You are on page 1of 47

ჯონდო გვაზავა

საუბრები
მათემატიკურ
თემებზე
ნაწილი 2

თბილისი 2018
„საუბრები მათემატიკურ თემებზე“ პროფესორ ჯონდო გვაზავას
ერთადერთი წიგნია, რომელიც არაა სამეცნიერო ნაშრომი, არამედ
პოპულარულ ენაზე დაწერილი დამხმარე სახელმძღვანელოა. თუმცა,
ასეთი მაღალი დონის სასწავლო წიგნის დაწერა უდავოდ სამეცნიერო
ნაშრომის შექმნის ტოლფასია. წიგნში გასაგებ ენაზეა ახსნილი
ძირითადი მათემატიკური ცნებებისა და ობიექტების წარმოშობა და
მათი არსი. ნათლადაა ნაჩვენები, რომ მათემატიკა უხსოვარი დროიდან
ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მის
გარეშე შეუძლებელი იქნებოდა მაღალი ცივილიზაციის განვითარება.
ავტორი მკითხველს სავსებით ბუნებრივად გადასცემს მათემატიკური
აზროვნებიდან წამოსულ სიბრძნეს, და, ეჭვგარეშეა, რომ ეს წიგნი ბევრ
ახალგაზრდას საუკეთესო მოტივაციას მისცემს ხალისით შეისწავლოს
მათემატიკური თემები საშუალო სკოლის თუ უნივერსიტეტის დონეზე.

წიგნი ამავე დროს გვიჩვენებს, თუ რამდენად საინტერესოდ შეიძლება


ისწავლებოდეს მათემატიკა საშუალო თუ უმაღლეს სასწავლებელში.
აქედან გამომდინარე, წინამდებარე ნაშრომი სასარგებლო იქნება ასევე
უფროსი ასაკის მკითხველისთვისაც, ვისაც სურს მაღალ პედაგოგიურ
დონეზე გადასცეს ცოდნა ახალგაზრდა თაობას. წიგნი დააინტერესებს
ნებისმიერ მკითხველს, ვისი ცნობიერებაც მიმართულია მათემატიკური
აზროვნებისა და ზოგადად სამყაროს შეცნობისაკენ.

რეცენზენტები: ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი, პროფ. ვახტანგ კვარაცხელია


მათემატიკის აკად. დოქტორი გიორგი ბაღათურია

რედაქტორი - ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატი მარინა მენთეშაშვილი

© ჯონდო გვაზავა, 2018


© ყდის დიზაინი - დიმიტრი გვაზავა, 2018
© გამომცემლობა მწიგნობარი 2018
ISBN 978-9941-473-62-3

3
წინათქმა

ყველა საგანს, მეცნიერების ყველა დარგს საკუთარი სახელი აქვს, ძირი-


თადად ბერძნული ან ლათინური წარმომავლობისა. ზოგი მათგანი
ჩვენში შემოსვლისთანავე გადმოქართულდა კიდეც. ყოველ შემთხვევა-
ში, მათი შინაარსი ყველასათვის ცნობილია – მაგალითად, რომ ბერძნუ-
ლად ფილოსოფია „სიბრძნის ტრფიალია“, ფილოლოგია კი – „სიტყვი-
სა“, რომ ფიზიკა „ბუნებას“ ნიშნავს და უსულო მატერიის ზოგად თვი-
სებებსა და აგებულებას სწავლობს... ნებისმიერი დარგის ხელნაწერისა
თუ წიგნის პირველსავე გვერდებზე აქვთ მოტანილი ეს განმარტებები.
მათემატიკაა ერთადერთი, რომლის წარმოშობაზე ორიოდ სიტყვას აქა-
იქ თუ წავაწყდებით ლექსიკონებსა და სახელმძღვანელოებში. მხოლოდ
ამ გზით შეიძლება გავიგოთ, რომ „მათემა“ ჩვენებურად თურმე შემეცნე-
ბასა და ცოდნას ნიშნავს. სიდიდეთა, რაოდენობათა და ფორმათა შესა-
ხებ მეცნიერების ასეთი სახელით მონათლვა ოცდახუთი საუკუნის წი-
ნანდელი ამბავია, თანაც საკმაოდ დრამატული. იგი პითაგორელების
სკოლაში მომხდარ განხეთქილებასთან ყოფილა დაკავშირებული.

როგორც ამბობენ, პითაგორას მოძღვრება ორსახოვანია, მეცნიერულიცა


და რელიგიურ-მისტიკურიც. მართალია, ბრძენი ვარო, თვითონ თურმე
არასოდეს უთქვამს და თავს მხოლოდ სიბრძნის თაყვანისმცემლადა და
მაძიებლად თვლიდა. მაგრამ ერთგულმა მიმდევრებმა მისი სახელი
მაინც წინასწარმეტყველის ბრწყინვალე შარავანდედით შეამკეს და ყო-
ველი მისი გამონათქვამი ზეშთაგონებულ ჭეშმარიტებად გამოაცხადეს.
ამის შემდეგ თუმცა გამორიცხული უნდა ყოფილიყო სკოლის მამამ-
4
თავრის შეხედულებათა ეჭვქვეშ დაყენება, მაგრამ მათი შემოწმების
სურვილი მოწაფეთაგან ზოგიერთს მაინც გასჩენია. ასეთ „მკრეხე-
ლობას“ პითაგორელებს შორის მწვავე დაპირისპირება გამოუწვევია,
რაც შემდეგში იმდენად გამძაფრებულა, რომ მთელი სკოლა ერთმანეთ-
თან მტრულად განწყობილ ორ ბანაკად, ორ სექტად დაშლილა. დიდი
ნაწილი ერთგულად იცავდა და ქადაგებდა ცხოვრების პითაგორასეულ
უწმიდესს წესებს. იგი მომდევნო თაობებს გადასცემდა მასწავლებლი-
საგან გაგონილ და ღვთაებრივად და შეუცთომლად აღიარებულ
ჭეშმარიტებას – „აკუსმატას“, რაც გაგონილს, მოსმენილსა ნიშნავს.
მცირე ნაწილი კი თავს მათემატიკოსს უწოდებდა, რადგან „მათემატა“,
ანუ ცოდნა და სრულყოფილად დამტკიცებული ჭეშმარიტება ეწადა.
თანდათან მათი რიგები ფართოვდებოდა და მოძღვრებაც იხვეწებოდა.
მოგვიანებით მათემატა უკვე მეცნიერების დარგს ნიშნავდა. მათ „მათე-
მატა“ ოთხი ჰქონდათ: „არითმეტიკა“, ანუ მოძღვრება რიცხვების
შესახებ; მუსიკის თეორია – „ჰარმონია“; მესამეა „გეომეტრია“, ანუ
მოძღვრება ფიგურებისა და გაზომვების შესახებ; დაბოლოს, „ასტრო-
ლოგია“, ანუ მნათობთმცოდნეობა. ნიშანდობლივია, რომ ყოველივე ეს
ცნობილი ყოფილა ჩვენი წინაპრებისათვისაც. მაგალითად, „სამართლის
წიგნში“ ვახტანგ მეექვსეს იმავე მიმდევრობით ჩამოთვლილი გადმოუ-
ღია ოთხივე ეს „მათემატა“ თანამემამულე წინამორბედებისაგან. ასე
რომ, „აკუსმატიკის“ ნაცვლად ტერმინად „მათემატიკა“ დამკვიდრდა.
ზოგიერთ ცოცხალ ენაში ეს ტერმინი სიტყვა „ცოდნას“ შეიცავს და თუ
ქართულად სიტყვა-სიტყვით გადმოვთარგმნით, „ცოდნისმეტყველება“
ან „ცოდნის ხელოვნება“ გამოგვივა. ამის საუკეთესო მაგალითია თუნ-

5
დაც სკანდინავური „Wiskunde”. თუ შესაძლებელია ქართული ტერმი-
ნები „სიბრძნისმეტყველება“ და „ბუნებისმეტყველება“,რატომ არ შეიძ-
ლება მათემატიკის ნაცვლად ერთერთი თარგმანი, თუნდაც „ცოდნის-
მეტყველება“ ვიხმაროთ? – არ არის გამორიცხული ასეთი შეკითხვა და
პასუხიც დაუყოვნებლივ უნდა გაეცეს, რომ ქართულში, ისევე როგორც
ნებისმიერ სხვა ენაში ყოვლად გაუმართლებელია დიდი ხნის წინ შემო-
სული და მკვიდრად ფეხმოკიდებული ტერმინების უკუგდება. პირი-
ქით, სათუთად მოფრთხილება უნდა, რადგან ისინი ერის მიერ განვლი-
ლი ცხოვრების ნაწილია. ამიტომაც სასურველია, რომ ყოველი მათგა-
ნის წარმომავლობა და შინაარსი ვიცოდეთ და ისიც, თუ როდის, საიდან
და რა ვითარებაში მოაღწიეს მათ ჩვენამდე.

ჯონდო გვაზავა
5 დეკემბერი, 2012 წელი

6
ირაციონალური რიცხვები

რიცხვთა ახარისხება ეს არის ერთი და იგივე სიდიდის თავის თავზე


რამდენჯერმე გამრავლების ოპერაცია. ახარისხებით წილადები ისევ წი-
ლადებს იძლევიან. ამ მხრივ ეს ოპერაცია რაციონალურ რიცხვებს
არაფერს მატებს. სამაგიეროდ ხარისხში აყვანას, შეკრებისა და
გამრავლებისაგან განსხვავებით, ორი შექცეული ოპერაცია აღმოაჩნდა.
ერთერთ შექცეულ ოპერაციას – ფესვის ამოღებას ორნაირი ახალი –
წარმოსახვითი და

ირაციონალური რიცხვები

შემოაქვს. თავიდან ირაციონალური რიცხვები ვერც კი წარმოედგინათ,


რა უნდა ყოფილიყო. როდესაც მას პითაგორელები პირველად
წააწყდნენ, სამი ერთმანეთისაგან განსხვავებული სახელი შეარქვეს –
„ასიმეტრონ“, „არეტონ“, „ალოგონ“. უფრო გვიანდელი ლათინური
„ირაციონალობა“ ამ უკანასკნელის პირდაპირი თარგმანია და მთელი
რიცხვების შეფარდებით გამოუხატავს ნიშნავს.

მეტად საინტერესოა ირაციონალობის თავგადასავალი. ზემოთ უკვე


ითქვა, რომ თვლის ყველა სისტემა რაოდენობაზეა დაფუძნებული.
ალბათ ამით უნდა აიხსნას ძველ ბაბილონელთა მათემატიკის მკვეთ-
რად გამოხატული ალგებრული იერი. ამ გარემოებამ იმდროინდელ
გეომეტრიასაც თავისი კვალი დააჩნია. მათთანაც, ისევე როგორც ყველ-
გან, გეომეტრია გაზომვებთან დაკავშირებულ პრაქტიკულ ამოცანათა

7
საფუძველზე ვითარდებოდა. მაგრამ ისინი ამ ამოცანებს, და მთლიანად
გეომეტრიასაც, მაინც ალგებრულ ამოცანათა დასმის საშუალებად
თვლიდნენ. მაშინ მათემატიკის ძირითად დანიშნულებად კითხვაზე
„როგორ“ პასუხის გაცემა მიაჩნდათ. იმ დროს, როცა ადამიანმა მოინ-
დომა სამყაროში თავისი ადგილის გარკვევა და „რატომ“ კითხვაზეც
პასუხის მოთხოვნილება გაუჩნდა, ცივილიზებული მსოფლიოს წინა
პლანზე ბერძნები აღმოჩნდნენ. ადამიანს უკვე აღარ აკმაყოფილებდა
ცოდნა იმისა, რომ, მაგალითად, ყველა სამკუთხედის შიდა კუთხეების
ჯამი ერთ გაშლილ კუთხეს შეადგენს და ამ ფაქტის ჭეშმარიტების მკაც-
რად დასაბუთებაც მოინდომა. ასეთივე კითხვები გაჩნდა ბიოლოგიაში,
ფიზიკასა და კოსმოლოგიაში. გაუგებარი ქაოსის მოწესრიგებას, მრა-
ვალფეროვან იდეათა ერთ ლოგიკურ მძივად ასხმას და ძირითად
პრინციპთა მიგნებას არსებითად შეუწყო ხელი მეცნიერებათა შორის
ყველაზე თეორიულმა – მათემატიკამ. ბერძნების მათემატიკა ცარიელ
ადგილზე არ აღმოცენებულა. მათ იგი ბაბილონელთა ალგებრულ–
არითმეტიკულ მათემატიკაზე დააფუძნეს. ოღონდ, წინამორბედებისა-
გან განსხვავებით, მთელ საგანს გეომეტრიული ელფერი მისცეს და რაც
მთავარია, წინადადებათა ლოგიკურად გამართული დასაბუთებაც
დანერგეს. ბერძნებმა ბაბილონელების ალგებრა რომ გეომეტრიულად
აქციეს, საამისოდ მიზეზიც უნდა ჰქონოდათ. თვალსაჩინოებას რომ
ისინი აღტაცებაში მოჰყავდა და, შესაძლოა, მათი ძირითადი მამოძრა-
ვებელი ძალაც კი იყო, ამის საბუთად არა კმარა. მიზეზი, ალბათ, სხვა
რამეა – ირაციონალობის აღმოჩენა: რისი გადაჭრაც მანამდე შეუძლე-
ბელი იყო რიცხვებით, სავსებით ხელმისაწვდომი აღმოჩნდა მონაკვე-

