You are on page 1of 10

დავალება: № 1

სახელმძღვანელო : ნ. ხვედელიძე. მათემატიკა ეკონომიკის და ბიზნესისათვის

სასწავლო თემა: თავი 7. ფინანსური მათემატიკის ელემენტები ბიზნესის სფეროში (დისკონტირება ) გვ. [124-139]
§ 7.1. პროცენტის არსი;
§ 7.2. დაგროვება მარტივი პროცენტით;
§ 7.3. მოკლევადიანი სესხები;
§ 7.5. სესხის ვადის და საპროცენტო განაკვეთის გამოთვლა მარტივი პროცენტის დროს;
§ 7.6. დაგროვება რთული პროცენტით;
§ 7.7. შერეული პროცენტი;
§ 7.12. სესხის ვადის და საპროცენტო განაკვეთის გამოთვლა რთული პროცენტის დროს.

საშინაო დავალება: სახელმძღვანელოში გარჩეული ყველა ამოცანა და


სავარჯიშო № 7 გვ. [ 165 - 178] № 2, 4, 7, 12, 17, 39.
(სავარჯიშოების პასუხები: გვ. 454)

დამხმარე მასალა:

o მარტივი პროცენტი და რთული პროცენტი https://www.youtube.com/watch?


v=sGTq8Q7amE0&t=218s&list=PLdNtINMPerls5aRboyCpdP4EZu-48HoFT&index=2
o მარტივი და რთული პროცენტის - მაგალითი
https://www.youtube.com/watch?v=J5QPV-
0dTgs&index=3&list=PLdNtINMPerls5aRboyCpdP4EZu-48HoFT&t=0s

შეამოწმეთ თეორიული მასალის ცოდნა შემდეგი კითხვების საშუალებით:

1. რას ეწოდება რიცხვის პროცენტი?


2. ამოწერეთ რიცხვის პროცენტთან დაკავშირებული სამივე ფორმულა.
3. რას ეწოდება სარგებელი? რას ეწოდება დარიცხვის პერიოდი?
4. რას ეწოდება საწყისი თანხა? მიმდინარე თანხა? საბოლოო თანხა?
5. რა არის სარგებლის მარტივი განაკვეთი?
6. რა არის სარგებლის რთული განაკვეთი?
7. მოიყვანეთ მარტივი პროცენტით დაგროვებული ჯამის გამოსათვლელი ფორმულა.
8. რას ეწოდება კომერციული ანუ ჩვეულებრივი პროცენტი? ზუსტი პროცენტი?
9. განმარტეთ დღეთა აღრიცხვის ბაზისები.
10. მოიყვანეთ სესხის ვადისა და საპროცენტო განაკვეთის გამოსათვლელი ფორმულები.
11. რით განსხვავდება დარიცხვის რთული პროცენტი მარტივი პროცენტისაგან?
12. მოიყვანეთ რთული პროცენტით დაგროვებული ჯამის გამოსათვლელი ფორმულა.
13. როგორ გამოითვლება დაგროვებული ჯამი, როცა დარიცხვის პერიოდი არ გამოისახება წლების მთელი რიცხვით?
მიუთითეთ ორი მეთოდი.
14. მოიყვანეთ სესხის ვადის გამოსათვლელი ფორმულები.
15. მოიყვანეთ სესხის საპროცენტო განაკვეთის გამოსათვლელი ფორმულები.

დადებული ხელშეკრულების შესაბამისად, სარგებლის r განაკვეთით გათვალისწინებულ თანხას უხდიან


კრედიტორს, ან უმატებენ ვალს. ორივე შემთხვევაში ხდება საკრედიტო ფულადი თანხის გაზრდა. ამ პროცესს
საწყისი თანხის ზრდა ანუ დაგროვება ეწოდება.

