნია გამონაკლისი. თუ რომელიმე
ექსპერიმენტის შედეგად გვეჩვენება, რომ ენერგია „დაიკარგა“, ეს იმას ნიშნავს , რომ
ენერგიის რაღაც ნაწილი ვერ გავითვალისწინეთ ენერგეტიკული ბალანსის შედგენისას .

ენერგიისა და იმპულსის შენახვის კანონები მჭიდროდ არის დაკავშირებული სივრცისა და


დროის სიმეტრიულობასთან. იმპულსის მუდმივობის კანონი გამომდინარეობს სივრცის
ერთგვაროვნებიდან ანუ ფიზიკური პროცესების სიმეტრიულობიდან პარალელური
გადატანის მიმართ, რაც იმას ნიშნავს, რომ მოვლენები სისტემაში არ შეიცვლება თუ
სისტემას პარალელურად გადავიტანთ სივრცის სხვა წერტილში, ისე რომ სისტემის ყველა
სხეული აღმოჩნდეს იმავე ფიზიკურ მდგომარეობაში როგორც იყო გადატანამდე . ცხადია ,
რომ ამგვარი გადატანის დროს სისტემის პოტეციური ენერგია, (ის ნაწილი ) რომელიც
განპირობებულია სისტემის შიგა სხეულების ურთიერთქმედებით და შესაბამისად
დამოკიდებულია მხოლოდ სისტემის შიგა სხეულების ურთიერთგანლაგებაზე , დარჩება
უცვლელი, იმ პირობით რომ სივრცე ერთგვაროვანია.

მაშასადამე შინაგანი (პოტენციური) ძალების მიერ შესრულებული მუშაობა ასეთი


გადატანისას ნულის ტოლია (ენერგიის შენახვის კანონი). მაგრამ რადგან ყველა სხეული
ერთსა და იმავე მანძილზე და ერთი მიმართულებით გადავიტანეთ, ამიტომ ყველა
შინაგანი ძალის ჯამი ნულის ტოლი ყოფილა (გაიხსენეთ, რომ მუშაობა უდრის ძალა
გამრავლებული გადაადგილების მანძილზე). ეს კი სწორედ ის პირობაა , რომლის
არსებობისას ნიუტონის მეორე კანონიდან გამომდინარეობს იმპულსის მუდმივობის
კანონი. მართლაც, ნოუტონის მე-2 კანონი იმპულსის მეშვეობით, როგორც ვნახეთ,ასე
ჩაიწერება

(F1+F2+F3+...+FN)t=∆P. ამიტომ თუ (F1+F2+F3+...+FN)=0, მაშინ ∆P=0, რაც იმპულსის მუდმივობის


კანონია! ამ მსჯელობიდან გამომდინარეობს არა მარტო იმპულსის მუდმივობის კანონი ,
არამედ ნიუტონის მესამე კანონიც ნებისმიერი ურთიერთქმედებისათვის . მართლაც , თუ
სისტემაში სულ ორი ძალა მოქმედებს მათი ჯამი ნული უნდა იყოს. F1+F2=0, ეს კი ნიუტონის
მესამე კანონია. როგორც ვხედავთ იმპულსის მუდმივობა და ნიუტონის მესამე კანონი
სივრცის ერთგვაროვნების (პარალელური გადატანის მიმართ სიმეტრიის) შედეგია .

ენერგიის შენახვის კანონი დაკავშირებულია დროის

ერთგვაროვნებასთან.

დროის ერთგვაროვნება ნიშნავს, რომ ჩაკეტილ სისტემაში ერთნაირი

საწყისი პირობების მქონე ყველა მოლენა მიმდინარეობს ერთნაირად

დამოუკიდებლად იმისა თუ დროის რომელ მომენტში არის შექმნილი ეს


ერთნაირი საწყისი პირობები. ეს ნიშნავს, რომ სისტემის მექანიკური

ენერგია განისაზღვრება მხოლოდ სისტემის შემადგენელი სხეულების

სიჩქარითა და ურთიერთმდებარეობით. ენერგია უშუალოდ არ არის

დამოკიდებული დროზე. ასე რომ იყოს შეიძლებოდა ასეთი ექსპერიმენტი

ჩაგვეტარებინა. ვთქვათ, გრავიტაციული მუდმივა დამოკიდებულია დროზე.

