You are on page 1of 19

$1. გამონათქვამის ცნება.

ლოგიკური ოპერაციები გამონათქვამებზე

გამოთქმათა ალგებრა შინაარსობრივად მათემატიკური ლოგიკის ერთ-ერთ


ძირითად შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. იგი გამოთქმებს ანუ გამონათქვამებს და
მათზე ძირითად ოპერაციებს შეისწავლის. გამოთქმა ანუ გამონათქვამი ეწოდება ისეთ
თხრობით წინადადებას, რომლისთვისაც ცალსახად შეიძლება დავადგინოთ ჭეშმარიტია
იგი თუ მცდარი. გამონათქვამის მაგალითებია:
1. თბილისი საქართველოს დედაქალაქია;
2. 2 მარტივი რიცხვია;
3. 5 შედგენილი რიცხვია.
პირველი ორი გამონათქვამი ჭეშმარიტია, ხოლო მესამე – მცდარია. x ნამდვილი
რიცხვია – ეს წინადადება გამონათქვამს არ წარმოადგენს. მაშასადამე, გამონათქვამი
არის ისეთი თხრობითი წინადადება, რომელიც ან ჭეშმარიტ, ან მცდარ აზრს გამოხატავს
და ლათინური ანბანის პატარა ასოებით აღნიშნავენ: a, b, c, ... x, y, z ,... ან a1 , a2 , a3 ,... თუ
a გამონათქვამია, მაშინ a = ჭ, ან a = მ. ხშირად ჭეშმარიტ მნიშვნელობას 1-ით, ხოლო
მცდარს 0-ით აღნიშნავენ. ამ აღნიშვნებით მოქმედებები გამონათქვამებზე შეიძლება
არითმეტიკულ მოქმედებებზე დავიყვანოთ. გამოთქმათა ალგებრაში ყველა
გამონათქვამი განიხილება მხოლოდ ლოგიკური მნიშვნელობის თვალსაზრისით და არა
ცხოვრებისეული ანუ შინაარსობრივი მნიშვნელობით. ითვლება, რომ ყველა
გამონათქვამი ან ჭეშმარიტია, ან მცდარი და არც ერთი გამონათქვამი არ შეიძლება იყოს
ერთდროულად ჭეშმარიტიც და მცდარიც.

გამოთქმათა ალგებრაში ხუთი ძირითადი ლოგიკური ოპერაციაა:


1. უარყოფა; 2. კონიუნქცია; 3. დიზიუნქცია; 4. იმპლიკაცია; 5. ექვივალენცია.

უარყოფა. p გამონათქვამის უარყოფა ეწოდება გამონათქვამს, რომელიც მცდარია,


თუ p ჭეშმარიტია, ხოლო ჭეშმარიტია, თუ p მცდარია.
p გამონათქვამის უარყოფა აღინიშნება p ან ¬p სიმბოლოთი და იკითხება: ` p

გამონათქვამის უარყოფა~; `არა p ~. ცხადია, p = p.


p გამონათქვამის მნიშვნელობები შეიძლება აღიწეროს ცხრილის საშუალებით

p p
1 0
0 1

ასეთი სახის ცხრილებს უწოდებენ ჭეშმარიტობის ცხრილებს. ვთქვათ, p

გამონათქვამია. რადგან p -ც ასევე გამონათქვამს წარმოადგენს, ამიტომ შეიძლება

განვიხილოთ p გამონათქვამის უარყოფაც, ე.ი. გამონათქვამი p , რომელსაც ეწოდება p


გამონათქვამის ორმაგი უარყოფა. ცხადია, რომ p და p გამონათქვამების ლოგიკური
მნიშვნელობები ერთნაირია.
მაგალითად, გამონათქვამისათვის ”მდინარე მტკვარი ჩაედინება კასპიის ტბაში”
უარყოფა იქნება ”არასწორია, რომ მდინარე მტკვარი ჩაედინება კასპიის ტბაში”, ხოლო
ორმაგი უარყოფა იქნება ”არასწორია, რომ მდინარე მტკვარი არ ჩაედინება კასპიის
ტბაში”.

