You are on page 1of 10

1

6 11
ამოცანა 1. - =
0,3 3

2 5 1
(ა) 0 (ბ) 17 (გ) (დ) 16
3 3 3

ამოცანა 2. სულ რამდენია ისეთი სამნიშნა რიცხვი, რომლის ათეულების ციფრი 2-ჯერ
მეტია ასეულების ციფრზე, ხოლო 2-ით ნაკლებია ერთეულების ციფრზე?

(ა) 1 (ბ) 2 (გ) 3 (დ) 4

1
ამოცანა 3. ავტომობილის ავზში საწვავის ჩასხმამდე ავზის ნაწილი იყო სავსე. მას
8
შემდეგ, რაც ავზში 30 ლიტრი საწვავი ჩაასხეს, ავზის ნახევარი აღმოჩნდა შევსებული. რისი
ტოლია ავტომობილის ავზის მოცულობა?

(ა) 60ლიტრი (ბ) 72 ლიტრი (გ) 80 ლიტრი (დ) 90ლიტრი

ამოცანა 4. ნატურალური რიცხვის 6-ზე გაყოფისას მიღებული ნაშთი 3-ის ტოლია. რისი
ტოლი შეიძლება იყოს ნაშთი იმავე რიცხვის 18-ზე გაყოფისას?

(ა) 4 (ბ) 7 (გ) 12 (დ) 15


2

ამოცანა 5. მართკუთხა სამკუთხედის 30°−¿ იანი კუთხის მოპირდაპირე კათეტი


ტოლგვერდა

სამკუთხედის გვერდს წარმოადგენს. იპოვეთ ამ ტოლგვერდა სამკუთხედის პერიმეტრი, თუ

მართკუთხა სამკუთხედის ჰიპოტენუზა 16 სმ-ის ტოლია.

(ა) 16 სმ (ბ) 24 სმ (გ) 32სმ (დ) 48 სმ

ამოცანა 6. ცნობილია, რომ 4; 5; 2; 3; 6; x რიცხვითი მონაცემების მოდა და მედიანა


ერთმანეთის ტოლია. იპოვეთ x.

(ა) 3 (ბ) 4 (გ) 5 (დ) 7

ამოცანა 7. მაღაზიაში 8 ავტოკალამი და 2 ფანქარი იმდენივე ღირს, რამდენიც 4


ავტოკალამი და 10 ფანქარი. გოგონამ მეგობრებისთვის ამ მაღაზიაში 60 ფანქარი იყიდა.
რამდენი ავტოკალმის ყიდვა შეეძლო გოგონას ამავე თანხით?

(ა) 30 (ბ) 28 (გ) 24 (დ) 20

ამოცანა 8. კოლოფში 8 ლურჯი, 6 წითელი, 5 მწვანე და 4 თეთრი ბურთულაა. კოლოფიდან


მასში ჩაუხედავად იღებენ ბურთულებს. მინიმუმ რამდენი ბურთულა უნდა ამოიღონ
კოლოფიდან, რომ მათ შორის აუცილებლად იყოს ყველა ფერის ორ-ორი ბურთულა მაინც?

(ა) 12 (ბ) 18 (გ) 21 (დ) 23

ამოცანა 9. მაგიდა სკამით ღირს 240 ლარი. სკამის ღირებულება შეადგენს მაგიდის
ღირებულების 20%-ს. იპოვეთ მაგიდის ღირებულება.
3

(ა)40 ლარი (ბ) 80ლარი (გ) 192 ლარი (დ) 200 ლარი

ამოცანა 10. რომბის ბლაგვი კუთხის წვეროდან გავლებული სიმაღლე რომბის გვერდს
შუაზე ყოფს. იპოვეთ რომბის მცირე დიაგონალი, თუ მისი პერიმეტრი 60 სმ-ია.

(ა) 10 სმ (ბ) 12სმ (გ) 15 სმ (დ) 20სმ

ამოცანა 11. 587¿2-ში ვარსკვლავის ნაცვლად უნდა ჩაიწეროს ისეთი ციფრი, რომ
მიღებული რიცხვი 8-ის ჯერადი იყოს. რისი ტოლია ასეთი ციფრების რაოდენობა?

