You are on page 1of 23

ტექნოლოგიური პროცესების მართვის ავტომატიზირებული სისტემები

ლექციების კონსპექტი.

შემდგენელი ბერეჟიანი მალხაზი, 2018 წ.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. H. Bischoff*, D. Hofmann*, E. v. Terzi. Process Control System, Workbook, © 1997 by Festo Didactic GmbH &
Co., 242 p.
2. Pocket Guide on Industrial Automation for Engineers and Technicians. Rev. 1.04, Edited by Sshrinivas Medida.
IDC Technologies, 09-Aug-07, 172 p.
3. Terminology and Symbols in Control Engineering. SAMSON AG.MESS- UND REGELTECHNIK. 2000/03.[10]EN,
28 p.
4. В.А. Голубятников, В.В. Шувалов – Автоматизация производственных процессов и АСУП в химической
промишленности, М.: Химия, 1978, 376 с.
5. ბერეჟიანი მალხაზი, თურმანიძე ალექსი – მართვის სისტემების დამუშავება კომპანიის GE Intelligent
Platforms პროგრამირებადი ლოგიკური კონტროლერების გამოყენებით. საერთაშორისო სამეცნიერო
კონფერენციის “საინფორმაციო და კომპიუტერული ტექნოლოგიები, მოდელირება, მართვა” მოხსენება,
თბილისი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, 2010 წლის 1-4 ნოემბერი, გვ. 12-13.
http://gesj.internet-academy.org.ge/conf/conf_upload/articles/1106.doc
6. თურმანიძე ა.გ., ბერეჟიანი მ.გ. - მონაცემთა კომპიუტერული შეგროვების მოდულები - თვითჩამწერ
ხელსაწყოთა თანამედროვე ალტერნატივა. საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენციის
“ახალი ტექნოლოგიები და თანამედროვე მასალები” შრომები, ქუთაისი, ა.წერეთლის სახელმწიფო
უნივერსიტეტი, 2010 წლის 17-18 ივნისი, გვ. 451-453.

სარჩევი

შესავალი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 2
კონტროლერების სისტემები საწარმოო ავტომატიზაციისთვის . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 2
ანალოგური და ციფრული კონტროლერები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 2
ძირითადი პროცესების მართვის სისტემები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 3
განაწილებული მართვის სისტემები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 3
დისპეჩერული მართვა და მონაცემთა შეგროვება . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 4
პროგრამირებადი ლოგიკური კონტროლერები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 11
ტექნოლოგიური პროცესების მართვის სისტემების დამუშავება . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 12
მონაცემთა შეგროვება . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 16
დანართები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 18
შესავალი

მოცემულ კურსში ძირითადად გადმოცემულია ტექნოლოგიური პროცესების მართვის


ავტომატიზირებული სისტემების (АСУ ТП) საფუძვლები. ამავე დროს გათვალისწინებული უნდა იყოს,
რომ ზემოთდასახელებული სისტემები, როგორც წესი, წარმოადგენენ საწარმოს მართვის
ავტომატიზირებული სისტემების (АСУП) განსაზღვრულ დონეს და ინტეგრირებულ ნაწილს. ისევე.
როგორც ნებისმიერ საგანში, ყურადღება უნდა მიექცეს ტერმინებისა და აბრავიატურების კორექტულ
გამოყენებას, ვინაიდან მოცემულ დარგში გამოყენებული თანამედროვე ცნებები შეიძლება
განსხვავდებოდეს ათეული წლების წინ გამოყენებული განსაზღვრებებისგან. მაგალითად, საწარმოს
მართვის ავტომატიზირებული სისტემის (АСУП) ინგლისურენოვან ექვივალენტად მიიჩნევა
კომპიუტერიზებული ინტეგრირებული წარმოება ან მართვა (მენეჯმენტი) - computer-integrated
manufacturing/computer integrated management (CIM). გარდა ამისა, სხვადასხვა კომპანიები ხშირად იყენებენ
მათთვის სპეციფიკურ “საფირმო” ტერმინებს და შემოკლებებს, რომელთა ნაწილი წარმოადგენს
სასაქონლო ნიშანს ™ ან რეგისტრირებულ საფირმო დასახელებას ®.
ფართო გაგებით, პროცესების მართვის სისტემა შეიძლება წარმოადგენდეს როგორც ცალკეული
ტექნოლოგიური პარამეტრის მართვის ლოკალურ მარტივ კონტურს, ასევე მრავალ იერარქიული
პრინციპით აგებულ კომპიუტერიზებულ რთულ სისტემას ინტეგრაციის მაღალი დონით. მოცემულ
კურსში ძირითადად განხილული იქნება თანამედროვე მართვის სისტემების აგების პრინციპები,
არქიტექტურა და შესაბამისი პლატფორმების და ტექნიკურ-პროგრამული პროდუქციის მომწოდებელი
ძირითადი კომპანიები.

მართვის პულტი აპარატურული ინტერფეისით კომპიუტერული მართვის პულტი


კონტროლერების სისტემები საწარმოო ავტომატიზაციისთვის
ელემენტი, რომელიც აკავშირებს გაზომვასა და შემსრულებელ ორგანოს არის კონტროლერი.
კომპუტერების გამოჩენამდე კონტროლერები ჩვეულებრივ იყვნენ ერთკონტურიანი კონტროლერები.
ისინი დამზადებულია PID მართვის ფუნქციების შესასრულებლად. ამჟამად კონტროლერებს შეუძლიათ
გაცილებით მეტის კეთებაც, თუმცა მათი 80-დან 90%-მდე ჯერ კიდევ PID კონტროლერებია.
ანალოგური და ციფრული კონტროლერები
ნამდვილად ძნელია იმის მტკიცება, რომ ანალოგური კონტროლერები უმჯობესია ვიდრე
ციფრული. მთავარია, რომ ორივე მუშაობდეს. ანალოგური კონტროლერები ხშირად შეიცავენ მექანიკურ
ნაწილებს, და ანალოგური ელექტრონიკის კომპონენტებს, რომლებიც განიცდიან ცვეთას და დროთა
განმავლობაში მახასიათებლების ცვლილებას. ანალოგური კონტროლერები მუშაობენ უწყვეტად.
ციფრულ კონტროლერებს არ გააჩნიათ მექანიკური მოძრავი ნაწილები. ისინი იყენებენ
პროცესორებს გამომავალი სიგნალის გამოსათვლელად გაზომილი სიდიდეების მიხედვით. ისინი არ
იცვლიან მახასიათებლებს დაძველების გამო. ისინი მუშაობენ არა უწყვეტად, არამედ მაღალი სიხშირით,
ჩვეულებრივ 2-3 ჯერ წამში.
ანალოგური კონტროლერები არ უნდა ავურიოთ პნევმატურ კონტროლერებში. ის, რომ
კონტროლერი ანალოგურია, არ ნიშნავს რომ იგი პნევმატურია. პნევმატური კონტროლერები იყენებენ
შეკუმშულ ჰაერს გაზომილი და მმართველი სიგნალების გადასაცემად ელექტრული სიგნალების ნაცვლად.
ანალოგური კონტროლერები შეიძლება იყენებდნენ ელექტრულ სიგნალებს. პნევმატურ კონტროლერთან
შედარებით, ელექტრონული კონტროლერების (ანალოგური ან ციფრული) უპირატესობაა უფრო მაღალი
სწრაფმოქმედება მომუშავე ჰაერის კუმშვადობის გამო.

2
ძირითადი პროცესების მართვის სისტემები (Basic Process Control Systems BPCS)

განაწილებული მართვის სისტემები (Distributed Control System (DCS))

განაწილებული მართვის სისტემა (გმს, DCS) აგროვებს მონაცემებს საწარმოო არიდან და


განსაზღვრავს მათ შემდგომ გამოყენებას. მონაცემები შეიძლება შენახული იქნას შემდგომი
გამოყენებისთვის, გამოყენებული იქნას მარტივი პროცესის მართვისათვის ან საწარმოს სხვა ნაწილიდან
მიღებულ მონაცემებთან ერთად განვითარებული მართვის (Advanced Control) სტრატეგიის
გამოსამუშავებლად.
რას უნდა შეიცავდეს გმს ამდენი ფუნქციის განხორციელებისათვის?

ოპერატორის კონსოლი Operator Console


ოპერატორის კონსოლები მსგავსია ჩვენი კომპიუტერის მონიტორების. ისინი გვაცნობებენ თუ რა ხდება
საწარმოში, ასევე ბრძანებების შესახებ, რომლებსაც გადავცემთ მართვის სისტემას. ამავე ადგილიდან
ოპერატორს შეუძლია დავალებები გაუგზავნოს სამართავი უბნის ინსტრუმენტებს.

საინჟინრო სადგური Engineering Station


ისინი წარმოადგენენ კომპიუტერულ სადგურებს ინჟინრებისათვის სისტემის კონფიგურაციისათვის,
აგრეთვე მართვის ალგორითმების დანერგვისთვის.

მონაცემთა არქივის მოდული History Module


ისინი, როგორც მყარი დისკი კომპიტერში ინახავენ მართვის სისტემის კონფიგურაციას და ასევე საწარმოს
ყოველი წერტილის კონფიგურაციებს. ისინი ინახავენ გრაფიკულ ფაილებსაც, რომლებიც გამოისახება
კონსოლზე. თანამედროვე სისტემების უმრავლესობაში მათ შეუძლიათ საწარმოს მუშაობის ზოგიერთი
მონაცემების შენახვა.

მონაცემთა ისტორიკოსი Data Historian


ჩვეულებრივ ისინი არიან პროგრამული უზრუნველყოფის განსაკუთრებული ნაწილები, რომლებიც
განკუთვნილია პროცესების პარამეტრების, დავალებებისა და გამომავალი სიდიდეების შესანახად.
ჩვეულებრივ მათ ახასიათებთ უფრო მაღალი სკანირების სიჩქარე, ვიდრე მონაცემთა არქივებს.

მმართველი მოდულები Control Modules


ისინი წააგავენ გმს-ის ტვინს. აქ მოიპოვება მომხმარებლის სპეციალური ბლოკები. ისინი დამუშავებულია
მართვის ფუნქციების შესასრულებლად, როგორებიცაა პიდ მართვა, თანაფარდობათა მართვა, მარტივი
არითმეტიკა და დინამიური კომპენსაცია. თანამედროვე სისტემებში შეიძლება ვიპოვოთ განვითარებული
მართვის მახასიათებელი ფუნქციებიც.

