You are on page 1of 4

2. თეორიულად განიხილეთ და გრაფიკულად გამოსახეთ მეორეხარისხოვანი განთავსება.

თუ ბაზარზე გაგვაჩნია ორი ტიპის პროდუქტი: ფილმი და საკვები და ბაზრებზე არ აღინიშნება


დამახინჯება, მაშინ შეიძლება ითქვას რომ ამ ორივე პროდუქტი წარმოებაში მიღწეულია თავისუფალი
კონკურენტული წონასწორობა, რომელიც პარეტო-ეფექტიანია. ამას ეწოდება პირველ ხარისხოვანი
განთავსება, რაც რესურსების განაწილების სრულ ეფექტიანობას ნიშნავს. შემთხვევაში თუ რომელიმე
მათგანზე აუცილებელია გადასახადის დაწესება , (მაგალითად თუ სახელმწიფოს სჭირდება
საგადასახადო შემოსავალი ეროვნული თავდაცისთვის ან ევროკავშირში თავისი საბიუჯეტო წილის
გადასარჩენად და საკვებზე აწესებს გადასახადს) მაშინ ამას მოსდევს არაეფექტიანი განთავსება.
დავუშვათ, ორივე წარმოება წონასწორულია, მაგრამ გადასახადი დაწესებულია საკვებზე. ზღვრული
დანახარჯების მრუდი ფილმისთვის გვიჩვენებს კერძო მეწარმისთვის იმ რესურსების ალტერნატიულ
დანახარჯს, რომელსაც იყენებენ უფრო ფილმის, ვიდრე საკვების საწარმოებლად. მაგრამ ეს უკვე აღარ
არის ფილმის წარმოებაში ამ რესურსების საზოგადოებრივი ალტერნატიული დანახარჯი. რატომ?
იმიტომ, რომ მეწარმეები აფასებენ რესურსებს იმ ღირებულების მიხედვით, რომელიც მეწარმეებს
შეუძლიათ მიიღონ აღნიშნული რესურსების საკვების წარმოებაში გადატანით. მაგრამ
მომხმარებლისთვის საკვების ფასი უფრო მაღალია, ვიდრე მეწარმეთა მიერ დაწესებული ღირებულება.

ნახაზი გვიჩვენებს, თუ რა ხდება ფილმის ბაზარზე, როცა ადგილი აქვს გადასახადით გამოწვეულ
დამახინჯებას საკვების ბაზარზე. 𝐷 არის ფილმზე მოთხოვნის მრუდი და გვიჩვენებს ფილმის
მომხმარებლის მიერ მისი ბოლო ერთეულის ზღვრულ შეფასებას.

𝑀𝑃𝐶 (𝑀𝑎𝑟𝑔𝑖𝑛𝑎𝑙 𝑃𝑟𝑖𝑣𝑎𝑡𝑒 𝐶𝑜𝑠𝑡) არის მწარმოებელთა მიერ ფილმის შესაქმნელად გამოყენებული
რესურსების ზღვრული კერძო დანახარჯები. Ის გვიჩვენებს, რომ რესურსები, რომელიც ჩაიდო საკვების
წარმოებაში, საკვების მწარმოებლებს მოუტანდნენ სარგებელს.
𝑀𝑆𝐶 (𝑀𝑎𝑟𝑔𝑖𝑛𝑎𝑙 𝑆𝑜𝑐𝑖𝑎𝑙 𝐶𝑜𝑠𝑡) არის რესურსების გამოყენების ზღვრული საზოგადოებრივი დანახარჯი,
რომელიც უფრო მეტად გამოსადეგია ფილმისთვის, ვიდრე საკვებისთვის. ის აჭარბებს მეწარმეთა
ზღვრულ კერძო დანახარჯს, რადგან მათთვის დამატებითი საკვებიდან მომხმარებლის სარგებელი
მეტია დამატებითი საკვების ღირებულებაზე.
როცა არ არსებობს ფილმზე გადასახადი, კონკურენტული წონასწორობა ფილმის წარმოებაში
ემთხვევა 𝐸′ წერტილს. 𝑄′ გამოშვების დროს ზღვრული საზოგადოებრივი დანახარჯი აჭარბებს ზღვრულ
საზოგადოებრივ სარგებელს, რომელიც მოცემულია 𝐷 მოთხოვნის მრუდის სიმაღლით. მომხმარებლები
გადაიხდიან გადასახადის შემცველ ფასს 𝑃2*. ზღვრული საზოგადოებრივი დანახარჯი და ზღვრული
საზოგადოებრივი სარგებელი გაწონასწორდება 𝐸* წერტილში.

