You are on page 1of 36

სტატისტიკა

ნაწილი 2
საშუალო
• ვთქვათ მოედანზე გასული
კალათბერთელების სიმაღლე
არის (სანტიმეტრებში):

პირველი გუნდი:

195, 197, 198, 203, 207


მეორე გუნდი:

189, 193, 197, 206, 215


რა არის გუნდების საშუალო
სიმაღლე?
• ორივე შემთხვევაში საშუალო სიმაღლეა 200 სმ.
•   (195+197+198+203+207) / 5 = 200
•   (189+193+197+206+215) / 5 = 200
• (  ბერძნული ასოა და გამოითქმის “მიუ”)
• მაგრამ მეორე გუნდის შემთხვევაში რიცხვები უფრო
გაფანტულია საშუალოს ირგვლივ. როგორ გავზომოთ
გაფანტულობა?

195 197 198 203 207

189 194 197 206 215


• საშუალოსგან გადახრების შეკრება არ
გამოგვადგება. რა იქნება, მაგალითად:

(195–200)+(197–200)+(198–200)+(203–200)+(207–200) = ?

195 197 198 203 207

189 193 197 206 215


• საშუალოსგან გადახრების შეკრება არ
გამოგვადგება. რა იქნება, მაგალითად:

(195–200)+(197–200)+(198–200)+(203–200)+(207–200) = ?

• პასუხი: 0.
• იგივე პასუხს (ნოლს) მივიღებთ მეორე
გუნდისთვისაც. როგორ მოვიქცეთ?

195 197 198 203 207

189 193 197 206 215


• ავიყვანოთ ეს გადახრები კვადრატში და ისე
შევკრიბოთ. მივიღებთ დადებით რიცხვებს.
შემდეგ, კვადრატში აყვანას ვაკომპენსირებთ
ფესვის ამოღებით.

[(195  200)2  (197  200)2  (198  200)2  (203  200)2  (207  200) 2 ] / 5

195 197 198 203 207

189 193 197 206 215


სტანდარტული გადახრა
•  – ს ეწოდება სტანდარტული გადახრა (გამოითქმის “სიგმა”).

• თუ გამოვთვლით, მივიღებთ:
• პირველი გუნდისთვის სტანდარტული გადახრაა 4.4
• მეორე გუნდისთვის სტანდარტული გადახრაა 8.9
• ეს კარგად ასახავს იმ ფაქტს, რომ მეორე გუნდისთვის რიცხვები
დაახლოებით ორჯერ მეტად არიან გაფანტულნი საშუალო
სიმაღლის (200–ის) ირგვლივ.

195 197 198 203 207

189 193 197 206 215


ამერიკელ მამაკაცთა სიმაღლე

• ამერიკელი მამაკაცის საშუალო სიმაღლეა


178 სმ. (  = 178)

• სტანდარტული გადახრა არის 8 სმ. (  =8)

• სიმაღლეების განაწილება კარგად


აღიწერება მრუდით, რომელსაც ეწოდება
ნორმალური განაწილება.
• მრუდს პიკი აქვს 178–ში, რაც ნიშნავს, რომ სიმაღლეები
უფრო მეტად კონცენტრირებულია საშუალო სიმაღლის
(178) ირგვლივ. რაც უფრო მეტად განსხვავდება სიმაღლე
საშუალოსაგან, მით უფრო იშვიათია ასეთი სიმაღლე.

• ნორმალური განაწილების დროს სიმაღლეთა 68%


მოთავსებულია ინტერვალში:

(   ,    )  (178  8, 178  8)  (170, 186)


ბინომიალური განაწილება
• ნორმალური განაწილება არის
ბინომიალური განაწილების
უწყვეტი ანალოგი.
• მარცხნივ დიაგრამაზე
მოცემულია ალბათობები, რომ
10–შვილიან ოჯახში იყოს
ზუსტად 0 რაოდენობის გოგო,
ზუსტად 1 გოგო და ა.შ.,
ზუსტად 10 გოგო. როგორც
ვიცით, ეს ალბათობები
პროპორციულია
ბინომიალური
კოეფიციენტების:

