You are on page 1of 6

სავარჯიშო მასალა

I კვირა

ნამდვილ რიცხვთა სიმრავლე, რიცხვითი ღერძი, რიცხვითი


შუალედები. პროცენტები და პროპორციები.

1. დაწერეთ სამი წილადი, რომელიც მოთავსებულია:

1 1
− −
ა) 4 სა და 3 ს შორის;

1 1
ბ) - 5 -სა და - 6 -ს შორის.

2 7
2. რამდენი წილადი მოთავსდება 3 -სა და 8 -ს შორის ისეთი, რომელთა
მნიშვნელი 24 -ის ტოლია?
3. იპოვეთ ყველა ისეთი x რიცხვის სიმრავლე, რომლიდანაც მანძილი :

ა) რიცხვითი ღერძის M (2) წერტილამდე 3-ის ტოლია;

ბ) რიცხვითი ღერძის M (−3) წერტილამდე 1-ის ტოლია.

4. იპოვეთ ყველა ისეთი x რიცხვის სიმრავლე, რომლიდანაც მანძილი :

ა) რიცხვითი ღერძის M (0) წერტილამდე 2-ზე მეტია;

ბ) რიცხვითი ღერძის M (−5) წერტილამდე 3-ზე ნაკლებია.

5. იპოვეთ ყველა ისეთი რიცხვის სიმრავლე, რომლიდანაც:


ა) რიცხვითი ღერძის M (2) და N (6) წერტილებამდე მანძილების ჯამი 8-
ის ტოლია;
ბ) რიცხვითი ღერძის M (3) და N (5) წერტილებამდე მანძილების სხვაობა
4-ის ტოლია;
გ) რიცხვითი ღერძის M (−1) და N (−4) წერტილებამდე მანძილების ჯამი
7-ის ტოლია;
დ) რიცხვითი ღერძის M (−2) და N (−3) წერტილებამდე მანძილების
სხვაობა -4-ის ტოლია;
6. იპოვეთ ყველა ისეთი ნატურალური რიცხვის სიმრავლე, რომლიდანაც:

ა) რიცხვითი ღერძის M (2) და N (5) წერტილებამდე მანძილების ჯამი 3-ის


ტოლია;
ბ) რიცხვითი ღერძის M (3) და N (5) წერტილებამდე მანძილების სხვაობა
2-ის ტოლია.

7. ბანკის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, წლის ბოლოს


თანამშრომელთა 15% მიიღებს პრემიას. რამდენ ადამიანს მოუწევს
პრემია, თუ ბანკს ჰყავს 80 თანამშრომელი?
8. უნივერსიტეტში სტუდენტთა 30% პირველკურსელია. იპოვეთ
უნივერსიტეტში სტუდენტთა რაოდენობა, თუ პირველ კურსზე 600
სტუდენტი სწავლობს.
9. 1 მილიონიან ქალაქში 20 000 პედაგოგია. ამ ქალაქის მოსახლეობის
რამდენ პროცენტს შეადგენენ პედაგოგები?
10. ბენზინის ფასი იანვარში წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 20%-ით,
ხოლო თებერვალში შემცირდა 10%-ით. რამდენი პროცენტით შეიცვალა
ბენზინის თავდაპირველი ფასი?
11. ოფისსში 24 თანამშრომელია, მათგან 6 მამაკაცია. თანამშრომელთა
რამდენი პროცენტია ქალი?
12. ოჯახმა რესტორანში სადილობის შემდეგ გადაიხადა 55 ლარი. ამ
თანხაში შედიოდა მომსახურების 10%. რა ღირდა თვითონ სადილი?
13. მოხალვის დროს ყავა კარგავს თავისი წონის 12%-ს. რამდენი კგ ნედლი
ყავა უნდა ავიღოთ, რომ მივიღოთ 4,4 კგ მოხალული ყავა?
14. ფირმას გეგმით თვეში უნდა გაეყიდა 60 კომპიუტერი. გეგმა შეასრულა
120%-ით. რამდენი კომპიუტერი გაყიდა ფირმამ?
15. ა)ბენზინის ფასი გაიზარდა 4-ჯერ. იპოვეთ რამდენი პროცენტით
გაზრდილა ფასი?
ბ) რამდენი პროცენტით უნდა შევამციროთ გაზრდილი ფასი, რომ
დაუბრუნდეს საწყის ნიშნულს?
16. ინფლაციის გამო ბენზინის ფასი გაიზარდა 300%-ით. რამდენი
პროცენტით უნდა დაიკლოს ფასმა, რომ თავდაპირველ სიდიდეს
მიაღწიოს?
17. მუშის დღიური შემოსავალი 25 ლარიდან 22 ლარამდე შემცირდა.
რამდენი პროცენტით შემცირდა მუშის დრიური შემოსავალი?
18. მუშის ხელფასმა ჯერ დაიკლო 20 %-ით, შემდეგ მოიმატა 50%-ით.რამდენი
პროცენტით გაიზარდა მუშის ხელფასი თავდაპირველთან შედარებით?
19. ბენზინის ფასმა 20%-ით დაიწია. ადრინდელთან შედარებით რამდენი
პროცენტით მეტი ბენზინის ყიდვა შეიძლება ახლა 100 ლარით?
20. კარაქის ფასმა 25%-ით მოიმატა. ადრინდელთან შედარებით რამდენი
პროცენტით ნაკლები კარაქის ყიდვა შეიძლება ახლა 50 ლარით?
21. საქონლის ფასი შემცირდა ჯერ 10%-ით, შემდეგ 5%-ით. იპოვეთ რამდენი
%-ით შემცირდა საქონლის საწყისი ფასი?
22. წიგნის ფასი გაიზარდა 8%-ით, ხოლო შემდეგ შემცირდა 10%-ით. სულ
რამდენი %-ით შეიცვალა წიგნის ფასი?
23. 30%-იანი სპირტის ხსნარის 3 ლიტრი შეურიეს 20%-იანი სპირტის ხსნარის
5 ლიტრს. რამდენი პროცენტიანია მიღებული სპირტხსნარი?
24. საქონლის ფასი ჯერ შეამცირეს 10%-ით, შემდეგ კი გაზარდეს 25%-ით