ანუ, ვთქვათ, სხეულები ორშაბათს უფრო მძიმეა, ვიდრე კვირას. მაშინ

კვირას რომელიმე სხეულს იოლად ავიტანდით რაიმე სიმაღლეზე, ხოლო

ორშაბათს იგივე სხეულს ამსიმაღლიდან დავუშვებდით ისე, რომ

მივიღებდით ზედმეტ ენერგიას არაფრისგან, ან უფრო სწორად რომ

ვთქვათ დროისაგან. ამგვარად შევქმნიდით მუდმივად მომუშავე

მანქანას - პერპეტუუმ მობილეს. დროის ერთგვაროვნება არა მარტო

ენერგიის მუდმივობის კანონის არსებობის საშუალებას იძლევა , არამედ

საერთოდ მეცნიერების არსებობის საშუალებას. მეცნიერება ადგენს

ობიექტურ კანონებს, რომელთა სისწორე შეიძლება შევამოწმოთ დროის

სხვადასხვა მომენტში.

სიმძლავრე. კალორია.

ენერგიის საზომი ერთეული საერთაშორისო სისტემაში არის ჯოული. 1ჯ=1ნX1მ.

100 გრამი სხეული დედამიწის ზედაპირიდან 1 მ-ზე რომ ავიტანოთ, მას ექნება
1ჯოული პოტენციური ენერგია დედამიწის ზედაპირის მიმართ.

სიმძლავრე არის დროის ერთეულში შესრულებული მუშაობა. საერთაშორისო


სისტემაში მისი საზომი ერთეულია ვატი, რომელიც არის ერთი ჯოული მუშაობა
შესრულებული ერთ წამში. ტექნიკაში ხშირად იყენებენ ერთეულს, რომელსაც ცხენის
ძალა ეწოდება.

1 ცხ. ძ =750 ვტ = 0.750 კვატს. 1 კილოვატი = 1000 ვატს.

ელექტრო ენერგიის საზომი საყოფაცხოვრებო პირობებში არის 1 კვტ საათი . სითბური


მოვლენების შესწავლისას ხშირად იყენებენ ერთეულს, რომელსაც კალორია ეწოდება.
მცირე კალორია (კალ) - ეს არის ენერგიის ის რაოდენობა, რომელიც საჭიროა 1 გრამი
წყლის 1 გრადუსით გასათბობად. კილოკალორია (კკალ) - ეს არის ენერგია, რომელიც
საჭიროა ერთი კილოგრამი წყლის ერთი გრადუსით გასათბობად. ცხადია , რომ

1კკალ = 1000 კალ ანუ ათასჯერ მეტია მცირე კალორიაზე.

ენერგიის მექანიკურ ერთეულებსა (ჯოული) და კალორიებს შორის ურთიერთკავშირის


დასადგენად წყალს მექანიკური მეთოდით ათბობენ. შეიძლება , მაგალითად , ერთი
კილოგრამი წყლის ტემპერატურის გაზრდა ერთი გრადუსით მისი ენერგიული მორევის
მეშვეობით. დახარჯული მექანიკური ენერგიის გამოთვლა ხდება ზუსტად და ამგვარად
დგინდება კავშირი ჯოულსა და (კილო)კალორიას შორის. მრავალრიცხოვანმა
ექსპერიმენტებმა გვაჩვენა, რომ 1 კალ - 4.18 ჯოულს, ანუ 1 კკალ = 4180 ჯოულს. ნებისმიერ
საკვებს აქვს შესაბამისი ენერგეტიკული ღირებულება.

მაგალითად, ერთი მოხარშული კვერცხი მიახლოებით 70 კილოკალორიას შეიცავს.


საშუალო ზომის კარტოფილი - 160 კილოკალორიას; საშუალო ვაშლი - 90
კილოკალორიას. ადამიანს საშუალოდ დღეში 2000 კილოკალორია სჭირდება.

პერპეტუუმ მობილე - ეს არის მუდმივი ძრავა. მუდმივმა ძრავამ თავისით უნდა


დაიწყოს მუშაობა: მაგალითად დაატრიალოს ბორბალი ან ასწიოს ტვირთები ზევით . ეს
მუშაობა მუდმივად უნდა გაგრძელდეს, ხოლო ძრავამ არ უნდა მოითხოვოს არც საწვავი ,
არც მუშახელი და არც რაიმე სხვა გარეშე ენერგიის წყარო. პირველი მოდელი ამგვარი
„მუდმივი ძრავისა“ ცნობილია მე-13 საუკუნიდან. მას შემდეგ მრავალი
„გამომგონებელი“ ცდილობდა მუდმივი ძრავის შექმნას, მაგრამ შედეგი ყოველთვის
უარყოფითი იყო. რადგან შეუძლებელია არაფრისგან მუშაობის მიღება .

