You are on page 1of 5

სალექციო კონსპექტ-ბარათი №_4

სტუდენტი: ნათია ტუღუში

თარიღი: 12/04/2020

ა) აკადემიურ ნაშრომზე მუშაობის ეტაპები და საშინაო ნაშროის სტრუქტურა

წიგნის ბიბლიოგრაფიული მონაცემები: თურაბიანი 146-148გვ,

რეზიუმე: ნაშრომის გაცნობისას მკითხველმა აუცილებლად უნდა დაინახოს სად


მთავრდება შესავალი, სად იწყება დასკვნა და რა წინადადებებით არის
წარმოდგენილი დებულება შესავალსა და დასკვნაში. შესავალისა და დასკვნის უკეთ
გასაანალიზებლად კარგი იქნება თუ ერთმანეთისგან გამოვყოფთ მათ ქვეთავებით ან
დავტოვებთ ცარიელ ადგილს. მკითხველი ნაშრომს მაშინ მიიჩნევს
თანმიმდევრულად თუ დაინახავს სად სრულდება თავი და ქვეთავი, რა ძირითადი
დამახასიათებელი ტერმინები გასდევს თითოეულ ნაწილს, როგორ არის
დაკავშირებული ყველა ნაწილი წინასთან. თუკი მკითხველი ძირითად ტერმინებს
ვერ დაინახავს აბზაცების უმეტესობაში, ჩათვლის, რომ ტექსტი არ არის
თანმიმდევრული. კარგი იქნება თუ თითოეულ ნაწილს დავუსვამთ შეკითხვას - რას
პასუხობს ეს ნაწილი? აბზაცბი უნდა შეესაბამებოდეს თავისი ნაწილის არსს, მას
წამძღვარებული უნდა ჰქონდეს 1 ან 2 შესავალი წინადადება. სასურველია
მოვერიდოთ მცირე ან ძალიან დიდი აბზაცების წერას. კარგი იქნება თუ დაწერილ
ნამუშევარს თვალს გადავავლებთ და სხვა ადამიანს წავაკითხებთ ძირითად ნაწილსა
და დასკვნას, ამით გავიგებთ რამდენად გასაგებია ჩვენი ნაშრომი
საზოგადოებისთვის. ასევე აუცილებელია ნაშრომი გადავამუშაოთ პროფესორის არ
კურსის ხელმძღვანელის რჩევებით, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ხელიდან
გავუშვებთ მოხსენების დახვვეწილობის შესაძლებლობას და გავანაწყენებთ
სპეციალისტსაც, რომელიც უამრავ დროს ხარჯავს ჩვენი ნაშრომების შემოწმებასა და
რჩევების მოცემაში.

ბ) თემის პრობლემის საბოლოო შერჩევა, შესავალი

წიგნის ბიბლიოგრაფიული მონაცემები: აკადემიური მუშაობის საფუძვლები 31-32გვ.


ჩუბინიძე 89-90გვ.

რეზიუმე: სამეცნიერო ნაშრომის შესავალი ნაწილის ფუნქციაა, მკითხველს


წარმოდგნა შეუქმნას თემის შესახებ და განაწყოს იგი ნაშრომის წასაკითხად.
შესავალი უნდა დავიწყოთ საკვლევი პრობლემის აღწერით, გავაგრძელოთ კვლევის
მნიშვნელობის დასაბუთებით და დავასრულოთ საკვლევის მიზნის და საკვლევი
ჰიპოტეზის ჩამოყალიბებით. სასურველია პირველი 5-6 სტრიქონი დავუთმოთ
საკვლევ თემის კონტექსტის აღწერას, რადგან მკითხველი დარწმუნდეს კვლევის
ჩატების აუცილებლობაში. შეგვიძლია, გამოვიყენოთ მნიშვნელოვანი ციტატები ან
მნიშვნელოვანი მომხდარი ფაქტები, რომლებიც ჩვენს საკვლევ თემას უკავშირდება.
აუცილებელია შესავალში წარმოვადგინოთ, თემის აქტუალობა ამისათვის კი
მოვიშველიოთ სტატისტიკური მონაცემები, შესავალის ამ ნაწილის შესაქმნელად
უნდა ვუპასუხოთ შემდეგ კითხვებს:

 რა სამეცნიერო მონაცემები მოიპოვება კონკრეტულ საკითხზე?


 რა არ არის აქამდე დამუშავებული და გარკვეული?
 როგორ შეიძლება დაუკავშირდეს თქვენი ნაშრომი აქამდე არსებულ ცოდნას,
სამეცნიერო მონაცემებს?

შესავალის ბოლო ნაწილში იქნება წარმოდნგენილი თუ რა იქნება ნაშრომში


განხილული და რა -არა. აკადემიური ნაშრომის კვლევის მიზანი შეიძლება იყოს:

1. გარკვეული წვლილის შეტანა კონკრეტული საკითხ(ებ)ის უკეთ


გააზრებისთვის
2. კონკრეტულ საკითხ(ებ)ზე ცოდნის მოგროვება და განვრცობა
3. თეორიების, პოზიციებისა თუ შეხედულებების შედარება
4. ფაქტობრივი მასალის ანალიზი
5. მხატვრული ტექსტის, ფილმის, ნახატის და ა.შ. ინტერპრეტაცია და სხვა.

გ) პლაგიატი, ციტირების ხერხები, პარაფრაზი, წყაროების მითითება, სქოლიო

წიგნის ბიბლიოგრაფიული მონაცემები: აკადემიური მუშაობის საფუძვლ-ები 125-


130გვ.  პლაგიატი და მისი გამოვლენის ათი შემთხვევა აკადემიურ ნაშრომში 8-12, 18-
26, 57-64გვ.

