You are on page 1of 4

დოვლათის უმეტესობა უფასო არ არის და მათი შეძენა მოითხოვს სხვა დოვლათზე უარის

თქმას.

ნებისმიერ დოვლათს გააჩნია შემცვლელებია, იგივე სუბსტიტუტები.

მოთხოვნა არის ცნება, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს (დოვლათს ) შესყიდულ


რაოდენობას და იმ მსხვერპლს, რომლის გაღებაც აუცილებელია ამ რაოდენობების
შესყიდვისთვის.

თუ მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია მხოლოდ გარკვეული საფასურის


გადახდით, ანუ სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ხარჯზე , ჩვენ თავს
ვიკავებთ მოთხოვნის დაკმაყოფილებისგან და იმაზე ნაკლებს ვჯერდებით , ვიდრე
თავიდან გვსურდა.

ამას ეწოდება მოთხოვნის კანონი რაც გულისხმობს რომ არსებობს კავშირი ადამიანების
მიერ შეძენილ დოვლათის რაოდენობასა და მის ფასს შორის. ანუ რაც უფრო მაღალია
ფასები მით უფრო დაბალია მოთხოვნა და ოირიქით.

თუმცა ზოგჯერ ადამიანები ყიდულობენ ისეთ ნივთებს, რომლის ფასიც მაღალია ,


მაგალითად, წვავის ქურქებს. ამის მოტივი საზოგადოებაში თავის მოწონებაა . ამიტო , ზოგი
ფიქრობს რომ პრესტიჟული საქონელი ამ მოთხოვნის კანონს არ ემორჩილება - რაც უფრო
მაღალია მისი ფასი, მით უფრო დიდია მასზე მოთხოვნა. თუმცა რეალურად, ამ დროს
პროდუქტი არა ქურქი, არამედ თვიითონ პრესტიჟია.

ზღვრული მნიშვნელობები
ნებისმიერი საგანი შესაძლოა სხვაზე უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს , ვინაიდან
საგნის მნიშვნელობა დამოკიდებულია სიტუაციაზე. აქტუალური მნიშვნელობები კი ე.გ
ზღვრული მნიშვნელობებია. ეკონომიკური ანალიზიც თავისი შინაარსით ზღვრულ
ანალიზს წარმოადგენს.ეკონომიკური თეორი დაფუძნებულია ზღვრულ ანალიზზე ,
ვინაიდან გულისხმობს, რომ გადაწყვეტილებების მიღება ყოველთვის დამატევითი
ხარჯებისა და დამატებითი სარგებლის შედარებით ხდება.

მოთხოვნა და მოთხოვნის სიდიდე


ეკონომიკურ თეორიაშია მოთხოვნა ეწოდება კავშირს ორ კონკრეტულ ცვლადს- ფასსა
და იმ რაოდენობას შორის, რისი შესყიდვაც სურთ ადამიანებს. მოთხოვნა ყოველთვის
არის ფასებისა და იმ რაოდენობის (ან სიდიდის) რიგი, რომლის შეზენაც სურთ ამ ფასად .
ანუ მოგება არის ნუსხა. ნუსხის ერთი სტრქიონიდან მეორე სტრიქონისკენ , ან მრუდის
ერთი წერტილიდან მეორე წერტილისკენ მოძრაობას ყოველთვის მოთხოვნის სიდიდე
უნდა ვუწოდოთ და არა მოთხოვნის ცვლილება.

თუ მოთხოვნა გაიზრდება მაშინ მრუდი გადავა მაღლა და მარჯვნივ , თუ შემხირდება


გადავა დაბლა და მარცხნივ.

საფასო ელასტირუობა
ელასტურობა ნისნავს რეაქვციის ინტენსიურობას. თუ უმნიშვნელო ცვლილება ძლიერ
ცვლის შესყიდვების მოცულობას, მაშინ ამბობენ, რომ მოღხოვნა ელასტიურია . თუ
ფასების ძალიან დიდი ცვლილება მხოლოდ უმნიშვნელოდ ცვლის შესყიდვის
მოცულობას, მაშინ ამბობენ რომ მოთხოვნა არაელსატიურია

ინფლაცია
ინფლაცია ნიშნავს ყველა პროდუქტის საშუალო ფულადი ფასის ზრდას. რეალურად ,
ინფლაციის პრობლემა ისაა რომ ფასები ერთნაირი პროპორციით არ იზრდება . ფასში
იგულისხმება მათ შორის ხელფასები, და ა.შ. თუ ყველაფრის ფასი ორჯერ გაიზრდება ,
მაშინ რეალურად არაფრის ფასი არ შეიცვლება, გარდა თავად ფულის ფასისა, რადგან
ახლა იმავე თანხით ორჯერ ნაკლები პროდუქტი მოგვივა.

თავისუფლება და მწარმოებლურობა
თუ პროდუქტი დეფიციტურია, უნდა იქნეს გარკვეული კრიტერიუმები მიღებული იმის
განსაზღვრავად თუ ეს პროდუქტი ვის და რამდენი ეკუთცნის . როდესაც პროდუქტის ფასი
იზრდება, მის მომხმარებლებს არ სჭირდებათ იმის შეხსენება, რომ ეკონომია გასწიონ .
მოთხოვნის საფასო ელასტიურობა
იმ რაოდენობას, რომლითაც ადამიანები გაზრდიან ან შეამცირებენ თავიანთ შესყიდვებს ,
ფასების ცვლილებისას- მოთხოვნის საფასო ელასტიურობა ქვია.

ელასტიურობა- ნიშნავს რეაქციის ინტენსიურობას.

თუ ფასის უმნიშვნელო ცვლილება ძლიერ ცვლის შესყიდვების მოცულობას , მაშინ


ამბობენ, რომ მოთხოვნა ელასტიურია.

თუ ფასების ძალიან დიდი ცვლილება უმნიშვნელოდ ცვლის შესყიდვების მოცულობას ,


მაშინ ამბობენ, რომ მოთხოვნა არაელასტიურია.

მოთოვნის საფასო ელასტიურობა განისაზღვრება, როგორც მოთხოვნის პროცენტული


ცვლილების ფარდობა ფასების პროცენტულ ცვლილებასთან.

როდესაც ელასტიურობის მაჩვენებელი 1 ზე მეტია მოთხოვნა ელასტიურია , თუ ერთზე


ნაკლებია არაელსატიურია და თი 1_ის ტოლია მაშინ მას ქვია ერთეულოვანი
ელასტიურობა.

თუ ფასის ცვლილება იწვევს შემოსავლის იმავე მიმართულებით ცვლილებას, მაშინ


მოთხოვნა არაელასტიურია.
რეალურად არ არსებობს სრულიადნ არაელასტიური მოთხოვნა , ვიანიდან ფასის
ცვლილებაზე ხალხს ოდნავი ვლილება მაინც აქვს.

You might also like