ლექცია 4

ფარდობითობის პრინციპი.
აინშტაინის ფარდობითობის სპეციალური თეორია

1. ათვლის ინერციული სისტემა - ეს არის ათვლის სისტემა,

რომლეშიაც სამართლიანია ინერციის კანონი (ნიუტონის 1-ლი

კანონი): ნებისმიერი სხეული, რომელზედაც სხვა სხეულები არ

მოქმედებს (ან მათი მოქმედება კომპენსირებულია), უძრავია ან

მოძრაობს წრფივად და თანაბრად.

ყოველი ათვლის სიტემა, რომელიც ინერციული სისტემის მიმართ წრფივად და თანაბრად


მოძრაობს აგრეთვე ინერციულ სისტემას წარმოადგენს. ფარდობითობის პრინციპის
თანახმად ყველა ინერციული სისტემა ექვივალენტურია, და ფიზიკის ყველა კანონი
ამ სისტემებში ერთნაირად მოქმედებს.
2. არაინერციული სისტემები - ყველა სხვა სისტემას გარდა ინერციულისა ეწოდება
არაინერციული სისტემა.

ფარდობითობის პრინციპის თანახმად ინერციულ სისტემებში ბუნების კანონები არ არის


დამოკიდებული ათვლის სისტემის არჩევაზე.

ერთერთი პირველი ვინც სერიოზულად დაფიქრდა ფარდობითობის პრინციპზე იყო


გალილეო გალილეი. „თანაბრად და რწევის გარეშე მოძრავი გემის კაიუტაში თქვენ
ვერანაირი მოვლენის მეშვეობით, და ვერც რაიმეთი რასაც თქვენ შეიგრძნობთ , ვერ
აღმოაჩენთ მოძრაობს გემი თუ უძრავია“.

თუ თქვენ გძინავთ თანაბრად მოძრავი მატარებლის ზემოთა საწოლზე, თქვენ ვერ


მიხვდებით მოძრაობთ თუ უბრალოდ გარწევთ ვაგონი. მაგრამ... როგორც კი მატარებელი
დაამუხრუჭებს თქვენ საწოლიდან ჩამოვარდებით და დარწმუნებით იტყვით , რომ თქვენ
მოძრაობდით!

სხვადასხვა ათვლის სისტემაში სხვადასხვანაირად გამოიყურება , მაგრამ ფიზიკის


კანონები ყველა ინერციულ სისტემაში ერთნაირია. ეს ნიშნავს იმას, რომ არ არსებობს
რომელიმე ერთი პრივილეგირებული ათვლის სისტემა. ეს არის ფარდობითობის
პრინციპი.

ჩავატაროთ აზრობრივი ცდა, რომელსაც გალილეის მიაკუთვნებენ. დამკვირვებელი


ისვრის ქვებს ან უძრავი ხმელეთზე მდგომი კოშკიდან, ან იგივე სიმაღლის მქონე გემის
ანძიდან. გემი მოძრაობს წრფივად და თანაბრად ზღვაში. თუმცა გემზე მყოფი
დამკვირვებლისათჳის ანძიდან ქვემოთ ნასროლი ქვა ვერტიკალურად ვარდება , მაგრამ
ხმელეთზე მყოფი დამკვირვებლისათვის ქვის ტრაექტორია წარმოადგენს პარაბოლას ,
რადგან თვითონ გემი მოძრაობს წრფივად და თანაბრად. ანალოგიურად, ხმელეთზე
მყოფი დამკვირვებელი ხედავს, რომ კოშკიდან ქვები ვარდება ვერტიკალურად ქვევით ,
მაგრამ გემზე მყოფი დამკვირვებლისათვის ქვის ტრაექტორია კვლავ პარაბოლაა .

ნებისმიერი ფიზიკური მოვლენის აღწერა დამოკიდებულია ათვლის სისტემაზე,


რომელშიც იმყოფება დამკვირვებელი: იცვლება მოვლენის აღწერა, მაგრამ ბუნების
კანონები არ არის დამოკიდებული ათვლის სისტემაზე, ანუ ინვარიანტულია.

