You are on page 1of 4

პირველი შუალედურის

I საკითხი (2 ქულიანი)

1. მუშის დღიური შემოსავალი 25 ლარიდან 22 ლარამდე შემცირდა. რამდენი


პროცენტით შემცირდა მუშის დღიური შემოსავალი?
2. საქონლის ფასი 200 ლარიდან 230 ლარამდე გაიზარდა. რამდენი პროცენტით
გაიზარდა საქონლის ფასი?
3. თვითმფრინავის ბილეთის ფასი 400 ლარიდან 140 ლარამდე შემცირდა. რამდენი
პროცენტით შემცირდა ბილეთის ფასი?
4. ავტომაქანის ფასი 12 000 ლარიდან 15 000 ლარამდე გაიზარდა. რამდენი
პროცენტით გაზრდილა ავტომაქანის ფასი?
5. საქონლის ფასი შემცირდა 120 ლარიდან 102 ლარამდე, რამდენი პროცენტით
შემცირდა საქონლის ფასი?
6. მოხალვის დროს ყავა კარგავს თავისი წონის 12%-ს. რამდენი კგ ნედლი ყავა უნდა
ავიღოთ, რომ მივიღოთ 4,4 კგ მოხალული ყავა?
7. გამოშრობისას ხილი კარგავს თავისი წონის 25%-ს . რამდენი კილო ხილი უნდა
გამოვაშროთ, რომ მივიღოთ 7,5 კგ. ჩირი?
8. მოხალვის დროს თხილი კარგავს თავისი წონის 24%-ს. რამდენი კგ ნედლი
თხილი უნდა ავიღოთ, რომ მივიღოთ 38 კგ მოხალული თხილი?
9. ცნობილია, რომ რძე შეიცავს 21% ნაღებს. რამდენი კგ რძე უნდა ავიღოთ, რომ
მივიღოთ 130 კგ ნაღები?
10. სიარულისას 60 წუთში 200 კალორიას ვხარჯავთ. მიახლოებით რამდენ კალორიას
დავხარჯავთ სიარულისას 15 წუთში?
11. 15 წთ-ში შეავსეს 2 ცისტერნა. რამდენ ცისტერნას შეავსებენ 3 სთ და 30 წთ-ში?
12. ცნობილია, რომ 17 ლიტრიანი ნავთის მასა 13,6 კგ-ია. რამდენი ლიტრი იქნება 12
კგ ნავთი?
13. მხატვარი საჭირო ფერის მისაღებად ერთმანეთს ურევს 2 ნაწილ წითელ საღებავს
და 3 ნაწილ ყვითელ საღებავს. რამდენი გრამი წითელი საღებავი დასჭირდება მას
12 გ ყვითელ საღებავთან შესარევად?
14. ახალ სახლში ბინების მოპირკეთება 15-მა მუშამ 24 დღეში დაამთავრა. რამდენ
დღეში შეასრულებდა ამ სამუშაოს 18 მუშა?
15. სამი ტრაქტორი ყანას 8 საათში ხნავს. რამდენი ასეთე ტრაქტორი მოხნავს იგივე
ყანას 6 საათში?
16. თივის მარაგი 120 ძროხას 60 დღე ყოფნის. რამდენ დღეს ეყოფა თივის იგივე
მარაგი 180 ძროხას?
17. 4 მუშა სამუშაოს ასრულებს 15 დღეში. რამდენ დღეში შეასრულებს იგივე
სამუშაოს 3 მუშა?
5 x−4 16 x +1
18. ამოხსენით განოლება: =
2 7
9 x−1 3 x +19
19. ამოხსენით განოლება: =
2 3
−2 x +6 6 x +1
20. ამოხსენით განოლება: =
3 5
1, 5 x−2 7 x+1
21. ამოხსენით განოლება: =
2 4
3 x +5 x−2
22. ამოხსენით განოლება: =
3 5
2 x−2 3 x−4 , 5
23. ამოხსენით განტოლება: =
4 5
5 x−4 7 x−1 , 5
24. ამოხსენით განტოლება: =
6 5
3 x −5 x +7
25. ამოხსენით განტოლება: =
3 5