ა) რამდენი პროცენტით შეიცვალა ფასი?


ბ) რა ღირდა საქონელი თავდაპირველად, თუ ახლა მისი ფასია 900 ლარი

25. საქონლის ფასი გაიზარდა 12 000 ლარიდან 15 000 ლარამდე.

ა) რამდენი პროცენტით გაზრდილა ფასი?

ბ) რამდენი პროცენტით უნდა შევამციროთ ახალი ფასი, რომ დავუბრუნდეთ


ძველ ფასს?

26. საქონლის ფასი შემცირდა 100 ლარიდან 80 ლარამდე, შემდეგ ისევ შემცირდა
80 ლარიდან 60 ლარამდე. რომელ ჯერზე უფრო მეტია პროცენტული
შემცირება?
27. საქონლის ფასმა ორჯერ მოიმატა ერთიდაიგივე თანხით. რომელ ჯერზე უფრო
მეტი იყო პროცენტული მატება?
28. მანქანის ფასი გაიზარდა 20 პროცენტით, შემდეგ კიდევ ერთხელ გაიზარდა 20
პროცენტით და ბოლოს მოიკლო 40 %-ით. მოიმატა თუ მოიკლო მანქანის ფასმა
მთლიანობაში ამ სამი ოპერაციის შედეგად? რამდენი პროცენტით შეიცვალა
საწყისი ფასი?
29. თანამშრომელი დამქირავებლისგან ითხოვს გარვეულ ხელფასს (სუფთად).
რამდენი პროცენტი უნდა დაამატოს ამ თანხას დამქირავებელმა, რომ 20 %-
იანი საშემოსავლო გადასახადის შემდეგ თანამშრომელს დარჩეს სასურველი
ხელფასი?
30. კოკა-კოლა შეიცავს 99% წყალს. წყლის რაღაც ნაწილი აორთქლდა და დავიდა
98%-ზე. რამდენჯერ შემცირდა კოკა-კოლას წონა?
31. დადებითი წილადის მრიცხველი გაზარდეს 20%-ით. რამდენი პროცენტით უნდა
შევამციროთ მნიშვნელი, რომ წილადი ორჯერ გაიზარდოს?
32. რამდენი პროცენტით გაიზრდება კვადრატული ფორმის ნაკვეთის ფართობი ,
თუ მისი პერიმეტრი გაიზრდება 20 %-ით?
33. ბანკი თავის მეანაბრეებს უხდის წლიურ 3%-ს, ხოლო კრედიტს გასცემს წლიური
8%-ით. წლის განმავლობაში ბანკმა მიიღო 12 მლნ ლარის ანაბრები და
კრედიტის სახით გასცა 8 მლნ ლარი. რამდენია ბანკის წლიური მოგება?
34. მხატვარი საჭირო ფერის მისაღებად ერთმანეთს ურევს 2 ნაწილ წითელ
საღებავს და 3 ნაწილ ყვითელ საღებავს. რამდენი გრამი წითელი საღებავი
დასჭირდება მას 12 გ ყვითელ საღებავთან შესარევად?
35. სიარულისას 60 წუთში 200 კალორიას ვხარჯავთ. მიახლოებით რამდენ
კალორიას დავხარჯავთ სიარულისას 15 წუთში?
36. 16 წთ-ში შეავსეს ცისტერნის 0,56 ნაწილი. მოასწრებენ თუ არა 3 სთ და 30 წთ-ში 7
ასეთივე ცისტერნის შევსებას?
37. ცნობილია, რომ 17 ლიტრიანი ნავთის მასა 13,6 კგ-ია. ჩაეტევა თუ არა 12 კგ