კონიუნქცია (ლოგიკური ნამრავლი). p და q გამონათქვამების კონიუნქცია


ეწოდება გამონათქვამს, რომელიც ჭეშმარიტია მხოლოდ მაშინ, როცა ორივე
გამონათქვამი ჭეშმარიტია, და მცდარია, თუ ერთი მაინც გამონათქვამი მცდარია.
p და q გამონათქვამების კონიუნქცია აღინიშნება p∧q ან p & q სიმბოლოთი
და იკითხება: ` p და q გამონათქვამების კონიუნქცია~; ` p და q გამონათქვამების
ლოგიკური ნამრავლი~; ` p და q ~. p და q გამონათქვამებს ეწოდებათ კონიუნქციის
წევრები.
კონიუნქციის ლოგიკური მნიშვნელობები აღიწერებიან შემდეგი ცხრილის
საშუალებით:
p q p∧q
1 1 1
1 0 0
0 1 0
0 0 0

კონიუნქციის ოპერაციის განმარტებიდან გამომდინარეობს, რომ ”და” კავშირი


ლოგიკის ალგებრაში გამოიყენება იმავე აზრით, როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში.
თუმცა ჩვეულებრივ საუბარში არაა მიღებული ”და” კავშირით შევაერთოთ შინაარსით
ერთმანეთისგან განსხვავებული წინადადებები, ხოლო ლოგიკის ალგებრაში
განიხილება ნებისმიერი ორი გამონათქვამის კონიუნქცია.
კონიუნქციისა და უარყოფის ოპერაციათა განმარტებებიდან გამომდინარეობს, რომ
გამონათქვამი p  p ყოველთვის მცდარია.

დიზიუნქცია (ლოგიკური ჯამი). p და q გამონათქვამების დიზიუნქცია ეწოდება


გამონათქვამს, რომელიც ჭეშმარიტია მხოლოდ მაშინ, როცა ერთი მაინც გამონათქვამი
ჭეშმარიტია, და მცდარია, თუ ორივე გამონათქვამი მცდარია.
p და q გამონათქვამების დიზიუნქცია აღინიშნება p∨q სიმბოლოთი და
იკითხება: ` p და q გამონათქვამების დიზიუნქცია~; ` p და q გამონათქვამების
ლოგიკური ჯამი~; ` p q
ან ~. p და q გამონათქვამებს ეწოდებათ დიზიუნქციის
წევრები.
დიზიუნქციის ლოგიკური მნიშვნელობები აღიწერებიან შემდეგი ცხრილის
საშუალებით:

p q pq
1 1 1
1 0 1
0 1 1
0 0 0
ყოველდღიურ საუბარში ”ან” კავშირი გამოიყენება სხვადასხვა აზრით: გამომრიცხავი
და არაგამომრიცხავი აზრით. ლოგიკის ალგებრაში ”ან” კავშირი გამოიყენება
არაგამომრიცხავი აზრით.
დიზიუნქციისა და უარყოფის ოპერაციათა განმარტებებიდან გამომდინარეობს, რომ
გამონათქვამი p  p ყოველთვის ჭეშმარიტია.
იმპლიკაცია. p და q გამონათქვამების იმპლიკაცია ეწოდება გამონათქვამს, რომე-
ლიც მცდარია მხოლოდ მაშინ, როცა p გამონათქვამი ჭეშმარიტია და q მცდარია, და
ჭეშმარიტია სხვა ყველა შემთხვევაში.
p და q გამონათქვამების იმპლიკაცია აღინიშნება p⇒ q სიმბოლოთი და
იკითხება: ` დაp q გამონათქვამების იმპლიკაცია~; ` -დან გამომდინარეობს q ~; `თუ
p
p , მაშინ q ~. ვთქვათ, p და q გამონათქვამებია და p⇒ q ჭეშმარიტია, მაშინ ამბობენ,
რომ ` p საკმარისია q -სათვის, ხოლო q აუცილებელია p -სათვის~. ამგვარი
ტერმინოლოგია გამართლებულია იმით, რომ თუ p⇒ q გამონათქვამი ჭეშმარიტია,
მაშინ p -ს ჭეშმარიტებას აუცილებლად q -ს ჭეშმარიტობა მოსდევს. მეორეს მხრივ, p -ს
ჭეშმარიტობა საკმარისია q -ს ჭეშმარიტობისათვის. იმპლიკაციის პირველ p
გამონათქვამს ანცედენტი (წინამძღვარი, ვარაუდი) ეწოდება, ხოლო მეორე q
გამონათქვამს კონსექვენტი (დანასკვი, შედეგი, დასკვნა) ეწოდება.
იმპლიკაციის ლოგიკური მნიშვნელობები აღიწერებიან შემდეგი ცხრილის
საშუალებით:

