You are on page 1of 6

Fsiqologebi7

ცენტრალური ზღვარითი თეორემა ( ცზთ).

რატომ არის ნორმალური განაწილება ასეთი მნიშვნელოვანი?

ამას ხსნის ალბათობის თეორიის ე.წ. ცენტრალური ზღვარითი თეორემა (ცზთ) .

ვთქვათ, X არის შემთხვევითი სიდიდე ( დისკრეტული ან უწყვეთი). გრაფიკულად ეს


განაწილება შეიძლება იყოს ნებისმიერი ფორმის.
2
ვთქვათ, ამ განაწილების საშუალო არის μ და დისპერსია σ .

ვთქვათ, განხილულია ამ პოპულაციის n მოცულობის ყველანაირი შერჩევა და


გამოთვლილია ამ შერჩევების საშუალოები. შემოვიღოთ ახალი შემთხვევითი სიდიდე.

X̄ - ახალი შემთხვევითი სიდიდეა, მისი მნიშვნელობები არიან შერჩევების საშუალოები .

X̄ -ის საოცარი თვისება მდგომარეობს იმაში, რომ :

შერჩევის მოცულობის ზრდისას, X̄ -ის განაწილება ემსგავსება ნორმალურ განაწილებას.


ამასთან X̄ -ს განაწილების საშუალო ისევ μ -ს ტოლია, დისპერსია კი

σ2
n -ჯერ ნაკლებია, უდრის n .

ამ შედეგს ეწოდება ცენტრალური ზღვარითი თეორემა. გასაოცარი თვისება მდგომარეობს


იმაში, რომ ის ეხება ნებისმიერ შემთხვევით სიდიდეს, ანუ ნებისმიერ პოპულაციას.

( მოითხოვება მხოლოდ რომ შერჩევების მოცულობა იყოს დიდი.

შევნიშნოთ, თუ საქმე გვაქვს ნორმალურ პოპულაციასთან ეს შედეგი n-ზე არ არის


დამოკიდებული.

აქედან ჩანს რამდენად მნიშვნელოვანია ნორმალური განაწილება!

პოპულაციის განაწილება საერთოთ შეიძლება არ გავდეს ნორმალურ განაწილებას, მაგრამ


მისი შერჩევების საშუალოების განაწილება მით უფრო ემსგავსება ნორმალურ განაწილებას,
რაც უფრო დიდია n.

რამდენად დიდი უნდა იყოს n, იმისათვის რომ გამოვიყენოთ ცზთ ? თეორიული და


ემპირეული კვლევის შედეგად დადგენილი იყო, რომ n უნდა იყოს 30-ზე მეტი ან ტოლი

(n ¿ 30).

თუ X -ს აქვს ნორმალური განაწილება, X̄ -ის განაწილება იქნება ნორმალური შერჩევის


ნებისმიერი მოცულობისათვის.
მაგალითი 1 ვთქვათ, პოპულაცია შედგება ქალების და კაცების ტოლი რაოდენობისგან.
ყველა ქალს აქვს ნომერი „1“, კაცებს კი -„2“. ავაგოთ ამ ნომრების განაწილება:

X 1 2

P ½ ½

ვიპოვოთ ამ განაწილების საშუალო და დისპერსია

3 3
(1− )2 +(2− )2
μ=
1+2 3
σ 2=
∑ ( x i−μ )2
σ 2=
2 2
=
1
2 = 2 N 2 4

ეხლა განვიხილოთ ჩვენი პოპულაციიდან აღებული n=2-ის მოცულობის მქონე ყველანაირი


შესაძლო შერჩევა:

1,1 1,2 2,1 2, 2

ქალი, ქალი ქალი, კაცი კაცი, ქალი კაცი, კაცი

გამოვთვალოთ ამ შერჩევების საშუალოები:

1+1 1+2 3 2+1 3 2+2


=1 = =2
x̄ 2 2 =2 2 2 2

გამოვთვალოთ მიღებული საშუალოების საშუალო და დისპერსია:

