You are on page 1of 4

თავი მეშვიდე

დანახარჯების თეორია
საწარმოო ფუნქციის ანალიზთან ერთად, კომპანიისათვის ასევე მნიშვნელოვანია დანახარჯების
ფუნქციის შესწავლაც.

 როდესაც გამოშვებული პროდუქციის რაოდენობა იზრდება ზრდადი ტემპით, მაშინ


მთლიანი ცვალებადი დანახარჯი იზრდება კლებადი ტემპით;
 როდესაც გამოშვებული პროდუქციის რაოდენობა იზრდება კლებადი ტემპით, მაშინ
მთლიანი ცვალებადი დანახარჯი იზრდება ზრდადი ტემპით;

ისევე როგორც წარმოების შემთხვევაში, დანახარჯების ანალიზის დროს მნიშვნელოვანია


ზღვრული დანახარჯების (Marginal Cost – MC) განსაზღვრა. ზღვრული დანახარჯი არის ერთი
დამატებითი პროდუქტის საწარმოებლად საჭირო ხარჯი და გამოითვლება, როგორც ცვლილება
მთლიან დანახარჯებში (Total Cost – TC) შეფარდებული გამოშვებაში ცვლილებასთან.
∆𝑇𝑉𝐶 ∆𝑇𝐶
𝑀𝐶 = =
∆𝑄 ∆𝑄

გამომდინარე იქიდან, რომ მოკლევადიან პერიოდში ფიქსირებული ხარჯი უცვლელია ამიტომ


∆𝑇𝑉𝐶 = ∆𝑇𝐶

 როდესაც ზღვრული პროდუქტი იზრდება, ზღვრული დანახარჯები მცირდება


 როდესაც ზღვრული პროდუქტი მცირდება, ზღვრული დანახარჯები იზრდება

ზღვრულ პროდუქტსა და ზღვრულ დანახარჯებს შორის დამოკიდებულება მოცემულია შემდეგი


ფორმულით:
𝑊
𝑀𝐶 =
𝑀𝑃𝐿

მოკლევადიანი პერიოდის ხარჯების ანალიზისათვის მნიშვნელოვანია ხარჯების შემდეგი


სახეები:

მთლიანი ფიქსირებული ხარჯი (Total Fixed Cost - TFC) - ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია
ფიქსირებული საწარმოო ფაქტორების გამოყენებასთან.

მთლიანი ცვლადი ხარჯი (Total Variable Cost - TVC) - ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია ცვლადი
საწარმოო ფაქტორების გამოყენებასთან;

მთლიანი ხარჯი (Total Cost - TC) - საწარმოო ფაქტორების გამოყენებასთან დაკავშირებული


მთლიანი ხარჯი;

𝑇𝐶 = 𝑇𝐹𝐶 + 𝑇𝑉𝐶

საშუალო ფიქსირებული ხარჯი (Average Fixed Cost - AFC) - ერთი ერთეული პროდუქტის
წარმოებაზე გაწეული ფიქსირებული ხარჯი;
𝑇𝐹𝐶
𝐴𝐹𝐶 =
𝑄
საშუალო ცვლადი ხარჯი (Average Variable Cost - AVC) - ერთი ერთეული პროდუქტის
წარმოებაზე გაწეული ცვლადი ხარჯი;
𝑇𝑉𝐶
𝐴𝑉𝐶 =
𝑄

საშუალო მთლიანი ხარჯი (Average Total Cost - ATC) - ერთი ერთეული პროდუქტის წარმოებაზე
გაწეული ხარჯი;
𝑇𝐶
𝐴𝑇𝐶 = 𝐴𝐹𝐶 + 𝐴𝑉𝐶 (ან = )
𝑄

ზღვრული ხარჯი (Marginal Cost - MC) - მთლიანი ხარჯების ცვლილება დაკავშირებული


გამოშვებული პროდუქციის ერთი ერთეულით ზრდასთან.

∆𝑇𝐶 ∆𝑇𝑉𝐶
𝑀𝐶 = (ან = )
∆𝑄 ∆𝑄

გრაფიკი #1. ზღვრული დანახარჯი, საშუალი ცვლადი და მთლიანი საშუალო დანახარჯი

 როდესაც ზღვრული ხარჯი (MC) ნაკლებია საშუალო ცვლად დანახარჯზე (AVC),


საშუალო ცვლადი დანახარჯი (AVC) მცირდება.
 როდესაც ზღვრული დანახარჯი (MC) აღემატება საშუალო ცვლად დანახარჯს (AVC),
საშუალო ცვლადი დანახარჯი (AVC) იზრდება.
 როდესაც ზღვრული დანახარჯი (MC) უდრის საშუალო ცვლად დანახარჯს (AVC),
საშუალო ცვლადი დანახარჯი აღწევს თავის მინიმუმის წერტილს.