(ა) 1 (ბ) 2 (გ) 3 (დ) 4

7 a2
ამოცანა 12. თუ a რიცხვი გაიზრდება 5-ჯერ, ხოლო b - შემცირდება 2-ჯერ, მაშინ
4 b3
გაიზრდება

(ა) 3,125-ჯერ (ბ) 60-ჯერ (გ) 150-ჯერ (დ) 200-ჯერ

ამოცანა 13. სოფელში თითოეულ ოჯახს ჰყავს ძაღლი ან კატა. ძაღლი ჰყავს ოჯახების
85%-ს, ხოლო კატა - 40%-ს. სოფელში მცხოვრებ 50 ოჯახს ჰყავს ძაღლიც და კატაც. სულ
რამდენი ოჯახია სოფელში?

(ა) 220 (ბ) 200 (გ) 150 (დ)120

ამოცანა 14. სკოლის მოსწავლეებმა შეაგროვეს 200 ლარი და ფასდაკლებით იყიდეს


თეატრისა და კინოს 55 ბილეთი. რამდენი თეატრის ბილეთი უყიდიათ მოსწავლეებს, თუ
თეატრის ერთი ბილეთი ღირდა 5 ლარი, ხოლო კინოს ერთი ბილეთი - 2 ლარი?
4

(ა) 25 (ბ) 30 (გ) 35 (დ) 40

2
ამოცანა 15. მეანაბრემ ბანკიდან პირველ დღეს გამოიტანა მთელი თანხის ნაწილი.
3
მეორე დღეს კი დარჩენილი თანხის 87% და უკანასკნელი 26 ლარი. რამდენი ლარი ჰქონდა
შეტანილი მეანაბრეს ბანკში თავდაპირველად?

(ა) 200ლარი (ბ) 400ლარი (გ) 600 ლარი (დ) 900 ლარი

ამოცანა 16. კედლის მოპირკეთება ერთ ხელოსანს შეუძლია 2 სთ-ში, მეორეს - 3 სთ-ში,
ხოლო მესამეს - 4 საათში. კედლის რა მინიმალური ნაწილის მოპირკეთებაა შესაძლებელი
1 საათში ამ ხელოსნებიდან რომელიმე ორის ერთად მუშაობის შედეგად?

5 7 5 2
(ა) (ბ) (გ) (დ)
6 12 9 3

ამოცანა 17. რამდენი წვერო აქვს პირამიდას, რომელსაც აქვს 14 წიბო?

(ა) 6 (ბ) 7 (გ) 8 (დ) 9

ამოცანა 18. საკლასო ოთახში მყოფი გოგონების რაოდენობა n-ის ტოლია, ხოლო ვაჟების
-m-ის. გაკვეთილის შემდეგ კლასიდან გამოვიდა 2 გოგონა და 3 ვაჟი. რისი ტოლია იმის
ალბათობა, რომ ამის შემდეგ კლასიდან გამოსული კიდევ ერთი მოსწავლე ვაჟი იქნება?

m−3 m−3 m m−3


(ა) (ბ) (გ) (დ)
m+ n−5 m+ n−3 m+ n n−2
5

ამოცანა 19. ფეხბურთელთა გუნდის (11 ფეხბურთელი) საშუალო ასაკი იყო 22 წელი.
როდესაც გუნდის კაპიტანი სხვა გუნდში გადავიდა და მისი ადგილი 18 წლის ახალგაზრდა
ფეხბურთელმა დაიკავა, გუნდის საშუალო ასაკი გახდა 21 წელი. იპოვეთ კაპიტნის ასაკი.

(ა) 22 (ბ) 29 (გ) 39 (დ) 40

ამოცანა 20. საჭადრაკო ტურნირში მონაწილეობს 12 მოჭადრაკე. სულ რამდენი პარტია


გათამაშდება , თუ თითოეული მონაწილე დანარჩენ მონაწილეებთან მხოლოდ თითო
პარტიას ითამაშებს?