რეზიუმე: სამეცნიერო ნაშრომში აზრის გამოთქმა დასაბუთების გარეშე არ არის


მიზანშეწონილი. საჭიროა დავიმოწმოთ სანდო წყაროები. არსებული ცოდნის
დამუშავება და ნაშრომში ასახვა აკადემიური მუშაობის შემდეგი ტექნიკების
საშუალებითაა შესაძლებელი: ციტირება, პარაფრაზირება, რეზიუმირება, მინიშნება
და წყაროს დამოწმება.

სამეცნიერო კვლევისას ყველა წყაროს გამოყენება არის, მადლობის გადახდა მისი


ავტორისთვის, ის ვინც წესებს არღვევს და სხვის ნაშრომს საკუთრად ასაღებს
პლაგიატორად მიიჩნევა, მისი ნაშრომი კი პლაგიატად. პლაგიატად მიიჩნევა ყველა
ის მასალა, რომელიც ჩვენ არ შეგვიქმნია და შესაბამისი დამოწმების გარეშე
გამოვიყენეთ ნაშრომში. პლაგიატის ყველაზე გავრცელებული 10 ტიპი:

1. კლონიი
2. CTRL-C
3. CTRL-F
4. ხელახალი არანჟირება
5. გადამუშავება
6. ჰიბრიდი
7. მოზაიკა
8. 404 error
9. RSS-feed
10. ხელახალი გამოქვეყნება

გარდა ამისა პლაგიატური თარგმანი და მაგიერმწერის დახმარე( ფულის გადახდა


ნაშრომის დაწერის სანაცვლოდ). პლაგიატისგან თავის ასარიდებლად მკაფიოდ
გამოვყოთ მოყვანილი ციტატები, არ გავაკეთოთ ტექსტთან მიახლოებული
პარაფრაზი, სათანადო წესების დაცვით დავამოწმოთ წყაროები, არ გამოვიყენოთ
ინტერნეტში განთავსებული მასალა მითითების გარეშე.

ციტატა არის ჩვენს ნაშრომში სხვისი ტექსტიდანსიტყვა-სიტყვის გადმოწერილ


წინადადება. ციტატა უნდა შევარჩიოთ რელევანტური წყაროდა, რადგან ეს უფრო
დამაჯერებელია მკითხველისთვის. ქართული და გერმანული წყაროებიდან
ციტატები უნდა ჩავსვათ ასეთ ბრჭყალებში- „...“, ინგლისურენოვანი წყაროებიდან-
“...”, ფრანგულიდან- «…». ციტატა, რომელიც არ აღემატება 4 სტრიქონს ანუ მოკლე
ციტატა იწერება ტექსტში და ბრჭყალებით, გრძელი ციტატა(4 სტრიქონზე მეტი)
იწერება ბრჭყალების გარეშე, ძირითად ტექსტს გამოეყოფა ზემოდანაც და
ქვემოდანაც 1 ხაზით. კიდეები შეწეულია თითო სანტიმეტრით, მცირდება შრიფტის
ზომა (11) და სტრიქონებს შორის ინტერვალი (1,15). ფრაგმენტული ციტატის დროს
შეგვიძლია გამოვტოვოთ სიტყვები და მათ ადგილას ჩავსვათ კვადრატული
ფრჩხილები. თუ მოგვყავს სხვა წყაროში ციტირებული ციტატა, ვსვამთ ერთმაგ,
მარტივ ბრჭყალებში, ე.წ. აპოსტროფებში (‚…‘ ,’...’, ›…‹). უცოენოვანი ციტატისას კი
ორიგინალ ენაზეა სასურველი ციტატის მითითება. თუ ციტატაში ბეჭდურ შეცდომას
დავინახავთ ვწერთ უცვლელად, ხოლო შეცდომის გასწვრივ კვადრატულ
ფრჩხილებში ჩასმული ლათინური მინიშნებით [sic!], ციტატა შეგვიძლია
დავამოწმოთ ტექსტში ჩართული ფორმატით ან სქოლიოს მითითებით.

პარაფრაზი არის არაპირდაპირი ციტატა. ამ დროს ვიყენებთ ძირითადად


სინონიმებს, აუცილებელია არ დავუკაგოთ მას მთავარი სათქმელი .
პარაფრაზირებისას მონაკვეთი ისევე უნდა დავამოწმოთ, როგორც ციტატა და
დავურთოთ ჩვენი აზრიც.

ლიტერატურის მიმოხილვისას მონაკვეთების ჩვენი სიტყვებით გადმოცემა,


შეჯამებას ეწოდება რეზიუმირება, ეს უნდა იყოს რაც შეიძლება მკლე და პასუხობდეს
შემდეგ კითხვებს:

1. ვინ დაწერა ტექსტი


2. სად დაიბეჭდა
3. რისი დადგენა სურს ავტორს
4. როგორ არის აგებული ტექსტი
5. როგორ წარიმართა კვლევა
6. რა გამოიკვეთა ჩატარებული კვლევის საფუძველზე

ასევე შეგვიძლია, რომ არ გამოვიყენოთ ყველა წყარო თუმცა მკითხველს


მივუთითოდ მათ შეესახებ და ამით ვაჩვენოთ, რომ სხვა ავტორებიც იზიარებენ ჩვენს
მოსაზრებას.

You might also like