 თუ ცნობილია სარგებლის დარიცხვის წესი, მაშინ დროის ნებისმიერი t პერიოდისათვის შეგვიძლია


გამოვთვალოთ შესაბამისი თანხის რაოდენობა. ამ თანხას მიმდინარე თანხას უწოდებენ.
 თანხას, რომელიც შეესაბამება საკრედიტო ვადის ბოლოს, დაგროვილი ანუ საბოლოო თანხა ეწოდება.
 თუ სესხის მთელი ვადის განმავლობაში დასარიცხი r % - იანი სარგებელი იანგარიშება კრედიტის საწყისი
თანხიდან, მაშინ ვამბობთ, რომ საქმე გვაქვს სარგებლის მარტივ განაკვეთთან.
 თუ დარიცხვის ყოველ პერიოდში დასარიცხი r % -იანი სარგებელი მიმდინარე თანხიდან იანგარიშება, მაშინ საქმე
გვაქვს სარგებლის რთულ განაკვეთთან.

1. მარტივი პროცენტით დაგროვებული ჯამის გამოთვლა

თუ სესხის მთელი ვადის განმავლობაში დასარიცხი r % -იანი სარგებელი იანგარიშება კრედიტის


საწყისი თანხიდან, მაშინ ვამბობთ, რომ საქმე გვაქვს სარგებლის მარტივ განაკვეთთან.

(
S=P 1+n ∙
r
100 )
2. კომერციული ანუ ჩვეულებრივი და ზუსტი პროცენტი

სესხის ვადა n შეიძლება წარმოვადგინოთ შემდეგი წილადის სახით:

t
n=
k

სადაც t არის სესხის ვადა დღეებში,k დღეების რაოდენობა წელიწადში ანუ დროის ბაზა.

დროის ბაზა:

 თუ: k = 360 (12 თვე თითოეული 30 დღით) მაშინ პროცენტს უწოდებენ კომერციულ ან ჩვეულებრივ პროცენტს.

 თუ:k = 365 ან k = 366 მაშინ პროცენტს უწოდებენ ზუსტ პროცენტს.


3. დღეთა აღრიცხვის ბაზისები
t
თუ სესხის ვადა წარმოდგ ე ნილიაშემდეგი წილადის სახით: n=
k
US (NASD)European, t = 30 (თვეში 30 დღე) “გერმანული გერმანია, შვედეთი, დანია
პრაქტიკა” და სხვა.
360/360 k = 360 (წელიწადში 360 დღე)
Actual/Actual ან t = ზუსტი დღეები თვეში “ინგლისური ინგლისი, აშშ, პორტუგალია
პრაქტიკა” და სხვა.
365/365 k = ზუსტი დღეები
წელიწადში

Actual / 360 ან t = ზუსტი დღეები თვეში “ფრანგული საფრანგეთი, ესპანეთი


პრაქტიკა” შვეიცარია და სხვა.
365/360 k = 360 (წელიწადში 360 დღე)

4. სესხის ვადის და საპროცენტო განაკვეთის გამოთვლა.


სესხის ვადა:

S−P S−P t
n= , ა ნ t= ∙ k , სადაცn=
r r k
P∙ P∙
100 100

საპროცენტო განაკვეთი:

S−P S−P t
r =100∙ , ან r =100 ∙ ∙ k ,სადაც n=
P∙n P∙ t k
5. რთული პროცენტი
გრძელვადიან საფინანსო საკრედიტო ოპერაციებში, თუ პროცენტების გადახდა არ ხდება მათი
დარიცხვისთანავე და ისინი ემატებიან ვალს, მაშინ სესხის დაგროვება ხდება რთული პროცენტით.

6. რთული პროცენტით დაგროვებული ჯამის გამოთვლა

თუ დარიცხვის ყოველ პერიოდში დასარიცხი r % -იანი სარგებელი იანგარიშება მიმდინარე თანხიდან, მაშინ
საქმე გვაქვს სარგებლის რთულ განაკვეთთან.