(ა) 12 (ბ) 24 (გ) 66 (დ) 132

ამოცანა 21. მართკუთხა პარალელეპიპედის ფორმის აუზის ფსკერი კვადრატია, რომლის


ფართობია 25 მ2. აუზის კედლების საერთო ფართობი 40 მ2-ის ტოლია. რამდენი კუბური
მეტრი წყალი ჩაეტევა ამ აუზში?

(ა) 25 (ბ) 50 (გ) 75 (დ) 100

ამოცანა 22. მზიანი დღეების ფარდობითი სიხშირე დროის შუალედში (მაგალითად,


კვირის, თვის თუ წლის განმავლობაში) ეწოდება მოცემულ შუალედში მზიანი დღეების
რაოდენობის შეფარდებას დღეების საერთო რაოდენობასთან.

მოცემულია ორი პირობა:

2
I.სექტემბრის პირველ ნახევარში მზიანი დღეების ფარდობითი სიხშირე -ის ტოლი იყო.
3

II. სექტემბრის მეორე ნახევარში მხოლოდ 12 დღე იყო მზიანი.

იმის გასარკვევად, თუ რისი ტოლია მზიანი დღეების ფარდობითი სიხშირე სექტემბრის


თვეში:
6

(ა) I პირობა საკმარისია, II კი - არა

(ბ) II პირობა საკმარისია, I კი - არა

(გ) I და II პირობა ერთად საკმარისია, ცალ-ცალკე კი - არც ერთი არაა საკმარისი

(დ) საკმარისია ცალ-ცალკე როგორც I, ასევე II პირობა

(ე) მოცემული პირობები არაა საკმარისი.

ამოცანა 23. იანვრის განმავლობაში ბენზინის ფასი უცვლელი იყო. თებერვალში ბენზინი
გაძვირდა, მარტში კი ისევ გაიაფდა და იმდენივე ღირდა , რაც იანვარში.

მოცემულია შემდეგი ორი პირობა:

I. თებერვალში ბენზინი იანვართან შედარებით 25%-ით გაძვირდა.

II. მარტში ბენზინი თებერვალთან შედარებით 20%-ით გაიაფდა.

იმის გასარკვევად, თუ რისი ტოლი იყო ბენზინის ფასი იანვარში:

(ა) I პირობა საკმარისია, II კი - არა

(ბ) II პირობა საკმარისია, I კი - არა

(გ) I და II პირობა ერთად საკმარისია, ცალ-ცალკე კი - არც ერთი არაა საკმარისი

(დ) საკმარისია ცალ-ცალკე როგორც I, ასევე II პირობა

(ე) მოცემული პირობები არაა საკმარისი.

ამოცანა 24. აპრილში ღვინის ქარხანამ სხვადასხვა დასახელების ღვინო გაყიდა.


დიაგრამაზე მრუდებით შემოსაზღვრულია არეები, რომლებიც გვიჩვენებს, თუ რომელ
დღეებში გაიყიდა ტკბილი, ნახევრად ტკბილი, მშრალი და ნახევრად მშრალი ღვინოები და
რა ფასებში მერყეობდა ერთი ლიტრი ღვინის ფასი დღის განმავლობაში. მაგალითად,
დიაგრამიდან ჩანს, რომ 10 აპრილს ქარხანას გაუყიდია მშრალი და ნახევრად ტკბილი
7

ღვინოები, ამასთან, ერთი ლიტრი მშრალი ღვინის ფასი ამ დღის განმავლობაში 4.15-4.35
ლარის ფარგლებში მერყეობდა, ხოლო ნახევრად ტკბილსა - 4.30-4.55 ლარის ფარგლებში.

დიაგრამის მიხედვით უპასუხეთ შეკითხვას:

24 აპრილს ღვინის ქარხანამ 2000 ლიტრი ნახევრად მშრალი და 3000 ლიტრი ტკბილი
ღვინო გაყიდა. ჩამოთვლილთაგან რომლის ტოლი შეიძლება იყოს ამ დღეს ღვინის გაყიდვით
მიღებული შემოსავალი?