C , C , , C
0
10
1
10
10
10
“Rolling stones”
ზედა ნაწილის სქემა.
პასკალის სამკუთხედი
ხომ არ გიჭერთ?
• ადამიანის სიმაღლის, სიგანის,
ფეხის ზომის და მსგავსი
პარამეტრების სტატისტიკური
განაწილების ცოდნას
გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს
ტანსაცმლის და ფეხსაცმლის
ინდუსტრიისთვის.
ფეხსაცმლის ფაბრიკამ,
მაგალითად, უნდა იცოდეს რა
ზომის ფეხსაცმელი რამდენი
გამოუშვას. 42 ზომა,
მაგალითად, ბევრად მეტი
რაოდენობის უნდა გამოუშვას,
ვიდრე, ვთქვათ, 45 ზომა.
დაზღვევა და პენსია
• ადამიანის სიცოცხლის
ხანგრძლივობა და
ამასთან დაკავშირებული
ყველანაირი სტატისტიკა
გადამწყვეტია
სადაზღვეო
კომპანიებისა და კერძო
საპენსიო
ფონდებისთვის.
უცებ რომ ადამიანის
სიცოცხლის საშუალო
ხანგრძლივობა გახდეს
100 წელი, ეს გააკოტრებს
ამ ბიზნესს.
გაზომვის შეცდომა და
ნორმალური განაწილება
• მათემატიკოსი გაუსი
ასტრონომიითაც იყო
დაინტერესებული. მან
გადაწყვიტა გაეზომა
მთვარის დიამეტრი.
ყოველ გაზომვაზე იგი
ოდნავ განსხვავებულ
რიცხვებს იღებდა.
ეს რიცხვები თავმოყრილნი
იყვნენ ერთი
მნიშვნელობის ირგვლივ.
გაუსმა დაადგინა, რომ ამ
რიცხვებს ჰქონდათ
ნორმალური განაწილება.
გაზომვის შეცდომა
• ყოველ გაზომვას თან ახლავს
გარკვეული შეცდომა
(აბსოლიტურად ზუსტი
არაფერია). არმოჩნდა, რომ
გაზომვის შეცდომის სიდიდე
ნორმალურადაა
განაწილებული თავისი
საშუალოთი და
სტანდარტული გადახრით.
საშუალო არის ის, რაც უნდა
მივიჩნიოთ ზუსტ ზომად,
ხოლო სტანდარტული
გადახრა ეს არის გაზომვის
საშუალო შეცდომა.
უცნაური ფაქტი
• ვთქვათ გვაქვს ორი
ჯოხი და გვინდა
გავზომოთ მათი
სიგრძეები.
• აღმოჩნდა, რომ
თითოჯერ მათ
გაზომვას ჯობია
მოვიქცეთ
შემდეგნაირად:
უცნაური ფაქტი