მონაცემთა მიმოცვლა Input/Output I/O


ისინი განაგებენ მართვის სისტემაში მონაცემთა შეყვანა გამოყვანას. შემავალი და გამომავალი სიგნალები
შეიძლება იყოს ციფრული ან ანალოგური. პროცესის პარამეტრების გაზომვებისა და კონტროლერის
გამომავალი სიგნალების უმრავლესობა ანალოგურია. ამ თვალსაზრისით საველე ინსტრუმენტები
გამტარებით ხისტად არის დამონტაჟებული.
ყველა ზემოთჩამოთვლილი ელემენტები გაერთიანებულია ქსელში, ამჟამად ფართოდ გამოიყენება
Ethernet.
პრაქტიკული და ტექნოლოგიური ზღვრები განაწილებულ მართვის სისტემებს, პროგრამირებად
ლოგიკურ კონტროლერებს და პერსონალურ კომპიუტერებს შორის არ არის მკაფიო. პროცესების
მართვასთან ტრადიციულად გაიგივებული სისტემები გამოიყენება დისკრეტული დანიშნულებით. ასევე,
ტრადიციულად დისკრეტული ხერხები სულ უფრო მეტად გამოიყენება როგორც პერიოდული, ასევე
უწყვეტი პროცესების მართვისას.
მართვის თანამედროვე ტექნიკური საშუალებანი აგებულია ისეთივე სტანდარტული წარმოებული
კომპონენტებისგან, როგორებიცაა Intel პროცესორები. აქედან გამომდინარე, ერთადერთი რეალური
განსხვავება მართვის სისტემებს შორის მდგომარეობს პროგრამული უზრუნველყოფის დონეში.

3
დისპეჩერული მართვა და მონაცემთა შეგროვება Supervisory Control And Data Acquisition SCADA

მოცემულ თავში ჩვენ აღვწერთ SCADA სისტემებს მათი არქიტექტურის, პროცესის აპარატურასთან
ინტერფეისის, ფუნქციონირებისა და გამოყენებითი ამოცანების დამუშავების საშუალებათა მიხედვით,
რასაც ისინი იძლევიან.
SCADA სისტემებმა ბოლო წლებში განიცადეს არსებითი პროგრესი ფუნქციონალურობის,
მასშტაბირების, მწარმოებლობისა და გახსნილობის თვალსაზრისით, ასე რომ ისინი წარმოადგენენ
რეალურ ალტერნეტივას ძლიერ მომთხოვნი და რთული სისტემებისთვისაც კი.
რას გულისხმობს SCADA?
როგორც სახელი მიუთითებს, იგი არ არის სრული მართვის სისტემა, უფრო მეტად
ფოკუსირებულია დისპეჩერის (ზედამხედველის) დონეზე. არსებითად, ის არის მხოლოდ პროგრამული
პაკეტი, რომელიც პოზიციონირებულია იმ ტექნიკურ საშუალებათა მწვერვალზე, რომლებიც მასთან
იმყოფებიან კავშირში, ძირითადად პროგრამირებადი ლოგიკური კონტროლერების (PLC) ან სხვა
კომერციული ტექნიკური მოდულების საშუალებით.
SCADA სისტემები გამოიყენებიან არა მხოლოდ ტექნოლოგიურ პროცესებში, როგორებიცაა
მეტალურგია, ენერგოგენერაცია (როგორც ტრადიციული, ასევე ბირთვული) და დისტრიბუცია, ქიმიური
მრეწველობა, არამედ ზოგიერთ ექსპერიმენტალურ დანადგარებში, როგორიცაა თერმობირთვული
სინთეზი. ასეთ საწარმოთა სიდიდე განისაზღვრება სულ მცირე ათასიდან რამდენიმე ათეულ ათას I/O
არხებით. თუმცა, SCADA სისტემები სწრაფად ფართოვდებიან და ამჟამად აღწევენ რამდენიმე ასეულ
ათასი I/O არხების მქონე საწარმოთა ბაზარზეც.
SCADA სისტემები მუშაობდნენ DOS, VMS, UNIX გარსებში, ბოლო წლებში ყველა მომწოდებლებმა
გადაინაცვლეს ოპერაციულ სისტემებისკენ NNT, Windows XP, Windows Server 2003, ხოლო ზოგიერთმა
Linux.

1. არქიტექტურა Architecture
ამ ნაწილში აღწერილია SCADA პროდუქტების ზოგადი თავისებურებანი.

აპარატურული არქიტექტურა Hardware Architecture


აღსანიშნავია SCADA სისტემის ორი ძირითადი დონე(შრე): “კლიენტის დონე” ("client layer")
რომელიც ემსახურება ადამიან-მანქანის ურთიერთქმედებას და “მონაცემთა სერვერის დონე” ("data server
layer"), რომელიც იძლევა პროცესის უმრავლეს მონაცემთა მართვის ქმედებების საშუალებას. მონაცემთა
სერვერები უკავშირდებიან საწარმოო უბნის მოწყობილობებს პროცესების კონტროლერების საშუალებით.
კონტროლერები, მაგ. PLC უკავშირდებიან მონაცემთა სერვერებს ან უშუალოდ ან ქსელების ან
მაგისტრალური (საველე) არხებით (fieldbus), რომლებიც შეიძლება იყვნენ როგორც საფირმო (მაგ. Siemens
H1) ან საყოველთაო მოხმარების (მაგ. Profibus). მონაცემთა სერვერები ერთმანეთს და კლიენტების
სადგურებს უკავშირდებიან ქსელით Ethernet LAN.

ტიპიური აპარატურული არქიტექტურა

4
პროგრამული არქიტექტურა Software Architecture
პროგრამული პროდუქტები მრავალ ამოცანიანია და ემყარებიან რეალური დროის მონაცემთა
ბაზას real-time database (RTDB, რომელიც განთავსებულია ერთ ან მეტ სერვერზე. სერვერები პასუხს აგებენ
მონაცემთა შეგროვებაზე და მოპყრობაზე (კონტროლერების გამოკითხვა, განგაშის შემოწმება Alarm
Checking, გამოთვლები, ჟურნალის წარმოება Data Logging და არქივირება) როგორც წესი იმ პარამეტრთა
ნაკრებისათვის, რომელთანაც არიან შეერთებული.
თუმცა შესაძლებელია არსებობდნენ ცალკეული ამოცანებისთვის განკუთვნილი კერძო სერვერები,
მაგ. historian, datalogger, alarm handler. ქვემოთ მოყვანილია SCADA-ს ზოგადი პროგრამული არქიტექტურა.

SCADA-s zogadi programuli arqiteqtura

კომუნიკაცია Communications
შიდა კომუნიკაცია:
სერვერ-კლიენტი და სერვერ-სერვერი ჩვეულებრივ ემყარება საჯარო და მიმდინარე მოთხოვნებს
და იყენებს TCP/IP ოქმს, ანუ კლიენტის ამოცანა მიმართავს პარამეტრს, რომელიც მიეკუთვნება კერძო
სერვერის ამოცანას და იცვლება მხოლოდ იმ პარამეტრით რომელიც მაშინ უკავშირდება კლიენტის
ამოცანას.
მოწყობილობასთან მიმართვა:
მონაცემთა სერვერი გამოკითხავს კონტროლერებს მომხმარებლის მიერ დადგენილი სიხშირით,
რომელიც შეიძლება განსხვავდებოდეს სხვადასხვა პარამეტრებისთვის. კონტროლერები გადასცემენ
მოთხოვნილ პარამეტრებს მონაცემთა სერვერებს. პროცესის პარამეტრების დროის მონიშვნა როგორც წესი
ხდება კონტროლერებში და დროის ეს ჭდე მიიღება მონაცემთა სერვერის მიერ. თუ კონტროლერი და
კომუნიკაციის ოქმი უზრუნველყოფენ მონაცემთა თავისი ნებით გადაცემას, პროგრამული პროდუქტები
ამას ასევე უზრუნველყოფენ.

5
პროდუქტები უზრუნველყოფენ კომუნიკაციის დრაივერებს ფართოდ გავრცელებული
კონტროლერების და მაგისტრალური არხების (მაგ. Modbus), უმრავლესობისათვის. ზოგიერთი დრაივერი
ემყარება მესამე მხარის პროდუქტს (მაგ. Applicom cards) და იწვევს მათთან დაკავშირებულ დამატებით
ხარჯებს, ამასთან, ჩვეულებრივ ვირტუალური ეგმ-ის რეჟიმის (virtual machine environment VME)
მხარდაჭერა ძირითადად არ ხდება.
უბრალო მონაცემთა სერვერს შეუძლია მრავალი კომუნიკაციის ოქმების მხარდაჭერა: ძირითადად
იმდენის, რამდენი ბუდეც (Slot) გააჩნია ინტერფეისის ბარათებისთვის.
ახალი დრაივერების დამუშავებისთვის მიეწოდება შესაბამისი პროგრამული საშუალებები და
ამისთვის საჭირო ძალისხმევა დამოკიდებულია მის სირთულეზე და არსებულ დრაივერებთან
მსგავსებაზე და შეადგენს 2-6 კვირას.