(ა) 19600 ლარის

(ბ) 20900 ლარის

(გ) 21300 ლარის

(დ) 21800 ლარის

(ე) 22900 ლარის

ამოცანა 25. ბაღის შესასვლელთან ერთ მწკრივად დგას ოთხი ხე - ატმის, ვაშლის, ბლის და
მსხლის.

● ატმის ხე ვაშლის ხის გვერდით დგას.

● მსხლის ხის გვერდით არ დგას არც ბლის და არც ატმის ხეები.


8

რომელი ხე დგას ბლის ხის გვერდით?

(ა) ატმის ხე

(ბ) ვაშლის ხე

(გ) ატმის და ვაშლის ხეები

(დ) მოცემული ინფორმაცია არ არის საკმარისი კითხვაზე პასუხის გასაცემად.

ამოცანა 26.

მოცემულია:

● ყველა მტაცებელი თევზი, რომელიც ვერცხლისფერია, სწრაფად დაცურავს.

● ყველა მტაცებელი თუ არამტაცებელი თევზი, რომელიც სწრაფად დაცურავს, წყლის


სიღრმეში ბინადრობს.

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი დებულება გამომდინარეობს ამ წანამძღვრებიდან?

(ა) არამტაცებელი თევზები, რომლებიც ნელა დაცურავენ, წყლის სიღრმეში არ ბინადრობენ

(ბ) არამტაცებელი თევზები, რომლებიც წყლის სიღრმეში ბინადრობენ, სწრაფად დაცურავენ

(გ) ყველა მტაცებელი თევზი, რომელიც წყლის სიღრმეში ბინადრობს, ვერცხლისფერია

(დ) ყველა მტაცებელი თევზი, რომელიც ვერცხლისფერია, წყლის სიღრმეში ბინადრობს.

მოსწავლეს შესასრულებლად შეთავაზეს შემდეგი დავალებები (N 27 – N31):

მან ეს დავალებები შეასრულა ისე, როგორც ქვემოთაა მოცემული. გაარკვიეთ, სწორად


შეასრულა თუ არა მოსწავლემ შეთავაზებული დავალებები. არასწორად შესრულების
შემთხვევაში, მიუთითეთ მოსწავლის მიერ დაშვებული თითოეული შეცდომა და ჩაწერეთ
შესწორებული სახით.
9

9 9 7 13 9 7 2 7 5
ამოცანა 27. : − = · − =1 − =1
13 11 11 9 11 11 11 11 11

ამოცანა 28. 27000 :800=270: 8=33(ნაშთი 6)

ამოცანა 29. ა) 7 დმ =0.7 მ ; ბ) 4 სთ15 წთ=4.15 სთ

ამოცანა 30. რამდენი ნულით ბოლოვდება 28-დან 43-მდე ყველა მთელი რიცხვის
გადამრავლების შედეგად მიღებული რიცხვის ჩანაწერი?

ამოხსნა: გადამრავლების შედეგად მიღებული რიცხვი დაბოლოვდება ორი


ნულით, რადგან 28-სა და 43-ს შორის არის რიცხვები 30 და 40.

ამოცანა 31. მოცემულია ტოლფერდა სამკუთხედი AB=BC . მასში AC ფუძისადმი


გავლებულია 5სმ-ის ტოლი BD სიმაღლე. ABD სამკუთხედის პერიმეტრია
15სმ. იპოვეთ ABC სამკუთხედის პერიმეტრი. B

A D C

არის თუ არა ამოცანის პირობაში ზედმეტი მონაცემი? თუ არის - რომელი?

ამოხსნა: რადგან ABC ტოლფერდა სამკუთხედია, ის BD სიმაღლით დაიყო


10

ორ ტოლ ABD და CBD სამკუთხედად. რადგან თითოეულის პერიმეტრია

15 სმ, მთლიანი ABC სამკუთხედის პერიმეტრი იქნება 2 · 15 =30 სმ.

ამოცანის პირობაში ზედმეტი მონაცემია BD-ს სიგრძე.

You might also like