3 3 3 3 3 3 3 3
1+ + + 2 (1− )2 +( − )2 +( − )2 +( 2− )2
2 2 3 2 2 2 2 2 2 1
μ= = σ 2= =
4 2 4 8
3
ჩვენ ვხედავთ, რომ საშუალოების საშუალო უდრის პოპულაციის საშუალოს ანუ 2 -ს ,
1
საშუალოების დისპერსია კი უდრის 8 -ს და ის ორჯერ ნაკლებია პოპულაციის
1
დისპერსიაზე, რომელიც 4 -ის ტოლია. ანალოგიური გზით, შეგვიძლია ავიღოთ n=3, n=4 და
ა.შ. მოცულობის შერჩევები, გამოვთვალოთ ამ შერჩევების საშუალოების საშუალო და
დისპერსია და დავრწმუნდეთ, რომ : n მოცულობის ტოლი შერჩევების საშუალოების
2
დისპერსია უდრის σ /nნ , სტანდარტული გადახრა σ /√ n , საშუალოების საშუალო კი არ
იცვლება და უდრის პოპულაციის საშუალოს μ -ს.

X̄ -ის განაწილების გადაყვანა სტანდარტულ ნორმალურ განაწილებაში.


იმისათვის რომ გადავიყვანოთ n მოცულობის მქონე შერჩევების საშუალოების განაწილება
სტანდარტულ ნორმალურ განაწილებაში უნდა ვისარგებლოთ ფორმულით:
x̄−μ
z=
σ /√n

Z ზომავს მანძილს შერჩევის X̄ საშუალოსა და პოპულაციის μ საშუალოს შორის. ეს


მანძილი იზომება σ /√ n ერთეულებში.

შეფასების ამოცანები

დასკვნითი სტატისტიკის ერთ ერთი მნიშნელოვანი ამოცანა არის შეფასების ამოცანა.


შეფასების ამოცანებს მიმართავენ მაშინ, როცა შერჩევის სტატისტიკებზე დაყრდნობით
საჭიროა პარამეტრის მნიშვნელობის შეფასება.

მაგალითად, გვაინტერესებს თბილისელი მე-5 კლასელები რა დროს ატარებენ


კომპიუტერთან. ყველა მე-5 კლასელს ვერ გამოვკითხავთ. შეგვიძლია მე-5 კლასელების
პოპულაციიდან ავიღოთ შემთხვევითი შერჩევა, გამოვკითხოთ ამ შერჩევაში მოხვედრილი
ბავშვები და გამოვთვალოთ მიღებული მონაცემების საშუალო. შერჩევის საშუალო
განიხილება როგორც პოპულაციის საშუალოს შეფასება.

წერტილოვანი შეფასება, ნდობის ინტერვალები.

სტატისტიკური საზომების, მაგალითად, საშუალოს გამოთვლისას, უნდა განვასხვავოთ


პოპულაციის საშუალო და შერჩევის საშუალო.

სტატისტიკა არის შერჩევის აღწერითი რიცხვითი საზომი, პარამეტრი კი პოპულაციის


აღწერითი რიცხვითი საზომი.

უნდა გვახსოვდეს, რომ პარამეტრი არის ფიქსირებული მუდმივი სიდიდე, ხოლო


სტატისტიკის რიცხვითი მნიშვნელობა იცვლება შერჩევიდან შერჩევამდე, ანუ არის
შემთხვევითი სიდიდე.