• მივადოთ ჯოხები
ერთმანეთს მიმდევრობით
ისე, რომ გავზომოთ მათი
საერთო სიგრძე. ამის
შემდეგ დავადოთ ისინი
ერთმანეთს ისე, რომ
გამზომოთ მათი სხვაობის
სიგრძე. ამ ორი მიღებული
სიდიდიდან (ჯამი და
სხვაობა) გამოვთვალოთ
ჯოხის სიგრძეები.
• აღმოჩნდა, რომ ამგვარი
გამოთვლა 1.5–ჯერ
ამცირებს შეცდომას.
(უფრო ზუსტად 2–ჯერ.)
არის თუ არა საშუალო ‘საშუალო’?
• დავუშვათ გვინდა დავადგინოთ, რა არის
რომელიღაც სოფელში მაცხოვრებლების საშუალო
ქონება. დავუშვათ სოფელში ცხოვრობს 1000
ადამიანი, რომელთა ქონება მერყეობს 20–50 ათასი
დოლარის ფარგლებში და გარდა ამისა, ვთქვათ, ამ
სოფელში ცხოვრობს კიდევ ერთი ადამიანი,
რომელიც მილიარდელია. თუ შევკრებთ მთელი ამ
სოფლის ქონებას და გავყობთ ამას მაცხოვრებელთა
რაოდენობაზე, მივიღებთ, რომ ამ სოფლის
მაცხოვრებელთა საშუალო ქონება არის მილიონ
დოლარზე მეტი. შეგვიძლია თუ არა ამის
საფუძველზე ჩვენ ვთქვათ, რომ ამ სოფლის საშუალო
მაცხოვრებელი მილიონერია?
მედიანა
• არა. არითმეტიკული
საშუალო ყოველთვის არ
ასახავს იმას, რაც ჩვენ
ინტუიციურად გვესმის
საშუალოში, ანუ
ტიპიურში. ამ მაგალითში
ეს შეუსაბამობა მოხდა იმის
გამო, რომ მოცემულ
სიმრავლეში არსებობს
ინდივიდი, რომელიც
მკვეთრად გამოირჩევა
დანარჩენი
ინდივიდებისაგან. (ასეთ
ინდივიდს ინგლისურად
ეწოდება outlier.)
• ასეთ შემთხვევებში ტიპიურობის უკეთესი საზომია
ეგრეთ წოდებული მედიანა: დავალაგოთ სოფლის
მაცხოვრებელნი ქონების ზრდის მიხედვით. ამ 1001
ადამიანისაგან შემდგარ რიგში ამოვარჩიოთ ის, ვინც
დგას ამ რიგის ზუსტად შუაში (501–ე ადგილზე).
მასზე ღარიბიც 500 ადამიანია და მასზე მდიდარიც
500–ია. ამ 501–ე ადამიანის ქონებას ეწოდება მედიანა.

• (თუ გვაქვს ლუწი რაოდენობის რიცხვი, 100


მაგალითად, დავალაგებთ მათ ზრდადობის
მიხედვით და მედიანა ეწოდება 50–ე და 51–ე
ადგილებზე მდგომი რიცხვების საშუალო
არითმეტიკულს.)
როგორ დავითვალოთ საშუალო?
როგორ დავითვალოთ საშუალო?
– ჯონ, ძვირფასო, –
მიმართავს ცოლი ქმარს,
– ამ დილას დედაჩემმა
დამირეკა, აინტერესებს
ყუთების გადატანაში თუ
დავეხმარებით ჩვენი
საბარგულიანი მანქანით.
– რამდენი ყუთია, –
უხალისოდ კითხულობს
ქმარი.
– სულ 10 ყუთია, კუბის
ფორმის, სხვადასხვა
სიმაღლის, 2 ფუტიდან
დაწყებული 4 ფუტამდე.
როგორ დავითვალოთ საშუალო?
– ვერ დაეტევა, – ამბობს
ქმარი ცოტა ხნის ფიქრის
შემდეგ, – ჩვენი
საბარგული 300 კუბური
ფუტის მოცულობისაა.
აქ კი რა გამოდის,
ყუთების მოცულობაა 8
კუბური ფუტიდან 64
კუბურ ფუტამდე.
საშუალოდ ეს იქნება 36
კუბური ფუტი. 10–ზე
გამრავლებული 360
კუბურ ფუტს გვაძლევს.
როგორ დავითვალოთ საშუალო?
– არა, უნდა დაეტიოს, –
ეკამათება ცოლი, –
ყუთების საშუალო
სიმაღლეა 3 ფუტი,
ამიტომ საშუალო
მოცულობაა 27 კუბური
ფუტი. 10–ზე
გამრავლებული
მოგვცემს მხოლოდ 270
კუბურ ფუტს. თუ
კარგად დააწყობ
მშვენივრადაც ჩაეტევა
ჩვენს საბარგულში.
ვინ არის მართალი?
როგორ დავითვალოთ საშუალო?
• მართალია ქმარი.
• ცოლი ყოველთვის
მართალია.
• ცოლი მართალია ამ
იშვიათ შემთხვევაში.
• ამ კითხვაზე პასუხის
გაცემა შეუძლებელია.
საუკეთესო საქმროს არჩევანი
• დავუშვათ, რომ ქალს შანსი აქვს ცხოვრებაში
შეხვდეს 100 მამაკაცს, რომელიც მას ხელს
სთხოვს. მისი მიზანია ამ 100 კაციდან
საუკეთესო ამოარჩიოს.
პრობლემაა ისაა, რომ ამ მამაკაცებს ქალი
ხვდება არა ერთდროულად, არამედ
თანმიმდევრობით და ვთვლით, რომ თუ
ქალმა კაცს უარი უთხრა, მას უკან ვეღარ
დაუბრუნდება.
რა თქმა უნდა, პირველსავე მთხოვნელს
ქალი არ უნდა გაყვეს, მაგრამ არც მთლად
მეასეს უნდა დაუცადოს. რა არის აქ ქალის
საუკეთესო სტრატეგია?
• ა) საერთოდ არ გათხოვდეს, რადგანაც
ყველა კაცი ერთი ოხერია.