ინტერფეისი Interfacing
გამოყენებითი ამოცანის ინტერფეისები/გახსნილობა:
მუშავდება ღია პროცესის კონტროლის (Open Process Contol OPC) სერვერის ფუნკციონალურობის
შესაძლებლობა SCADA-სთვის მოწყობილობასთან ღია და სტანდარტული საშუალებით მიღწევისთვის.
ჯერჯერობით ეს მოწყობილობების/კონტროლერების ნაკლია თავიანთი პროგრამული უზრუნველყოფით,
მაგრამ მდგომარეობა სწრაფად უმჯობესდება, რამდენადაც ხდება კონტროლერების მწარმოებლების
ჩართვა საჭირო სტანდარტების განვითარებაში.
პროდუქტები ასევე გვაწვდიან ღია მონაცემთა ბაზის კავშირების (Open Data Base Connectivity
(ODBC)) ინტერფეისს მონაცემებისკენ ჟურნალებში/არქივებში, მაგრამ არა კონფიგურაციულ მონაცემთა
ბაზებში, ASCII იმპორტ/ექხპორტის საშუალებებს კონფიგურაციულ მონაცემებისთვის, ბიბლიოთეკას
გამოყენებით პროგრამულ ინტერფეისის (Aapplication Pprogram Iinterface API) მხარდამჭერ პაკეტებში C,
C++, Visual Basic (VB) მონაცემებთან მისაღწევად მონაცემთა რეალური დროის ბაზებში და არქივებში.
გამოყენებითი პროგრამულ ინტერფეისი ხშირად არ გვაძლევს პროდუქტის შინაგან შესაძლებლობებთან
მიღწევის შესაძლებლობას, როგორებიცაა განგაშის სიგნალიზაცია, რეპორტები, ტრენდები და სხვა.
პერსონალური კომპიუტერების პროდუქტები იძლევია Microsoft სტანდარტების მხარდაჭერას,
როგორებიცაა დინამიური მონაცემთა მიმოცვლა (Dynamic Data Exchange (DDE)), მაგ. მონაცემთა
დინამიური ასახვისათვის EXCEL ცხრილში, დინამიური კავშირების ბიბლიოთეკა (Dynamic Link Library
(DLL)), ობიექტთა მიბმა და ჩანერგვა (Object Linking and Embedding (OLE)).
მონაცემთა ბაზა
კონფიგურაციული მონაცემები ინახება ბაზაში, რომელიც ლოგიკურად ცენტრალიზებულია,
მაგრამ ფიზიკურად განაწილებულია და იგი ძირითადად არის საფირმო ფორმატის.
მწარმოებლობის მოსაზრებით რეალური დროის მონაცემთა ბაზა განთავსებულია სერვერების
მეხსიერებაში და ასევე საფირმო ფორმატში.
არქივებისა და ჟურნალების ფორმატი მწარმოებლობის მოსაზრებით ჩვეულებრივ ასევე საფირმოა,
მაგრამ ზოგიერთი პროდუქტები მხარს უჭერენ რელაციური მონაცემთა ბაზების მართვის სისტემაში
(Relational Data Base Management System (RDBMS)) უფრო მცირე სიჩქარით უშუალოდ ან ინტერფეისის
ODBC გავლით.

მასშტაბირება Scalability
მასშტაბირება გაიგება, როგორც SCADA-ზე დაფუძნებული სისტემის გაფართოების შესაძლებლობა
მეტი პროცესის ცვლადების, მეტი სპეციალიზირებული სერვერის ან მეტი კლიენტის დამატების შედეგად.
პროდუქტები მასშტაბირებას აღწევენ მრავალ კონტროლერთან დაკავშირებული მრავალ მონაცემთა
სერვერის არსებობით. თითოეულ მონაცემტა სერვერს აქვს საკუთარი კონფიგურაციული მონაცემთა ბაზა
და RTDB და პასუხს აგებს პროცესის ცვლადთა ქვესიმრავლის გამოყენებაზე (შეგროვება, განგაში,
არქივირება).

პარალელური რეზერვირება Redundancy


პროდუქტებში ხშირად ჩაშენებულია პროგრამული უზრუნველყოფის პარალელური რეზერვირება
სერვერის დონეზე, რომელიც ჩვეულებრივ გამჭვირვალეა მომხმარებლისთვის. მრავალი პროდუქტი
საჭიროების შემთხვევაში გვაწვდის დარეზერვების უფრო სრულყოფილ საშუალებებსაც.

6
2. ფუნქციონალურობა Functionality

დაშვების კონტროლი Access Control


მომხმარებლები განაწილებული არიან ჯგუფებად, რომლებსაც გააჩნიათ სისტემაში პროცესის
პარამეტრებისა და ხშირად პროდუქტის სპეციფიკური ფუნქციებისადმი გარკვეული წაკითხვა/ჩაწერის
პრივილეგიები.

ადამიანურ-მანქანური ინტერფეისი Human-Machine Interface (HMI), Man-Machine Interface (MMI)


პროდუქტები მხარს უჭერენ მრავალ ეკრანს, რომლებიც შეიძლება შეიცავდნენ მიმოხილვითი
(synoptic) დიაგრამებისა და ტექსტის კომბინაციებს.
ისინი მხარს უჭერენ აგრეთვე ზოგად (“Generic”) გრაფიკულ ობიექტს პროცესის ცვლადებთან
კავშირით. ეს ობიექტები შეიძლება “გადმოთრეული” იქნას ("dragged and dropped") ბიბლიოთეკიდან
ჩაირთოს სინოპტიკურ დიაგრამაში.
განხილული SCADA პროდუქტების უმრავლესობა პროცესს შლიან “ატომურ” პარამეტრებად (მაგ.
ენერგოკვების დენი, მისი მაქიმალური სიდიდე, ჩართულ/გამორთული მდგომარეობა და სხვა),
რომლებთანაც ასოცირებულია ტეგის სახელი (Tag-name). გრაფიკული ობიექტების ინსტრუმენტებთან
დამაკავშირებელი ტეგების სახელების რედაქტირება შესაძლებელია საჭიროების შემთხვევაში.
პროდუქტები შეიცავენ სტანდარტული გრაფიკული სიმბოლოების ბიბლიოთეკას, თუმცა მრავალი
მათგანი გამოუსადეგარია მაგალითად ეხპერიმენტალური ფიზიკის საზოგადოების საჭიროებისათვის.
მოწოდებულია Windows სტანდარტული ფანჯრების რედაქტირების საშუალებებიც: zooming, re-
sizing, scrolling. MMI-ს On-line კონფიგურირება და მომხმარებლისადმი მორგება შესაძლებელია შესაბამისი
პრივილეგიების მქონე მომხმარებლისთვის. დისპლეის ფანჯრებს შორის შეიძლება შეიქმნას ბმები ერთი
ხედიდან სხვისკენ ნავიგაციისთვის.

ტრენდირება Trending
ყველა პროდუქტი გვაძლევს ტრენდირების საშუალებას და ზოგადი შესაძლებლობები შეიძლება
დავაჯამოთ შემდეგნაირად:
• სპეციფიკურ სქემაზე გრაფიკზე ტრენდით ასასახი პარამეტრები შეიძლება განისაზღვრონ წინასწარ
ან on-line.
• სქემა შეიძლება შეიცავდეს 8-ზე მეტ პარამეტრის ტრენდს და დისპლეიზე შეიძლება გამოვიყვანოთ
სქემათა შეუზღუდავი რაოდენობა (შეზღუდვას განსაზღვრავს მხოლოდ წაკითხვის
შესაძლებლობა).
• შესაძლებელია რეალური დროის და არქივული ტრენდირება, თუმცა როგორც წესი, არა ერთსა და
იმავე სქემაზე.
• ისტორიის ტრენდირება შესაძლებელია ნებისმიერი არქივირებული პარამეტრისთვის.
• მოცემულია ზომების ცვლილებისა და გადახვევის ფუნქციები.
• შეიძლება კურსორის პოზიციაზე პარამეტრის მნიშვნელობის ჩვენება.
ტრენდირების ფუნქციები მოწოდებულია ან ცალკეული მოდულის, ან გრაფიკული ობიექტის
(ActiveX) სახით, რომელიც შეიძლება ჩაინერგოს სინოპტიკურ დისპლეიში. XY და სხვა სტატისტიკური
ანალიზის დიაგრამები ჩვეულებრივ არ მოგვეწოდება.

განგაშის განხორციელება Alarm Handling


განგაშის ფუნქციონირება ეფუძნება ზღვრებისა და მდგომარეობის შემოწმებას და სრულდება
მონაცემთა სერვერებში. შეიძლება დამუშავებული იქნას უფრო რთული გამოსახულებანი
(არითმეტიკული ან ლოგიკური მოქმედებების გამოყენებით) წარმოებული პარამეტრების შესაქმნელად,
რომლებზეც შემდეგ ხდება მდგომარეობის ან ზღვრების შემოწმება. განგაში ლოგიკურად იმართება
ცენტრალიზებულად, ანუ ინფორმაცია არსებობს მხოლოდ ერთ ადგილზე და ყველა მომხმარებელი
ხედავს ერთსა და იგივე სტატუსს (მაგ. შეტყობინებას). მხარდაჭერილია განგაშის მრავლობითი დონეები
(ძირითადად 3-ზე მეტი ასეთი დონე).
ზოგადად, შესაძლებელია განგაშების დაჯგუფება და მათთან ერთიანი მოპყრობა (ტიპიურად
ჯგუფში გაფილტვრა ან ჯგუფის ყველა განგაშის ცნობას (acknowledgement)). უფრო მეტიც, შესაძლებელია
განგაშის დათრგუნვა ინდივიდუალურად ან მთელ ჯგუფად. ასევე შესაძლებელია განგაშების გვერდზე ან

7
განგაშების ჟურნალში ნაჩვენები განგაშების ფილტრაციაც სულ ცოტა პრიორიტეტის, დროის ან ჯგუფების
მიხედვით. თუმცა, ზოგადად შეუძლებელია უშუალოდ განისაზღვროს განგაშებს შორის ურთიერთობა.
განგაშის მდგომარეობის პასუხად შეიძლება ე-მაილის გენერირება ან წინასწარ განსაზღვრული ქმედებების
ავტომატური შესრულება.

რეგისტრაცია/არქივირება Logging/Archiving
ტერმინები: რეგისტრაცია და არქივირება ხშირად გამოიყენება ერთი და იმავე საშუალების
აღსაწერად. თუმცა, რეგისტრაცია შეიძლება განვიხილოთ, როგორც მონაცემების დისკზე საშუალო
ხანგრძლივობის შენახვა, ხოლო არქივირება არის მონაცემთა ხანგრძლივი შენახვა დისკზე ან ან სხვა
მუდმივ დამამახსოვრებელ საშუალებაზე. რეგისტრაცია ჩვეულებრივ სრულდება ციკლურად, ანუ
როგორც კი გარკვეული ფაილის ზომა, დროის შუალედი ან წერტილების რიცხვი მიიღწევა, მონაცემები
გადაიწერება. მონაცემთა რეგისტრაცია სრულდება დადგენილი სიხშირით ან ინიციირდება მხოლოდ
სიდიდის შეცვლისას ან მაშინ, როდესაც ხდება სპეციფიკური წინასწარგანსაზღვრული მოვლენა.
რეგისტრირებული მონაცემები შეიძლება გადატანილი იქნას არქივში როგორც კი რეგისტარციის ჩანაწერი
(ჟურნალი) შეივსება. რეგისტრირებული მონაცემები მონიშნულია დროით (time-stamped) და შეიძლება
გაიფილტროს მომხმარებლის მიერ დათვალიერებისას. მომხმარებლის ქმედებების რეგისტრაცია
ზოგადად სრულდება მომხმარებლის ან სადგურის იდენტიფიკაციასთან (ID) ერთად. ხშირად მოცემულია
აგრეთვე “ვიდეომაგნიტოფონის” (videocassette recorder VCR) საშუალება არქივირებული მონაცემების
წასაკითხად.

