You are on page 1of 3

ედმუნდ ჰუსერლის ფენომენოლოგია ღრმა აზროვნების და ახალი ჰორიზონტის

გახსნის მეთოდია. მისი ნააზრევი გახდა ბევრი ცნობილი ეგზისტენციალისტისა და


პერსონალიზმის ფუძემდებლების შთაგონების წყარო.

წიგნი რომელიც მინდა მიმოვიხილო ლევ შესტოვის მიერაა დაწერილი და სწორედ


ედმუნდ ჰუსერლის ეძღვნება. შესტოვი მას რამდენჯერმე შეხვდა და ამ შეხვედრით
აღფრთოვანებულმა წიგნი მიუძღვნა. ნაშრომის ლაითმოტივი მათი
ინტელექტუალური პაექრობაა და მკაფიოდ გადმოცემულია ორივე ფილოსოფოსის
პოზიციონირება.

ლევ შესტოვისა და ედმუნ ჰუსერლის ფილოსოფიური დიალოგი შთაგონებულია


აზროვნების ახალი ორიენტირით, რომელსაც შესტოვი „ადოგმატურ აზროვნებას“
უწოდებდა, ხოლო ჰუსერლი ფენომენოლოგიას. ორივე ფილოსოფოსი თვლიდა, რომ
დასავლური აზროვნების ტრადიციაში კაუზალობის პრინციპის გაბატონებამ მცდარ
გზაზე დააყენა მთელი ევროპული კაცობრიობა. ამ პრინციპის მიხედვით, ყველაფერი
წინასწარ არის დადგენილი და გადაწყვეტილი – მე არჩევანი არა მაქვს. ჰუსერლი
ამბობდა: „ცალმხრივი ინტელექტუალიზმი შეიძლება ადამიანს უბედურებად ექცეს“.
ჰუსერლი და შესტოვი გვაფრთხილებენ, რომ საფრთხე ემუქრება თავისუფლების
იდეას, რაც მათი აზრით, აზროვნებისა და ყოფიერების ჭეშმარიტ არსებას შეადგენს.

მიუხედავად იმისა,რომ ისინი სხვადასხვა სიტყვებით საუბრობენ,შეიძლება ითქვას


რომ ადოგმატური აზროვნება და ფენომენოლოგია მეთოდურ დონეზე კვლევის
ერთნაირი საშუალებებია,გადმოცემული განსხვავებული პერიფერიებიდან. ეს
განსხვავებული პერიფერიები არის აზროვნების ის ველები,რომლებიც საერთო
აზრით „ჭეშმარიტების“ სხვადასხვა ფორმებს გვთავაზობს ფილოსოფიაში სხვადასხვა
ავტორების მხრიდან. ეს ფენომენი ყველაზე კარგად თავად ჰუსერლის აქვს ახსნილი
და მან უწოდა „რეგიონული ონტოლოგია.“

ჰუსერლმა მეცნიერებათა უნიტარული მოდელი „რეგიონული ონტოლოგიების“


მოდელით შეცვალა, რამაც გზა გაუხსნა თანამედროვე მეთოდოლოგიურ
პლურალიზმს.არსებულთა სხვადასხვა რეგიონების ადეკვატური ანალიზი
შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი სააზროვნო წარმონაქმნების მეშვეობით.

„ჰუსერლის მიხედვით, ემპირიულ საგანთა „რეგიონი“ სპეციფიკურ რეგულაციებს


ექვემდებარება. ყოველი ემპირიული საგნობრივი ქმნის სპეციფიკურ ველს,
რომელსაც უნდა იკვლევდნენ შესაბამისი რეგიონული მეცნიერებანი ანუ
რეგიონული ონტოლოგიები. ეს რეგიონული მეცნიერებანი შეიძლება გაიშალონ
თავიანთი უსასრულო მრავალფეროვნებით და უსასრულო ასპექტებით. მათი
ამოსავალია „ბუნების რეგიონის“ საკუთრივი ეიდეტური დასაბამი. ამ ფუნდამენტზე
შეიძლება დაშენდეს ყველა ფაქტისმეცნიერება და ბუნებისმეცნიერებათა ყველა
სახეობა. იგივე ითქმის ნებისმიერ რეგიონზე. „

როგორც ვხედავთ,ფენომენოლოგია არ გვთავაზობს „ეიდოსს“ როგორც მიუღწეველ


და რთულად განსაჭვრეთ წარმოსახვას, რომელიც ბუნდოვანებითაა მოცული.
ფენომენოლოგიისთვის „ეიდოსის“ ჭვრეტა რეალურ დროში და მოცემულობაში არის
შესაძლებელი.

