You are on page 1of 6

პრაქტიკული მათემატიკის ელემენტები

I კვირა
პროცენტები და პროპორციები.
სავარჯიშოები ამოხსნებით და პასუხებით
1. ამოცანები პროცენტებზე
1. ფასდაკლებამდე გაზქურა ღირდა 300 ლარი. ფასდაკლების შემდეგ 270 ლარი ღირს.
რამდენი პროცენტით გაიაფდა გაზქურა?

ამოხსნა

I გზა:

გაზქურა გაიაფდა 300−270=30 ლარით. ახლა გავარკვიოთ გაზქურის პირვანდელი


ფასის რამდენ პროცენტს შეადგენს ეს სხვაობა:

30
∙ 100 %=10 %
300
ე.ი. გაზქურის ფასი შემცირდა 10 %-ით.

(ასეთი ამოცანები მარტივად იხსნება შემდეგი გამოსახულებით

სიდიდეებსშორის სხვაობა
∙100 % ¿
საწყის სიდიდესთან
II გზა :

დავწეროთ პროპორცია:

300 100 %

30 x%

30 ∙100
აქედან 300 x=30 ∙100 ⟹ x= =10 % .
300

2. მოხალვის დროს თხილი კარგავს თავისი წონის 24%-ს. რამდენი კგ ნედლი თხილი
უნდა ავიღოთ, რომ მივიღოთ 38 კგ მოხალული თხილი?
ამოხსნა
თუ მოხალვისას თხილი კარგავს თავისი წონის 24 %-ს, ე.ი. რჩება თხილის წონის
100-24=76%, რომელიც ამოცანის პირობის მიხედვით შეადგენს 38 კგ-ს.
ამოცანის ამოსახსნელად უნდა ვიპოვოთ რიცხვი, რომლის 76 % (ანუ 0,76 ნაწილი) არის
38, ე.ი.
0 , 76 x=38 ⇒ x=38 :0 , 76=50.

1
II გზა:
შეგვიძლია დავწეროთ პროპორცია:
38 76 %
X 100 %
38 ∙ 100
X= =50
76
ანუ მოუხალავი თხილის წონა ყოფილა 50 კგ.

3. ტელევიზორის ფასმა ჯერ დაიკლო 16%-ით, ხოლო შემდეგ კი 25%-ით.


ა) რამდენი პროცენტით შეიცვალა ტელევიზორის ფასი?
ბ) რა ღირდა თავდაპირველად ტელევიზორი, თუ ეხლა ღირს 630 ლარი?
ამოხსნა
ა) ასეთი ტიპის ამოცანები მარტივად იხსნება შემდეგი ფორმულის
გამოყენებით:
p1 p2
p= p 1+ p2 + .
100
სადაც p არის საწყისი სიდიდის ცვლილება (ორჯერ ცვლილების შემდეგ)
პროცენტებში. ამასთანავე, ფორმულაში იგულისხმება, რომ სიდიდის გაზრდის (ან
შემცირების) დროს შესაბამისი პროცენტული რაოდენობა დადებითია (ან
უარყოფითია).
ჩვენს შემთხვევაში p1=−16 % , p 2=−25 % ,ანუ
−16 ∙ (−25 )
p=−16+ (−25 ) + =−37
100
მაშასადამე, ტელევიზორის ფასი მისი ორჯერ ცვლილების შედეგად შემცირდა
37 %-ით.

II გზა:
დავუშვათ, ტელევიზორი ღირდა x ლარი. დაიკლო 16 %-ით, ანუ დარჩა 100-
16=84%, ე.ი. 0,84 x, შემდეგ კიდევ დაიკლო 25 %-ით, ანუ დარჩა ახალი ფასის 75 %,
ე.ი.
0 , 84 x ∙0 , 75=0 , 63 x
ეს ნიშნავს, რომ ტელევიზორის ფასი მისი ორჯერ ცვლილების შედეგად დარჩა
საწყისი ფასის 63 %, ანუ შემცირდა 100 – 63 = 37 %-ით.