რეპორტების გენერაცია Report Generation


შესაძლებელია რეპორტების წარმოება SQL (Structured Query Language) ტიპის მიმართვების
გამოყენებით არქივებისადმი, რეალური დროის მონაცემთა ბაზებისადმი (RTDB) ან ჟურნალებისადმი.
ზოგჯერ შესაძლებელია EXCEL ცხრილების ჩანერგვა რეპორტში, თუმცა ზოგადად "cut and paste"
შესაძლებლობა არ გვეძლევა. არსებობენ რეპორტების ავტომატური გენერაციის, ამობეჭდვისა და
არქივირების საშუალებები.

ავტომატიზაცია Automation
პროდუქტების უმრავლესობა იძლევა მოქმედებების ავტომატურად გაშვების საშუალებას რაიმე
მოვლენის მიერ. SCADA პროდუქტის მიერ მოწოდებული პროგრამული სცენარების მომზადების ენა
(scripting language) საშუალებას იძლევა განისაზღვროს ეს ქმედებები. ძირითადად შესაძლებელია კერძო
დისპლეის ჩატვირთვა, ე-მაილის გაგზავნა, მომხმარებლის მიერ განსაზღვრული ამოცანის ან
პროგრამული სცენარის გაშვება ან ჩანაწერის გაკეთება RTDB –ში.
მოცემულია რეცეპტების (ბრძანებათა თანმიმდევრობის) მხარდაჭერა, იქ, სადაც კერძო სისტემის
კონფიგურაცია შეიძლება ჩაიწეროს ფაილში და მოგვიანებით ჩაიტვირთოს.
ასევე მხარდაჭერილია ოპერაციათა თანმიმდევრობა (Sequencing) იქ, სადაც შესაძლებელია
შესრულდეს ქმედებათა შედარებით რთული თანმიმდევრობა ერთ ან მეტ მოწყობილობაზე. ასეთი
ქმედებები შეიძლება შესრულდეს გარე მოვლენათა პასუხადაც.

3. გამოყენებითი პროგრამის დამუშავება Application Development

კონფიგურირება Configuration
გამოყენებითი პროგრამული უზრუნველყოფის დამუშავება ტიპობრივად ხდება ორ საფეხურად.
ჯერ განისაზღვრებიან პროცესის პარამეტრები და ასოცირებული ინფორმაცია (მაგ. დაკავშირებული
განგაშის პირობებთან) პარამეტრების განსაზღვრების რაიმე სახის შაბლონის (template) გამოყენებით,
შემდეგ დამუშავდება გრაფიკები, ტრენდირებისა და განგაშის დისპლეების ჩათვლით და შესაბამისად
უკავშირდება პროცესის პარამეტრებს. პროდუქტები ასევე გვაძლევენ ASCII (American Standard Code for
Information Interchange) ექსპორტ/იმპორტის საშუალებებს. საკონფიგურაციო მონაცემებისათვის
(პარამეტრბის განსაზღვრებისთვის), რა იძლევა პარამეტრების დიდი რიცხვის უფრო ეფექტური
კონფიგურირების საშუალებას გარეშე რედაქტორების გამოყენებით, როგორიცაა Excel და შემდგომ
მონაცემების კონფიგურაციულ მონაცემთა ბაზაში იმპორტირების.

8
თუმცა ამჟამად მრავალ კომპიუტერულ საშუალებას გააჩნია სამუშაო სტუდიის ტიპის Windows
Explorer. მომუშავე პროფესიონალი მუშაობს მრავალ საქაღალდესთან, თვითოეული მათგანი შეიცავს
კონფიგურაციის სხვადასხვა ასპექტებს, გრაფიკების ჩათვლით.
პროდუქტების მიერ მოწოდებული საშუალებანი პარამეტრების ძლიერ დიდი რაოდენობის
კონფიგურირებისთვის არ არის ძლიერ მძლავრი, თუმცა ამ დროისთვის პროდუქტების
უმრავლესობისთვის როდესაც დიდი გამოყენებითი პროგრამები არიან დახლოებით 50k I/O წერტილიანი,
Excel-ის ტიპის ASCII რედაქტორების გამოყენება ჯერ ისევ წარმოადგენს მომუშავე არჩევანს.
როგორც წესი, პრივილეგიების შესაბამისი დონისათვის შესაძლებელია კონფიგურაციული
მონაცემთა ბაზის და გრაფიკების მოდიფიცირება.

სამუშაო ინსტრუმენტები Development Tools


სტანდარტულად, მოწოდებულია შემდეგი სამუშაო ინსტრუმენტები:
• გრაფიკული რედაქტორები ხატვის სტანდარტული საშუალებებით, ხელით, ხაზების,
მართკუთხედების, წრეების ხატვის ჩათვლით. მოცემულია ძირითად სიმბოლოთა ბიბლიოთეკა
რომლებიც შეიძლება დინამიურად მიებას პარამეტრებს და მათ ცვლილებასთან ერთად მოხდეს
ანიმაცია. ასევე შესაძლებელია ბმების შექმნა ხედებს შორის პროგრამის მსვლელობისას იოლი
ნავიგაციისათვის.
• მონაცემთა ბაზების საკონფიგურაციო ინსტრუმენტები (ჩვეულებრივ, პარამეტრების შაბლონების
საშუალებით). ჩვეულებრივ, შესაძლებელია მონაცემების ექსპორტი ASCII ფაილებში
რედაქტირებისათვის.
• სცენარების მომზადების პროგრამირების ენა Scripting Language
• გამოყენებითი პროგრამული ინტერფეისი (Application Program Interface (API)) C, C++, VB
მხარდაჭერით.
• დრაივერების დამუშავების საშუალებათა კომპლექტი (Driver Development Toolkit) იმ
მოწყობილობათათვის, რომელთა მხარდაჭერა SCADA პროდუქტით არ ხდება.

ობიექტებთან მუშაობა Object Handling


პროდუქტებს ძირითადად გააჩნიათ გრაფიკული ობიექტების კლასების კონცეპცია, რომელიც
უზრუნველყოფს მემკვიდრეობითობას. ამას გარდა, ზოგი პროდუქტს გააჩნია კონფიგურაციული ბაზის
შიგა ობიექტის კონცეპციაც. ჩვეულებრივ პროდუქტები არ მუშაობენ ობიექტებზე, არამედ უფრო
ინდივიდუალურ პარამეტრებთან - მაგ. განგაშები განისაზღვრება პარამეტრებისთვის, რეგისტრაცია ხდება
პარამეტრების, მმართველი ქმედება ხორციელდება პარამეტრებზე. შესაბამისად, ობიექტების მხარდაჭერა
სუსტად ზედაპირულია.

4. განვითარება Evolution
SCADA-ს მომწოდებლები წელიწადში უშვებენ წელიწადში ერთ სრულფუნქციონალურ
ვერსიას (major version) და დამატებით ერთ-ორ გამარტივებულ ვერსიას (minor version). ასე, რომ ეს
პროდუქტები ვითარდება ძლიერ სწრაფად ახალი ბაზრის შესაძლებლობათა დასაკავებლად,
მომხმარებელთა ახალი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად და ახალ ახალი ტექნოლოგიების თავის
სასარგებლოდ Gგამოსაყენებლად.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, განხილული SCADA პროდუქტების უმრავლესობა პროცესს შლიან
“ატომურ” პარამეტრებად, რომლებთანაც ასოცირებულია ტეგის სახელი (Tag-name). ეს არაპრაქტიკულია
ძალიან დიდი პროცესებისათვის როდესაც საჭიროა ტეგების ძალიან დიდი სიმრავლეთა კონფიგურირება.
რამდენადაც საწარმოო სიმძლავრეები იზრდება, ამჟამად მუშავდებიან ახალი SCADA ვერსიები
მოწყობილობასთან ან მთლიან სისტემასთანაც კი, როგორც ერთიან ობიექტებთან (კლასებთან)
მუშაობისთვის, რომლებშიც მოქცეულია ყველა მათი სპეციფიკური ატრიბუტები და ფუნქციები. ამას
გარდა, ისინი უზრუნველყოფენ მრავალ ჯგუფიანი დამუშავების მხარდაჭერასაც.
რამდენადაც ახალი ტექნოლოგიები მოითხოვენ, ამჟამად SCADA პროდუქტები ითვისებენ:
ვებ ტექნოლოგიებს, ActiveX, Java და სხვა.
ღია პროცესის კონტროლს (Open Process Contol (OPC)), როგორც კლიენტ და სერვერ მოდულებს შორის
კომუნიკაციის საშუალებებს. ამგვარად შესაძლებელი უნდა იყოს OPC თავსებადი მესამე მხარის
მოდულების ასეთ SCADA პროდუქტთან დაკავშირება.