( )
n
r
S=P ∙ 1+
100
7. შერეული პროცენტი
1. n - წილადია ( უმეტეს შემთხვევაში ათწილადად ჩაწერილი), გამოიყენება რთული პროცენტის
გამოსათვლელი ფორმულა:

( )
n
r
S=P ∙ 1+
100
2. n = a + b - პერიოდი იყოფა ორ შესაკრებად, სადაც პირველი შესაკრები a არის მთელი წლების რაოდენობა,
ხოლო მეორე b კი წარმოადგენს წილადურ ნაწილს. მთელი წლებისათვის გამოიყენება რთული პროცენტის
( )
n
r
S=P ∙ 1+ ფორმულადა მიღებული სიდიდისთვის შემდეგ გამოიყენებამარტივი
100
პროცენტის

(
S=P ∙ 1+ n∙
r
100 )
ფორმულა, მაშინ დაგროვებული ჯამი გამოითვლებაშემდეგი ფორმუ

ლით:

( )( )
a
r r
S=P ∙ 1+ ∙ 1+b ∙
100 100
~

8. სესხის ვადის და საპროცენტო განაკვეთის გამოთვლა რთული პროცენტის დროს

( )
n
r
S=P ∙ 1+ ფორმულებიდან გამომდინარეობს, რომ სესხის ვადა გამოითვლება შემდეგი ფორმულებით:
100
n=¿
ხოლო, საპროცენტო განაკვეთი კი,

r =100∙ ( √n S/ P−1 )

უწყვეტი პროცენტის შემთხვევაში კი გვექნება:

n=100 ∙ ln¿ ¿

შემოხაზეთ სწორი პასუხი:

1. თუ a რიცხვის k % უდრის b -ს, მაშინ

100 k a k
ა ¿ b=a ∙ ბ ¿ b=a∙ გ ¿ b= დ¿ b= ∙ 100
k 100 100 k a

2. რა შემთხვევაში უწოდებენ მარტივ პროცენტს კომერციულს ( ჩვეულებრივს)?

ა) დროის ბაზა k =365/366 ( წელიწადში არის 365 ან 366 დღე )


ბ) დროის ბაზა k =360 ( წელიწადში არის 360 დღე)
გ) დროის ბაზა k =363 ( წელიწადში არის 363 დღე)
დ) დროის ბაზა k =366 ( წელიწადში არის 366 დღე)

3. როგორ ხასიათდება სარგებლის მარტივი განაკვეთით დაგროვებული თანხის გამოთვლის „ინგლისური პრაქტიკა“?

ა) წელიწადში -ზუსტი დღეები, თვეშიც -ზუსტი დღეები


ბ) წელიწადში - 360 დღე , თვეში - ზუსტი დღეები
გ) წელიწადში - ზუსტი დღეები, თვეში - 30 დღე
დ) წელიწადში - 360 დღე, თვეში - 30 დღე
4. დავუშვათ კრედიტი გაცემულია სარგებლის მარტივი განაკვეთით და ცნობილია: S- საბოლოო (დაგროვებული) თანხა,
P- საწყისი თანხა , r - სარგებლის წლიური საპროცენტო განაკვეთი. მაშინ საკრედიტო ვადა წლებში გამოითვლება
ფორმულით:

S S−P S−P S 100


ა ¿ n= ბ ¿ n= ∙100 გ ¿ n= დ¿ n= ∙
(
P 1+
r
100 ) r
P∙
r
100
P r

5. როგორ გამოითვლება სარგებლის რთული განაკვეთით დაგროვებული თანხა n წლის განმავლობაში, თუ ცნობილია:
P- საწყსი თანხა და r - წლიური საპროცენტო სარგებელი, რომელიც ერიცხება ყოველი წლის ბოლოს?

