You are on page 1of 14

სამეცნიერო

ნაშრომის
სტრუქტურა

ასისტ. პროფ. თეონა აბულაძე


კითხვები თემის ირგვლივ
რომელ სტრუქტურულ ერთეულებს მოიცავს
სამეცნიერო ნაშრომი?
როგორ გავაფორმოთ თავფურცელი?
როგორ ავაგოთ სარჩევი?
რა იწერება ნაშრომის შესავალ ნაწილში?
როგორ დავასაბუთოთ თემის აქტუალობა და
შემოვსაზღვროთ კვლევის არეალი?
როგორ იწერება ნაშრომის ძირითადი ნაწილი?
რა ინფორმაციას უნდა მოიცავდეს დასკვნა?
სამეცნიერო ნაშრომისთვის აუცილებელი
სტრუქტურული ერთეულები
საწყისი გვერდი ძირითადი გვერდები ბოლო
გვერდები

თავფურცელი
განაცხადი შესავალი
სარჩევი ძირითადი
ნაწილი ბიბლიოგრაფია
დანართები
დასკვნა (საჭიროებისამებრ
)
თავფურცელი

განაცხადი - აკადემიური ნაშრომის მეორე


სტრუქტურული ერთეულია, თავფურცლის
მომდევნო გვერდზე იწერება და მიზნად ისახავს
ნაშრომის დაცვას პლაგიატისგან. ვიყენებთ მზა
ტექსტს, ნაშრომის ავტორის სახელის, გვარის და
ნაშრომის დასრულების თარიღის მითითებით.
სარჩევი - ნაშრომის აგებულებას წარმოაჩენს და
ამით მკითხველს ორიენტაციას უადვილებს.
საჭიროა ნაშრომის თავების, ქვეთავების,
პარაგრაფების ზუსტი მითითება.
სამეცნიერო ნაშრომის სარჩევი უნდა იყოს
ლოგიკურად აგებული, ადვილად გასაგები და
მასში შესული თითოეული პუნქტი საკვლევ
საკითხს უშუალოდ უნდა უკავშირდებოდეს,
ხოლო სარჩევის ნუმერაცია ზუსტად
წარმოაჩენდეს თემის ცალკეული ასპექტების
ურთიერთმიმართებებს, ძირითად საკითხებს და
ქვეპუნქტებს.
შესავალი ნაწილი
მისი ფუნქციაა მკითხველს შეუქმნას წარმოდგენა
თემის შესახებ და განაწყოს ნაშრომის
წასაკითხად. იწყება საკვლევი პრობლემის
აღწერით, გრძელდება კვლევის აქტუალობის
დასაბუთებით და სრულდება კვლევის მიზნისა და
საკვლევი კითხვის დასმით
საკვლევი პრობლემის
აღწერა
კვლევის
აქტუალობა/მნიშვნელო
ბა

კვლევის მიზანი

საკვლევი
კითხვები/ჰიპოთეზებ

საკვლევი პრობლემის წარმოდგენა
და აღწერა
დარწმუნება საკვლევი პრობლემის
აუცილებლობაში

საკვლევი თემის კონტექსტის აღწერა

საკვლევ შეკითხვასთან დაკავშირებული


საფუძვლებზე საუბარი ან ისტორიის მიმოხილვა,
რასაც დაუკავშირებთ განსახილველ საკითხს.
კვლევის აქტუალობა და მნიშვნელობა
საკითხის ახლებურად დასმა
საკითხთან მიმართებით არსებული
ლიტერატურის მიმოხილვა და მინიშნება
კვლევებში არსებულ დანაკლისსა და ხარვეზებზე
მოიშველიეთ კითხვები - რა სამეცნიერო
მონაცემები მოიპოვება ამ საკითხზე?, რა არ
არის აქამდე დამუშავებული და გარკვეული?,
როგორ დაუკავშირდება თქვენი ნაშრომი
აქამდე არსებულ ცოდნას?
კვლევის მიზანი და საკვლევი
შეკითხვა
არის აკადემიური ნაშრომის
ყველაზე ღირებული ერთეულები,
ხოლო მათი ნათლად
ფორმულირება - ნაშრომის
წარმატების საწინდარი.
კვლევის მიზანი შეიძლება იყოს:
გარკვეული წვლილის შეტანა კონკრეტული
საკითხის უკეთ გააზრებისთვის;
კონკრეტულ საკითზე ცოდნის მოგროვება და
განვრცობა;
თეორიების, პოზიციებისა თუ შეხედულებების
შედარება;
ფაქტობრივი მასალის ანალიზი;
ტექსტის ინტერპრეტაცია და სხვა;
კვლევის არეალის შემოსაზღვრა
სასურველია თემას თავიდანვე ჰქონდეს მკაფიო
საზღვრები, თავიდანვე განვსაზღვროთ საკვლევი
თემის ობიექტის არეალი, თუ რა იქნება
ყურადღების ცენტრში.

რაც უფრო ვიწროა საკვლევი საკითხი, მით


უფრო ღირებულია ნაშრომი და ადვილია თემაზე
მუშობა.
კვლევის მეთოდები და ხერხები - მონაცემების
დასამუშავებლად რა მიდგომას ავირჩევთ, რა
მეთოდებს, კითხვარს?..

შესავლის ბოლო ნაწილში რამოდენიმე სტრიქონი


ეთმობა ნაშრომის აგებულების მოკლე აღწერას.

შესავალი ნაშრომის 15 % შეადგენს

შესავალი არ ემსახურება ვრცელ,


არგუმენტირებულ მსჯელობას, აქ მნიშვნელოვანია
კონკრეტული საკითხის დასმა და პასუხამდე
მიმავალი გზის ჩვენება.
შესავალი, როგორც წესი, ორჯერ იწერება;
ექსპერტის რჩევა
განათლების გარკვეულ საფეხურებზე მიაჩნიათ,
რომ განათლების მიზანია დავიმახსოვროთ
სხვების მიერ გაცემული პასუხები - არა!
განათლება მიზნად ისახავს საკუთარ
შეკითხვებზე საკუთარი პასუხების მოძიების
უნარის გამომუშავებას, ამისათვის უნდა
ვისწავლოთ საკითხების გამოვლენა და
დავინტერესდეთ ისეთი საკითხებით, რომლებიც
ერთი შეხედვით ჩვეულებრივია!

You might also like