You are on page 1of 7

კავკასიის უნივერსიტეტი

2019-2020 სასწავლო წელი

გაზაფხულის სემესტრი

კალკულუსი II, MATH 0004

პრეზენტაცია #2

ეკონომიკის სკოლის

I კურსის სტუდენტი

თემო ნიკოლაიშვილი
თემაზე: ფუნქციის დიფერენციალი
და მისი გეომეტრიული შინაარსი

თბილისი
2020 წელი
მოცემულ პრეზენტაციაში ვისაუბრებთ ფუნქციის დიფერენციალზე და მის
გეომეტრიულ შინაარსზე. სანამ უშუალოდ თემის განხილვას დავიწყებდე
განვმარტოთ ,,დიფერენციალის“ მნიშვნელობა და განსაზღვრება, რათა უკეთ
გავიაზროთ მოცემული თემა.

დიფერენციალის განსაზღვრა

წარმოებულის ცნებასთან მჭიდროდ არის კავშირში დიფერენციალის ცნებაც.


ზოგადად, ,,დიფერენციალი’’ ლათინური სიტყვაა და ნიშნავს სხვაობას.

დავუშვათ, გვაქვს მოცემული შემდეგი ფუნქცია y=f ( x ) და მას გარკვეულ x


წერტილში აქვს f ' ( x ) წარმოებული, ხოლო მისი განსაზღვრების თანახმად კი
∆y '
lim =f ( x )= y '
∆ x →0 ∆ x

რადგან მოცემულ ცვლადსა და მის ზღვარს შორის სხვაობა უსასრულოდ


∆y '
მცირეა, მაშინ − y -იც უსასრულოდ მცირეა, შესაბამისს პირობებში (∆ x →0 ).
∆x
∆y ∆y
დავუშვათ, =a , როცა ∆ x →0 და =a+ y ' საიდანაც შეიძლება დავასკვნათ, რომ
∆x ∆x

∆ y =a ∆ x + y ' ∆ x (1)

სწორედ მოცემული ფორმულის (1) მეორე შესაკრებს უწოდებენ ფუნქციის


დიფერენციალს, თუმცა მოდით მისი ზუსტი განსაზღვრება დავწეროთ:

დიფერენციალის განსაზღვრება: y=f ( x ) ფუნქციის დიფერენციალი x


წერტილში ეწდობა ამ x წერტილში ფუნქციის y ' =f ' (x) წარმოებულისა და
არგუმენტის ნებისმიერი ∆ x ნაზრდის ნამრავლს. დიფერენციალი აღინიშნება dy ან
df ( x ) (რომელიც იკითხება, როგორც ,,დე იგრეკ“, ,,დე ეფ იქს“) სიმბოლოთი.

ე. ი dy = y ' ∆ x

აქედან გამომდინარე, dy დიფერენციალი დამოკიდებულია ორ სიდიდეზე x


წერტილსა და ∆ x ნაზრდზე. თუ მოვიყვანთ კონკრეტულ მაგალითს, კერძოდ,
y=f ( x )=x , გვაქვს f ' ( x )=1. ანუ გამოდის, რომ dx=∆ x , ამიტომ

dy = y ' dx=f ' ( x ) dx (2)

ე.ი. ფუნქციის დიფერენციალი ტოლია ფუნქციის წარმოებულისა და


არგუმენტის დიფერენციალის ნამრავლის.
ვთქვათ, y=sin x , მაშინ dy =d ( sinx ) =( sinx)' dx და dy =cosxdx .
'
თუ, y=e x მაშინ dy =( e x ) dx=e x dx და ა.შ

(2) ტოლობიდან მივიღებთ შემდეგ გამოსახულებას:

' ' dy
f ( x )= y =
dx

მაშინ, გამოდის, რომ ფუნქციის წარმოებული უდრის ფუნქციის


დიფერენციალისა და არგუმენტის დიფერენციალის ფარდობას.

dy
სიმბოლო იკითხება, როგორც ,,დე იგრეკ დე იქსით’’. მას ასევე ლაიბნიცის
dx
სიმბოლოს უწოდებენ, ხოლო y’ -ს ლაგრანჟის სიმბოლოს.