8
თებითა და ფართობებით! ეს კი ასე მოხდა: ბერძნებმა რიცხვის დანიშ-
ნულება გაცილებით გააფართოვეს. გასაზომად იგი ყველაფერს მიუსა-
დაგეს, რაც კი რამ სამყაროში არსებობს და ხდება, მათ შორის
სიგრძესაც. ამოწმებდნენ, თუ რამდენჯერ ჩაეტეოდა ერთეულოვნად
მიჩნეული მონაკვეთი მოცემულ სხვა, უფრო გრძელ მონაკვეთში. ორი
მონაკვეთის ჯამი განმარტებული ჰქონდათ, როგორც მათი ერთმანე-
თთან სწორხაზოვანი მიბმით მიღებული ახალი მონაკვეთი. ერთი მო-
ნაკვეთის მეორეზე გამრავლება კი მართკუთხედის ფართობი იყო,
რომელსაც გვერდებად „თანამამრავლი“ მონაკვეთები ჰქონდა. რაღა
თქმა უნდა, მონაკვეთის თავის თავზე გამრავლება ტოლგვერდა მართ-
კუთხედის ფართობი იქნებოდა. ამ განმარტებებიდან გამომდინარე,
ცნობილი ალგებრული დებულება ორწევრის კვადრატის

(a  b) 2  a 2  b 2  2ab ჯამად გაშლის თაობაზე მარტივი ნახაზით

a b

სავსებით ნათლად და ხელშესახებად მტკიცდებოდა. ასევე თვალსა-


ჩინოდ ამტკიცებდნენ სხვა წინადადებებსაც. და ყოველივე ეს, ერთად
აღებული, დღესაც კი ალგებრის თანამედროვე სახელმძღვანელოს
შთაბეჭდილებასა ქმნის, ოღონდ გეომეტრიული ფორმით წარმოდგე-
ნილისას. აზრობრივი ალგებრული სტილისა და გეომეტრიული გამო-
ხატვის გამო მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს მას „გეომეტრიული
9
ალგებრაც“ კი შეარქვეს. ბერძნებმა სხვა ცნებაც ბევრი შემოიღეს. მათ
შორის თანაზომადობის ცნებაც. მონაკვეთები თანაზომადია, თუ არსე-
ბობს საერთო, უფრო მცირე მონაკვეთი, რომელიც ზუსტად და უნაშ-
თოდ გადაიზომება მათზე. მისი არსებობის დასამტკიცებლად ორი
მოცემული მონაკვეთიდან უმცირესს, რამდენჯერაც შესაძლებელი იყო,
გადაზომავდნენ უდიდესზე და თუ ზუსტად არ ჩაეტეოდა, დარჩენილ
ნაშთ-მონაკვეთს უმცირესზე გადაზომავდნენ. გადაზომვის ამ პროცესს
მანამდე აგრძელებდნენ, ვიდრე ბოლო ნაშთად დარჩენილი მონაკვეთი
მის წინა ნაშთში ზუსტად არ ჩაეტეოდა. სწორედ ეს ბოლო ნაშთად
დარჩენილი მონაკვეთია, საზომ ერთეულად რომ გამოდგება და თავისი
არსებობით მოცემულ მონაკვეთთა თანაზომადობას განსაზღვრავს.
როცა გადაზომვის პროცესს დასასრული არა აქვს, მონაკვეთებს უთანა-
ზომოს უწოდებდნენ. უთანაზომო მონაკვეთების წყვილებს სათვალავი
არა აქვს. მაგალითად, ტოლგვერდა მართკუთხედის დიაგონალი და
გვერდი. იმდროინდელი ადამიანისათვის რიცხვთა სიმრავლე წილადე-
ბით ამოიწურებოდა. მთელი რიცხვების შეფარდებით წარმოდგენილთა
გარდა მისთვის სხვა რიცხვი არ არსებობდა. ამიტომ დიაგონალის
სიგრძის შეფარდება გვერდის სიგრძესთან მთელ რიცხვთა ფარდობით
უნდა წარმომდგარიყო. ამ საკითხთან დაკავშირებით მათ ასე იმსჯელეს:
„დავუშვათ, ტოლგვერდა მართკუთხედის გვერდის სიგრძე მთელი s
რიცხვით გამოიხატება, დიაგონალისა – d რიცხვით. ყოველთვის
შეიძლება ჩაითვალოს, რომ ამ რიცხვებს საერთო გამყოფი არა აქვს,

გარდა ერთიანისა. პითაგორის თეორემის მიხედვით d 2  2 s 2 . რადგან

მარცხნივ მდგომი d 2 ლუწია, თვით d რიცხვიც ლუწი უნდა იყოს.

10
ამიტომ d 2 მხოლოდ ლუწი კი არ არის, არამედ ოთხზეც იყოფა.

შესაბამისად, s 2 და s რიცხვებიც ლუწია. ეს კი დაშვებას, რომ s და d


ურთიერთმარტივებია და არ შეიძლება გამყოფად ორიანი ჰქონდეს,

ეწინააღმდეგება.“ მაშასადამე, 2 მნიშვნელობა რიცხვით, ანუ როგორც


მაშინ ესმოდათ – წილადით, არ გამოისახება. სამაგიეროდ, თურმე
შესაძლებელი ყოფილა გეომეტრიულად, მონაკვეთების სიგრძეთა
შეფარდებით მისი წარმოდგენა. ირაციონალობის აღმოჩენამ თავდაყირა
დააყენა არითმეტიკასა და გეომეტრიას შორის მანამდე არსებული
სრული ჰარმონია. უფრო მეტიც, ეჭვი დაბადა მათემატიკის, როგორც
ზუსტი მეცნიერების არსებობის თაობაზე. და ეს მძიმე ვითარება ირა-
ციონალური რიცხვების სრულუფლებიან რიცხვებად აღიარებამდე
გაგრძელდა. და ყოველივე ეს ახარისხების ოპერაციის შექცევამ
გამოიწვია. ახარისხებას კიდევ ერთი შექცეული ოპერაცია აქვს –

ლოგარითმი
და მისი შემოღება პრაქტიკული აუცილებლობით არის ნაკარნახევი.
საზოგადოების ისტორიაში რენესანსი – ევროპული აღორძინების ეპოქა,
სხვა ბევრ სიკეთესთან ერთად, დიდი გეოგრაფიული აღმოჩენებითაც
გამოირჩევა. გეოგრაფიული აღმოჩენები კი წარმოუდგენელია შორეუ-
ლი ზღვაოსნობის გარეშე. ზღვაოსნობამ, თავის მხრივ, ბიძგი მისცა
ასტრონომიის განვითარებას. ასტრონომია კი დიდრიცხვებიან გამოთვ-
ლებთანაა დაკავშირებული. შეკრება–გამოკლება, თუნდაც დიდი
რიცხვებისა, მარტივია. მაგრამ დანარჩენი არითმეტიკული ოპერაციები
მათთან შედარებით გაცილებით შრომატევადია და დროსაც საკმაოდ
მოითხოვს. ლოგარითმი სწორედ მათი გამარტივების მიზნით შემოი-

11
ღეს. მისი მეოხებით ფიქრობდნენ გაყოფა–გამრავლების ოპერაციები
შეკრება–გამოკლებით შეეცვალათ. და ოპერაციათა ასეთ ჩანაცვლებას
მეტად მარტივი მოსაზრება დაუდეს სარჩულად: როცა თანამამრავლები
ერთი და იგივე რიცხვის მთელი ხარისხებითაა წარმოდგენილი,
რიცხვთა გამრავლების ზოგადი სქემა სრულიად ზედმეტია. ამ შემთ-
ხვევაში სავსებით საკმარისია ხარისხის მაჩვენებელთა შეკრება. განსა-
კუთრებით მარტივია ათეულის ხარისხებიანი რიცხვების გადამრავ-
ლება. ამას ხომ მხოლოდ ნულების გადათვლა და ყველა მათი მიწერა
უნდა ერთიანთან! სამწუხაროდ რიცხვები, რომელთა ერთმანეთზე
გამრავლება ასე მარტივად შეიძლება, ძალიან ცოტაა. მილიონის
ფარგლებში ასეთი რიცხვი, ერთიანის ჩათვლით, სულ შვიდია. თუ
ფუძედ ათეულის მაგიერ სხვა რიცხვს ავიღებთ, ასეთი რიცხვების
რაოდენობა შეიცვლება. ერთიანის მახლობელი მთელი ფუძის, ვთქვათ
2–ის შემთხვევაში მათი რაოდენობა გაცილებით გაიზრდება. რიცხვების
გადასამრავლებლად შეადგინეს ამ ფუძის შესაბამისი ორსტრიქონიანი
ცხრილი. პირველ სტრიქონში ლოგარითმები გაამწკრივეს. ბერძნული
„ლოგოს“ და „არითმოს“ („თანაფარდობა“ და „რიცხვი“) სიტყვათა
შეზავებით სწორედ ასეთი სახელი შეარქვეს ხარისხის მაჩვენებლებს.
მეორე სტრიქონი კი ლოგარითმების შესაბამის ხარისხებად აყვანილ
ფუძეს დაუთმეს:

ხარისხის მაჩვენებელი (ლოგარითმი) 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12...

ხარისხები (რიცხვები) 2 4 8 16 32 64 128 256 512 1024 2048 4096

12
ნამრავლის გამოსათვლელად მარტივი ალგორითმი გამოიგონეს. თუ,
ვთქვათ 256 და 8 რიცხვებია გადასამრავლებელი, მათ ეძებდნენ მეორე
სტრიქონში, შემდეგ პირველი სტრიქონიდან თანამამრავლთა შესაბა-
მისი ხარისხის მაჩვენებლებს (8 და 3) შეკრებდნენ და, დასასრულ, მათი
ჯამის (11–ის) ქვეშ მიწერილ რიცხვს ამოარჩევდნენ. თავისი სიმარ-
ტივით მართლაც მომხიბლავია გამრავლების ეს წესი. მაგრამ პრაქტი-
კული მიზნებისათვის სავსებით გამოუსადეგარია, რადგან ცხრილის
მეორე სტრიქონში მოტანილ რიცხვთა სიმრავლე მეტისმეტად მწირია.
შესაძლო თანამამრავლთა არჩევანი კი მთლიანად ამ რიცხვებით შემოი-
ფარგლება. როცა დაინახეს, რომ ნაკლები ფუძე თანამამრავლთა ნაკლე-
ბად მეჩხერ მწკრივს იძლევა, გადაწყვიტეს ერთიანის მახლობელი,
მაგრამ უკვე არამთელი ფუძის შემოღება. ეს ოთხი საუკუნის წინათ
მოიფიქრეს. მოიფიქრეს და შეამოწმეს კიდეც. აღმოჩნდა, რომ (1+1/n),
n=1,2,... აგებულების რიცხვებიდან თუ 1,00001=1+1/10000 ჯამს შევარ-
ჩევთ ფუძედ, მაშინ მილიონის ფარგლებში მისი ხარისხებით წარმოდ-
გენადი რიცხვების რაოდენობა მილიონს გადააჭარბებს. ზუსტადაც კი
დაითვალეს – 1151292 რიცხვი! მაგრამ აქ ერთი გარემოება გამოდგა
მეტად მოუხერხებელი. ერთნიშნა რიცხვების მისაღებად ეს ფუძე ექვს-
თანრიგიან ხარისხად აყვანას მოითხოვდა. მაგალითად, რიცხვი 3 რომ
მიეღოთ, 1,00001 უნდა აეყვანათ 109861–ე ხარისხად. ამგვარი შეუსაბა-
მობის გამოსარიცხად არჩიეს ფუძის ზრდის ხარჯზე შეემცირებინათ ხა-
რისხის მაჩვენებელი. სწორედ ამ მოსაზრებათა საფუძველზე იშვა პირ-

ველად 1  1 / 10000
10000
აგებულების ფუძე. ფუძის ასეთი შერჩევით

რიცხვისა და მისი შესაბამისი ლოგარითმის თანრიგები ერთმანეთს

13
უკვე კარგად ეხამება. მაგალითად, იგივე 3 რიცხვს 1,09861 ლოგარითმი
ეთანადება. შემდეგ ფუძეს უფრო ზოგადი

