You are on page 1of 6

1 თავი

ეკონომიკა არის იმის შესწავლა, თუ როგორ მართავს


საზოგადოება თავის შეზღუდულ რესურსებს.
ეფექტიანობა- საზოგადოების თვისება, მიაღწიოს მაქს. შედეგებს
არსებული შეზღუდული რესურსებიდან.
თანასწორობა- საზოგადოების წევრებს შორის ეკონომიკური
კეთილდღეობის სამართლიანად განაწილება.
ალტერნატიული დანახარჯი- ის არის რასაც ვთმობთ ამ ნივთის
სანაცვლოდ.
ზღვრული ცვლილებები- მრავალი ცხოვრებისეული გადაწყვეტილება
გულისხმობს მოქმედების არსებულ გეგმაში მცირე ცვლილებების
შეტანას. ამ ცვლილებებს ეკონომისტები ზღვრულ ცვლილებებს
უწოდებენ.
რაციონალური ადამიანი- ადამიანი, რომელიც სისტემურად და
მიზნობრივად მოქმედებს იმისათვის, რომ საკუთარი
შესაძლებლობების პირობებში მიზანს მიაღწიოს. ესეთი ადამიანი
მოქმედებას იწყებს მაშინ, როდესაც მისი მოქმედების ზღვრული
სარგებლობა>ზღვრულ დანახარჯზე.
ვინაიდან ადამიანები გადაწყვეტილებებს იღებენ დანახარჯებისა და
სარგებლობის შედარების გზით მათი ქცევა შეიძლება შეიცვალოს მათ
ცვლილებასთან ერთად. ესეიგი ადამიანები სტიმულებზე რეაგირებენ.
სტიმული ის რაც ადამიანს მოქმედებისაკენ უბიძგებს.
სხვებთან ვაჭრობის შედეგად, ადამიანებს შეუძლიათ შეიძინონ
უფრო მრავალფეროვანი საქონელი და მომსახურება ნაკლებ
ფასად.
საბაზრო ეკონომიკა- ეკონომიკური სისტემა, რომელიც ანაწილებს
რესურსებს მრავალი ფირმისა და საოჯახო მეურნეობის
დეცენტრალიზებული გადაწყვეტილებების მეშვეობით საქონლისა და
მომსახურების ბაზრებზე ამ ფირმებისა და საოჯახო მეურნეობის
ურთიერთქმედების დროს. საბაზრო ეკონომიკაში ცენტრალური
მგეგმავის გადაწყვეტილებები შეცვლილია მილიონიბით ფირმისა და
საოჯახო მეურნეობების გადაწყვეტილებებით. საბაზრო
ურთიერთქმედებაში საოჯახო მეურნეობები და ფირმები ისე იქცევიან,
თითქოს მათ უხილავი ხელი წარმართავდეს და სასურველ საბაზრო
შედეგებამდე მიჰყავს. ფასები ის ინსტრუმენტია,რომელიც ეს უხილავი
ხელი ეკონომიკურ საქიანობის წარმართავს. ფასები ასახავს,
როგორც საქონლის ფასეულობას, ისე მათი წარმოებისთვის
გაწეულ დანახარჯებს. როდესაც მთავრობა აბრკოლებს ფასების
ბუნებრივად დადგენას მიწოდებისა და მოთხოვნის სიდიდის
მიხედვით, იგი ასუსტებს უხილავი ხელის მიერ იმ მილიონობით
საოჯახო მეურნეობისა და ფირმის კოორდინირების უნარს,
ეკონომიკას შეადგნენ.
საკუთრების უფლება- ინდივიდის შესაძლებლობა იქონიოს და
გააკონტროლოს შესღუდული რესურსები. ყოველი ჩვენგანი
დამოკიდებულია მთავრობის მიერ დაფინსასებულ პოლიციასა და
ჩვენი უფლებების დასაცავად არსებულ სასამართლო სისტემაზე.
უხილავი ხელი კი მოქმედებს იმ ვარაუდით, რომ ჩვენ საკუთარი
უფლებების დაცვა შეგვიძლია. არსებობს ეკონომიკაში სახელმწიფოს
ინტერვინციის ორი მიზეზი: ეფექტიანობისა და თანასწორობის
ხელშეწყობა.
საბაზრო ჩავარდნა- სიტუაცია, როდესაც ბაზარი საკუთარი ძალებით
ვერ ახერხებს რესურსების ეფექტიანად გადანაწილებას. გარეგანი
ეფექტი: ერთი პირის გავლენა, მეორე პირის კეთილდღეობაზე.
საბაზრო ძალაუფლება: ერთი ეკონომიკური აგენტის უნარი, გავლენა
მოახდინოს საბაზრო ფასებზე.