მოდით განვიხილოთ ფუნქციის დიფერენციალთან დაკავშირებული


თეორემები.

თეორემა 1: თუ y=f ( x ) ფუნქციას x წერტილში აქვს ნულისაგან განსხვავებული


სასრული წარმოებული (განსაზღვრული), მაშინ f (x) ფუნქციის ∆ y ნაზრდი
ექვივალენტურია dy =f '( x ) ∆ x დიფერენციალისა, როდესაც ∆ x →0 .

თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს შემდეგი შენიშვნაც პირველ თეორემასთან


დაკავშირებით: თუ f ' ( x )=0 , მაშინ dy = y , მაგრამ ∆ y ნაზრდი როგორც წესი,
ნულისაგან განსხვავებულია. მაშასადამე, ∆ y და dy სიდიდეთა ექვივალენტურობა
ირღვევა, როდესაც f ' ( x )=0 .

თუ ფუნქცია შეიძლება წარმოვადგინოთ, როგორც (1) ფორმულა, მაშინ x


წერტილში y=f ( x ) ფუნქციას ეწოდება დიფერენცირებადი.

თეორემა 2: იმისათვის, რომ y=f ( x ) ფუნქცია დიფერენცირებადი იყოს x


წერტილში, აუცილებელია და საკმარისი, ის ამ წერტილში იყოს წარმოებადი.

ამრიგად, ერთი ცვლადის ფუნქციის წარმოებადობა და დიფერენცირებადობა


ერთმანეთის ექვივალენტურია.

მაგალითი 1: ვთქვათ, y=x 3, ა) dy დიფერენციალის გამოყენებით გამოთვალეთ


მიახლოებით ∆y , როცა x იცვლება 2-დან x -დან 2.01-მდე; გ) dy დიფერენციალის
გამოყენებით გამოთვალეთ მიახლოებით ∆y , როცა x იცვლება 2-დან x -დან 1.98-მდე;
ამოხსნა:

ახლა კი განვიხილოთ ზემო ხსენებული თემა გეომეტრიული კუთხით.

ფუნქციის დიფერენციალის გეომეტრიული მნიშვნელობა.

ვთქვათ, y=f ( x ) ფუნქცია დიფერენცირებადია x წერტილში. ნახაზზე


წარვადგინეთ გეომეტრიული აგება მოცემული ფუნქციის დიფერენციალის. ავაგეთ
y=f ( x ) ფუნქციის წირი.

ნახაზიდან ჩანს, რომ


'
y=aM , ∆ x=ab= MP , ∆ y=bN −bP=PN , f ( x )=tga
ფუნქციის დიფერენციალი ასე წარმოგვიდგება

dy =f ' ( x ) ∆ x=tga ∙ MP

მაგრამ MPQ სამკუთხედიდან გვაქვს tga ∙ MP=PQ, მაშასადამე dy= PQ. ამრიგად,
y=f ( x ) ფუნქციის დიფერენციალი გეომეტრიულად წარმოადგენს მხების წერტილის
ორდინატის ნაზრდს.

მაშასადამე, ჩვენ გავეცანით ფუნქციის დიფერენციალის მნიშვნელობას,


ჩამოვაყალიბეთ 2 თეორემა, განვიხილეთ მაგალითი, წარვადგინეთ ნახაზი, რომელზე
დაყრდნობითაც განვიხილეთ ფუნქციის დიფერენციალის გეომეტრიული
მნიშვნელობა.
გამოყენებული ლიტერატურა
გ. ლობჯანიძე; ნ. მჭედლიშვილი; ნ. სხირტლაძე; თ. ჯანგველაძე. (2015). "კალკულუსი".
თბილისი.

რ. დანელია; ნ. ჩხაიძე; თ. კვარაცხელია. (2008). "მათემატიკა ეკონომისტებისთვის". თბილისი.

You might also like