მოკლევადიან პერიოდში, როდესაც კომპანია საქმიანობს ეფექტიანად, ხარჯების შემცირების


ერთადერთი გზა არის საწარმოო ფაქტორებზე ფასების შემცირება. ფასი შეიძლება შემცირდეს
როგორც ფიქსირებულ საწარმოო ფაქტორზე, ასევე ცვლად საწარმოო ფაქტორზე.
 თუ ფასი მცირდება ფიქსირებულ საწარმოო ფაქტორზე, მაშინ გვაქვს საშუალო
მთლიანი დანახარჯების შემცირება და საშუალო მთლიანი დანახარჯების მრუდი
გადაადგილდება ქვემოთ;
 თუ ფასი მცირდება ცვლად საწარმოო ფაქტორზე, მაშინ მცირდება როგორც საშუალო
მთლიანი დანახარჯები, ასევე საშუალო ცვლადი დანახარჯები და ზღვრული
დანახარჯები და მათი შესაბამისი მრუდები გადაადგილდება ქვემოთ.

გრძელვადიანი პერიოდის დანახარჯების მრუდი განსახვავდება მოკლევადიანი პერიოდის


დანახარჯების მრუდისაგან იმის გათვალისწინებით, რომ გრძელვადიან პერიოდში კომპანიას
შეუძლია შეცვალოს წარმოების ყველა ფაქტორი.

გრაფიკი #2. გრძელვადიანი პერიოდის მთლიანი დანახარჯების მრუდი

 წარმოების საწყის ეტაპზე საშუალო დანახარჯები მცირდება წარმოების ზრდასთან ერთად


და გვაქვს მასშტაბიდან ზრდადი უკუგება (Increasing Returns to Scale - IRTS). აღნიშნულ
ფენომენს მასშტაბის ეკონომიას ვუწოდებთ.
 შემდეგ ეტაპზე წარმოების გაზრდის მიუხედავად საშუალო დანახარჯები უცვლელია და
გვაქვს მასშტაბიდან მუდმივი უკუგება (Constant Returns to Scale - CRTS). ამ მომენტში
წარმოება აღწევს ეფექტიანს მასშტაბს (Efficient Scale).
 წარმოების ბოლო ეტაპზე, საშუალო დანახარჯები იზრდება წარმოების ზრდასთან ერთად
და გვაქვს მასშტაბიდან კლებადი უკუგება (Decreasing Returns to Scale - DRTS). აღნიშნულ
ფენომენს მასშტაბის არაეკონომიას ვუწოდებთ.

გრძელვადიან პერიოდში მასშტაბის ეკონომიის შესაძლო მიზეზები შეიძლება იყოს:

 სპეციალიზაცია;
 კაპიტალური აქტივების მწარმოებლურობა უფრო მეტად იზრდება ვიდრე მათი ფასი;
 დიდი მოცულობის შესყიდვების დროს არსებული ფასდაკლებები;
 კაპიტალის მოზიდვის დაბალი ხარჯები;
 მენეჯმენტის ეფექტიანობა.
გრძელვადიან პერიოდში მასშტაბის არაეკონომიის შესაძლო მიზეზები შეიძლება იყოს:

 ტრანსპორტირების ხარჯების არაპროპორციული ზრდა;


 საწარმოო ფაქტორების ბაზრის არასრულყოფილება;
 მენეჯმენტის კოორდინაციისა და კონტროლის მექანიზმების გართულება;
 სამუშაო ძალის არაპროპორციული ზრდა.

გრაფიკი #3. გრძელვადიანი პერიოდის მთლიანი საშუალო დანახარჯების მრუდი

როგორც აღვნიშნეთ გრძელვადიან პერიოდში საწარმოო პროცესი უფრო მოქნილია და კომპანიას


შეუძლია შეცვალოს წარმოების ყველა ფაქტორი, მათ შორის ფიქსირებული კაპიტალი. ამიტომ
გრძელვადიანი პერიოდის საშუალო დანახარჯების მრუდი იქნება ყოველთვის უფრო დაბლა
ვიდრე მოკლევადიანი პერიოდის საშუალო დანახარჯების მრუდი.

დავუშვათ, კომპანია აცხობს 100 ცალ პურს და ამისათვის იყენებს 2 ცალ საცხობ ღუმელს.
იმისათვის, რომ კომპანიამ გამოაცხოს დამატებითი 50 ცალი პური, კომპანიას აქვს ორი ვარიანტი
ან გამოიყენოს ისევ 2 საცხობი ღუმელი და გაზარდოს დაქირავებული მუშები, ან დაამატოს კიდევ
ერთი საცხობი ღუმელი. იმ ეტაპამდე სადაც დამატებითი მომუშავეების დაქირავება იქნება
ოპტიმალური კომპანია დაიქირავებს დამატებით მომუშავეებს, ხოლო მას შემდეგ რაც საცხობში
არსებულ მომუშავეებს აღარ ეყოფათ 2 საცხობი ღუმელი, კომპანია დაამატებს ახალ საცხობ
ღუმელს. მოკლევადიანი პერიოდისაგან განსხვავებით, კომპანიას შეუძლია შეინარჩუნოს დაბალი
საშუალო დანახარჯები, რადგან შეუძლია შეცვალოს ფიქსირებული კაპიტალის ოდენობაც.

You might also like