აღნიშნული მტკიცებულება კანონების ინვარიანტულობის შესახებ ნიშნავს, რომ,


მაგალითად, ნიუტონის მეორე კანონი ორივე სისტემაში ჩაიწერება ერთნაირად : a=F/m (1).

ქვის სიჩქარისა და კოორდინატის აღმწერი ფორმულებიც, შესაბამისად ერთნაირი იქნება .


ერთი და იგივე იქნება, აგრეთვე, ამ ფორმულებში შემავალი ზოგიერთი ფიზიკური
სიდიდის მნიშვნელობა. პირველ რიგში ეს სიდიდეა დრო. კლასიკურ ფიზიკაში
სხვადახსვა სისტემაში გადასვლისას უცვლელია, ასევე, მასის, აჩქარებისა და ძალის
მიშვნელობები. ასე რომ (1) განტოლება, რომელიც მექანიკის ძირითად განტოლებას
წარმოადგენს, აკმაყოფილებს ფარდობითობის პრინციპს, რადგან ეს განტოლება
სამართლიანია ნებისმიერ ინერციულ სისტემაში.

სხეულის მოძრაობის აღმწერი სხვა სიდიდეების რიცხობრივი მნიშვნელობა - როგორიცაა


სიჩქარე (საწყისი და მიმდინარე), კოორდინატები (სასწყისი და მიმდინარე) -
დამოკიდებულია ათვლის სისტემის არჩევაზე, და ეს არის სწორედ მოძრაობის
ფარდობითობის გამოხატულება. სწორედ საწყისი პირობების (საწყისი სიჩქარე და
კოორდინატა) სხვადასხვაობა სხვადასხვა ათვლის ისტემაში იწვევს მოძრაობის
ფარდობითობის ეფექტს, ანუ იმას, რომ ერთი და იგივე მოძრაობა სხვა და სხვა
ათვლის სისტემაში სხდასხვანარიად გამოიყურება.

ინერციული სისტემების ექვივალენტურობა, ანუ ფარდობითობის პრინციპი შეიძლება ,


აგრეთვე, ჩამოვაყალიბოთ როგორც დებულება ფიზიკური კანონების სიმეტრიულობის
შესახებ სხვადასხვა ინერციული სისტემების მიმართ. ყველა ინერციული სისტემის
ექვივალენტურობა გვაჩვენებს, რომ არ არსებობს რაღაც „აბსოლუტური“ სისტემა,
რომელსაც გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვების მიმართ.

ჩავატაროთ ერთი ჩვეულებრივი ყოფითი ექსპერიმენტი. ვთქვათ, უძრავი ათვლის


სისტემის მიმართ ატომობილი მოძრაობს წრფივად და თანაბრად х ღერძის გასწვრივ
v=60 კმ/სთ სიჩქარით. თუ დამკვირვებელი მოძრაობს vI=40კმ/სთ სიჩქარით იმავე
მიმართულებით, მაშინ ავტომობილის სიჩქარე მოძრავი დამკვირვებლის სისტემაში
იქნება vმოძრავი=(v- vI)=(60-40)=20 კმ/სთ

თუ ავტომობილი შემობრუნდება vმოძრავი=(60+40)=100 კმ/სთ.

ახლა ავტომობილი შევცვალოთ სინათლის იმპულსით. თითქოს არაფერი არ უნდა


შეიცვალოს პრინციპულად.

მოძრავ სისტემაში აღმოჩნდება, რომ დამკვირვებელი მიიღებს


მოულოდნელ შედეგს (და არა როგორც ავტომობილის შემთხვევაში). ანუ,
აღმოჩნდება, რომ სინათლის იმპულსის სიჩქარე უძრავ სისტემაში იგივეა, რაც მოძრავ
სისტემაში. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, სინათლის სიჩქარე არ არის დამოკიდებული
ათვლის სიტემის არჩევაზე, და იგი მუდმივი სიდიდეა.

ასეთი ვარაუდი სინათლის სხივის სიჩქარის მუდმივობის შესახებ სხვადასხვა


სისტემებში გამოთქვა ალბერტ აინშტაინმა. ასტრონომიულმა დაკვირვებებმა შემდგომში
დაადასტურა მისი ვარაუდი.