ზოგიერთი სტატისტიკა და შესაბამისი პარამეტრი

საზომი სტატისტიკა პარამეტრი

∑X
საშუალო X̄ = n μ

∑ ( X − X̄ )2
დისპერსია S2 = n−1 σ2

სტანდარტული გადახრა S = √ S2 σ

ამ წერტილოვან შეფასებებს იყენებენ იმიტომ რომ ისინი არიან შესაბამისი პარამეტრების


„კარგი“ შეფასებები. სტატისტიკაში შეფასება არის „კარგი“, თუ ის შერჩევის მოცულობის
ზრდასთან ერთად უფრო და უფრო „ უახლოვდება“ შესაფასებელ პარამეტრს და მისი
მნიშვნელობების საშუალო უდრის შესაფასებელი პარამეტრების მნიშვნელობას. ასეთ
შეფასებებს ეწოდებათ ჩაუნაცვლებელი, ძალმოსილი და ეფექტური შეფასება.

სხვაობას x̄ -სა და μ -ს შორის ეწოდება შერჩევის შეცდომა.

x̄ - μ - შერჩევის შეცდომა

ამ შეცდომის შესაფასებლად განიხილავენ ინტერვალურ შეფასებას ( ნდობის ინტერვალს).

პოპულაციის საშუალოს ინტერვალური შეფასება ( ნდობის ინტერვალი )

წერტილოვანი შეფასება არის შემთხვევითი სიდიდე, მისი მნიშვნელობა შერჩევაზეა


დამოკიდებული. წერტილოვან შეფასებას, რომელიც მოიცემა ერთი რიცხვით, ცვლიან
ინტერვალური შეფასებით ანუ ნდობის ინტერვალით.

ამასთან ინტერვალი ისე არის შერჩეული, რომ მტკიცება, რომ პოპულაციის ჭეშმარიტი
საშუალო ეკუთვნის ამ ინტერვალს, მცდარია მხოლოდ ძალიან იშვიათ შემთხვევაში,
მაგალითად 5% ან 1% შემთხვევაში.

ნდობის ინტერვალის ასაგებად გამოვიყენებთ ცენტრალურ ზღვარით თეორემას და


ნორმალური განაწილების თვისებებს.

1. ნდობის ინტერვალი μ - თვის, როცა პოპულაცია ნორმალურია და ცნობილია


პოპულაციის სტანდარტული გადახრა σ , n- ნებისმიერი რიცხვია.

ავაგოთ ჯერ ნდობის ინტერვალი ნორმალური პოპულაციის უცნობი საშუალოსთვის, როცა


ცნობილია ამ პოპულაციის სტანდარტული გადახრა σ
2
ვთქვათ, n - მოცულობის შერჩევა აღებულია N ( μ ,σ ) პოპულაციიდან. μ - უცნობია, ანუ
შესაფასებელია, n - ნებისმიერი რიცხვია.

x̄ -ით ავღნიშნოთ ამ შერჩევის საშუალო. x̄ არის X̄ შემთხვევითი სიდიდის კონკრეტული


მნიშვნელობა.

რადგანაც პოპულაცია ნორმალურადა განაწილებული, ცენტრალური ზღვარითი თეორემის


ძალით, X̄ -ს აქვს ნორმალური განაწილება შერჩევის ნებისმიერი n მოცულობისთვის
2
X̄ ≃N (μ ,σ /n ) ,
ნორმალური განაწილება შეიძლება გადავიყვანოთ სტანდარტულ ნორმალურ განაწილებაში
და მიღებულ z -ს ექნებათ ნორმალური განაწილება ნულის ტოლი საშუალოთი და ერთის
ტოლი სტანდარტული გადახრით.

X̄−μ
Z=σ /√n-ს შემთხვევით სიდიდეს აქვს სტანდარტული ნორმალური განაწილება, ამიტომ,
მაგალითად
X̄−μ
P( -1.96 < σ /√n < 1.96 ) = 0.95

უტოლობის გარდაქმნით მივიღებთ

σ σ
X̄ −1. 96 <μ< X̄ +1. 96
P( √n √ n ) = 0.95
σ σ
X̄ −1. 96 <μ< X̄ +1. 96
ინტერვალს ( √n √ n ) ეწოდება μ -ს 95%-იანი ნდობის ინტერვალი.
1.96-ს არის 95%-იანი საიმედობის შესაბამისი საიმედობის კოეფიციენტი.

