You are on page 1of 4

1.5.

1 მიწოდების ჯაჭვების ფორმირება და მართვა


მომარაგების ჯაჭვების მართვა თანამედროვე ბიზნესის აქტუალური
პრობლემებიდან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს. მისი იდეაა ერთიანი
სისტემური მიდგომის გამოყენება ნედლეულის მიმწოდებლებიდან ქარხნების
გავლით საბოლოო მომხმარებლისკენ მიმდინარე ინფორმაციის, მასალების და
მომსახურების ნაკადის მართვისთვის. თერმინი მომარაგების ჯაჭვი ბიზნეს-
ორგანიზაციათა ურთიერთკავშირის სქემას ასახავს. თუ ათვლის წერტილად
მივიღებთ საწარმოს მომარაგების განყოფილებას და თვალს გავადევნებთ მისთვის
რესურსების მიწოდების გზებს, დავინახავთ, რომ მას მრავალი მიმწოდებელი ყავს,
რომლებსაც, თავის მხრივ, საკუთარი მიმწოდებლები გააჩნიათ და ა.შ. ყველაფერი ეს
წარმოქმნის მომარაგების უზრუნველყოფის მრავალ ჯაჭვს, რისი მაგალითიც
მომარაგების ერთი განყოფილებისა და მისი სამი მიმწოდებლისთვის ნაჩვენებია ნახ-
ზე.

მომარაგების ჯაჭვის მართვის მიზანია განუსაზღვრელობის და რისკის


შემცირება მიწოდების ჯაჭვში და ამით პოზიტიური ზეგავლენის მოხდენა
მატერიალური მარაგების დონეზე, სამუშაო ციკლის რითმულობაზე, პროცესებზე
და, საბოლოო ჯამში, მომხმარებლის მომსახურების დონეზე. აქცენტი კეთდება
მიწოდების ჯაჭვში მიმდინარე ოპერაციათა სისტემურ ოპტიმიზაციაზე, რომლის
იერარქიულად ურთიერთდაკავშირებული ინსტრუმენტები ნაჩვენებია ნახ-ზე.

მონაცემთა საერთო ბაზის გამოყენებით ამუშავებენ პროგნოზს, რომელიც ე.წ.


გაერთიანებული დაგეგმვის საფუძველი ხდება. გაერთიანებული გეგმა მიუთითებს
შეზღუდვებს და განსაზღვრავს მატერიალური მარაგების დონეებს, რის საფუძველზე
უკვე ხდება შესაძლებელი მუშახელის და აღჭურვილობის გამოყენების დეტალური
გრაფიკების შედგენა.
მომარაგების ჯაჭვის ერთ საკვანძო წერტილში მიღებული გადაწყვეტილებები,
სხვა წერტილებზეც ახდენენ ზეგავლენას. მაგალითად, თუ ქარხანა აპირებს პარასკევს
1000 ავტომობილის გამოშვებას, მნიშვნელოვანია, რომ მიმწოდებელმა მოახერხოს
4000 საბურავის დროული მიწოდება ქარხნის საამწყობო ხაზზე. ეს არ მოხდება
თავისთავად, შესაბამისი სამუშაო უნდა დაიგეგმოს იმდაგვარად, რომ ადამიანების,
მასალების და დროის რესურსების საკმარისი აღმოჩნდეს მისი შესრულებისთვის.
ხაზგასასმელია, რომ მატერიალურ წარმოებაში შეძენილი მასალების,
დეტალების და მომსახურების ღირებულება ხშირად საბოლოო პროდუქციის ფასის
60-70% შეადგენს. გარე წყაროებიდან იმ მასალების, კომპლექტაციის, მომსახურების
და მზა პროდუქციის ნაწილის შეძენის აღსაწერად, რომლებსაც თავდაპირველად
თვით ფირმა აწარმოებდა, იყენებენ თერმინს აუტსორსინგი (Outsourcing), რაც
ნიშნავს კომპლექტაციის, მომსახურების და სხვა მსგავსის წარმოების განთავსებას
გარეშე ორგანიზაციებში. აუტსორსინგი უქმნის ფირმას შესაძლებლობას
კონცენტრირება მოახდინოს საქმიანობის მისთვის წამყვან მიმართულებებზე და
დანახარჯების შემცირებით შეიქმნას კონკურენტული უპირატესობა.
აუტსორსინგის ღონისძიებების კოორდინირება კომპანიების შიგნით, როგორც
წესი, მატერიალური ნაკადების მართვის (ლოჯისტიკის) ფუნქციას ეკისრება. ამ
თერმინის ქვეშ ის მმართველობითი ფუნქციები მოიაზრება, რომლებიც
უზრუნველყოფენ მატერიალური ნაკადის მოძრაობას შესყიდვებიდან და
ნედლეული მასალების შიდა შემოწმებიდან, დაგეგმვისა და დაუსრულებელი
წარმოების კონტროლამდე, და შემდეგ საბოლოო ნაწარმის გაყიდვამდე,
გადატვირთვამდე და განაწილებამდე.