(1  1 n) n
სახეც მისცეს, რომელშიც n პარამეტრი ერთდროულად ხარისხის მაჩვე-
ნებელიცაა და ორწევრის მცირე შესაკრების მნიშვნელიც. ზოგადობა
იმითაც გამოიხატება, რომ აღარაა აუცილებელი ეს პარამეტრი ათეუ-
ლის რაიმე ხარისხი იყოს. ივარაუდეს, რომ რაც უფრო დიდი მნიშვნე-
ლობა მიეცემა n რიცხვს ფუძის ზოგად გამოსახულებაში, მით უფრო
დიდი იქნება თანამამრავლთა არჩევანი და უფრო ზუსტად განი-
საზღვრება ყველანაირი რიცხვის ლოგარითმი. ამ მოსაზრების საფუძ-
ველზე გადაწყვიტეს ფუძის როლში ის ზღვარი მოესინჯათ, მისი ზოგა-
დი გამოსახულება რომ იძლევა n პარამეტრის დაუსრულებელი ზრდის
შედეგად. ოღონდ ჯერ უნდა დარწმუნებულიყვნენ ასეთი ზღვრის არსე-
ბობაში. არათუ დაამტკიცეს ასეთი ზღვრის არსებობა, არამედ გამოით-
ვალეს კიდეც იგი და სპეციალურად სახელიც შეარქვეს. იგი ე.წ. „ტრანს-
ცენდენტული“, დაუსრულებელი არაპერიოდული ათწილადით გამოხა-
ტული, ნეპერის რიცხვია: e  2,71828183    რომელიც ერთიანის მახ-

ლობელი კი არ ყოფილა, არამედ ორსაც საკმაოდ აღემატება. ადრე კი


ფუძის როლში ორიანი იმ მოტივით დაიწუნეს, რომ თანამამრავლები-
სათვის მეტად შეძღუდულ არჩევანს იძლეოდა. სამიანის მახლობელი
ფუძე ხომ ამ არჩევანს კიდევ უფრო შეზღუდავს! ეს მართლაც ასეა და
პრაქტიკაში ათობით ლოგარითმებს ამჯობინებენ, რადგან ამჟამად ყვე-
ლაზე მოსახერხებლად ის ითვლება. თვით e რიცხვი და ნეპერისფუ-
ძიანი ლოგარითმი კი, როგორც ამაში მოგვიანებით დავრწმუნდებით,

14
შეუცვლელი აღმოჩნდა თეორიული კვლევების დროს. მას ნატურალურ
ლოგარითმს უწოდებენ და ln სიმბოლოთი აღნიშნავენ. სიტყვამ მოიტა-
ნა და აქვე ვთქვათ, რომ ეს რიცხვი ნეპერს არ შემოუტანია. ერთიანთან
ფუძის მიახლოვება მან „ქვემოდან“ ამჯობინა და საამისოდ, ჯამის ნაცვ-

ლად სხვაობიანი (1  1 n) გამოსახულების ზღვარი შეარჩია. ეს კი e


n

რიცხვის მაგიერ მის e 1 შებრუნებულს იძლევა, რადგან ნებისმიერი k


რიცხვისათვის (1  k n) გამოსახულების ზღვარი თურმე e k სიდიდის
n

ტოლია. მათ შორის მაშინაც, როცა k  1 . ამ წინადადების დასამტკი-


ცებლად დამატებითი ინფორმაცია დაგვჭირდება. პირველ რიგში კი
ერთი შეხედვით უაზრო ცნება – ახარისხება, როცა ხარისხის მაჩვენებე-
ლი ნატურალური აღარ არის! ან მართლაც რას უნდა ნიშნავდეს რიცხ-
ვის თავის თავზე გამრავლება, თუნდაც, ნახევარჯერ? ამის მიუხედავად
ახარისხების ცნების ასეთი განზოგადება სავსებით გამართლებული და
მოხერხებული გამოდგა. ამ ცნების თანახმად ფესვის ამოღებაც ახარის-
ხებაა ხარისხის რაციონალური მაჩვენებლით. მაჩვენებლის მრიცხველი
ახარისხების პიდაპირ ოპერაციას გამოხატავს, ხოლო მნიშვნელი – შექ-
ცეულს, ანუ ფესვის ამოღებას. ფესვის ამოღებამ ირაციონალობის ცნების
შემოტანის გარდა რიცხვების შესახებ წარმოდგენა სხვა მხრივაც გააფარ-
თოვა. სწორედ მან გამოიტანა მზის სინათლეზე ახალი,

წარმოსახვითი რიცხვები
და რადგან ვახსენეთ, ზოგი რამ აქვე ვთქვათ მათ შესახებაც. წარმოსახ-
ვით რიცხვებს ჯერ კიდევ მეთექვსმეტე საუკუნეში წააწყდნენ, როცა
ალგებრულ განტოლებებს ხსნიდნენ. მეთვრამეტე საუკუნის მიწურუ-
ლამდე ირაციონალური და წარმოსახვითი რიცხვებისა კი არა, უარყო-

15
ფითების შემოტანაც კი არ მიაჩნდათ რიცხვითი სისტემის კანონზომიერ
გაფართოებად. უფრო მეტიც, როგორც თავის დროზე ირაციო-
ნალურები, პირველად წარმოსახვითი რიცხვებიც იმდენად გაუგებარი
რამ იყო, რომ მათ რიცხვებადაც კი არ თვლიდნენ. მართლაც ხომ
წარმოუდგენელია ისეთი x რიცხვი, რომლის კვადრატიც უარყოფითია.
ვთქვათ, კვადრატული x 2  1  0 განტოლების ფესვია! მისი მხოლოდ
წარმოსახვა შეგვიძლია. და რომც წარმოვისახოთ, მას ნამდვილი
რიცხვების ჩარჩოებში ვერანაირად ვერ მოვაქცევთ, რადგან სრულიად
განსხვავებული ბუნება აღმოაჩნდა. მართალია, ასეთი რიცხვი არ
არსებობს, მაგრამ მისი უგულვებელყოფა მაინც არ შეიძლება. ამიტომ ის
მართლაც წარმოისახეს და ფრანგული imaginaire შესატყვისის მიხედ-

ვით საგანგებოდ i   1 აღნიშვნაც მოუძებნეს. იგი უკვე ორ საუკუ-


ნეზე მეტია, რაც წარმოსახვით ერთეულად ითვლება. ნებისმიერი ნამ-
დვილი რიცხვი ამ გამოსახულებაზე გადამრავლებით წარმოსახვით
რიცხვად გადაიქცევა. და პირიქითაც, ნებისმიერ წარმოსახვით რიცხვს
ამ თანამამრავლს თუ ჩამოვაშორებთ, ნამდვილ რიცხვს მივიღებთ.
თვით ნამდვილი რიცხვის ცნებაც წარმოსახვითი რიცხვების გამოჩენის
შემდეგ იშვა, რადგან „ნამდვილს“ არ დაარქმევდნენ რიცხვს „არანამ-
დვილის“ გამოჩენამდე. და თუ თვალსაჩინოებისათვის ადრინდელი-
ვით ღერძის მოშველიებას მოვიწადინებთ, წარმოსახვითი რიცხვების
შესაბამის წერტილებს „ნამდვილ R “ ღერძზე ადგილს ვერ მივუჩენთ,
რადგან ცალკე, დამოუკიდებელი „წარმოსახვითი I “ ღერძი ესაჭიროება.
ათვლის წერტილი ამ ორივე ღერძისათვის საერთო უნდა იყოს, რადგან
მათ შესაბამის რიცხვით სიმრავლეებს ნული ერთი და იგივე აქვთ. ასეც

16
მოიქცნენ, I ღერძი ქვემოდან ზევით მიმართეს და მასზე წარმოსახვითი
iy რიცხვების შესაბამისი წერტილები დაალაგეს, ხოლო მასთან მართო-
ბულად თანამკვეთი და მარცხნიდან მარჯვნივ მიმართული R ღერძი
ნამდვილი x რიცხვების შესაბამის წერტილებს დაუთმეს. ასე რომ, R
აბსცისათა ღერძი გამოვიდა, I ღერძი – ორდინატებისა. ხოლო ორივე
ერთად მარჯვენა ორიენტაციის დეკარტისეული სისტემაა. ეს სახელები
ლათინური სიტყვებიდან არის წარმოქმნილი და abscissus მოკვეთილსა
ნიშნავს, ordinatus კი – მოწესრიგებულს. მათი თანაკვეთის წერტილი

ორივე ღერძის ათვლის სათავედ აქციეს და მისთვის „ 0 “ აღნიშვნა


შემოიღეს. ამ აღნიშვნას ორნაირად ხსნიან – როგორც რიცხვითი ღერძე-
ბისათვის საერთო „ნულოვან“ წერტილს და იმავდროს ათვლის სათავე-
საც (origine). ამით ნამდვილ და წარმოსახვით რიცხვებს ყველას ცალსა-
ხად შეუსაბამეს ღერძების წერტილები. მაგრამ რაღა უნდა შეეთანადე-
ბინათ ამ ურთიერთთანამკვეთი ღერძებით განსაზღვრული სიბრტყის
დანარჩენი წერტილებისათვის? რა თქმა უნდა, ყველა შესაძლო x ნამ-
დვილი და iy წარმოსახვითი რიცხვების z  x  iy ჯამები და მათ შო-

რის ალგებრულ განტოლებათა „არარსებული“ ფესვებიც. თანაც ისინი


ამ კომპლექსურ სიბრტყეს მთლიანად ავსებენ. ასეთი სახელი იმიტომ
დაარქვეს R და I ღერძების საერთო სიბრტყეს, რომ z  x  iy აგებუ-

ლების ყველანაირ ჯამებს

კომპლექსური რიცხვები

ჰქვია. როცა გამოკვეთილად არ მოითხოვება ითქვას, რომ საქმე


კომპლექსურ რიცხვებთანა გვაქვს, მათ უბრალოდ „რიცხვებად“
მოიხსენიებენ. რიცხვი ნულის ტოლი მაშინ არის, თუ მისი ორივე
17
ნაწილი – ნამდვილიც და წარმოსახვითიც – ნულია. არითმეტიკულ
ოპერაციებს ამ რიცხვებზე ჩვეულებრივად ატარებენ, ზუსტად ისე,
როგორც ნამდვილი რიცხვების შემთხვევაში. ოღონდ საბოლოო
შედეგში ნამდვილი და წარმოსახვითი ნაწილები ცალ-ცალკეა
დასაჯგუფებელი. ამ წესის მიხედვით ორი z1  x1  iy1 და z 2  x2  iy 2

რიცხვის ჯამი და სხვაობა შესაბამისად

z1  z 2  ( x1  iy1 )  ( x2  iy 2 )  ( x1  x2 )  i ( y1  y2 ) ,

z1  z 2  ( x1  iy1 )  ( x2  iy 2 )  ( x1  x2 )  i ( y1  y2 )
ფორმულებით განისაზღვრება. აქედან გამომდინარე, ეს რიცხვები
ტოლია, როცა მათი სხვაობაა ნული, ანუ ტოლი აქვთ ცალკე ნამდვილი
ნაწილები და ცალკე წარმოსახვითები. კომპლექსურ რიცხვებს თუ

ორწევრების მსგავსად ერთმანეთზე გადავამრავლებთ და i 2  1


ტოლობას გავითვალისწინებთ, გამრავლების ოპერაციაც ადვილად
განისაზღვრება

z1  z 2  ( x1  iy1 )  ( x2  iy 2 )  x1 x2  ix1 y2  ix 2 y1  i 2 y1 y2 
 ( x1 x2  y1 y2 )  i ( x1 y2  x2 y1 ).
გაყოფას, როგორც წესი, შეფარდების სახით წერენ და თავიდანვე გუ-
ლისხმობენ, რომ მნიშვნელი ნულისაგან განსხვავებულია. შემდეგ წი-
ლადის მრიცხველსა და მნიშვნელს ისეთ საერთო თანამამრავლს შეურ-
ჩევენ, რომ მნიშვნელი ნამდვილ გამოსახულებად გადაიქცეს. ამ შემ-
თხვევაში კარგად ცნობილი წესი გამოდგება, რომლითაც მნიშვნელის
ე.წ. „შეუღლებული“ თანამამრავლის მეოხებით წილადს ირაციონალო-
ბისაგან ათავისუფლებენ. ამ შემთხვევაში z  x  iy რიცხვის „კომპლექ-

სურად შეუღლებული“, ან, უფრო მოკლედ, „შეუღლებული“ ისეთ

18
z  x  iy რიცხვსა ჰქვია, მისგან მხოლოდ წარმოსახვითი ნაწილის წინ
დასმული ნიშნით რომ განსხვავდება. როგორც ამ განმარტებიდან ჩანს,
z და z რიცხვები ურთიერთშეუღლებულებია და მათი ნამრავლი ნამ-

დვილი რიცხვია. მართლაც, z  z  ( x  iy )  ( x  iy )  x  y . ამ გარემოე-


2 2

ბის გათვალისწინებით გაყოფის ოპერაციაც ნათლად განისაზღვრება:


z1 x1  iy1 z1  z 2 ( x1  iy1 )( x2  iy 2 )
   
z 2 x2  iy 2 z 2  z 2 ( x2  iy 2 )( x2  iy 2 )
x1 x2  y1 y2 x y x y
  i  2 21 12 2 .
x2  y 2
2 2
x2  y 2
გამრავლების ოპერაციის განსაზღვრის შემდეგ გასაგები უნდა იყოს, თუ
რას ნიშნავს კომპლექსური z  x  iy რიცხვის ნებისმიერი მაჩვენებლით

ახარისხებაც. მაგალითად, ამ რიცხვის კვადრატი იოლად გამოითვლება

z 2  ( x  iy ) 2  ( x  iy )( x  iy )  ( x 2  y 2 )  i  2 xy .
არც მისი კუბის გამოთვლაა რთული. მაგრამ როცა საქმე უფრო დიდ

ხარისხებს ეხება, z  ( x  iy ) გამოსახულების ცალკეულ შესაკრებებად


n n

დაშლა და ნამდვილ და წარმოსახვით ნაწილებად მათი დაჯგუფება


მოგვიწევს. ეს გამოთვლები კი საკმაოდ შრომატევადია. ამ მიზეზით ინ-
ტერესი რომ არ გაგვინელდეს, კარგი იქნება ახარისხების ოპერაციის
გეომეტრიული შინაარსის გარკვევა და საამისოდ კომპლექსური სიბრტ-
ყის მოშველიება. ოღონდ ამჯერად დეკარტისეული ( x, y ) კოორდი-

ნატების ნაცვლად ნამდვილ რიცხვთა სხვანაირი (  ,  ) წყვილით, ე.წ.

