You are on page 1of 2

მე-5 კლასი

ძირითადი დავალებები (100 ქულა)

რაოდენობრივი შედარება (20 ქულა)


1. დილის 6სთ-დან საღამოს 5სთ-მდე მეტი დროა, თუ საღამოს 5სთ-დან დილის 6სთ-მდე?
A) დილის 6სთ-დან საღამოს 5სთ-მდე B) საღამოს 5სთ-დან დილის 6სთ-მდე C) თანაბარია
2. გიორგის 6-ით მეტი მარკა აქვს, ვიდრე დავითს. თუ გიორგი დავითს მისცემს 4 მარკას, ახლა ვის ექნება მეტი?
A) ისევ გიორგის B) დავითს C) თანაბარად ექნებათ

არითმეტიკა (20 ქულა)


3. მწკრივში 12 ბიჭი დგას და ყოველ ორ მომდევნო ბიჭს შორის ზუსტად 2 გოგონაა. რამდენი ბავშვია სულ ამ
მწკრივში, თუ მასში პირველიც და ბოლოც ბიჭია? (5 ქულა)
A) 32 B) 34 C) 36
4. ავტომობილი 100 კმ-ის გავლისას წვავს 10 ლიტრ საწვავს. რამდენ კილომეტრს გაივლის ის 20ლ საწვავით? (5
ქულა)
A) 50კმ B) 120კმ C) 200კმ
5. ფუნთუშა 40 თეთრი ღირს. 2 ხაჭაპურის ფასად მხოლოდ 7 ფუნთუშის ყიდვა შეგვიძლია. რა შეიძლება
ღირდეს ხაჭაპური? (10 ქულა)
A) 1ლ 30თ B) 1ლ 50თ C) 2ლ 20თ

ლოგიკა (30 ქულა)


6. პარიზი თბილისს ჩამორჩება 3 საათით. ანუ, როცა თბილისში 6 საათია, მაშინ პარიზში 3 საათია.
თვითმფრინავი თბილისიდან პარიზამდე ფრენას 4სთ უნდება. თბილისიდან რომელ საათზე უნდა
გაფრინდეს თვითმფრინავი თბილისის დროით, რომ პარიზში პარიზის დროით 17 სთ-ზე ჩაფრინდეს?
A) 13 სთ-ზე B) 15სთ-ზე C) 16 სთ-ზე
7. 2 სპილო უფრო მეტს იწონის, ვიდრე 2 ბეჰემოტი და ერთი მარტორქა ერთად. 2 ბეჰემოტი უფრო მეტს იწონის,
ვიდრე სპილო და მარტორქა ერთად. დაალაგეთ ცხოველები წონის კლების მიხედვით:
A) სპილო, ბეჰემოტი, მარტორქა
B) სპილო, მარტორქა, ბეჰემოტი
C) მარტორქა, სპილო, ბეჰემოტი
8. მელას ერთი ფიალა თაფლის შეჭმა 10 წუთში შეუძლია, კურდღელს - 12 წუთში, დათვს კი 8 წუთში. მათ
ერთი ფიალიდან მეგობრულად ჭამა სხვადასხვა დროს დაიწყეს და ერთად გაათავეს თაფლი. ვინ დაიწყო
ყველზე ადრე ჭამა, თუ თაფლი სამივეს თანაბრად შეხვდათ?
A) მელამ B) კურდღელმა C) დათვმა

უდიდესი და უმცირესი (30 ქულა)


9. რაც კესომ ბაღში ყვავილები დარგო, მას შემდეგ, ის მათ მხოლოდ სამშაბათობით რწყავს, დღის
განმავლობაში მხოლოდ ერთხელ. ამჟამად მას უკვე 3-ჯერ აქვს მორწყული ყვავილები. სულ მცირე,
მერამდენე დღეა, რაც მან ყვავილები დარგო?
A) 15 B) 18 C) 21
10. რამდენით მეტია განსხვავებული კენტი ციფრებით ჩაწერილი უდიდესი სამნიშნა რიცხვი განსხვავებული
ლუწი ციფრებით ჩაწერილ უმცირეს სამნიშნა რიცხვზე?
A) 336-ით B) 568-ით C) 771-ით
ბონუს დავალებები (30 ქულა)

შეკითხვები ფინანსური განათლებიდან:


1. თუ მაისში სანდროს შემოსავალი 100 ლარით გაიზარდა, მაგრამ, ასევე, გაიზარდა მისი ყოველდღიური
ხარჯი 2 ლარით, მაშინ რამდენი ლარით გაიზრდება მაისის თვეში სანდროს დანაზოგი?
A) 38 B) 40 C) 160
2. სახლის გვერდით მაღაზიაში შაქარი 2 ლარი ღირს, ქალაქის გარეუბანში კი 1 ლარი და 70 თეთრი. გარეუბნის
მაღაზიამდე მისვლა-მოსვლას 1 ლარი და 50 თეთრი სჭირდება. სულ მცირე, რამდენი კილოგრამი
შაქრისთვის ღირს გარეუბანში წასვლა, 2 ლარი მაინც რომ დაგვეზოგოს?
A) 12კგ B) 15კგ C) 18კგ

ლიდერი კომპანიების კითხვები მომავალ ლიდერებს:


„კრისტალის“ ბონუს კითხვა:
3. ნიკა სახლიდან 3 საათით გავიდა და სინათლის ჩაქრობა დაავიწყდა. რა თანხით მეტის გადახდა მოუწევს
ელექტროენერგიაში ამის გამო, თუ 1 საათში 1 თეთრის ღირებულების ელექტროენერგია იხარჯება?
A) 3 თეთრით B) 2 თეთრით C) 1 თეთრით
“ლიბერთი ბანკის“ ბონუს კითხვა:
4. ირაკლიმ 2 წლის წინ ლიბერთი ბანკში ანაბარი გახსნა. რამდენი წლისაა ის ახლა, თუ მაშინ 17 წლის იყო?
A) 15 B) 17 C) 19
“ბიუ-ბიუს“ ბონუს კითხვა:
5. „ბიუ-ბიუს“ ქათმის ხორცის პროდუქცია საქართველოს მასშტაბით ხელმისაწვდომია შემდეგ ქალაქებში:
თბილისი, რუსთავი, ხაშური, გორი, ზუგდიდი, ქუთაისი, ბათუმი. საქართველოს მასშტაბით, სულ რამდენ
ქალაქში ყოფილა შესაძლებელი „ბიუ-ბიუს“ ქათმის ხორცის პროდუქციის შეძენა?
A) 5 B) 6 C) 7
წარმატების კიდევ ერთი შანსი მაგთისგან * :
6. ნიკუშა მაგთიკომის მომხმარებელია და მისი ტელეფონის ნომერი იწყება შემდეგი ციფრებით: 599000_ _ _.
შეიძლება თუ არა, დანარჩენი 3 ციფრი ისე შევარჩიოთ, რომ ნიკუშას ტელეფონის ნომრის ციფრთა ჯამი 23-
ს უდრიდეს?
A) კი B) არა C) ვერ დავადგენთ

* გაეცი ბონუს კითხვას სწორი პასუხი, გახდი მაგთის აკადემიური კლუბის წევრი და მიიღე უფასო სიმ ბარათი, სიგელი, ყოველთვიური 100მბ, 100 SMS
და 30 წუთი საჩუქრად.

You might also like