1.5.2 მეწარმის დილემა: შეიძინო თუ აწარმოო?


ნებისმიერი ფირმის სტრატეგია, მისი საქმიანობის მთელი იერსახე, მთლიანად
არის დამოკიდებული ამ კითხვაზე პასუხისგან, რომელსაც სასიცოცხლო
მნიშვნელობა გააჩნია მისი მწარმოებლობისა და კონკურენტუნარიანობისთვის.
ბოლო პერიოდში მსოფლიო კონკურენციის გამწვავების, კომპანიათა დაქუცმაცების
ტენდენციების მომძლავრების და ფირმების საქიანობის ძირითად მიმართულებებზე
ფოკუსირების შედეგად, მენეჯერთა დამოკიდებულება ამ პრობლემის მიმართ
მკვეთრად შეიცვალა და კურსი აუტსორსინგზე საყოველთაოდ მისასალმებელი
გახდა. ადრე მთავარი სამრეწველო შემსყიდველები მსხვილი საწარმოები იყვნენ,
რომლებიც ძირითადად ნედლეულს იძენდნენ, რომელსაც შემდეგ თვითონვე
გადაამუშავებდნენ კიდევაც. თანამედროვე მენეჯმენტი აქცენტს აკეთებს ძლიერი
კორპორაციული კავშირების განვითარებაზე, მომხმარებლებთან სიახლოვეზე,
მწარმოებლობასა და კონკურენტუნარიანობაზე. ყველაფერი ეს კი ამაგრებს გარედან
მომარაგების იდეას.
სრულიად წარმოუდგენელია, რომ რომელიმე ორგანიზაცია ჯობნიდეს სხვებს
წარმოების, ან მომსახურების უკლებლივ ყველა ასპექტში. გარეშე შესყიდვების
გამოყენების ხარჯზე, ფირმებს მეტად შეუძლიათ კონცენტრირება საკუთარ მთავარ
ამოცანაზე. ამ ფილოსოფიამ უკვე მიგვიყვანა კომპანიათა არსებით დაქუცმაცებამდე
და წარმოების მომარაგების სფეროს გლობალური მასშტაბის გაფართოებამდე.
მსოფლიო ერთიანი ბაზრის ჩამოყალიბებასთან ერთად, მომარაგების
განყოფილებების ფუნქციებში შევიდა მსოფლიო დონის მომწოდებლების მოძიება, ან
შექმნა, რომლებიც გამოდგებიან სტრატეგიული მოთხოვნილებების
დასაკმაყოფილებლად.
უკანასკნელ ათწლეულებში აუტსორსინგის ძლიერმა ტალღამ თითქმის ყველა
ორგანიზაციას გადაუარა. საკუთარ მცდელობაში შემცირდნენ მისაღებ დონემდე,
მთელი ყურადღება გადაიტანონ დამატებული ღირებულების შექმნაზე და
მოცემული ფირმისთვის დამახასიათებელი საქმიანობის ძირითად
მიმართულებებზე, მრავალი ორგანიზაცია იყენებს "გარედან მომარაგების" პრინციპს
მრავალი ისეთი ფუნქციისთვის, რომელსაც ადრე თავად ასრულებდა.
იმ ფუნქციების გამოვლენა, რომლებიც აუტსორსინგის პოტენციური
ობიექტების და შემდეგ მათი კომპონენტებად დაშლა, შესაძლებლობას აძლევს
მენეჯერებს გადაწყტვიტონ, თუ საქმიანობის რომელი ნაირსახეობებია
სტრატეგიული, ან კრიტიკული და უნდა დარჩნენ ფირმის შიგნით, და რომელი
შეიძლება გარეთ იყოს შეძენილი, ფართო მოხმარების საგნების მსგავსად.
როგორც ყველაფერს, აუტსორსინგსაც გააჩნია ხარვეზები (იხ.ცხრლი), რომელთა
შორის მთავარია ადრე წარმოებაში დასაქმებული ხალხის დათხოვნა იმ
კომპანიებიდან, რომლებიც გარედან მომარაგებაზე გადავიდნენ.