სინათლის სიჩქარის მუდმივობის შესახებ დაშვების აუცილებლობა გამოიწვია იმ ფაქტმა ,


რომ ელექტროდინამიკის კანონები (მაქსველის განტოლებები) არ იყო ინვარიანტული
სხვადასხვა ინერციულ სისტემაში. ანუ, ირღვეოდა ფარდობითობის პრინციპი
ელექტრომაგნიტური მოვლენების შემთხვევაში. ფარდობითობის პრინციპის
უნივერსალურობის შესანარჩუნებლად, როგორც შესაბამისი მათემატიკური გარდაქმნები
გვიჩვენებდა, საჭირო იყო სინათლის სიჩქარის მუდმივობის დაშვება . რაც თავის მხრივ,
ერთი სისტემიდან მეორე სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში იწვევდა სივრცისა და
დროის გალილეისებური გარდაქმნების კანონების გადახედვას.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კლასიკური მექანიკის დებულება იმის შესახებ, რომ ერთი
სისტემიდან მეორეში გადასვლისას დრო და მანძილი არ იცვლება არასწორად უნდა
ჩაგვეთვალა. სწორედ ასეთი რევოლუციური დაშვებები გააკეთა ალბერტ აინშტაინმა .
შემდგომში ექსპერიმენტებმა ასეთი დაშვების სისწორე დაადასტურა .
აინშტაინმა შექმნა ფარდობითობის სპეციალური თეორია, რომელიც აღწერს სხეულების
მოძრაობას სინათლის სიჩქარესთან მიახლოებული სიჩქარით, ანუ რელატივისტური
სიჩქარით. ეს თეორია ეყრდნობა ორ პრინციპს (პოსტულატს):

1) ფარდობითობის პრინციპსა;

2) და დაშვებას იმის შესახებ, რომ სინათლის სიჩქარე ყველა

სისტემაში ერთნაირია და ეს სიჩქარე წარმოადგენს

მატერიის (სიგნალის, ინფორმაციის) გადატანის მაქსიმალურ სიჩქარეს ბუნებაში


(300 000 კმ/წმ). სინათლის სიჩქარეს აღნიშნავენ c ასოთი. გალილეის ფარდობითობის
პრინციპისაგან განსხვავებით, ამ

შემთხვევაში ფარდობითობის პრინციპი ვრცელდება არა

მხოლოდ მექანიკის კანონებზე, არამედ ფიზიკის ყველანაირ

კანონებზე, მათ შორის ელექტრომაგნიტურ კანონებზეც.

მეორე პოსტულატის თანახმად ორ სხეულს შორის ურთიერთქმედება


დისტანციაზე არ შეიძლება მოხდეს მყისიერად, როგორც ამას კლასიკურ მექანიკაში
განიხილავდნენ.

მაგალითად, თუ ორი სხეული ერთმანეთისაგან გარკვეულ მანძილზე იმყოფება, მაშინ


ერთი სხეულის მდებარეობის ცვლილება არ გამოიწვევს მეორე სხეულზე ამ სხეულის
მხრიდან მოქმედი ძალის მყისიერ ცვლილებას. არამედ, ამ ძალის ცვლილებას
გარკვეული დრო დასჭირდება. კერძოდ, ეს დრო ტოლია სხეულებს შორის მანძილი
გაყოფილი სინათლის სიჩქარეზე - სწორედ ამ დროში, და არა მყისიერად (!), მეორე
სხეულამდე მივა სიგნალი, იმის შესახებ რომ პირველმა სხეულმა მდებარეობა შეიცვალა .

ფარდობითობის თეორიის ცნობილი ეფექტებია (მათ რელატივისტური ეფექტები


ეწოდება) დროის მიმდინარეობის შენელება და სიგრძის შემოკლება სწრაფად მოძრავი
სხეულებისათვის, ერთდროულობის ცნების ფარდობითობა (ორი მოვლენა ხდება
ერთდროულად ათვლის ერთ სისტემაში და სხვადასხვა დროს ათვლის მეორე
სისტემაში).