პოლარული კოორდინატებით

ვისარგებლებთ. ბევრი არაფერი დაგვჭირდება იმის გასაგებად, თუ რა

19
იგულისხმება ამ სიტყვებსა და აღნიშვნებში. ამისათვის მხოლოდ
ნებისმიერი z  x  iy რიცხვის შესაბამისი წერტილი უნდა ავიღოთ და

სწორხაზოვანი მონაკვეთით სათავესთან შევაერთოთ. სწორედ ამ


მონაკვეთის სიგრძეს აღნიშნავს (  ,  ) წყვილის პირველი რიცხვი.

რადგან იგი მონაკვეთის სიგრძეა, უარყოფით მნიშვნელობებს ვერ


მიიღებს და ნულის ტოლი მხოლოდ მაშინ იქნება, როცა წერტილი
სათავეში დევს. ამ 0   სიდიდეს z რიცხვის მოდული ეწოდება და ასე

აღნიშნავენ:   z . მის მეწყვილეს   arg z აღნიშვნა აქვს და სახელად

არგუმენტი ჰქვია. იგი ნამდვილი ღერძის დადებითი მიმართულებიდან


ამ მონაკვეთამდე ათვლილი კუთხეა, რადიანებში გამოსახული.
პოლარული კოორდინატების სისტემისათვის სათავე ისევ ათვლის
წერტილად რჩება და მას პოლუსი ეწოდება. როგორც ვხედავთ, ყოველი
რიცხვისათვის მოდული ცალსახად განისაზღვრება. თუ გვინდა, რომ
არგუმენტიც ასევე ცალსახა იყოს, მას [0, 2 ) საზღვრები უნდა

დავუწესოთ. მაშინ ნამდვილი ღერძის დადებითი მიმართულებიდან


კუთხის ათვლის დროს სათავეს გარშემო ვეღარ შემოვუვლით და
არგუმენტიც ერთადერთი იქნება. z რიცხვის შესაბამისი წერტილიდან
ნამდვილი ღერძისადმი მართობული მონაკვეთის დაშვებით სამ-

კუთხედი მიიღება, რომელსაც სათავესთან ამ რიცხვის  არგუმენტით


განსაზღვრული კუთხე აქვს. ეს სავსებით საკმარისია, რომ დეკარტისე-
ული კოორდინატები პოლარული (  ,  ) წყვილით განისაზღვროს

x   cos  , y   sin  .

z  x  iy გამოსახულებაში მათი ჩასმით მიღებული


z   (cos   i sin  )
20
„ტრიგონომეტრიული“ წარმოდგენა არითმეტიკული ოპერაციების სხვა-
გვარად გააზრებისაკენ გვიხსნის გზას. მაგალითად,

z1  1 (cos 1  i sin 1 ), z2  2 (cos 2  i sin 2 )


რიცხვების გამრავლებისას თურმე მათი  1 და  2 მოდულები უნდა

გადამრავლდეს ერთმანეთზე, ხოლო 1 და 2 არგუმენტები

შეიკრიბოს. გამრავლების ასეთი ადვილი წესი თვალნათლივ


გამოჩნდება, თუ პოლარული კოორდინატებით გამოსახულ
თანამამრავლებს გამრავლების ფორმულაში ჩავსვამთ

z1 z 2  1  2 (cos 1 cos  2  sin 1 sin  2 )  i(cos 1 sin  2  sin 1 cos  2 ) 


 1  2 cos(1   2 )  i sin( 1   2 ) . ( m)
პოლარული კოორდინატებით გამოსახვის უპირატესობა და ამ წესის

მიმზიდველობა უფრო მაშინ გამოჩნდება, როცა ორზე მეტი


zk   k (cos k  i sin k ), k  1,2,.., n

რიცხვის გამრავლებას მოვინდომებთ. გამრავლების წესი თურმე იგივეა!


z1  z2    zn  1   2     n cos(1  2      n )  i sin( 1  2      n )
რადგან გაყოფის ოპერაცია გამრავლების შექცეულია, მის ჩასატარებ-

ლად მოსალოდნელია მოდულების გაყოფა და არგუმენტების გამოკ-

ლება დაგვჭირდეს. ეს მართლაც ასეა, რადგან

z1  (cos 1  i sin 1 ) 1 (cos 1  i sin 1 )(cos 2  i sin 2 )


 1  
z 2  2 (cos 2  i sin 2 )  2 (cos 2  i sin 2 )(cos 2  i sin 2 )
1
 (cos(1  2 )  i  sin( 1  2 ).
2
აშკარად გამოჩნდა, რომ გამრავლების დროს არგუმენტები უნდა შეიკ-

21
რიბოს, გაყოფისას კი გამოაკლდეს. აქამდე მსგავსი თვისებით მხოლოდ
ხარისხის მაჩვენებელი გამოირჩეოდა. რადგან ასეთი რამ არგუმენტსაც
აღმოაჩნდა, სავარაუდოა მათ შორის რაიმენაირი ნათესაური კავშირის
არსებობაც. ეს მოლოდინი არცთუ უნიადაგოა, რაშიც მოგვიანებით
დავრწმუნდებით. მანამდე კი გამრავლების ფორმულას დავუბრუნდეთ

და z1  z 2      z n  z თანამამრავლები ტოლი ავიღოთ. უმალვე გა-

მოჩნდება, რომ მისგან გამომდინარე

z n   n (cos n  i sin n ) (P )

ფორმულით ახარისხების ნატურალური მაჩვენებლიანი ოპერაცია


შესასრულებლად ყოველთვის იოლია – მოდული უნდა ავახარისხოთ
და არგუმენტი ხარისხის მაჩვენებელზე გავამრავლოთ. ოღონდ აქ

გაუთვალისწინებელი არ უნდა დაგვრჩეს, რომ ახალი n არგუმენტი


დადგენილ [0, 2 ) საზღვრებში ყოველთვის ვერ დარჩება. მართალია,

(P ) ფორმულაში მონაწილე ტრიგონომეტრიულ გამოსახულებათა

მნიშვნელობები ამ საზღვრებს გარეთაც სავსებით გარკვეულია, მაგრამ


თვით არგუმენტის ცალსახობის უზრუნველსაყოფადაა მათი გადა-
ლახვა აღკვეთილი. დადგენილი საზღვრების გახსნით კომპლექსური

სიბრტყის ყოველ წერტილს ხომ ერთმანეთისაგან 2 რიცხვის ჯერა-


დობით განსხვავებული უამრავი არგუმენტი გაუჩნდება. მაგრამ,
როგორც მოგვიანებით დავრწმუნდებით, არგუმენტის ცალსახობის
ასეთი დარღვევა ნაკლი კი არა, უფრო ღირსება ყოფილა. ჩვენც ნუღარ

შევზღუდავთ n არგუმენტს. მით უმეტეს, რომ მისი ყოველი მნიშვნე-


ლობისათვის cos n  i sin n გამოსახულება ისედაც ცალსახად განი-
საზღვრება. საზღვრების გახსნით n სიდიდისათვის დასაშვები გახ-
22
დება როგორც 2 რიცხვზე მეტი, ასევე უარყოფითი მნიშვნელობებიც.

უარყოფითი მნიშვნელობები იმიტომ ვახსენეთ, რომ (P ) ფორმულა

ხარისხის უარყოფითი (n) მაჩვენებლისათვისაც გამოსადეგი ყოფილა.

ამ წინადადების შემოწმებას პირდაპირი გამოთვლებისა და ტრი-


გონომეტრიულ გამოსახულებათა ლუწ–კენტობის გათვალისწინების
მეტი არაფერი უნდა. მართლაც,

1 1 1 cos n  i sin n
z n   n  n 
z n
 (cos n  i sin n )  cos 2 n  sin 2 n
  n cos( n)  i sin( n) .

ამ დამტკიცებით ნათლად გამოჩნდა კომპლექსური რიცხვების


ტრიგონომეტრიულად წარმოდგენის უპირატესობა. მაგრამ (P ) ფორმუ-

ლის ღირსება ამით არ ამოიწურება. მისი საშუალებით ირაციონალური


და, ასე გასინჯეთ, კომპლექსური მაჩვენებლების შემთხვევაშიც კი
წარმატებით ითვლიან ხარისხებს. თუმცა ამ თეორემების დამტკიცებას
აქ ვეღარ მოვიტანთ, რადგან ძირითადი გეზიდან მეტისმეტი
გადახვევა გამოგვივა. ჩვენ მხოლოდ ფესვის ამოღებით დავკმაყოფილ-
დეთ. დავუშვათ, z  x  iy რიცხვიდან რაიმე ნატურალური q ხარისხის

ფესვის ამოღება გვწადია. ამოფესვის ოპერაცია მხოლოდ მაშინ დას-


რულდება, როცა ფესვის მნიშვნელობას მოცემული z რიცხვის ნამდვი-
ლი და წარმოსახვითი ნაწილებით გამოვხატავთ. თავიდან ჩავთვალოთ,
თითქოს z რიცხვიდან ეს q ხარისხის ფესვი უკვე ამოვიღეთ და შედე-
    
გად z  x  iy რიცხვიც მივიღეთ. რა თქმა უნდა, ნამდვილი x , y

რიცხვები ჯერჯერობით უცნობია. მაგრამ ისე მოვექცეთ, თითქოს მათი


მნიშვნელობები უკვე ვიცით. მაშინ მისი q ხარისხად აყვანით ხომ ისევ

23
z რიცხვი უნდა მივიღოთ, ანუ ( z  ) q  ( x  iy  ) q  x  iy  z. უცნობ

x  , y  მნიშვნელობათა ცნობილი x , y რიცხვებით გამოსახატად ამ

ტოლობის გარდა სხვა არაფერი გვაქვს. თუმცა ეს სავსებით საკმარისია.


ოღონდ უფრო ხელსაყრელი იქნება, თუ ამ ტოლობებში საწყის

z   (cos   i sin  ) რიცხვსაც და ფესვის z     (cos    i sin   ) მნიშ-

ვნელობასაც ტრიგონომეტრიულად წარმოვადგენთ, ახლა უცნობი

x  , y  რიცხვების მაგიერ კოორდინატების ეს ახალი (   ,  ) წყვილი


უნდა გამოვსახოთ z რიცხვის მოდულითა და არგუმენტით. ყოველივე
 q
ამის გათვალისწინებით ზემოთ ამოწერილი ( z )  z ტოლობა
1

z   (cos   i sin  )    (cos    i sin   ),


q q

თანაფარდობით შევცვალოთ და მისი ორივე მხარე q ხარისხად ავიყვა-

ნოთ. ეს ადვილია, რადგან q მაჩვენებელი ნატურალურია და ასახა-

რისხებლად (P ) ფორმულით სარგებლობა დასაშვებია. ამ მოქმედებით

 (cos   i sin  )  (   ) q (cos    i sin   ) q  (   ) q (cos q   i sin q  )


ტოლობას მივიღებთ. და ეს ორი კომპლექსური გამოსახულება რომ
ტოლი იყოს, მოდულები უნდა ჰქონდეთ ტოლი. არგუმენტების ტოლო-

ბა კი აღარ არის აუცილებელი და ისინი ერთმანეთისაგან 2 რიცხვის


ჯერადით შეიძლება განსხვავდებოდეს, რადგან მისთვის ადრე დაწესე-
ბული საზღვრები უკვე გავაუქმეთ. მაშასადამე, უნდა სრულდებოდეს

(  ,  ) და (   ,  ) კოორდინატების დამაკავშირებელი ორი თანაფარ-

დობა   (  ) ,   q  2m , სადაც მთელი


 q 
m რიცხვი ნებისმიერი

შეიძლება იყოს. აი, სწორედ აქ იჩინა თავი არგუმენტის იმ შემოუსაზ-

24
ღვრელობამ, ზემოთ რომ ვახსენეთ. მართალია, მოდული ცალსახად
განისაზღვრა, მაგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, არგუმენტები გამო-
გვივიდა თვლადი რაოდენობით

 m
  q  ,    2 , m  0,  1,  2, ... .
q q
ამიტომ თითქოს ფესვის მნიშვნელობათა რაოდენობაც თვლადი უნდა
იყოს –

  m  m 
z  q  cos(  2 )  i sin(  2 ), m  0,  1,  2, ... .
q

 q q q q 

მაგრამ არგუმენტების მნიშვნელობათა თვლადი რაოდენობა სულაც არ


ნიშნავს, რომ ფესვების რაოდენობაც ასეთივეა. m  0,..., q  1 მნიშვნე-

ლობების შესაბამისი პირველი q ცალი ფესვი ყველა მართლაც ერთმა-

ნეთისაგან განსხვავდება:

  
z1  q
 cos  i sin
q 
,
 q
  2  2 
z 2  q  cos(  )  i sin( 
q q 
) , ... ,
 q q
  (q  1)  (q  1) 
z q  q  cos(  2 )  i sin(  2
q 
) .
 q q q

დანარჩენები კი მათი გამეორებაა. ტრიგონომეტრიულ გამოსახულება-

თა 2 – პერიოდულობის გათვალისწინებით ეს ადვილი დასანახია.