1.5.3 სატვირთო ღირებულება


გადაწყვეტილების მიღება ტვირთის ტრანსპორტირების გზის თაობაზე -
საჰაერო, თუ სახმელეთო, ტიპიური და მეტად მნიშვნელოვანია მომარაგების
ორგანიზებისას. საქონლის შენახვის გეოგრაფიული ადგილის და ტრანსპორტირების
წესის არჩევისას წონის ერთეულის სატვირთო ღირებულების ცნებას იყენებენ. ეს
მაჩვენებელი ახასიათებს (გარკვეული გამარტივებით) ეკონომიას, რომელსაც აღწევენ
ტრანსპორტირების რაციონალური ხერხის არჩევით.
განვიხილოთ შემდეგი ჰიპოთეთური მაგალითი: ტვირთის ქალაქ A-დან ქალაქ
B-ში გადანაცვლების ღირებულება. დაუშვათ, რომ მარაგების შენახვის ღირებულება
შეადგენს წელიწადში 30% პროდუქციის ღირებულებისგან (აქ შედის კაპიტალური,
დაზღვევის, მარაგის მოვლის და ა.შ. ხარჯები). სახმელეთო გზით მიწოდებისთვის 8
დღე არის საჭირო, საჰაერო გზით - 2 დღე. შეიძლება შედგეს ხარჯების და ეკონომიის
მაჩვენებელი ცხრილი, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია შევადაროთ დამატებითი
ხარჯები ტრანსპორტირებაზე და ეკონომია, მიღწეული ექვსი დღის მოგებით.

ლოგიკურია დასკვნა, რომ უპრიანია ძვირი საქონლის საჰაერო ტრანსპორტით


გადატვირთვა პირდაპირ ქარხნის სასაქონლო საწყობიდან, ხოლო უფრო იაფი
საქონელი შეიძლება ინახებოდეს უფრო დაბალი რიგის საწყობებში და გაეგზავნოს
მომხმარებელს ნაკლებად ძვირი ტრანსპორტით.
ეკონომია სატრანსპორტო ხარჯებზე ტოლია სხვაობისა ავიატრანსპორტით
გადაზიდვის და ჩვეულებრივი ტრენსპორტირების ღირებულებატა შორის
სხვაობისა. წაუგებლობის წერტილი შეესაბამება ამ მაჩვენებლის გატოლებას
მატერიალური მარაგების შენახვის ხარჯებთან:

აქედან საქონლის ღირებულება იქნება:

ამ განტოლებაში სატრანსპორტო ხარჯებზე ეკონომიის მნიშვნელობების


შეყვანით, რომლებიც ცხრილის მე-4 სვეტიდან აიღება, ვანგარიშობთ საქონლის
სატვირთო ღირებულებას ნაჩვენებს ცხრილის მე-5 სვეტში. ამ მაჩვენებლის გაყოფით
საქონლის წონაზე ვიღებთ ბოლო სვეტში მოყვანილ მონაცემებს - საქონლის წონის
ერთეულის სატვირთო ღირებულებას. შეიძლება დავასკვნათ, რომ ნებისმიერი
საქონელი, რომლის ღირებულება აღემატება ამ უკანასკნელ პარამეტრს, შეიძლება
იყო ტრანსპორტირებული საჰაერო გზით.

You might also like