You are on page 1of 1

10.

სასაქონლო პროდუქციის წარმოების დანახარჯების ანალიზი

პროდუქციის თვითღირებულების ანალიზის ობიექტებ ია:წარმოების დანახარჯების


ნუსხა,სასაქონლო პროდუქციის თვითღირებულება,შესადარი პროდუქციის
თვითღირებულება და სხვა.დანახარჯთა დაჯგუფება ელემენტების მიხედვით
აუცილებელია იმისათვის, რომ დავადგინოთ ტექნიკური პროგრესის გავლენა
დანახარჯთა სტრუქტურაზე.წარმოების დანახარჯების ნუსხა წარმოადგენს პროდუქციის
გამოსაშვებად საჭირო დანახარჯების ღირებულებით ჯამს ელემენტის ჭრილში .მისი
შედგენის მიზანია , განსაზღვროს საწარმოსათვის საჭირო ყველა სახეობის დანახარჯის
ღირებულებითი სიდიდე ელემენტის მიხედვით.წარმოების დანახარჯების ნუსხაში
შეიტანება საწარმოს ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის ხარჯები.წარმოების
დანახარჯთა სტრუქტურის მიხედვით ეროვნული მეურნეობის დარგები იყოფა შემდეგ
ჯგუფებად:შრომატევად და ფონდტევად დარგებად.წარმოების დანახარჯების ნუსხა
საშუალებას გვაძლევს უშუალო კავშირი დავამყაროთ ბიზნეს-გეგმისა და შრომის გეგმას
შორის.პროდუქციის თვითღირებულების შემცირების რეზერვების სრულად
გამოსავლენად წარმოების დანახარჯების ნუსხა საკმარისი არ არის.დანახარჯთა
დაჯგუფება დანიშნულების მუხლების მიხედვით გვიჩვენებს თუ სად, რა მიზნებისათვის და
რა მოცულობით დაიხარჯა რესურსები.

You might also like