მეორე რიგის თეორიის თანახმად, თუ მაინც არსებობს სიმახინჯე, მაგალითად, სახელმწიფო


გაზრდის ზოგიერთ გადასახადს, მცდარი იქნება ერთ ბაზარზე სიმახინჯეების თავმოყრა, პირიქით,
უფრო ეფექტიანი აღმოჩნდება მათი მოქმედების გავრცობა მრავალ ბაზარზე. ნახაზის მიხედვით
საკვებზე გადასახადი იწვევს
ზედმეტად მცირე რაოდენობის
საკვების წარმოებას; ამგვარად,
ერთადერთი ობიექტი სადაც
რესურსები შეიძლება ჩაიდოს, არის
ფილმის წარმოება, აქ კი უკვე
ზედმეტად ბევრი ფილმი იქნება
წარმოებული. ფილმზე გადასახადის
დაკისრება ხელს შეუწყობს სააღრიცხვო
ბალანსის აღდგენას.
13. თეორიულად განიხილეთ და გრაფიკულად გამოსახეთ წმინდა საზოგადოებრივი პროდუქტი;

საზოგადოებრივი პროდუქტი არის ისეთი პროდუქტი, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ ერAთი
ადამიანი გამოიყენებს, შეიძლება სხვამაც მოიხმაროს.სუფთა ჰაერი და თავდაცვა საზოგადოებრივი
კეთილდღეობის პროდუქტია.
საზოგადოებრივი დოვლათის მთავარი ასპექტებია: პირველი, ტექნიკურად შესაძლებელია, რომ
ერთმა ადამიანმა ეს პროდუქტი მოიხმაროს ისე, რომ არ შეამციროს სხვისი კუთვნილი რაოდენობა
(არაკონკურენტულია), და მეორე, შეუძლებელია ვინმე გამორიცხო მოხმარებიდან, თუ პროდუქტის
მოხმარებას მაღალი ხარჯები არ ახლავს. ზღვრული საზოგადოებრივი სარგებელი. დავუშვათ,
საზოგადოებრივი პროდუქტი არის წყლის ერთობლივი მარაგის სისუფთავე. რაც უფრო
ინფიცირებულია წყალი, მით უფრო მეტი დაავადდება ქოლერით ან სხვა ეპიდემიური სნეულებით.

საზოგადოებრივი პროდუქტი ძლიერ წააგავს გარე ეფექტს. თუ მოახერხებთ და თავდაცვას


პირადად შეიძენთ, ამით სხვებიც ისარგებლებენ, რადგან ამ პირობებში ზღვრული კერძო და ზღვრული
საზოგადოებრივი სარგებელი განსხვავდება ერთმანეთისაგან. კერძო ბაზრები არ აწარმოებენ თავდაცვის
საზოგადოებრივად ეფექტიან რაოდენობას, ამიტომ ამ სფეროში სახელმწიფოს უჩნდება შესაძლებლობა,
თავისი ჩარევით გაათანაბროს ზღვრული საზოგადოებრივი დანახარჯი და ზღვრული
საზოგადოებრივი სარგებელ

ნახაზზე. ნაჩვენებია ორი ადამიანის მაგალითი. პირველისთვის სუფთა წყალზე მოთხოვნის მრუდი
არის D1 . მოთხოვნის მრუდის თითოეული წერტილი გამოსახავს იმ თანხას, თუ რამდენს გადაიხდიდა
ეს პიროვნება უფრო სუფთა წყლის ბოლო ერთეულში. ის გვიჩვენებს ზღვრულ (კერძო) სარგებელს ამ
პიროვნებისათვის. D2 გვიჩვენებს უფრო სუფთა წყლის ზღვრულ (კერძო) სარგებელს მეორე
პიროვნებისათვის. 𝐷 მრუდი კი უფრო სუფთა წყლის ზღვრული საზოგადოებრივი სარგებლის
გამომხატველია. საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის გამოშვების თითოეულ დონეზე
ვერტიკალურად შევკრებთ ცალკეული პიროვნების ზღვრულ სარგებელს საზოგადოებრივი ზღვრული
სარგებლის მისაღებად. ამგვარად, 𝑄 გამოშვების დროს საზოგადოებრივი ზღვრული სარგებელი არის 𝑃 =
𝑃1 + 𝑃2. 𝑄 გამოშვების დროს მეორე პიროვნების ზღვრული კერძო სარგებელი არის მხოლოდ 𝑃2 ,
რომელიც 𝑃1 ფასზე ნაკლებია. მეორე პიროვნება არ გადაიხდის უფრო მაღალ ფასს იმისთვის, რომ
წააქეზოს კონკურენტული მიმწოდებელი, გააფართოოს წარმოება 𝑄-ზე მეტად. მეორე პიროვნება არის
უბილეთო მგზავრი, რომელიც პირველი პიროვნების 𝑄 შესყიდვით სარგებლობს. ეფექტიანია 𝑄 ∗
რაოდენობა და 𝑃 ∗ფასი.
17. თეორიულად განიხილეთ და გრაფიკულად გამოსახეთ მონოპოლია შემცირებული დანაკარგებით

