You are on page 1of 2

საინფორმაციო გადაცემაში ჟურნალისტმა პირდაპირი ჩართვისას გადმოსცა , რომ

ზაფხულის ჯაზფესტივალს, სადაც თავისუფალი დასწრებაა, დაახლოებით 700-მდე


მსმენელი ესწრება.

1. რატომ თქვა ჟურნალისტმა დაახლოებით?


2. შესაძლოა თუ არა მსმენელთა რაოდენობა ყოფილიყო 700-ზე ოდნავ მეტი ან ოდნავ
ნაკლები?

ხშირია შემთხვევა როცა ზუსტი რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, ამიტომ


გამოთვლა ხდება მიახლოებით ანუ რიცხვების დამრგვალებით. როცა რიცხვს
მითითებულ თანრიგამდე ვამრგვალებთ, ვეძებთ მრგვალ რიცხვს, რომელიც რაც
შეიძლება ახლოს არის საწყის რიცხვთან.

მაგალითად: რიცხვი 247 მდებარეობს 200-სა და 300-სს შორის. ეს რიცხვი კი ყველაზე ახლოს
არის 200 -თან.

247 რომ დავამრგვალოთ ასეულებამდე იქნება მიახლოებით 200. ეს კი ასე ჩაიწერება:

247=200

როცა რიცხვს ვამრგვალებთ რომელიმე თანრიგამდე, აუცილებლად დააკვირდით მისი


მომდევნო ციფრი რა არის. თუ ამ თანრიგის მომდევნო ციფრია 0,1,2,3,4, მაშინ ეს თანრიგი
არ გადიდდება.

ხოლო თუ ამ თანრიგის მომდევნო ციფრია 5,6,7,8,9, მაშინ ეს თანრიგი გადიდდება ერთით.

მაგალითად:დავამრგვალოთ რიცხვები ასეულებამდე

267=300 გახდება , რადგან 2 ასეულის გვერდით არის ციფრი 6, რომელიც ერთით გაადიდებს
ასეულს.

427=400 გახდება, რადგან 4 ასეულის გვერდით არის ციფრი 2, რომელიც არ გაადიდებს


ასეულს.

საშინაო დავალება : გვერდი 104. ნომერი7 და 8.

You might also like