σ
√n - შერჩევების საშუალოების სტანდარტული გადახრა, მას ეწოდება საშუალოს
სტანდარტული შეცდომა,

σ
¿
1.96 √ n არის ცდომილება (სიზუსტე).

მაგალითი 2. უნივერსიტეტის რექტორს სურს შეაფასოს წელს ჩარიცხული სტუდენტების


საშუალო ასაკი. წარსული გამოკვლევებიდან ცნობილია, რომ ასაკი დაახლოებით
ნორმალურადაა განაწილებული 2 წელი სტანდარტული გადახრით. აღებულია 25
სტუდენტისგან შემდგარი შერჩევა და მისთვის გამოთვლილი საშუალო ტოლია 23.2 წლის.
იპოვეთ 95%- იანი ნდობის ინტერვალი პოპულაციის საშუალოსთვის.

ამოხსნა. 95%- იანი ნდობის ინტერვალი ნიშნავს, რომ ნდობის ინტერვალის საიმედობა 1 - α
= 0.95, რისკი α = 0.05. სტანდარტული ნორმალური განაწილების ცხრილის გამოყენებით
ვპოულობთ, რომ საიმედობის კოეფიციენტი = 1.96, საძიებელი ინტერვალი იქნება:

2 2
,
( 23.2 – 1.96 √ 25 23.2 + 1.96 √ 25 ), ( 22.416, 23,984 ),

ანუ 23.2 ± 0.784. ამრიგად, 25 სტუდენტის ასაკიდან გამომდინარე, 95%-იანი საიმედობით,


ყველა სტუდენტის საშუალო ასაკი მოთავსებულია 22.416 წელსა და 23.984 წელს შორის.
ალბათობა იმისა, რომ ამას არ აქვს ადგილი 0.05-ის ტოლია.

2. ნდობის ინტერვალი პოპულაციის საშუალოსთვის, როცა შერჩევის მოცულობა დიდია

(n ¿ 30).

ავაგოთ ნდობის ინტერვალი ნებისმიერი პოპულაციის უცნობი საშუალოსთვის, როცა


შერჩევის მოცულობა დიდია (n ¿ 30).
ცენტრალური ზღვარითი თეორემის ძალით ამ შემთხვევაში X̄ -ს ექნება მიახლოებით
ნორმალური განაწილება და ამავე დროს შერჩევის სტანდარტული გადახრა s დიდად არ
იქნება σ - გან განსხვავებული.

95%-იან ნდობის ინტერვალს პოპულაციის უცნობი საშუალოსთვის ექნება სახე:

s s
x̄−1. 96 ≤μ≤ x̄ +1 . 96
√n √n .
მაგალითი 3. ცნობილია, რომ გარკვეული მედიკამენტის გამოყენების შედეგად პულსის
რიცხვი მატულობს. შერჩეული იქნა ამ მედიკამენტის 100 მომხმარებელი და მათვის პულსის
რიცხვის საშუალო აღმოჩნდა 104 დარტყმა წუთში, სტანდარტული გადახრა კი 5 დარტყმა
წუთში. ვიპოვოთ 99%-იანი ნდობის ინტერვალი პულსის რიცხვის ჭეშმარიტი
საშუალოსთვის.

ამოხსნა. აქ 1 - α = 0.99, α = 0.01, 1ცხრილის გამოყენებით ვპოულობთ, რომ საიმედობის


კოეფიციენტი = 2.58. საძიებელი ინტერვალი იქნება:

5
±2. 58
( 104 10 ) = ( 104 ±1.29 ) = ( 102.71, 105.29 )

მაშასადამე, 100 მომხმარებლისგან შედგენილი შერჩევის საფუძველზე, 99%-იანი


საიმედობით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ამ მედიკამენტის ყველა მომხმარებლის პულსის
რიცხვის საშუალო ცვალებადობს 102.71-სა და 105.29-სშორის.

You might also like