You are on page 1of 6

წრფივი ალგებრა

თავი 1: ორ და სამუცნობიან წრფივ


განტოლებათა სისტემები

ვახტანგ ლომაძე, ქეთევან შავგულიძე

ეს თავი შესავალი ხასიათისაა. წრფივ განტოლებათა ზოგად თეორიას გავეცნო-


ბით ცოტა მოგვიანებით.

კარგად ვიცით, რომ ax = b განტოლებას როცა მისი კოეფიციენტი a ̸= 0 აქვს


ერთი (და მხოლოდ ერთი) ამონახსნი და ეს ამონახსნია x = a−1 b. შემთხვევა როცა
a ̸= 0 არის ნორმალური. ”არანორმალურ” შემთხვევაში, როცა a = 0, განტოლებას
ან უამრავი ამონახსნი აქვს ან სულაც არა აქვს.
სიტუაცია ანალოგიურია, როცა საქმე გვაქვს ორ და სამუცნობიან წრფივ განტო-
ლებათა სისტემასთან (და როგორც ვნახავთ, მრავალი უცნობის შემთხვევაშიც).

საერთოდ, წრფივ განტოლებათა სისტემის ამოხსნის სამი გზა არსებობს:


1) ჩასმის ხერხი
2) კრამერის წესი
3) გაუსის მეთოდი

ჩასმის ხერხი ელემენტარული და ადვილი გასაგებია. მისი იდეა მდგომარეობს


უცნობების თანმიდევრობით გამორიცხვაში. მაგრამ ეს იდეა უკეთ არის რეალიზე-
ბული გაუსის მეთოდში, და ამიტომ მასზე არ შევჩერდებით.
კრამერის წესის შესწავლისთვის საჭიროა მატრიცებისა და მათი დეტერმინან-
ტების ცოდნა.

1
1 ”პატარა” მატრიცები და მათი დეტერმინანტები

მატრიცს შეგვიძლია შევხედოთ როგორც რიცხვის განზოგადებას.


ყველაზე პატარა მატრიცი 1 × 1 ზომის მატრიცია, და მას აქვს სახე [a], სადაც a
არის რიცხვი. ([a] მატრიცის დეტერმინანტი არის a, რა თქმა უნდა.)
პირველი არატრივიალური (კვადრატული) მატრიცი არის 2×2 ზომის მატრიცი.
ეს არის [ ]
a1 b1
a2 b2
სახის გამოსახულება, სადაც a1 , a2 , b1 , b2 რიცხვებია. მატრიცს აქვს დეტერმინანტი,
და იგი განისაზღრება, როგორც a1 b2 − a2 b1 :
[ ]
a1 b1
det = a1 b2 − a2 b1 .
a2 b2

უფრო ხშირად, დეტერმინანტის აღსანიშნავად წერენ



a1 b1

a2 b2 .

დეტერმინანტს აქვს შემდეგი თვისებები.

1) დეტერმინანტი ბიწრფივია (2-წრფივია) სტრიქონების მიმართ, ანუ წრფივია


ცალკე პირველი სტრიქონის მიმართ და ცალკე მეორე სტრიქონის მიმართ:

a1 + a′′1 b′1 + b′′1 a′1 b′1 a′′1 b′′1
= +
a2 b2 a2 b2 a2 b2 ,


′ a1 ′′ ′ b1 ′′ = a1′ b1′ + a′′1 b′′1 ,
a2 + a2 b2 + b2 a2 b2 a2 b2

λa1 λb1 b1
= λ a1 b1 = a1
a2 b2 a2 b2 λa2 λb2 .
2) დეტერმინანტი ნულის ტოლია თუ მატრიცის სტრიქონები ერთმანეთის ტო-
ლია:
a1 b1

a1 b1 = 0
3) ერთეულოვანი მატრიცის დეტერმინანტი 1-ის ტოლია:

1 0

0 1 = 1.

ყველა ეს თვისება ადვილი შესამოწმებელია. აღსანიშნავია, რომ დეტერმინანტი


ამ თვისებებით ცალსახად განისაზღვრება.