კონკურენცია ლათინური სიტყვიდან მოდის და „შეტაკებას“, „შეჯახებას“ ნიშნავს. კონკურენციის


ქვეშ იგულისხმება სამეურნეო სუბიექტებს შორის ისეთი შეჯიბრი, რომლის დროსაც ისინი ეფექტიანად
და კანონიერად ზღუდავენ მეტოქის შესაძლებლობას, უპირატესობა მოიპოვოს ბაზარზე. იმ პირობებში,
როცა მასშტაბის ზრდით მიღებული ეკონომია მნიშვნელოვანია, ფირმა სრულყოფილი კონკურენციის
ვერ იქნება. ასეთ დარგში ფასი მეტია ზღვრულ ამონაგებზე შედეგად კი, არასრულყოფილი
კონკურენციის ფირმები ბაზრის სირთულეების წყაროდ იქცევა.
თუ ბაზარი არასრულყოფილი კონკრენციისაა, ვამბობთ, რომ თითოეული ფირმა ფლობს
მონოპოლიურ ძალაუფლებას. ფასის გადაჭარბება ზღვრულ შემოსავალსა და ზღვრულ დანახარჯზე
არის ფირმის მონოპოლიური ძალაუფლების საზომი.
არსებობს შემთხვევები როდესაც მონოპოლიის არსებობა გამართლებულია.
არსებობს სახელმწიფოს მიერ მონოპოლიურ ბაზარზე ჩარევის ორი სახე: პირველი -სახელმწიფო
შეეცდება დიდ ფირმებს უბრძანოს დაიყონ, იმ იმედით რომ ისინი უფრო კონკურენტულები იქნებიან, ან
მეორე შეიძლება სახელმწიფო მათ არ შეეხოს უბრალოდ თავიდან აირიდოს მათ მიერ მონოპოლიური
ძალაუფლების ბოროტად გამოყენება. დავუშვათ კონკურენტულ პატარა ფირმას აქვს მიწოდების მრუდი
და გრძელვადიანი ზღვრული დანახარჯების მრუდი LMC , ხოლო მონოპოლისტ ფირმას გააჩნია
მასშტაბის ეკონომია, ანუ ის უფრო იაფად აწარმოებს პროდუქციას და მისი გრძელვადიანი ზღვრული
დანახარჯების მრუდი უფრო ქვევით მდებარეობს LMC. კონკურენტული ფირმა აწარმოებს Qc
პროდუქტს (MR=LMC=P) ხოლო მონოპოლისტი კი აწარმოებს Qm პროდუქტს და წონასწორობა მიიღწევა
E’ წერტილში. რომელი გამოშვებაა უფრო სასარგებლო? კონკურენტულ ფირმას რომ Qm ეწარმოებინა
საზოგადოება დაკარგავდა B ოთკუთხედს. ეს არის ჭარბი რესურსის რაოდენობა რომელიც
კონკურენტულ ფირმას ჭირდება ამ პროდუქტის ამ რაოდენობის საწარმოებლად. სოციალური
დანაკარგები კი A-ს ტოლია. ხოლო თუ მონოპოლისტი აწარმოებს ამ პროდუქტს მაშინ B ოთკუთხედის
სიდიდე გადააჭარბებს A დანაკარგს. ამგვარად, მასშტაბის ზრდით მიღებულ, რაც უფრო მეტ ეკონომიას
და დაბალ საწარმოო დანახარჯებს მიაღწევს მონოპოლისტი, მით უფრო გადააჭარბებს 𝐴 სამკუთხედს 𝐵
ოთხკუთხედი.
21. თეორიულად განიხილეთ და გრაფიკულად გამოსახეთ ფასის განსაზღვრა ზღვრული დანახარჯების
მიხედვით.

კონკურენციის პოლიტიკა მიზნად ისახავს იმ საბაზრო ფიასკოს ანაზღაურებას, რომელიც


მასშტაბის ზრდიდან მიღებული ეკონომიით და მონოპოლიური ძალაუფლებით იქმნება.
სამრეწველო პოლიტიკა კი, მიზნად ისახავს დაძლიოს ბაზრის უუნარობის სხვა წყაროები, რომლებიც
ჩნდება საწარმოო პროცესებში.