II საკითხი (3 ქულიანი)
1. ბენზინის ფასი იანვარში წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 20%-ით, ხოლო
თებერვალში შემცირდა 10%-ით.
ა)რამდენი პროცენტით შეიცვალა ბენზინის თავდაპირველი ფასი?
ბ) რა ღირდა ბენზინი თავდაპირველად, თუ ეხლა 2 ლარი და 16 თეთრი ღირს?
2. მუშის ხელფასი ჯერ შემცირდა 20 %-ით, შემდეგ კი გაიარდა 50%-ით.
ა)რამდენი პროცენტით გაიზარდა მუშის ხელფასი თავდაპირველთან
შედარებით?
ბ) რამდენი ლარი ჰქონდა მუშას თავდაპირველად, თუ ეხლა მისი ხელფასი
შეადგენს 600 ლარს?
3. საქონლის ფასი შემცირდა ჯერ 10%-ით, შემდეგ 5%-ით.
ა)იპოვეთ რამდენი %-ით შემცირდა საქონლის საწყისი ფასი?
ბ)რა ღირდა საქონელი თავდაპირველად, თუ ახლა მისი ფასია 1026 ლარი?
4. წიგნის ფასი გაიზარდა 8%-ით, ხოლო შემდეგ შემცირდა 10%-ით.
ა) სულ რამდენი %-ით შეიცვალა წიგნის ფასი?
ბ)რა ღირდა წიგნი თავდაპირველად, თუ ეხლა 9 ლარი და 72 თეთრი ღირს?
5. საქონლის ფასი ჯერ შეამცირეს 10%-ით, შემდეგ კი გაზარდეს 25%-ით
ა) რამდენი პროცენტით შეიცვალა ფასი?

ბ) რა ღირდა საქონელი თავდაპირველად, თუ ახლა მისი ფასია 900 ლარი?

6. საქონლის ფასი გაიზარდა 12 000 ლარიდან 15 000 ლარამდე.

ა) რამდენი პროცენტით გაზრდილა ფასი?

ბ) რამდენი პროცენტით უნდა შევამციროთ ახალი ფასი, რომ დავუბრუნდეთ ძველ


ფასს?

7. საქონლის ფასი ჯერ შეამცირეს 50%-ით, შემდეგ კი გაზარდეს 16%-ით


ა) რამდენი პროცენტით შეიცვალა ფასი?

ბ) რა ღირდა საქონელი თავდაპირველად, თუ ახლა მისი ფასია 580 ლარი

8. საქონლის ფასი ჯერ შეამცირეს 5%-ით, შემდეგ კი გაზარდეს 20%-ით

ა) რამდენი პროცენტით შეიცვალა ფასი?

ბ) რა ღირდა საქონელი თავდაპირველად, თუ ახლა მისი ფასია 1140 ლარი

9. საქონლის ფასი ჯერ შეამცირეს 20%-ით, შემდეგ კი გაზარდეს 12%-ით

ა) რამდენი პროცენტით შეიცვალა ფასი?

ბ) რა ღირდა საქონელი თავდაპირველად, თუ ახლა მისი ფასია 960 ლარი

10. საქონლის ფასი ჯერ შეამცირეს 12%-ით, შემდეგ კი გაზარდეს 25%-ით

ა) რამდენი პროცენტით შეიცვალა ფასი?

ბ) რა ღირდა საქონელი თავდაპირველად, თუ ახლა მისი ფასია 1100 ლარი?

11. საქონლის ფასი ჯერ გაზარდეს 24%-ით, შემდეგ კი შეამცირეს 25%-ით

ა) რამდენი პროცენტით შეიცვალა ფასი?

