You are on page 1of 4

•პლაგიატი - სხვისი იდეისა თუ ნაშრომის მოპარვა, გადაწერა და სხვ.

უნებლიე პლაგიატი
გულისხმობს, როცა მოიყვან ფრაზას ციტატის სახით, მაგრამ არ ჩასვამ ბრჭყალებში;
წყაროდან გამოიყენეთ იდეები ან მეთოდები და წყარო არ მიუთითეთ; პერიფრაზს
ცდილობდით, მაგრამ თითქმის ციტირება მოახდინეთ..
- აკადემიური მუშაობის ტექნიკები -
•სამეცნიერო კვლევა: ემსახურება სამყაროს სისტემურ შემეცნებას -> ცოდნის შექმნას;
კონკრეტულ საკვლევ საგანთან დაკავშირებული და შემეცნებისკენ მიმართული
კომუნიკაცია; მონაცემების საფუძველზე განხორციელებული სისტემური შემეცნება;
ობიექტურობა, სიმართლე და თანმიმდევრულობა.

•ახალი ინფორმაცია, იმისთვის, რათა იგი გავრცელდეს და გამოსაყენებელი გახდეს, უნდა


იყოს: შემოწმებადი; განსჯადი; წესებისა და სტანდარტების დაცვით.

•აკადემიური წერის ჟანრები: კონსპექტი; ესე; პროსპექტუსი; საშინაო ნაშრომი.

•სამეცნიერო ნაშრომი vs. ესე


წამოყენებული მოსაზრების ავტორის სუბიექტური
ობიექტური დასაბუთება,სამეცნიერო მსჯელობა, შეფასება, დაფარულის
ენა,ანალიზი,სიახლის აღმოჩენა. გამოაშკარავება.

•აკადემიური ნაშრომის აგებულება: სატიტულო გვერდი, სარჩევი, შესავალი, ძირითადი


ნაწილი, დასკვნა, ბიბლიოგრაფია.
- სამეცნიერო ენა და სტილი -
•სამეცნიერო ტექსტში მნიშვნელოვანია: ენის სისადავე, შიდა წესრიგი, განმარტებითი
წინადადებები.
ლექცია 3.
- აკადემიურ ნაშრომზე მუშაობის ეტაპები -
•თემის შერჩევა; დამხმარე მასალების მოძიება; სათაურის და მიზნის ჩამოყალიბება;
შესავლის დაწერა; კონსპექტის შედგენა; არგუმენტაცია და მსჯელობა; ბიბლიოგრაფიის
გამართვა; ნაშრომის რედაქტირება.

•საწყის გვერდები: თავფურცელი; მადლობა; სარჩევი; ცხრილებისა და გრაფიკების


ჩამონათვალი; აბრევიატურები.

•ძირითადი ნაწილი: შესავალი; სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა; მიზანი;


მეთოდოლოგია; შედეგები; შედეგების შესაბამისობა საკვლევ კითხვასთან.

•ბოლო გვერდები: გამოყენებული ლიტერატურა/ბიბლიოგრაფია; დანართები.


•შესავალი მოიცავს: საკვლევ პრობლემას; კვლევის მნიშვნელობას; კვლევის მიზანს;
ჰიპოთეზა; ნაშრომის სტრუქტურა.
ლექცია 4.

-სამეცნიერო ლიტერატურის მოძიება და ბიბლიოგრაფიის შედგენა-

•სამეცნიერო რესურსების შერჩევის კრიტერიუმები: გადახედეთ სარჩევს, შესავალსა და


დასკვნას; ავტორის რეპუტაცია; რამდენად ახალია წყარო; გამომცემლობის ავტორიტეტი;
მოცემული ინფორმაციის დასაბუთება აქამდე არსებული კვლევების ანალიზით;
გადამოწმებადია თუ არა; დაცულია თუ არა აკადემიური სტილი და საავტორო
უფლებები.

•არააკადემიური წყაროები: ვიკიპედია; ბლოგები; ფორუმები; არაობიექტური და


ტენდენციური საიტები.
- წყაროების დახარისხება-

•პირველადი წყარო: ორიგინალი ნაწარმოებები(მხ.ლიტერატურა, სურათები, ფილმები,


მუს.ნაწარმოებები); საგნები(მონეტები, ინსტრუმენტები, ტანსაცმელი);
მონაცემები(ინტერვიუები, სტატისტიკები და სხვ.)

•მეორადი წყარო: წიგნები; სამეცნიერო ჟურნალები; თემატური ენციკლოპედიები და სხვ.

•მესამეხარისხოვანი წყარო: ზოგადი ენციკლოპედიები; ლექსიკონები; გაზეთები;


ჟურნალები და სხვ.

