You are on page 1of 2

ამოცანები (მარტივი რიცხვები)

1. დაშალეთ მარტივ მამრავლებად შემდეგი რიცხვები:


ა) 24, ბ) 33, გ) 64.

2. ერატოსფენის საცერის საშუალებით იპოვეთ ყველა მარტივი რიცხვი 1–დან


36–მდე. პასუხი დაასაბუთეთ.

3. შეიძლება თუ არა შემდეგი სამი რიცხვიდან 3333, 3334 და 3335 რომელიმე


იყოს მარტივი?

4. გვინდა შევამოწმოთ, მარტივია თუ არა რიცხვი 47. რომელ რიცხვებზე უნდა


შევამოწმოთ აუცილებლად ამ რიცხვის გაყოფადობა?

5. არსებობს თუ არა უსასრულო რაოდენობა ტყუპი მარტივი რიცხვებისა


უცნობია. არსებობს თუ არა უსასრულო რაოდენობა მარტივი რიცხვების
სამეულებისა? (მარტივი რიცხვების სამეული ვუწოდოთ ერთმანეთის
მომდევნო სამ კენტ რიცხვს, რომელთაგანაც თითოეული მარტივი რიცხვია.
ასეთი სამეულის მაგალითია 3, 5, 7.)

6. იპოვეთ ყველა ნატურალური რიცხვი n, რომელთათვისაც


ა) n2 - 81 მარტივი რიცხვია.
ბ) n2 - 49 მარტივი რიცხვია.

7. დაამტკიცეთ, რომ მარტივ რიცხვთა სიმრავლე უსასრულოა.

8. დაამტკიცეთ, რომ თუ p მარტივი რიცხვია და p > 3, მაშინ

ა) p2 – 1 იყოფა 4–ზე.

ბ) p2 – 1 იყოფა 8–ზე.

გ) p2 – 1 იყოფა 3–ზე.

დ) p2 – 1 იყოფა 24–ზე.
9. ვთქვათ P არის პირველი 100 მარტივი რიცხვის ნამრავლი. დაამტკიცეთ, რომ P
+ 1 ვერ იქნება სრული კვადრატი, ანუ, არ იარსებებს ნატურალური რიცხვი N,
ისეთი, რომ
P + 1 = N2 .

მითითება 1. დავუშვათ საწინააღმდეგო: P + 1= N2. მაშინ P = (N – 1)(N+1).

მითითება 2. P ლუწი რიცხვია, ამიტომ N კენტი უნდა იყოს.

10. (ძლიერი ჯგუფისთვის) დაამტკიცეთ ფერმას მცირე თეორემა: თუ p მარტივი


რიცხვია და N ნატურალური, მაშინ Np – N იყოფა p–ზე.

მითითება 1. თუ N იყოფა p-ზე, მაშინ მტკიცება ტრივიალურია. ვთქვათ N არ


იყოფა p–ზე. განვიხილოთ მიმდევრობა: N, 2N, 3N,  , (p-1)N. დაამტკიცეთ,
რომ p–ზე გაყოფისას ეს რიცხვები განსხვავებულ ნაშთებს გვაძლევენ. ეს
ნაშთები იქნება 1, 2, 3,  , (p–1).
მითითება 2. ნამრავლი N  2N  3N      (p-1)N იგივე ნაშთს მოგვცემს p-ზე
გაყოფისას, რასაც ნამრავლი: 1  2  3      (p-1). მაშინ ამ ორი ნამრავლის
სხვაობა გაიყოფა p-ზე.
ალტერნატიული ამოხსნა: გამოიყენეთ ინდუქცია N–ის მიმართ.

11. (არჩევითი) დაამტკიცეთ, რომ არითმეტიკული პროგრესია


3, 7, 11, 15, 19, . . . შეიცავს უსასრულოდ ბევრ მარტივ რიცხვს.
მითითება 1. ეს პროგრესია შეიცავს 4n – 1 ფორმის რიცხვებს. დავუშვათ
საწინააღმდეგო, რომ 4n – 1 ფორმის მარტივი რიცხვების რაოდენობა
სასრულია. ავღნიშნოთ ისინი: P1, P2, P3, …, Pn. განვიხილოთ შემდეგი
რიცხვი
M = 4 × P1 × P2 × P3 × ∙ ∙ ∙ × Pn – 1. ეს რიცხვიც 4n – 1 ფორმისაა.
მითითება 2. M არ შეიძლება გაიყოს არცერთ მოცემულ მარტივ რიცხვზე P1,
P2, … , Pn. ესე იგი M -ის ყველა მარტივ მამრავლს უნდა ჰქონდეს ფორმა 4n +
1. მაგრამ ასეთი ფორმის რიცხვების ნამრავლი ისევ ასეთი ფორმისაა.

You might also like