ერთდროულობის პრობლემა

ნიუტონის მიხედვით არსებობს „სამყაროს საათი“, რომელსაც შეიძლება ყოველთვის


შევუდაროთ ჩვენი საათი. ამ მოსაზრების თანახმად სივრცის ნებისმიერ ორ A და B
წერტილში თუ საათები ერთსა და იმავე „აბსოლუტურ“ დროს აჩვენებს, მაშინ B
წერტილიდან საათს თუ სხვა C წერტილში გადავიტანთ, ეს საათი კვლავ A წერტილის
საათთან იქნება სინქრონიზებული. თუმცა, აინშტაინმა აჩვენა, რომ ეს ასე არ არის - თურმე,
სინამდვილეში C წერტილში საათის ჩვენება დამოკიდებულია ამ წერტილში საათის
გადატანის სიჩქარეზე! აბსოლუტური დროის არსებობის შემთხვევაში ერთდროულობის
განსაზღვრება ძალიან მარტივია - მაგრამ საჭიროა ერთდროეულობის მოვლენას
სხვანაირად შევხედოთ (ორი სხვადასხვა სისტემის დამკვირვებლის თვალსაზრისით ).
ჯერ განვიხილოთ საათების სინქრონიზაციის პრობლემა. თუ მოვლენები სივრცის ერთ
წერტილში ხდება, მაშინ ერთდროეულობის განმარტება ცხადია ; ორ მოვლენას შორის
დროის ხანგრძლივობაც ადვილი ასათვლელია: საკმარისია ამ წერტილში გვქონდეს
საათი. მაგრამ თუ მოვლენები სივრცის სხვადასხვა წერტილში ხდება , მაშინ როგორ
გავიგოთ ამ ორ წერტილში მოთავსებული საათები სინქრონიზირებულია თუ არა ? ანუ,
ერთი და იმავე დროს აჩვენებს თუ არა? ან, როგორ გავიგოთ ორი მოვლენა
ერთდროულია თუ არა? ამის გაგება შეუძლებელია, თუ ჯერ არ განვმარტავთ რას ნიშნავს
საათების სინქრონიზაცია და რა არის ორი ერთდროეული მოვლენა სივრცის ორ
სხვადასხვა წერტილში! ანუ, ჯერ უნდა შევთახმდეთ რას ეწოდება ერთდროული
მოვლენა სივრცის ორ სხვადასხვა წერტილში!

ვთქვათ, A წერტილიდან t1 მომენტში A საათის მიხედვით გამოდის სხივი, რომელიც


აღწევს B წერტილს მომენტში B საათის მიხედვით. ირეკლება B წერტილიდან და აღწევს
A წერტილში t2 მომენტში A საათის მიხედვით. ამბობენ, რომ ორი საათი სინქრონულ
დროს აჩვენებს, თუ

ეს არის საათების სინქრონიზაციის აინშტაინისებური

განმარტება.

ერთდროულობის განმარტება კი აინშტაინის მიხედვით

შემდეგია: სივრცის ორ სხვადასხვა A და B წერტილში

მოხდენილ ორ მოვლენას ეწოდება ერთდროული მოცემული

დამკვირვებლისათვის, თუ მანძილები დამკვირვებლიდან A და

B წერტილებამდე ერთმანეთის ტოლია და თუ ხდომილებების

მომენტში ამ წერტილებიდან გაშვებული სინათლის სხივები

დამკვირვებლამდე მისი საათის მიხედვით ერთსა და იგივე მომენტში მიაღწევს .

მარცხენა სურათი. М და Н დამკვირვებელი იმყოფებიან А და В წერტილებიდან თანაბარ


მანძილებზე - შესაბამისად უძრავ ვაგონში და ბაქანზე. ვთქვათ, ბაქნის А და В
წერტილებში საათები სინქრონიზებულია. დავუშვათ, A და B საათების მიხედვით
ერთდროულად ვაგონის მარცხენა და მარჯვენა ბოლოებს ეცემა ელვა. M
დამკვირვებლისათვის ეს ორი ელვის დაცემა ხდება დროის ერთსადაიმავე მომენტში ,
რადგან მანძილი ელვის ორ დარტყმის წერტილიდან M დამკვირვებლამდე ერთნაირია
და ამ ორი ელვის დარტყმის ანარეკლი ერთდროულად მივა M დამკვირვებლამდე . იგივე
მიზეზით, ეს ორი მოვლენა ერთდროული იქნება Н დამკვირვებლებისთვისაც.

მარჯვენა სურათი. ვაგონი მოძრაობს მარჯვნივ. იმ მომენტში , როცა ვაგონის შუა წერტილი
(M დამკვირვებელი) Н დამკვირვებელს უსწორდება, ბაქნის А და В წერტილებს ეცემა
ელვა და ხდება ამ წერტილებსი ნათება. Н დამკვირვებელი ხედავს ორივე ნათებას კვლავ
ერთდროულად.