( ) ( )
n+1
r r
ა ¿ S=P 1+ ბ ¿ S=P 1+ n∙
100 100

( ) ( )
n
r r
გ ¿ S=nP 1+ დ¿ S=P 1+
100 100

სავარჯშო №7

2. კლიენტმა განათავსა 6 ათასი ლარი ბანკში წლიური 20% მარტივი საპროცენტო განაკვეთით. რა თანხა ექნება
მას: ა) 7 წლის შემდეგ, ბ) 3 წლის შემდეგ, გ) 3 წლის და 9 თვის შემდეგ?
3
ამოხსნა: ამოცანის პირობით საწყისი კაპიტალი P=6000; r =20 ; ა) n1=7 ; ბ ¿ n2=3 ; გ ¿ n ¿3=3 ;
4
როგორც ვიცით, მარტივი საპროცენტო განაკვეთით, დაგროვებული ჯამის გამოსათვლელი ფორმულაა:

(
S=P ∙ 1+ n∙
r
100 ) შესაბამისად ,

( 100r )=6000 ∙(1+7 ∙ 100


S1=P ∙ 1+n 1 ∙
20
)=6000 ∙ (1+1 , 4 )=14400 ;
S =P ∙ (1+n ∙
100 )
=6000 ∙ (1+3 ∙
100 )
r 20
2 2 =6000 ∙ (1+ 0 ,6 )=9600 ;

S =P ∙ (1+ n ∙ )=6000 ∙ (1+ ∙


4 100 )
r 15 20
3 3 =6000 ∙ ( 1+0 , 75 )=10500.
100
პასუხი: ა) 14000 ; ბ ¿ 9600 ; გ ¿10500
4. მეწარმემ აიღო ორწლიანი სესხი წლიური 32% მარტივი საპროცენტო განაკვეთით. რამდენჯერ აღემატება ვადის
ბოლოს გადასახდელი თანხა გაცემულ კრედიტს?

ამოხსნა: ამოცანის პირობით საწყისი კაპიტალი n=2; r =30 ;

როგორც ვიცით, დაგროვებული ჯამის გამოსათვლელი ფორმულაა: (


S=P ∙ 1+ n∙
r
100 ) შესაბამისად,

(
S=P ∙ 1+ n∙
r
100 ) (
=P ∙ 1+2 ∙
32
100 )
=P∙ ( 1+0 , 64 )=1 , 64 ∙ P ;
S
P
= 1,64
ე.ი. ვადის ბოლოს გადასახდელი S თანხა გაცემულ P კრედიტს აღემატება 1 , 64 - ჯერ.

პასუხი: 1 , 64 - ჯერ
7. იპოვეთ პროცენტების დარიცხვის დღეების რაოდენობა (ზუსტად და მიახლოებით), თუ თანხა განთავსებული იყო
დეპოზიტზე: ა) 12 თებერვლიდან იმავე წლის 15 მაისამდე; ბ) 5 ივნისიდან იმავე წლის 3 ნოემბრამდე. როგორ
შეიცვლება შედეგები, თუ წელიწადი იქნება ნაკიანი?

ამოხსნა: ვიპოვოთ დღეების რაოდენობა:

ა) 12 თებერვლიდან იმავე წლის 15 მაისამდე

12 თებერვალი 28 თებერვალი 31 მარტი 30 აპრილი 15 მაისი

ზუსტი დღეების რაოდენობაა - 93+1−2=92 ; მიახლოებითი დღეების რაოდენობაა - 30 ∙ 2+18+ 15=93 ;


ბ) 5 ივნისიდან იმავე წლის 3 ნოემბრამდე.