2
3 × 3 ზომის მატრიცს აქვს სახე
 
a1 b1 c1
 a2 b2 c2  .
a3 b3 c3

(აქაც a1 , a2 , a3 , b1 , b2 , b3 , c1 , c2 , c3 რიცხვებია.) მისი დეტერმინანტი განისაზღრება



a1 b1 c1

a2 b2 c2 = a1 b2 c3 + b1 c2 a3 + c1 a2 b3 − c1 b2 a3 − b1 a2 c3 − a1 c2 b3

a3 b3 c3

ფორმულით.

თუ გვიჭირს ამ ფორმულის დამახსოვრება, შეგვიძლია გამოვიყენოთ შემდეგი


სავარჯიშო, რომელიც გვეუბნება, რომ მესამე რიგის დეტერმინანტი შეიძლება და-
ყვანილ იქნას მეორე რიგის დეტერმინანტზე. (მეორე რიგის დეტერმინატის ფორ-
მულა ძალიან ადვილი დასამახსოვრებელია!)

Exercise. აჩვენეთ, რომ მესამე რიგის დეტერმინანტი შეიძლება გამოითვალოს


შემდეგი ფორმულით:

a1 b1 c1

a2 b2 c2 = a1 b2 c2 − b1 a1 c1 + c1 a1 b1 .
b3 c3 a2 c2 a2 b2
a3 b3 c3

Exercise. აჩვენეთ, რომ მესამე რიგის დეტერმინანტს ისეთივე თვისებები აქვს


რაც მეორე რიგისას: 1) იგი 3-წრფივია სტრიქონების მიმართ (წრფივია ცალკე ყო-
ველი სტრიქონის მიმართ); 2) უდრის ნულს, როცა რომელიმე ორი სტრიქონი ერთ-
მანეთის ტოლია; 3) უდრის 1-ს, როცა მატრიცი ერთეულოვანია.

შემდეგი სავარჯიშო გვეუბნება დეტერმინანტის ძალიან სასარგებლო თვისების


შესახებ.

Exercise. აჩვენეთ, რომ (როგორც 2 × 2 ზომის ასევე 3 × 3 ზომის) მატრიცის დე-


ტერმინანტი არ იცვლება თუ მის ერთ სტრიქონს დავუმატებთ სხვა სტრიქონს გამ-
რავლებულს რაიმე რიცხვზე.

3
2 ორუცნობიან და სამუცნობიან წრფივ განტოლებათა სი-
სტემის ამოხსნა

ორუცნობიან წრფივ განტოლებათა ზოგადი სისტემა


{
a1 x + b1 y = c1
a2 x + b2 y = c2
ფორმისაა.

ზევით ვთქვით თუ რაში გამოიხატება ერთუცნობიანი წრფივი განტოლების ნო-


რმალურობა. ორი უცნობის შემთხვევაში კოეფიციენტები ქმნიან 2 × 2 მატრიცს, და
ნორმალურობა ნიშნავს იმას, რომ ამ მატრიცის დეტერმინანტი არ უნდა იყოს ნუ-
ლის ტოლი:
a1 b1

a2 b2 ̸= 0.
კრამერის წესი გვეუბნება, რომ ამ შემთხვევაში სისტემას აქვს ერთი (და მხოლოდ
ერთი ამონახსნი):
c1 b1 a1 c1

c2 b2 a c
x = და y = 2 2 .
a1 b1
a1 b1
a2 b2 a2 b2

Exercise. დაამტკიცეთ კრამერის წესი.