• ბ) მისთხოვდეს პირველსავე მამაკაცს,


რადგანაც ყველა კაცი ერთი ოხერია.

• გ) უარი უთხრას პირველ 37 მთხოვნელს


და ამის შემდეგ გაყვეს პირველივეს, ვინც
ყველა წინამორბედს ჯობია.
• სწორი პასუხია:
გ) უარი უთხრას პირველ 37 მთხოვნელს
და ამის შემდეგ გაყვეს პირველივეს, ვინც
ყველა წინამორბედს ჯობია.

• 37 იმიტომ, რომ ეს რიცხვი ყველაზე


ახლოს არის 100/e -სთან, სადაც e არის
ეილერის რიცხვი (e  2.72).
• ეს მეთოდი საშუალებას იძლევა დაახლოებით
30%–იანი გარანტიით ავირჩიოთ საუკეთესო ამ
100 კანდიდატიდან. თუ შემთხვევით
ავირჩევდით რომელიმე კანდიდატს, მაშინ შანსი
მხოლოდ 1% იყო.

• ამ ამოცანაში ქალის მიზანია აირჩიოს ყველაზე


საუკეთესო კანდიდატი. და თუ ასე არ მოხდა,
სხვა დანარჩენი მისთვის სულერთია. ეს, რა თქმა
უნდა, არ არის ამოცანის მთლად პრაქტიკული
დასმა.
– ძალიან კი მომწონხარ, მაგრამ რა ვქნა, ჩემი
მათემატიკური აღზრდა ნებას არ მაძლევს თანხმობა მოგცე.
მონტე–კარლოს მეთოდი

• როგორ
დავიანგარიშოთ 
რიცხვი
სტატისტიკური
მეთოდებით?
მონტე–კარლოს მეთოდი
• ვთქვათ თქვენ ხართ
ცუდი მსროლელი და
შორიდან ესვრით ისრებს
ამ დაფას. ბევრი აცდება,
ზოგი კი დაფას
მოხვდება. დავთვალოთ
რაოდენობა ისრებისა
რომლებიც მოხვდა
წრეში (მწვანე ფართობი)
და შევაფარდოთ ეს
რიცხვი იმ ისრების
რაოდენობას, რომლებიც
საერთოდ დაფას
მოხვდა.
მონტე–კარლოს მეთოდი
• სურათზე მოცემულ
კონკრეტულ
მაგალითში ეს
შეფარდება იქნება 5/6.

• მეორე მხრივ, ეს
შეფარდება უნდა
ასახავდეს მეოთხედი
წრის (მწვანე არე)
შეფარდებას მთელი
კვადრატის
ფართობთან.
მონტე–კარლოს მეთოდი
• შევეცადოთ
გამოვთვალოთ  რიცხვი
ამ მეთოდით. დავუშვათ
კვადრატის გვერდი იყოს
1. მაშინ კვადრატის
ფართობია 1 და
მეოთხედი წრის
ფართობია 12/4 = /4.
გვექნება: (/4)/1  5/6.
• აქედან:   10/3  3.3.

• თუ მეტი რაოდენობის
წერტილს ავიღებთ, ეს
სიზუსტე გაიზრდება.

You might also like