9
5. ინჟინერინგი Engineering
თუმცა სამართლიანად უნდა მოველოდეთ განვითარებისა და ტექნიკური მომსახურების ხარჯების
დაზოგვას SCADA პროდუქტის დანერგვით, ეს არ ნიშნავს ძალისხმევის გარეშე მუშაობას. შეუძლებელია
საკმარისად აღინიშნოს სწორი ინჟინერინგის საჭიროება დამუშავების ძალისხმევის შესამცირებლად და
სისტემის მისაღწევად იმ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, რომელიც ეკონომიურია დამუშავებისა და
ექსპლუატაციისათვის და საიმედო და გამძლეა. SCADA სისტემების გამოყენებისთვის სპეციფიკური
საინჟინრო საქმიანობის მაგალითებს წარმოადგენენ შემდეგი საკითხების განსაზღვრა:
• ობიექტების ბიბლიოთეკის (PLC, მოწყობილობები, ქვესისტემები) დაკომპლექტება ობიექტების
სტანდარტული მახასიათებლებით (script, sequences, ..), გრაფიკული ინტერფეისი და
ასოცირებული სკრიპტები ანიმაციისთვის.
• შაბლონები “პანელების” სხვადასხვა ტიპებისთვის, მაგ. განგაშებისთვის.
• ინსტრუქციები თუ როგორ ვმართოთ, მაგ მოწყობილობა.
• მექანიზმი კონფლიქტური მართვის თავიდან ასაცილებლად (თუ არ არის მოწოდებული SCADA-
სთან ერთად)
• განგაშის დონეები, ქმედებები სპეციფიკური განგაშის შემთხვევებში

DCS vs. SCADA

განაწილებული მართვის სისტემის (DCS) დისპეჩერული მართვისა და მონაცემთა შეგროვების სისტემის


(SCADA) ამოცანები შესაძლოა საკმაოდ განსხვავდებოდნენ.
DCS არის პროცესზე ორიენტირებული სისტემა აკონტროლებს პროცესებს (ქიმიური საწარმოებში და სხვა),
რაც წარმოადგენს მის მთავარ ამოცანას, აგრეთვე ის წარუდგენს მონაცემებს ოპერატორებს, როგორც მისი
მოქმედების ნაწილს. მეორე მხრივ კი, SCADA სისტემა ორიენტირებულია მონაცემთა შეგროვებაზე და მის
ფოკუსშია მართვის ცენტრი და ოპერატორები. საინტერესო ისაა, რომ გარე მოწყობილობა უბრალოდ
მონაცემთა შეგროვებისთვისაა, თუმცა ისინი შეიძლება ასრულებდნენ ძლიერ რთული პროცესების
მართვას.
DCS-ის ოპერატორის პულტი უშუალოდ უერთდება შემავალ-გამომავალ (I/O) სიგნალებს ლოკალური
სადენებით, საკომუნიკაციო სალტეებით, ქსელებით და სხვა. როდესაც ოპერატორს სურს ინფორმაციის
ხილვა, ჩვეულებრივ იგი აგზავნის მოთხოვნას საველე მოწყობილობისკენ და ღებულობს პასუხს. საველე
მოვლენას შეუძლია პირდაპირ შეწყვიტოს სისტემა და აცნობოს ოპერატორს
SCADA სისტემამ უნდაგააგრძელოს მოქმედება მაშინაც, თუ საველე კავშირი უმტყუნებს. მონაცემთა
ოპერატორისთვის წარდგენის ხარისხი არის სისტემის მოქმედების მნიშვნელოვანი წახნაგი. SCADA
სისტემა ხშირად იყენებს მოვლენათა დამუშავების სპეციალურ მექანიზმს იმ პირობებთან მოქცევისთვის,
რომლებიც ხდება მონაცემთა შეგროვების პერიოდში.
არსებობს სხვა განსხვავებებიც, მაგრამ ხაზი უნდა გაესვას შემდეგს:
There are many other differences, but they tend to involve a lot of detail. The underlying points are:
• SCADA სისტემას ესაჭიროება მონაცემებისა და მმართველი სიგნალების გადაგზავნა პოტენციალურად
ნელ, არასაიმედო კავშირის საშუალებებით და უნდა შეინარჩუნოს “ბოლოს ცნობილი კარგი მონაცემების”
მონაცემთა ბაზა ოპერატორის დისპლეისთვის წარსადგენად. ის ხშირად მოითხოვს მოვლენათა
დამუშავებას და მონაცემთა ხარისხის დადასტურებას. ჩვეულებრივ მიღებულია განაწილებული ხერხით
დარეზერვება-დაპარალელება.
• A DCS მუდამ კავშირშია მონაცემთა წყაროებთან, აე, რომ მას არ ესაჭიროება“მიმდინარე მნიშვნელობების”
მონაცემთა ბაზების შენარჩუნება. დარეზერვება ჩვეულებრივ ხორციელდება პარალელური
მოწყობილობით, განაწილებული ბაზების გარშემო ინფორმაციის დიფუზიის გარეშე.

10
პროგრამირებადი ლოგიკური კონტროლერები Programmable Logic Controller PLC

პროგრამირებადი ლოგიკური კონტროლერი (PLC) არის არის საწარმოო კომპიუტერული მართვის სისტემა,
რომელიც განუწყვეტლივ აკონტროლებს შემავალი მოწყობილობების მდგომარეობას და ღებულობს
გადაწყვეტილებებს მომხმარებლის პროგრამის შესაბამისად, გამოსასვლელებთან შეერთებულ
მოწყობილობათა სამართავად.

შესასვლელები გამოსასვლელები
სენსორები ვენტილები
ჩამრთველები და ღილაკები სოლენოიდები
გადანაცვლების სენსორები ძრავები
ზღვრული გადამრთველები აქტუატორები
წნევის გადამრთველები ტუმბოები

თითქმის ნებისმიერი საწარმოო ხაზების, მანქანათა ფუნქციების და პროცესების მართვის


ავტომატიზირება შეიძლება PLC-ს გამოყენებით. ოპერაციათა სიჩქარე და სიზუსტე შეიძლება დიდად
გაიზარდოს ასეთი ტიპის მართვის სისტემებით. PLC-ს გამოყენების უდიდესი უპირატესობაა პროცესის
ოპერაციათა ცვლილება და ასახვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემასთან ერთად.

PLC ოპერაციები მოიცავს 4 საფეხურს:


1. შესასვლელების სკანირება – შესასვლელების მდგომარეობის კონტროლი
2. პროგრამული სკანირება – პროგრამული ლოგიკის შესრულება
3. გამოსასვლელების სკანირება – გამოსასვლელების ჩართვა-გამორთვა
4. შიდა მომსახურება

11
ტექნოლოგიური პროცესების მართვის სისტემების დამუშავება

წარმოდგენილია ტექნოლოგიური პროცესების მართვის სისტემების დამუშავების კონცეფცია და


გამოცდილება პროგრამირებადი ლოგიკური კონტროლერების (PLC), ძირითადად კომპანია GE Fanuc-ის
გამოშვებული მოწყობილობის გამოყენებით.
კონცეფცია ითვალისწინებს მართვისა და მონაცემთა შეგროვების სისტემის (SCADA) დამუშავებას
იერარქიული პრინციპით: ადამიანურ-მანქანური ინტერფეისი (HMI) რეალიზებულია სისტემაში შემავალ
კომპიუტერებში (სერვერებში, სამუშაო სადგურებში). კომპიუტერები ერთმანეთთან და ზედა დონის
პროგრამირებად ლოგიკურ კონტროლერებთან ურთიერთქმედებენ Ethernet TCP/IP ქსელის საშუალებით.
ქვედა დონის კონტროლერებთან კავშირისთვის გამოიყენება კომუნიკაციის სხვადასხვა ტიპის არხები:
Genius Bus, Fieldbus, Profibus. გამზომი და შემსრულებელი ხელსაწყოების ჩართვა სისტემაში ხორციელდება
ზედა ან ქვედა დონის პროგრამირებადი ლოგიკური კონტროლერების სპეციალურ (ანალოგურ ან
დისკრეტული სიგნალების) მოდულებთან მიერთებით.
მართვის თანამედროვე სისტემების განვითარებაში შეინიშნება ტენდენცია: პროგრამირებად
ლოგიკურ კონტროლერებს აერთიანებენ კომპიუტერებთან და ქსელებში და სულ უფრო ნაკლებად
გამოიყენებენ ავტონომიურად.
კომპანია GE Fanuc-ის პროგრამირებადი ლოგიკური კონტროლერების გამოყენება საშუალებას
იძლევა შეიქმნას თანამედროვე, მაღალი საიმედოოობის მქონე მართვის განაწილებული სისტემები ღია
არქიტექტურით. ზედა დონის კონტროლერებად გამოიყენება Series 90TM, PACSystems TM Rx3i (x7i)
კონტროლერები, ქვედა დონის კონტროლერების როლს ეფექტურად ასრულებენ VersaMax® სერიის
კონტროლერები, ამასთან რიგ შემთხვევებში დაშორებული სადგურების როლში მიზანშეწონილია
უშუალოდ VersaMax® სერიის მოდულების გამოყენება, რომლებიც ზედა დონის კონტროლერებს
უკავშირდებიან ქსელური ინტერფეისის მოწყობილობათა (NIU) საშუალებით.
PACSystems TM Rx3i (x7i) კონტროლერები მუშაობენ მაღალსიჩქარული PCI – სალტის და Intel
Pentium 300 Mhz პროცესორის ბაზაზე. კონტროლერები ხასიათდებიან მონაცემთა მიმოცვლის მაღალი
სიჩქარით, გაფართოებული დიაგნოსტიკით და “ცხელი” შეცვლის შესაძლებლობით. PACSystems TM Rx
ხაზის კონტროლერები იყენებენ შეყვანა/გამოყვანის მოდულების ფართო დიაპაზონს, ამასთან
შესაძლებელია ახალი ტექნოლოგიაში წინა თაობის Series 90TM არსებული აპარატურის გამოყენება.
კომუნიკაციის გაფართოებულ შესაძლებლობებს უზრუნველყოფენ Ethernet და Profibus მოდულები, ასევე
უზრუნველყოფილია DeviceNet და Genius ქსელების მხარდაჭერა.
მართვის სისტემების პროგრამული უზრუნველყოფის დამუშავებისა და ფუნქციონირებისათვის
გამოიყენება სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა: VersaPro, CIMPLICITY TM, Proficy TM Logic
Developer-Machine Edition, Proficy TM HMI/SCADA.
ძირითად საინჟინრო კომპანიას წარმოადგენს ფირმა “სემპერი” – კომპანიის GE Automation
(ყოფილი GE Fanuc) სერვისის მომწოდებელი კავკასიის რეგიონში. მართვის სისტემების აგება კომპანიის
GE პროგრამულ-ტექნიკური პროდუქტის ბაზაზე ხასიათდება რიგი უპირატესობით სახვა ფირმებთან
შედარებით, კერძოდ კომპანიის პოლიტიკა მიმართულია ღია მართვის სისტემების დამუშავების
მხარდაჭერისკენ ადგილობრივი ძალების ჩართვით, რისთვისაც მაქსიმალურად უწყობს ხელს
სპეციალისტთა მომზადებას, ახორციელებს სრულფასოვანი ტექნიკური დოკუმენტაციისა და საჭირო
პროგრამული პროდუქტების მოწოდებას. რიგი სხვა ფირმებისა ძირითადად ორიენტირებული არიან
შემკვეთისთვის დამთავრებული სისტემების მიწოდებაზე მოცემული კონტრაქტის ფარგლებში.
ადგილობრივი შემსრულებლის სპეციალისტებთან ურთიერთობისას საწარმოს ტექნოლოგიური
მოთხოვნებისა და ამოცანების ადგილზე გულდასმით და კომპეტენტურად შესწავლის შესაძლებლობა
ხელსაყრელ უპირატესობას იძლევა უცხოურ ფირმებთან ფორმალურ მიმოწერასა და საზღვარგარეთიდან
სპეციალისტების ხანმოკლე მაღალანაზღაურებად ვიზიტებთან შედარებით.
ნახაზზე 1. მოყვანილ სქემაზე ნაჩვენებია მართვის სისტემაში შემავალი კომპონენტები:
პერსონალური კომპიუტერები (სერვერი და სამუშაო სადგურები), ზედა დონის (PACSystems Rx3i) და
ქვედა დონის (VersaMax) პროგრამირებადი ლოგიკური კონტროლერები, ტექნოლოგიური პარამეტრების
გამზომი გადამწოდებისა და შემსრულებელი მოწყობილობების მაგალითები.