5 ივნისი 30 ივნისი 31 ივლისი 31 აგვისტო 30 სექტემბერი 31 ოქტომბერი 3 ნოემბერი

ზუსტი დღეების რაოდენობაა - 148+3=151; მიახლოებითი დღეების რაოდენობაა - 30 ∙ 4+ 25+3=148

ვიპოვოთ დღეების რაოდენობა, თუ წელიწადი იქნება ნაკიანი:

ა) 12 თებერვლიდან იმავე წლის 15 მაისამდე

12 თებერვალი 29 თებერვალი 31 მარტი 30 აპრილი 15 მაისი

ზუსტი დღეების რაოდენობაა - 93+1−1=93 ; მიახლოებითი დღეების რაოდენობაა - 30 ∙ 2+18+ 15=93 ;


ბ) 5 ივნისიდან იმავე წლის 3 ნოემბრამდე.

5 ივნისი 30 ივნისი 31 ივლისი 31 აგვისტო 30 სექტემბერი 31 ოქტომბერი 3 ნოემბერი

ზუსტი დღეების რაოდენობაა - 148+3=151; მიახლოებითი დღეების რაოდენობაა - 120+25+3=148


პასუხი: ა) 93 ; 92 ბ ¿ 148 ; 151; თუ წელიწადინაკიანი ა ა¿ 93; 93ბ ¿148 ; 151

12. ბანკმა გასცა სესხი ჯერ ერთ მეწარმეზე, 30 ათასი ლარი, 80 დღით. შემდეგ დაბრუნებული თანხა სრულად გასცა
მეორეზე 60 დღით და ბოლოს, დაბრუნებული თანხა ისევ გასცა მესამეზე 160 დღით. ყველა სესხზე ერიცხებოდა
წლიური 30 % მარტივი საპროცენტო განაკვეთით (ჩვეულებრივი პროცენტი). რა თანხა უნდა დააბრუნოს მესამე
მეწარმემ? იპოვეთ ბანკის შემოსავლიანობა წლიური მარტივი საპროცენტო განაკვეთის სახით.
ამოხსნა. ამოცანის პირობები წარმოვადგინოთ შემდეგი სახით:
80 დღე 60 დღე 160 დღე
P=30000 S1 S2 S3
როგორც ვიცით, მარტივი საპროცენტო განაკვეთით, დაგროვებული ჯამის გამოსათვლელი ფორმულაა:

(
S=P ∙ 1+ n∙
r
100 )
t
სესხის ვადა წარმოვიდგინოთ შემდეგი წილადის სახით: n= სადაც, t დღეების რაოდენობაა, ხოლო k დროის ბაზა.
k
პირობის თანახმად k =360 . შესაბამისად,

( 100r )=30000 ∙(1+ 360


S1=P ∙ 1+n 1 ∙
80 30

100 )=30000 ∙ (1+
360 100 )
80 30
∙ =32000 ;

S =S ∙ (1+ )=32000 ∙ (1+


360 100 )
60 30 60 30
2 1 ∙ ∙ =33600 ;
360 100

S =S ∙ (1+ )=33600 ∙ (1+


360 100 )
160 30 160 30
3 2 ∙ ∙ =38080.
360 100
როგორც ვიცით, წლიური მარტივი საპროცენტო განაკვეთი გამოითვლება ფორმულით,

S−P
r =100∙ ∙k ;
P∙t
რადგან, S=38080; P=30 000 ; t=80+ 60+160=300; ხოლო დროის ბაზა - k =360 (ჩვეულებრივი პროცენტი).
შესაბამისად გვაქვს:
38080−30000 8080 808
r =100∙ ∙360= ∙ 360= ∙36=32 , 32
30000 ∙300 30000 ∙ 3 900
პასუხი: 38080 ; 32 ,32 %
17. ბანკმა გასცა სესხი 250 ათასი ლარი 33 თვით წლიური 34 % სარგებლით. იპოვეთ დასაბრუნებელი თანხა:
ა) რთული პროცენტით; ბ) შერეული სქემით. პროცენტების დარიცხვა ხდება ყოველი წლის ბოლოს. რომელი სქემაა
მომგებიანი ბანკისთვის?
ამოხსნა. ა) როგორც ვიცით, რთული პროცენტით დაგროვებული ჯამი, გამოთვლება შემდეგი ფორმულით:

