You are on page 1of 1

4.

პროდუქციის სტრუქტურული ცვლილების ანალიზი

პროდუქციის მოცულობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გამოსაშვები პროდუქციის


გეგმური სტრუქტურული ცვლილება.აქედან გამომდინარე, პროდუქციის სტრუქტურის
ცვლილება გავლენას ახდენს სხვადასხვა ეკონომიკურ მაჩვენებელზე:პროდუქციის
თვითღირებულებაზე,მოგებაზე და სხვა.აღსანიშნავია, რომ თუ წარმოებული პროდუქციის
მთლიან მოცულობაში იზრდება ან მცირდება უფრო ძვირადღირებული პროდუქციის
ხვედრითი წონა.ყველა ასეთ ცვლილებას მოყვება ერთეული პროდუქციის დანახარჯთა
მუხლების წილის ცვლილება და ანალოგიური ხდება მოგების შემთხვევაში.განვიხილოთ
მაგალითი რომლის მიხედვითაც წარმოებული პროდუქციის ღირებულების კლება
ძირითადად გამოიწვია ძვირადღირებული პროდუქციის ხვედრითი წილის 960 ერთეულით
35 520 ლარით შემცირებამ,რაც აისახა წარმოებული პროდუქციის ღირებულების
ფაქტობრივ მაჩვენებელზე.თუ გეგმაზომიერი გამოშვების პირობებში სასაქონლო
პროდუქციის წარმოების მთლიან მოცულობად მოიაზრებოდა 1 950 600 ლარის
წარმოება,მიღებული ფასებით წარმოების ფაქტობრივმა ღირებულებამ შეადგინა
მხოლოდ 1 925 680 ლარი, რაც სტრუქტურულად 24 920 ლარით ჩამორჩება გეგმიურ
ნორმას.სტრუქტურული ცვლილებები გავლენას ახდენს საბოლოოდ მთლიანი
წარმოებული პროდუქციის ერთეულის საშუალო საბითუმო ფასის ცვლილებაზე გეგმასთან
მიმართებით.

You might also like