12
ნახ. 1. ტექნოლოგიური პროცესების მართვის განაწილებული სისტემის საილუსტრაციო სქემა.

მართვის სისტემების დამუშავების შერჩეული კონცეფცია და შესაბამისი აპარატურული პარკი


საშუალებას იძლევა შეიქმნას მართვის სისტემები ღია არქიტექტურით, შემდგომი გაფართოებისა და
გაღრმავების შესაძლებლობით, ამავე დროს მუდმივად შენარჩუნებულია განვითარებული მართვის
თანამედროვე მეთოდების დანერგვისა და დამუშავებული სისტემის ინტეგრაციის შესაძლებლობა
შემდგომი დონის სისტემებთან, როგორებიცაა საწარმოს ნედლეულის, პროდუქციისა და
ენერგორესურსების აღრიცხვის, სამეცნიერო კვლევითი, სტატისტიკური ანალიზის, ხარისხის მართვის
სისტემები. მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი განვითარების შესაძლებლობას იძლევა მხოლოდ შესაფერისი
მართვის სისტემის დანერგვა და განვითარების პერსპექტივები გათვალისწინებული უნდა იქნას სისტემის
პროექტირების ადრეულ ეტაპებზევე. მართვის სისტემების დამუშავების პრაქტიკა მოიცავს
მომხმარებელთან (შემკვეთთან) ინტენსიურ კონსულტაციებს უკვე ტექნიკური დავალების ჩამოყალიბების
ეტაპზე, რაც უზრუნველყოფს მომავალი მართვის სისტემის ფართო ფუნქციონალური შესაძლებლობის
დაგეგმვას და ამავე დროს თანაფარდობის “ფასი/ხარისხი” ოპტიმიზირებას. ხშირად მომხმარებელი, არ
გააჩნია რა დეტალური წარმოდგენა თანამედროვე მართვის სისტემის პოტენციური შესაძლებლობების
შესახებ, ტექნიკური მოთხოვნების დაგეგმვისას თვითონ ზღუდავს ამოცანების რაოდენობრივ-თვისობრივ
სიმრავლეს და მათი შემდგომი გაფართოების პერსპექტივას. ამ დროს ამოცანების სწორად გააზრების
ეტაპზე ხშირად აღმოჩნდება, რომ პრაქტიკულად სისტემის ღირებულების უცვლელად ხერხდება
გაცილებით მოქნილი და ფუნქციონალური სისტემის დაპროექტება, ვიდრე თვით მომხმარებელს ჰქონდა
დაგეგმილი, და რაც მთავარია, რჩება მისი შემდგომი გაფართოებისა და ხარისხობრივი სრულყოფის
შესაძლებლობა.
მოცემული კონცეფციის შესაბამისად კომპანია “სემპერი”-ს სპეციალისტების მიერ საქართველოში
დამუშავებულია და დანერგილია მთელი რიგი მართვის სისტემებისა, მათ შორის:
• თბილისის მეტროპოლიტენის ელექტროკვების მართვის დისპეჩერული სისტემა;
• საქართველოს მაღალი ტექნოლოგიების ეროვნულ ცენტრში – ბორ-10, ბორ-11 იზოტოპების
წარმოების ტექნოლოგიური პროცესების მართვის სისტემები;
• აზოტისა და ჟანგბადის იზოტოპების განცალკევებისა და იზოტოპური ნაერთების სინთეზის
ტექნოლოგიური პროცესების მართვის სისტემები კომპანიაში “CPI Georgia”;

13
• ბენზინის წარმოების ავტომატიზირებული მართვის სისტემა ქ. რუსთავში;
• ლითონების თერმული დამუშავების ღუმელების მართვის სისტემები საწარმოში “ავიამშენი”;
• არმატურის საგლინავი დანადგარების მართვის სისტემები რუსტავის მეტალურგიულ
ქარხანაში.

უკვე ტექნიკური დავალების მომზადების ეტაპზე და ავტომატიზაციის სქემის – ე.წ. P&ID (Piping
and Instrumentation Drawings) ჩამოყალიბებიდან დაწყებული პროექტირება ხორციელდება ISA დე-ფაქტო
სტანდარტის აღნიშვნებისა და წესების გამოყენებით. შედეგად, თითოეული პარამეტრისა და
ინსტრუმენტის შესაბამისი აღნიშვნები გადაეცემა შემდგომ სტადიებს: როგორც პრინციპიალურ, სამუშაო-
სამონტაჟო სქემების და დოკუმენტაციის შედგენისას, მიღებული აღნიშვნებივე გამოიყენება პროგრამულ
უზრუნველყოფის დამუშავებისას პარამეტრების იდენტიფიკატორებად, ასევე ლოჯისტიკური ძიების,
შეკვეთებისა და ინვენტარიზაციისას, აგრეთვე კალიბრაციის სამსახურების ფუნქციონირებისას. ნახაზზე 2.
წარმოდგენილია P&ID სქემის მაგალითი ერთ-ერთი დანადგარისთვის.

ნახ. 2. P&ID სქემის მაგალითი.

ნახაზზე 3. მოყვანილია ერთ-ერთი ტექნოლოგიური დანადგარის მართვის სისტემაში შემავალი


კომპიუტერის ეკრანზე ასახული პროცესის მნემოსქემა. ეკრანზე გამოსახული ზოგიერთი ტექნოლოგიური
პარამეტრის მნიშვნელობების შეყვანა სისტემაში ხდება უშუალოდ მთავარი კონტროლერის მოდულების
შესასვლელებიდან, ზოგიერთის კი მართვის განაწილებული სისტემის შემადგენლობაში შემავალი
დაშორებული სადგურების შესაბამისი მოდულების შესასვლელებიდან, ასევე ხდება ურთიერთქმედება
შემსრულებელ მოწყობილობებთან.
სხვადასხვა მართვის სისტემების დამუშავებისა და დანერგვის პროცესში შესრულებულია
მრავალი ურთულესი ამოცანა, როგორებიცაა:
ƒ ელექტრული კვების საიმედო და უსაფრთხო კომუტაციის მართვა;
ƒ მძლავრი ელექტრული გამახურებლების სიმძლავრის ზუსტი გაზომვა და რეგულირება;
ƒ ტექნოლოგიური პარამეტრების – ტემპერატურების, წნევების გაზომვა და რეგულირება;

14
ƒ აირადი და თხევადი ნაკადებისა და დონეების (მათ შორის ძლიერ აგრესიული
ნივთიერებების) ზუსტი გაზომვა და რეგულირება;
ƒ კრიოგენული სითხეების ნაკადების დოზირება, დონეების გაზომვა და რეგულირება;
ƒ ტექნოლოგიურ დანადგარებში ვაკუუმის გაზომვა და კონტროლი;
ƒ საწარმოო ანალიტიკური გაზომვები, მათ შორის On-line და In-line რეჟიმებში.
ჩამოთვლილი ამოცანების გადაჭრის პროცესში შესრულებული იყო შესაბამისი გამზომი და
შემსრულებელი მოწყობილობების მოძიება, შერჩევა, მოწოდება და დანერგვა მართვის სისტემებში,
ამასთან პროგრამირებადი ლოგიკური კონტროლერების შესაბამისი მოდულების სპეციფიკაციათა ფართო
არჩევანი და მრავალფუნქციონალურობა უზრუნველყოფდა შერჩეული მოწყობილობების იოლ
იმპლიმენტაციას მართვის სისტემებში.

ნახ. 3. ტექნოლოგიური დანადგარის კომპიუტერული მნემოსქემის მაგალითი.

15
მონაცემთა შეგროვება

ზოგადად მონაცემთა შეგროვება (Data acquisition) გულისხმობს სხვადასხვა ტიპის სენსორებიდან