სახელმწიფო პოლიტიკა, მაგ საშემოსავლო გადასახადი და


კეთილდღეობის სისტემა, მიზნად ისახავს ეკონომიკური
კეთილდღეობის სამართლიან გადანაწილებას.
წარმოუებლურობა- ერთ სამუშაო საათში წარმოებული საქონლისა
და მომსახურების რაოდენობა.
ინფლაცია- ეკონომიკაში ფასების საერთო დონის ზრდა. იმის გამო,
რომ მაღალი ინფლაცია, საზოგადოებას უამრავ დანახარჯს აკისრებს
ინფლაციის დაბალ დონეზე შენარჩუნება პოლიტიკოსის მთავარი
მიზანია მთელ მსოფლიოში.
საქმიანი აქტივობის ციკლი- ისეთი ეკონომიკური აქტივობების
ცვლილებები, როგორიცაა დასაქმეობა და წარმოება.
თავი 2
პირველი მოდელი-ეკონომიკური წრებრუნვის მოდელი.
ეკონომიკის მოდელი, რომელიც გვიჩვენებს როგორ მოძრაობს
რესურსების ნაკადი საოჯახო მეურნეობებსა და ფირმებს შორის
სხვადასხვა ბაზრების გავლით.
საწარმოო ფაქტორები: შრომა, მიწა და კაპიტალი.
საქონლისა და მომსახურების ბაზრებზე საოჯახო მეურნეობები
მყიდველები არიან, ფირმები კი გამყიდველები. ხოლო საწარმოო
ფაქტორების ბაზრებზე, საოჯახო მეურნეობები გამყიდველები,
ფირმები კი მყიდველები. საწარმოო ფაქტორების ნაკადი
მიმართულია საოჯახო მეურნეობებიდან ფირმებისკენ, ხოლო
საქონლისა და მომსახურების ნაკადი ფირმებიდან საოჯახო
მეურნეობისკენ.
საწარმოო შესაძლებლობათა საზრვარი- გრაფიკი, რომელიც
გვიჩვენებს წარმოების სხვადასხვა კომბინაციებს , რომლის
შესაძლებლობაც აქვს ეკონომიკას წარმოების მოცემული
ფაქტორებისა და ტექნოლოგიის პირობებში.(გვ 24 ნახაზი 2).
საწარმოო შესაძლებლობათა საზღვრის გადაადგილება -
ეკონომიკური განვითარება კომპიუტერის დარგში საწარმოო
შესაძლებლობათა საზღვარს გადაადგილებს,რაც გაზრდის
ავტომობილებისა და კომპიუტერების რაოდენობას, რომლის
წარმოებასაც შესაძლებელია ამ ეკონომიკაში. (გვერდი 26 ნახაზი3)

პოზიტიური დებულება- დებულება იმის შესახებ თუ როგორია


სამყარო.
ნორმატიული დებულება- თუ როგორი უნდა იყოს სამყარო.
თავი 4
მიწოდება და მოთხოვნა
მიწოდება და მოთხოვნა ის ძალებია, რომლებიც საბაზრო ეკონომიკას
ამუშავებს. ეს ძალები განსაზღვრავს თითოეული საქონლის წარმოების
მოცულობას და ამ საქონლის გასაყიდ ფასს.
ბაზარი
კონკრეტული საქონლისა და მომსახურების მყიდველთა და
გამყიდველთა ჯგუფი. მყიდველები, როგორც ჯგუფი, განსაზღრავენ
საქონელზე მოთხოვნას, ხოლო გამყიდველები განსაზღრვავენ
მიწოდებას.
კონკურენტული ბაზარი
ბაზარი, რომელზეც მრავალი მყიდველი და გამყიდველია და
თითოეული მათგანი უმნიშვნელო გავლენას ახდენს საბაზრო ფასზე.
ზოგიერთ ბაზარზე ერთი გამყიდველია, ამას მონოპოლია ეწოდება,
ხოლო გამყიდველს მონოპოლისტი.