სამუცნობიან წრფივ განტოლებათა ზოგადი სისტემა გამოიყურება შემდეგნა-


ირად: 
 a1 x + b1 y + c1 z = d1
a2 x + b2 y + c2 z = d2 .

a3 x + b3 y + c3 z = d3

კრამერის წესის თანახმად, თუ



a1 b1 c1

a2 b2 c2 ̸= 0

a3 b3 c3

მაშინ ამონახსნი მოიცემა ფორმულებით



d1 b1 c1 a1 d1 c1 a1 b1 d1

d2 b2 c2 a2 d2 c2 a2 b2 d2

d3 b3 c3 a d3 c3 a b3 d3
x = , y = 3 , z = 3 .
a1 a1
a1 b1 c1 b1 c1 b1 c1
a2 b2 c2 a2 b2 c2 a2 b2 c2

a3 b3 c3 a3 b3 c3 a3 b3 c3

4
კრამერის წესი ძალიან მნიშვნელოვანია თეორიული თვალსაზრისით, თუმცა
მისი პრაქტიკული მნიშვნელობა (როცა უცნობთა რიცხვი დიდია) არის ნაკლები.

პრაქტიკული თვალსაზრისით მეტად ეფექტურია გაუსის მეთოდი (და მისი ცო-


ტა უფრო დახვეწილი ვერსია გაუს-ჟორდანის მეთოდი).
გაუსის მეთოდი ალგორითმულია და იყენებს სამი ტიპის ელემენტარულ გარ-
დაქმნებს:

(1) ორი განტოლების ადგილების გაცვლა: Ei ↔ Ej .


(2) განტოლების გამრავლება არანულოვან სკალარზე : λEi → Ei (λ ̸= 0).
(3) განტოლების შეცვლა წრფივი კომბინაციით სხვა განტოლებასთან: Ei +λEj →
Ei (j ̸= i).

ყოველი ეს გარდაქმნა, რა თქმა უნდა, არ ცვლის სისტემის ამონახსნებს. მეთო-


დის იდეა ძალიან მარტივია: ელემენტარული გარდაქმნებით მივცეთ სისტემას ”ზე-
მო სამკუთხა” ფორმა, რომელიც ძალიან ადვილად იხსნება

შემდეგ კონკრეტულ მაგალითზე ვნახოთ თუ როგორ მუშაობს გაუსის მეთოდი.



 x + y + z = 9
2x + 4y − 3z = 1 (−2E1 + E2 → E2 )

3x + 6y − 5z = 0

 x + y + z = 9
2y − 5z = −17 (−3E1 + E3 → E3 )

3x + 6y − 5z = 0

 x + y + z = 9
2y − 5z = −17 (−3/2E2 + E3 → E3 )

3y − 8z = −27

 x + y + z = 9
2y − 5z = −17 .

−1/2z = −3/2
მივიღეთ განტოლებათა სისტემა, რომელსაც აქვს ზემო სამკუთხა ფორმა. აქედან
სულ ადვილად ვღებულობთ, რომ

z = 3, y = −1, x = 7.

უნდა აღინიშნოს, რომ არაა აუცილებელი განტოლებათა რიცხვი სისტემაში ემთხ-


ვეოდეს უცნობთა რიცხვს. ამ შემთხვევაში კრამერის წესს ვერ გამოვიყენებთ. რაც
შეეხება გაუსის მეთოდს, იგი ამ შემთხვევაშიც კარგად მუშაობს. მაგალითისთვის
განვიხილოთ შემდეგი სისტემა:

 x + 3y = 1
2x + y = −3

x + y = −1

5
−2E1 + E2 → E2 და −E1 + E3 → E3 გარდაქმნების გამოყენებით ვღებულობთ:

 x + 3y = 1
−5y = −5

−2y = −2

ვხედავთ, რომ ერთი განტოლება ზედმეტია. კიდევ ერთი −2/5E2 + E3 → E3 გარ-


დაქმნა გვაძლევს ზემო სამკუთხა ფორმას:

 x + 3y = 1
−5y = −5

0 = 0

სისტემის ამონახსნია: y = 1, x = −2.


თავის დასასრულს, ავღნიშნავთ, რომ სისტემას შეიძლება ჰქონდეს უამრავი ამო-
ნახსნი და შეიძლება სულაც არ ჰქონდეს. ამაში ადვილად შეგვიძლია დავრწმუნ-
დეთ. მართლაც {
2x + 3y = 7
2x + 3y = 7
სისტემას აქვს უამრავი ამონახსნი, ხოლო
{
2x + 3y = 7
2x + 3y = 10

არ აქვს ამონახსნი.

You might also like