მოწოდებული მრავლობითი ელექტრული და ელექტრონული შემავალი სიგნალების დამუშავებას
სისტემებისა და პროცესების მონიტორინგის, ანალიზის და/ან კონტროლის მიზნით. მონაცემთა
შეგროვების ხელსაწყოებს მიეკუთვნებიან კომპიუტერული მოდულები, მონაცემთა რეგისტრატორები,
ციფრული და დიაგრამული თვითჩამწერი ხელსაწყოები.
თვითჩამწერი ხელსაწყო (Chart Recorder) ახდენს პროცესის პარამეტრის სიდიდის ჩაწერას. მრავალ
მეწარმეს რეგულაციები ავალდებულებენ, რათა მარეგულირებელ სააგენტოებს მიაწოდოს პროცესის
ისტორია. სხვა შემთხვევებში მწარმოებლები ხშირად იყენებენ თვითჩამწერებს მონაცემთა
შესაგროვებლად ტრენდის შემდგომი ანალიზისათვის. პროცესისთვის კრიტიკულ წერტილებში გაზომვის
მონაცემთა ჩაწერა და შემდეგ პროცესის შედეგებთან ერთად ანალიზი იძლევა პროცესის გაუმჯობესების
საშუალებას. თანამედროვე თვითჩამწერები როგორც წესი, წარმოადგენენ არა მხოლოდ მექანიკურ
ხელსაწყოებს, არამედ ციფრულ (პროცესორულ) მოწყობილობებს, რომელთაც გაზომილი სიდიდის
გრაფიკების ქაღალდის ლენტაზე წარმოდგენის გარდა შეუძლიათ ციფრული ჩვენება, მეხსიერებაში და
რაიმე მატარებელზე ჩაწერა. პრაქტიკულად ისინი წარმოადგენენ სპეციალიზირებულ კომპიუტერებს და
არა რაღაც ანაქრონიზმს მართვის სისტემებში. ისინი ფართოდ არიან წარმოდგენილი ხელსაწყოთა
თანამედროვე მომწოდებლების კატალოგებში და ჩვეულებრივ ხასიათდებიან მაღალი ღირებულებით.
განხილულია მონაცემთა შეგროვების კომპაქტური მოდულების გამოყენების ანალიზი
თვითჩამწერ ხელსაწყოებთან შედარებით და რეალური ამოცანების შესრულების შესაბამისი გამოცდილება.
ასეთი ამოცანები დგება სხვადასხვა საწარმოო პროცესების, ექსპერიმენტული კვლევისა და ანალიტიკური
გაზომვების ავტომატიზაციის სისტემების დამუშავების დროს. ასეთი მოდულები უერთდებიან ტიპიურ
პერსონალურ კომპიუტერებს, რომლებთანაც ერთად ქმნიან მონაცემთა შეგროვების კომპიუტერულ
სისტემას (რა თქმა უნდა, კომპიუტერში უნდა ჩაიტვირთოს შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა).
ბოლო წლებამდე, მონაცემთა შეგროვების მოდულები ძირითადად იდგმებოდნენ უშუალოდ
კომპიუტერის დედა დაფის შიდა სალტეების ბუდეებში (ISA, PCI), რაც არც თუ ისე მოხერხებულია,
განსაკუთრებით თუ საჭირო იყო მობილური სისტემა და საერთოდ გამორიცხავდა პორტარტული
კომპიუტერების გამოყენებას ამ მიზნით. ბოლო წლებში, როდესაც კომპიუტერები აღიჭურვა USB
ინტერფეისით, გამოჩნდნენ შესაბამისი მოდულებიც, რომლებიც უმარტივესი გზით უკავშირდებიან
კომპიუტერებს.
ქვემოთ მოყვანილია სხვადასხვა საწარმოებში (მაღალი ტექნოლოგიების ეროვნული ცენტრი,
კომპანიები “სი-ფი-აი ჯორჯია”, “სპექტრა გეზის ჯორჯია”, “თბილავიამშენი”) შესრულებულ ამოცანათა
მაგალითები, რომლებიც ავლენენ მრავალ სხვა ობიექტებისთვის საერთო ტიპიურ კანონზომიერებას.
უმარტივეს შემთხვევად შეიძლება მივიჩნიოთ ამოცანა, როდესაც პროცესის ავტომატიზაციის
სისტემაში არ შედის რაიმე რეგისტრაციის საშუალება ან საჭიროა არსებული ჩამწერ საშუალებათა პარკის
მოდერნიზაცია. ასე, მაგალითად ერთ-ერთ საწარმოში შევქმენით კაზმის წინასწარი თერმული
დეჰიდრატაციის ღუმელების მართვის სისტემა კომპანიის GE Fanuc იაფფასიანი Durus მოდელის
პროგრამირებადი ლოგიკური კონტროლერის გამოყენებით. პერიოდული პროცესის თერმული რეჟიმის
რეგისტრაციისა და დოკუმენტირებისთვის გამოყენებული იქნა 8-არხიანი თერმოწყვილური სიგნალების
USB მოდული EW-18200-40 (კომპანია Cole Parmer), რომლის შესასვლელზე მიეწოდებიან იმავე
თერმოწყვილების სიგნალები, რომლებიც გამოყენებულია პროცესის მართვისთვის. ისეთივე მოდული
იქნა გამოყენებული საწარმოში, სადაც საჭირო იყო პროდუქტის ფლაკონების ავტოკლავში თბური
სტერილიზაციის პროცესის ვალიდაციის სისტემის დანერგვა. მსგავსი მიდგომა იქნა გამოყენებული,
როდესაც ერთ-ერთ საწარმოში ელექტროლიზური პროცესის ელექტრული პარამეტრების რეგისტრაციის
სისტემის შექმნისას, გამოყენებული იქნა 8-არხიანი მოდული USB-4718 (კომპანია Omega Engineering),
რომელიც განკუთვნილია თერმოწყვილური, სხვადასხვა დონის ძაბვის, დენის სიგნალების გასაზომად,
ასევე გააჩნია ციფრული სიგნალების შეყვანა/გამოყვანის შესაძლებლობა. სამივე ზემოთჩამოთვლილ
შემთხვევაში გამოყენებული იქნენ ადგილზე არსებული პერსონალური კომპიუტერები.
ბუნებრივია, რომ როდესაც არსებობს პროცესების მართვის კომპიუტერიზებული სისტემები (DCS
ან SCADA), რომლებიც ისედაც შეიცავენ პროგრამულ საშუალებებს მონაცემთა შეგროვების,
რეგისტრაციისა და არქივირების ამოცანების შესარულებლად (Data Historian, RTDB, SQL, Log DB, Archive
DB), ნებისმიერი პარამეტრის რეგისტრაციის და არქივირების ამოცანის ჩართვა ხორციელდება თვით ამ

16
სისტემაში, მაგრამ ზოგჯერ დგება აუცილებელი მოთხოვნა, რომ ზოგიერთი პროცედურა განხორციელდეს
გარეშე გამზომ-მარეგისტრირებელ ინსტრუმენტების გამოყენებით. ასე, მაგალითად, აეროკოსმოსური და
თავდაცვითი მასალების თერმული დამუშავების სპეციფიკაცია AMS 2750D მოითხოვს რიგი
პროცედურების (ღუმელში ტემპერატურული ერთგვაროვნების შესწავლა-TUS, სისტემის სიზუსტის
შემოწმება-SAT) განხორციელებას აუცილებლად მართვის სისტემისგან დამოუკიდებელი გაზომვისა და
ჩაწერის საშუალებების გამოყენებით. საწარმოში, სადაც დავნერგეთ ღუმელის პროგრამული მართვის
კომპიუტერული SCADA სისტემა კომპანიის GE Fanuc 90-30 სერიის პროგრამირებადი ლოგიკური
კონტროლერების ბაზაზე, საჭირო გახდა თერმოწყვილის სიგნალების შეგროვების დამოუკიდებელი
სისტემის შექმნაც, რისთვისაც გამოყენებული იქნა ტიპიურ პორტარტულ კომპიუტერთან შეერთებული
ორი 8-არხიანი მოდული TC-08 (კომპანია Omega Engineering).
ზემოთჩამოთვლილი მონაცემთა შეგროვების მოდულები ხასიათდებიან მაღალი სიზუსტით და
საიმედოობით და ამ მახასიათებლებით აღემატებიან მექანიკურ თვითჩამწერ საშუალებებს, მაგრამ რა თქმა
უნდა ციფრული-პროცესორული ხელსაწყოები, რომლებზეც ადრე ვისაუბრეთ, ხასიათდებიან არანაკლები
ტექნიკური პარამეტრებით და ციფრული ჩანაწერების გენერაციის საშუალებებით.
USB მოდულების საფუძველზე მონაცემთა შეგროვების კომპიუტერული სისტემის შექმნისას იმავე
შესაძლებლობის მქონე თვითჩამწერ ხელსაწყოებთან შედარებით მიიღწევა საგრძნობი ეკონომია, რომელიც
ადვილად ფარავს ტიპიური (ან პორტარტული) კომპიუტერისა და პრინტერის (თუ აუცილებელია) შეძენის
ხარჯებსაც, ამასთან უნდა გავითვალისწინოთ თვითჩამწერებისთვის ხარჯვადი მასალების ღირებულება
და შეძენის სირთულეებიც.
შეიძლება დაისვას კითხვა: ითვლება თუ არა კომპიუტერული ჩანაწერი კანონიერ დოკუმენტად
ტექნოლოგიური პროცესების რეჟიმების ვალიდაციისათვის ან ხარისხის კონტროლისათვის?
პროგრამული პროდუქტები, რომლებიც თან ახლავენ მონაცემთა შეგროვების მოდულებს,
უზრუნველყოფენ ელექტრონული ფაილების შექმნას და წარმოდგენას (Playback), იმ მახასიათებლებით,
რომლებიც აკმაყოფილებენ AMS 2750D სპეციფიკაციის და შესაბამისად NADCAP აკრედიტაციის უმკაცრეს
მოთხოვნებს ელექტრონული ჩანაწერების მიმართ, მათ შორის ერთჯერადი ჩანაწერის ფორმირებას
სპეციფიკური ფორმატით, რომლის შეუმჩნეველი რედაქტირება შეუძლებელია. ამასთან შესაძლებელია
მონაცემთა ექსპორტი/კონვერტირება ტექსტური ან ელექტრონული ცხრილის ფორმატის ფაილის სახითაც.

17
დანართები
მართვის განაწილებული სისტემების კონტროლერები
ABB / Industrial IT - Advant Master DCS

Advant OCS (Open Control System) is an ABB solution for operators to improve their manufacturing productivity
and achieve sustainable competitive advantages.

In 1992, based on the success of the Master systems in the 80's, the Master system began its evolution to Advant
OCS. This evolution introduced high capacity controllers and I/O with an improved redundancy scheme. Also
included were modern UNIX workstations, and in 1996 S800 I/O was added providing modular flexible remote I/O.

In 2000, Advant OCS with Master Software began its next step in the evolution process with the introduction of
Industrial IT enabled products. ABB's commitment to protecting your investment continues with these
enhancements by providing connectivity to our latest control offering.

A versatile and complete range of process I/O systems within the Advant family enables optimal user configurations:

S100I/O - A rack-based I/O system for AC400 controllers


S600I/O - A rack-based I/O system for AC100 controllers
S800I/O - A highly modularized and flexible I/O-system

Numerous characteristics and functions facilitate and improve operation, monitoring, and reengineering of each
process in a company. 800xA Operations (Process Portal) and the proven AdvaCommand for Unix solution (based
on HP-UX) are available as an operator station for Advant OCS with Master Software.