М დამკვირვებლისათვის კი В წერტილში ნათება მოხდება უფრო ადრე, ვიდრე А


წერტილში, ვინაიდან В წერტილიდან წამოსული სხივი მასთან უფრო ადრე მივა, ვიდრე А
წერტილიდან წამოსული სხივი (თვითონაც ხომ უახლოვდება В წერტილს, ხოლო А
წერტილს კი - შორდება). ამავე დროს M დამკვირვებლის სისტემაში მანძილი მასსა და
ვაგონის საწყის და ბოლო წერტილებს შორის ერთნაირია. ამიტომ ეს დამკვირვებელი
დაასკვნის, რომ ჯერ A მოვლენა მოხდა და შემდეგ კი B მოვლენა. ანუ, ამ ვარიანტში ის
რაც ერთდროულია ბაქანზე მდგომისათვის არ არის ერთდროული ვაგონში მყოფისათვის.

თუ სხვა ვარიანტში Н დამკვირვებელი ისეთ პოზიციაში იქნება, რომ А წერტილში


ნათებას ოდნავ უფრო ადრე დაინახავს, ვიდრე В წერტილში ნათებას (ამ ვარიანტში Н
მდებარეობს ოდნავ ახლოს А წერტილთან, ე.ი. სურათზე ოდნავ მარცხნივაა
წანაცვლებული), მაშინ Н დამკვირვებელი დაასკვნის, რომ А მოვლენა უსწრებს В
მოვლენას, თუმცა ვაგონში მოძრავი М დამკვირვებლისათვის კვლავ პირიქით იქნება: В
მოვლენა უსწრებს А მოვლენას. შედეგად, ორივე დამკვირვებელი დაინახავს მოვლენებს
ურთიერთ საწინააღმდეგო თანმიმდევრობით. წარსული და მომავალი გაცვლის
ადგილებს სხვადასხვა სისტემაში!

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი ეფექტი მივიღეთ

იმის გამო, რომ სინათლის სხივის სიჩქარე არ არის დამოკიდებული ვაგონის მოძრაობის
სიჩქარეზე და არ არის უსასრულო, ის (სინათლის სიჩქარე) მუდმივი სასრული სიდიდეა .
ამასთანავე, აღწერილი ეფექტი მოჩვენებითი კი არაა, არამედ რეალობას ასახავს!

დროის შენელება

v სიჩქარით მოძრავ სისტემაში უძრავი დამკვირვებლის თვალსაზრისით დრო (t)


შედარებით უფრო ნელა გადის ვიდრე უძრავში (t0). წარმოიდგინეთ სინათლის საათი
(საერთოდ, საათი არის ნებისმიერი პერიოდული მოქმედების მექანიზმი ): ორი
ჰორიზონტალური სარკე რომელთა შორის მოძრაობს სინათლის ვერტიკალური სხივი.

უძრავ სისტემაში სხივის მოძრაობა მოცემულია მარცხენა

სურათზე. მოძრავი საათის შემთხვევაში სხივის მოძრაობა

მოცემულია მარჯვენა სურათზე.

მოძრავ საათში ერთი პერიოდის განმავლობაში, უძრავი


დამკვირვებლის თვალსაზრისით, სხივი მეტ მანძილს გადის. ვინაიდან
სინათლის სიჩქარე მუდმივი სიდიდეა, ამიტომ საათის ორ

მომდევნო „წიკ-წიკს“ შორის დროც მეტი იქნება. ე.ი. მოძრავ

სისტემაში უძრავი დამკვირვებლის თვალსაზრისით დრო შენელდება.


საბოლოოდ
ე.ი. უძრავი დამკვირვებლის თვალსაზრისით მოძრავ სისტემაში დრო შენელებულია.
(მფრინავ თვითმფრინავში საათი დედამიწის საათს ჩამორჩება 1 წამით 100 000
წელიწადში!!!!)

ტყუპების პარადოქსი

გიორგი და ლაშა ტყუპი ძმები არიან. ერთ-ერთი ტყუპის ცალი ჩავსვათ რაკეტაში და
გავუშვათ მოგზაურობაში. ვთქვათ, ტყუპის ცალი გიორგი დარჩება დედამიწაზე,
ხოლო ლაშა გაემგზავრება. გიორგი ფიქრობს რომ ლაშასთვის დრო შენელდება,
ვინაიდან გიორგის სიტემაში ლაშა მოძრაობს. მაგრამ ლაშა ფიქრობს, რომ
გიორგისთვის შენელდება დრო, რადგან მისი თვალსაზრისით გიორგი მოძრაობს. მაშ,
როცა ლაშა დაბრუნდება დედამიწაზე, და ძმები ერთმანეთს შეხვდებიან , ვინ იქნება უფრო
ხნიერი გიორგი თუ ლაშა? ლაშას თვალსაზრისით თვითონ იქნება უფრო ხნიერი , მაგრამ
გიორგის თვალსაზრისით კი - გიორგი. ხომ არ შეიძლება ორივე ერთდროეულად იყოს
უფრო ხნიერი?! ლოგიკური წინააღმდეგობა მივიღეთ. ე.ი. ფარდობითობის თეორია
არასწორია?!