(ასეთი ამოცანების ამოხსნისას ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ სიდიდის


ორჯერ პროცენტული ცვლილების საპოვნელად პროცენტების შეკრება ან
გამოკლება არ შეიძლება!!!)

ბ) I გზა :
0 , 63 x=630 ⇒ x=630 :0 , 63=1000 ლარი.

2
II გზა :
ჩავწეროთ პროპორცია:
630 63 %
x 100 %
აქედან x = 1000 ლარი.

2. პროპორციები
1. წისქვილში 9 სთ-ში 27 ტონა ხორბალი დაფქვეს. რამდენი ტონა ხორბლის
დაფქვა შეიძლება 8 საათში, თუ მუშაობის ტემპი არ შეიცვლება?
ამოხსნა
შევადგინოთ პროპორცია:
9 სთ 27 ტ
8 სთ x ტ.
რადგან დაფქული ხორბლის რაოდენობა და დრო, რა დროშიც ეს ხორბალი
დაიფქვა, პირდაპირპროპორციული სიდიდეებია, პროპორციის ძირითადი თვისების
გამოყენებით (პროპორციის კიდურა წევრების ნამრავლი უდრის შუა წევრების
ნამრავლს) მივიღებთ:
9 ∙ x=27 ∙ 8⇒ x=24 ტ.

2. ერთნაირი სიმძლავრის 3 ტუმბო ავზს 8 საათში ავსებს. რა დრო


იქნება საჭირო ავზის ასავსებად, თუ იმუშავებს 4 ასეთი ტუმბო?
ამოხსნა
შევადგინოთ პროპორცია:
3 ტუმბო 8 სთ
4 ტუმბო x სთ.
ტუმბოთა რაოდენობა და ავზის ასავსებად საჭირო დრო უკუპროპორციული
სიდიდეებია ( ანუ რამდენჯერაც მეტი ტუმბო იმუშავებს, იმდენჯერ ნაკლები დრო
დასჭირდება ავზის ავსებას).
სიდიდეთა უკუპროპორციული დამოკიდებულების დროს მათი ნამრავლი
უცვლელია, ამიტომ მოცემული პროპორციიდან მივიღებთ:
3 ∙ 8=4 ∙ x ⇒ x=6 სთ .

3. ამოხსენით განტოლება:
2 x−1 3 x+ 5
=
4 9
გადავამრავლოთ ჯვარედინად
9 ( 2 x−1 )=4 ( 3 x+5 )
გავხსნათ ფრჩხილები
3
18 x−9=12 x +15
18 x−12 x=15+9
6 x=24
x=4
სავარჯიშოები დამოუკიდებელი მუშაობისათვის:
1. ბანკის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, წლის ბოლოს
თანამშრომელთა 15% მიიღებს პრემიას. რამდენ ადამიანს მოუწევს
პრემია, თუ ბანკს ჰყავს 80 თანამშრომელი? (პას. 12)

2. უნივერსიტეტში სტუდენტთა 30% პირველკურსელია. იპოვეთ


უნივერსიტეტში სტუდენტთა რაოდენობა, თუ პირველ კურსზე 600
სტუდენტი სწავლობს. (პას. 2000)

3. 1 მილიონიან ქალაქში 20 000 პედაგოგია. ამ ქალაქის მოსახლეობის


რამდენ პროცენტს შეადგენენ პედაგოგები? (პას. 2 %)

4. ოფისსში 24 თანამშრომელია, მათგან 6 მამაკაცია. თანამშრომელთა


რამდენი პროცენტია ქალი? (პას. 75 %)

5. ფირმას გეგმით თვეში უნდა გაეყიდა 60 კომპიუტერი. გეგმა შეასრულა


120%-ით. რამდენი კომპიუტერი გაყიდა ფირმამ? (პას. 72)

6. მოხალვის დროს ყავა კარგავს თავისი წონის 12%-ს. რამდენი კგ ნედლი


ყავა უნდა ავიღოთ, რომ მივიღოთ 4,4 კგ მოხალული ყავა? (პას. 5 კგ)