„რეგიონული ონტოლოგია“ მარტივად რომ ვთქვათ ის შუშაა,რომელიც ჩვენს


სათვალეს სჭირდება. მორგებული ჩვენზე და ჩვენს მსოფმხედველობაზე,რომ
თანაბრად დავინახოთ და აღვიქვათ. მაგრამ,ეს საერთოდ არ ნიშნავს იმას,რომ
განსხვავებულ „ეიდოსებს“ დავინახავთ და საერთო ჭეშმარიტებას ავცდებით. ყველას
ისე გვექნება მხედველობა მომართული,როგორც ეს სჭირდება „გათანასწორებას’ და
„სწორ აღქმას“.

„ ყველა ბუნებისმეტყველური ემპირიული მეცნიერების ბაზისს ქმნის საერთოდ


ბუნების შესახებ რეგიონული ეიდეტური ონტოლოგია. იგივე ითქმის ნებისმიერი
რეგიონისათვის. ყველა ემპირიული მეცნიერება უნდა დაეფუძნოს მხოლოდ მის
შესაბამის რეგიონულ ონტოლოგიებს და არა ყველა მეცნიერებისათვის საერთო
წმინდა ლოგიკას. ყოველ ინდივიდუალურ მოვლენას თავისი არსი აქვს, რომლის
წვდომა შეიძლება ეიდეტური სიწმინდით“
ჰუსერლის მთავარი დევიზი „უკან საგნებისაკენ!“ მოგვიწოდებს ჭეშმარიტებას
ჩავწვდეთ ფუძეში. საგნის მოცემულობით. საგნობრივი ვითარების ინტუიციური
ხედვა ჭეშმარიტების წვდომის გარანტიაა. ამ გზას თუ მივყვებით ვერავითარი
თეორია, იდეოლოგია, ცრურწმენა გზიდან ვეღარ აგვაცდენს. ჭეშმარიტების სახე არის
ის, რაც მან გვიჩვენა, გამოგვიჩინა, გამოგვიმჟღავნა „ინტუიციაში“.

ავტორი აქ საპირისპირო აზრად იშველიებს ფრენსის ბეკონის ემპირიზმს. ის


ამბობს,რომ „ცოდნა ძალაა“ და ავტონომიური გონება წყვეტს ჭეშმარიტებას. ცდის
შედეგად მიღებული გამოცდილება არის ნამდვილი.იდუქციური ლოგიკა
აღმოჩენითი ლოგიკაა,ამიტომ ინდუქციონისტი ემყარება ვარაუდს „საგნები ხვალაც
ისე მოიქცევიან,როგორც დღეს“ მაგრამ სამყარო მთლიანად ცოცხალი
ორგანიზმია,კანონზომიერებები,რომლებიც განმეორებითია შეიძლება აღარ
განმეორდეს,შესაბამისად ჩვენი წარმოდგენები ერთმა შეცვლილმა დეტალმა
მთლიანად არიოს.

„ჰუსერლმა ერთგან შენიშნა: ნამდვილი თანმიმდევრული ემპირისტები, ჩვენ,


ფენომენოლოგები ვართო, ცდის პრინციპი, რომ ბოლომდე დავიცვათ ბეკონისგან
განსხვავებული გზა უნდა მოვნახოთ: დავკითხოთ უშუალოდ საგნები თავიანთ
თვითმოცემულობებში. ვერ დავემყარებით ცდის განყენებით (ინდუქციით და
დედუქციით) მიღებულ მონაცემებს. ჩვენ არ შეგვიძლია წანამძღვრად ვიგულოთ
რამე მაჩვენებელი. ე. ი. უნდა გავთავისუფლდეთ ყოველგვარი წანამძღვრებისაგან. ეს
მეთოდური სკეფსისი გამოიყენა დეკარტემ და მიიღო უეჭველი დებულება –
„ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ“. ჰუსერლი დეკარტესგან განსხვავებით, მოითხოვს
რეალობის მსჯელობისაგან რადიკალურ შეკავებას“
ამრიგად,რომ შევაჯამოთ ჰუსერლი რეალურ დროში და რეალურ მოცემულობაში
ხედავს და აფასებს, იგი სტატისტიკებს კი არ ემყარება საგნის არსში ჩადის. თუმცა
ამასთანავე,როგორც ჩანს არ ეთანხმება „გამოქვაბულის მითს“ და ფიქრობს,რომ
საგანი თავისთავადად გვეძლევა,შეგვიძლია ეიდოსებამდე დასვლა და
გაანალიზება,უბრალოდ არა „ალბათობის და დამთხვევის“ თეორიებით,არამედ
მაღალი გონებისმიერი ჭვრეტით.

სალომე ვადაჭკორია

You might also like