( )
n
r
S=P ∙ 1+
100
9 3
სადაც, n=33 თვე , ანუn=2 წელი და 9თვე ; ჩავწერთ ათწილადის სახით:n=2 =2 =2 ,75 ;
12 14
r =34 ; P=250 000
შესაბამისად,

( ) ( )
n 2 ,75
r 34 2 ,75
S=P ∙ 1+ ¿ 25000 ∙ 1+ ¿ 25000∙ 1 , 34 =559085.
100 100
ბ) როგორც ვიცით, შერეული სქემით დაგროვებული ჯამი, გამოთვლება შემდეგი ფორმულით:
( )( )
a
r r
S=P ∙ 1+ ∙ 1+b ∙
100 100
სადაც, n=a+b=2 , 75 ; ე.ი. a=2 , ხოლო b=0 , 75 ; P=250 000 ; r =34.
შესაბამისად,

( )( ) ( )( )
a 2
r r 34 34 2
S=P ∙ 1+ ∙ 1+b ∙ =250000 ∙ 1+ ∙ 1+0 , 75 ∙ =250000 ∙ ( 1 , 34 ) ∙1,255=563370.
100 100 100 100
პასუხი: ა) 559085 ; ბ ¿ 563370 ; ბანკისთვის მომგებიანიამეორე სქემა .

39. მეწარმემ აიღო სესხად 200 000 ლარი წლიური რთულ 25% განაკვეთით. 2 წლის შემდეგ მან დაუბრუნა ბანკს
120 000 ლარი. მომდევნო ერთი წლის შემდეგ ისევ აიღო სესხად 60 000 ლარი იგივე პირობებით. ამის შემდეგ 3
წლის ბოლოს მან დაფარა დავალიანება. რა თანხა დააბრუნა მეწარმემ ბოლოს?
ამოხსნა. როგორც ვიცით, რთული საპროცენტო განაკვეთისას დაგროვებული ჯამი, გამოთვლება შემდეგი ფორმულით:

( )
n
r
S=P ∙ 1+ ,
100

პირობის თანახმად, P1=200 000 ; r =25 ;


2 წლის შემდეგ (n¿ ¿1=2) ¿ მეწარმეს გადასახდელი ექნება:

( ) ( )
n1 2
r 25 2
S1=P1 ∙ 1+ =200 000 ∙ 1+ =200 000∙ 1 , 25 =312 500.
100 100
როგორც ცნობილია, 2 წლის შემდეგ მეწარმემ ბანკს დაუბრუნა 120 000 ლარი. შესაბამისად, მეწარმეს 2 წლის
შემდეგ გადასახდელი დარჩა:
S1−120 000=312 500−120 000=192500.
ე.ი. P2=192 500 ლარი.

მომდევნო ერთი წლის შემდეგ (n¿ ¿2=1)¿ მეწარმეს გადასახდელი ექნება:

( ) ( )
n2 1
r 25
S2=P2 ∙ 1+ =192 500 ∙ 1+ =192 500 ∙1 , 25=240 625.
100 100
ვინაიდან მეწარმემ მომდევნო ერთი წლის შემდეგ ისევ აიღო სესხად 60 000 ლარი იგივე პირობებით, მაშინ მას იმ
მომენტისთვის გადასახდელი ექნება:
P3=240 625+ 60 000=300 625.
ამის შემდეგ 3 წლის ბოლოს (n¿ ¿3=3)¿ მეწარმეს გადასახდელი ექნება:
( ) ( )
n3 3
r 25 3
S3=P 3 ∙ 1+ =300625 ∙ 1+ =300 625 ∙1 , 25 =587 158.
100 100
შესაბამისად, მეწარმემ მეწარმემ ბოლოს დააბრუნა 587 158 ლარი.
პასუხი: 587 158.

You might also like