You are on page 1of 6

წრფივი ალგებრა

თავი 5: წრფივი სივრცეები

ვახტანგ ლომაძე, ქეთევან შავგულიძე

1 წრფივი სივრცის განსაზღვრება


წრფივი (ან ვექტორული) სივრცე - ეს არის არაცარიელი სიმრავლე V აღჭურვილი
შეკრების
V × V → V, (x, y) 7→ x + y
ოპერაციით და რიცხვზე გამრავლების
R × V → V, (a, x) 7→ ax.
ოპერაციით. ეს ოპერაციები უნდა აკმაყოფილებდენ შემდეგ აქსიომებს:

(1) x + (y + z) = (x + y) + z ∀x, y, z ∈ V ;
(2) x + y = y + x ∀x, y ∈ V ;
(3) არის n ∈ V ისეთი, რომ x + n = x ∀x ∈ V (ასეთი n ერთია მხოლოდ და
აღინიშნება 0-ით);
(4) ყოველი x-სთვის V -ში მოიძებნება y ∈ V ისეთი, რომ x + y = 0 (ასეთი y
ერთია და აღინიშნება −x-ით);
(5) (ab)x = a(bx) ∀a, b ∈ R ∀x ∈ V ;
(6) 1x = x ∀x ∈ V ;
(7) a(x + y) = ax + ay ∀a ∈ R ∀x ∈ V ;
(8) (a + b)x = ax + bx ∀a, b ∈ R ∀x, y ∈ V .

როგორც წესი, V -ს ელემენტებს უწოდებენ ვექტორებს.

აქსიომები გვაძლევენ საშუალებას მოცემული x1 , . . . , xp ∈ V ვექტორებისგან მი-


ვიღოთ ახალი
a1 x1 + · · · + ap xp

1
სახის ვექტორები, სადაც a1 , . . . , ap ∈ R. ყოველ ასეთ ვექტორს ჰქვია x1 , . . . , xp ვექ-
ტორების წრფივი კომბინაცია.

Example. წრფივი სივრცის ერთ მნიშველოვან მაგალითს უკვე ვიცნობთ. ეს არის


Rm×n , მატრიცების სიმრავლე შეკრებითა და რიცხვებზე გამრავლებით. განსაკუ-
თრებით მნიშვნელოვანია სვეტების Rn×1 სივრცე, რომლისთვისაც იყენებენ უფრო
მოკლე აღნიშვნას: Rn .

Example. საინტერესო მაგალითებს იძლევიან სხვადასხვა ტიპის ფუნქციები. მა-


გალითად, C(I), I ინტერვალზე განსაზღვრულ უწყვეტ ფუნქციათა სივრცე. ოპერა-
ციები განსაზღვრულია შემდეგნაირად:

(f + g)(x) = f (x) + g(x) x ∈ I;

(af )(x) = af (x) x ∈ I.

ვთქვათ, V არის წრფივი სივრცე. ქვესივრცე V -ში არის ისეთი არაცარიელი ქვე-
სიმრავლე N ⊆ V , რომელიც ჩაკეტილია შეკრების მიმართ და რიცხვებზე გამრავ-
ლების მიმართ, ანუ, აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

x, y ∈ N ⇒ x + y ∈ N და x ∈ N ⇒ ax ∈ N ∀a ∈ R.

Example. V და {0} ქვესივრცეებია V სივრცეში.

Example. ვთქვათ V = R2 , და ვთქვათ a, b ნამდვილი რიცხვებია. მაშინ


[ ]
x
{ | ax + by = 0}
y

არის ქვესივრცე V -ში.

Example. ვთქვათ ისევ V = R2 . მაშინ


[ ]
x
{ | x, y ≥ 0}
y

არ არის ქვესივრცე.