თითქოს ორივე ტყუპის ცალის მსჯელობა სწორია, რადგან აბსოლუტური დრო არ


არსებობს. მაგრამ თუ სიტუაციას უფრო კარგად დავუკვირდებით, არავითარი
ექვივალენტურობა ორი ტყუპის ცალის ათვლის სიტემებს შორის არ არსებობს.
სინმდვილეში, ლაშამ განიცადა აჩქარება როცა გაფრინდა და განიცდის შენელებას როცა
დაბრუნდება, ანუ მისი სისტემა არაინერციულია. შესაბამისად , არასწორია ის დასკვნებიც ,
რომლებიც არაინერციული სიტემის დამკვირვებლის (ანუ, ლაშას) თვალსაზრისით
გაკეთდა. მაშასადამე, გიორგის თვალსაზრისით გაკეთებული დასკვნები არის სწორი .
ხოლო პარადოქსი გამოიწვია ორივე სისტემისათვის ინერციულობის დაშვებამ. თუ
ამოცანას ამ შესწორებით ამოვხსნით, მივიღებთ რომ ლაშას სისტემაში დრო უფრო ნელა
მიმდინარეობს გიორგის სისტემის თვალსაზრისით და ამიტომ როცა ის დაბრუნდება
დედამიწაზე, მისი ძმა, გიორგი, უკვე ღრმა მოხუცი იქნება.

ამ პარადოქსთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ , რომ ფარდობითობის


სპეციალური თეორია, ისევე როგორც გალილეის ფარდობითობის პრინციპი ,
სამართლიანია მხოლოდ ინერციული სისტემებისათვის.

სიგრძეში დამოკლება

უძრავი სახაზავის გასწვრივ მიფრინავს სხეული, რომლის საკუთარი სიგრძეა L0 = 1 მ.


თუმცა, როდესაც სხეული გაუსწორდება სახაზავს მისი სიგრძე L, უძრავი სახაზავის
სისტემაში იქნება ნაკლები.

(აქ v არის სახაზავის მოძრაობის სიჩქარე უძრავი დამკვირვებლის მიმართ, ხოლო c კი -


სინათლის სიჩქარე). სინათლის სიჩქარესთან მიახლოებული სიჩქარით მოძრაობისას
უძრავი სისტემის დამკვირვებლის თვალსაზრისით მოძრაობის გასწვრივ სხეულების
სიგრძე მოკლდება.

ფარდობითობის თეორიის ერთერთი მთავარი შედეგი არის ის, რომ უძრაობის მასას
შეესაბამება ენერგიის გარკვეული რაოდენობა. ეს შესაბამისობა აინშტაინის ცნობილი
ფორმულით გამოისახება: E =mc2

ეს თანაფარდობა ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს მასის რაღაც ნაწილი შეიძლება


გარდაიქმნას ენერგიად ან პირიქით. არამედ, როგორც რაოდენობრივი კავშირი ამ
ორ სიდიდეს შორის. მასა და ენერგია ექვივალენტური სიდიდეებია, მაგრამ მატერიის
სხვადასხვა თვისებებს გამოხატავს.

1 გრამი ნახშირის შესაბამისი (ექვივალენტური) ენერგია ტოლი იქნება Е1=1გ×(3×1010სმ/წმ2


= 9×1020 ერგი = 9×10 13ჯ. ამასთანავე 1 გ ნახშირის დაწვისას გამოიყოფა 7000 კალორია
ენერგია ანუ 2.9×104 ჯოული. ნახშირის უძრაობის მასის ენერგია 300 მილიონჯერ
მეტია მისი წვის ენერგიაზე!

ზეგადაციებული გარემო (ბოზე - ეინშტეინის კონდენსატი)

ტემპერატურა - ერთეული ნანოკელვინების რიგის.

სინათლის სიჩქარე - 20კმ/სთ

You might also like