The intuitive operator software provides consistent access and interaction with data from multiple control and I/O
to plant and enterprise information.
ABB Advant Master Control Systems

Honeywell - Experion PKS


Honeywell Experion™ Process Knowledge System (PKS)

Experion is Honeywell's unified system for process, business, and asset management that helps industrial
manufacturers increase their profitability and productivity.

Experion takes customers well beyond Distributed Control System (DCS) functionality with an advanced
automation platform solution and innovative application integration to improve business performance and peace of
mind. And there's no need to worry about upgrading from TDC 2000®/TDC 3000® or TotalPlant® Solution (TPS).

The unique, patent pending design of Series C combines sleek styling and function to provide process I/O with
reduced footprint, easier installation and maintenance, and longer life. The Series C form factor benefits extend to
multiple modules, such as the Series C C300 Controller, the Fieldbus Interface Module, the Control Firewall, and
HART analog modules.

The Control Execution Environment (CEE) is the common core software used in the various controllers supported

18
by ExperionTM. This includes the C200 Process Controller, the C300 Process Controller, the Application Control
Environment (ACE) and the C200 Simulation Environment (SIM-C200). The CEE provides an execution and
scheduling environment where control strategies are configured from a rich set of standard and optional function
blocks using a single builder tool, Control Builder.

Function blocks are grouped and wired together in a container to perform a specific control function such as a valve
control strategy. The Control Execution Environment (CEE) supports two types of containers: the Control Module
in which continuous and discrete controls are combined; and an SCM, which is used for sequence control. Function
blocks support the complete control application range, such as continuous, discrete and batch control.

Emerson Process Management / DeltaV

DeltaV is the creation of Emerson Process Management's technological innovators, who worked in an off-site "out-
of-the-box" think tank to build an automation system that could integrate and leverage today's digital world and
cutting-edge technological innovations to make a value step-change in the process industries.

The name DeltaV is derived from the engineering equation for acceleration: dv/dt, the change in velocity over the
change in time. The DeltaV system makes planning, engineering, installing, commissioning, training, operating, and
maintaining your process EASY, which accelerates your success in improving your plant performance.

The DeltaV system scales the complete range of applications from an isolated process area to a complete plant-wide
automation system. Whether you need tens of I/O or tens of thousands of I/O-any size you want! The DeltaV system
provides all the tools to manage your process easier than ever before.

The complete family of controllers is available to power your most advanced control strategies. Full controller and
power supply redundancy is available for your mission-critical applications. The controller and I/O sub-system is
rated for Class I, Division 2 and Zone 2 environments to reduce your installation costs.

DeltaV workstations are based on the latest Intel-based microprocessors running the Microsoft Windows XP
/Windows 2003 operating system. A complete range of applications is provided to cover system configuration,
operator interface, engineering, maintenance, and integration functions.

The DeltaV control network—a high-speed Ethernet LAN—provides system communications and connects the
various system nodes. The control network can be fully redundant. DeltaV remote services extend the operations,
engineering, and diagnostic applications across your enterprise network.

Unlike PLC/HMI solutions, the completely integrated DeltaV system features a single database that coordinates all
configuration activities. System configuration is globally distributed in the run-time environment.

Emerson - DeltaV
Hybrid Systems

19
მართვისა და მონაცემთა შეგროვების სისტემების კონტროლერები
Wonderware- Intouch
Ivensys - Wonderware / Intouch

InTouch® 9.0 software with SmartSymbols and the IOSetRemoteReferences script function enables users to
quickly and easily create and deploy graphical representations of real-time industrial process applications that
connect to InTouch tag servers, ArchestrA® Object Templates in Wonderware's Industrial Application Server and
I/O Servers.
With SmartSymbols, users can very easily create graphic templates that can be used throughout the entire
application. Users can create a graphical object once, attach animations and then save that object as a SmartSymbol.
Users can also create standard libraries of SmartSymbols that adhere to their company's standards for color and
animation, resulting in graphics that conform to existing practices without requiring a great deal of administration
and management. These libraries of SmartSymbols can be exported and imported into other InTouch
applications resulting in standards for graphics that can be easily implemented
throughout an entire organization. Developing entire InTouch HMI
applications becomes as simple as choosing the SmartSymbol graphic from the
library manager, selecting the instance reference and dropping it into a
window.
When testing applications or modifying graphical objects, users only
need to edit the SmartSymbol graphic template and all instances throughout
the application will be automatically updated with the new information,
resulting in tremendous time savings and a significant reduction in potential
errors.
In addition, the IOSetRemoteReferences script function enables users to create graphical faceplates, which
can be quickly modified at runtime. Faceplates can be created to model devices and their controls used throughout
the application such as valves, pumps and motors. To leverage the IOSetRemoteReferences script function, a user
would first create a SmartSymbol graphic template and then associate it with tags using a remote style reference. At
runtime, whenever a particular condition occurs or a device such as a push of a button is activated, the IO
SetRemoteReferences function updates all of the data references. This update is very fast because all of the data
sources in the window are updated using one line of script.

Intellution- iFIX
GE Fanuc - Intellution / iFIX

Proficy HMI/SCADA - iFIX is a powerful Client/Server based HMI/SCADA solution that provides process
visualization, data acquisition and supervisory control over manufacturing and production processes. Proficy
HMI/SCADA - iFIX gives Operators and Process Engineers the power and security to precisely monitor and control
every aspect of their process, equipment and resources. The result is a faster response to production issues, with
improved quality, reduced waste, faster time-to-market and increased profitability.
Powerful Distributed Client/Server Architecture
Collects, processes and distributes real-time data with unparalleled flexibility and scalability. The Proficy
HMI/SCADA - iFIX architecture enables users to leverage multiple clients, including iClient TS - a solution that
leverages Microsoft Terminal Server technology to seamlessly extend the reach of your HMI/SCADA applications.
Faster system development and deployment
The Intellution WorkSpace delivers point-and-click simplicity to application development. Through the use

20
of powerful yet easy-to-use Wizards, Proficy HMI/SCADA - iFIX dramatically accelerates the development process.
In addition, Intellution's Animation Experts drive internal third-party ActiveX control without VBA Programming.
Simplified application integration
Through Proficy HMI/SCADA - iFIX's patented Secure Containment technology, you can fully leverage
third-party applications within the Proficy HMI/SCADA - iFIX environment... and do so without compromising
your system's reliability.
Enhanced security and accountability
Proficy HMI/SCADA - iFIX boasts powerful new security and eSignature capabilities, designed to enable
access restriction at a very granular level, as well as deliver a vehicle for capturing complete audit trail information -
outstanding functionality for businesses in the regulated industries or for any company who simply wants to
enhance security.

21
პროგრამირებადი ლოგიკური კონტროლერები
Rockwell Automation AB -

SLC 500 Programmable Logic Controller

The SLC 500 family is a growing family of small programmable controllers built around two hardware options: a
fixed controller or a modular controller. The modular controller offers you maximum flexibility in system
configuration. Wth its multiple processor choices, numerous power supply options and extensive I/O capacity, the
modular SLC 500 controller allows you to create a system specifically designed for your application.

The fixed controller provides the power supply, inputs and outputs, and processor in one unit. It also offers a 2-slot
expansion chassis for increased flexibility. The programming tools and most I/O modules are compatible between
the two hardware options, so you can cost effectively solve a broad range of applications.

PLC-5 / 1771 Controller System

PLC-5 processors are available in a large range of forcible I/O (512 maximum through 3072 maximum) and
maximum user memory (6K through 100K words). All are capable of controlling remotely-located I/O. The
maximum number of I/O locations ranges from 5 through 125.

A PLC-5 processor communicates across the 1771 backplane to 1771 I/O modules in the chassis in which the
processor resides. A PLC-5 processor can communicate with I/O across a DeviceNet or Universal Remote I/O link.
Selected models of PLC-5 processors can communicate with I/O across a ControlNet or Extended Local I/O link. I/O
adapters for 1771 I/O are available for ControlNet, Universal Remote I/O, and Extended Local I/O links. General
communication messages can be sent from or received by PLC-5 processors across DeviceNet, ControlNet, or
Ethernet networks, as well as Data Highway Plus, RS-232-C, RS-422-A, or RS-423-A networks. You can add a
DeviceNet port to any PLC-5 processor with a 1771-SDN scanner module. Each Ethernet PLC-5 processor has an
on-board Ethernet port, and you can add an Ethernet port to any PLC-5 processor with a 1785-ENET Ethernet
Interface Module.

Allen-Bradley
SLC 500 Processors
Allen-Bradley
PLC-5 Family

Siemens
Simatic S7-300
Siemens Simatic PLC's -

Simatic S7

22
SIMATIC S7 lets you implement an array of different technologies with integrated solutions.

It is easy to parameterize functions in the TIA range, using the interactive screen forms embedded in STEP 7.

The STEP 7 basic package already includes blocks for control tasks. These blocks can be loaded onto any CPU. In the
field of microautomation, STEP 7-Micro/WIN also offers a user-friendly assistant for programming technological
functions.

For the count, measure, control and position processes, there are CPUs available featuring the technological
functions as an integral part of the operating system.

The technological tasks are executed by way of the inputs and outputs directly integrated on the CPU.

The Technology CPUs 315T and 317T integrate performant PLCopen-certified technology and motion control
functions right into the standard SIMATIC CPU.

Simatic ET200S

SIMATIC ET 200S is the distributed I/O station that guarantees lasting savings in life-cycle costs with the highest
flexibility. Installation couldn't be easier and the bit-modular design of the ET 200S enables multifunctional use of
the station.

The multifunctional ET200S can now communicate over PROFINET as well as over PROFIBUS, giving the proven
and field-tested I/O station all the advantages of Ethernet communication. PROFIBUS-DP is the fastest, most
standardised network at field level. It has been standardised in accordance with the European Norm EN 50170.
PROFIBUS is completely integrated in the new SIMATIC world, both in terms of hardware and software.

Modules for the ET 200S include power modules, digital or analog input and output modules, technology modules
and motor starters. The ET200S is also equipped for fail-safe signal modules and motor starters. Completely new is
the ET 200S frequency converter, which makes it possible to perform variable-speed drive tasks for up to 4 kW
power.

The SIMATIC ET 200 distributed I/O system makes it possible to connect digital and analog inputs/outputs with the
central controller. ET 200 also allows to use intelligent I/O modules in distributed configurations.

Terminal modules with FastConnect technology that needs no stripping of cables help minimize rewiring time.

Siemens
Simatic ET200

23

You might also like