2 წარმომქმნელობა და დამოუკიდებლობა
თუ X ⊆ V არის ქვესიმრავლე, ავღნიშნოთ Sp(X) სიმბოლოთი ყველაზე პატარა
ქვესივრცე, რომელიც მოიცავს X-ს. (ასეთი ქვესივრცე არის; ეს არის თანაკვეთა იმ
ქვესივრცეებისა, რომლებიც მოიცავენ X-ს.) ვიტყვით, რომ Sp(X) არის ქვესივრცე
წარმოქმნილი X-ის მიერ.

De nition. ამბობენ, რომ V სასრულად წარმოქმნილია თუ მასში მოიძებნება სა-


სრული X ქვესიმრავლე ისეთი, რომ Sp(X) = V .

2
Convention. ყველგან ქვემოთ წრფივ სივრცეში ვიგულისხმებთ სასრულად წარ-
მოქმნილ წრფივ სივრცეს. (არასასრულად წარმოქმნილი წრფივი სივრცეები მნიშვ-
ნელოვანია ანალიზში!)

De nition. ვიტყვით x1 , . . . , xp ∈ V ვექტორები (წრფივად) დამოუკიდებელია


თუ ისინი აკმაყოფილებენ შემდეგ პირობას:

a1 x1 + · · · + ap xp = 0 ⇒ a1 , . . . , ap = 0.

Exercise. x1 , . . . , xp ∈ V ვექტორები განსაზღვრავენ


 
a1
 
Rp → V,  ...  7→ a1 x1 + · · · + ap xp
ap

ასახვას. 1) აჩვენეთ, რომ (x1 , . . . xp ) სისტემა წარმომქმნელია თუ ეს ასახვა სიურე-


ქციულია. 2) აჩვენეთ, რომ (x1 , . . . xp ) სისტემა წრფივად დამოუკიდებელია თუ ეს
ასახვა ინექციურია.

Lemma 1 ვექტორთა სიმრავლე დამოკიდებულია მაშინ და მხოლოდ მაშინ, როცა


ერთი მათგანი ზედმეტია (ანუ გამოისახება დანარჩენების მეშვეობით).

Proof. იოლია და ვუტოვებთ მკითხველს. 2

Lemma 2 ვთქვათ x1 , . . . , xm ∈ V და y ∈ V . თუ {x1 , . . . , xm } დამოუკიდებელია და


y∈/ Sp(x1 , . . . , xm ), მაშინ
{x1 , . . . , xm , y}
დამოუკიდებელია.

Proof. იოლია და ვუტოვებთ მკითხველს. 2

Theorem 1 (Steinitz Exchange Lemma) ვთქვათ გვაქვს ვექტორთა ორი სისტემა

X = {x1 , . . . , xm } და Y = {y1 , . . . , yn },

პირველი დამოუკიდებელი და მეორე წარმომქმნელი. მაშინ, m ≤ n.

Proof. გვექნება
x1 = b1 y1 + b2 y2 + · · · + bn yn .
აქ ყველა b არაა ნულის ტოლი. შეგვიძლია ვიგულისხმოთ, რომ b1 ̸= 0. მაშინ

y1 ∈ ⟨x1 , y2 , . . . , yn ⟩.

ჩავანაცვლოთ y1 ვექტორი x1 ვექტორით. ცხადია

{x1 , y2 , . . . , yn }

3
არის წარმომქმნელი სისტემა. გვექნება

x2 = a1 x1 + b2 y2 + · · · + bn yn .

აქაც ყველა b არაა ნულის ტოლი. შეგვიძლია ვიგულისხმოთ, რომ b2 ̸= 0. მაშინ

y2 ∈ ⟨x1 , x2 , y3 , . . . , yn ⟩.

y2 -ის x2 -ით ჩანაცვლებით ვღებულობთ

{x1 , x2 , y3 , . . . , yn }

წარმომქმნელ სისტემას. და ა.შ.