-ბიბლიოგრაფიის შედგენა-

• - ავტორის გვარი, სახელი. გამოცემის წელი. ნაწარმოების სახელი. გამომცემლობის


ადგილი: გამომცემლობა.

• თუ ორი ან მეტი ავტორი ჰყავს, მაგ 1: მახარაძე, ირაკლი და რევაზ მახარაძე. 2007. ერთი
მუჭა ვესტერნი. თბილისი: არეტე.
მაგ 2: გიორგაძე, გ., მ.კოპალეიშვილი, ა. ლორია. 2008. საქართველოს ადმინისტრაციული
საპროცესო კოდექსის კომენტარი. თბილისი: ბონა კაუზა.

•სტატია სამეცნიერო ჟურნალიდან, მაგ: სტატიის ავტორის გვარი, სახელი. ჟურნალის


გამოსვლის წელი. სტატიის სათაური. ჟურნალის სახელწოდება ჟურნალის ნომერი
(ჟურნალის გამოსვლის თვე ან სეზონი): XX-XX.
•ინტერნეტ-წიგნისა ან სტატიის მითითებისას ბოლოს აუცილებელია მივუთითოთ ლინკი
და ამ ლინკის წვდომის თარიღი.

•ბიბლიოგრაფიაში მნიშვნელოვანია ანბანური თანმიმდევრობა, ასევე თანმიმდევრობა


წყაროების რიგის, ფორმისა და ენის მიხედვით.
ლექცია 5.
- საკვლევი შეკითხვის ჩამოყალიბება -

•კონცეპტუალურია შეკითხვა, რომელიც პასუხობს კითხვაზე „მერე რა“?; მკითხველს


ეხმარება გარკვეული საკითხის გაგებაში.

•პრაქტიკული შეკითხვა: რა უნდა გავაკეთოთ პრობლემური ვითარების


გამოსასწორებლად?

•გამოყენებითი შეკითხვა: რა უნდა გავიგოთ, ვიდრე გავარკვევთ რა უნდა გავაკეთოთ?

•კვლევის მიზანი შეიძლება ასე ჩამოყალიბდეს: „... რათა დავეხმაროთ სხვებს, გაიგონ...“

•სქოლიოსა და შენიშვნებშო ხდება წყაროების დადასტურება.

ლექცია 6.

• თემის შერჩევისას მნიშვნელოვანია, თემა შეესაბამებოდეს სტუდენტის წინარე ცოდნას;


სტუდენტი უნდა იყოს ობიექტური.

•ნაშრომის სათაური უნდა პასუხობდეს კითხვებზე „რა?“, „სად?“, „როდის?“.

•შესავალში მოცემული უნდა იყოს: საკვლევი პრობლემა; პრობლემის აქტუალურობა;


კვლევის მნიშვნელობა; კვლევის მიზანი; ჰიპოთეზა.
ლექცია 7.
- პრეზენტაციის მომზადება და ორგანიზება -
•პრეზენტაციის დაგეგმვა: გონებრივი იერიში და პირველი მონახაზი; საკითხის კვლევა;
მასალის თავმოყრა; საპრეზენტაციო საკითხების ჩამოყალიბება; პრეზენტაციის
სტრუქტურის შემუშავება; ვარჯიში.
- ჰენდაუთი -
ლექცია 8.
- ციტირება -
•იმ შემთხვევაში თუ წარმოადგენს დამამტკიცებელ ფაქტს.
•ნაწყვეტში მოცემულია თვალსაზრისი, რომელსაც არ ეთანხმებით.
•ციტირებული სიტყვები ეკუთვნის ავტორიტეტულ პირს.

•ციტირება ორგანულია.

- პარაფრაზი -

•თუ წყაროში მოცემული მოსაზრების, ან შეხედულების უფრო მკაფიოდ წარმოდგენა


გსურთ.

•თუ წყაროში მოცემული მონაკვეთის მკაფიოდ და მოკლედ გადმოცემა გსურთ.


- - -

•რეზიუმირება

ნიშნავს შეჯამებას.

•ანოტაცია: წიგნის, სტატიის შინაარსის მოკლედ გადმოცემა, ზოგჯერ შეფასების


დართვით; ბეჭდვითი ნაწარმოების მოკლე, სხარტი დახასიათება იდეურ- პოლიტიკური,
მეცნიერული, ფორმალური თვალსაზრისით.( ანოტირება კითხვის ერთ-ერთი
საშუალებაა, მისი ფორმებია: ?; შემოხაზვა; ვიპ მნიშვნ; შეჯამება =; დასკვნა დ)

You might also like