თუ ეკონომიკაში რაიმე დამახინჯება არ არის, ნაციონალიზებულმა საწარმომ ფასი უნდა


დააწესოს ზღვრული საზოგადოებრივი დანახარჯის დონეზე

განვიხილოთ ნაციონალიზებულ საწარმოებში ფასწარმოქმნის ზოგიერთი ასპექტი. ჩვენ


აღვნიშნეთ, რომ ნაციონალიზებულმა საწარმომ ფასები უნდა დაადგინოს საზოგადოებრივი
ზღვრული დანახარჯის შესაბამისად. მაგრამ ეს მოკლევადიანი პერიოდის ზღვრული დანახარჯი
(შMჩ) უნდა იყოს, თუ გრძელვადიანი პერიოდის ზღვრული დანახარჯი (𝐿𝑀𝐶)?

ნახაზზე 5.1 მოცემული მოკლევადიანი პერიოდის ზღვრული დანახარჯი 𝑆𝑀𝐶0 მუდმივია (𝐶


წერტილი), ვიდრე ფირმის გამოშვების მოცულობა მიაღწევს მაქსიმუმს (𝑄0), შემდგომ კი ის 𝑆𝑀𝐶0
ხდება ვერტიკალური (იზრდება). ამგვარად, 𝑄0 გამოშვებას შეესაბამება 𝑆𝑀𝐶0 მოკლევადიანი
პერიოდის ზღვრული დანახარჯები, ხოლო 𝑄2 გამოშვებას შეესაბამება 𝑆𝑀𝐶2 მოკლევადიანი
პერიოდის ზღვრული დანახარჯები. დავუშვათ, 𝑆𝑀𝐶0 ვერტიკალურია და საბაზრო მოთხოვნაა 𝐷1.
მოკლევადიან პერიოდში ეფექტიანი გამოშვებაა 𝑄1 და ფასი უნდა დაწესდეს 𝐶 დონეზე. თუ საბაზრო
მოთხოვნაა 𝐷2, მაშინ მოკლევადიანი პერიოდის ზღვრული დანახარჯების შესაბამისად დაწესებული
ფასი მიგვიყვანს 𝑃2-მMDE.

გასათვალისწინებელია, რომ ამ
პირობებში 𝐿𝑀𝐶 მოიცავს 𝐶𝑘-ს რაც
არის კაპიტალზე დარიცხული
სარგებლის ნორმა (პროცენტი).
გრძელვადიან პერიოდში
პროდუქტის გამოშვების 𝑄0-დან 𝑄2-
მდე გაზრდით, საზოგადოება
მიიღებს 𝐴𝐵𝐸 სამკუთხედის ტოლ
საზოგადოებრივ ზღვრულ
სარგებელს 𝐸 წერტილში. 𝑄2
გამოშვების პირობებში ფასი არის 𝑃1
და ის მდებარეობს მოკლევადიანი
პერიოდის ზღვრული დანახარჯების
𝑆𝑀𝐶2 მრუდზე

ფასწარმოქმნა მოკლევადიანი პერიოდის ზღვრული დანახარჯების საფუძველზე ათანაბრებს


ზღვრულ დანახარჯებსა და ზღვრულ სარგებელს. გრძელვადიან პერიოდში ეფექტიანი
საინვესტიციო გადაწყვეტილებით, საწარმოო სიმძლავრე გარანტირებულად ასახავს გრძელვადიანი
პერიოდის ზღვრულ დანახარჯებსაც.

ახლა ვხედავთ, თუ როგორ არის ერთმანეთთან დაკავშირებული ფასწარმოქმნა და საინვესტიციო


გადაწვეტილებები. მოკლევადიანი გამოშვება უნდა შეფასდეს შMჩ-ზე, რომელიც გამოყენებული
რესურსების საზოგადოებრივი ალტერნატიული დანახარჯია. მიუხედავად ამისა, გრძელვადიანი
პერიოდის გამოOშვების მოცულობაში საზოგადოებამ სახსრები უნდა დააბანდოს იმ, თუ მომავალი
სარგებლის მიმდინარე ღირებულება აჭარბებს კაპიტალზე დამატებით დანახარჯს1 . გრძელვადიან
პერიოდში განაწილების ეფექტიანობა აღინიშნება E წერტილით, სადაც ზღვრული სარგებელი,
𝑆Mჩდა LMჩ ერთმანეთს ემთხვევა.

You might also like