(ყოველი ჩანაცვლების შემდეგ ვღებულობთ წარმომქმნელ სისტემას !)
დავუშვათ, რომ m > n. მაშინ, n ჩანაცვლების შემდეგ მივიღებთ {x1 , . . . , xn } სი-
სტემას, რაც შეუძლებელია, რომ იყოს წარმომქმნელი სისტემა. (მივიღებდით, რომ
xn+1 = a1 x1 + · · · + an xn .)
ამრიგად, m ≤ n. 2

3 ბაზისი და განზომილება
De nition. ქვესიმრავლეს, რომელიც ერთდროულად წარმომქმნელიც არის და და-
მოუკიდებელიც, ჰქვია ბაზისი.

Example. In მატრიცის i-ური სვეტი ავღნიშნოთ ei -ით. მაშინ e1 , . . . , en ვექტორე-


ბი ქმნიან ბაზისს Rn სივრცეში.

Example. ცარიელი ∅ სიმრავლე არის {0} სივრცის ბაზისი. რატომ?

Theorem 2 ვთქვათ V არის წრფივი სივრცე და X ⊆ Y მისი სასრული ქვესიმრავლე-


ები. ვთქვათ X არის დამოუკიდებელი სისტემა, ხოლო Y წარმომქმნელი სისტემა.
მაშინ არსებობს B ბაზისი ისეთი, რომ X ⊆ B ⊆ Y .

Proof. ვთქვათ Y = {y1 , . . . , yn }. ავიღოთ y1 და განვსაზღვროთ


{
X ∪ y1 თუ y1 ∈ / Sp(X)
X1 = .
X თუ y1 ∈ Sp(X)
ლემა 2-ის ძალით, X1 დამოუკიდებელი სისტემაა. თუ იგი წარმომქმნელია, ვჩერ-
დებით. თუ არა, ვიღებთ y2 -ს, და ა.შ. პროცესი დასრულდება მაქსიმუმ n ნაბიჯის
შემდეგ. მივალთ სისტემამდე, რომელიც ერთდროულად იქნება დამოუკიდებელიც
და წარმომქმნელიც.
თეორემა დამტკიცებულია. 2

თეორემას აქვს ორი ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი. პირველი მათგანი კერძოდ


ამბობს, რომ ბაზისი ყოველთვის არსებობს.

4
Corollary 1 თუ Y არის სასრული წარმომქმნელი სისტემა, ბაზისი შეგვიძლია შევა-
რჩიოთ მისი ელემენტებისგან.

Proof. ავიღოთ თეორემაში X = ∅. 2

Corollary 2 თუ X არის წრფივად დამოუკიდებელი სისტემა, იგი შეიძლება გავაფა-


რთოვოთ ბაზისამდე.

Proof. ავიღოთ ნებისმიერი სასრული წარმომქმნელი Y სისტემა. თეორემის თანახ-


მად, არსებობს B ბაზისი ისეთი, რომ X ⊆ B ⊆ X ∪ Y . 2

Comment. წარმომქმნელი სისტემა შეგვიძლია დავიყვანოთ ბაზისამდე; დამო-


უკიდებელი სისტემა შეგვიძლია გავაფართოვოთ ბაზისამდე!

De nition. ვთქვათ V არის წრფივი სივრცე. შტაინიცის ლემიდან მაშინათვე გა-


მომდინარეობს, რომ ვექტორების რიცხვი მის ორ სხვადასხვა ბაზისში ერთი და
იგივეა. ამ საერთო რიცხვს ჰქვია განზომილება და აღინიშნება dim(V ) სიმბოლო-
თი.

Proposition 1 ვთქვათ V არის წრფივი სივრცე, და ვთქვათ Y, X მისი სასრული ქვე-


სიმრავლეებია.
(a) თუ Y არის წარმომქმნელი სისტემა, მაშინ card(Y ) ≥ n; ტოლობას ადგილი
აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა Y ბაზისია.
(b) თუ X არის დამოუკიდებელი სისტემა, მაშინ card(X) ≤ n; ტოლობას ადგი-
ლი აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა X ბაზისია.