7. ა)ბენზინის ფასი გაიზარდა 4-ჯერ. იპოვეთ რამდენი პროცენტით


გაზრდილა ფასი? რამდენი პროცენტით უნდა შევამციროთ გაზრდილი
ფასი, რომ დაუბრუნდეს საწყის ნიშნულს? (პას. 300 %; 75 %)

ბ) ბენზინის ფასმა დაიკლო 4-ჯერ. იპოვეთ რამდენი პროცენტით


დაკლებულა ფასი? (პას. 75 %)

8. ინფლაციის გამო ბენზინის ფასი გაიზარდა 200%-ით. რამდენჯერ


გაიზარდა ფასი? (პას. 3-ჯერ)

9. მუშის დღიური შემოსავალი 25 ლარიდან 22 ლარამდე შემცირდა.

ა) რამდენი პროცენტით შემცირდა მუშის დღიური შემოსავალი? (პას. 12


%)

ბ) რამდენი პროცენტით უნდა გავზარდოთ შემოსავალი, რომ საწყის


ნიშნულს დაუბრუნდეს? (პას. 150/11 %)

4
10. მუშის ხელფასმა ჯერ დაიკლო 20 %-ით, შემდეგ მოიმატა 50%-ით.

ა) რამდენი პროცენტით გაიზარდა მუშის ხელფასი თავდაპირველთან


შედარებით? (პას. 20 %)

ბ) რამდენი ჰქონდა ხელფასი მუშას თავდაპირველად, თუ ეხლა მისი


ხელფასი 1200 ლარია? (პას. 1000)

11. ბენზინის ფასი იანვარში წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 20%-ით,


ხოლო თებერვალში შემცირდა 10%-ით.

ა) რამდენი პროცენტით შეიცვალა ბენზინის თავდაპირველი ფასი? (პას.


8%-ით გაიზარდა).

ბ) რა ღირდა ბენზინი თავდაპირველად, თუ ეხლა ღირს 2ლ და 16 თ? (პას.


2 ლარი)

12. წიგნის ფასი შემცირდა ჯერ 10%-ით, შემდეგ 5%-ით.

ა) იპოვეთ რამდენი %-ით შემცირდა წიგნის საწყისი ფასი? (პას. 14,5%)

ბ) რა ღირდა წიგნი თავდაპირველად, თუ ეხლა ღირს 8 ლარი და 55


თეთრი. (პას. 10 ლარი)

13. ნივთის ფასი გაიზარდა 8%-ით, ხოლო შემდეგ შემცირდა 10%-ით. სულ
რამდენი %-ით შეიცვალა ნივთის ფასი? (შემცირდა 2,8 %-ით)

14. დადებითი წილადის მრიცხველი გაზარდეს 20%-ით. რამდენი პროცენტით უნდა


შევამციროთ მნიშვნელი, რომ წილადი ორჯერ გაიზარდოს? (პას. 40 %)

15. მხატვარი საჭირო ფერის მისაღებად ერთმანეთს ურევს 2 ნაწილ წითელ


საღებავს და 3 ნაწილ ყვითელ საღებავს. რამდენი გრამი წითელი საღებავი
დასჭირდება მას 12 გ ყვითელ საღებავთან შესარევად? (პას. 8 გ)
16. სიარულისას 60 წუთში 200 კალორიას ვხარჯავთ. რამდენ კალორიას
დავხარჯავთ სიარულისას 15 წუთში? (პას. 50 )
17. ტვირთის გადასაზიდად 4,5 ტონა ტვირთმზიდაობის 28 მანქანაა საჭირო. 3,5
ტონა ტვირთმზიდაობის რამდენი მანქანა იქნება საჭირო ამ ტვირთის
გადასაზიდად? (პას. 36)
18. სამი ტრაქტორი ყანას 8 საათში ხნავს. რამდენი ტრაქტორი მოხნავს იგივე ყანას
6 საათში? (პას. 4 ტრაქტორი)

5
19. ამოხსენით განტოლებები:
3 x +2 4 x −1 17
ა) = (პას. ¿
7 5 13
2 x−1 , 5 3 x −4 , 5 21
ბ) = (პას. ¿
4 5 4
5 x +6 , 2 7 x−2 ,5 46
გ) = (პას. ¿
6 5 17

You might also like