მაშასადამე, ფესვების სიმრავლე თვლადი არ ყოფილა. ზუსტად გადა-
ვთვალეთ და q ცალი აღმოჩნდა. გამოკვეთილად უნდა აღინიშნოს

აქედან გამომდინარე მთავარი დასკვნა, რომ z q  a  0 განტოლებას


კომპლექსურ სიბრტყეზე ფესვები q რაოდენობით აქვს. ზოგადი

25
ალგებრული განტოლების ფესვებთან დაკავშირებითაც თურმე ასეთივე
ვითარებაა, რადგან
„ნებისმიერი n ხარისხის ალგებრულ განტოლებას კომპლექსურ
სიბრტყეზე n ცალი ფესვი აქვს“.
და ეს წინადადება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მას ალგებრის
ძირითად თეორემას უწოდებენ. ოღონდ ფესვების რაოდენობა მათი
ჯერადობის გათვალისწინებით იგულისხმება. ეს კი ნიშნავს, რომ
ყოველ ფესვს რა ჯერადობაც აქვს, იმდენჯერ იღებენ სათვალავში.

კომპლექსურ სიბრტყეზე z1 ,..., z q რიცხვების შესაბამისი წერტილების

მონიშვნით სურათი უფრო მკაფიოდ გამოჩნდება. რადგან მათ

მოდულები ერთნაირი აქვთ, q


 რადიუსიან და სათავეში მდებარე
ცენტრიან წრეწირზე დალაგდება ყველა. პირველი ფესვის არგუმენტია

 q . მეზობელ ფესვებზე გავლებულ რადიუსებს შორის 2 q კუთხე


კი ყოველთვის ერთი და იგივეა. ამიტომ მონაკვეთებით მათი
თანმიმდევრული შეერთებით ამ წრეწირში წესიერი q კუთხედი ჩაი-

ხაზება. მსგავსი გეომეტრიული სურათები გაცილებით ხელშესახებსა


ხდის ყველანაირ ოპერაციას კომპლექსურ რიცხვებზე. მაგალითად,
რიცხვთა შეკრების გეომეტრიული შინაარსის გასარკვევად კომპლექსურ
სიბრტყეზე მოვნიშნოთ z1  x1  iy1 , z 2  x2  iy 2 შესაკრებთა და მათი

( x1  x2 )  i ( y1  y2 ) ჯამის შესაბამისი წერტილები. სწორი მონაკვე-


თებით სამივე შევაერთოთ სათავესთან. ამ მონაკვეთებს ხან რიცხვის
რადიუს–ვექტორებს უწოდებენ, ზოგჯერ კი უფრო მოკლედ, მოდუ-
ლით მოიხსენიებენ ხოლმე. როგორც ზემოთ ითქვა, მოდული სათავეში
იწყება და რიცხვის შესაბამის წერტილში მთავრდება. სიმარტივისათვის
26
კონკრეტული რიცხვების აღება და ნახაზიც არ იქნება ურიგო. ეს
გაგვიადვილებს დავინახოთ, რომ ჯამის მოდულის მისაღებად ჯერ
ერთერთი მოდული მიმართულების შეუცვლელად უნდა გადავაცოცოთ
და მისი საწყისი წერტილი მეორე მოდულის ბოლო წერტილს
დავამთხვიოთ. შემდეგ კი უძრავი მოდულის თავი გადაცოცებულის
ბოლოსთან წრფივი მონაკვეთით შევაერთოთ. ჯამის მოდული სწორედ
ეს მონაკვეთია. აქ მნიშვნელობა არა აქვს, რომელ მოდულს დავტოვებთ
უძრავად და რომელს გადავაცოცებთ. თუ მოდულებს ორივენაირად
შევკრებთ, ნახაზზე პარალელოგრამი გამოგვივა, რომლის დიაგონალიც
შესაკრებთა ჯამის მოდულია. დიაგონალის ბოლო წერტილი კი თვით
ამ ჯამს შეესაბამება. ამიტომაც მონაკვეთების შეკრების ასეთ ხერხს
პარალელოგრამის წესი დაარქვეს. მიმართულების შეუცვლელად რაიმე
ნაკვთის გადაცოცებას პარალელურ გადატანას უწოდებენ და მას
ხშირად მიმართავენ, თუნდაც ძალთა ტოლქმედის ასაგებად.
რამდენადაც კომპლექსურ სიბრტყეზე ორი რიცხვის ჯამის არსი
გაირკვა, მოდულების პარალელური გადატანის წესი უფრო ბევრი
შესაკრების ჯამისათვისაც შეგვიძლია გავავრცოთ. ისევე, როგორც
რიცხვებისათვის, აქაც დასაშვებია შესაკრებთა ნებისმიერად გადასმა.
შესაკრებთა ყველანაირი მიმდევრობით მიმატებისას ერთმანეთისაგან
განსხვავებული უამრავი ტეხილის დახაზვა მოგვიწევს კომპლექსურ
სიბრტყეზე. ყოველი ტეხილი სათავეში დაიწყება და ერთსა და იმავე
წერტილში დამთავრდება. და ეს ბოლო წერტილი მოცემული რიცხ-
ვების ჯამის შესატყვისია. სათავესთან მისი შემაერთებელი მონაკვეთი
კი ყველა შესაკრებთა ჯამის მოდულია. ამ შემთხვევაში საბოლოო

27
შედეგი არ არის დამოკიდებული, რომელი ტეხილით, ანუ რომელი
გზით ვიმოძრავებთ სათავიდან ბოლო წერტილამდე. რა თქმა უნდა, ეს
ყველასათვის ცნობილი წესის გამოძახილია, რომ შესაკრებთა გადა-
ნაცვლება ჯამზე არ მოქმედებს. უნდა ითქვას, რომ არსებულ სინამ-
დვილეში ჩვენს ირგვლივ ნაკლებადაა ოპერაცია, საგანი თუ მოვლენა,
რომელთა საბოლოო შედეგზეც არ მოქმედებს მათი მიმდინარეობის გე-
ზი და პირობები. ამ მხრივ ჩვენი საუბრების ზოგიერთი საგანიც გამორ-
ჩეულია და მსგავს ოპერაციებს კვლავაც შევხვდებით. გამრავლების
ოპერაციასთან დაკავშირებული გეომეტრიული სურათები უფრო
მრავალფეროვანია. (m) ფორმულიდან პირდაპირ ჩანს, რა მოსდის

z1  x1  iy1 რიცხვს z 2  x2  iy 2 რიცხვზე გამრავლებით. ჯერ ერთი,


რომ მისი  1 მოდული გაიწელება ან დამოკლდება  2 –ჯერ იმისდა

მიხედვით, თუ რამდენად აღემატება ან ნაკლებია იგი ერთიანზე. ამი-


ტომაც მოდულის ასეთ ცვლილებას დეფორმაცია დაარქვეს. ამას გარდა

z1 წერტილი პოლუსის მიმართ  2 კუთხითაც შემოტრიალდება, რადგან


სწორედ ამდენით იცვლება მისი 1 არგუმენტი. ამას კი მობრუნებას

უწოდებენ. მაშასადამე, თუ ნებისმიერ  ,  რიცხვებს ავიღებთ,

  z    კომბინაციით სამი მოძრაობა შესრულდება – დეფორმაცია,

მობრუნება და პარალელური გადატანა. ასეთი და კიდევ რამდენიმე


მნიშვნელოვანი თვისების გამოა, ცვლად სიდიდედ გადაქცეულ კომპ-
ლექსურ რიცხვს უამრავი პრაქტიკული გამოყენება რომ გამოუჩნდა.

ახლა კვლავ (P ) ფორმულას დავუბრუნდეთ, რომელიც მართლაც

მეტად მოსახერხებელი გამოდგა ასახარისხებლადაც და ფესვის ამოსა-

28
ღებადაც. ამ ოპერაციათა გაერთიანებით თვალნათლივია, რომ
ხარისხის n მაჩვენებელი არა მხოლოდ ნატურალური, არამედ (n)

უარყოფითი და p q რაციონალურიც კი შეიძლება იყოს. ოღონდ კარგი

იქნება გვახსოვდეს და ვითვალისწინებდეთ, რომ ხარისხის შეუკვეცელი

რაციონალური p q მაჩვენებლის მნიშვნელის მიხედვით ფესვების

რაოდენობაზე საუბარი საფუძველს მოკლებული, ხოლო შედეგი


მცდარი იქნება. ასეთი დაბრკოლებებით სავსე და საინტერესო გზა
გაიარა ადამიანის გონებამ მთელი რიცხვებიდან კომპლექსურებამდე.
და ყოველივე ამისაკენ შექცეულმა ოპერაციებმა უბიძგა. უნდა ითქვას,
რომ ფესვის ამოღების ოპერაციასაც ისეთივე ბედი ეწია, რაც მის
წინამორბედ შექცეულ ოპერაციებს – გამოკლებასა და გაყოფას. თუმცა
მის მიერ შობილმა ირაციონალურმა რიცხვებმა კი არა, წილადებმა
აქციეს იგი ზედმეტად. ამრიგად, ლოგარითმიღა დარჩა ახარისხების
ერთადერთ შექცეულ და თანაც მეტად მნიშვნელოვან ოპერაციად. ამ
ოპერაციებით წარმოჩენილი ირაციონალური რიცხვები რაციონალუ-
რებზე იმდენად მეტი აღმოჩნდა, რომ ვერანაირად ვერ მოხერხდა მათი
„გადათვლა“. დამტკიცდა მხოლოდ, რომ ნებისმიერ ირაციონალურ
რიცხვს შეკრებილი წილადების დაუსრულებელი ჯაჭვით შეიძლება
მივუახლოვდეთ, რომლებშიც ციფრების არანაირი კომბინაცია არ
მეორდება პერიოდულად. ეს რიცხვები უკვე ერთმანეთისაგან განმხო-
ლოებულად, ეულად კი არა მდგარა, არამედ წილადებს შორისა და
წილადებივით ყველგან ყოფილა გაფანტული. წილადების ერთობლი-
ობის ირაციონალური რიცხვებით გაფართოვების შემდეგ უკვე
შეგვიძლია ლოგიკურად დავასაბუთოთ რიცხვითი ღერძის წერტილე-

29
ბის ნამდვილ რიცხვებთან შეთანადების წესი. ტერმინ „ნამდვილ
რიცხვებში“ იგულისხმება როგორც რაციონალური, ასევე ირაციონალუ-
რი რიცხვებიც. რადგან შესაძლებელია ღერძის წერტილთა და ნამდვილ
რიცხვთა სიმრავლეების ურთიერთშეთანადება, მაშინ ამ ორ სიმრავლეს
შორის ბევრ მსგავსებასაც უნდა ველოდეთ. მაგალითად, წერტილები
ღერძზე უწყვეტად არის დალაგებული და ასევე უწყვეტია ნამდვილ
რიცხვთა ერთობლიობაც. ამ მნიშვნელოვანი დასკვნის საფუძველზე

უწყვეტი ერთობლიობის
სპეციალური ცნება შემოიტანეს. ასეთ ერთობლიობებს სხვა სახელიცა
აქვს – „კონტინუუმი“ (Continuum – უწყვეტი) და ამ სიტყვის საწყისი
ლათინური C ასომთავრულით აღინიშნება. რა თქმა უნდა, ღერძის წერ-
ტილებისა და ნამდვილი რიცხვების გარდა უწყვეტი ერთობლიობა
სხვაც ბევრია. და როგორიც არ უნდა იყოს ნებისმიერ საგანთა გაერთია-
ნება, მასზე რაიმე ოპერაციის შემოღებისას უნდა გვახსოვდეს, რომ არაა
გამორიცხული მისმა შექცეულმა ოპერაციებმა ეს სიმრავლე ზოგჯერ
გააფართოვოს. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ მსგავსი გაფართოების
საფუძველზე პირდაპირ ოპერაციებს უფრო ზოგადი შინაარსი შეიძლე-
ბა მიეცეს. აღსანიშნავია, რომ ეს კანონზომიერება მხოლოდ რიცხვითზე
კი არა, ყველანაირ საგანთა მრავალფეროვან გაერთიანებებზეც ვრცელ-
დება.