ნავთი 16 ლიტრიან ჭურჭელში?
38. შენადნობი შედგება სპილენძის, ვერცხლისა და ნიკელისაგან, რომელთა
მასები 13-ის, 4-ის და 3-ის პროპორციულია. იპოვეთ შენადნობის მასა, თუ
შენადნობში 4,8 კგ-ით მეტი სპილენძი შედის, ვიდრე ნიკელი.
39. არსებობს თუ არა ისეთი სამკუთხედი, რომლის პირველი გვერდი ისე
შეეფარდება მეორეს, როგორც 2:3, ხოლო მეორე ისე შეეფარდება მესამეს,
როგორც 4:5?
40. გარკვეული მანძილის გავლას ავტომობილი 2 საათს ანდომებს. რა დროში
გაივლის იგივე მანძილს 3-ჯერ ნაკლები სიჩქარით?
41. ტვირთის გადასაზიდად 4,5 ტონა ტვირთმზიდაობის 28 მანქანაა საჭირო. 3,5
ტონა ტვირთმზიდაობის რამდენი მანქანა იქნება საჭირო ამ ტვირთის
გადასაზიდად?
42. სამი ტრაქტორი ყანას 8 საათში ხნავს. რამდენი ტრაქტორი მოხნავს იგივე ყანას
6 საათში?
43. ავტომობილი ყოველი 280 კმ გავლისას 21 ლ ბენზინს ხარჯავს. საკმარისი
იქნება თუ არა 40 ლიტრი ბენზინი 500 კმ-ის გასავლელად?
44. რამდენ ნახევარლიტრიან ბოთლს აავსებს წვენი, რომლითაც 0,35 ლიტრი
ტევადობის 20 ბოთლია ავსებული?
45. ვთქვათ ყოველი 25 მ2 ფართობის კედლის შესაღებად 3 კგ საღებავია საჭირო;
საღებავი 5 კგ-იანი ქილებით იყიდება. რამდენი ქილის ყიდვაა საჭირო 115 მ 2 -
ის შესაღებად?
1
9
46. ფერმერს 6 ძროხა და 4 ცხენი ჰყავს. ერთი ძროხა დღეში საშუალოდ 4 კგ
1
საკვებს ჭამს, ერთი ცხენი კი 13 3 კგ-ს. რამდენ დღეს ეყოფა ფერმერს 6530 გკ
საკვები ამ ცხოველების გამოსაკვებად?

პასუხები:
13 14 15
1. ეს წილადები შეიძლება იყოს: ; ;
48 48 48

3. ა) 5 და -1

ბ) -2 და -4

4. ა) (−∞ ;−2 ) ∪ ( 2 ;+ ∞ )

ბ) (-8;-2)

7. 12

8. 2000

9. 2%

10. გაიზარდა 8%-ით

11. 75%
12. 50

13. 5 კგ.

14. 72

15. ა) 300%-ით

ბ) 75%-ით

16. 75%

18. გაიზარდა 20%-ით

19. 25%-ით

20. 20%-ით

21. 14,5%-ით

22. 2,8%

23. 23,75%

24. ა) გაიზარდა 12,5%-ით

ბ) 800

25. ა) 25%-ით

ბ) 20%

26. მეორეჯერ 25%-ით

27. პირველჯერ

28. შემცირდა 13,6%-ით

29. 25%

30. ≈1,02-ჯერ

31. 40%-ით

32. 44%-ით

33. 280 ათასი


34. 10 გრამი

35. 50 კალორია

36. მოასწრებენ

37. ჩაეტავა

38. 9,6 კგ.

39. შეიძლება

40. 6 სთ.

41. 35

42. 4

43. საკმარისია

44. 14

45. 5 ქილა

46. ≈60 დღე.

You might also like