p q pq
1 1 1
1 0 0
0 1 1
0 0 1

”თუ . . . , მაშინ . . .” სიტყვათა გამოყენება ლოგიკის ალგებრაში განსხვავდება მათი


გამოყენებისაგან ჩვეულებრივ საუბარში, სადაც, როგორც წესი ვთვლით, რომ თუ p
გამონათქვამი მცდარია, მაშინ გამონათქვამს `თუ p , მაშინ q ~ საერთოდ არ აქვს აზრი.
გარდა ამისა, ჩვეულებრივ საუბარში `თუ p , მაშინ q ~ სახის წინადადებების აგების
დროს ყოველთვის ვგულისხმობთ, რომ q წინადადება გამომდინარეობს p
წინადადებიდან. მათემატიკურ ლოგიკაში ”თუ . . . , მაშინ . . .” სიტყვათა გამოყენება ამას
არ მოითხოვს, რადგანაც მასში გამონათქვამთა აზრი არ განიხილება.
იმპლიკაცია მნიშვნელოვან როლს თამაშობს მათემატიკურ დამტკიცებებში,
რადგანაც მრავალი თეორემა ჩამოყალიბდება პირობითი წინადადების სახით `თუ p ,
მაშინ q ~ . ამასთან თუ ცნობილია, რომ p ჭეშმარიტია და დავამტკიცებთ p  q
იმპლიკაციის ჭეშმარიტობას, მაშინ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ჭეშმარიტია ასევე q -ც.

ექვივალენცია (ექვივალენტობა). p და q გამონათქვამების ექვივალენცია ეწოდება


გამონათქვამს, რომელიც ჭეშმარიტია მაშინ და მხოლოდ მაშინ, როცა ორივე
გამონათქვამი ერთდროულად ჭეშმარიტია ან ერთდროულად მცდარია.
p და q გამონათქვამების ექვივალენცია აღინიშნება p  q სიმბოლოთი და
იკითხება: ` p და q გამონათქვამების ექვივალენცია.~ ` p მაშინ და მხოლოდ მაშინ, როცა
q ~. p და q გამონათქვამებს ეწოდებათ ექვივალენციის წევრები.
მაშასადამე, თუ p  q და q  p , მაშინ ამბობენ, რომ p და q ექვივალენტური
გამონათქვამებია. გამონათქვამი p  q ნიშნავს, რომ p -სათვის აუცილებელია და
საკმარისი q და q -სათვის აუცილებელია და საკმარისი p .
ექვივალენციის ლოგიკური მნიშვნელობები აღიწერებიან შემდეგი ცხრილის
საშუალებით:

p q pq
1 1 1
1 0 0
0 1 0
0 0 1

მაგალითად, ექვივალენცია ”სამკუთხედი SPQ , რომლის წვეროა S და ფუძეა PQ ,


არის ტოლფერდა მაშინ და მხოლოდ მაშინ, როცა P  Q ” არის ჭეშმარიტი, რადგანაც
გამონათქვამები ”სამკუთხედი SPQ წვეროთი S და ფუძით PQ არის ტოლფერდა” და
”სამკუთხედში, რომლის წვერა S და ფუძეა PQ , P  Q ” ან ერთდროულად
ჭეშმარიტი არიან, ან ერთდროულად მცდარი.
ექვივალენცია მნიშვნელოვან როლს თამაშობს მათემატიკურ დამტკიცებებში.
ცნობილია, რომ თეორემათა მნიშვნელოვანი რაოდენობა ჩამოყალიბდება აუცილებელი
და საკმარისი პირობების ფორმით, ე.ი. ექვივალენტობის ფორმით. ასეთ შემთხვევაში
თუ ვიცით ექვივალენტობის რომელიმე წევრის ჭეშმარიტობის ან მცდარობის შესახება
და დავამტკიცებთ თვით ექვივალენტობის ჭეშმარიტობას, მაშინ დასკვნას გავაკეთებთ
მეორე წევრის ჭეშმარიტობის ან მცდარობის შესახებ.
ლოგიკური ოპერაციების მნიშვნელობები შეიძლება აღწერილი იქნას გაერთიანე-
ბული ცხრილის სახითაც. მას ჭეშმარიტობის ცხრილი ეწოდება და აქვს შემდეგი სახე:

p q p p∧q p∨q pq pq


1 1 0 1 1 1 1
1 0 0 0 1 0 0
0 1 1 0 1 1 0
0 0 1 0 0 1 1
`არა p ~ ` და q ~
p ` ან q ~
p `თუ , მაშინ q ~
p p
` მაშინ და
მხოლოდ მაშინ,
როცა q ~.
$2. ჩასმები და ოპერაციები ჩასმებზე

You might also like