ერთ დროს თურმე ასეთი კითხვა წამოჭრილა: აქვს თუ არა რაიმე აზრი
ერთი და იგივე რიცხვის რამდენჯერმე ხარისხად გამეორების ახალი
ოპერაციის შემოტანას. შემდეგ მისი შექცეული ოპერაციის მოძიებასა და
შემოწმებას, რაიმე ნიშნით ხომ არ გამოარჩევდა იგი ახალ რიცხვებს

30
ირაციონალურ რიცხვთა სიმრავლიდან. დადებითი პასუხის შემთხვე-
ვაში კი მსგავსი პროცესები გაგრძელებულიყო. ამ მიმართულებით
კვლევა ბევრს უცდია. მათგან მოვიხსენიებთ გ. აიზენშტაინის მიერ

გამოქვეყნებულ წერილს “Entwiklung von  ”. (Journal fuer Reine und
Angewandte Matematik, 28 , 1844 , 49-52). საინტერესო ფაქტია, რომ
გაცილებით ადრე, 1779 წელს ლეონარდ ეილერმა ახარისხების
მრავალგზის გამეორების ოპერაციას სპეციალური წერილი მიუძღვნა
სათაურით ”De serie Lambertina, plurimisque eius insignibus proprietatibus”
ჟურნალში ”Acta academiae scientiarum imperialis Petropolitanae” vol. 3, No
2, 29-51, რომელიც შემდეგ მის თხზულებათა კრებულში (Opera Omnia,
series 1,volume 6, 350-369) გადაიბეჭდა. ამ წერილში წარმოდგენილი
მასალის მიხედვით მსგავსი შინაარსის ოპერაციები თურმე დაკავშირე-
ბული ყოფილა ე.წ. განზოგადებულ ექსპონენტურ ფუნქციებთან. გარ-
კვეულ მოსაზრებათა საფუძველზე ეს იდეა შემდგომში აღარ განუვი-
თარებიათ და ახარისხებასა და მის შექცეულ ოპერაციებზე შეჩერდნენ.
ერთადერთი, რაც ამ მიმართულებით გააკეთეს, ირაციონალურ რიცხვ-
თა სიმრავლიდან მხოლოდ ეგრეთწოდებული „ტრანსცენდენტული“
ანუ წარმოსახვის მიღმა არსებული რიცხვები გამოაცალკევეს. ისინი
წესიერად არც კი არის განმარტებული – თურმე ისეთი რიცხვები
ყოფილა, რომლებიც ვერცერთ მთელკოეფიციენტებიან ალგებრულ
განტოლებას ვერ დააკმაყოფილებს! თუმცა შინაარსით კი სავსებით
გასაგებია. ტრანსცენდენტული რიცხვი უამრავია. მათ შორისაა ყველა-
სათვის კარგად ცნობილი  რიცხვი, რომელიც წრეწირის სიგრძის შე-

31
ფარდებით მიიღება მისსავე დიამეტრთან. ასევე მეტად პოპულარულია
ნეპერის რიცხვი e , რომლის წარმოშობასაც ზემოთ შევეხეთ.

რაოდენობა თუ სხვა რამ სიდიდე ნებისმიერი სიმბოლოებით შეიძლება


იყოს გამოსახული თვლის ნებისმიერ სისტემაში. რაოდენობებიც,
სიდიდეებიცა და ფორმებიც თავისთავად არსებობენ და ჩვენ მათი
მხოლოდ გარკვეული ნიშნით დაჯგუფება შეგვიძლია. ეს ერთხელ უკვე
გავაკეთეთ, როცა რიცხვთა სხვადასხვა ერთობლიობები ვახსენეთ. თუმ-
ცა მაშინ არ გვითქვამს, რომ მათ საკუთარი აღნიშვნები აქვთ. ერთად
აღებული ნატურალური რიცხვები ლათინური N ასომთავრულით
აღინიშნება, მთელი რიცხვები - Z -ით, Q კი - რაციონალური რიცხვე-

ბის ერთობლიობაა. ხოლო ნამდვილი (Real) რიცხვების სიმრავლი-


სათვის R სიმბოლოა შემოღებული. აქამდე

სიმრავლე
ჩვეულებრივი სიტყვა იყო, არაფრით გამორჩეული სხვა სიტყვებისაგან
და გარკვეული ნიშნით შერჩეული რიცხვების ერთობლიობებს მივუყე-
ნეთ. ახლა კი ეს სიტყვა ტერმინად ვაქციოთ და რიცხვების გარდა სხვა
საგნებსაც მივუსადაგოთ. მით უმეტეს, რომ ყველასა გვაქვს ჩვეულებ-
რივი წარმოდგენა ერთობლიობათა, ნაკრებთა თუ ოჯახთა შესახებ.
თავიდან სწორედ ამ წარმოდგენას დაეფუძნა სიმრავლის ცნება. მას
განმარტავდნენ „ისეთ საგანთა ერთობლიობად, დანარჩენებისაგან
ინტუიციით ან სხვა რაიმენაირი მიხვედრით რომ გამოირჩევა.“
თავიდან ამ განსაზღვრებაში საკამათოს ვერაფერს ხედავდნენ, მაგრამ
მოგვიანებით მისგან განსხვავებული შეხედულებაც გამოითქვა, რომ
სიმრავლის ცნება ძირითადად ადამიანის გამოცდილებაზეა დაფუძნე-
32
ბული. ამ კრიტიკის ავტორებს შეუძლებლად მიაჩნდათ წინასწარი
გამოცდილების გარეშე სიმრავლის არსის სრულფასოვნად გაცნობიე-
რება. კრიტიკის გარეშე არც სხვა მოსაზრება დარჩენილა, რომ „სიმრავ-
ლე წარმოიქმნება ელემეტებისაგან, რომლებიც თავიანთი თვისებებით
გარკვეულ მიმართებაში არიან ერთმანეთთან ან სხვა სიმრავლეთა
ელემენტებთან.“ და, არა მხოლოდ აზრთა ამგვარი სხვადასხვაობის
გამო, „სიმრავლე“ საწყის ცნებადაა მიჩნეული. ის, როგორც უკვე ითქვა,
„გარკვეული საგნების ერთობლიობაა“. მასში შემავალ საგნებს სიმრავ-
ლის „ელემენტებს“ უწოდებენ. სიმრავლეებს ლათინური A, B, C ...

ასომთავრულებით აღნიშნავენ, მათ ელემენტებს კი – ლათინური


ასოითი a, b, c, ... გამოსახულებებით.

მაგალითებისათვის შორს ნუ წავალთ და დავასახელოთ სიტყვათა


სიმრავლე განმარტებით ლექსიკონში, მენდელეევის პერიოდულ სისტე-
მაში ქიმიური ელემენტების სიმრავლე, იგივე N, Z, Q, R სიმრავლეები,
ლუწ რიცხვთა სიმრავლე... ზოგჯერ სიმრავლეს მასში შემავალი
ელემენტების ჩამოთვლით განმარტავენ, ერთმანეთისაგან მძიმეებით
გამოყოფენ და ყველას ერთად ფიგურულ ფრჩხილებში მოაქცევენ,

როგორც მაგალითად, 5-ზე ნაკლები ნატურალური რიცხვების 1,2,3,4

სიმრავლეა. თუ რომელიმე𝑎 ელემენტი A სიმრავლეში შედის, სპეცია-

ლური "" სიმბოლოთი აღნიშნავენ, წერენ a  A და ამბობენ, რომ „ a


ელემენტი ეკუთვნის A სიმრავლეს“. წინააღმდეგ შემთხვევაში გადა-

ხაზულ "" სიმბოლოს იყენებენ და ამ ფაქტს შესაბამისად გამოთქვამენ:

„ a ელემენტი არ ეკუთვნის A სიმრავლეს“, ანუ a  A . მაგალითად, 9  N

ან  9  N , 3  1,2,3,4 და ბევრიც სხვა მათდაგვარი. როცა რაიმე B


33
სიმრავლის ყველა ელემენტი ეკუთვნის A სიმრავლეს, ამბობენ, რომ „ B

სიმრავლე A სიმრავლის ქვესიმრავლეა“, ან სხვანაირად „ B სიმრავლე


ჩართულია A სიმრავლეში“. სიმრავლეთა შორის ასეთი თანაფარდობის
გამოსახატავად „ “ სიმბოლოა შემოღებული, რომლითაც წერენ

B  A . როცა B სიმრავლის ყველა ელემენტი არ ეკუთვნის A სიმ-

რავლეს, მაშინ B  A , რაც გამოითქმება წინადადებით „ B სიმრავლე არ

შედის A სიმრავლეში“, ან „ B სიმრავლე არ არის A სიმრავლის


ქვესიმრავლე“. მაგალითად, გვაქვს ჩართვები N  Z  Q . როცა

ერთდროულად B  A და A  B , ამბობენ, რომ ეს „სიმრავლეები

ტოლია“, რასაც ტოლობის „=“ ნიშნით გამოხატავენ: A  B . არ არის

გამორიცხული, რომ სიმრავლის ელემენტები უწესრიგო გროვად იყოს


დაყრილი და საჭიროებდეს გარკვეული ნიშნით მოწესრიგებას. ყველა-
ზე ნაკლებად ეფექტური ნიშნითაც რომ იყოს მოწესრიგებული სიმრავ-
ლე, უწესრიგო გროვას მაინც აჯობებს. ნიშანი და წესი, რომლითაც
სიმრავლის ელემენტები ერთმანეთს უნდა შეადარონ, სხვადასხვანაი-
რად შეიძლება შეირჩეს. სასურველია მათი ისე შერჩევა, რომ სიმრავლის
სრული მოწესრიგება ელემენტების რაც შეიძლება ნაკლები შედარებით
მოხერხდეს. ამით დროსაც ნაკლებს დავხარჯავთ და გარჯაც ნაკლები
დაგვჭირდება. სწორედ ამ ორი ნიშნით განიმარტება სიმრავლეთა
მოწესრიგების წესის სირთულე და შედეგიანობა. ამ წესების სირთულეს
ზოგჯერ ელემენტების შედარების ოპერაციათა რაოდენობით განსაზ-
ღვრავენ. სიმრავლეთა მოწესრიგების წესი ბევრნაირია მოგონილი. ისი-
ნი ერთმანეთისაგან სირთულითაც განსხვავდება და, თანაც, ზოგიერთი
მათგანი უფრო მეტად, ზოგიც ნაკლებად ეფექტურია. სიმრავლის

34
ელემენტების შესადარებელ ნიშნებს ძირითადად რიცხვებით გამოხა-
ტავენ ხოლმე. ამიტომ თვალსაჩინოებისათვის უშუალოდ რიცხვით სიმ-
რავლეებს იხილავენ და მათ ზრდადობის ან კლებადობის ნიშნით აწეს-
რიგებენ. უმარტივესი ხერხი იქნება, თუ ჯერ, როგორც მოგვიხდება,
ყველა რიცხვს გავამწკრივებთ. შემდეგ კი მოწინავე მათგანს, ან რომე-
ლიმე სხვა კონკრეტულად აღებულ რიცხვს დანარჩენებს შევადარებთ
და პირველივე შემხვედრ მასზე ნაკლებ რიცხვს მარჯვნივ დავუსვამთ.
ასევე მოვექცევით მომდევნო რიცხვებსაც და მსგავსი გადასმების გამე-
ორებით მოცემული სიმრავლე საბოლოოდ მოგვიწესრიგდება. გადას-
მათა რაოდენობა კი მოცემულ სიმრავლეში რიცხვთა რაოდენობაზე
იქნება დამოკიდებული. როცა ელემენტების რაოდენობა დიდია,
მოწესრიგების პროცესის გასამარტივებლად ზოგჯერ ამჯობინებენ
სიმრავლის ცალკეულ ნაწილებად დაშლას და მათ დახარისხებას. ამ
პრინციპზეა დაფუძნებული სიმრავლეთა მოწესრიგების რამდენიმე
წესი, რომელთა შორის მეტად პოპულარულია ე.წ.

სწრაფი დახარისხება (Quicksort).


