You are on page 1of 2

შესაბამისი მასალა კოსპექტში

თავი 1 (ნაწილები 1.1 – 1.9) (გვ. 13 – გვ. 28)

ამოცანები

1. კონსპექტის ამოცანა 1.4 (გვ. 23)


აჩვენეთ რომ ყოველი დადებითი მთელი რიცხვი n -სთვის log7 (n) ან მთელი რიცხვია
და ან ირაციონალური რიცხვი. ამისთვის პირობის ცოტა სხვა (თუ … მაშინ …) ფორმით
ჩამოყალიბება და შემდეგ კონტრაპოზიტივზე გადასვლა შეიძლება დაგჭირდეთ.

2. დამტკიცება ვარიანტების გადარჩევით (კონსპექტი გვ. 24 – 25)


ხშირად დამტკიცების გასამარტივებლად სასარგებლოა პირობის რამდენიმე შემთხვევად
დაყოფა და თითოეულის ცალკე განხილვა. დაამტკიცეთ ქვემოთ მოცემული თეორემა
ასეთი მეთოდით.
თეორემა: ნებისმიერ ექვს ადამიანში მოიძებნება 3 ისეთი ადამიანი, რომელთაგან ყველა
ერთმანეთს იცნობს ან 3 ისეთი ადამიანი, რომელთაგან არცერთი არცერთს არ იცნობს.
ამის დასამტკიცებლად გამოყავით ერთი ადამიანი ექვსიდან და ცალკე შემთხვევებად
განიხილეთ სიტუაცია როდესაც ეს ადამიანი დანარჩენი 5-დან k ადამიანს იცნობს (k-ს
სხვადასხვა მნიშვნელობებისთვის)

3. კონსპექტის ამოცანა 1.5 (გვ. 25)


აჩვენეთ რომ არსებობს ისეთი ირაციონალური რიცხვები x და y, რომ ერთს მეორე
y
ხარისხში რომ ავიყვანთ რაციონალურ რიცხვს მივიღებთ (ანუ x რაციონალურია).

ამის გასაკეთებლად განიხილეთ √ 2√ 2 და ცალკე ვარიანტებად გამოყავით შემთხვევა


როდესაც ეს რიცხვი რაციონალურია და როდესაც ეს რიცხვი ირაციონალურია.

4. კონსპექტის ამოცანა 1.7 (გვ. 27)


განაზოგადეთ ლექციაზე მოყვანილი √ 2 -ის ირაციონალურობის დამტკიცება და აჩვენეთ
3
რომ √ 2 -იც ირაციონალურია.
დამატებითი ამოცანები
(ეს ამოცანები არასავალდებულოა, მაგრამ მათი გაკეთება უფრო საინტერესოა (და რთული))

5. კონსპექტის ამოცანა 1.6 (გვ. 26)


ცნობილია რომ მრავალწევრი n 2 +n+41 40-მდე ყველა n-სთვის მარტივ რიცხვს
გვაძლევს, მაგრამ თუ n=40 მარტივი შესამოწმებელია რომ შედეგი არ არის მარტივი.
ამ ამოცანაში თქვენ უნდა დაამტკიცოთ უფრო ზოგადი ფაქტი. კერძოდ, დაამტკიცეთ
რომ: “თუ მრავალწევრი q(n) , რომლის ყველა წევრის კოეფიციენტი მთელი რიცხვია,
მუდმივი არ არის, მაშინ ის ერთ მაინც არა მარტივ რიცხვს მოგვცემს, მასში მთელი
არაუარყოფითი რიცხვის ჩასმის შედეგად”.
მითითება: შეგიძლიათ მოცემულად ჩათვალოთ რომ თუ მრავალწევრი მუდმივი არ არის,
მაშინ მისი აბსოლუტური მნიშვნელობა ნებისმიერ რიცხვს გადააჭარბებს საკმარისად
დიდი n -ს თუ ჩავსვამთ.

You might also like