მოთხოვნა(დედამოტყნული)(დემანდ)
მოთხოვნის რაოდენობა არის საქონლის ის მოცულობა, რომლის
შეძენაც სურთ და შეუძლიათ მომხმარებლებს. საქონლის ფასი და
საქონელზე მოთხოვნის რაოდენობა უკუპროპორცულია.

მოთხოვნის კანონი- დებულება, რომლის მიხედვით, სხვა თანაბარ


პირობებში საქონელზე მოთხოვნის რაოდენობა მცირდება ამ
საქონლის ფასის ზრდასთან ერთად.
მოთხოვნის განრიგი- ცხრილი, რომელიც გვიჩვენებს
დამოკიდებულებას საქონლისა ფასსა და მოთხოვნის რაოდენობას
შორის(გვ 66 ნახაზი 1)
მოთხოვნის მრუდი- საქონლის ფასსა და მოთხოვნის რაოდენობას
შორის დამოკიდებულების ამსახველი გრაფიკი.(გვ 66 ნახაზი 1)
მოთხოვნის მრუდის ცვლილება ნახაზები(გვ 68 ნახაზი 3)
ნორმალური საქონელი- საქონელი, რომელზეც სხვა თანაბარ
პირობებში შემოსავლის ზრდასთან ერთად მოთხოვნაც იზრდება.
მდარე საქონელი- საქონელი, რომელზეც სხვა თანაბარ პირობებში
შემოსავლის ზრდასთან ერთად მოთხოვნა მცირდება.
შემცვლელები- ორი საქონელი, რომელთაგან ერთის ფასის ზრდა
იწვევს მეორეზე მოთხოვნის ზრდა.
შემავსებლები- ორი საქონელი, რომელთაგან ერთის ფასის ზრდა
იწვევს მეორეზე მოთხოვნის შემცირებას.

მიწორდება(დედამოტყნული)
მიწოდების რაოდენობა
საქონლის რაოდენობა, რომლის გაყიდვის სურვილი და
შესაძლებლობა აქვს გამყიდველს.
მიწოდების კანონი- დებულება, იმის შესახებ, რომ სხვა თანაბარ
პირობებში საქონლის ფასის ზრდა იწვევს ამ საქონლის მიწოდების
რაოდენობის ზრდას.(პირდაპირპროპორციულია)
მიწოდების მრუდი(გვ 72 ნახაზი 5)
მიწოდების ცვალებადობა(გვ 74 ცხრილი 2)

მოთხოვნა და მიწოდება ერთად(დედამოტყნულები)


წონასწორობა
სიტუაცია, როდესაც მიწოდება და მოთხოვნა გაწონასწორებულია.
წონასწორული ფასი- ფასი რომელიც აწონასწორებს მიწოდებასა და
მოთხოვნას.
წონასწორული რაოდენობა- საქონლის მიწოდებისა და მოთხოვნის
რაოდენობა წონასწორობის დროს.
ჭარბი მიწოდება- სიტუაცია, როდესაც მიწოდება მოთხოვნაზე მეტია.
ჭარბი მოთხოვნა- სიტუაცია, როდესაც მოთხოვნა მიწოდებაზე მეტია.
მოთხოვნისა და მიწოდების კანონი
დებულება რომლის თანახმადაც, საქონლის ფასი, მასზე მოთხოვნისა
მიწოდების რაოდენობას აბალანსებს.
როგორ მოქმედებს მოთხოვნის ზრდა წონასწორობაზე?(გვ 78
ნახაზი 10)
როგორ მოქმედებს მიწოდების შემცირება წონასწორობაზე(გვ 80
ნახაზი 11)
მიწოდებისა და მოთხოვის ერთდროული გადაადგილება(გვ 80
ნახაზი 12, გვ 81 ცხრილი 4)

You might also like