ეს წესი უკეთ და იოლად რომ გავიგოთ, აჯობებს მაგალითი მოვიშვე-
ლიოთ. ვთქვათ ზრდის მიხედვით გვაქვს მოსაწესრიგებელი პარკში
ჩაყრილი ლოტოს კოჭების არასრული კრებული. რომელი კოჭიც ხელ-
ში შემთხვევით მოგვხვდება, ამოვიღოთ პარკიდან და ე.წ. სათაო ელე-
მენტის როლი მივცეთ. სათაო იმიტომ დავარქვით, რომ ყველა დანარ-
ჩენს მას შევადარებთ. პარკიდან შემთხვევითი თანმიმდევრობით ამო-
ღებულ კოჭებს, ნაკლები მნიშვნელობისას ხელმარცხნივ დავალაგებთ,
მეტი მნიშვნელობისას კი ხელმარჯვნივ. ამით კოჭები ორ ნაწილად

35
დაიყოფა, ცალ მხარეს სათაოზე ნაკლები მნიშვნელობის კოჭები, მეორე
მხარეს კი აღმატებულისა. შემდეგ ორივე ნაწილს ისევ შემთხვევით
შევურჩიოთ სათაო ელემენტები და ორივე ჯგუფში მათზე ნაკლები და
მეტი მნიშვნელობის კოჭები მარცხენა და მარჯვენა მხრიდან შემოვუ-
ლაგოთ. ასეთი დაყოფის მრავალგზის გამეორება კოჭების გროვის
მოწესრიგებით დასრულდება. ბევრი ნაკლის მიუხედავად ამ წესს მაინც
ბუნებრივად თვლიან. ალბათ იმიტომ, რომ ჩვენს გარშემო ორ–ორად
დაყოფის პრინციპით ბევრი რამ მიმდინარეობს, თუნდაც ცოცხალი
უჯრედების დაყოფა. ამ წესის უპირატესობის კიდევ ერთი მიზეზი
შეიძლება ისიც იყოს, რომ ადვილია მისი გაუმჯობესება. ერთ ერთ ასეთ
გაუმჯობესებულ ვარიანტს აქვე მოვიტანთ და თვალსაჩინოებისათვის
სათანადო სქემასაც თან დავურთავთ. ჯერ სიტყვა „კოჭი“ შევცვალოთ
„რიცხვით“ და ვთქვათ, უწესრიგოდ გაბნეული რიცხვები გვაქვს ზრდის
მიხედვით დასალაგებელი. გავამწკრივოთ ისინი, როგორც მოგვიხდება
და სათაო ელემენტად ნებისმიერი რიცხვი ავირჩიოთ, თუნდაც ის,
შუაში რომელიცაა. მწკრივში ეს არის მეექვსე ადგილას მდგომი 17.
მწკრივის თავსა და ბოლოში მდგომ რიცხვებს ქვეშ მაჩვენებლები
დავუსვათ. ეს პირველი (ა) ნაბიჯია. მაჩვენებლები გამოსახული გვაქვს
წრეებში ქვემოთ დასმული წერტილებით და მათ დათვალიერების
დროს თანდათან გადავაცოცებთ, თავში მდგომს – მარჯვნივ, ბოლოში
მდგომს კი – მარცხნივ.

ა) 11 7 24 2 5 17 16 1 25 21 13

36
დანარჩენი რიცხვები ისე უნდა გადავალაგოთ, რომ მარცხნივ
აღმოჩნდეს სათაოზე ნაკლები ყველა რიცხვი, მარჯვნივ კი – ყველა
აღმატებული. ამისათვის დავიწყოთ რიცხვების მარცხნიდან დათ-
ვალიერება. მარცხენა მაჩვენებელი გავაჩეროთ 17–ზე მეტი მნიშვნე-
ლობის პირველივე შემხვედრ რიცხვზე. მარჯვნიდან დათვალიერებისას
კი მარჯვენა მაჩვენებელი 17–ზე ნაკლებ პირველივე შემხვედრ რიცხვს
დავუყენოთ. გამორჩეული რიცხვები რუხადაა შეფერილი. მომდევნო,
(ბ) ნაბიჯი მათი ურთიერთგადასმაა.

ბ) 1 21 24
11 7 13 2 5 17 16 25

1
შემდეგ ისევ ვაგრძელებთ მაჩვენებელთა გადაცოცებას მათთვის დადგე-
ნილი მიმართულებით. როგორც კი მომდევნო წყვილს მივაგნებთ,
მათაც შევუცვლით ადგილებს. გადასმის წესი ყველასათვის საერთოა,
მათ შორის სათაო რიცხვისათვისაც, რომელსაც ამ გადასმებში არავი-
თარი უპირატესობა არ ეძლევა. და როცა რომელიმე მაჩვენებელი სათაო
რიცხვამდე მიაღწევს, ამ წესის მიხედვით მასაც შევუცვლით ადგილს
(გ). მაგრამ გადასმათა ამ საფეხურზე არა ვჩერდებით და ვაგრძელებთ
მეტ–ნაკლები რიცხვების ძებნას მანამდე, ვიდრე მაჩვენებლები ერთმა-
ნეთის გვერდიგვერდ არ აღმოჩნდება, ან მათ შორის ერთადერთი
რიცხვი არ დარჩება კენტად.

გ) 11 7 13 2 5 1 16 17 25 21 24
1

ასე რომ, არ არის გამორიცხული რომელიმე ჯგუფის შიგნით სათაო


რიცხვის მოხვედრა. რიცხვთა კრებული ორად გაიყო, სათაოზე არანაკ-

37
ლებ (17–24) და ნაკლებ რიცხვთა (11–16) ჯგუფებად (გ). სწორედ ისე,
როგორც ჩაფიქრებული გვქონდა. ამით დასრულებულია გადასმათა
პირველი წრე.

იგივე წესით ლაგდება რიცხვთა ორივე ქვეჯგუფი მათში ახალი სათაო


რიცხვების შერჩევით, სათაო რიცხვებზე მეტ-ნაკლები წყვილების
ადგილთა შენაცვლებით და ორივე ჯგუფის კვლავ ორად გაყოფით.

დ) 1 7 13 2 5 11 16
1 1

17 24 21 25

ე) 1 2 13 7 5 11 16
1 1
17 21 24 25

ვ) 1 2 5 7 13 11 16
1 1

17 21 24 25

ზ) 1 2 5 7 13 11 16
1 1

17 21 24 25

თ) 1 2 5 7 11 13 16
38 1 1
17 21 24 25

ი) 1 2 5 7 11 13
1 1

16 17 21 24 25

ზოგჯერ ჯგუფი მხოლოდ ერთ რიცხვს შეიცავს ხოლმე (მარჯვენა ე, ვ,


ზ, თ და მარცხენა ზ, თ, ი ნაბიჯები,). ჯგუფთა წყვილ–წყვილად დაყო-
ფა გრძელდება რიცხვთა მთელი კრებულის საბოლოო მოწესრიგებამდე.
მოწესრიგების ეს წესი გაცილებით შედეგიანია, როცა მთელი კრებული
ყოველ ნაბიჯზე თანაბარი ზომის ჯგუფებად იშლება.

სიმრავლის მოწესრიგების სირთულეს (Complexity),


როგორც ზემოთ ითქვა, ზოგჯერ საგნების ერთმანეთთან შედარებათა
რაოდენობით ზომავენ. როცა სიმრავლე ელემენტებს n რაოდენობით
შეიცავს, მისი სირთულისათვის C (n) აღნიშვნა აქვთ შემოღებული.

მხოლოდ ერთი საგნისაგან შედგენილი სიმრავლის მოწესრიგების სირ-


თულე ნულის ტოლად უნდა ჩავთვალოთ C (1)  0 , რადგან ის თავის-

თავად მოწესრიგებულია და არავითარ შედარებებს არ საჭიროებს. ორ-


ელემენტიანი სიმრავლის დასალაგებლად კი ერთი შედარებაც იკმა-
რებს, ანუ C (2)  1. შეიძლება n ელემენტებიანი სიმრავლე ორ ჯგუფად

დაიშალოს. თუ ელემენტები ერთ ჯგუფში 1  i  n რაოდენობით შე-


დის, მეორეში n  i რაოდენობით იქნება. ასეთ შემთხვევაში მთელი სიმ-

39
რავლისა და მისი ნაწილების მოწესრიგების სირთულეები
C (n)  n  C (i )  C (n  i ) თანაფარდობით იქნება დაკავშირებული. რე-

კურენტულს უწოდებენ ტოლობას, რომლითაც რაიმე წესით დალაგე-


ბული მიმდევრობის ყოველი წევრი მის წინ მდგომი წევრებით
ისაზღვრება. მაშასადამე, დალაგების C(n) სირთულისათვის რეკურენ-
ტული ფორმულა გვქონია, საიდანაც გამომდინარეობს, რომ იგი
არითმეტიკული პროგრესიის ჯამით
C n = n + C1+ C n-1 = n +Cn-1 =
n(n  1)
 n + n-1 + C n-2  ...  1
2
შეიძლება გამოისახოს. ზემოთ მოტანილი მაგალითები სიმრავლეში

შემავალი ელემენტების სიმცირისა და მათი მოწესრიგების წესის სიმარ-

ტივის გამო არ საჭიროებს სირთულის განსაზღვრას. მაგრამ როცა საქმე

ელემენტთა დიდ რაოდენობებს ეხება და მათი მოწესრიგება, სპეციფი-

კიდან გამომდინარე, მრავალი ნიშნით მოითხოვება, სირთულის გან-

საზღვრა ასე მარტივად ვეღარ ხერხდება. ასეა, თუნდაც, ქვეყნის საპარ-

ლამენტო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა დაჯგუფებისას რომე-

ლიმე პარტიის მიმართ მათი დამოკიდებულების მიხედვით. უშუალო

გამოკითხვა ამ მხივ მეტად არასაიმედო შედეგს იძლევა. ამიტომ

ინფორმაციის მოპოვებას ცდილობენ ამომრჩეველთა მატერიალური

უზრუნველყოფის ან სხვა სოციალური მდგომარეობის დონის შესახებ

სხვადასხვა პარტიების მმართველობის პერიოდში, რომ ამ ნიშნებით

მოაწესრიგონ მათი სიმრავლე. სიმრავლეთა ურთულესი დალაგების

მაგალითი უამრავია და მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ჩვენ

40
მხოლოდ ისეთ წესებს მოვიხსენიებთ, რომელთა სირთულეც რეკურენ-

ტულ ფორმულათა საფუძველზე კონკრეტულ ხარისხში აყვანილი

ნატურალური რიცხვების ჯამით გამოისახება. თუნდაც იმ შემთხვევებს,

როცა იგი ნატურალური რიცხვების კვადრატების ჯამია და ზუსტი

მნიშვნელობის გამოთვლას საჭიროებს. ასეთი


n
S n  12  2 2      n 2   m 2
m 1

ჯამით განსაზღვრულ S n რიცხვებს კვადრატულ-პირამიდულს უწოდე-

ბენ. თუ ოთხკუთხა წესიერი პირამიდის ფუძეზე n 2 ბურთულა ეტევა,

მაშინ თვით პირამიდაში ასეთივე ბურთულა S n რაოდენობით მოთავს-

დება. S n რიცხვების სახელიც აქედან მოდის. ძნელი არაა მათი დათვლა

n ინდექსის ყოველი კონკრეტული მნიშვნელობისათვის. თუ გამოთვ-


ლა შრომატევადია, მათი მოძიება ცხრილებითაც შეიძლება. მაგრამ
უმჯობესი იქნება კონკრეტული ფორმულით გამოხატული ზოგადი
დამოკიდებულების მიგნება, ჯამსა და მის შესაბამის ინდექსს რომ
ერთმანეთთან აკავშირებს. ამ მიზნით  აღნიშვნის ტერმინებში
გამოსახულ ტოლობათა შემდეგი ჯაჭვი ამოვწეროთ
n n 1 n
S n  (n  1) 2   m 2  (n  1) 2  S n 1   m 2   (m  1) 2 
m 1 m 1 m 0
n n n n n n n
  m 2  2  m   1   m 2  2 m   1  S n  2 m  (n  1),
m 0 m 0 m 0 m 1 m 1 m 0 m 1

რომელიც საბოლოოდ
n n
S n  (n  1) 2  S n  2 m  (n  1)  (n  1) 2  2 m  (n  1)
m 1 m 1

41
თანაფარდობით გამოიხატება. აქედან მხოლოდ ნატურალური
რიცხვების ჯამის კარგად ნაცნობი
n
2 m  2(1  2      n)  (n  1) 2  (n  1)  n(n  1)
m 1

ფორმულა გამომდინარეობს. მათი კვადრატების S n ჯამი კი, რომლის

გამოსათვლელადაც მოვიტანეთ მოქმედებათა მთელი ეს ჯაჭვი,


ბათილდება და მას ვეღარა ვსაზღვრავთ. იქნებ მოგვესინჯა ანალოგი-

ური მსჯელობა კუბების ( K n  13  2 3      n 3 ) ჯამისათვის?! ხომ

შეიძლება ისე მოხდეს, რომ საბოლოოდ მიღებულ ტოლობაში კუბების


ჯამი გაბათილდეს, კვადრატების, ანუ ერთით ნაკლები ხარისხების,
ჯამი კი დარჩეს? მართლაც,
n n 1 n
K n  (n  1) 3   m 3  (n  1) 3  K n 1   m 3   (m  1) 3 
m 1 m 1 m0
n n n n
  m 3  3 m 2  3  m   1 
m0 m 0 m 0 m 0

n n n n n
  m 3  3 m 2  3 m  1  K n  3S n  3 m  (n  1)
m 1 m 1 m 1 m 0 m 1

ვარაუდი გაგვიმართლდა და კუბების ჯამი გაგვიბათილდა. უფრო

მეტიც, სასურველი S n ჯამის გამოსათვლელ

1
S n  n(n  1)( 2n  1)
6
ფორმულასაც მივაგენით. მსჯელობა უფრო გამჭვირვალე იქნება, თუ

ჩვენს გამართლებულ ვარაუდს სხვანაირად წარმოვადგენთ და შემდეგ

იგივეობათა

n3  (n  1)3  3n 2  3n  1,
42
(n  1)3  (n  2)3  3(n  1) 2  3(n  1)  1,

(n  2) 3  (n  3) 3  3(n  2) 2  3(n  2)  1,     

33  23  3  32  33  1,

23  13  3  22  32  1,

13  0  3  12  3 1 1
ჯამს განვიხილავთ. რადგან ტოლობის ნიშნების მარცხნივ მდგომ გამო-

სახულებათა შესაკრებები ერთმანეთს აბათილებს, შეკრებით გვექნება


n(n  1)
n 3  3(12  2 2      n 2 )  3(1  2      n)  n  3S n  3  n.
2
აქედან კი S n ჯამისათვის ჩვენთვის უკვე ნაცნობი ფორმულა მიიღება.