ბ) რა ღირდა საქონელი თავდაპირველად, თუ ახლა მისი ფასია 930 ლარი?

12. საქონლის ფასი ჯერ გაზარდეს 20%-ით, შემდეგ კი შეამცირეს 15%-ით

ა) რამდენი პროცენტით შეიცვალა ფასი?

ბ) რა ღირდა საქონელი თავდაპირველად, თუ ახლა მისი ფასია 10200 ლარი?

13. საქონლის ფასი ჯერ გაზარდეს 5%-ით, შემდეგ კი შეამცირეს 20%-ით

ა) რამდენი პროცენტით შეიცვალა ფასი?

ბ) რა ღირდა საქონელი თავდაპირველად, თუ ახლა მისი ფასია 840 ლარი?

14. საქონლის ფასი ჯერ გაზარდეს 16%-ით, შემდეგ კი შეამცირეს 25%-ით

ა) რამდენი პროცენტით შეიცვალა ფასი?

ბ) რა ღირდა საქონელი თავდაპირველად, თუ ახლა მისი ფასია 870 ლარი?

15. ერთი დადებითი რიცხვი 10%-ით შემცირდა, ხოლო მეორე გაიზარდა 25%-ით.
რამდენი პროცენტით გაიზარდა ან შემცირდა ამ რიცხვთა ნამრავლი?
16. როგორ შეიცვლება ორი დადებითი რიცხვის ნამრავლი, თუ ერთ რიცხვს გავზრდით
20 %-ით, მეორეს კი შევამცირებთ 20 %-ით?
17. ბენზინის ფასმა მოიმატა ორჯერ 20-20%-ით. რამდენი პროცენტით უნდა
დაიკლოს მისმა ფასმა, რომ კვლავ იმდენივე ღირდეს რამდენიც
თავდაპირველად?
18. ბენზინი ორჯერ გაიაფდა 20-20 %-ით. რამდენი პროცენტით უნდა გაძვირდეს
ბენზინი, რომ კვლავ თავდაპირველ ფასს გაუტოლდეს?
19. პირველი მგზავრობისას ავტომობილმა დახარჯა ბენზინის 25 %, მეორე
მგზავრობისას კი დარჩენილის 20 %. რამდენი ლიტრი ბენზინი იყო
თავდაპირველად ავზში, თუ ამის შემდეგ ავზში დარჩა 27 ლ ბენზინი?
20. ზურაბმა ერთ დღეს თავისი თანხის 40 % დახარჯა, მეორე დღეს დარჩენილის
60 %. ამის შემდეგ მას დარჩა 48 ლარი. რა თანხა ჰქონდა ზურაბს თავიდან?
21. მეანაბრემ ბანკში შეიტანა ანაბარზე არსებული თანხის 30%, შემდეგ კვლავ
შეიტანა ახალი ანაბრის 20 %. რამდენი ლარი ჰქონდა თავიდან მეანაბრეს
ბანკში, თუ საბოლოო თანხა შეადგენს 3120 ლარს?
22. პირველ დღეს ტრაქტორმა მოხნა მთლიანი ფართობის 20%, მეორე დღეს კი
დარჩენილის 25 %. იპოვეთ მთლიანი ფართობი, თუ ტრაქტორისტს მოსახნავი
დარჩა 12 ჰა.
23. წილადის მრიცხველი 20 %-ით გაიზარდა, ხოლო მნიშვნელი გაიზარდა 25 %-
ით. რამდენი პროცენტით შეიცვალა საწყისი წილადი?
24. წილადის მრიცხველი 20 %-ით შემცირდა, ხოლო მნიშვნელი გაიზარდა 25 %-
ით. რამდენი პროცენტით შეიცვალა საწყისი წილადი?
25. ქალაქის მოსახლეობა ყოველწლიურად იზრდება 10%-ით. რამდენი იყო
ქალაქის მოსახლეობა 2 წლის წინ, თუ ახლა მისი რაოდენობაა 242 000?

You might also like