Professional Documents
Culture Documents
problems-lecture 3 (მათემატიკა ყოველდღიურ ცხოვრებაში 2)
problems-lecture 3 (მათემატიკა ყოველდღიურ ცხოვრებაში 2)
მაგალითად, 200–ის 1 პროცენტი არის 200–ის მეასედი და ეს უდრის 2–ს (200 იყოფა 100–ზე).
200–ის 7 პროცენტი არის 14 (200 იყოფა 100–ზე და მრავლდება 7–ზე. ეს იგივეა, რომ 200
ჯერ გამრავლდეს 7–ზე და მერე გაიყოს 100–ზე). ზოგადად გვაქვს შემდეგი:
2. ინჟინრის ხელფასია 500 ლარი თვეში. აქედან 200 ლარს იგი ყოველთვიურად ხარჯავს
პროდუქტებზე. ხელფასის რამდენი პროცენტი იხარჯება პროდუქტებზე?
6. საქონლის ფასმა ორჯერ მოიმატა ერთი და იგივე თანხით. რომელ ჯერზე უფრო მეტი იყო
პროცენტული მატება?
10. კოკა–კოლა (Diet Coke) შეიცავს 99 პროცენტ წყალს. წყლის რაღაც ნაწილი აორთქლდა
და დავიდა 98 პროცენტზე. რამდენჯერ შემცირდა კოკა–კოლას წონა?
12. ახალი (ძლიერი ჯგუფებისთვის): გვაქვს ორი ჭურჭელი არყით, a ლიტრი და b ლიტრი
მოცულობის, სხვადასხვა გრადუსის. რაღაც x რაოდენობა უნდა ავიღოთ პირველი
ჭურჭლიდან, იგივე რაოდენობა ავიღოთ მეორე ჭურჭლიდან და გადავასხათ
საწინააღმდეგო ჭურჭლებში. გვინდა რომ ამის შემდეგ გრადუსული ზომები
გათანაბრდეს. რას უნდა უდრიდეს x? პასუხი: ab/(a+b).
15. (ძლიერი ჯგუფებისთვის) გიორგიმ ყავით სავსე ფინჯანი ნახევრამდე რომ დაცალა,
ფინჯანი რძით შეავსო. ამის შემდეგ 30% დალია და ისევ რძით შეავსო. შემდეგ ისევ 30%
დალია და ისევ რძით შეავსო. ამის შემდეგ ფინჯანი ბოლომდე გამოსცალა. რა დალია
საბოლოოდ მეტი გიორგიმ, ყავა თუ რძე?
x
16. (ძლიერი ჯგუფისთვის) მტკიცდება, რომ გამოსახულებას (1 + 1/x) აქვს ზღვარი, როცა x
მიისწრაფის პლიუს უსასრულობისაკენ. ეს ზღვარი აღინიშნება e ასოთი და ეწოდება
x
ეილერის რიცხვი. დაამტკიცეთ, რომ გამოსახულებას (1 + 0.12/x) აქვს ზღვარი, როცა x
0.12
მიისწრაფის პლიუს უსასრულობისაკენ და ეს ზღვარი არის e .