მსჯელობის ორივე ვარიანტი ასე დაწვრილებით იმიტომ მოვიტანეთ,


რომ ფანტაზიას გასაქანი მივცეთ და რიცხვთა მხოლოდ კვადრატებისა
კი არა, კუბების ჯამებიც გამოვითვალოთ. ამ იდეაზე დაყრდნობით,
საერთოდ, ნებისმიერ ხარისხში აყვანილ ნატურალურ რიცხვთა ჯამების
გამოთვლისკენაც გვეხსნება გზა. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ მსგავს
ჯამებს სიმრავლეთა დალაგების სირთულის გამოთვლის გარდა გამო-
ყენება სხვაც ბევრი აქვს და მათ მოგვიანებით შევეხებით.

ვიდრე სიმრავლის მოსაწესრიგებას შეუდგებიან, ცდილობენ შეაფასონ


ხოლმე, რამდენად დიდია განსხვავება მისი ელემენტების თავიდან
მოცემულ და საბოლოოდ მოწესრიგებულ განლაგებათა შორის. ამით
ცდილობენ თავიდან აიცილონ ელემენტების ზედმეტი შედარებები და
მოწესრიგების ოპტიმალური ვარიანტები შეარჩიონ. შეფასების დროს
მოითხოვება იმის ცოდნაც, თუ საერთოდ რამდენნაირი თანმიმდევ-

43
რობით შეიძლება გავამწკრივოთ n ელემენტი. ყოველ ასეთ კომბინაცი-
ას, საწყისი განლაგების ჩათვლით,

გადანაცვლება
ეწოდება. მისი სახელის ფრანგული ეკვივალენტის (Permutation)

ასომთავრულის მიხედვით Pn აღნიშვნაც შემოიღეს. ელემენტების რაო-

დენობის მიმანიშნებელი n ინდექსის გარდა ამ აღნიშვნაში სხვა არა-


ფერი წერია, რადგან გადანაცვლება მხოლოდ მათ რაოდენობაზეა დამო-
კიდებული. პირველი ელემენტის მოსათავსებლად n ვარიანტი არსე-
ბობს. ყოველი ამ n ვარიანტისათვის მეორე ელემენტის მოთავსების
( n  1) ვარიანტი გვაქვს. გამოდის, რომ პირველი ორი ელემენტის ასარ-

ჩევად n(n  1) ვარიანტი გვქონია და ყოველ მათგანს მესამე ელემენტის

არჩევის ( n  2) ვარიანტი მოსდევს. მსგავსი მსჯელობის რამდენჯერმე

გამეორებით საბოლოოდ ირკვევა, რომ

Pn  n(n  1)(n  2)    (2)(1)  n!


ასეა აღნიშნული თანმიმდევრობით აღებული პირველი n ცალი ნატუ-
რალური რიცხვის ნამრავლი და გამოითქმება: „ n ფაქტორიალი“. ეს
ტერმინი ინგლისური „factor“ (მამრავლი) სიტყვიდან აწარმოეს ორი
საუკუნი წინ. ფორმულა ვარგისია ყველანაირ საგანთა ყველანაირი

რაოდენობისათვის. მაგალითად, P1  1, რადგან ერთელემენტიანი სიმ-

რავლე თავისთავად მოწესრიგებულია და მის ელემენტს ერთადერთი

პოზიცია უკავია. ან, თუნდაც, P2  2, რადგან როცა ორი ელემენტი

გვაქვს, მათი მხოლოდ ერთხელ გადასმა შეგვიძლია. ეს კი სულ ორი


კომბინაციით ამოიწურება. ფაქტორიალით გამოხატული ფორმულა
ჩასაწერადაც ადვილია და გამოსათქმელადაც, თუმცა აქედან არა ჩანს,
44
სინამდვილეში რამდენად დიდი შეიძლება იყოს გადანაცვლებათა
რაოდენობა. სიტყვამ მოიტანა და, ათი ელემენტის განლაგების
სამმილიონნახევარზე მეტი ვარიანტი არსებულა! პრაქტიკული
მიზნებისათვის უფრო ხშირად სიმრავლეებში შემავალ საგნებს რაიმე
დამატებითი თვისების მიხედვით გადააჯგუფებენ ხოლმე, ან ცალკე-
ული ჯგუფებით ახალი სიმრავლეებსა ქმნიან. განსაკუთრებით ეს

უკანასკნელია საინტერესო, როცა უნდა განისაზღვროს, რამდენნაირი k


ელემენტიანი კომბინაციის შედგენა შეიძლება n ელემენტიანი სიმ-
რავლიდან. ასეთ კომბინაციებს

ჯუფდება

ჰქვია და მას ფრანგული შესატყვისის (Combinaison) მიხედვით C nk

სიმბოლო შეურჩიეს. მაგალითად, რადგან ოთხელემენტიანი {ა,ბ,გ,დ}


სიმრავლიდან ორ-ორ ელემენტიანი ქვესიმრავლე ექვსნაირად შეიძლება

აირჩეს – {ა,ბ}. {ა,გ}, {ა,დ}, {ბ,გ}, {ბ,დ}, {გ,დ}, გვქონია C 4  6. ზოგადი


2

ფორმულის დასადგენად ისეთივე მსჯელობს მივყვეთ, გადანაცვლე-


ბათა დასათვლელად ზემოთ რომ ვისარგებლეთ. შესადგენი კომბინა-
ციის პირველ ადგილზე სიმრავლის n ელემენტიდან ნებისმიერი შეგვიძ-
ლია დავსვათ, ანუ პირველი ელემენტისათვის n არჩევანი გვაქვს.
თითოეული ამ არჩევანისათვის მეორე ელემენტის არჩევის ( n  1)

ვარიანტი არსებობს. და ამიტომ ერთობლივ პირველი და მეორე


ელემენტის არჩევანთა რაოდენობა n(n  1) ნამრავლის ტოლია. იგივე

მოსაზრებით ყოველი მათგანისათვის მესამე ელემენტის არჩევის


( n  2) ვარიანტი არსებობს და თუ ამ მჯელობას მივყვებით, დავასკვ-

ნით, რომ k – ური ელემენტისათვის (n  k  1) არჩევანი გვქონია. მაშასა-


45
დამე, მთლიანად k ცალი ელემენტის არჩევანთა საერთო რიცხვი
n(n  1)    (n  k  1) ყოფილა. ახლა კიდევ ისიც გავითვალისწინოთ, რომ

ყოველი k –ელემენტიანი ჯგუფი k ! რაოდენობის ერთმანეთისაგან


განსხვავებული მიმდევრობით შეიძლება დალაგდეს. და ყველა მათგანი

ჩათვლილია k ცალი ელემენტის არჩევანთა რიცხვში. ჩვენთვის კი


ელემენტების მიმდევრობას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. ისინი

რომ სათვალავში k ! –ჯერ კი არა, მხოლოდ ერთხელ ვიქონიოთ, პირ-

ველი რიცხვი მეორეზე უნდა გავყოთ. ამ შენიშვნის საფუძველზე საბო-


ლოოდ ვასკვნით, რომ
n(n  1)    (n  k  1)
C nk  .
k!
ეს კი სწორედ ის ფორმულაა, რომელსაც ვეძებდით. მას სხვაც უამრავი
და არანაკლებ მნიშვნელოვანი იმდენი გამოყენება აქვს, რომ სპეცია-
ლურად სახელიც კი შეარქვეს –

ბინომური კოეფიციენტები,
რადგან ზუსტად ასეთი გამოსახულებები უზის რაიმე n ხარიხში
აყვანილი ორწევრის (ანუ, ბინომის) განაშალის შესაკრებებს კოეფიცი-
ენტებად. უპრიანი იქნება, ბინომის თაობაზეც რამდენიმე სიტყვა აქვე
ითქვას. გადავამრავლოთ ერთმანეთისაგან განსხვავებული ნებისმიერი

a, b1 , b2 ,  , bn რიცხვებით შედგენილი (a  bk ) , k  1,  , n ჯამები და

მათი ნამრავლი a რიცხვის ხარისხების კლების მიხედვით დალაგე-


ბული შესაკრებების ჯამად გავშალოთ

(a  b1 )( a  b2 )    (a  bn )  a n  (b1  b2      bn )  a n1 
 (b1b2  b1b3      bn1bn )  a n2      b1b2    bn .

46
ყურადღება მივაქციოთ ტოლობის ნიშნის მარჯვნივ ამ რიცხვის
ხარისხებთან მდგომ კოეფიციენტებს. პირველ შესაკრებს წინ ერთიანი

უზის. მომდევნო წევრებთან კი ყველგან მხოლოდ bk რიცხვებით გამო-

სახული კოეფიციენტებია. მაგალითად, მეორე კოეფიციენტი ყველა ამ


რიცხვის ჯამია. შემდეგ ისინი, ყველანაირად დაწყვილებული, ერთ-
მანეთზეა გადამრავლებული და შეკრებილი. ასეა აგებული მესამე კოე-
ფიციენტი და მისი შესაკრებების რაოდენობა ზუსტად იმდენია, რამ-
დენი ორელემენტიანი ჯუფდებაც შეიძლება შევადგინოთ n ელემენ-

ტიანი სიმრავლიდან. როგორც უკვე ვიცით, ეს რაოდენობა Cn2 რიცხვით

გამოიხატება. მომდევნო კოეფიციენტი bk რიცხვებიდან ამოკრებილი

ყველა შესაძლო სამეულის ნამრავლთა ჯამია და Cn3 არის ამ ჯამის

შესაკრებთა რაოდენობა. უკვე ჩანს კანონზომიერება, რომლითაც კოე-


ფიციენტებში შესაკრებთა რაოდენობა ისაზღვრება. ის n ელემენტიანი
სიმრავლიდან იმდენ ელემენტიან ჯუფდებათა რიცხვის ტოლია, რამ-
დენიც შესაბამისად აკლდება a რიცხვის n ხარისხს. მაშასადამე, (n  k )
ხარისხად აყვანილი a რიცხვის წინ მდგომი კოეფიციენტი C nk რაო-

დენობის შესაკრებთა ჯამითაა გამოსახული. პირველის მსგავსად ბოლო

შესაკრებიც ერთწევრაა. იგი ერთობლივ ყველა bk რიცხვის ნამრავლია

და a რიცხვს საერთოდ არ შეიცავს. ახლა ჩავთვალოთ, რომ bk რიცხვი

ყველა ერთმანეთის ტოლია და მისთვის b აღნიშვნა შემოვიტანოთ.


ასეთ შემთხვევაში

ნიუტონისეული ბინომის
სახელით ცნობილი

47
(a  b) n  a n  C n1 a n1b  C n2 a n2 b 2      C nk a n k b k    
 C nn1ab n1  C nn b n (N )
ტოლობა გვექნება. ადვილი მისახვედრი უნდა იყოს, რომ თავიდან და
ბოლოდან ერთნაირად დაშორებული წევრების კოეფიცინტები ტოლი
მნიშვნელობისაა. ეს კარგად გამოჩნდება, თუ ამავე ფორმულის მიხედ-

ვით n ხარისხად აყვანილ a  b ორწევრის ნაცვლად b  a ჯამს გავშლით


შესაკრებებად და თანაც გავითვალისწინებთ, რომ ამით საბოლოო
შედეგი არ შეიცვლება. მაშასადამე, ბინომური კოეფიციენტებისათვის
უნდა გვქონდეს

C nk  C nn k , k  n,
რაც ნათლადა ჩანს ჯუფდებათა გამოსათვლელ ფორმულაში წილადის
მრიცხველისა და მნიშვნელის ( n  k )!–ჯერ გაზრდით:

n(n  1)    (n  k  1)  (n  k )    2  1 n!
C nk    C nn  k .
k!1  2    (n  k ) (n  k ) ! k !

როცა k  n , გაუგებარია, რას უნდა ნიშნავდეს C n0 ჩანაწერი ამ


ფორმულაში. ეს გამოსახულება არც კი წერია ახარისხებული ორწევრის
გაშლაში სადმე. თუმცა, გარკვეული ლოგიკის მიხედვით ის პირველი
შესაკრების წინ უნდა იდგეს და ერთიანის ტოლიც უნდა იყოს.

ამიტომაც შეთანხმდნენ, რომ C n0  1 , რამაც თავის მხრივ კიდევ ერთი

შეთანხმება გამოიწვია, რომ 0 !  1 .

48

You might also like