Proof. (a) გამომდინარეობს Corollary 1-დან. (b) გამომდინარეობს Corollary 2-დან.


2

Comment. არის ორი კარგი თვისება: წარმომქმნელობა და დამოუკიდებლობა.


ბაზისი არის ქვესიმრავლე, რომელსაც ორივე ეს თვისება აქვს. წარმომქმნელ სის-
ტემას აქვს პირველი თვისება, მაგრამ საზოგადოდ ის ”მეტად დიდია”, რომ ჰქონ-
დეს მეორე თვისება. დამოუკიდებელ სისტემას აქვს მეორე თვისება, მაგრამ საზო-
გადოდ ის ”მეტად მცირეა”, რომ ჰქონდეს პირველი თვისება.

4 კოორდინატები
V იყოს წრფივი სივრცე.

შემდეგი შეთანხმება ძალიან აადვილებს ბაზისებთან დაკავშირებულ სხვადა-


სხვა გამოთვლებს.

Convention. ვექტორების დალაგებული მიმდევრობები გავაიგივეოთ სტრიქო-


ნებთან: [ ]
(x1 , . . . , xp ) ↔ x1 · · · xp
ვთქვათ u = (u1 , . . . , un ) არის V სივრცის ”დალაგებული” ბაზისი.

5
ყოველი x ვექტორი ერთი და მხოლოდ ერთი გზით გამოისახება როგორც წრ-
ფივი კომბინაცია: ∑
x= ai ui ;
i
ai კოეფიციენტებს ეწოდება x-ის კოორდინატები მოცემულ ბაზისში. ამ კოორდი-
ნატებისგან შემდგარი სვეტი ავღნიშნოთ [x]u სიმბოლოთი:
 
a1
 
[x]u =  ...  .
an
ის, რომ a1 , . . . , an კოორდინატებია u ბაზისის მიმართ, შეგვიძლია კომპაქტურად
ჩავწეროთ:
x = u[x]u .

დავუშვათ, რომ გვაქვს კიდევ სხვა v = (v1 , . . . , vn ) ბაზისი. შეგვიძლია ვიფი-


ქროთ (u1 , . . . , un ) ბაზისზე როგორც ძველ ბაზისზე და v = (v1 , . . . , vn ) ბაზისზე
როგორც ახალ ბაზისზე. ძველი ბაზისიდან ახალზე გადასვლის A = (aij ) მატრიცი
განისაზღვრება ∑
vi = aji uj (i = 1, . . . , n)
j

ფორმულებით. სხვა სიტყვებით, გადასვლის მატრიცი ეს ის A მატრიცია, რომლი-


სთვისაც ადგილი აქვს შემდეგ ტოლობას
v = uA.
თუ ამ ტოლობის ორივე მხარეს მარჯვნიდან A−1 -ზე გამრავლებით მივიღებთ,
რომ
u = vA−1 .
ანუ, ახალი ბაზისიდან ძველზე გადასვლის მატრიცი არის A−1 .

Exercise. ვთქვათ V არის n-განზომილებიანი წრფივი სივრცე. აჩვენეთ, რომ არ-


სებობს ურთიერთცალსახა თანადობა V სივრცის ბაზისებსა და GL(n) ჯგუფის ელე-
მენტებს შორის. (ანუ, ზუსტად იმდენი ბაზისია რამდენიც შებრუნებადი მატრიცი.)

შემდეგი წინადადება გვასწავლის თუ როგორ იცვლება ვექტორის კოორდინა-


ტები ახალ ბაზისზე გადასვლისას.

Proposition 2 ვთქვათ x ∈ V . მაშინ,


[x]v = A−1 [x]u .
Proof. გვექნება
x = u[x]u = vA−1 [x]u .
მეორე მხრივ, გვაქვს
x = v[x]v
−1
მაშასადამე, vA [x]u = v[x]v . აქედან, ვღებულობთ იმას რაც გვინდა. 2

You might also like